შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღაპრული რეალობა (19)


5-07-2015, 00:46
ავტორი casas
ნანახია 3 845

მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს..მძინარე ჩაათაის უყურებდა და მისი სახის ნაკვთებს თითებით ხაზავდა..ნაზად უკოცნიდა ბაგეებს და მთელი ძალით ეხუტებოდა,,უნდოდა მისი სითბო და სუნი სამუდამოდ გაყოლოდა და სულ დამახსოვრებოდა.ფიქრობდა იმაზე,როგორ წარიმართებოდა მისი ცხოვრება საქართველოში დაბრუნების შემდეგ..როგორ აუხნისნიდა მშობლებს არსებულ სიტუაციას.რას გააკეთებდა ჩაათაი მის წასვლას,რომ გაიგებდა.უამრავი კითხვა აწუხებდაა,რომლებზედაც სამწუხაროდ პასუხები არ ჰქონდა.ყველაზე მეტად საკუთარი თავის ეშინოდა..არ იყო დარწმუნებული იმაში,რომ ამ ყველაფერს გაუძლებდა.წუხანდელი ღამის შემდეგ კი განსაკუთრებით უირდა..მაგრამ არაფრით არ შეეძლო მისი ღალატის დავიწყებაა..შეიძლება ეპატიებინა კიდეც,მაგრამ ზუსტად იცოდა ისეთი ურთიერთობა ვეღარ ექნებოდათ ვერასოდეს..ვერასოდეს ვეღას შეხედავდა ნდობით,სულ ექნებოდა ეჭვიი..იეჭვიანებდა ნებისმიერ გამვლელზე..ეს კი უამრავ პრობლემას და დაბრკოლებას შეუქმნიდათ.თანდათან კი ყველაფერი გაუფერულდებოდა..ახლა კი უბრალოდ ადგება და წავაა..ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე..სიყვარულით სავსე გულით და ცრემლით სავსე თვალებით.თვითონაც ვერ ხვდებოდა საიდან ჰქონდა ამდენი ამ ყველაფრის ასე მშვიდად ასატანად..როგორ წყნარად და აუღელვებლად დახვდა მამაკაცს..მიუხედავად იმისა,რომ მის ყოველ შეხედვაზე,მისი ღალატი ედგა თვალწინ და ვინ იცის რის ფასად დაუჯდა თავის შეკავება..არ უნდოდა ზედმეტი აურზაური..ერთმანეთისთვის კიდევ უფრო მეტად ნატკენი გულები და ჰაერში უაზროდ ნასროლი სიტყვებიი...ასეთი გადაწყვეტილებას ზუსტად თავისი თავის სასიკეთოდ მიიღო..უნდოდა საბოლოოდ მამაკაცს ისე დამშვიდებოდა,რომ მერე მათი ბედნიერი ცხოვრების ილუზია,მის წარმოსახვაში მაინც გაგრძელებულიყო კარგად..

დილით მზის ამოსვლას აივანზე შეეგება..ჩაის ფინჯნით ხელში იჯდა და მოელვარე ზღვას გადაჰყურებდა..სწორედ ზღვასავით ღელავდა ყველა მისი ფიქრი და ემოცია..ფიქრებით სადღაც შორს დაფრინავდა..ათასჯერ მაინც შემოურა საკუთარ მომავალს ჩაათაის გარეშე და ჩაათაის მომავალს საკუთარი თავის გარეშე..

-ასე ადრე რატომ ადექი?-ჩაათაის ტუჩებმა დააბრუნა რეალობაში..თბილი ღიმილით გაუღიმა მამაკაცს და ხელი ლოყაზე მოუსვა

-მზის ამოსვლას მინდოდა შევხვედროდი-ჩაფიქრებული სახით უთხრა და ჩაი მოსვა

-მერე მე რატომ არ გამაღვიძე?-წარბაწეულმა კითხა

-შემეცოდე,ისედაც ადრე მიდიხარ ხოლმე დილაობით-საწყალი თვალებით ახედა

-მზის ამოსვლა შეყვარებულთან ერთად,რომ უფრო რომანტიულია არასოდეს გაგიგია?-ღიმილით უთხრა და თმა აუჩეჩა

-მზის ამოსვლის საყურებლად უამრავი დრო გვექნება-ხმაჩამწყდარმა უთხრა და სივრცეს გახედა

-აწი ყოველ მზის ამოსვლას ჩემი კოცნით გაგაღვიძებ-ღიმილით დაემუქრა და ხელი ნაზად შეუცურა წელზე

-არ ვიქნები წინააღმდეგი,ხომ იცი-ვნებიანი თვალებით შეხედა და კისერზე შემოხვია ხელები..ქალისგან ინიციატვით კმაყოფილმა სწრაფად დაეძგერა ტუჩებზე..კოცნიდა მთელი ვნებით..ხან ზედა ტუჩზე,ხან კი ქვედაზე..მონაცვლეობით დათარეშობდა გოგონას ბაგეებზე და საბოლოო ამბორის წარუშლელ კვალს უტოვებდა.მოზღვავებული ემოციეებისგან ნათაიმ თავი ვეღარ შეიკავა და უკვე მერამდენედ ცხარე ცრემლებით ატირდა..დაუკითხავად მოსდიოდა თვალებიდა ცრემლებიი და მთელ სახეს უსველებდა...მთელი ძალით ხვევდა მამაკაცს ხელებს და გაშმაგებული ეკვროდა ბაგეებზე..ჩაათაიმ მისი ცრემლები,რომ იგრძნო სწრაფად შეწყვიტა კოცნა და ცრემლით აბრწყინებულ თვალებში ჩახედა

-ახლა რა გატირებს?-დაფეთებულმა კითხაა და ლოყაზე ხელი მოუსვა

-მომენატრები-მოწყენილი ადუდღუნდა

-ჩშშ..დღეს ადრე მოვალ სახლში-ამშვიდებდა და გულში იხუტებდა

-სულ ჩემთან მინდა,რომ იყო-სლუკუნით საუბრობდა და ხელებს მაგრად უჭერდა

-სულ ერთად ვიქნებით,ყოველთვის-კატეგორიული ხმით ჩაილაპარაკა

-დამპირდი-უთხრა და უფრო მეტად აზლუქუნდა

-გპირდები-უსაფუძვლო დაპირებებს იძლეოდა მამაკაცი

-მაპატიე..მაპატიე თუ ოდესმე ჩემს გამო დაიტანჯები-ეჩურჩულებოდა და კისერში კოცნიდა

-შენს გამო მე მხოლოდ ბედნიერი თუ ვიქნები-ამშვიდებდა და სველ,სახეზე დაწეპებულ თმას უწევდა უკან

-მაპატიე,თუ შენს იმედებს ვერ გავამართლებ და უშენოდ მივიღებ გადაწყვეტილებებს-ისტერიკაში ჩავარდნილი აგრძელებდა და ცრემლები ღვარა-ღვარა სდიოდა

-რას ამბობ პატარავ?-ეკითხებოდა გაურკვევლობაში მყოფი

-მარტო მე არ შემიძულო,შენს თავშიც ეძებე ხოლმე მიზეზი-ზლუქუნებდა და არეულად საუბრობდა

-დამშვიდდი,ჩვენ ერთად ყველაფერს გავუვმკალვდებით-ოდნავ წინ წაწია და თვალებში ჩააშტერდა

-მიყვარხარ..ყოველთვის გახსოვდეს,რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ და რომ არსებობს ადამიანი,რომელსაც ყოველთვის ემახსოვრებიი..ადამიანი,რომელიც შენი თბილი თვალების,შენი თბილი ჩახუტების და შენი კოცნის გარეშე უბრალოდ ვერ იარსებეებს-უთხრა მთელი გრძნობით და თბილად ჩაეხუტა..

-ისე იქცევი თითქოს სამუდამოდ მემშვიდობებოდე-ირონიულად გაუღიმა და თვითონაც მოხვია ხელები...

-მეც მიყვარხარ!-ბოლოს მხოლოდ ეს უთხრა და ლოყაზე აკოცა...


ტკივილიანი დამშვიდობების შემდეგ ჩაათაი სამსახურში გააცილა,თვითონ კი ოთახში ავიდა ბარგის ჩასალაგებლად..
ნელა ჩამოდიოდა კიბეებზე და სევდიანი ღიმილით იხსენებდა ამ სახლში დაგროვილ ყველა ტკბილ-მწარე მოგონებას..მოგონებებს,რომლებიც სამუდამოდ მის გულში დარჩებოდნენ.
ძალიან ძნელია,როცა რაღაცის გაკეთება შენი სურვილის საწინააღმდეგოდ გიწევს..არ გინდა წასვლა და იძულებული ხარ წახვიდე.უნდა წახვიდე..აუცილებლად უნდა წახვიდე..უკანასკნელად მოავლო თვალი მისთვის უკვე საყვარელ სახლს და კარები გამოკეტა.
აეორპორტში მისული საშინლად ღელავდა..ფეხები უკან რჩებოდა..რამდენჯერ საკუთარ თავთან შებრძოლებაც გადაწყვიტა..თუმცა,რამდენჯერაც კაფის კადრები ამოუტივტივდებოდა თვალწინ,იმდენჯერ მიიწევდა წინ..თვითფრინავში,როგორ მოხვდა,ან როგორო აფრინდა არ ახსოვს..მთელი გულით ჩაათაისთან იყოო..უკვე ტირილის თავიც აღარ ქონდა..უბრალოდ რეალობას მოწყვეტილი,რობოტივით აკეთებდა ყველაფერს..მაგრამ,მხოლოდ ღმერთმა იცოდა,რა ხდებოდა მის გულში რეალურად..რა ცეცხლი ტრიალებდა..ჩაათაისთვის ერთი სიტყვაც კი არ დაუბარებია.ერთი გამოსამშვიდობებელი წერილი,ან ერთი მინიშნებაც კი..როგორ უბრალოდაც გაჩნდა მის ცხოვრებაში,ისე უბრალოდ გაქრა..ზედმეტი ახნსა-განმარტების გარეშე..

არავისთვის უთქვამს,რომ ჩადიოდა,შესაბამისად არც არავინ დახვედრია აეროპორტში..მისთვის ასეც სჯობდა..არ უნდოდა მშობლების და მეგობრების ზედმეტად განერვიულება...თან ვვინმესთან საუბრის თავის არ ქონდა ეს ორი დღე..ამიტომ პირდაპირ სახლში მივა და იქ აუხსნის მშობლებს სიტუაციას.
ნაღვლიანი ღიმილი გააგორა ჩემოდნები,ღრმად ჩაისუნთქა სამშობლოს მონატრებული ჰაერი და იქვე მყოფ ტაქსისტს ანიშნა ჩემოდნები საბარგულში ჩაედო..თვითონ კი მთლიანად გამოფიტული უკანა სავარძელზე მოკალათდა და თავი მინაზე მიადო..

როგორც კიი მისი მონატრებული სახლი დაინახა ცრემლები თავისით გადმოცვივდა თვალებიდან..ვინ იცის რამდენ მის ტირილში გათენებულ ღამეს შეინახავდა მომავალში ამ სახლის კედლებიი...ყველაზე მეტად შიგნით შესვლა და ყველაფრის ახნსა გაუჭირდებოდა..კიდევ ერთხელ მოავლო გარემოს თვალი და გაუბედავი ნაბიჯებით შეაღო სახლის კარიი..
სახლში შესულმა მაშინვე იგრძნო ოჯახური იდილიის თბილი სუნი..თურმე როგორ მონატრებია მისი ბავშვობის თანამეზიარე,მისი მოგონებით დახუნძლული საცხოვრებელი ბუდე...ჩემოდანი იქვე კუთხეში დადო და ნელა გაემართა მისაღებისკენ..მშობლები მისაღებში იჯდნენ და საუბრობდნენ..ნათაის დანახვისას ორივე სიხარულით წამოხტა ფეხზე და მთელი ძალით ჩაეხუტნენ..უკოცნიდნენ მთელ სახეს და ათას საალერსო სიტყვას ეუბნებოდნენ..თვითონ კი გაშეშებული იდგა,თითქოს ქანდაკებად ქცეულიყოო..რამდენჯერ დააბრუნა უკან მოსაფერებლად წაღებული ხელი...ეგონა,რომ მათი მოფერების და შეხების უფლება არ ჰქონდა..ძალიან რცხვენოდა და ესიკვდილებოდა მშობლებისთვის სიმართლის თქმა..მაგრამ უკვე აქ იყო..მის მშობლიურ სახლში და ახლა უკვე აღარაფერი აღარ იქნებოდა ძველებურად...

-ჩემი მონატრებულიი შვილი-ჩურჩულებდა დედამისი და მთელ სახეს უკოცნიდა

-ძალიან მომენატრეთ-ტირილით ამოილაპარაკა და ორივეს გადაეხვიაა...

-როგორ ხარ??ხომ არაფერი გიჭირს?-კითხვები მიაყარეს და თან მისი შეთვალიერება დაიწყეს

-ყველაფერი კარგად არის..უბრალოდ დავბრუნდი-ცრემლიანი თვალები შეანათა ორივეს

-როგორ გაგვახარე შვილოო-ერთხმად შესძახეს და სავარძელზე დაჯდნენ ნათაისთან ერთად..

-თქვენთან ერთად ყოფნა და თქვენი მხარში დგომა ახლა ყველაზე მეტად მჭირდება-ბუტბუტებდა დედის კალთაში თავჩადებულიი..

-ახლა დაისვენე შვილო..სახეზე ფერი არ გაქვს..დანარჩენზე მერე ვისაუბროთ-მშვიდად მიუგო ქალბატონმა ნანამ და თმებზე თამაში დაუწყო..დაღლილობამ და გადატანილმა სტრესმა თავისი ქნა და დედის თბილ კალთაში მშვიდად დაეძინა..სევდიანი თვალებით გადახედეს მშობლებმა ერთმანეთს..მიხვდნენ,რომ შვილის ცხოვრებაში მძიმე პერიოდი იყოო..გამამნევებლად გაუღიმეს ერთმანეთს და მძინარე ნათაის სიყვარულით სავსე თვალებით შეხედეს...


არ ახსოვს ბოლოს ასე კომფორტულად როდის ეძინა...დედის კალთაში ძილს მაინც არაფერი ჯობს..წამით მშობლიურ სახლს,რომ მოავლო თვალი ყველა პრობლემა და გულისტკივილი დაავიწყდა.თითქოს არც არსად წასულა და ყველაფერი უბრალოდ ცუდი სიზმარი იყოო..რომელსაც დედის ერთი კოცნა და თბილი სიტყვა აქრობს..თავი როგორც კი წამოწია მშობლების ბედნიერებისგან აკიაფებულ თვალებს შეეჩეხა და საკუთარი თავი შეზიზღდა იმის გამო რაც ახლა მათთვის უნდა ეთქვა..

-სალაპარაკო მაქვს თქვენთან-გაუბედავად დაიწყო და თავი ძირს დახარა

-გისმენთ შვილო-გამამხნევებლად გაუღიმა ქალბატონმა ნანამ და ქმარს გადახედა

კარგი...-ნაღვლიანად დაუქნია თავი და ყველაფრის მოყოლა დაიწყო...რა თქმა უნდა ჩააათაის ღალატის ამბავს ცოტა ადვილ ფორმაში მოყვებოდა..არ უნდოდა მშობლებსაც სტკენოდათ გული და მისი ტანჯვით დატანჯულიყვნენ..რაც იმ დღეს დაინახა ის მხოლოდ,მას ეკუთვნოდა და არავინ არ იყო ვალდებული მასთან ერთად ეტარებინა ეს მძიმე ჯვარი..ყვებოდა მთელი გულით და ემოციით..შიგგადაშიგ ცრემლებსაც გამოურევდა..ყველანაირად ცდილობდა ცრემლის გარეშე მოეყოლა,თუმცა უბრალოდ ვერ შეძლო...ზედმეტი ცრემლიანობა და გულჩვილობა,როგორც ჩაანს მარტო ჩაათაისთან არ ჭირდა..მშობლების თვალებში ხან სიხარულს ხედავდა,ხან მზუხარებას,ხან გაბრაზებას და ხან კიდებ თანაგრძნობას..ყველაფრის მოყოლა,რომ დაამთავრდა გულამომგჯდარმა დახარა თავი და მათ განაჩენს დაელოდა


-შვილო არ ვიცით რა გითხრათ-დაიწყო ბატონმა ზურაბმა-შეცდომები რასაც შენ უშვებ ცხოვრებაში,მხოლოდ შენ გეკუთვნის..ჩვენ მხოლოდ იმის უფლება გვაქვს მიგითითოთ,რომ იცოდე ცუდის და კარგის გარჩევა..რაც შეგემთხვა ძალიან ცუდია..ძალიან გვტკივა შენი ტკივლი და გვაწუხებს შენი ბედიი.მართალია არ ვართ აღფრთოვანებული შენი გადაწყვეტილებებით,მაგრამ რაც არ უნდა იყოს ჩვენი შვილი ხარ და შეცდომის გამო ამაზე უარს ვერ ვიტყვით..იცოდე,რომ არ გამართლებთ.თავიდანვე წინააღმდეგები ვიყავით შენი იქ წასვლის და მერე იმ ბიჭთან ურთიერთობის..მაგრამ ალბათ ცხოვრების ეგ ეტაპიც უნდა გაგევლო რაღაცეებს,რომ მიმხვდარიყავი და ცხოვრებაში ღირებულებები გადაგეფასებინა..რაც არ უნდა მოხდეს ჩვენ შენი მშბოლები ვართ და როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღო მხარს დაგიჭერთ-დაამთავრა მონოლოგი ოჯახის უფროსმა,ნათაის შუბლზე აკოცა და მშვიდი ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან...მამამისის სიტყვებით ბედნიერმა დედამისს ახედა გაბრწყინებული თვალებით და მთელი გულით ჩაეხუტა...იცოდა,რომ მაგარი მშობლები ყავდა..ყოველთვის ყველაფერსი უგებდნენ და მის ყველა გადაწყვეტილებას მხარში ედგნენ,მაგრამ ახლაც ასე თუ დაუდგებოდნენ გვერდით ვერ წარმოეგინა..წაოცრად ამაყი და კმაყოფილი იყო ზურაბის და ნანას შვილი,რომ იყო!

ამოციებით გაბრუებულმა როგორ დაღამდა ვერც კი შემაჩნია..ოჯახის გარემოცვაში იჯდა,მოწყვეტილი სამყაროს და მხოლოდ მათ სითბოზე და სიყვარულზე ფიქრობდა...მთელი დღის ნამგზავრს ძილი ადრე მოერია და ბანცალით წავიდა თავის ოთახში..ოთახის კარები როგორც კი შეაღო,მოგონებებს გაუღიმაა..ძალიან მოენატრა ძველი დრო..უშფოთველი და უპრობლემოო...რა ძნელი ყოფილა თურმე სიყვარული..რამხელა მსხვერპლს მოითხოვს ზოგჯერ..რამდენ დაუმსახურებელ ცრემლს და მწარე ტანჯვას..



№1  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

უკარგესი ხარ:3 მომეწონა მაგრამ ეხლა მე ჩაათაის ტანჯვა მინდა ^_^ რო ეძებოს ეს გოგო ^_^ მერე დაუჩოქოს ბოდიშები უხადოს :3 კარგი იყო საერთო ჯამში ჩაათაი კიდევ მაგის ღირსიც არიყო -.-

 


№2  offline წევრი casas

დღეს ვერ დავდებ ახალ თავს...ხვალ ყვენაიარად ვეცდებიი,,მადლობაა რომ კითხულოობთ winked love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent