მკვლელი (7)
- თორნიკე მე.. - ჩემს ძმას შეეშვიო.. გიორგისო.. გეშინოდ.. ბოდიალობდი რაღაცეებს. ახლა არ გეშინია მკვლელის გვერდით რომ ზიხარ? - ისევ მისი საფირმო ღიმილი. აღარაფერი არ მითქვია. ავდექი და წამოსვლა დავაპირე. ვერ გამეგო ეს რას ნიშნავდა.. მე ის არ მიყვარდა.. არ მიყვარდა კიარა მძულდა. და იმას ვერ დავიჯერებდი მისგან რომ ვუყვარდი.სისულელე! - მისინე.. არ მინდა გული გატკინო მაგრამ, დღეს რომ არ გეთქვა შეიძლება დამეჯერა კიდეც. - ვიცი. უბრალოდ დღეს ჩემთვის გადამწყვეტი დღეა, მერე შეიძლება ვერ მოვახერხო. - ვერაფერი ვეღარ ვუთხარი, მივხვდი რომ სასამართლოზე საუბრობდა. უცებ ადგა და დამტოვა. არაფერს ვგრძნობდი. არანაირი სინანული, სიყვარული.. არ ვიცოდი რა მექნა. ფაქტი იყო რომ რაღაც უაზრობა ხდებოდა. მაგრამ.. როგორ შეიძლებოდა გული სტკენოდა? ვერ ვიჯერებ იმას რომ მართლავუყვარვარ.. მალევე მოვრჩი ამაზე ფიქრს და ლექციაზე დავბრუნნდი. ის იქ არ იყო. სალომესთან დასვენებაზე დავალაგე ურთიერთობა. რაღაცეებს ბოდიალობდა მაგრამ არმომისმენია, არც დავამთავრე რომ დაესრულებინა და მოვეხვიე. - შემდეგ მალევე გავარკვიე თუ სად აორთქლდა თორნიკე.. ასეთები სჩვევია ხოლმე. მდელოს ამბავი გამახსენდა უცებ და ჩამეღიმა. ლექციების შემდეგ პირდაპირ სასამართლოში წავედი. გიორგიმ დამინახა თუარა, ისეთი გამომეტყველება მიიღო, ვიცოდი აქედან გასვლისთანავე თავს წამაცლიდა.მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა ახლა. შემეგუა. ჯერ არაფერი იყო დაწყებული. ხელები საშინლად მიოფლიანდებოდა, ალბათ ნერვიულობისგან. გიორგიმ ეს შემატყო და ხელი ხელზე დამადო. მეც მისი სითბო ვიგრძენი და ცოტათი დავმსვიდდი მაგრამ როდესაც დარბაზში ერთი სულიერის მწვანე თვალები გამოჩნდა, ყურადღება გამეფანტა და ფეთიანივით ფეხზე წამოვხტი. თითქოს ამ ყველაფერს ხუმრობით უდგებოდა თორნიკე. იღიმოდა. მისი მაისური კი პროტესტს იწვევდა, წარწერით „KILLER“ ამან უფრო ამაფორიაქა. გიორგი გაფაციცებით მომშტერებოდა. ყურადღებას მას საერთოდ არ ვაქცევდი.. მთელი სასამართლოს პროცელში ფეხზე ვიდექი. მოსვენება არ მქონდა. უკანასკნელი რაც ყურების დაგუბებამდე გავიგე მოსამართლის და თორნიკეს საუბარი იყო: - აღიარებთ დანაშაულს? - ვაღიარებ. - ამა და ამ კოდექსის, ამადა ამ მუხლის მიხედვით, რადგან დანაშაული არასრულწლოვანმა ჩაიდინეთ, მოგესაჯათ 2 წელი და 3თვე. სასამართლო პროცესი დახურულია. *** ლოგინში ვწევარ. გაუძრევლად. ვაცნობიერებ რომ მას ორი წელი ვერ ვნახავ.. ვერც ის მნახავს. არანაირი კონტაქტი. პრინციპში ბედნიერი უნდა ვიყო. მე ხომ მისი სიახლოვის მეშინოდა. მაგრამ არ ვარ. ალბათ იმიტომ რომ ცხოვებაში პირველად მითხრეს „მიყვარხარ“. თანაც იმ ადამიანისგან გაჟღერდა ეს ბგერები,, ვისგანაც ვერასდროს წარმოვიდგენდი.. ალბათ დროის საკითხია და გადამივლის. დღეები გადიოდა. ყოველ დღე ერთი და იგივე, კოლეჯი, მეცადინეობა, პრეტესტები.. ერთ დღესაც სარგებლიანად ჩაიარა დღემ ძლივს და ირაკლი ჩამოვიდა. ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი. კივილით გავიქეცი მისკენ და ჩავეხუტე. ჰაერში ამწია და მისკენ უფრო მიმიკრო. ასე ალბათ 1 წუთი ვიდექით. მერე მოვეშვი. ერთმანეთს ვუცინოდით, მიხაროდა კვლავ მისისიცილის დანახვა. და ბედნიერიც ვიყავი. - აბა ხო უჯერებდი გიორგის? - კკი.. - გავუღიმე. გიორგიმაც თავი დაუქნია და მე გამომხედა. - ბიჭებო მე დაგტოვებთ, სალაპარაკო გექნებათ. - ორივე გადავკოცნე. ჩემს ოთახში ავედი. ახლა ყველაფერი შეიცვლებოდა. გიორგი ჩემი სახლიდან გადავიდოდა. ირაკლის გაუთავებელ ბუზღუნს რა გაუძლებდა?.. მაგრამ.. არც არაფერი უბრალოდ ჯობია დავივიწყო ის რაზეც მართლა ვფიქრობ და არ ვამბობ. ძილი როგორცვე დავაპირე მაშინვე გამიფრინდნენ ძილის ანგელოზები. ამოვიხვნეშე და ზურგზე გადავწექი. წამოვდექი. საშინელი ქარი იყო. წამოვიწიე და წიგნის კითხვა დავიწყე. მალევე მომეჭიტა თვალები და ჩამეძინა. ეს მეთოდი ყოველთვის მიმართებდა. სკოლაში მისულს ნიკა შემეჩეხა. არასდროს მსიამოვნებდა მისი სიახლოვე და თვითონაც იცოდა. - ლან როგორ ხარ? - მხარზე დამარტყა ხელი, კარგი ძმაკაცივით - ნასვამი ხარ? - სულაც არა - ჩაიცინა. - აბა რა გჭირს? - თვალები ავატრუალე, ტყუილად მელაზღანდარავებოდა გული მიგრძნობდა. - სალაპარაკო გვაქ. - აბა, გისმენ? - თორნიკე კალანდაძე.. - ამოიხვნეშა და სკამზე ჩამოჯდა. – 4თვე და რამოდენიმე დღე გავიდა ლან. - არ მცალია. - მაშინვე მოვტრიალდი და წამოსვლა დავაპირე თუმცა ხელით დამიჭირა. - დაჯექი! - კარგი. რა გინდა? - ყოვე კვირა დავდივარ მის სანახავად. ის კი გამუდმებით გკითხულობს.. - ა სულ ეს არი? შეიძლება წავიდე? - თავი მოვიკატუნე და თავის დაძვრენა ვცადე - არა. ისე ნუ იქცევი თითქოს არ განაღვლებს. ორივემ კარგად ვიცით ეს. ინახულე. სჭირდები. - ესღა მითხრა და დამტოვა. ესღა მაკლდა. ისედაც ჰო საფიქრალი ნაკლებად მქონდა. აღატ გავჩერებულვარ დიდი ხანი და ლექციაზე შევედი. რაღაცას განიხილავდნენ.. პატიმარზე.. თუ ხალხის უფლებებზე.მაგრამ მე პატიმრებზე საუბარი უფრო დამამახსოვრდა. მაშინვე გარეთ გამოვვარდი. აქეთ იქეთ მიმოვიხედე და მაშინვე ტაქსი გავაჩერე. იქ მივედი სადაც არ უნდა ვყოფილიყავი. მაინც ვყოყმანოდი. ვიცოდი რომ ნერვები მიმტყუნებდა და წინასწარ დავიწყე საკუთარი თავის დამშვიდება. - ვისთან ხართ? - კალანდაძე.. თორნიკე კალანდაძე. - აქეთ მობრძანდით.. - დაცვა წინ გამიძღვა, მეც დასჯილი ბავშვივით თავჩახრილი უკან მივყვებოდი. ჩემს თავში რა არ ხდებოდა. უაზროდ ვფიქროდი. ფიქრებიდან კი საკნის კარის ჭრიალმა გამომიყვანა. გაბედულად შევედი. ჩემს წინ იჯდა ბიჭი საწოლზე. ხელები მუხლებზე დაელაგა. კაპიშონი წამოეფარა და თავის ამოწევას თითქოს არ აპირებდა. გახევებული ვიდექი და ვუყურებდი. შეცვლილი იყო. - მოხვედი. - ღმერთო მისი ხმა. ჩახლეჩილი და შეცვლილი იყო ისიც. თავი ამოწია, კაპიშონი გადაიწია, თმები გაზრდილი ჰქონდა. თვალები კი ისევ ისეთი უცვლელი და ეშმაკური. - ხოო.. - რაღაცნაირად გავუღიმე, მის სახეზეც მოვკარი ცოტაოდენ ღიმილს თვალი. - მოდი ჩამოჯექი. - ხელით მანიშნა რომ დავმჯდარიყავი მის გვერდით. - არა იყოს. ვიდგები. - კაი რა პატარავ.. მოდი ჩემთან არ ვიკბინები. - ბოლო სიტყვები სიცილით კბილებში გამოსცდა და მუხლებისკენ მიბიძგა. შევცდი რომ ვიფიქრე შეცვლილა თქო.. თვალები გადავატრიალე და მის გვერდით დავჯექი. - ხმა შეგცვლია. - ხო აქ სიგარეტს არ მაწევინებენ ნაბი*ვრები. - ამაზე გამეცინა მაგრამ თავი შევიკავე - ასეთ გამოუვალ მდგომარეობაშიც კი ხუმრობ. - შენ ჩემი გეგმები არც კი იცი. - თავი გააქნია და ისევ ჩაიცინა. - მაშინ მითხარი. - რატომ მოხვედი? - უბრალოდ კურსელი მოვინახულე. - რავიცი აბა.. შენ ის არ იყავი რომ მიკიოდი თავი დამანებეო? - სახით და წიკვინით გამაჯავრა და ჩაიცინა. ავდექი. თუმცა მაჯაზე მისი შეხება ვიგრძენი რამაც თავის ადგილას დამაბრუნა. - გამირბიხარ? - არა. - მოკლე პასუხები შენი საფირმოა? - ცალი წარბი ამიწია და გამიღიმა. - ეგ ღიმილი შენი საფირმოა? - კითხვა შევატრიალე და წარბები ავქაჩე. - კითხვაზე კითხვით ნუ მპასუხობ! - შემეშვი. - კარგი დაგანებებ თავს, მაგრამ თვალებში ჩამხედე და მითხარი რომ არ გიყვარვარ. - კაი რა.. რას სულელობ, არ მიყვარხარ. არა. - ეს ისე ვთქვი რამის გული შუაზე გამეხა. არვიცი ასეთი შეგრძენება არასდროს განმიცდია. თორნიკეს კი თვალები უფრო აუბობოქრდა. - მაშინ იმას მაინც ვერ გამაჯერებ რომ არ გიზიდავ - თავი დავხარე და ისე გავეცი პასუხი: - შენს მიმართ გრძნობები არ მაქ. - არა ლანა. ასე უბრალოდ არა. ვერ ვიჯერებ რომ ფეხებზე გკიდივარ! - ხმას აუწია. ეს ყოველთვის მაშინებდა. ეტყობოდა რომ ძალიან გავაღიზიანე. - ერთი ჩვენი შეხვედრა ჩხუბით რომ არ დამთავრდეს არ შეიძლება? - მეც ავუყვირდი, თუმცა არც ისე კარგად გამომივიდა. - კითხვაზე კითხვით ნუ მპასუხობ მეთქი! - კარგი მაშინ აბა ახლა რას გრძნობ? შენ ვერაფერსაც ვერ გრძნობ. ოღონდ შენი გაიტანო და შენი გაისწორო. სხვა სულ ფეხებზე გკიდია. გული არ გაქვს, შენ არ გტკივა! - უნებურად ამ ყვირილთან ერთად ცრემელბიც წამსკდა. - რას გრძნობ ახლა? სიძულვილს? ტკივილს? იმედგაცრუებას? - აქ კი თავი ჩახარა და დასერიოზულდა. - ახლა მეტკინა. - არაფერი მითქვამს სირბილით გამოვედი იქიდან. გზაშიც ვერ დავმშვიდდი. არვიცოდი რას ვგრძნობდი უკვე აღარ ვიცოდი. მანიპულატორი იყო ის ჩემთვის. მე კი ის რომ მის მიმართ რაღაც გრძნობა გამაჩნდა ჩკუიდან მშლიდა! ბოდიშით პაუზისთვის >_< ყველამ დააკომენტარეთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.