შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი მთვარე [5]


3-07-2015, 01:06
ავტორი შიკალატკა
ნანახია 2 045

მკვდრის ფერდადებულ შეშლილივით იღიმოდა, შემდეგ ისტერიკული სიცილი აუტყდა, რომელიც ტირილში გადაიზარდა. მუხლებში ძალა გამოეცალა, თითქოს მიწა გამოეცალა და ჰაერში ორიენტაცია დაკარგული დარჩა. კედელთაც ჩაცურდა და ხმამაღლა ატირდა. ბიჭები ადგილზე გაშეშებულები, ძარღვებდაბერილები შესცქეროდნენ, ხოლო გოგოები მასთან გაჩნდნენ და ათას კითხვას უსვამდნენ.
- ევა! ევა, ვინ იყო?! ის ნაბი***რი ხო?! რა გითხრა?! ევა, ხმა ამოიღე! - ყვიროდა ანასტასია და ტირილისგან გაწითლებულ გოგოს ანჯღრევდა.
- აუუუ, რა გაწივლებთ?! თავი ამტკივდა. - წრიპინითა და წუწუნით მიუახლოვდა ლიკა. ყველა გაჩუმდა, გარდა ევასა და მამის მკვლელი თვალებით შეხედეს.
- რა თქვი?! - ხმამაღლა იკითხა ანასტასიამ. - თავი გტკივა?! ჰაჰ, გაიგეთ? გოგოს თავი სტკივა. - ირონიულად გაიცინა და წარბაწრულ გოფოს ახედა. - ეგ წარბო ჩამოუშვი ციდან და კარგად მომისმინე. ეს გოგო, - მიუთითა ევაზე. - იცი რა დღეშია?! ნეტა თავი სტკიოდეს, ნეტა. სულ ფეხებზე გვკ**ია შენი პრეტენზიები და შენთვისვე აჯობებს აქედან აახვიო, თორემ მე ნამდვილად არ გამიჭირდება. - იმდენად თავდაჯერებულად ლაპარაკობდა, რომ შეშინებული გოგონა უკანმოუხედავად ავიდა ზედა საწთულზე. ისევ ევას მიუბრუნდა.
- შენ კი, ქალბატონო, ამოღერღე რა მოხდა, თორემ უკეთესი არც შენ გელის! - დაემუქრა და მომლოდინედ შეხედა. ევამ ღრმად ჩაისუნთა.
- გ-გიორგიმ და-ამირეკა. ცოლი მო-ოყავს. - ცრემლები შეიმშრალა და სახეზე ღიმილი აიკრო. - მოვრჩი, იმ არაკაცის გამო აღარ ვიტირებ! მორჩა! - ხმამაღლა განაცხადა და გარეთ გავარდა. ჰამაკში მოკალათებული ფიქრობდა, არ არის გიორგი მისი ღირსი. ერთ თვეში იპოვა ევას შემცვლელი. უარესად შეძულდა. შეძულდა მისი არაკაცური საქციელი. შეძულდა მისი ხმა, რომელსაც ადრე მელოდიურად, ახლა კი გამაღიზიანებლად მიიჩნავდა. გრძნობდა სულის ტკივილს და ცდილობდა სხეულზე ეპივდა ის წერტილი, საიდანაც ეს აუტანელი ტკივილი მრცელდებოდა, თუმცა ამაოდ. საშინლად არ ესიამოვნა მზის კაშკაშა სხივები და ოთახში ავიდა, სადაც სასიამოვნოდ ბნელოდა. ლოგინზე წამოწოლილი სხეულს იკაწრავდა. ცდილობს ისაუტანელი, სასოწარკვეთილი გრძნობა, ტკივილი ფიზიკური ზიანით გადაფაროს, მაგრამ არ გამოსდის. ვერ შეძლო. ისიც იფიქრა ვენებს დავისერავო, თუმცა მაშინვე ინანა. გაბრაზდა ასეთი სუსტი რომ აღმოჩნდა. დიახ, მხოლოდ სუსტები იკლავენ თავს. არა, ევა ძლიერია, შეძლებს და აუცილებლად გადაიტანს ამ ტკივილს, რომელიც სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა და თითქოს დიდ ბურთად გაჩხერილიყო სასუნთქ მილებში.
არ ახსოვს, ისე გადაეშვა მორფეოსის სასუფეველში

=_=_=_=

- ესეიგი, უკეთ ხარ? - მეასედ ეკითხებიან ბავშვები.
- კი. - მობეზრებულად პასუხობს.
- ხო იცი, მივკლავთ მაგ ნაძი**ლას. - არ წყვეტდა მუქარას ჯაბა.
- შეეშვით რა. თქვენი პრობლემებიღა მაკლია. - გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა.
- ევა, ხვდები რა გაგიკეთა?! - წამოიყვირა ლუკამ.
- კი და მაგიტომ უნდა შეეშვათ.
- რას ჰქვია შევეშვათ გოგო?! - უარესად გაცხარდა ჯაბა.
- რას და იმას, რომ არ მაქვს თქვენი ომობანას თავი გაიგეთ?! - მოთმინებადაკარგულს ნერვებმა უმტუვნეს და აყვირდა. - მაგ ცემა-ტყეპით რას იზამთ?! ჰა?! რამეს გამოასწორებთ?! არა! ხოდა შეეშვით გაიგეთ?! შეეშვით და დაივიწყეთ რომ არსებობს, თორემ მე ნამდვილად არ ვივლი ყოველდღე განყოფილებაში თქვენს გამო! - ენაჩავარდნილები უსმენდნენ აყვირებულ მეგობარს და ხვდებოდნენ, რომ მართალს ამბობდა. განა ჩხუბით რას გამოასწორებდნენ? არაფერს. პირიქით, პრობლემებს შეიქმნიდნენ და მართლაც განყოფილებაში მოუწევდათ ღამეების თენება.
- თბილისში როდის წავაალთ? - გაწელვით იკითხა ლიკამ. არა, ეს გოგო მგონი დაუნია. რა დროს თბილისი იყო?
- თუ გინდა ახლავე ჩაგსვავ მარშუტკაში და გაგიშვებ. - ცინიკურად უთხრა ევამ და აწითლებულ გოგოს თვალი ჩაუკრა. მის სიტყვებზე სიცილი ძლივს შეიკავეს და შეძლებისდაგვარად, ხმადაბლა აფხუკუნდნენ.
- ჩემს შეყვარებულს წესუერად ელაპარაკე. მერამდენედ გაუბნები. - განრისხებულმა დემეტრემ ჩაილაპარაკა და ცინიკურად მომღიმარ გოგოს გახედა.
- გთხოვ, რაში გჭირდევა მისნაირი? - შეწუხებულმა იკითხა. - და მე ვის როგორც მინდა ისე დაველაპარაკები, გასაგებია? მეტი საქმე არ მაქ შენ შეგეკითხო ვის რა ვუთხრა. - ბიჭს სისხლმა ტვინში აასხა და კისერზე შესამჩნევად დაებერა ძარღვები. გოგონა კი მშვენივრად ხალისობდა ამ ორის გაბრაზდბით.
- ხვალ წავალთ თბილისში. - სიტუაციის განსამუხტად თქვა ჯაბამ.
- კარგია. უკვე გული მერევა ამის კევის ღლაჭუნზე. - კმაყოფილმა ამოილაპარაკა და ერთიანად აჭარხლებულ ლიკას გაცედა.
- რას მერჩიი? - ისევ ეს გაწელილი ფრაზები.
- მე? - შეიცხადა. ისეთი სახე მიიღო ეს როგორ მაკადრეო. მშვენიერი მსახიობია. - კი არ გერჩი, ძვირფასო, შენთვისვე გეუბნები, რომ კევი გულისამრევად არ აღლაჩუნო საზოგადოებაში. - გაუღიმა და ოთახში ავიდა ბარგის ჩასალაგებლად. ესმოდა ლიკას წიკვინი, თუ როგორ ეუბნებოდა დემეტრეს რომ ევა გადამტერებული ჰყავდა. ეცინებოდა. შეიძლება ასე დაიმცირო ადამიანმა თავი? არ ესმის.

=_=_=_=

თბილისში ორი დღის ჩამოსულია. ვერ ვიტყვი რომ ყველაფერი ძველებურადაა. ევა შეიცვალა. ცინიკოსი, ცივი, უემოციო გახდა, ამავედროულად ძლიერიც. მეგობრებს ჩვეულებრივად ნახულობდა, თუმცა ისე ხშირად ღარ იცინოდა. ამის მაგივრად ლიკას აყენებდა უხერხულ სიტუაციებში და გემრიელად ხალისობდა.
ჯაბასთან იყვნენ შეკრებილნი, როდესაც ევას მობილური ამღერდა. ო არა. დედამისი. ყველაფერს იზამდა, ოღონდ ამ ქალთან არ ელაპარაკა. არ აქვს მშობლებთან და უმცროს დასთან კარგი ურთიერთობა. საერთოდ არ აქვს ურთიერთობა. და ნარკომანია, დედა ალკოჰოლიკი. მამა ჰყავთ ნორმალური, თუმცა მუდამ სამუშაოზეა დ. ზედმეტად ფიცხია, რის გამოც მუდამ ყვირის.
- რა იყო? - უხეშას უპასუხა.
- იკადრე აღება? - მთვრალია.
- რა გინდა-მეთქი?! - ხმამაღალი ტონით, რომელშიც სიბრაზის ნოტები გარეულიყო, გაუმეორა კითხვა.
- არ გინდა მოგვინახულო?
- არანაირი სურვილი მაქვს.
- პრობლემა გვაქვს. - აი რაშიც ყოფილა საქმე. ჰაჰ, რა თქმა უნდა, სხვა რისთვის დაურეკავდა.
- ფული გინდა? - მობეზრებულად ჰკითხა.
- არა, შენს დაიკოს აქვს პრობლემები. - ზიზღით ამოილაპარაკა. - ორივე შვილი ბო**ბად გავზარდე.
- ჰაჰ, ბო**ბად? დედა, ჩვენს ოჯახში ერთადერთი ბო*ი შენ ხარ. - არა, ვეღარ აიტანს ამ ქალის შეურაცყოფებს. შეიძლება დედაა და ასე არ უნდა ელაპარაკოს, მაგრამ მის ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა. ქალი, რომელიც საკუთარ შვილს არც სითბოს აგრძნობინებს და არც სიყვარულს, მზრუნველობას აკლებს და ყურადღებას საერთოს არ აქცევს, დედის წოდების ღირსი არაა.
- რა თქვი?! - აყვირდა. - გირჩევნია მოეტრიო და შენი დის პრობლემები გაარკვიო!
- შენი შვილია და თავად გაარჯვიე გაიგე?! მაგ გოგოს გამი ისედაც ბევრ შარში გავხვიე თავი! - უთხრა და გაუთიშა.
- ისევ? - ჰკითხა ლუკამ.
- ხო, ისევ, მაგრამ სულ არ მადარდებს. თავში ქვა უხლიათ, ჩემი ცხოვრება მაქვს და მაგათი პრობლემების მოგვარება გეგმებში არ მაქვ. - მშვიდი და ცივი ტონით მიუგო. - მომაწევინე. - უთხრა და მაგიდაზე დადებულ "კენტზე" მიუთითა. გაკვირვებულებმა შეხედეს.
- არა! - წამოიყვირა ანასტასიამ. - ექვსი წელი აღარ მოგიწევია და თავიდან ნუ დაიწყებ.
- ოო.. - უკმაყოფილო გამომეტყველებით სწვდა კოლოფს და ერთი ღერი ამოაძრო. სანამ ვინმე წაართმევდა უცებ მოუკიდა და ნაფასი დაარტყა. იგრძნო, როგორ გაიარა კვამლმა ყელი და ფილტვებში როგორ გაიფანტა. ესიამოვნა. კიდევ ერთი ნაფასი დაარტყა და შებლშეკრულ მეგობრებს გახედა.
- ნუ მომკლავთ ეხლა. სიგარეტია. - თქვა და მოწევა გააგრძელა.
- მეტს აღარ მოწევ. - თითი გამაფრთხილებლად დაუქნოა ჯაბამ.
- მაგასაც ვნახავთ. - ჩაილაპატაკა და გაუღიმა.

=_=_=_=

ბოდიშით დაგვიანებისთვის. იმედია კარგია და მოგწონთ ^.^




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent