ბავშვობის მოგონებები (თავი 1)
-ვისაც უნდა თამაში, ხელი ჩაყოს ამაში! 9 საათზე იკეტება ჩვენი ავტო გა-რა-ჟი! -არჩევანი! -არადანი! -ეს იქნება ჩვენი დროშა. -ესეც ჩვენი დროშა. თამაში დაწყებულია! -რას მიყურებ ლამარას თვალებით?! - პასუხად სიცილი მიიღო მხოლოდ, - სასაცილო მჭირს რამე? -ნიკუშას შეხედეთ, როგორ მიიპარება! ახლა დროშასაც აიღებს! -აღარ მინდა ასე თამაში! -არ ითვლება ეგრე ნათქვამი. -აღარ მინდა თამაში, გავათავე ლავაში! -ნიამ წააგო და აღარ თამაშობს. -ჩვენ გავაგრძელოთ. -გავაგრძელოთ... ... 7 წლის შემდეგ, ისევ შეხვდნენ ერთმანეთს. ისევ იგივე ბავშვები, იგივე ეზოში. მხოლოდ რამოდენიმე აკლდა სრულ სიას. ნიკუშას უკვე 21 წელი უსრულდება. ნიას 19 შეუსრულდა. ანდროს, ჯინოს და საბას - 20 წელი. ბიჭებმა ტანი აიყარეს; ნიას ფორმები დაეხვეწა. ბიჭებს წვერი წამოეზარდათ; ნიამ წარბის ფორმა შეიცვალა და მაკიაჟის ხმარება დაიწყო. მზერა ხუთივეს შეეცვალა. 7 წლის წინ, ერთმანეთს ახტებოდნენ კისერზე და ეხუტებოდენ. არდადეგების პერიოდში მხოლოდ ერთმანეთი ენატრებდათ და თვალები ბავშვური წრფელი სიყვარულით ჰქონდათ სავსე. დღეს ეს ბავშვური სიყვარული უკვე გამქრალი იყო, მხოლოდ მოგონებები აკავშირებდათ ერთმანეთთან. ვეღარც ნდობას გრნობდნენ ერთმანეთის მიმართ ბიჭები. ყველაფერი შეიცვალა მათ ცხოვრებაში. ნია ყველაზე მეტად გრძნობდა მათდამი ნდობასა და სიყვარულს. ემოციური ხასიათი ვერც ასაკმა გაუნელა და ვერც მათ გარეშე გაზრდამ. ოთხეულს უყურებდა, მოგონენები თვალწინ ეშლებოდა და ალბათ ცოტა აკლდა, რომ მის ღიმილს სინანულის ცრემლიც დართვოდა თან. დროის შეგრძნება დაკაგა. 7 წელი რომ უერთმანეთოდ გაატარეს და ერთმანეთის ერთგულებაში დარწმუნებულები აღარ არიან, ვერ იაზრებდა. ან არ. ნიკუშას ბავშვურად კაცური საქციელის გარდა, ყველაფერს იხსენებდა. -ჯინო რა ლილიპუტი იყო და ახლა რამხელაა! ჩემზეც ერთი თავით მაღალია. -საბ, ხო გაგიგია, ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო. -ჯინო ისევ ისეთია. ყველაფერზე შეტევით გადმოდის. - ჩაიღიმა -ნიას მუხლები აღარ აქვს დალურჯებული, ფეხბურთის თამაშს გადაეჩვია უნივერსიტეტში. -ნიას ფეხბურთი აღარ უთამაშია, რაც აქედან გადაიყვანეს. - მწარე ღიმილით ჩაილაპარაკა ნიამ საკუთარ თავზე და თავი დახარა. ნიკუშას ხმა საერთოდ არ ამოუღია. მათ ლაპარაკს უსმენდა და ნიას ათვალიერებდა. -ჩვენში დარჩეს და ჩემებს ბინა არ გაუყიდიათ. - ყველამ ჯინოს შეხედა, ნიკუშამაც. დღემდე დარწმუნებულები იყვნენ, რომ ყველამ გაყიდა ბინა და თბილისის მასშტაბით გაიფანტნენ. არც იცოდნენ, უნდა გახარებოდათ თუ არა. -მოიცა, ისევ აქ ცხოვრობთ? აკი ყველა წავიდაო? -მამიდაჩემი წავიდა საზღვარგარეთ და იქ ვცხოვრობთ. -აქ ვინ ცხოვრობს? -არავინ. ეს ბოლო წლებია ძმაკაცებთან ერთად ამოვდივარ. -აუ, ავიდეთ, რა. გასაღები წამოღებული გაქვს? -არ მაქ. კვირას ბოლოს შევიკრიბოთ და ავიდეთ, ვიქეიფოთ. -კაი აზრია. ვნახოთ, ვინ როგორ გაზრდილა. არაყზე ალერგია ვინმეს გაქვთ? - ეჭვის თვალით გადახედა საბამ დანარჩენებს და არასასურველი პასუხი არავისგან გაუგონია. - ძალიან კარგი, არაყი ჩემზე იყოს. -ნიას ძმა რომ ყავს იცით? - თეა შეცვალა ანდრომ. -მართლა? რამხელაა? - გადახედა საბამ ნიას. -1 წლის და 11 თვის. -ძმურად, წამოიყვანე კვირას, რა. -რომ წამოვიყვანო, მალევე უნდა დავბრუნდე მაშინ სახლში. -შენ წამოიყვანე. ცოტა გავერთოთ და მერე დაქალს თხოვე დახმარება და გაიყვანს სახლში. -კაი, ვეცდები რამეს. - ჩაიცინა ნიამ და წელში გასწორდა. - წავედით ახლა მე და ანდრო და შეგეხმიანებით მერე. -საით? -სამსახურში, საბ. ახალი აყვანილები ვართ და დაგვიანება არ გვეკადრება. -მიდით მაშინ და შეგვეხმიანეთ ისევ. მანქანაში მოთავსდნენ და ნიამ სწრაფად ააკრეფინა სიჩქარე მანქანას. უკვე 1 კვირაა, რას მუშაობა დაიწყო და თანამშრომლებს შორის ანდრო იცნო. შესვენებისას პატარაობა გაიხსენეს და დანარჩენებს დაუწყეს ძებნა. -ახლა რა იქნება? -არაფერი, ანდრიუშ. ყველას ჩვენი ცხოვრება გვაქ, ჩვენი დაქალები და ძმაკაცები. ჩვენმა მშბლებმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს წლების წინ და ამას ჩვენ ვერ შევცვლით. შეიძლებაჩვენ არაფერი დაგვიშავებია, შეიძლება მართლა არააა თქვენი, ბიჭების ბრალი, მაგრამ დღევანდელი, დღევანდელია. ჩვენი ასაკის მთავარი წლები ერთმანეთისგან ორს გავატარეთ და ისევ იმ სიყვარულსა და ერთგულებას ვეღარ დავიბრუნებთ ვერცერთი. ხო, მაგრამ ერთმანეთი ხო ვიპოვეთ? -რა მეამიტი გახდი? მე და შენ შემთხვევით აღმოვჩნდით ერთ სამსახურში, ესეც ხო ფაქტია? უბრალოდ, ინტერესი გაგვიჩნდა თუ რას აკეთებდნენ დანარჩენები და როგორ გავიზარდეთ ცალ-ცალკე. ძველ დროს ერთად გავიხსენებთ, მაგრამ ვეღარ დავიბრუნებთ. ვაბშვობას ვერცერთი დავაბრუნებთ. სკოლა ისე დავამთავრეთ და რამოდენიმე კურსი ისე დავხურეთ, ერთმანეთზე არაფერი გვსმენია. ყოველ დღე ვერც ახლა ვიქნებით, ვერც ყოველ კვირა და ძაან სისულელეა ამ საკითხზე ფიქრი. შეიძლება ჩვენ ორმა მეგობრობა თანამშრომლობით დავიბრუნოთ, მაგრამ მათთან დავიბრუნებთ? ძაან მეეჭვება. არცერთს გვაწუხებს მეგობრების ნაკლებობა. -ასე თუ დაჭკვიანდებოდი, ვერ წარმოვიდგენსი. -ძაან სასაცილო ხარ, ანდრიუშ. -ნიაკო, ნიკუშა? -ნიკუშაყოველთვის მახსოვდა. რა ბავშვური ახირებაც არ უნდა ყოფილიყო, რაც მოხდა იმას ვერ შევცვლი და ჩემი მხსიერებიდან ვერ წავშლი.ეს ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება იყო, რომელიც არასდროს დამავიწყდება. -გიყურებ და ვერ ვიჯერებ, რომ ის ცანცარა გოგო ხარ, 7 წლის წინაც რომ ფეხებს ილურჯებდა. -ხომ ხედავ, ზოგჯერ შეუძლებელიც შესაძლებელია. ტელევიზიასთან გააჩერა მანქანა და შენობაში შევიდნენ. თანამშრომლებს მიესალმნენ და გაიფანტნენ. თავისი მეწყვილე მოძებნა ნიამ, კაფეტერიაში ყავა დალიეს და კამერასთან ერთად წავიდნენ დანიშნულების ადგილისკენ. აპარატურა, რომლითაც ხარისხიანი ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება შეიძლებოდა უკვე წლებია ნიას ინტერესებშია. ასაკის გამო ნორმალური სამსახური ვერ იშოვა და ტელვიზიაში მოვიდა, გადამღებ ოპერატორად. მეწყვილეც კარგი ჟურნალისტი შეხვდა, ნატატა, მხიარული და კონტაქტური. არც სამუშაო ღლის და ახალ-ახალი თავგადასავლები უფრო მოსწონს. დღის ბოლოს შეგროვებულ მასალას ამონტაჟებს და სახლში მისვლამდე დაქალებს სტუმრობს. არც ახლა დაუშვებს გამონაკლისს. არაფერი მომხდარა ისეთი, რომ სახლში გამოიკეტოს. არც ნიკუშაზე ფიქრი დაუწყია და არც იმაზე, თუ რა იქნებოდა დღეს, მაშინ უბნიდან რომ არ გაფანტულიყვნენ. იყო დრო, როცა ნიკუშა, ანდრო, ჯინო და საბა მისთვის პირველები იყვნენ, მაგრამ არსებობს დღევანდელი დღე, 7 წლის შემდეგ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.