შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი ტკივილი - {დ ა ს ა ს რ უ ლ ი}


2-07-2015, 13:16
ავტორი TroUbleMaKeR.
ნანახია 3 040

ექიმი პალატიდან გავიდა. კარებთან ნოე იდგა და ექიმი რომ დაინახა მაშინვე მასთან მივიდა და კითხვები მიაყარა. მე ყველაფერი მესმოდა:
- ექიმო, როგორ არის? რამე სერიოზულია? მდგომარეობა გაუუარესდა? საშიში ხომ არაფერია?
- ნოე ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მდგომარეობა უარესადაა, ეტყობა რაღაცაზე ძალიან ინერვიულა და შეიძლება მაგიტომ დაემართა, ვერ გეტყვი, თვითონაც არაფერს ამბობს.
- ისევ ისეა ხომ?
- ნოე ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მხოლოდ 2-3 კვირა, ძალიან სუსტადაა.
- რააააა??? - ბოლო ხმაზე იყვირა.
- ნოე, ნოე დამშვიდდი, ხომ იცი ყველაფერს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია...
- არ არსებობს, კი მაგრამ თქვენ ხომ ამბობდით 2-3 წელიო?
- კი ნოე ვამბობდით იმ შემთხვევაში თუ არაფერი შეიცვლებოდა და მდგომარეობა არ გაუუარესდებოდა.
- მშობლებს ჯერ არაფერი არ შეატყობინოთ რაა, არც ის რომ აქ არის, მერე მეთვითონ დავურეკავ და ვეტყვი.
- კარგი, როგორც გინდა. - ის-ის იყო ნოე ჩემთან უნდა შემოსულიყო, ცოტნემ დაასწრო და ის შემოვარდა, ნოე კიდე გამწარებული ისევ გარეთ იდგა და ელოდებოდა როდის გავიდოდა.
- ელი, როგორ ხარ? რაო ექიმმა? მშვიდობაა? აი ყვავილები და შოკოლადები მოგიტანე.
- ცოტნე გთხოვ, წაიღე და წადი!
- რაა? ელი რა დაგემართა?
- ცოტნე არ მინდა არაფერი, გთხოვ წაიღე ესენი, წადი და აღარ დაბრუნდე... დამიჯერე ასე აჯობებს ორივესთვის...
- კი მაგრამ ელი რატო? რა მოხდა? აღარ გიყვარვარ?
- ხომ არ დაგავიწყდა ცოტა ხნის წინ რომ ვიჩხუბეთ, ასე მაშინ უნდა მომქცეოდი სანამ აქ მოვხვდებოდი. ჩხუბის შედეგსაც ხედავ. იმის გამო არ გეუბნები წადითქო რომ აქ ჩხუბის გამო მოვხვდი, არა უბრალოდ..უბრალოდ...
- უბრალოდ რაა ელი?
- უბრალოდ ყველაფერი შეიცვალა და დამიჯერე ასე აჯობებს.
- ელი ვერ ვხვდები მაინც რა გეტაკა? მე ხომ გითხარი შენი მდგომარეობა არ მაინტერესებს და მინდა ჩემთან იყო სიცოცხლის ბოლომდეთქო?
- ცოტნე არ მინდა ეს გარჩევები, გითხარი უკვე, წადი გთხოოვ! - თითქმის ვყვიროდი უკვე.
- იცოდე ეს შენი გადაწყვეტილება იყო.
- ვიცი.
- ბოლოჯერ გაკოცებ.
- არა.
- შუბლზე.
- კაი. - მოვიდა და შუბლზე ძალიან ნაზად და თბილად მაკოცა.
- მიყვარხარ. ამ ყვავილებს და შოკოლადებს კი გიტოვებ. მშვიდობით ელი...
- მშვიდობით. - კარები გაიხურა და წვდა. რომ გითხრათ დიდად განვიცადე და პანიკებში ჩავვარდითქო მოგატყუებთ, უბრალოდ მეწყინა. მან ხომ პირველმა მოახერხა ჩემი გაღიმება, პირველმა მოახერხა ჩემი მორჯულება და მან დამანებებინა ნარკოტიკებისთვის თავი. ამ ფიქრებში ვიყავი როდესაც პალატაში ნოე შემოვიდა. კარებთან მორცხვად იდგა, ახლოს არ მოდიოდა, თითქოს უცხო იყო ვინმე.
- როგორ ხარ?
- არამიშავს, თუმცა შენც ხომ იცი... შენ როგორ ხარ?
- რავი ძველებურად.
- მოდი ახლოს. დაჯე. - საწოლზე მივუთითე და ისიც ფეხებთან ჩამომიჯდა.
- გარეგნულად ცუდი ბიჭი არაა.
- ხო, თუმცა აღარ მაინტერესებს.
- დაშორდი?
- კი.
- რაზე იჩხუბეთ.
- შენ რა იცი?
- ვიცი.
- ნუ თუმცა ხო, რავი რაღაცაზე რაა, ჩემებთან ვიყავით და მერე დაიწყო რაღაცეები. ხო იცი როგორ ვერ ვიტან ეგეთებს.
- ანუ ყველაფერი მაგ ნაბ****ის ბრალია? - არაფერი არ მითქვამ, თავი მქონდა ჩაღუნული. - რა თქმა უნდა.
- კარგი არ გვინდა ნოე მაგაზე ლაპარაკი, უკვე ყველაფერი დამთავრდა, ვუთხარი რომ წასულიყო... სამუდამოდ...
- ხვალ ისევ მოგადგება.
- არა.
- დავურეკო შენებს?
- ხვალ დაურეკე რაა, ეხლა მაგათი ნერვიულობის თავი არ მაქვს.
- კარგი. წავალ ეხლა მე და ხვალ შემოგივლი. -წამოდგა.
- არ გცალია?
- კი მაგრამ დაისვენე.
- არა, მაშინ დარჩი.
- ელი...
- გთხოვ! - გავაწყვეტინე.
- კარგი. ბუფეტში ჩავალ, რამეს ამოგიტან.
- არ მინდა არაფერი, მოდი დაჯე აქ რაა.
- მალე მოვალ.
ხუთ წუთში უკვე ჩემთან იყო. სასუსნავები ამომიტანა, იცოდა, რომ ვგიჟდებოდი. ჟელიბონები, შოკოლადები, ჩიფსები, კრუასანები, ლობიანები და უამრავი ამდაგვარი რამ.
- რამე დატოვე? - ორივეს გაგვეცინა.
- კი ერთი-ორი დიროლი.
- მოდი.
- სადღა მოვიდე?
- გვერდზე მომიწექი.
- ჭამე ეხლა ელი და მერე დაიძინე, დასვენება გჭირდება.
- არა, არ შევჭამ თუ გვერდზე არ მომიწვები და შენც ჩემთან ერთად არ შეჭამ.
- შენთვის ამოვიტანე.
- ხოდა შენც შეჭამ. - მოვიდა და გვერდზე მომიწვა, ძლივს დავეტიეთ ორივე. წამომჯდრები ვიყავით და სიცილ ხარხარით ერთმანეთს ვაჭმევდით ყველაფერს ერთად. ბოლოს გულზე დავადე თავი და ასე დავიძნეთ.
დილას თვალები რომ გავახილე მიმოვიხედე, ნოე ვერ დავინახე და ცოტა შემეშინდა, ნუთუ მაინც წავიდათქო, მაგრამ ამ დროს კარები გაიღო და ნოესთან ერთად ჩემები შემოვიდნენ.
- ვაიმე, დედა, როგორ ხარ? თავს როგორ გრძნობ? რაზე დაგემართა ასე უცებ? - კითხვები მომაყარა დედაჩემმა.
- დედა, დედა დამშვიდდი, ჯერ ჯერობით მშვიდობაა - თვალებდახრილი ვეუბნებოდი, თან ნოეს გავხედე, არაო თავი გააქნია.
- დედიკო, არ გშია? აგერ მაგდონალდსი მოგიტანე შენ რომ გიყვარს და რავი კიდე ნახე რა ბევრი რაღაცეები. ჭამე, მშიერი არ იყო.
- კარგი დედა, ხომ იცი არ მინდა მაგაზე თქმა.
- მიმიშვი ქალო. - დედა გასწია მამაჩემმა და მომიახლოვდა. - რავი ვარ რა - გავუღიმე. - ჩემი ძმა და ნოე ერთად იდგნენ და რაღაცაზე ლაპარაკობდნენ.
- კარგით დეე თქვენ წადით ეხლა, ნოე დარჩება ჩემთან და მერე მოდით.
- არა დედა სად უნდა წვიდეთ ამ წუთას მოვედით.
- არაუშავს დე მე მაინც უნდა დავიძინო, სახლში წადით და საღამოს ისევ გამოდით.
- კარგი მაშინ, დედიკო ჭკუით და თუ რამე დაგჭირდა დაირეკე.
- კარგი დეე. - მოვიდნენ რიგ-რიგობით, გადამკოცნეს და გაიხვეტნენ. დავრჩით მე და ნოე. - რაზე ლაპარაკობდით შენ და კოსტა?
- ჰაა, არაფერი ისე მოვიკითხეთ ერთმანეთ, რამდენი ხანი არ მინახავს. - მოვიდა ისევ გვერდზე მომიწვა.
- აუ ნოეეე, ნუ მიმალაავ. - გავიბუტე.
- არაფერი მოვიკითხეთ ერთმანეთი-თქო ხომ გითხარიიი. და ნუ იბუტები ასე უაზროდ. - მიმიხუტა და შუბლზე მკოცნიდა.
- ცუდო, რა ვქნა მაინც უზომოდ მიყვარხარ.
- მეც, მეც მეც.
- დავივიწყეთ?
- დავივიწყე.
- შესანიშნავია.
********
ერთი კვირა ასე მიილია. ნოე სულ ჩემთან იყო ხოლმე, ჩემები კი დილა-საღამოს მოდიოდნენ ხოლმე. ყველაფერი კარგად იყო მაგრამ ერთ დღეს მდგომარეობა უფრო გაუარესდა...
- ჩქარა სასუნთქი აპარატი, სუნთქვა უჭირს და გონებას კარგავს. - გაყვიროდა ექიმი ექთნებს. ამ ყვირილის დროს კი ნოე შემოვარდა.
- რა ხდება? რა ჭირს? ელი, ელი შემომხედე, თვალებს ნუ ხუჭავ ელიიიიი.
თვალები როცა გავახილე წვეთოვანზე ვიყავი შეერთებული და სასუნთქი აპარატი მეკეთა. ნოე კი საწოლის გვერდზე იჯდა და ეძინა, მაგრამ მალევე გამოეღვიძა და ახლოს მოვიდა.
- ელი, როგორ ხარ? თავს როგორ გრძნობ?
- რავი, ვარ რა. რა მოხდა.
- არ ვიცი უცებ სუნთქვა გაგიჭირდა და გონება დაკარგე.
- ჰმმ.
- ელი... რაღაც მინდა გითხრა.
- გისმენ.
- არა, მერე გეტყვი, იყოს.
- არა ეხლა მითხარი.
- გახსოვს პატარები რომ ვიყავით? შენ სადღაც 5-6 წლის იქნებოდი, მე კიდე მგონი 10ის, ვწუწაობდით, ზაფხული იყო, ერთმანეთს ვასწრებდით წყლის ავსებას და.. და უეცრად რომ გითხარი მიყვარხართქო...
- აუ კიი, მახსოვს, მაგას რა დამავიწყებს - ორივეს გვეცინებოდა. - მე რა გითხარი?
- არ მომეწონა ეგ სიტყვაო. - ვიგუდებოდით რასაც ქვია. - ის, ის 12ის რომ იყავი და ბიჭმა რომ გაგაბრაზა.
- სკოლაში რომ ვცემე და დირექტორმა რომ დამიბარა?
- ხოო და მე რომ მოვედი შენს დასასხსნელად, აუცილებლად მშობლებს გავაგებინებთქო.
- ეჰჰ, კარგი იყო ბავშვობა. ის გახსოვს? შატალოზე რომ ვიყავით ზამთარში თბილისის ზღვაზე და რომ დავსველდით.
- კიი, მწარედ, მთელი ორი თვე მერე ფილტვების ანთება მჭირდა.
- გვჭირდა და მარია რომ გვივლიდა. არა მაინც მაგარი იყო ავშვობა რაა. ხო და რას მოაყოლე ეს ამბები?
- ელი, რაც დავშორდით უფრო და უფრო დავრწმუნდი რომ მიყვარხარ.
- მეც მიყვარხარ.
- არა ელი არ გესმის, მართლა მიყვარხარ.
- ანუ შენ გინდა თქვა, რომმ...
- ხო! - გავშტერდი, ხმას ვეღარ ვიღებდი, თვალებიში ვეღარ ვუყურებდი. - ჯობს წავიდე. - ამჯერად არაფერი აღარ მითქვამს.
ისევ!!! უფრო დავსუსტდი, სასუნთქი აპარატი არ მეკეთა და სუნთქვა გამიჭრდა, ამჯერად უფრო უარესად ვიყავი, მხოლოდ ახლაღა შემოვიდა ნოე, ექიმს შემოყვა.
- მხოლო მალე გამოდი ნოე დიდი ხანი შენი აქ ყოფნა არ შეიძლება.
- კარგით ვეცდები. - ექიმი გავიდა და ნოე მე მომიბრუნდა. - ელი, შეგიძლია არ ილაპარაკო, ვიცი რომ გიჭირს, თან შენთვის გადატვირთვა არ შეიძლება. მოკლედ ელი, გეტყვი რომ მართლა მიყვარხარ, აქამდე ვერ ვხვდებოდი, ანდაც ვხვდებოდი უბრალოდ არ მჯეროდა, რადგან მინდოდა საუკეთესო მეგობრებად დავრჩენილიყავით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ზუსტად იმ წუწაობიდან მოყოლებული მიყვარხარ, ამაში კი ახლა დავრწმუნდი. მაპატიე, მაპატიე თუ იმედი გაგიცრუე და ვერ გამოვდექი კარგი მეგობარი, არც კი ვიცი ამის თქმა რამ შემაძლებინა, ალბათ დრო იყო.
- მიყვარხარ! – რა თქმა უნდა. მიკვირს აქამდე როგორ ვერ ვხვდებოდი, მე ხომ ის მართლა მიყვარს, ვამბობდი ჩემი ძმაა თქო სიგიჟემდე მიყვარსთქო, მაგრამ ეს სიყვარული მეგობრული არ ყოფილა. ალბათ ერთის მხრივ ეს სიყვარული იყო იმის მიზეზი, რომ მასზე ფიქრი არც რაჭაში და არც სახლში არ მასვენებდა. ცოტნე? ცოტნე ადამიანი იყო რომელმაც ჩემს ცხოვრებაში შემოჭრა შეძლო და ჩემი გაღიმება ამდენი ხნის შემდეგ. ვერ ვიტყვი რომ მიყვარდა, უბრალოდ ისე ვყავდი გაბრუებული რომ ასე მეგონა, თუმცა თავადაც მშვენივრად ვხვდებოდი, რომ არ მიყვარდა, ის უბრალო გატაცება იყო, რომელმაც მომხიბლა და ყველაფერი გაააკეთა ჩემს ხელში ჩასაგდებად, მეც ავყევი ამ ყველაფერში და როცა ნოე გამოჩნა ყველაფერს მივხვდი და უკან გავაბრუნე, როგორც მოვიდა...
- ჰაა? რა თქვი? ვიცი, ვიცი რომ შენ როგორც მეგობარი ისე გიყვარვარ...
- არა - გავაწყვეტინე. - მეც ისე მიყვარხარ... როგორც შენ!
- რაა? მართლაა? აარ ვიცი რა გითხრა. - ანერვიულდა.
- მაკოცე. - ისევ ჩუმად ვუთხარი. დაიხარა, სასუნთქი აპარატი ცოტა ხნით მომაშორა და ნაზად შეეხო ჩემს ბაგეებს. ეს იყო ყველაზე ტკბილი კოცნა მთელს მსოფლიოში. შემდეგ ისევ გამიკეთა.
- მიყვარხარ ნოე!!!
- მეც მიყვარხარ.
- იცოდე! შენ ბედნიერებას იმსახურებ... და ბედნიერი უნდა იყო.
- ეს შეუძლებელია ელი, შენს გარეშე საერთოდ როგორ ვიარსებო?
- ყველაფერი კარგად იქნება, ცხოვრება ჩვეულებრივად უნდა განაგრძო და ბედნიერი უნდა იყო.
- ელი...
- არ მითხრა არაფერი. ჩამეხუტე. - როგორც ყოველთვის გვერდზე მომიწვა და ჩამეხუტა.
******
- 15 დღე ისინი ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ, ხოლო ეთხუთმეტე დღეს ბიჭს დაეძინა და გოგომ გულის ცემა შეწყვიტა, რომ ბიჭს არ გაღვიძებოდა. 1 კვირის შემდეგ კი... ბიჭის გვამი რომელიღაც წყალსაცავში იპოვეს. ვერ გაძლო მის გარეშე და... მასთან წავიდა. ამიტომაც არიან დასაფლავებულები ერთად.
- ჩოდოები, კაი ბეე წავიდეთ ლაა ბაბუას საფლავზე, მელე დაგვიღამდებაა.
- ჩემი ჭკვიანი გოგო, ხო წავედით. ისე ცოდოები მართლა არიან, ორივეს მშობლები დაღუპულები არიან. ერთი ბიჭი დადის ხოლმე, მგონი კოსტა ქვია, ხო მითხრა გოგოს ძმა ვარო. კარგი, კარგი წავედით.

___________________

P.S. - დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობდით, იმედია მოგეწონათ. ალბათ ისევ მალე შემოგიერთდებით სულ ახალი ისტორიით.



№1  offline წევრი Ta Ta ))

ვაიმეეეეეე პირველად დამემართა ესე, არცერთ ისტორიაზე არ მიტირია მარა ეს რაღაც განსაკუთრებული იყო და თავი ვეღარ შევიკავე. ძალიან მაგარი გოგო ხარ love

 


№2  offline მოდერი TroUbleMaKeR.

ძალიან დიდი მადლობა <3
--------------------
მ ა რ ი ა მ

 


№3  offline წევრი Merri

ძალიან ემოციური დასასრული ქონდა..ძალიან ამაღელვებელი..ამეტირა კიდეც..მადლობა შენ რომ ასეთი კარგი რამ დაწერე გამოაქვეყნე და ყველას აჩვენე ნამდვილი გრძნობები ♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent