უჩვეულოდ ცისფერი (1)
რამდენიმე დღის წინ დავწერე მოთხრობა "უჩვეულო ცისფერი თვალების მქონე ბაბნიკი" გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე ვერ გავაგრძელე... ეხლა იგივე მოთხრობას ვაგრძელებ ოღონდ სხვა სათაურით... იმედი მაქვს მოგეწონებათ... --------------- ცხოვრება ათასგვარი სურპრიზებითაა დახუნძლული... შეიძლება ისეთ სიტუაციაში ჩავარდე, რომელზეც ვერც კი იოცნებებდი ან პირიქით... აზრადაც ვერ გაივლებდი, რომ ეს შეიძლება მომხდარიყო..... ჩემ მდგომარეობაშიც ეგრეა... ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი რომ მე, ანის ვინმე შემიყვარდებოდა და ისე, რომ არც კი ვიცნობდე... ------------- 25. 08 25 აგვისტო.. შუა ზაფხული... როგორც ყოველთვის თბილისში ვარ და ვიხრჩვები ამ სიცხეში, რადგან ჩემი სულსწრაფობიდან გამომდინარე ზღვაზე ადრიანად წავაყვანიე თავი ჩემებს... ეხლა კი იძულებული ვარ თბილისში დავიხრჩო... თან როგორი სიცხე იცის ხოლმე... ეხლაც საწოლზე ვაგდივარ, კონდინციონერი ჩართული... გათანგული სიფათი და "Sam Smith -Stay With Me..." არაფრია გაგონება არ მინდა გარდა სიგრილის... აწრიალდა ჩემი ტელეფონი და იძულებული გავხდი სიმღერა გამომერთო... ტელეფონს დავხედე და ნატა იყო... (ჩემი არაბიოლოგიური და) -ხო ნატაშკა..... -ჯერ ერთი ნატა და არა ნატაშკა.. მერე მეორე აეგდე ეხლა მაგ ლოგინიდან, გამორთე სიმღერა და კონდინციონერი და ჩაიცვი.... -ხომ ვამბობ ხუთი თითივით მიცნობ თქო... -მოკეტე და აეგდე... -კაი ხო არ გამოძვრე ყურმილში... მე ანი ქორიძე ვარ... 16 წლის... 11 კლასში გადავედი... დედისერთა ვარ.. თუმცა არასდროს მიგრძვნია ეს ნატადან გამომდინარე... ჩემი ოჯახი შეძლებულია თუმცა არა "ზე".... არც ფული მაკლია და არაფერი... თუმცა ზედმეტის უფლებას ვერ ვალევ ჩემ თავს.... უფლის წყალობით ორივე მშობელი მყავს.... მამა - ზაზა და დედა - ნინო... ვარ საშუალო.სიმაღლის წაბლისფერი გრძელი, სწორი თმით, მწვანე თვალებით და პატარა კურნოსა ცხვირით..... სანამ წყალი გადავივლე, ნატამ კიდე თხუთმეტჯერ დარეკა... -სად აგდიხარ ანი? -ეხლა გამოვედი აბაზანიდან რა იყო? -რა იყო კი არა ნახევარი საათია გელოდები.. -კაი ვიცვამ და მოვდივარ... მოკლე ჯინსის შორტი, თეთრი მაისური და კედები ჩავიცვიმ.. სველი თმა გავიშალე სათვალე გავიკეთე ტელეფონი ავიღე და გარეთ გავედი.. -დე მივდივარ... სამზარეულოში თავი შევყავი და დედაჩემს "დავუყვირე" რომელიც შიშისგან შეხტა და სუნთქვის დასარეგულირებლად გულზე ხელი მიიდო... -ვერ ხარ ანი რა... მალე მოდი... -კაი დედუცი ოღონდ... ხელი გავუწოდე და გაბრწყინებული თვალებით გავხედე... -საფულეში დევს... მარტო 50 ანი იცოდე.. -ოკ... უკვე ოთახიდან გამოვძახე და ამჯერად გეზი მამაჩემისკენ ავიღე.. -მამიკუნა.. -რამდენი?! ეგრევე მიხვდა რაც მინდოდა და ბევრი ლაპარაკი არ დამჭირვებია.. -რავი -დედაშენმა რამდენი მოგცა? -რაა? შენ საიდან გაიგე დედამ რო ფული მომცა? -კაი რა ანი... 4 წელია ერთსა და იმავეს აკეთებ და ვიცი... თავზე ხელი გადამისვა და მე რომ მიყვარს ისე გამიღიმა... -ორმოცდაათი დაბღვერილმა გავხედე და დაველოდე თანხას.... -აჰა ეს ორმოცდაათი და იმყოფინე... ფული ხელიდან გამოვგლიჯე და გახარებულნა ლოყაზე ვაკოცე... კიდევ ერთხელ დავჭექე გასვლის შესახებ და ოთხი სართული ჩავირბინე... -ოჰ გვეღირსა? დაეგდე მანქანაში... -რაა? შენ გაგიჟდი? საჭესთან შენ? შანსი არააა. ჯერ არ მომბეზრებია სიცოცხლე... არ მინდა სიკვდილი... ფეხით წამოვალ... -მორჩი ტლიკინს და დაეგდე ირაკლის მივყავართ.. (ირაკლი ნატას ძმაა) -კიდე კაი... თორე მეც არ ვთქვი მოვკვდი და ეგაათქო... კარები გამოვაღე და უკან დავეხეთქე... -პრივეტ იკააკო როგორ ხარ? -კარგად ანიკო შენ? -ნუ მეძახი ანიკოს... -მაშინ შენ ნუ მეძახი იკაკოს... -მე... -მოეჩით ეხლ... ჩხუბი ნატამ შეგვაწყვეტი და გაბრაზებული თვალებით შემოგვხედა... -ჩუმად ვარ... ერთხმად წამოვიძახეთ და გზას გავხედეთ... ნახევარ საათში დანიშნულების ადგილას ვიყავით... გაკვირვებული ვათვალიერებდი იქაურობას... აშკარად არ ვიყავი თბილისში... -ნატა სად ვართ? -რუსთავში მართვის მოწმობის გამოცდაზე უნდა გავიდე.... თავმომწონედ ჩაილაპარაკა და საჯდომის ქნევით წავიდა საგამოცდო მანქანისკენ... -რაა ირაკლი კაი რა არ უნდა გეთქვა სად მოვდიოდით... შეგვარცხვენს ეს და სირცხვილით თავს ვეღარ გავყოფთ გარეთ.. გეხვეწები წავიდეთ და ჩვენი მანიკენები დავდგათ აქ.. გთხოოვ.. ლამისაა მუხლებზე ხოხვით მივედი ირაკლისთან და მთელი სერიოზულობით ვთხოვდი აქედან წაყვანას... -მესმის... შორიდან მოგვაძახა ნატამ და ენა გამომიყო... -კაი დაწყნარდი ანი... მოდი დაჯექო მე წყალს მოვიტან... იქვე მდგომ სკამზე დამაჯინა თვითონ კი წყლის მოსატანად წავიდა და დამტოვა მარტო... პირდაპირ გავიხედე და ნეტა არ გამეხედა... ისეთი სიმპატიური ბიჭი მიყურებდა.. ზურგით კედელს მიყრდნობოდა და სიგარეტს აბოლებდა.... ძალიან სიმპატიური იყო... მაღალი ოდნავი წვერით და მოკლედ შეჭრილი თმით.. თვალისფერი, ცხვირი და ტუჩები არ ვიცი შორს იდგა.. მაგრამ მაინც საშინლად სიმპატიური იყო... სასწრაფოდ მოვარიდე მზერა და ირაკლის გავხედე რომელსაც წყალი მოქონდა... ეხლა წყალი ისე მჭირდებოდა როგორც არაფერი... მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც იქ ვიყავით მარჯვენა მხარე მეწვოდა საშინლად... რამდენჯერმე გავაპარე თვალი თუმცა მისი მზერა სულ სხვაგან იყო მიმართული... -ხო მშვიდობაა ანი? -კი კი... სწრაფი რეაგირება მოვახდინე ირაკლის კითხვაზე და მოხტუნავე ნატას გავხედე, რომელიც ბოლო ხმაზე გაკიოდა -ჩავაბარეე ჩავაბარე... ანი ქორიძე შენ ჯინაზე ჩავაბარე.. ხტუნვა ხტუნვით მოაღწია ჩვენმდე და მანქანაში ჩახტა... მთელი გზა პირი არ გაუჩერებია... გვიყვებოდა როგორ ნერვიულობდა... როგორ დაამშვიდა გამომცდელმა და ასე შემდეგ და ასე შემდგე... -მე პარკში დამტოვე ირაკლი რა... თხოვნის თვალებით გავხედე და სიმწრით გავუღიმე... -მაშინ მეც დავრჩები.... -არა ნატა... წადი მოუყევი შენებს როგორ ჩააბარე... -მართალია ანი.. დედას და მამას ხო უნდა მოუყვე როგორ ჩააბარე 16 წლისამ მართვის მოწმობის გამოცდა.... მხარი ამიბა ირაკლიმაც და "დახმარება მოგწევს მერე შენც" სიფათით გადმომხედა... იქვე პარკთან გამიჩერა და მანქანიდან გადმოსვლის მაგივრად გადმოვხტი... მე და ნატა ბავშვობიდან ვმეგობრობთ მაგრამ ყოველთვის ზედმეტად ემოციური იყო, რაც ნერვებს მიძიძგნიდა... ეხლაც განა არ გამიხარდა რომ აიღო "პრავა" მაგრამ ზედმეტად ემოციურად მიიღო ეს ყველაფერი... ექვსი საათი იყო პარკში რომ მივედი და დროის გასვლა საერთოდ არ გამიგია... რომ არა ტელეფონზე გაბმული ზარი კიდე დიდხანს ვიქნებოდი გარეთ...... -შვილო სახლი არ გაქ? ათი საათია... -აუ დე არც გამიგია დრო როგორ გავიდა... 15 წუთში მოვალ... ტელეფონი გავთიშე და ასადგომად მოვემზადე... მხოლოდ ეხლა შევნიშნე ჩემ წინ მჯდომი ახალგაზრდა ბიჭი რომელიც პირდაპირ თვალებში მიყურებდა... სიბნელე იყო და კარგად ვერ გავარჩიე სახეზე ვინ იყო... მაგრამ მისი ცისფერი თვალები თავიდან არ ამომდის.... სიბნელეშიც კი ანათებდა.. ცისფერი.... თან უჩვეულოდ... უჩვეულოდ ცისფერი თვალები.... თავი 2 მთელი ღამე ვერ მოვიშორე მასზე ფიქრები... ვერ ვიტყვი შემაწუხათქო მაგრამ მაინც არასასიამოვნი იყო უცნობზე ამდენი ფიქრი... უცნობზე ფიქრი რა მის თვალებე ფიქრი... თან როგორ თვალებზე.... უჩვეულოდ ცისფერზე... ასი კაციდან 99 იფიქრებს ეს გოგო გაგიჟდაო უცნობზე ამდენს ფიქრობს და თან რა უაზროდო... მაგრამ რა ვქნა... ისე დაისაკუთრა იმ თვალებმა ჩემ ცხოვრებაში ამ რამდენიმე საათში რომ ძნელია თავიდან ამოიგდოს ადამიანმა.... ტელეფონს რომ დავხედე ღამის ორი საათი სრულდებოდა.. წესით ეხლა მეცხრე სიზმარს უდა ვხედავდე, მაგრამ ძილი ოდნავადაც არ მეკარებოდა.. ლოგინში შამფურივით ტრიალს ვამჯობინე ავნისკენ ამეღო გეზი... გზად პლედს ტელეფონს და ყურსასმენებს დავავლე ხელი... აივნის კარი გამოვაღე და ჩემი საყვარელი ადგილისკენ წავედი... სავარძელში კომფორტულად მოვკალათდი, ფეხები მოაჯირზე შემოვაწყე და სხვვა სამყაროში გადავეშვი სიმღერებთან ერთად... არემარეს ახლად გადმოსულივით ვათვალიერებდი და მხოლოდ ეხლა ვამჩნევდი "ახალ-ახალ" რაღაცეებს და გაოცებისგან პირი ღია მრჩეობოდა... გაოცება გაასმაგდა, ჩემმა თვალებლა ის ციაფერი თვალები რომ დაინახეს... ძირს, ჩემი აივნის ქვეშ, ისევ ის უჩვეულოდ ცისფერი თვალები იყო, რომელიც აშკარად ჩემი აივნისკენ იყურებოდა და სიგარეტს ეწეოდა... იმ წუთში ჩემი სახე რომ წარმოვიდგინე ალბათ თვალები ბურთის ხელეა მექნებოდა გაოცებისგან...... რამდენჯერმე თვალები დავახამხამე იმის იმედით, რომ უბრალოდ ამდენი ფიქრიდან გამომდინარე მესიზმრებოდა და სხვა არაფერი..... მაგრამ სილუეტი უძრავად იდგა და მიყურებდა... ყურადღება ჩემმა აცეკვებულმა ტელეფონმა მიიქცია... გამიკვირდა შუაღამეს ვინ იქნებოდა... უცხო ნომრის ამოკითხვისას ცოტა არ იყოს შემეშინდა... ხელის კანკალით გავხსენი შეტყობინება და თვალები კინაღამ გადმომცვივდა... -"სახლში შედი გაცივდები და მეორედ თუ გადაწყვეტ შუაღამისას გარეთ გამოსვლას მარტო ეგ პლედი არ გიშველის... მერე რა რომ ზაფხულია ღამით მაინც ცივა" გაკვირვებულმა რამდენჯერმე გადავიკითხრ შეტყობინება... ხელზეც კი ვიჩქმიტე იმ იმედით რომ სიზმარი იყო და არ მეტკინებოდა, მაგრამ ტკივილმა ისე გამამწარა დავრწმუნდი რომ ეს ყველაფერი ცხადში ხდებოდა და არაფერი მესიზმრებოდა და მელანდებოდა... გაოცებული შევედი სახლში და ლოგინში შევწექი... კვლავ შეტყობინება იგივე ნომედან.. -"დამჯერი გოგო... ტკბილი სიზმრები" ამაზე საერთოდ გავგიჟდი, თუმცა ფიქრს აღარ ვაპირებდი შეტყობინებებზე და დაძინება გადავწყვიტე, თუმცა კვლავ იმ ცისფერ თვალებზე და შეტყობინებებზე მეფიქრებოდა.. გამთენიისას ჩამეძინა... ალბათ სადღაც ოთხი საათი მეძინებოდა.. 10 საათი იყო ნატა რო დამახტა თავზე და როგორც ჩვეულა ისე გამაღვიძა... -აუ ნატა გეხვეწები დამაძინე რა... -რა დროს ძილია გაიღვიძე გათენდა ეეეეე... -აუ მე რა ვქნა მერე რო გათენდა მამალი ვარ და ვიყივლო თუ რა გინდა... შემეშვი დამაძინე რააა.. -ისე ანი ამხელა ტექსტის თქმას უბრალოდ აგეწია ეგ საჯდომი და ამდგარიყავი ჯობდა და თან შემპირდი მაღაზიებში გაგყვებიო... ამაზე კი ნამდვილად ვჭყიტე თვალები... -რაა? როდის შეგპირდი? -ნუ რა მნიშვნელობა აქვს ეხლა ხო მაინც წამომყვბი... -აუ ნატა ახალგაზრდა არ ვიყო ჩემი ხელით მიგახრჩობდი.. ზლაზვნით წამოვდექი და სააბაზანოში შევედი თავის მოსაწესრიგებლად... -ანი მალე რა დავაგვიანებთ... -კაი რა იყო გარბის მაღაზიები სადმე? რაღაცეები ამოიბლუყუნა, მაგრამ ვერაფერუ გავიგე და ხელი ჩავიქნიე, აბაზანიდან პირდაპირ დიდ პრობლემას მივადექი "რა ჩავიცვა?" რადგან ზაფხულია და იხრჩვება ყველაფერი... მოკლე შორტი და თეთრი ზედა გადავიცვი ფეცზე კედები ამოვიცვი და სათვალე გავიკეთე თმა გავიშალე და მისაღებში გავედი... დედაჩემი და ნატა ლაპარაკობდენ და რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ... -რაზე იცინით? უკნიდან მივეპარე და დედაჩემს "გული გავუხეთქე" -აუ ანი როდის უნდა დაჭკვიანდე დე? -არვიცი დე ალბათ ოდესმე დავჭკვიანდები... -ნეტა მაგ "ოდესმეს"მომასწრო ღმერთმა.. მოუხუცივით დაიწყო წუწუნი და ნერვები მომიშალა... ვერ ვიტან ესე რო იწყებს ლაპარაკს მგონია ძალიან ბებერია 46 წელი არც ისე დიდია.... როგორც ყოველთვის ფული გამოვართვუ და ნატას მანქანაში ჩავსხედით.. იმედი მაქ გუშინს მერე არ დაგვიწყებია ტარება... მაინც წავკბინე და მას რომ უყვარს ისე გავუღიმე, თორემ თავში აუცილებლად რაღაც მომხვდებოდა.. -აუ ხო იცი რო მაგ ღიმილზე ცუდად ვხდები და ჯობია გაჩერდე.... უბრალოდ გავუღიმე და ღვედი გადავიკარი... რაც ძალა მქონა ჩავაფრინდი მაინც "სიფრთხილეს თავი არ ტკივა თქო..." ჩემდა გასაკვირად დანიშნულების ადგილამდე ისე მივედით არცერთ მძღოლს არ უგინებია ჩვენთვის და არც პიპინი დასჭირვებიათ.... მაღაზიაში იმდენი ატარა ნატამ დაღლილობისგან ფეხებს ვეღარ ამოძრავებდა... -გთხოვ ვჭამოთ თორემ შეიძლება ცუდად გავხდე... ხმაში აშკარა ვედრება უფრო იგრძნობოდა, ვიდრე უბრალოდ შეთავაზება... ბევრი ხვეწნა მუდარის შემდეგ ძლივს დავითანხმე და იქვე მდებარე კაფეში დავსხედით... შეკვეთა მივეცით და ჩვეული ჭორაობა დავიწყეთ. თვალები უნებურად შემოსასვლელი კარისკენ გამექცა და ვიგრძენი, რომ ჰაერი ნელ-ნელა უფროდაუფრო ცატავდებოდა ისდაც ამ პატარა კაფეში.... იმედია მოგეწონებათ ♡ დააკომენტარეთ... ღირს გაგრძელება? ❤❤ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.