შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელი (8)


5-07-2015, 13:15
ავტორი Linna
ნანახია 2 200

სახლში სანამ მივედი, თვალები ტირილისგან გამომიშრა. ირაკლის გაუთავებელი ბუზღუნი ისედაც ვიცოდი. სად ვიყავი, რატომ არ ვუთხარი. ან რისთვის ვიყავი. პირველად მოვატყუე საკუთარი ძმა და ვუთხარი სალომესთან მეთქი დამიჯერე. ნუ ალბათ, ყოველ შემთხვევაში არაფერი უთქვამს. ვიწექი საწოლზე და ვფიქრობდი. ვნანობდი რომ კალანდაძესთან მივედი. ნერვებ მოშლილი ვიყავი და ალბათ ისიც, მაგრამ უფრო გაღიზიანებული.ამ ფიქრებიდან მობილურის აუტანელმა ხმამ გამომარკვია. უცხო ნომერი რეკავდა, თავიდან ვიფიქრე თორნიკე იქნება მეთქი და არ ვაპირებდი პასუხს, მაგრამ შემდეგ გამახსენდა რომ ციხეშ ტელეფონით სარგებლობა აკრძალულია და ვუპასუხე:
- გისმენთ
- ლანა შენ ხარ ძვირდასო? - ოჰ არა, დირექტორიღა მეკლდა.
- დიახ ქალბატონო ეკა.
- საყვარელო, გამოცდები ერთი თვით გამოიტანეს. წარმატებებს გისურვებ. - ესღა მითხრა დ აგამითიშა. აი ეს მეკლდა სრული ბედნიერებისთვის! ახლა როცა სწავლსთვის სულაც არ მცხელა.. გამოცდებიო.. ვაიჰ.
***
ირაკლი ციხის კარებთან იდგა და ჰაერს ღმად ისუნთქავდა. ბოლოს დაცვასთან მივიდა და მშვიდად უთხრა
- კალანდაძესთან ვარ.
- აქეთ მობრძანდით.
დერეფანში განათება ბჟუტავდა, რაც ირაკლის ნერვებზე უარესად მოქმედებდა.
- გამოფხიზლდი მნახველი გყავს! - უხეშად დაუბრახუნა საკანზე დაცამ თორნიკეს.
- მგონი ტუზი დამეცა, ამ კვირაში მნახველთა რიცხვი მემატება - სიცილით წამოდგა თორნიკე, მაგრამ როდესაც მის წინ ასვეტილი ირაკლი დაინახა, ეცადა დასერიოზულებულიყო.
- ვაუ ძმაო.. - სარკაზმით წარმოთქვა და იკას გაუღიმა
ირაკლისგან კი მხოლოდ მსუბუქი მუშტი მიიღო.
- ვიცი რომ ლანა შენთან იყო.
- ძამიკოს გოგო.. - ისევ აგრძელებდა თორნიკე.
- ხომ შევთანხმდით რომ ლანას ხელს არ ახლებდი?
- ჩვენ სხვა რამეზეც შევთანხმდით გაიხსენე! - მწყობილებიდან გამოდიოდა თორნიკე
- ეგ შენი დაუფიქრებლობის გამო უფრო იყო!
თორნიკემ ვეღარ აიტანა, საყელოებში წვდა და კედელს ძლიერად მიანარცხა.
- საკუთარი და მომაკვლევინე. საკუთარი და! გესმის მაინც რა დონის ხარ?! - ბოლო ხმაზე უღრიალებდა.
- შენი გაუწონასწორებლობის გამო იყო ეგ რამდენჯერ გითხრა!
- შენთვის გამიზნული ტყვია შენვე უნდა მოგხვედროდა! სულ ფეხებზე , ციხეში ამოვლპებოდი მაგრამ ჩემი და ცოცხალი მაინც იქნებოდა!
- ლანას თავს დაანებებ!
- და დის სანაცვლოდ. არგაწყობს? ბარი ბარში ვიქნებით - წარბები აუწია თორნიკემ და ხელი გაუშვა.
- ნუ მაიძულებ საკუთარი და სახლში გამოვკეტო!
- ის უკვე სრულწლოვანია, ვერაფერს დაუშლი, მისი ცხოვრებაა აქვს და გინდ დაიჯერე გინდ არა მის ცოვრებაში მეც შევდივარ.
- მნახველთა დრო ამოიწურა - დინჯად ამოილაპარაკა დაცვას და კარები გახსნა, რათა ირაკლი გამოსულიყო.
- იდევ შევხვდებით - თითი აუქნია იკამ და იქიდან გამოვიდა
- მაგის დიდი იმედი მაქვს. - კვლავ ირონიით წარმოთქვა თორნიკემ და საწოლს დაუბრუნდა. თავქვეშ ხელი ამოიდო, თვალები დახუჭა და მისი დის სახე აღიდგინა გონებაში. უნდოდა ეყვირა, ეღრიალა, ყველაფერი დაელეწა, მაგრამ სიჩუმის მეტი არაფერი შეეძლო, ძალა არ შესწევდა. შემდეგ მისი ცივი სხეული, გაყინული თვალები და.. უკვე გიჟივით აცრემლებული წამოხტა, გისოსებს მივარდა. ნიკასთან დარეკვა ითხოვა. სურვილი ადვილად შეუსრულეს.
- ნიკა აქედან უნდა გამომიყვანო!
- რანაირად 2 წელი და რაღაცაო ხო თქვეს..
- არმაინტერესებს! კოლეჯის პონტში მაინც მიჩალიჩე რამე!
- კაიკაი, ვიზამ რამეს..

***
მთელი ეს ერთი დაუვიწყარი თვე წიგნებთან გავატარე. ვათეებდი და ვაღამებდი. კალანდაძეზე ჩემდ აგასაკვირად საერთოდ არ მიფიქრია. არც მაინტერესებდა ამ წუთას რას აკეთებდა. ხვალ გამოცდა იყო.
ერთი სული მქონდა მომეშორებინა. არადა წასვლა არ მინდოდა. არც დაგვიანება..
დილით უცებ მოვემზადე და ჯოლეჯში წავედი. გამოცდა დიდ დარბაზში უნდა ყოფილიყო. შევედი. მერხები წყვილ წყვლად იყო დალაგებული. ჯერ თითქმის სიცარიელე სუფევდა. ერთი თვალის გადავლებით რატომღაც უკან მდგარ მერზე, ფანჯარასთან ვარჩიე დაჯდომა. ვნერვიულობდი. წიგნი ამოვიღე და გამეორება დავიწყე, საათს დავხედე. ორს ხუთი ეკლდა. ხალხი ისე მომრავდა არც შემიმჩნევია. წიგნს თვალებს ვერ ვაშორებდი. უეცრად ჩემს გვერდით ნაცნობი სურნელი ჩამოდგა. არ ვიცი საიდან მეცნობოდა ეს იმძაფრე. და ტკბილი ხმა რომელმაც გაიჟღერა
-ხომ დამაწერინებ?
- ღმერთო სერიოზულად? გულს მიხეთქავ! აქ რას აკეთებ.. შენ ხო.. - მოულოდნელობისგან რმაის სკამიდან გადმოვვარდი. ვცდილობდი არ მეყვირა და ემოციები დამოეკებინა მაგრამ ნაკლებად გამომდიოდა.
- ხო გამომიშვეს - ისევ მისი საფირმო ღიმილი და მწვანე თვალები. - ხოდა.. დამაწერინებ?
- ყველაფერი დამავიწყდა და თუ გამეორებას დამაცდი.. ალბათ კი.
- ფმმ.. - სკამზე გადაწვა და ცალყბად გაიღიმა - საინტერესოა.. სანამ მოვიდოდი ყველაფერი გახსოვდა, ახლა აღარ გახსოვს. - არაფერი მითქვა,ს. უბრალოდ თვალები ავატრიალე და წიგნს დავხედე. ამასობაში ტესტებიც მოიტანეს და ბატონ თორნიკესაც დავაწერინე. კმაყოფილი სახით იყურებოდა. ტესტი პირველმა ჩავაბარე და ჩქარი ნაბიჯებით გამოვედი იქიდან. მაგრამ კალანდაძეს ვინ გაეცევა!
- ლანა დაიცადე. მგონი ისევ ერთი გზა გვაქ..
- ჰო..
- ასე რატომ მელაპარაკები?- ჩქარა დავდიოდი მაგრამ ფეხს, მხარდამხარ მიბამდა.
- როგორ? ისე როგორც ჩანს წყენა მალე გავიწყდება - არ ვიცი ეს რაყომ ვუთხარი მაგრამ ფაქტია რომ ჩემს ბაგეს ეს სიტყვები წამოსცდა.
- იცი? საყვარელი ადამიანისგან არაფერი მწყინს. შეიძლება ნემსი შემირჭო მაგრამ შენ მისი გამოძრობა არასდროს გავიწყდება. - აი ამან კი გული ჩამიწვა. რა უნდოდა. რატომ მექცეოდა ასე? და ამასთან ერთად მიდ აურანელ ღიმილს სევდიან თვალებს აყოლებდა. არცერთს არაფერი გვითქვია, მაგრამ ჩვენს უბანში შევედით თუ არა ირაკლის მოვკარი თვალი. სად დავმალულიყავი არ ვიცოდი. არ ვიცოდი თავი სად დამემალა.. ატყდა ჩხუბი და ორომტრიალი. ბოლოს ვთქვი რომ მე შევთავაზე კალანდაძეს ჩემთანერთად წამოსვლა და იკაც ოდნავ მოეშვა. სახლში აშმაგებით შემათრია. ყვირილი სამიწყო.. ცრემლები მედგა თვალებზე მაგრამ თავს ვიავებდი. მობილური ტელეფონი ჩამომართვა, გარეთ გასვლა ამიკრძალა. შაბათ კვირა მოდის გამოინცო.. მე კიდევ ოთახში ავვარდი და მეორე საღამომდე არ შემიწყვეტია ტირილი. ამ ტირილიდანაც ფანჯარაზე ქვების სროლამ გამომაფხიზლა. განჯარა ნელა გავაღე და თავი გავყვი. ისევ მწვანე თვალები. და ისევ თორნიკე.


ყველამ დააკომენტარეთ



№1  offline მოდერი ანკა

კარგია მომწონს, უბრალოდ იმდენად იგვიანებ მავიწყდება ხოლმე რა მოხდა წინა თავში... იმედია ახალს უფრო მალე დადებ winked

 


№2  offline წევრი Blind

veli shemdeg tavs da cota tavebi gazarde raa :** dzn magari gogo xar <3

 


№3  offline წევრი Linna

Blind
veli shemdeg tavs da cota tavebi gazarde raa :** dzn magari gogo xar <3

მადლობა <3

 


№4  offline წევრი Margvelashvili

Auu rato agar agrdzeleb amas? :/

 


№5  offline წევრი tam28

Gagrdzeldeba?

 


№6  offline წევრი Kusaaa

აუუ რატო აღარ დებ? //

 


№7  offline წევრი khatia khatia

Aგარ აგზელებ
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent