უამრავი წუთი ცხოვრებიდან 5თავი
მეორე დღეს ბაბი სახლში გავიყვანე და მეც მოვემზადე,ყველაფერი ჩავდევი მემგონი რაც მქონდა.თავიც მოვიწესრიგე და ქალაქში შევიკრიბეთ.მანქანებში გადავნაწილდით.გიორგი,ნინი,რეზი და მარიამი ერთი მანქანით მიდიოდნენ.მე და ბაბი ერთად და დანარჩენები კიდევ ალექსის მანქანაში.ჩემს მანქანაზე წინ მე ვიჯექი,გიორგისზე გიორგი და ალექსის მანქანაზე ალექსი .ძალიან სახალისოდ ვმგზავრობდით მე გიორგის ვეჯიბრებოდი,სამწუხაროდ ალექსს ვერ ვუსწრებდი რადგან გზა არ ვიცოდი.ბოლოს მოხდა ისე რომ გიორგი ჩემს წინ იყო,მე ყველაზე ბოლო მოვდიოდი და უნდა გამესწრო როცა გიორგიმ არ დამანება და მარცხნივ გამოიწია მე კი მის მანქანას გავედე,მან მანქანა გადასყენა და გასჩერა,ალექსიმაც გასჩერა,იძულებული გავხდი მეც გამეჩერებინა.გიორგი მანქანიდან გადმოხტა,კარი ძალიან მიაჯახუნა და გაცეცხლებული მანქანას დააჩერდა,შეჭეჭყილი იყო ოდნავ.ჩემსკენ გამოვარდა მეგონა სადაც იყო მცემდა. -შენ სულ გაგიჟდი?ვინ დააჯინდა ეს არანორმალური საჭესთან,ნახე რა უქენი ჩემს მანქანას არ შეგრჩება,ამას სერიოზულად გეუბნები. -და რას მიზამ ?მცემ,მომკლავ თუ მანქანას დამიმტვრევ?ვერაფერ ვერ იზამ. ვუყვირე და მანქანაში ჩავჯექი,პირველი მე გავვარდი,არ ვიცოდი რომელი გზა იყო ან საით უნდა წავსულიყავი,მაგრამ არაუშავს რამეს მივაგნებ. -ეს რა გააკეთე?ანასტასია დავიკარგეთ,ღამდება ჩვენ კი აზრზე არ ვართ სად ვართ? -გაჩუმდი გთხოვ. შევევედრე რადგან ჩემი გასაჭირი მეყოფოდა,ვიცოდი მეც ძალიან კარგად რომ დავიკარგეთ.ბაბიმ ტელეფონი ამოიღო და რომელიღაცას დაურეკა. -მარიამ ბაბი ვარ სად ხართ ? -.... -დავიკარგეთ,გთხოვთ მოგვძებნეთ. -.... ბაბიმ საუბარი დაამთავრა და მე მომიბრუნდა -მითხრა რომ ალექსი და ის მალე წამოვლენ ჩვენს მოსაძებნად. -ღმერთო რა შარში ვართ,ყველაფერი იმ საზიზღარი გიორგის ბრალია. ვთქვი გაბრაზებულმა და მანქანა იქვე ახლოს გავაჩერე. **** გიორგის თხრობა: -არ იცი მისი ხასიათი ? ნუთუ ჯერ კიდევ ვერ ისწავლე ? არავის არაფერს უთმობს,ფეთქებადი ხასიათისაა ეს კი მისთვის სრულიად ნორმალურია,იცოდე გიორგი რამე რომ დაემართოს შენი ბრალი იქნება და ამას არასოდეს გაპატიებ. გამაფრთხილა რეზიმ და ოთახიდან გავიდა.რა იგულისხმა როცა თქვა ეს მისთვის სრულიად ნორმალურიაო? არ ვიცი,მაგრამ თავი ამ ფიქრებით ძალიან ამტკივდა სანამ არ ვნახავ მანამდე ვერ მოვისვენებ,მე თვითონ უნდა მოვძებნო...არა,მის მოსაძებნად უკვე წავიდნენ...რა ვქნა ? **** თხრობას აგრძელებს ანასტასია: როგორც იქნა გვიპოვა ალექსიმ და ეხლა უკან მივყვები,სახლში მივედით,მანქანა გავაჩერე და ირგვლივ მიმოვიხედე,ძალიან ლამაზი იყო იქაურობა:ორსართულიანი ხის სახლი იყო,წინ კი დიდი ტბა,გარშემო ხეებით იყო შემოსაზღვრული,ძალიან ლამაზი იყო,სახლში შევედით და ნიკა მაშინვე ჩემსკენ წამოვიდა და მაგრად ჩამეხუტა. -ძალიან გვანერვიულეთ,ესე როგორ შეიძლება? საყვედურით წამოვიდა რეზი და ისიც ჩამეხუტა,ბაბისაც ეხვეოდნენ და კოცნიდნენ. -სასწრაფოდ შხაპი და ძილი მინდა. ვთქვი და ყველა ჩამოვიშორე. -წამოდი ოთახს განახებთ. თქვა ნინამ და წინ გამიძღვა ბაბი და მარიამიც გამოგვყვა. ნეორე სართულზე ავედით და ოთახამდე მივედით ამ დროს კი ოთახიდან წელსზემოთ შიშველი გიორგი გამოვიდა,აჰ როგორ ვერ ვიტან. ოთახში სასწრაფოდ შევედი და მხოლოდ ეხლა გავაანალიზე რომ ოთახი მას ჩემს გვერდით აქვს. -გოგონებო თუ არ გეწყინებათ მარტო დამტოვეთ გთხოვთ. -კაი ტასუნა ტკბილი ძილი. მითხრა ნინამ და შუბლზე მაკოცა,დანარჩენებმაც იგოვე გააკეთა და ოთახიდან გავიდნენ,ცოტახანი საწოლზე ვიჯექი და გიორგის დაკუნთულ სხეულზე ვფიქრობდი,შემდეგ კი ეს აზრი თავიდან ამოვიგდე,დავიბანე და ლოგინში ჩავწექი,ტკბილად და მშვიდად დამეძინა მაგრამ ვიგრძენი რომ საწოლზე ვიღაც ჩამოჯდა და თავი დამფრთხალმა სასწრაფოდ წამოვწიე... ვიცი რომ პატარა თავია მაგრამ მეტის დადება ვერ მოვახერხე ბოდიშს გიხდით |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.