სულელი მე–9
-მაგაზე დაგიძახეთ ზუსტად - ყველა მე რო მიყურებდა მერე გავაგრძელე - ამ თამაშს თუ რაღაცას ვრჩებით -ანუ? -როგორც ჩანს ვერ გაერკვა სალომე -ანუ ის რომ ქეთას როლს აღარ მოვირგებ -როგორც იქნა -და შეძხილით შეხვდა ჩემ გადაწყვეტილებას -ეგ ეხლა რატო გადაწყვიტე?- ეჭვის თვალით ამათვალიერა ეკამ -იმიტო რომ მივხვდი ძაან იდიოტი ბავშვივით ვიქცევი , მართალი იყავი - ქეთას მივუბრუნდი- პატარა ბავშვმა რაღაც დააშავა და ამის გამო სამაგიეროს გადახდა სისულელეა , მართალია არც ეხლა გვეხატება ერთმანეთი გულზე მაგრამ ჩემი საქციელი მაინც არასწორია - აქამდე ეჩუქებინა მაგ დალოცვილს საჩუქარი - ამოიფრუტუნა ქეთამ -საჩუქარს ელოდებოდი აქამდე?- ვერაფერიც ვერ გაიგო ლუკამ - აბა ჭკვიანიო?-მხრები ავიჩეჩე და სანამ რამეს იტყოდა ისევ მე გავაგრძელე- საჩუქარზე არაა , უბრალოდ მისმა ამ ჟესშტმა დამანახა რომ ის არც ისეთი საზიზღარია როგორც მე მეგონა- აქ ეკას უნდოდა რაღაცის თქმა თუმცა დავასწარი- არც ისეთი თქო , ისევ არ მომწონს ეგ ტიპი, ხო რას ვამბობდი? და ის რო ბავშვი აღარ ვარ -კაი და რას აპირებ ეხლა?-საკმაოდ გონივრული კითხვა დამისვა სალომემ, რომელზეც ჯერ არ მიფიქრია - მოვრჩიო სათქმელად ადვილია მაგრამ უკვე შორს ხარ შესული , რას იზავ ეტყვი რო ქეთა შენ რო იყავი? -ეგრე სამუდამოდ შეგიძულებს ოღონდ- შეყვარებულის დასმული კითხვის შედეგი მომახსენა ლუკამ და დიდი ხნის მერე ახლა დავფიქრდი, თუ რა მოყვებოდა ამას . ადრე წარმოვიდგენდი როგორ დავცინოდი სიმართლის გაგების მერე გაოგნებულს, მაგრამ ახლა წარმომიდგა ჯერ მის გაოცებული სახე , მერე მის თვალებში ჩამდგარი სიბრაზე , წარმოვიდგინე როგორ მიყურებდა სიცულვილით სავსე მზერით და გამაცია -არა , არ მინდა -რა არა არ ეტყვი?-თითქმის ერთ ხმად მკითხეს - არა , სხვანაირად , სიმართლე რო ვერ გაიგოს -მაშინ დაშორდი- პირველი მოსაზრება ეკამ გამოთქვა , - არც ეგ -ქეთა მგონი მართლა მოწონს და ეგრე გულს ვატკენ - ისეთი რო აქეთ მოუნდეს დაშორება -მაშინ ცივად მოექეცი -არა პირიქით- ყველა ლუკასკენ მივბრუნდით , რომელიც უკვე კარგახანია ჩუმად იყო - თავი მოაბეზრე,შეაწუხე , მის ნერვებზე ითამაშე , ანუ ის ყველაფერი რასაც ქალები აკეთებთ საერთოდ რა -ეეე- გაბრაზდა ეკა -კაი ხო ვიხუმრე ყველა არა - ლოყაზე უჩქმიტა ეკას- მოკლედ საზიზღარი , შემაწუხებელი , ამპარტავანი და რავი კიდე რა ,ერთი სიტყვით თავი მოაბეზრე და თვითონ დაგშორდება თუ დაშორდება , ნუ როგორც გამოდის -ხოო მართალია , აი ისე როგორც იმ ფილმშია მოიცა რა ერქვა, ხო „როგორ მოვიშოროთ ბიჭი ათ დღეში“ თუ არ ვცდები- ქეთამაც ჩართო როგორც ჩანს - ვიცი ეგ- გახარებულმა წამოიძახა ეკამ , მერე შეყვარებულს აკოცა - გენიოსი მყავხარ -გითხარით გამოგადგებითთქო- სიამაყით გაიჯგიმა ლუკაც -კაი და იქნებ ზუსტად მითხრათ რა გავაკეთო - როგორც გითხარი შეაწუხე, წუთში ასჯერ დაურეკე თუ საჭირო იქნება -მითხრა ლუკამ და გონებაში ჩავინიშნე მისი რჩევა -იეჭვიანე ყველაზე და ყველაფერზე- ქეთას რჩევაც ჩანიშნულია - მეგობრების გაცნობამდეც თუ მივა საქმე , რაც შეიძლება ცუდი შთაბეჭდილება დატოვე მათზე -სალომესიც ჩაინიშნა, ეკას გავხედეთ მისი ჯერი დადგა და დაველოდეთ რას შემოგვთავაზებდა , მან დაბნეულმა მხრები აიჩეჩა - რავი მე მეტი არაფერი მახსენდება ჯერ , ცოტა შენც იფიქრე , - მის ნათქვამზე ცოტა ხანს ვიცინეთ ,მერე ეს თემა დავხურეთ და ჩვეულებრივად ჩვენებურად გავატარეთ დრო ,როცა დამტოვეს და ქეთაც გავიდა , ფილმს ჩავუჯექი , საკმაოდ სახალისო ფილმი აღმოჩნდა ბევრი ვიცინე, თან მომენტებს კარგად ვსწავლობდი და რაღაც რაღაცეებს ვინიშნავდი , რომელიც შეიძლება გამომდგომოდა , თვითონ ამ ფილმიდან რომ გამომეყენებინა მგონი ვერ უნდა მიმხვდარიყო , ბიჭებს ხო ესეთი ფილმები არ იზიდავთ და არამგონია ნანახი ქონდეს, მაგრამ მაინც თავის დაზღვევის მიზნით , რამეს შევცვლი და ჩემებურ ინტერპრეტაციას გავუკეთებ , ფილმს მოვრჩი თუ არა , ეგრევე გეგმის განხორციელებას შევუდექი , პირველი ლუკას რჩევა იყო , ზარებით უნდა ავაწიოკო, პირველ დარეკვაზე ნასიამოვნები ხმა ქონდა , სხვადასხვა თემაზე ვილაპარაკეთ , რო გავთიშეთ ნახევარ საათში ისევ დავურეკე , ეჰ ანგარიში კი მიდის მარა საქმეს ასე ჭირდება , მოკლედ ამჯერად ცოტა გაუკვირდა, თუმცა მაინც ჩვეულებრივად მელაპარაკა, მერე უკვე მეძინებოდა და უფრო საშინელი გეგმით მივესვენე ლოგინზე, დილით კი მაღვიძარას ხმაზე ჩემი უტვინობა მივაწყევლე, მაგრამ უკვე მეღვიძა და ისევ გეგმას მივუბრუნდი, ამას რას მოვესწარი დილის ექვს საათზე ვურეკავდი ალექსანდრეს , ცოტა დიდხანს მომიწია ლოდინინი მაგრამ ჯიბრით არ ვჩერდებოდი , ბოლოს როგორც იქნა და აიღო - გისმენ - ნამძინარევი და ბოხი ხმით მიპასუხა - ალექს- მისი სახელი სპეციალურად შევამოკლე და ძლიან ნაზად წარმოვთქვი , ხო მითხრა არმიყვასო -ქეთა?- გაოცება დაეტყო, როგორც ჩანს ახლა გაახილა თვალები და მობილურს დახედა ან მიმართვაზე ქონდა ასეთი რეაქცია , ნუ ორივე მაწყობს - ხო , ბოდიში გაგაღვიძე , უბრალოდ ლაპარაკი მინდოდა ძალიან- მისი ჩაცინების ხმა მომესმა და წარბი ავწიე რა აცინებს , არ უნდა გაბრაზდეს? - არაუშავს , ისედაც ხუთ წუთში უნდა გამეღვიძა - მოიცა რატო?, კარგი რაა -ეგ კარგია- და დავიწყე ყველაფერ დებილობაზე ველაპარაკე , ტვინი მის მაგივრად მე გამებურღა დავიღალე კიდევაც მაგრამ მაინც არ ვუშვებდი , არც მაშინ როცა ბოდიში მომიხადა უნდა დავკიდოო, რაღაც უნდა გავაკეთოო , საწყალი ხათრით ვერ მითიშავდა ბოლოს როგორც იქნა ვიკადრე და შევეშვი , ამის მერე დავიწყე მალ მალე რეკვები ჯერ დილით , მერე დღის განმავლობაში , სად ხარ? ვისთან ერთად ხარ? რას აკეთებ ? და ასე შემდეგ თავიდან ვცდილობდი საყვარლად მეკითხა მერე უკვე კატეგოიული ხმაც გავურიე მასაც ეტყობოდა უკვე ნელ- ნელა მობეზრება, ახლაც ვურეკავ და თან უკვე მესამეჯერ ის კიდე არ იღებდა, გოგოებიც გვერდით მეჯდნენ და ელოდნენ რა მოხდებოდა -ქეთა საქმეზე ვარ ვერ დაგელაპარაკები - უცებ და ხმადაბლა მომაყარა , მე მეტი რა მინდოდა - საქმეზე თუ გოგოებთან ერთობი და ჩემთვის არ გცალია - თავი რაც შეიძლებოდა მოვისაწ.... -რა?!, არა გაგიჟდი? - აჰა მე გავგიჟდი თან ხო ,კარგი გასაგებია , ნახვმდის- ვითომ გაბრაზებულმა გავუთიშე და მერე სიცილი ამიტყდა გოგოებიც ამყვნენ - მართლა გიჟი ხარ -შექებაც დავიმსახურე ამისმერე აღარ ვურეკავდი , მერე თვითონ დამირეკა ჯერ არ ვპასუხობდი , ვარეკინე დიდხანს მხოლოდ ამის შემდეგ ვიკადრე და ცივი ხმით ვუპასუხე , იმდენი გავაკეთე იმისდა მიუხედავად მითხრა მართლა საქმეზე ვიყავიო მაინც ბოდიში მოვახდევინე დაისიც მითხრა სადმე გავიდეთო ადგილი შენ აირჩიეო, ჯერ ვიფიქრე რამე ძვირ რესტორანში დავპატიჟინებ თავს თქო და იქ შვარცხვენდი მაგრამ მერე გადავიფიქრე , ეგრე მეც შევრცხვებოდი , რო მიხვდა ვერ გადამეწყვიტა სად წავსულიყავით რაღაც ადგილები შემომთავაზა მაგრამ მერე გამახსენდა კარგი თამაში რო უნდა ყოფილიყო ,თან ფილმის მონაკვეთიც წარმომიდგა თვალ წინ და იქ წავიდეთთქო გახარებულმა მოვახსენე, მაწყობდა კიდეცრო ეფიქრა თამაშების გარდა არაფერი აინტერესებსო ,თან მაგარ მატჩსაც დავესწრებდი, კაიო მითხრა აბა რას იტყოდა სხვას. დადგა ეს დღეც და ყეველაფერი ფილმის მსგავსად გავაკეთე, დაველოდე შესაბამის მომენტს , როცა სიტუაცია დაიძაბა და ალექსანდრეც ბოლომდე თამსაში იყო ჩართული -ალექსანდრე- ხმამაღლა დავუძახე, ხმაურის გამო - ხო- ისე მიპასუხა , მოთმაშეებისთვის თვალი არ მოუცილებია -მწყურია -აჰა- ისევ არმიყურებდა -რამე სასმელი მომმიტანე რა- მოთმინებით დაველოდე მის რეაქციას, -ახლა?- გაოცებული მომიბრუნდა -ხო ახლა- საწყალი სახე მივიღე - კაი ეს მომენტი მორჩეს და მოგიტან- ისევ თამაშს მიუბრუნდა -აუუ ძალიან მინდა რა, გთხოვ გთხოვ გთხოვ გთხოვ - ისე გავაკეთე რო მაგარი მომენტი ჩემთან ლაპარაკში გამოვატოვებინე , რო მიხვდა ასეც თუ ისეც წაგებული გამოდიოდა გამწარებული წამოხტა და სასმლისთვის გაიქცა , მე კიდე გამარჯვებულმა ჩავიღიმე , ჩემდა საბედნიეროდ და მისთვის საუბედუროდ ამ დროს კიდე უფრო მაგარი მომენტები გამოტოვა , რო მოვიდა და წვენი მომაწოდა მინდოდა დამეწუწუნა ეს რა არითქო მაგრამ გადავიფიქრე უფრო შემეშინდა რამე არ გამოექანა ისედაც გამწარებულს ამხელა ანგარიშის სხვაობა რო დახვდა, მთელი თამაშის განმავლობაში ლაპარაკით ტვინი წავუღე ,რამდენჯერმე გამაჩერა მოდი თამაშს ვუყუოთო, ცოტახანს ვჩუმდებოდი მერე ისევ ვაგრძელებდი , რო მორჩა საჭმელად შევედით, იქაც ნერვებს ვუშლიდი აღფრთოვანებით ვუყებოდი რა მაგარი თამაში იყო და რა კარგი მომეტები გამოტოვა , გზაში ჩუმად იყო მალე მიმიყვანა სახლში და ვსო, ვგრძნობდი ერთი სული ქონდა ,როდის მომიშორებდა ამ თამაშის პიკი კი მაშინ დადგა როცა ისევ დავურეკე , მითხრა მეგობრებთან ერთად ვარო და მეც გამოვალთქო შევეტენე ,კაიო, ადგილი მითხრა სადაც იყვნენ და მეც მათკენ გავეშურე , რო მივედი პირი ღია დამრჩა როცა მისი უნივერსიტეტის სასტავი დამხვდა , ყველა გამაცნო , მაიკოც აქ იყო ,ჩემზე უარესია ეს მემგონი , თავიდან გაუკვირდათ არ იცოდნენ ჩემზე როგორც ჩანს , მარიამი ვეგონე ზოგ ზოგიერთს და ყბა ჩამოუარდათ , მაგრამ მერე რო აუხსნა ვინც ვიყავი მტრული მზერით ამათვალიერა, ჩემი მდგომარეობა ეკას ზარმა განმუხტა , ბოდიშის მოხდით გავედი -აბა რას შვები? -შანსი არ არის ამათთან თავს ვერ შევირცხვენ -ვინ ამათთან? - უნივერსიტეტის სასტავია - ჩუმათ ველაპარაკებოდი და ხანდახან სიტუაცის ვზვერავდი აქეთ ვინმე ხო არ მოდიოდა-მაიკოც აქაა -კაი მარა შენ ქეთა ხარ ეხლა -მერე რა , მაინც არ მინდა -და გეგმა? -მოვიფიქრებ რამეს წავედი ეხლა- მივაყარე და გავუთიშე, როცა დავინახე ჩემკენ მომავალი ალექსანდრე -ხო ყველაფერი კარგადაა?- ჩვეულებრივ გამიღიმა , მზრუნველი თვალებით შემომხედა და წელზე დამადო ხელი , კარგ ხასიათზეა როგორც ჩანს -კი , რა იყო? - შეწუხებული სახე გქონდა , მეგონა რამე მოხდა -არა არაფერი დაწყნარდი, მადლობა-მხარზე ხელის დადებით და ღიმილით ვუპასუხე-მივიდეთ თორე სირცხვილია ბავშვებთან- მივედით , რაღაცაზე ლაპარაკობდნენ ვერც მივხვდი რა იყო, ისვიათად ვერთვებოდი საუბარში დანარჩენი დრო მე და მაიკო ვბურღავდით თვალებით ერთმანეთს, მერე ალექსანდრეს მხარზე არ ჩამოეკონწიალა თან თვალს არ მაშორებდა , მართლა ნერვები მომეშალა, მაგრამ სიმშვიდე შევინარჩუნე, ალექსანდრემ მოიშორა და გამომხედა , მე უბრალოდ გავუღიმე ,თან გულში ვფიქრობდი აზრზე არახარ ამაზე რა ამბავს დაგაწევ ვაჟბატონო , როგორც იქნა დაიშალნენ , გაგიყვანო შემომთავაზა ,როგორც ყოველთვის გზაში ჩუმად ვიჯექი .... ნუ ცოტახანს სანამ გეგმა დავაწყე - შენ და იმ მაიკოს რაღაც გაქვთ ხო ასეა- ამაზე ჯერ გაოცებულმა შემომხედა მერე იმხელაზე გადაიხარხარა რო შემეშინდა -არა შანსი არაა, ეგ უბრალოდ ეგეთი ტიპია - იმ მიხუტებაზე განმიმარტა -ხო არა ? კაი რა ნუ მატყუებ მაინც- ამაზე მანქანა გადააყენა და მომიბრუნდა, აი აქ კი მისი მართლა შემეშინდა ესეთი სერიოზული ჯერ არ მინახავს - გატყუებ? მე გატყუებ ესეიგი- უცნაურად ,ჩაიცინა- ვერ ვიტან როცა რაღაცას მაბრალებენ - არ გაბრალებ!- არ ვიცი საიდან ამდენი გამბედაობა , ამ სახის მერე , მანქანიდან გადმოვხტი , ისიც გადმომყვა , ხელში ჩამავლო და მიმაბრუნა -სალაპარაკო კიდე ბევრი გვაქ , დაბრუნდი მანქანაში -და თუ არ მინდა - ქეთა დაბრუნდითქო- ვატყობდი ყველანაირად ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა , მთლად ასეთ დონეზე მისი გამწარება არ მინდოდა ამიტო დავუჯერე და ისევ მანქანაში დავბრუნდით - რა დაგემართა შენ, შეიცვალე , ის ქეთა არ ხარ თავიდან რო გავიცანი , ლაღი ,საყვარელი და გამგები , - დაწყნარებული იყო ეხლა უკვე , სიტუაციაც ისე მიდიოდა როგორც მე მაგრამ უცნაური გრძნობა მქონდა, მისი ამ მდგომარეობაში ყოფნა არ მსიამოვნებდა , - და ეხლა როგორი ვარ ? -ეჭვიანაი , ამის ..... მაგარი ეჭვიანი , -ამ ტონით ქეთას კი არადა მარიამსაც არ დალაპარაკებია - მე ესეთი ვარ და თუ ვერ მიიღებ ჯობია დავამთავროთ ეს ყველაფერი - ცოტახანს თვალებში მიყურა , ცდილობდა რაღაც ეპოვა ალბათ სერიოზულად ვამბობდი თუ არა - შენც ეგრე თვლი ხო ასეა? -კი , ერთმანეთს ვერ გავუგებთ, არ გამოვა მართალი ხარ- გზას გახედა - კარგად მაშინ- კარი გავაღე და გადასვლას ვაპირებდი როცა ისევ გამაჩერა - გაგიყვან - არააა საჭირო ცოტა დარჩა , ფეხითაც მივალ - ვუთხარი და წამოვედი , მანქამამ მალევე გამასწრო . გეგმა ისეთი სახალისო არ გამოდგა როგორც თავიდან მეგონა , თან გულის სიღრმეში რაღაც მღრნიდა თუმცა ვიფიქრე ასე აჯობებსთქო და გზას ჩემთვის ღიღინით გავუყევი . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.