შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების მოლოდინში *2*


2-07-2015, 15:08
ავტორი Masho 123
ნანახია 2 107

ფეხზე ვიბრაცია იგრძნო და შარვლის ჯიბიდან მობილური ამოაცურა... დედა ურეკავდა...გაგონება
არ უნდოდა, მაგრამ მაინც უპასუხა
- ხო დე
- შენ გოგო ნორმალური ხარ? შენმა დამრიგებელმა დამირეკა
გული შეეკუმშა... არანაირი მოკითხვა... არანაირი სითბო არ იგრძნობოდა დედის ხმაში
- რა უნდოდა?
- ვერ ხვდები არა, რა უნდოდა? ორი კვირა სკოლაში არ გივლია, ხშირად აცდენ, ნიშნები
გააფუჭე. მე რომ მანდ არ ვარ, იმას არ ნიშნავს რომ არაფერი არ უნდა აკეთო; იმედები
გამიცრუე...
კიდევ რაღაცას ეუბნებოდა, მაგრამ მობილური გაუთიშა. ეწყინა, ძალიან ეწყინა.ორი
კვირა არ უვლია სკოლაში, იმიტომ რომ პალატაში იჯდა და ტასუნას ხელი ეჭირა, ის ორი
კვირა არც კი ძინებია. სკოლას აცდენდა, იმიტომ რომ ტასოსთვის მიეხედა. ისე
კარგად ვეღარ სწავლობდა, იმიტომ რომ ბავშვს უვლიდა, ეთამაშებოდა, ცდილობდა
არ ეგრძნობინებინა უდედობა.თითქმის არ ეძინა, რადგან შუაღამისას ცდილობდა
გაკვეთილები ესწავლა,როცა ბავშვს ეძინა. არაფრის ახსნას არ აპირებდა დედამისთვის,
თვითონ თუ ვერ ხვდებოდა ამ ყველაფერს, მაშინ არაფერს აზრი არ ქონია...
- კატოოო, კატო დამეხმარე რაა.. ძალიან მტკივა
- ტას, რა მოხდა?
პატარა მიწაზე იწვა და სისხლი მოსდიოდა
- საქანელიდან ჩამოვარდი
- კარგი, მოდი ადექი. ფეხი ძალიან გტკივა? სულ სისხლი მოგდის. მოდი,ეს სალფეთქი
ცხვირზე მიიდე და თავი უკან გადაწიე... აი, ასე. კარგი რა ზღარბუნა, ნუღარ ტირიხარ
- დახმარება ხომ არ გჭირდებათ? ახალგაზრდა ბიჭი მაშინვე მათთან გაჩნდა
- არა, არ არის საჭირო, დიდი მადლობა. ბიჭისთვის არც შეუხედია ისე უპასუხა.
ტასო სიარული შეგიძლია?
- ვერა, ფეხი ძალიან მტკივა
- კარგი , მოდი ხელში აგიყვან
- მე აგაყვანინებთ სახლამდე, ბიჭი ისევ ჩაერთო საუბარში
- არა, არ შეწუხდეთ რაა, არაფერია სერიოზული
ბიჭმა აღარაფერი უპასუხა, ტასო ხელში აიყვანა და გოგონას შეხედა ღიმილით:
- ახლა საით?
როგორც იქნა სახლამდე მივიდნენ. უცნობმა ტასო საწოლზე დასვა და გოგონას ახედა
- სულ დამავიწყდა, მე გეგა ვარ
- მე კატო, ეს კი ჩემი დაა
- რამე ხომ არ გჭირდებათ? შემიძლია აფთიაქიდან ამოვიტანო
- არა, ყველაფერი გვაქვს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. უცნობი გააცილა...
- ტას, ეხლა ცოტა აგეწვება...
სპირტიანი ბამბა ფრთხილად მოუსვა ჭრილობაზე და თან სულს უბერავდა. კარგი, მოვრჩი,
აღარ იტირო რა... შემდეგ ჭრილობა გადაუხვია და ლოყაზე აკოცა
- ჩემი ბოთე, კიდევ გტკივა ? ცოტათი ხომ გაგიარა?
ტასომ თავი კალთაში ჩაუდო, ის კი თმებზე ეფერებოდა და როგორც იქნა დააძინა.
საბანი ფრთხილად გადააფარა და ოთახიდან გამოვიდა.
ტელეფონი რეკვას არ წყვეტდა..ისევ დედამისი იყო..გაღიზიანებულმა უპასუხა
- ხო დედა
- კატო, მაშინ ცოტა ზედმეტი მომივიდა,დავივიწყოთ კარგი? მაგრამ სკოლა აღარ გააცდინო
დედი.
- კარგი დე. დედამის ისეთი უდარდელი ხმა ქონდა, რომ ცოტათი გააღიზიანა. სულ რაღაც
ერთი საათის წინ გული ძალიან ატკინა, ეხლა კი აღარც ახსოვდა. მეორე ოთახში ტასოს
ჭრილობები აწუხებდა და ძილში ბოდავდა, მას კი ისეთი უდარდელი ხმა ქონდა...
- კატო, დედიკო, რაღაც უნდა გითხრა და იმედი მაქვს სწორად გაიგებ
- გისმენ
- ოჯახის შექმნას ვაპირებ . რაღაც ამდაგვარს ყოველთვის ელოდა,რ ომ ეტყოდა
- მიხარია დე
- და გეხვეწები ტასოს შენ დაელაპარაკე, კარგი?
- კარგი დედა
- და კიდევ ერთი კარგი ამბავი მაქვს
- რა?
- აქ საქმეებს მოვამთავრებ და ერთ თვეში მეუღლესთან ერთად ჩამოვალ
- კარგი დე, ეხლა უნდა წავიდე ტასო მეძახის. მობილური სწრაფად გაუთიშა, თორემ
იცოდა მერე რაღაც ისეთს ეტყოდა,რასაც ინანებდა. ამაზე ფიქრი აღარ უნდოდა,
ცუდად ხდიდა... ისევ მობილურის ვიბრაცია იგრძნო, მაგრამ ამჯერად დედამისი
აღარ ურეკავდა, უცხო ნომერი იყო. მესიჯი სწრაფად წაიკითხა
- ტასო როგორ არის? ფეხი კიდევ ტკივა?
გაეღიმა.. ალბათ გეგა იყო. უცნობისგან ყურადღება ესიამოვმა
- უკეთ არის და ტკივილმაც ცოტა გაუარა, ეხლა ძინავს. გეგა შენ ხარ ?
- კი, მე ვარ. ტასოს ამბავი მაინტერესებდა
- და ნომერი საიდან გაიგე?
- ტასუნამ გაგყიდა
ოხ ტასო... მძინარე პატარას გახედა, რომელიც მთელ საწოლზე იწვა და კატოსთვის
ადგილი აღარ დაეტოვებინა. ბავშვი ფრთხილად მიწია გვერძე და თვითონაც გვერდით მიუწვა.
ტასომ თავი გულზე დაადო, თვითონ კი ბავშვის თმებში ჩამალა სახე და ჩაეძინა...

.......................................................................................................................................................................
რას ფიქრობთ ამ ისტორიაზე? გუშინ ვეღარ მოვახერხე და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო
თეკლას გამოხმაურებისათვის <3



№1 სტუმარი მადონა

კარგი დასაწყისია.ძალიან მაინტეტესებს კატოს და ტასოს ამბავი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent