შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიროსმანიც ხომ ვარდებს ჩუქნიდა...! (თავი 9)


2-07-2015, 00:52
ავტორი llella
ნანახია 3 327

რატის ნაამბობი:
არამგონია იყოს ადამიანი იმაზე საშინელ მდგომარეობაში ვიდრე მე ვარ... არა მგონი არ არსებობს, სიგიჟემდე მიყვარს სალომე, მაგრამ მასთან ვერასოდეს ვერ ვიქნები, არ მაქვს უფლება...
გამოსავალი არ არსებობს...!
შველას ვერ ვხედავ...!

ირაკლის ნაამბობი:

ოთახიდან გამოვედი და ბიჭებს შევუერთდი, რომლებიც გუშინდელი დღის მერე ძლივს ახელდნენ თვალებს.
-დილამშვიდობისა-გამეცინა მათ სახის გამომეტყველებაზე, თეკლა კიდევ როგორც ყოველთვის სამზარეულოში ფუსფუსებდა.
-დილამშვიდობისა შვილო-თბილად გამიღიმა, ვაიმე ვაფანატებ ამ ქალს.
-ბიჭო შენ გუშინ არ დაგილევია?!-მკითხა ნიკამ.
-დავლიე-გავიცინე და დივანზე მოვკალათდი.
-აბა რაარი რატო არ კვდები?!-საუბარში რატიც ჩაერთო.
-ხომ იცით ეს რანაერიცაა „პახმელია“ არ იცის-გაეცინა გეგას და ნაბეღლავის ბოთლს დასწვდა.
-ვადასტურებ-ამის თქმა და გოგონების გამოჩენა ერთი იყო.
სალომეს რატომღაც დაძაბული და არეული სახე ქონდა, მინდოდა ის რაც ვიცოდი მისთის ახლა მეთქვა, მაგრამ ველოდი შესაფერის დროს.
-დილამსვიდობისა.
-დილამშვიდობის.
-მოდით ჭამეთ ბავშვებო-დაგვიძახა თეკლამ.
-არ მშია მე...-გამოაცხადა სალომემ-გავალ ცოტახანი გარეთ...
-ცუდათ ხომ არ ხარ?!-იმწამსვე კითხეს ანეტამ და ნუცამ.
-არა... უბრალოდ გავივლი ცოტას და მოვალ მალე.
-რა მოხდა?!-ვკითხა და შუბლზე ვაკოცე.
-არაფერი, სუფთა ჰაერზე გავალ და მალე მოვალ.
-მალე მოდი.
-კაი-ესღა თქვა და სახლიდან გავიდა.
-ბავშვებო თქვენ მაინც მოდით-დაგვიძახა ისევ თეკლამ, მე და რატი დავრჩით მხოლოდ.
-წამო ვჭამოთ-მსუბუქად გამიღიმა.
-მოიცა დაგელაპარაკო უნდა-ფეხზე წამოვდექი და გარეთ გავედი, ისიც გამომყვა, აივნის მოაჯირს დავეყრდენი და ულამაზეს სოფელს მოვავლე თვალი.
-რა ხდება?!-მკითხა და იქვე მდგარ სკამზე დაჯდა.
-მისმინე, სასაცილოც კია ახლა რასაც გეტყვი, მაგრამ სამაგიეროდ სიმართლე.
-ყიფიანი რეებს ბოდიალობ?!
-ვიცი რომ სალომე გიყვარს...
-ხო...-ჩურჩულით გამცა პასუხი.
-ისიც ვიცი რატომ არ მიდიხარ და არ ეუბნები ამას.
-ხო...
-ისიც ვიცი ვის გამო, უფროსწორედ ვინების გამო იქცევი ასე...
-ხო...
-შე****მა მაგ ხოს გარდა არაფერი არ იცი?!
-ვიცი...! მაგრამ ახლა არცერთი სიტყვა არ ჯდება იმ ფორმაში რა ფორმაშიც უნდა ჩაჯდეს.
-სალომე არაა ჩემი და-გავხედე, გაშრა, მე კიდევ მის ამ მდგომარეობაზე უბრალოდ გამეღიმა.
-რეებს ბოდავ ირუშ?!-ჯერ გაეცინა, მერე დაწყნარდა, მერე ისევ გაეცინა.
-რეებს ვბოდავ რატი და 1 კვირის წინ, სანამ სალომე ჩამოვიდოდა საერთოდ, მანამდე გავარკვიე ეგ, მამამ სიმთვრალეში თქვა ერთხელ, მე არ დავიჯერე, მაგრა მაინც ვერ გავუძელი, მძლია ცნობისმოყვარეობამ და გავარკვიე ყველაფერი.
-მერე?!-ეტყობოდა რომ დაბნეული იყო.
-დაე გიყვარდეს ჩემი და და იცხოვრე მასთან ათასი წელი-წავირუსთაველე და გავიცინე.
-აუ მეღადავება ეს!-თავზე ნერვიულად გადაისვა ხელი.
-შენ ძმობას ვფიცავარ თუ გატყუებდე.
-მოიცა ანუ... მე შემიძლია...
-ხო ანუ და კიდევ ერთხელ ანუ-გავიცინე და ფეხზე წამომხტარ ძმაკაცს გავხედე.
-იცი შენ ახლა რა ქენი?! აი სიცოცხლის წყარო დამიბრუნე, ჯერ იქედან დავიწყოთ, რომ საქართველოში ჩამოიყვანე და მერე ესეც... აუ აუ აუ!!!
-კაი ვსო, წამო ვჭამოთ.
-რა ვჭამოთ ბიჭო, წავედი მე ჩემს ცხოვრებასთან!-გახარებული გავარდა გარეთ.
-იცი მაინც სადაა?!
-ვიცი სადაც იქნება-მომაძახა და გაიქცა.
-ბავშვები...-კაი მშობელივით ვთქვი და ჩემივე ნათქვამზე გამეცინა-აუ სულ გამოვდებილდი მეც-გავიცინე და სახლში შევბრუნდი.
-რატი სადაა?!-მკითხა გეგამ.
-სიცოცხლეს იბრუნებს.
-რაა?!
-უთხარი?!-მკითხა ნიკამ.
-ხო, რა აზრი ქონდა მალვას.
-ხო რა ცოდვები არიან ერთიც და მეორეც.
-ისადა ჩვენც აქ ვართ და თუ გაგვარკვევთ რა ხდება კაი იქნება-გაიცინა ნუცამ.
-დაი მაგარი რაღაც ხდება-გადაიწია და უმცროს დას თმაზე მოქაჩა სანდრომ.
-აუ გველო-წამოიყვირა ნუცამ.
-ბიჭო, წესიერად შენ!-დაუღრინა გეგამ სანდროს, ჩვენ კი ამაზე გაგვეცინა.
-მე მეუბნები?!-სიცილი აუტყდა.
-ხო!
-აუ ნახეთ რააა, მაჩმორებენ ამხელა კაცს-აგრძელებდა სიცილს.
-ჯერ სად ხარ-აყვა ხარხარში ნიკაც.
-ჭამეთ ახლა და ჩუ!-გასცა ბრძანება გეგამ და საყვარელ ქალს მოეხვია.
-ვსო ვჩუმდებით.
ყველანი დავნაყრდით და ტელევიზორის ყურება დავიწყეთ.

სალომეს ნაამბობი:

3 წელი ვერაფერს ვერ უშობა სიყვარულს, მაგრამ მაინც ვერ ვიქნები მასთან ერთად, რაც არ უნდა მოხდეს, ჩემი ძმის ბედნიერებას წინ ვერ გადავეღობები და არ დავუნგრევ ამდენი ხნის ნაშენებ კედლებს, რომლისთვისაც ამდენი იწვალა და იტანჯა.
ისევ ჩემ საყვარელ ადგილას ვიყავი, ტყეში, ეს ადგილი კიდევ არავინ არ იცოდა, ამიტომაც განმარტოების იმედით მოვთავსდი ჩემივე სკამად წოდებულ ბორკოზე.
-აღარ შემიძლია...-დავუჩურჩულე.
-აღარც მე!!!-გავიგე რატის ხმა, უცებ მომიახლოვდა, ფეხზე წამომაყენა და პირდაპირ ტუჩებზე მეძგერა, ვერაფერი ვერ გამეგო, ვერაფერს ვერ მივმხვდარიყავი, საშინლად დავიბენი, გული მგონი აღარც ფეთქავდა, იმ დონეზე მქონდა ტვინში გამჯდარი რომ მე და ის ერთად ვერასდროს ვერ ვიქნებოდით, კოცნაში არც ავყოლივარ, სწრაფად მოვიშორე და ტირილი დავიწყე, ცრემლები გაუჩერებლად მოედინებოდნენ აღაჟღაჟებულ ლოყებზე.
-რას აკეთებ გადაირიე?!-დავუყვირე, ის კიდევ უბრალოდ მათვალიერებდა და იღიმოდა.
-დიდი ხანია უკვე!
-მომშორდი წადი აქედან!
-არსად არ წავალ!
-რატი წადი! ან აქ საიდან მოხვედი, ან საერთოდ რა იცოდი აქ რომ ვიქნებოდი?!
-ვიცოდი! და არსადაც არ წავალ, აღარასოდეს არ წავალ გესმის?! რაც შენსგან შორს ვიყავი მეყოს!
-რატი წადი-ვუმატებდი ტირილს, ის კიდევ ჩემსკენ მოიწევდა.
-რა აიჩემე გოგო ეს წადი წადიო!!!-ეტყობოდა რომ საშინლად გაბრაზებული იყო.
-არ შეიძლება გესმის შენ არა!!!-დავიყვირე და თვალებში ჩავხედე, ხეზე ამაყუდა, შუაში მომიქცია, ისე რომ ვერ ვექანებოდი.
-შეიძლება!-ტუჩის კუთხეში ჩატეხა და ისევ დაეძგერა ჩემს ბაგეებს-და მერე როგორ!!!-ისე მიჩურჩულა სანტიმეტრითაც არ მომშორებია, მეც ავყევი კოცნაში, ვიცოდი რომ მერე მეტკინებოდა, რომ არ ვაპატიებდი საკუთარ თავს ამას, მაგრამ ეგ მერე იქნებოდა, ახლა კიდე იმას გავაკეთებდი რაც მინდოდა, რასაც გული მთხოვდა.
-მიყვარხარ!-მიჩურჩულა ყურში, მე კიდევ გავშრი.
-რ... რა?!
-მიყვარხარ პატარავ!
-რატი... შენ ხომ... ჩვენ ხომ...
-სალომე მისმინე...
მან ყველაფერი მომიყვა, აი პირი ღია დამრჩაო რომ იტყვიან ეგრე ვიყავი მეც, ვერ დამეჯერებინა ყოველივე ეს, ორად ვიყავი გახლეჩილი, ჩემს ერთ ნაწილს საშინლად უხაროდა რომ შემეძლო რატისთან ერთად ყოფნა, მეორე კი თითქოსდა მკვდარი იყო, ვერაფრით ვერ ვაღიარებდი იმას რომ მე არ ვიყავი ირაკლის და...
-ანუ...
-ხო ანუ-გამიღიმა და შუბლზე მაკოცა-მიყვარხარ!
-მეც!-დავიჩურჩულე, მაგრად მომეხვია, დიდხანს ვისეირნეთ და ბოლოს წავედით სახლისაკენ.

ირაკლის ნაამბობი:

სამზარეულოში შევედი, სადაც ჩემი ჯიუტი გოგონა დამხვდა, მინდოდა ცოტა მემაიმუნა, ხოდა ასეც მოვიქეცი.
ჭურჭელს რეცხავდა, მისკენ წავედი ისე რომ არაფერი არ გაეგო, მივუახლოვდი და ხელები შემოვხვიე, დავინახე და ვიგრძენი როგოს გააჟრჟოლა, წამით გაქვავდა, მაგრამ მერე როგორც ყოველთვის მალევე მოახდინა რეაგირება და გამიკაპასდა... ისევ ისეთია...
-რას აკეთებ?!
-გეხუტები-გავიცინე.
-დებილი ხარ შენ?! რამდენს ბედავ!
-ძალიან ბევრს!-ისევ გავიცინე.
-მომაშორე ხელები დროზე!
-რომ არა?!
-მაშინ...-ეს თქვა და წყალი შემასხა.
-აუ რა ცივია გოგო-წამოვიძახე და მეც შევასხი.
-ააააააააა-დაიკივლა და ქაიქცა.
-მოდი აქ, გგონია გადარჩები?!
-ყიფიანი გეყოფა!
-რა მეყოფა?!-უკვე კიბეებზე არბოდა.
-ჩემი წვალება-სიცილნარევი ხმით მიპასუხა.
-შენ?!-ოთახში შევარდა, უნდოდა კარები მოეხურა, მაგრამ არ ვაცადე და მეც შევვარდი, კარები მივხურე და მისკენ წავედი, მან კი უკან დაიწყო სვლა.
-რა მე?!
-შენ არ გეყოფა?!
-და მე რა უნდა მეყოს?!-ეტყობოდა, რომ სასტიკად იყო დაბნეული.
-ჩემი წვალება!!!
-მე გაწყავლებ შენ?!
-ხო!
-ირაკლი ვერ ხარ შენ!-დადო განაჩენი, ისევ იცინოდა, საწოლზე იყო ასული და ისე მელაპარაკებოდა, მეც ავედი მის საწოლზე, ვატყობდი რომ ეშინოდა ჩემი...
-მიპასუხე!
-რაზე გიპასუხე ადამიანო?
-კარგად გაიგონე ჩემი კითხვა!
-არა მე შენ არ გაწყავალებ!
-როგორ არა... აი მაგალითად ახლა რას აკეთებ?!
-მე გაწვალებ ახლა ყიფიანი?! შენ ხარ ჩემს ოთახში, ჩემივე ლოგინზე, მიშლი ნერვებს და კიდე მე გაწვალებ?!
-შენ რომ არ მაწვალებდე მე არ ვიქნები შენს ოთახში და შენივე საწოლზე.
-დებილი ხარ!
წამით გავჩერდი, ტუჩის კუთხეში ჩავტეხე და მოვემზადე იმის სათქმელად რაც ერთდროულად მინდოდა მეთქვა და თანაც არ მინდოდა.
გეგმაში მქონდა ცოტა მეწვალებინა, მაგრამ ვეღარ მოვითმინე...
-მაგ დებილს უყვარხარ!!!
ვთქვი მკაცრად და თვალებში ჩავხედე.
დაიბნა... სასწაულად დაიბნა... ეტყობოდა რომ არ ელოდა ჩემსგან ამ სიტყვებს, მე კიდევ მეტი ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი... მეც ცუდად ვარ, ისიც ცუდადაა.
რაღას ვუცადო...!
არც არაფერს...!!!
-რა?!-მეტი ვერაფერი ვერ მოიფიქრა.
-რა და მიყვარხარ გესმის?! მიყვარხარ და შენ ისე იქცევი თითქოს ამას ვერ ხვდებოდე.
-ირაკლი გეყოფა!-აკანკალებულმა ჩაიჩრჩულა.
-რა მეყოფა გოგო გადაირიე შენ?!-მისმა პასუხმა წყობიდან გამომიყვანა.
ანეტა ლოგინზე ჩამოჯდა მე კიდევ ვიდექი ერთ ადგილას და რა გამეკეთებინა ვერ გამეგო.
-ირაკლი...
-ანეტა წყობიდან ნუ გამოგყავარ!-მასთან ახლოს მივედი, ფეხზე ავაყენე და წინ დავიყენე-მიყვარხარ გესმის?! მიყვარხარ აი ვაფშე ყველაზე მეტად... შენ კიდევ გეყოფაო... ეგ რა პასუხია გოგო...?!-სიტყვებისთვის თავი ვერ მომეყარა, ეთქვა მაინც არ მიყვარხარო, მაგრამ ვიცოდი ამას ვერასდროს ვერ მეტყოდა... ვერ მეტყოდა...!!!
-ეგ რა პასუხია...?!
-ჩვეულებრივი...-დაიჩურჩულა.
-აუ... მისმინე ვიცი რასაც გრძნობ და რატომაც იქცევი ასე... ვიცი რომ გეშინია ისევ არ წავიდე, გეშინია რომ არ ისევ არ დაგტოვო გესმის?! ვიცი...!!!
-შენ... შენ...-საშინლად იყო დაბნეული.
-ხო მე და შენც... ვიცი რომ შენც გიყვარვარ, მაგრამ შიში არ გაძლევს იმის საშუალებას რომ ეს აღიარო, გეშინია შენივე გრძნობის, გეშინია რომ მე ისევ წავალ.
-გეყოფა!-დამიყვირა და აცრემლიანებული თვალებით შემომხედა-მორჩი ამ აბსურდს/
მე რა დამემართა?! არც კი ვიცი...
-არაჩვეულებრივი! მართლაც რომ მეყოფა, ამდენი ხანი მხოლოდ შენს გამო ვიყავი გერმანიაში, იმის გამო რომ შენ... ჯანდაბა! იცი, მე... მე ვცდილობდი რომ შენთან ვყოფილიყავი, რომ... რომ ჯანდაბას ამის დედა ******** მხოლოდ შენთვის გავაკეთე ეს ყველაფერი, არ ვიცოდი გესმის?! არ ვიცოდი რას იფიქრებდი ჩემზე, როცა იმ ყველაფერს გაიგებდი, მე არ ვიცოდი მიმიღებდი კი ისეთს?! მეშინოდა რომ არ დაგეჯერა ის სისულელები რაც მომიგონეს! სხვა არ მაინტერესებს, მხოლოდ შენ მჭირდები! შენ კიდევ ყველანაერად თავს მარიდებ, ისე იქცევი თითქოს უბრალო გამვლელი ვიყო! ადამიანი რომელსაც არ იცნობ და პირველად ხედავ! ისეთი როგორიც შენთან ვარ არავისთან არასდროს არ ვყოფილვარ და არც ვიქნები, შენს წინ საერთოდ სხვა ყიფიანი იქმნება იცი შენ ეს?! იცი თან ძალიან კარგადაც! მაგრამ ეს დასაწვავი შიში არ გაძლევს ამის აღიარების უფლებას, ისე იცი რაა... შიში არაფერ შუაშია, ეს აბსურდია რომელსაც აი როგორც ფარს ისე ატარებ, უბრალოდ ეგ დედა მო*****ლი თავმოყვარეობა არ გაძლევს ამის აღიარების საშუალებას! მე... მე ყველაფერი გავაკეთე იმისათვის რომ დაცული ყოფილიყავი... რომ არავინ არ გაგკარებოდა და ზედმეტად არ შემოეხედათ შენთვის... იქედანაც კი გიცავდი და შენ როგორც არაადამიანს ისე მექცევი... გინდა რომ მომკლა ხომ?! გინდა ყელი დანის გარეშე გამომჭრა და ისე მომიღო ბოლო... მარტო შენ არ იტანჯებოდი ეს დასაწვავი 3 წელი, მერე რა რომ კაცი ვარ, მეც ადამიანი ვარ იცი შენ ეს?! მეც მტკივა და მეც განვიცდიდი... მარტო იმას კი არ ვწუხდი რომ შენსგან შორს ვიყავი... არამედ იმას რომ შენ შეგიყვარდი, ხო იცი... მე მეშინოდა არ შეგყვარებოდი... ყველაზე მეტად ამის მეშინოდა... ახლა იფიქრებ თუ მას ვუყვარვარ როგორ, ან რატომ ეშინია იმის რომ შემიყვარებოდაო, მაგრამ არ მინდოდა მე გყვარებოდი, მე ასეთი ბუნტისთავი, მე ცუდი ვარ გესმის?! ვცდილობდი, მე... მე შენთვის ვცდილობდი რომ კარგი გავმხდარიყავი, რომ შევცვლილიყავი, მაგრამ ვატყობ ყველაფერი ტყუილად გავაკეთე, ეს 3 წელი არც კი იცი რა იყო ჩემთვის, წესიერად ამ 3 წლის განმავლობაში არცერთ დღეს არ მეძინა, შენზე ფიქრში ღამდებოდა და შენზე ფიქრშივე თენდებოდი და შენ დგები და ყველანაერად მარიდებ თავს...! ეს დასაწვავი ვარდებიც... შენ ხარ იმის ნიშანი რომ მე ვარდები მიყვარს... შენ გხედავდი თითოეულ ვარდში... ის ჩვევაც, ის დასაწვავი ვარდებიც ღამის 3 საათზე... მხოლოდ შენთვის ვაკეთებდი ყველაფერს... მხოლოდ შენთან ვიყავი ისეთი როგორიც ახლა ვარ, მინდოდა შენთვის შევცვლილიყავი, რომ შენ გდომებოდა ჩემთან ყოფნა, რომ მე ვყოფილიყავი შენი საყვარელი მამაკაცი, ჩემი ოცნების ქალი უკვე ხარ!!! არასდროს ჩემს ცხოვრებაში მანდილოსანისთვის ყვავილი არ მიჩუქნია, აი ტვინში მქონდა ჩამჯდარი, რომ არასდროს არ ვაჩუქებდი ქალს ყვავილებს, არასდროს... და აი შენთვის კიდევ... არასდროს არ მძინებია ღამით როცა აქ ვიყავი, ყოველთვის შენს სადარბაზოსთან ვათენებდი და ეს ჩვევად მქონდა... ახლა?! ახლა არაფერი... საერთოდ არაფერი...! მეგონა ეს 3 წელი ვერაფერს ვერ დაუშავებდა ჩვენს სიყვარულს...! ხო ჩვენს, ვიცოდი რომ გიყვარდი და იმის იმედი მქონდა, მე იდიოტს...! მქონდა იმის იმედი რომ როცა ჩამოვიდოდი შენ ისევ გეყვარებოდი, მაგრამ როგორც ჩანს შევცდი...! მეც მაქვს თავმოყვარეობა და პრინციპები! დაიმახსოვრე!
-...................-მას ხმა არ ამოუღია, უბრალოდ მიყურებდა ჩაწითლებული თვალებით.
-იცი ის 3 ვარდი რისი ნიშანი იყო?!-გარეთ გასვლას ვაპირებდი, მაგრამ გავჩერდი, მისკენ მივბრუნდი და ისე დავიწყე- 1. მიყვარხარ! 2. ვიცოცხლოთ! 3. ვგიჟდები!
ეს ვუთხარი და ოთახიდან გავედი...
რა დამემართა?! მეც არ ვიცი...
რატომ ვუთხარი?! ალბათ საჭირო იყო...
ამის მერე რა იქნება?! ისევ სიმარტოვე...
ხო სიმარტოვე, იმიტომ რომ მე მივდივარ, იქ არასოდეს ვარ სადაც არ ვჭირდები...!!! ამიტომაც მისი ცხოვრებიდან წავალ! სამუდამოდ!
ჩემს ოთახში შევედი და ბარგი სწრაფად შევკარი, გარეთ გამოსულს ძმაკაცების გაკვირვებული სახეები შემეჩეხა.
-ბიჭო... ეს რაა?!-მკითხა გაკვირვებულმა სანდრომ.
-ჩემოდანი!
-ეგ ჩვენც ვიცით!
-რად გინდა?!-საუბარში ნიკაც ჩაერთო.
-რაში სჭირდებათ ჩემოდანი?! ერთი პუნქტიდან მეორეში გადასატანად!
-ეს დებილია ხო?!-დასვა კითხვა ნიკამ და ძმაკაცებს გახედა.
-ახსნი რა ხდება?!-მშვიდად მკითხა რატიმ.
-არაფერი! საერთოდ არაფერი!
-ყიფიანი სულ გაუბერე?!-გაკვირვებული სახე მიიღო გეგამ და ისე მკითხა.
-გოგოები სად არიან?!-კითხვა დავაიგნორე.
-ანეტა...
-ეგ არ მაინტერესებს, ნუცაზე და სალომეზე გეკითხები.
-უეჭველი გაუბერა-დადო განაჩენი ნიკამ და ბრძნული სახით გამომხედა.
-თეკლას გაყვნენ მეზობელთან.
-კაი დაემშვოდობეთ ჩემს მაგივრად...-ესღა ვთქვი და სახლიდან გამოვედი, ძმაკაცების გაკვირვებული საახეებისათვის და ძახილისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, არც სალომესთვის და ნუცასთვის რომლებიც სახლში იმ წამს შევიდნენ, ისე წამოვედი ბათუმში.
საათ-ნახევარში უკვე სახლში ვიყავი, არ ვიცოდი რა მექნა, უბრალოდ ვიდექი აივანზე და ვუყურებდი ღამის ბათუმს, ისევ ისეთია...

ანეტას ნაამბობი:

მისმა სიტყვებმა უდიდესი ტკივილი მომაყენეს, ისეთი რომლის მოშორებას არც კი ვიცოდი რა შეძლებდა, გაქვავებული ვიდექი ოთახის ცენტრში და ხმას ვერ ვიღებდი, უცებ ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი... მაგრამ არაფერი არ მშველოდა, უცებ ოთახში სალომე და ნუცა შემოვარდნენ.
-ანეტა, რატო ტირი?!
-მან... მან...
-რა მან?!-წამით გავჩერდი, ფეხზე ავდექი, ცრემლები მოვიწმინდე და გავქვავდისავით.
-ანეტა...-დაიჩურჩულა სალომემ.
-არაფერი, უბრალოდ ის შეცდომა დავუშვი რაც არ უნდა დამეშვა...
-რა შეცდომა გოგო?!
-ისეთი არაფერი...-მეც დავიჩურჩულე და საწოლზე ჩამოვჯექი.
-გაგიჟდი?!
-კი, მე გავივლი ცოტას...
-ანეტა გაჩერდი!-დაიყვირა ნუცამ.
-რატომ წავიდა ირაკლი?!-უცებ მკითხა სალომემ.
-უნდა წასულიყო...
- აუ ესენი შემშლიან მე...! მისმინე ხომ შეიძლება რომ ყველაფერი ადამიანურად ახსნა?!
-არა... არ შეიძლება, ის რაც არაადამიანურად მოხდა ადამიანურად ვერ ახსნი, ის რა გკლავს სიტყვებით ვერ გადმოსცემ, ის რაც შიგნიდან გღრღნის „ვითომ“ ვერ ააშენებ და ვერ მოყვები ამის შესახებ... უბრალოდ გავივლი ცოტას და მოვალ...-ხმაწართმეულმა და სახეწაშლილმა ვუთხარი გოგოებს და გამოვედი ოთახიდან, კიბეები ჩავიარე და ისე დავტოვე სახლი ბიჭების გაკვირვებული სახეებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.
პატარა გორაკზე ავედი, ჩამოვჯექი და გადავხედე გარემოს, ცრემლები გაუჩერებლივ მოდიოდნენ, ნერვიულობისგან, ტკივილისაგან, უიმედოობისაგან, სიკვდილის სურვილისგან აღაჟღაჟებულ ლოყებზე.
-ვისჯები?!-ჩემივე თავს დავუსვი კითხვა, რომელზეც მე თვითონვე გავეცი პასუხი.
-მეც არ ვიცი რისთვის...!
-მტკივა?!
-ვერც კი წარმოიდგენ როგორ მტკივა გული...!
-მიყვარს?!
-გადაუყვარებლად...!
-ვის ვერ ვპატიობ?!
-ჩვენ!!!
დიდხანს დავყავი იქ, მერე კიდევ სახლში გადავწყვიტე წასვლა, სასაცილოა, დასასვენებლად წამოვედით და ცხოვრების დამთავრება მინდა...
მართლაც რომ სასაცილოა...

სახლში მისულს მხოლოდ ბიჭები დამხვდნენ, ოთახში ვაპირებდი წასვლას როცა რატის ხმა გავიგე.
-ანეტა მოდი ერტი წუთით!-მისი ხმა ზედმეტად მკაცრი მეგონა, ახლა არაფრის მოსმენის თავი არ მქონდა, ამიტომ ისევ გზის გაგრძელებ დავაპირე.
-ანეტა არ გესმის?!-გავიგე გეგას ხმაც.
-რა მოხდა?!
-მისმინე...-ნიკამ გამომხედა და ისე დაიწყო.
-ნიკა როცა მისმინეთი იწყება წინადადება სულაც არაა ჩემთვის ეგ სახარბიელო ამბავი, ამიტომაც ისევ დაყრუება მირჩევნია, ისიც ვიცი რა უნდა მითხრათ ამიტომ პირდაპირ გეტყვით...-ჩურჩულით დავიწყე და ყელში მობჯენილი ბურთის როგორმე გაქრობა ვცადე-ხო ყველაფერი ჩემი იდიოტური შიშის და თავმოყვარეობის ბრალია... და ჯანდაბაშიც წასულა ყველა და ყველაფერი თუ ყიფიანს გონია რომ მე ის არ მიყვარს... და ის გრძნობა რასაც მის მიმართ განვიცდი ფარსია...!
ესღა ვთქვი და ოთახში ავედი, დაღლილობამ მისი ქნა, დავწექი თუ არა დამეძინა...

- - - - - - - - -
გამარჯობა ხალხო <3 ესეც ახალი თავი ^^
ვეცადე რაც შეიძლება საინტერესო გამოსულიყო, ისეთი რომლის წკითხვაც გესიამოვნებოდათ... და იმედი მაქვს რომ რაც მქონდა ჩაფიქრებული გამომივიდა... <3 უბრალოდ მაინტერესებს თქვენი აზრი ისტორიასთან დაკავშირებით... <3
ველოდები შეფასებას და კომენტარებს <3
უი ხო კიდე, ყველანი ძალიან მაგრად მიყვარხართ!!! <3 ^^



№1  offline წევრი lika

ai martla gamorcheuli xar chemtvis yoveltvis tavis droze deb da sashualo zomis ( armyofnis da magito :D) es iyo emociebit savse siyvarulit gajgentili iseti tbili iyo da amagelvebelic rom ametira am nawershi yvela grdznobas tavi ertad moeyara xo shen warmoidgine da vitire kidec ise momewona ... es cremlebi 2 ramisgamo iyo erti aq momxdari movlenebis gamo da meore eseti chkviani ro myavxar (vafiristob :*) saertod ar mchvevia eset ragacebze tirili magram.... armeyo da xelaxla vapireb wakitxvas ---- xval 12 mere velodebi

 


№2  offline წევრი llella

lika
ai martla gamorcheuli xar chemtvis yoveltvis tavis droze deb da sashualo zomis ( armyofnis da magito :D) es iyo emociebit savse siyvarulit gajgentili iseti tbili iyo da amagelvebelic rom ametira am nawershi yvela grdznobas tavi ertad moeyara xo shen warmoidgine da vitire kidec ise momewona ... es cremlebi 2 ramisgamo iyo erti aq momxdari movlenebis gamo da meore eseti chkviani ro myavxar (vafiristob :*) saertod ar mchvevia eset ragacebze tirili magram.... armeyo da xelaxla vapireb wakitxvas ---- xval 12 mere velodebi

ჩემი ერთგული მკითხველი, გადარეული, უმაგრესი და უსაყვარლესი ხარ (მეც ვვაფირისტობ) ძალიან მაგრად მიყვარხარ, იცი შენ როგორც... <3 უიმე თიკო შენაც მიყვარხარ :დდ მასაც მეაფიროსტები რო არ გამიბრაზდეს :დ აი ყველანაირად შევეცდები რომ ახალი თავი დავდო 12 საათის მერე ^_^

 


№3  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

არვიცი რა, როგორ ან რავი რადავწერო უბრალოდ მაგარი ისტორიაა და უნიჭიერესი ხარ <3 მეტი რა შემიძლია გითხრა აქ სიტყვები ზედმეტია!! <3

 


№4  offline წევრი llella

ტომაჩკა
არვიცი რა, როგორ ან რავი რადავწერო უბრალოდ მაგარი ისტორიაა და უნიჭიერესი ხარ <3 მეტი რა შემიძლია გითხრა აქ სიტყვები ზედმეტია!! <3

მადლობა დიდი ჩემო კარგო <3

 


№5  offline წევრი -tiko))

Exla mec viafiristo... mec miyvarxar chemi gogo... ai nakls ver vpoulob an istoriashi da mamkalita qaaaa :D xo exla kide am anetas daartyit vinmem rame raa... male dade da arc ki ifiqro shewyvetaze tore mogtexav xelebs da iare mere chemgan gansxvavebit arcerti xeli ro ar geqneba me erti mainc maq :D
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№6  offline წევრი Lesane

ჰააუუუუუუუვერვითმენ მალედადე რა *-*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent