შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიროსმანიც ხომ ვარდებს ჩუქნიდა...! (დასასრული)


4-07-2015, 01:34
ავტორი llella
ნანახია 3 789

-ნიკა როცა მისმინეთი იწყება წინადადება სულაც არაა ჩემთვის ეგ სახარბიელო ამბავი, ამიტომაც ისევ დაყრუება მირჩევნია, ისიც ვიცი რა უნდა მითხრათ ამიტომ პირდაპირ გეტყვით...-ჩურჩულით დავიწყე და ყელში მობჯენილი ბურთის როგორმე გაქრობა ვცადე-ხო ყველაფერი ჩემი იდიოტური შიშის და თავმოყვარეობის ბრალია... და ჯანდაბაშიც წასულა ყველა და ყველაფერი თუ ყიფიანს გონია რომ მე ის არ მიყვარს... და ის გრძნობა რასაც მის მიმართ განვიცდი ფარსია...!
ესღა ვთქვი და ოთახში ავედი, დაღლილობამ მისი ქნა, დავწექი თუ არა დამეძინა...
დილით თავის ტკივილმა გამაღვიძა, საშინლად მტკიოდა თავი, გული შუაზე მეხლიჩებოდა და მე კიდევ როგორ შემეხორცებინა ვერ გამეგო...
-ახლა რა ვქნა?!-დავუსვი კითხვა უსასრულობას საწოლზე ჩამომჯდარმა.
ვხვდებოდი რომ მართლაც ბევრი რამ ჩემი ბრალი იყო, მაგრამ სრულ დანაშაულს არ ვიღებდი საკუთარ თავზე, მანაც ბევრი დააშავა... მე კიდევ... ის დავაშავე რომ შევიყვარე... ნუთუ დანაშაულია ის რომ შემიყვარდა, ის რომ მისი წასვლის მეშინია, ის რომ ისევ ტკივილის მეშინია...
ახლა რა იქნება ვერ გამეგო და შეიძლება ითქვას რომ გაგების მეშინოდა კიდეც.
გადავივლე და ქვემოთ ჩავედი, ყველას გაეღვიძა და მაგიდასთან შეკრებილიყვნენ, დაძაბულობა პიკს აღწევდა რაც მე თვითონაც საშინლად მბოჭავდა.
-დილამშვიდობისა-მივესალმე ყველას.
-დილამშვიდობის.
-როგორ ხარ?!-მიჩურჩულა გეგამ.
-რავი... ჩვეულებრივად...-შევეცადე გამეღიმა, არადა ცრემლებს ძლივს ვიკავებდი.
-და მართლა როგორ ხარ?!-გამიღიმა ნიკამ.
-მართლა...?!-გავხედე ის კიდევ ისეთი თვალებით მიყურებდა... თითქოსდა ცრემლებს იკავებს თორემ უფლება რომ მიცე ახლა იბღავლებსო-მართლა კარგად ვარ!
-იცი რა ვერ გამიგია?!-თავი წამოყო სალომემ-უყვარხარ! გიყვარს! და ეს დასაწვავი თავმოყვარეობა არ გაძლევთ არცერთს იმის საშუალებას რომ ერთად ბედნიერები იყოთ! ის ზედმეტად თავმოყვარეა და პრინციპულია, მაგრამ აიღო და საერთოდ შეიცვალა შენთვის, აი რადიკალურად, რათქმაუნდა ჩემი ძმა ისეთი იქნება ყოველთვის როგორიც იყო-თავი გააქნია სიცილით-მაგრამ... მან... მან ცადა გესმის?! მან ცადა შეცვლილიყო შენთვის...
-და შენ კიდევ „ვითომ“ შიშით ვერ იკარებ და არ უშვებ შენთან ახლოს, მაგრამ ესეც შენი თავმოყვარეობის ბრალია, იცი რატომ?! მესმის იმიტომ ხარ მისგან შორს, რომ არ გაქვს იმის სურვილი კიდევ იტანჯო და იწვალო, მაგრამ სიყვარული ისეთი რამაა, რომ გამოცდა თუ არ მოგიწყო არაფრით არ დაგანებებს თავს, ვიცით ანეტა რომ გიყვარს, რომ არ გიყვარდეს გუშინ მთელი ღამე არ იტირებდი და გამთენიისას არ ჩაგეძინებოდა, დღესაც ასეთი არ ადგებოდი, უბრალოდ ცადეთ გამოასწოროთ ის რაც გააფუჭეთ-საუბარში ნუცაც ჩაერთო, ბიჭები კი უბრალოდ ისხდნენ და გაკვირვებულები უყურებდნენ გოგონებს.
-იცი... დამსხვრეულ ჭიქას არავის არ „წებავს“ იმისთვის რომ ისევ ის დადგას მაგიდაზე, არამედ ყიდულობენ ახალ ჭიქას, ის უკეთსია... შენი ძმაც ასეა ახლა, მას ის ვინც ატკინა არ სჭირდება...-ხმაჩამწყდარმა ვუპასუხე.
-ანუ შენც ასე ხარ?!-მკითხა სალომემ, მე კიდევ ამის მოსმენისას ობოლი ცრემლი გადმომივარდა, არც კი ვიცოდი რა მექნა... განა იყო ეს დასაფიქრებელი?! განა მოითხოვდა ეს კითხვა ჩემსგან პასუხს?!
-არასდროს! მე მხოლოდ ის მიყვარს და ასე იქნება მარად!!!-ვცადე დაწყნარება, ცრემლები მოვიწმინდე და ჩაის სმა გავაგრძელე.
-ბები, ამათ იმის თქმა უნდათ რომ სიყვარული ძალიან ძნელია, რომ ძნელია გიყვარდეს ერთი და იყო მისგან შორს, რომ არ არსებობს გადაულახავი სირთულეები, რომ ღმერთი ყოვეთის შენს მხარესაა და დააფასე ეს, რათქმაუნდა თუ თავმოყვარეობა და პრინციპები არ გააჩნია ადამიანს ის რა ადამიანია, მაგრამ... შენ თვითონ უნდა ხვდებოდე, როცა ადამიანს ვიღაც უყვარს, იქ არც პრინციპებია და არც სხვა რამ, შენ როცა ვიღაც გიყვარს ძალიან ძლიერი უნდა იყო და რას ხედავს ჩემი თვალები?! თითქოსდა არც არასოდეს არ გყვარებია და აზრზე არ ხარ რაარის საერთოდ სიყვარული... თავი ხელში აიყვანე! ეს შენ ხარ! არ გაქვთ იმის უფლება რომ ადგეთ და დაივიწყოთ ის 3 წელი, რომელიც ასე წვალებით გაქვთ გამოვლილი!!!
-აუ გენაცვალე ბებო რა!-გაიცინა რატიმ.
-ხო, არ გვაქვს...-ესღა ვთქვი და ფეხზე წამოვდექი.
დარჩენილი დღები ჩვეულებრივად გავიდნენ, არც არაფერი არ მომხდარა ისეთი, სალომე და რატი ერთად არიან, გეგა და ნუცაც, ბერო და თეკლა კიდე სიხარულისგან მეცხრე ცაზე არიან, უხარიათ ასეთი სარძლოები რომ ყავთ.
ისე უყვართ ნუცაც და სალომეც რომ რავიცი, მგონი გოონებს დაიტოვებენ და ბიჭებს გააგდებენ გარეთ.
-ანეტა გაიღვიძე-დამკივის ნუცა.
-მმმმ.........
-მმმ კი არა ადექი რომ მოემზადო.
-რისთის?!-თავი ცოტათი წამოვყავი რომ ნათლად დამენახა ჩემი მსხვერპლი, რომელსაც გაღვიძების გამო მოვკლავდი.
-რისთვის და ბათუმში არ მოდიხარ?! არა თუ გინდა დაგტოვებთ აქ.
-ავდგები ახლავე-გავიცინე და ფეხზე წამოვდექი.
აბაზანისკენ ავიღე გეზი, ისევ როგორც ყოველთვის ფიქრს მივეცი, მინდოდა კი ბათუმში დაბრუნება?! ისევ ვნახავდი ყიფიანს, ვიცოდი რომ ვნახავდი და ეს მაშინებდა.
აბაზანიდან გამოვედი, ჩავიცვი, ყველაფერი ჩავალაგე ჩემოდანში და გარეთ გავათრიე.
-ოოჰ ადგა მზეთუნახავი?!-სიცილით შემეგება ჩვენი მასხარა.
-აე კლოუნ-ხელი ავწიე.
-გისმენთ-მოწიწებით დახარა თავი.
-გეყოფა მაიმუნობა და მოდი მომეხმარე ამის ჩატანაში.
-ეხლავე უფროსო-ისეც აგრძელებდა სიცილს.
მოლოდ ნიკას შეეძლო ჩემი გაცინება და გამხიარულება ამდენი ხნის განმავლობაში, მხოლოდ მას შეეძლო ცოტახნით მაინც მოვეწყვიტე რეალობას.
-მზად ხართ?!-გვკითხა სანდრომ.
-კი.
-წავიდეთ მაშინ რომ მერე საქმე მაქვს და ჩავუსწრო მინდა.
-კაი წავიდეთ.
-ბებია არ დაგვივიწყოთ ახლა და გამოდით კიდევ იცოდეთ-გადაგვეხვია ყველას თეკლა.
-მართალია ჩემი ცოლი, არ უნდა დავიწყება და გადაკარგვა, იცოდეთ ქორწილში ჩემი ღვინო უნდა იყოს!-გააფრთხილა ბიჭები ბერომ.
-აბა რაა ბაბუ!-დააიმედეს ბიჭებმაც.
მანქნებში ჩავჯექით და წავედით ბათუმისკენ, საათ-ნახევარში უკვე ბათუმში ვიყავით.
-ვაიმე სახლი!-დავიყვირე და დივანზე დავეხეთქე.
-მიდით ახლა დაფაცურდით გოგოებმა-გაიცინა რატიმ და საცოლეს თავზე აკოცა.
-რა დავფაცურდეთ ბიჭო 1 საათის წინ არ ჭამე?!-გაკვირვებულმა წამოვწიე თავი.
-ჯერეთერთი 1 სათის წინ კი არა, არამენ საათ-ნახევრის წინ და მიდი ახლა არ მინდა ზედმეტი ბაზარი მე.
-აუ ეს რა ღორუცელა საქმრო გყავს რაა!!!-დავიწუწუნე და სალომეს ხელი დავავლე, წამოდი მომეხმარე თქო.
-ხო მართლა დღეს მივდივარ ნუცას მშობლებთან-გამოაცხადა გეგამ და ნუცას გახედა.
-ხოდა მალე ქორწილშიც ვიგუგუნებთ-გავიცინე და საქმეს შევუდექი.
სალომემ და ნუცამ საჭმელი გააკეთეს, მე კიდევ სახლის დალაგებას შევუდექი.
-აე ღორმუცელებო მოდით-გაიცინა ნუცამ.
-მოვივართ ცხოვრება-თბილად უპასუხა გეგამ.
-აუ ამ გადარეულს თუ შენ მოარჯულებდი რას ვიფიქრებდი-გავიცინე და ჭამას შევუდექი.
-აბა გოგო-დამეთანხმა სალომეც.
-აბა გოგო იქნება ახლა ჭამეთ დროზე.
-აე ძამიკო დაოკი რაა-დავეჯღანე და თან გადავიხარხარე.
-აუ ეს გამითამამდა ხო?!-გახედა გეგამ ძმას.
-ხო მეც ვატყობ მაგას.
-დაგატყობთ ახლა ორივეს.
ჭამას რომ მოვრჩით დივანზე დავეყარეთ ყველანი, გეგა ნუცას მოეხვია, რატი სალომეს მე კიდევ ჩემს დიდ დათუნიას ჩავეხუტე... აბა შეყვარებული მე არ მყავს და...
მომდევნო 2 თვე ჩვეულებრივად გავიდა, არაფერი არ მომხვდარა, ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა, ამ 2 თვის განმავლობაში არცერთ პარასკევს ღამის 3 საათზე არ დამხვედრია ვარდები, რაც გულს მიკლავდა, ირაკლი მას შემდეგ არც მინახავს, თან მიხაროდა და თანაც გული მწყდებოდა... სიგიჟემდე, სიკვდილამდე და უფრო მეტადაც მენატრებოდა, ვერ ვპატიობდი „ჩვენს“ თავს ამას...
ზუსტად პარასკევს ქონდა დაბადების დღეც სალომეს, ვიწრო წრეში უნდა გადავიხადო არ მინდა დიდი ამბავი და რაღაცო, მხოლოდ მეგობრებიო და მორჩაო გამოგვიცხადა, ჩვენც რამე აღარ ვუთხართ და გადავწყვიტეთ რესტორანში გადაგვეხადა სალომეს დაბადების დღე.
საქმე იმაში იყო რომ არც კი ვიცოდი რომელ რესტორანში უნდა მივსულიყავი.
ხუთშაბათს დავწექი დასაძინებლად, წყალი მომწყურდა ამიტომაც საწოლიდან წვალებით წამოვზლოზინდი და სამზარეულოსკენ წავედი, ბიჭები სახლში არ იყვნენ, როგორც ყოველთვის სამსახური და საქმეები.
ჭიქაში ჩავისხი წყალი და ონკანი გადავკეტე თუ არა რაღაც ხმა მომესმა, ჩემი სახლის კარებიდან მოდიოდა ხმა, ცომის გამყვან ჯოხს დავავლე ხელი და წავედი კარებისაკენ, კი მეშინოდა მაგრამ ახლა ვერაფრით ვერ დავიძინებდი,იქნება და არც არაფერი არ იყო, მინდოდა გამერკვია, მეც კაი გამოცდილი პოლიციელივით დავიკავე ეს ჯოხი და წავედი კარებისკენ, ფრთხილად და ჩუმად დავდექი პირდაპირ კარების წინ, უცებ ვსტაცე ხელი სახელურს და სწრაფად გავაღე.
იქ კიდევ ვიღაც მაღალი ბიჭი, ან კაცი დამხვდა კაპიშონი წამოეხურა და ისე იდგა, სახე ვერ დავინახე, როცა კარები გავაღე მაშინ შეტრიალდა, საშინლად შემეშინდა მკვლელია თქო ვიფიქრე, მაგრამ მაინც ვკითხე.
-ვინ ხართ?!
-...............
-არ გესმის?!
-..............-ცოტათი შემობრუნდა ჩემსკენ, ხელებზე სპორტული აწეული ქონდა, ამიტომაც ხელზე დიდი შრამი ემჩნეოდა, უცებ გავიგონე როგორ ჩაიცინა, ისე სწრაფად ჩაირბინა კიბეებზე, ვერაფრის გააზრება ვერ მოვასწარი, გაქვავებული ვიდექი ერთ ადგილას, მანამ სანამ სიცივე არ ვიგრენი, სახლში შევედი, ის ჯოხი დავდე მის ადგილას და ჩემს ოთახში შევედი, საწოლზე ჩამოვჯექი.
-ის იყო! ხელზე შრამი... ნამდვილად ის იყო... მაშინ რატომ არ თქვა არაფერი, თანაც ის ვარდები... დღეს ხომ... დღეს ხომ პარასკევია თანაც...-უცებ ტელეფონს დავწვდი და საათს დავხედე 03:02 უჩვენებდა-ის იყო!-წამოვიძახე გახარებულმა და საწოლზე ხტუნვა დავიწყე.
-ვაიმე ანეტა რა გაკივლებს და რა გახტუმნებს ვერ გავიგე რაა-ჩემი თავი დავტუქსე-იქნება და სხვა იყო, ან სხვასთან იყო.. არა კაცო რა სისულელეა, მაგრამ მაინც არ უნდა მიხაროდეს!-ვცადე დავწყნარებულიყავი და ისევ დავიძინე.
დილით გავიღვიძე თუ არა სალომეს დავურეკე.
-აეეეე ჩემი გოგო დაბადების დღეს გილოცავ.
-მადლობა. უი გოგო იცი რომელ რესტორანში უნდა მოხვიდე?!-უცებ მკითხა.
-აუ არა გოგო ეგ უნდა მეკითხა.
-მოგაკითხავენ 8 საათზე და მზად იყავი!-გასცა ბრძანება.
-მოიცა ვინ მომა...-არ დამასრულებინა.
-ნახავ!-ესღა თქვა და გამითიშა.
მეც ჯერ სასწავლებელში წავედი 4ზე უკან დავბრუნდი, ცოტა წავუძინე, მერე კიდევ კარადაში დავიწყე ქექვა.
რვის-ნახევარზე უკვე მზად ვიყავი, კრემისფერი მუხლს კარგად აცილებული კაბა მეცვა, ზურგი ამოღბული, არაჩეულებრივი კაბა იყო, როგორც იტყვიან ზუსტად ჩემს ტანზე იყო შეკერილი... მსუბუქი მაკიაჟიც გავიკეთე, ჩემი ხვეული თმა გავიშალე და მზად ვიყავი.
უცებ ჩემი ტელეფონი ამღერდა, დავხედე თუ არა გული როგორ არ წამივიდა მეც არ ვიცი, ნაცნობი ნომერი როცა წაიკითხა ჩემმა თვალებმა, სამჯერ მოვკვდი და ამდენჯერვე გავცოცხლდი.
-გისმენ-ვცადე დავწყნარებულიყავი.
-ჩამოდი!-ხმა უფრო დაბოხებოდა, როგორ მომნატრებია...
მეც მალევე გავედი გარეთ, არ ვიცი რატომ მაგრამ ის შიში რაც 2 წუთის წინ მქონდა სადღაც ჯანდბაში წასულიყო.
ყიფიანი როგორც ყოველთის უმაგრესი სტილის პატრონს ახლაც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. სიგარეტს ეწეოდა და სადღაც იყურებოდა, მეც მივედი და ასე ვთქვათ სადღაც 5-6 ნაბიჯის მოშორებით დავდექი.
-გამარჯობა-ისე მითხრა ჩემთის არც შემოუხედავს.
-გამარჯობა...-გამომხედა, აი რაც მის თვალებში დავინახე იმან ნამდვილად მომიღო ბოლო, თვალები ჩაწითლებოდა, წვერი მოეშვა, მისი შავი თვალები უფრო გაშავებოდა, აი ისეთი თვალები ქონდა შით რომ დაიკარგებოიდ, მე კიდევ მეშინოდა იმ ლაბირინთში შესვლა და დაკარგვა, ამიტომაც თვალი ავარიდე და შევეცადე კონცენტრირება ჩემს გვერდით მდომ სკამეიკაზე გამემახვილებინა.
-ჩაჯექი!-გასცა ბრძანება, ისევ ისე მელაპარაკებოდა ჩემთვის არც კი შემოუხედავს...
მანქანაში ჩავჯექი, ერთი გამომხედა და მანქანა დაძრა, სიმღერა იყო ჩართული დაბალ ხმაზე
„ Я смотрю в небо, что оно прячет
Какие секреты, и почему плачет?
Поговорю с Богом, пускай прошу глупость
Побыть с нее рядом, хоть на минуту
Ты всегда будешь светом, а я твоей тенью
Словами ранила больно, оказалось смертельно
Счастье было так близко, и мы это знаем
Себя виню я за это, ведь мы ценим, когда теряем
Я берегу, тебе внутри разбитой души
Не знаю кто за нас все решил
Просто, зато , что счастья лишил
Прости...! “
KREED… როგორ მიყვარს მისი სიმღერები, თითოეული სიტყვა ხომ... თითქოსდა ჩემთან ასოცირდება, ჩემს ცხოვრებას ეხება და მთელს სხეულში აღწევს... უბრალოდ იდეალურია...
-შენი სიმღერაა...-უცებ ყიფიანის ხმა გავიგე.
-ხო...-ხმას აუწია.
- Счастье было так близко, и мы это знаем
Себя виню я за это, ведь мы ценим, когда теряем-გაიმეორა ტექსტი სიმღერიდან.
- Я берегу, тебе внутри разбитой души...-მეც გავიმეორე და უბრალოდ გავხედე, შევეცადე ტირილი არ ამვარდნოდა.
-არეულია ხო ყველაფერი...
-ზედმეტად...
-ასეც ვიცოდი...!-მსუბუქად გაიღიმა და საჭეს ხელი მაგრად მოუჭირა, ვიფიქრე შემოატყდება თქო.
ამით დამთავრდა ჩვენი დიალოგი, მალევე რესტორნის წინ ვიდექით, მანქნიდან გადმოვიდა, მოუარა და კარები გამიღო, ხელი გამომიწოდა, მეც მის გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე.
-სალო გილოცავ, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ-შევედით თუ არა სალომეს გადავეხვიე, მერე ბავშვებსაც მივესალმე და ჩემთვის განკუთვნილი ადგილი დავიკავე.
-აბა ვქეიფობთ?!-წამოიძახა ნიკამ და გაიცინა.
-მიდი გეჟოოო-აყვა სანდროც, რამაც ყველა გაგვაკვირვა.
-მოიცა ახლა მომესმა მე ეს?!-გამოგვხედა გეგამ.
-აუ დღეს მაინც მაცადე რა მაიმუნობა-გადაიხარხარა
-ვაიმე იმაიმუნე ვინ გიშლის რო?!-გახედა რატიმ.
-ჩემ მზერას ვერ უძლებდა აქამდე და ამიტო იყო ასეთი შებოჭილი-წამოიძახა ნიკამ რაზეც ყველას გაგვეცინა.
კარგად ვიმხიარულეთ, ბიჭები ცოტათი დათვრნენ კიდეც, უცებ დარბაზში სიცუმე ჩამოვარად, სხვა მაგიდებთან მჯდომი საოგადოებაც კი გაისუსა, შუქი ჩაქრა და რატიც გაქრა.
უცებ ერთ წერტილს დაეცა სინათლე, იმ წერტილს სადაც რატი იდგა უზარმაზარი ყვავილების ბუკეტით ხელში, ამ შემთხვევაში მას წითელი ვარდები ეკავა, ჩემი ვარდებისგან რადიკალურად განსხვავებული... ჩაირთო ნელი სიმღერა, რატი წამოვიდა სალომესკენ, ის კი... გაკვირვებული, გახარებული და დაბნეული უყურებდა საყვარელ მამაკაცს ღიმილით.
-გილოცავ!
-მადლობა...-დაიჩურჩულა და სცადა ყვავილების გამორთმევა, მაგრამ სიმძიმეს ვერ სძლია ამიტომ იქვე მაგიდაზე დადეს, ეს უდიდესი ბუკეტი.
-სალომე...-დაიწყო რატიმ, ერთი მუხლი მოხარა, მეორეს კი ხელით დაეყრდნო, ჯიბიდან ამოაძრო პატარა შავი კოლოფი და გახსნა-ცოლად გამომყვები?!
-კი...-უპასუხა ატირებულმა სალომემ.
-მიყვარხარ!-დაიყვირა და მაგრად მოეხვია აწ უკვე საცოლეს.
-მეც!-უჩურჩულა სალომემ, დარბაზში კი იქუხა ტაშმა, ყველამ მოვულოცეთ და ისევ გავაგრძელეთ ქეიფი, მაგრამ ახლა როგორც იტყვიან უფრო მაგარი ხოშით...
-ვარდები სიყვარულის ნიშანია...-უცებ ვთქვი, ისე რომ არც გამიაზრებია.
-ხო...-დამეთანხმა ნუცა, მერე კი ყიფიანს გახედა, სხვებმაც გაიმეორეს მისი ქმედება.
-ბევრი მაგას ვერ ხვდება!-გავიგონე ყიფიანის მკაცრი ხმა.
-ან არ უნდათ დანახვა...-მეც ისეთივე ტონით ვუპასუხე.
-ხო საქმეც მაგაშია! ბევრი ცდილობს რომ დაანახოს ეს სიყვარული, მაგრამ ის ამას ვერ ხედავს!
-ალბათ...
-ფიროსმანიც ხომ ვარდებს ჩუქნიდა...!-გამომხედა, პირდაპირ თვალებში მიყურებდა.
-მე არ ვარ მარგარიტა...
-ხო...! შენ არ ხარ! არც მე ვარ ფიროსმანი...!
მე ისეც გაფუჭებული ხასიათი, უარესად გამიფუჭდა, უცებ ყიფიანი ფეხზე წამოდგა, ჩემსკენ წამოვიდა, მკლავში ხელი ჩამავლო და ფეხზე წამომაგდო.
-რა... რას აკეთებ?!-დავუყვურე.
-მიმყავხარ!-აუღელვებლად გამცა პასუხი.
-ყიფიანი სად მიგყავს?!-კითხეს ბიჭებმაც.
-სადღაც!
-სისულელეების გარეშე იცოდე-გააფრთხილა ნიკამ-და არ დაჭამოთ ერთმანეთი ძალიან გთხოვთ!!!
-ვეცდებით ნიკუშ!-გაუღიმა ძმაკაცს და მე ჰაერში ამაფრიალა, ხელში აყვანილი მიმიყვანა მანქანამდე, მე კიდევ ამ დროის განმავლობაში ხმა არ გამიჩერებია, ვკიოდი დამსვი თქო, მას კიდევ თითქოსდა არ ესმოდა ჩემი.
-ირაკლი დამსვი!
-აჰა დაგსვი!-გაიცინა და მანქნის წინა სავარძეოლზე დამსვა.
-კარები გააღე დროზე!
-არა!
-რას ქვია არა?! დროზე გააღე კარები!
-შენ გაიგონე რა გითხარი?! არა მეთქი და მორჩა!-ისე დამიყვირა წამოვხტი, გული კინაღამ გამისკდა.
-ნუ ყვირიხარ...-ვცადე დავწყნარებულიყავი.
„რაღაცა ძალიან ბევრ ცდებს ატარებ ამ ბოლო დროს შენს თავზე ხო იცი შენ ანეტა...?!“ დავცინე საკუთარ თავს და ფანჯარაში გავიხედე.
-არ გამომიყვანო წყობიდან და არ ვიყვირებ!
-დამაბრუნე ბავშვებთან და არ გამოგიყვან წყობიდან...
-არა!
-ირაკლი...
-ანეტა კიდევ იტყვი რაღაცას და ჩემი ხელით...-ალბათ მოგკლავო უნდა ეთქვა, მაგრამ გაჩერდა, ტუჩუს კუთხეში ჩატეხა და თავი გააქნია-დაგსჯი, ჩემთვის სასიამოვნოდ!-ურცხვად მომახალა და გამიღიმა.
-შენ...
-ვსო შენი ხმა არ გავიგონო!
დიდი ხანი ვიყავით გზაში, გზა ვიცანი, მაგრამ ხმა არ ამომიღია.
წვიმდა...
საშინლად წვიმდა, მაგრამ მე არ მციოდა, არ ვიცი რატომ მაგრამ არ მციოდა... მიხაროდა, როგორც ყოველთის მიხაროდა წვიმა...
იქ მივედით... სადაც ადრე ვყავდი მოყვანილი... მართლა გამიკვირდა, სასიამოვნოდ გამიკვირდა...!
-გადმოდი!-კარები გააღო და ხელი გამომიწოდა, მეც გადმოვედი.
მონატრებულ ადგილს ისევ შევავლე თვალი.
-მე დაგპირდი!-გავიგონე ყიფიანის ხმა.
-გახსოვდა?!
გამახსენდა რომ დამპირდა აქ კიდევ მოგიყვანო.
-ეგეთი რაღაცეები არ მავიწყდება!
-მადლობა...-გევუღიმე და ისევ მოვავლე მონატრებულ ადგილს თვალი.
-არაფრის!
უცებ გავიგე მისი ხმა ზურგს უკან, ძალიან ახლოს, მისი სუნთქვა მხარზე მეფრქვეოდა, ხელზე ხელი მაგრად ჩამკიდა, ერთი ამოიოხრა და მისკენ მიმაბრუნა.
-შენი თვალები... ისევ მაბნევენ... არც შეუწყვეტიათ მათ ჩემი წვალება არასდროს... იცი?! მიყვარხარ! ვიცი, ვიცი რომ გტკენ, სულ გტკენ და გაბრაზებ, მაგრამ რა ვქნა მე ხომ ბუნტისთავი ვარ, მე ხომ ასეთი ვარ... ვერ შევიცვლები...!
-მე არც მითხოვია!
-მაგრამ, მე მინდოდა შენთვის კარგი ვყოფილიყავი...!
-იცი...-შევაწყვეტინე და მე დავიწყე, ვიცოდი ეს რომ არ მეთქვა ახლა სიტყვები და გრძნობები გამგუდავდნენ-მე შენ ისეთი მიყვარხარ როგორიც ხარ! ასეთი ბუნტისთავი და უჟმური მიყვარხარ! მე არ მითხოვია შეიცვალე თქო! მე არც არასოდეს დავიჯერებდი იმას რომ შენ რაღაც ცუდი გქონდა ჩადენილი! თუნდაც... თუნდაც გქონოდა, მე მიყვარხარ და ეგ რაღაც მიზეზი ვერ გადამაყვარებდა შენ თავს... მე მჭიდებოდი... მაშინ...
-ახლა...?!-ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი და ასევე ნერვიულად გაიცინა.
-ახლა?! ვერასდროს ვერ შეწყვეტს ეს დაწყევლილი გული შენ სიყვარულს...
-შენი თვალები, მათში ისევ ვიკარგები...
-.................-ხმა არ ამომიღია, უბრალოდ ვუყურებდი თვალებში.
-ვიპოვი გზას?!
-უნდა ცადო...
-დრო მაქვს?!
-ულევი...
-ვატკინეთ ერთმანეთს?!
-უნდა ვაპატიოთ!!!
-მიყვარხარ! ვიცოცხლოთ! ვგიჟდები!-გაიმეორა მისივე სიტყვები და 3 ცალი ვარდი გამომიწოდა.
-ფიროსმანიც ხომ ვარდებს ჩუქნიდა...!-მისივე ნათქვამი გავიმეორე და გავიცინე.
-შენ ხომ არ ხარ მარგარიტა...!-მასაც გაეცინა და ჩემი პასუხი გაიმეორა.
-არც შენ ხარ ფიროსმანი...!-მაგრად მომხვია ხელები, მე თითის წვერებზე ავიწიე და ლოყაზე ვაკოცე.
-მე ჩვენი წყვილი უფრო მომწონს-ისე გამიღიმა... ჯერ რომ არ გაუღიმია-ის 3 წელი და 2 თვე მაპატიე-უკან გაიწია, თვალებში ჩამხედა და ისე მითხრა.
-შენც!
-მიყვარხარ!
-მეც!
გადმოიხარა და ტუჩებზე დამეტაკა, არ ვიცი ეს რა იყო, მაგრამ ფრენა რომ შემეძლო ეგ ვიგრძენი, ხელები კისერე შემოვხვიე, ნათლად დავინახე რომ ჩემს ქმედებაზე გააჟრჟოლა, ამაზე გამეღიმა, ისიც მიმიხვდა სიცილის მიზეზს.
დიდხანს გავჩრდით იქ, მერე კი პირდაპირ სოფლისაკენ წავედით.
-თეკლასთან და ბეროსთან მივდივართ?!-ვკითხე ღიმილით და გავედე.
-მანდ ხვალ გავალთ, თან ბავშვებიც ჩამოვლენ!-ერთი ხელით საჭეს მართავდა, მეორეთი კი ჩემი ხელი ეკავა.
-აბა ახლა სად მივდივართ?!
-ჩვენს სახლში!-გაკვირვებულმა გავხედე, ისიც მიმიხვდა და გაეღიმა-გიყვარს აქაურობა და ამიტომ გადავწყვიტე აქ მეყიდა პატარა სახლი.
-ვგიჟდები შენზე!-გავიცინე, მისკენ გადავიწიე და ლოყაზე მაგრად ვაკოცე.
-პატარავ ეგრე აღარ ქნა თორე შევასკდებით მე და შენ ხეს!
-როგორ, ასე?!-მაცდურად გავხედე და კისერში ვაკოცე, ვიგრძენი და დავინახე როგორ გააჟრჟოლა.
უცებ გააჩერა მანქანა და თვალებანთებულმა გადმომხედა.
-პატარავ ძალიან გთხოვ მე სულ ეგეთი მაგარი ნერვები არ მაქვს შენ როგორიც გგონია!-გაიცინა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა.
-ხო კაი-გამეცინა მისი სახის გამომეტყველებაზე.
მალევე მივედით სახლში, მანქნიდან გადმოვედით და სახლისაკენ წავედით, კარებთან ახლოს ვიყავით როცა უცებ ხელში ამიტაცა და ისე შევარდა სახლში, ისე დაეწაფა ჩემს ბაგეებს ვერც გავერკვიე საქმე რაში იყო.
-ახლა მე მაცადე!-გამაფრთხილა და მაცდურად გამიღიმა.
ხელში აყვანილი ავარდა მეორე სართულზე, ოთახის კარები ფეხით შეანგრია და ფეხითვე მიხურა, საწოლზე ფრთხილად მიმაწვინა, ისე რომ ტუჩები არ მოუშორებია... ერთი ხელი წელზე შემომხვია, მეორეთი კი ფეხების შესწავლა დაიწყო, მეც ხელები მოვხვიე კისერზე, წამის მეასედში შემომისვა მუცელზე, ცალი ხელი კეფაზე წამავლო და კოცნა გააცხოველა, მე ხელები წელზე ავასრიალე, მას კი ისევ გააჟრჟლა... მაისური უცებ გამხადა, მეც მის „საროჩკას“ დავეჯაჯგუნე, ბიუსჰალტერი ოსტატურად გახსნა და იქვე მოისროლა, ჩემს მკერდს დააშტერდა და ჩუმი კვნესა აღმომხვდა, როცა მისი ცივი ხელის შეხება ვიგრძენი ახურებულ მკერდზე, რომელსაც შემდეგ ტუჩები ჩაენაცვლნენ.
-მაგიჟებ!
-ირა...
წამით მოსწყდა „საქმეს“ და თვალებში ჩამხედა, გამიკვირდა, წამით გავიფიქრე რამე არასწორად ხომ არ ვთქვი თქო, მაგრამ არასწორი რა უნდა მეთქვა როცა მხოლოდ მისი სახელი ვახსენე „საყვარელი“ ფორმით.
-მეორეჯერ ეგ არ დამიძახო!
-რა... რატომ?!-ხმაწართმეულმა ვკითხე და ღმერთს ვთხოვე არ აყვირებულიყო.
-იმიტომ, რომ შენ არ ხარ ჩემს ცხოვრებაში ის ქალი ვინც მოლოდ ერთი ღამით წარმოთქვამს ჩემს სახელს! შემოკლებულს! მეორეჯერ ეგ არ დამიძახო!
-ვე...ვერ გავიგე-მართლა ვერ გამეგო რაწ გულისხმობდა.
-მოდი ასე გეტყვი...-ნერვიულად გაიცინა და თავზე ხელი გადაისვა-შენ ხარ ჩემი საცოლე და არა ქალი ვისაც ერთი ღამის ვა****სებ! მხოლოდ მაშინ! შენ ისინი არ ხარ! შენ ჩემი ცხოვრება ხარ! ჩემი ბენიერება! ჩემი პატარა ქალბატონი!
-გასაგებია ბატონო „ირაკლი“-გავიცინე, კისერზე ხელები მოვხვიე და მის დაწითლებულ ტუჩებს ნაზად შევახე ჩემი დაბუყებული ტუჩები.
-ხო ეგრე ჯობია!-მანაც მომხვია წელზე ხელი და მისკენ უფრო ახლოს მიმწია.
-მოკეტე და მაკოცე-ქვედა ტუჩზე მსუბუქად ვუკბინე და გავიცინე.
-გიმეორებ... მაგიჟებ!!!-ესღა თქვა და ჩემს ზემოდან მოექცა, 2 წუთში კი ის ნაჭრები რაც შემოგვრჩენოდა, ისინიც გააქრო და მისი საქმე გააგრძელა.
ვხვდებოდი რომ შემეძლო ვარსკვლავებს შევხებოდი, ვიცოდი რომ ირა... უკაცრავად ირაკლი დამიკავებდა და ჩემს გვერდით იქნებოდა მუდამ.
დილით მასზე მიკრულს გამეღვიძა, მას უკვე ეღვიძა და ზემოდან დამყურებდა, როცა გავხედე გამიღიმა, დაიხარა და ნაზად მაკოცა.
-იცი რა?!-უცებ მკითხა.
-რა?!-გავიცინე.
-რადა ამ წესს დავარქვათ ფიროსმანის ყვავილები.
-რომელ წესს?! ყოველ პარასკევს 3 საათზე 3 ცალი ვარდი?!
-ხო!
-ყიფიანის ყვალილები ჯობია...-გავიცინე და გავხედე ჩემზე მოჩერებულ ყიფიანს.
-ეგრე იყოს!-გადმოიხარა, მისი ტუჩები შეეხო ჩემსას და მივხვდი რომ ის იყო ვის გამოც ღირდა სიცოცხლე...!
ასეც იყო... ყოველ პარასკევს ღამის 3 საათზე ახლა უკვე საწოლთან მხვდებოდა 3 ცალი თეთრი ვარდი... ისევ ყიფიანის ყვავილები... ისევ ის სიყვარული... ისევ მიყვარხარ! ვიცოცხლოთ! ვგიჟდები!

- - - - - - -
გამარჯობა ხალხო, ესეც დასასრული, იმედია მოგეწონათ და ისიამოვნეთ. request feel love
მაქვს იმის იმედი რომ ჩემი „ნაჯღაბნი“ მოგეწონათ. love
ისევ ვცდილობ, რომ არ იყოს ბანალური, ისევ მინდა რომ მოგეწონოთ და გსიამოვნებდეთ ჩემი ისტორიის წაკითხვა. request
ვცდილობ არ ვიბანალური, მაგრამ... რაც არის ეს არის...
მადლობა ყველას ვინც კითხულობდით და მიტოვებდით კომენტარებს... უბრალოდ ადამიანური მადლობა. love
იმედი მაქვს ისტორია ისეთი იყო როგორსაც ელოდით, დასასრული მინდოდა კარგი და განსხვავებული მქონოდა... request love
მთელი გულით მინდოდა კარგი ისტორია გამოსულიყო, ეს ჩემი მეორე ისტორიაა და ყველანაერად ვეცადე წინას არაფრით არ დამსგავსებოდა, მაგრამ ეს ვარდები ვერ მოვიშორე, მიყვარს სასტიკად თეთრი ვარდები და რა გავაკეთო... feel request love
ველოდები შეფასებას, კომენტარებს და რავიცი აბა, ბოლო სიტყვა თქვენზეა... love



№1  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

უჰჰჰჰ კაი იყო.. :დ უნიჭიერესი ხარ <3

 


№2  offline წევრი llella

ტომაჩკა
უჰჰჰჰ კაი იყო.. :დ უნიჭიერესი ხარ <3

madloba <3 mindoda kargi gamosuliyo... ^_^ :3

 


№3  offline წევრი -tiko))

Eeehhh... chemi nichieri... male damtavrda... bolo kai iyo... dzaan magari xar... ar shemidzlia ukve sheni motxrobebis gareshe ... Ai imdenat miyvarxart shen da sheni motxrobebis ro Ravi ... Velodebi axals da tan dzalian maleeeee... Mikaqalo lellluu

Eeehhh... chemi nichieri... male damtavrda... bolo kai iyo... dzaan magari xar... ar shemidzlia ukve sheni motxrobebis gareshe ... Ai imdenat miyvarxart shen da sheni motxrobebis ro Ravi ... Velodebi axals da tan dzalian maleeeee... Mikaqalo lellluu
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№4  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან მომეწონა ყოჩაღ.

 


№5  offline წევრი lika

raaaaa???? ra damtavreba ris damtavreba es ra siuprizia lelu?! armiyvars me eseti siuprizebi gaitvaliswine ar wamikitia da exla wavikitxav da mere imis imedi mainc maq 100% ro kargi iqneba rogorc es sazizgari lelu magram mainc mewyina es male ro damtavre tumca mtavaria azri idos tore sidides ra mnishvneloba aqvs ubralod gulidamwyda imito ro shen fantazia gaqvs imisa ro gagegrdzelebina sainteresod zogi iseti agrdzelebs da wers imxelas ro arcgirs wakitxvas bolo tavebis

raaaaa???? ra damtavreba ris damtavreba es ra siuprizia lelu?! armiyvars me eseti siuprizebi gaitvaliswine ar wamikitia da exla wavikitxav da mere imis imedi mainc maq 100% ro kargi iqneba rogorc es sazizgari lelu magram mainc mewyina es male ro damtavre tumca mtavaria azri idos tore sidides ra mnishvneloba aqvs ubralod gulidamwyda imito ro shen fantazia gaqvs imisa ro gagegrdzelebina sainteresod zogi iseti agrdzelebs da wers imxelas ro arcgirs wakitxvas bolo tavebis

 


№6  offline წევრი llella

-tiko))
Eeehhh... chemi nichieri... male damtavrda... bolo kai iyo... dzaan magari xar... ar shemidzlia ukve sheni motxrobebis gareshe ... Ai imdenat miyvarxart shen da sheni motxrobebis ro Ravi ... Velodebi axals da tan dzalian maleeeee... Mikaqalo lellluu

Eeehhh... chemi nichieri... male damtavrda... bolo kai iyo... dzaan magari xar... ar shemidzlia ukve sheni motxrobebis gareshe ... Ai imdenat miyvarxart shen da sheni motxrobebis ro Ravi ... Velodebi axals da tan dzalian maleeeee... Mikaqalo lellluu

madloba gadareulo <3 miyvarxar dzapian dzalian <3 vcade kargi dasasruli qonoda

 


№7  offline წევრი KaTE:))

მადლობა, რომ ეს მოთხრობა დაწერე <3 ძალიან მაგარი იყო. ველოდები მოუთმენლად შენს ახალ მოთხრობას ^_^
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 


№8  offline წევრი lika

llella
-tiko))
Eeehhh... chemi nichieri... male damtavrda... bolo kai iyo... dzaan magari xar... ar shemidzlia ukve sheni motxrobebis gareshe ... Ai imdenat miyvarxart shen da sheni motxrobebis ro Ravi ... Velodebi axals da tan dzalian maleeeee... Mikaqalo lellluu

Eeehhh... chemi nichieri... male damtavrda... bolo kai iyo... dzaan magari xar... ar shemidzlia ukve sheni motxrobebis gareshe ... Ai imdenat miyvarxart shen da sheni motxrobebis ro Ravi ... Velodebi axals da tan dzalian maleeeee... Mikaqalo lellluu

madloba gadareulo <3 miyvarxar dzapian dzalian <3 vcade kargi dasasruli qonoda

mec miyvarxar pmshi mogwere ragac da naxe

shen karg dasasruls gachveneb exla mo movedi maq :D

 


№9  offline წევრი nino(g)

momewina dzalian..magarii iyooo

 


№10  offline წევრი Only DrEAmer

კაი იყო მარა რავარც შენ იტყვი ოდნავ "იბანალურე" მარა ისტორიას ჭირდებოდა ასე <3

 


№11  offline წევრი llella

Only DrEAmer
კაი იყო მარა რავარც შენ იტყვი ოდნავ "იბანალურე" მარა ისტორიას ჭირდებოდა ასე <3

ჩემი გველი ხარ :დდდდ მარა მაინც მიყვარხარ შე საზიზღარო <3

 


№12  offline წევრი dadeshqeliani

მიყვარს love ძალიან მიყვარს ეს ისტორია love

 


№13 სტუმარი სტუმარი ნინო

ეს ისტორია 2015-ში დაგიწერია, მე ახლა 2024 წელს წავიკითხე, ძალიან მომეწონა, კარგი ისტორია კარგი დასასრულით. მადლობა. საინტერესოა ისევ წერ თუ არა და სხვა ისტორიები მაინტერესებს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent