შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იდეალური აზროვნება 23 (დასასრული)


5-07-2015, 15:07
ავტორი Qeti.A
ნანახია 7 719

-ნინა, რატომ ნერვიულობ? დემეტრე ღიმილს ვერ იკავებდა, თან მანქანა გააჩერა და ცოლს მიაშტერდა.
-მე ხომ არ ვიცნობ, ქორწილშიც არ იყვნენ.
-იმიტომ, რომ არ მქონდა კონტაქტი მათთან.
-აბა მეგობრებიო? ნინამ დაბნეული თვალები მიაპყრო ქმარს.
-მოკლედ, ანდრეა არის დეტექტივი, ერთხელ დაიჭრა და მე გავუკეთე ოპერაცია. დიდი ხანი იყო საავადმყოფოში და დავახლოვდით. გუშინ შემხვდა სულ შემთხვევით და რომ გაიგო ცოლი მოვიყვანე შენს გასაცნობად დაგვპატიჟა. მხოლოდ ის და მისი ცოლი იქნებიან.
-გადავიდეთ სირცხვილია, ნინამ კარი გააღო და კაბაზე ხელი დაისვა, ღრმად ჩაისუნთქა, და, ჰო, თვითონაც არ იცოდა რატომ ნერვიულობდა ასე ძალიან.
-თეთრი ხალათის გარეშე ვერ გიცანი, ნინა მასპინძელს დააკვირდა და უცებ მისმა მკაცრმა გარეგნობამ შეაშინა. რატომღაც იფიქრა, რომ დემეტრეც ასეთი იქნებოდა სხვებისთვის და უცებ ძალიან მოუნდა მისი ცოლი ენახა. -მობრძანდით, გვერდით გადგა ანდრეა და დემეტრემ ცოლი შეატარა.
-ძალიან სასიამოვნოა, თავი სულ ოდნავ დაუკრა გოგონას და ლაღად გაუღიმა, ნინასაც უნებურად გაეხსნა სახე. -ელე, ნახე ვინ მოვიდა, ცოტა ხმამაღლა დაიძახა ანდრეამ და ნინამ ყურადღება ოთახში მომავალ გოგონაზე გადაიტანა. თითქოს წამში მოეხსნა დაძაბულობის საბურველი, თაფლისფერი თვალებით თბილად და ცოტა აღტაცებითაც კი მიშტერებოდა ნინას.
-დემეტრე, მიხარია შენი ნახვა და ისიც მიხარია შენი ნახვა რომ მიხარია, ელენემ თავის ნათქვამზე გაიცინა.
-შენთან სულ სასიხარულო ამბებით მოვდივარ, თვალები დაუწვრილა გოგონას დემეტრემ. -ცოცხალია ბოლოს და ბოლოს, თავით ანდრეაზე ანიშნა და ისევ გაიცინა დევდარიანმა. ნინა გათბა ატმოსფეროთი, ელენე ისეთი უშუალო და საყვარელი იყო. ყველა ემოცია სახეზე ეტყობოდა. ისიც შეამჩnია ნინამ რომ ანდრეაც აკვირდებოდა ამ ემოციებს და სარკისებური ეფექტით აირეკლებოდა მასზე ელენე.
-ნინა, შენს ძმას შორიდან მაგრამ ვიცნობ, ანდრეამ ჭიქა გვერდით დადო და გოგონას გაუცინა. -ხშირი შეხება მაქვს პროკურატურასთან.
-უფროსი ძმა გყავs? ელენემ მთელი ყურადღბა ნინაზე გადაიტანა.
-კი, ორი, შეუძლებელი იყო ელენეს ღიმილზე არ გეპასუხა.
-მეც, ელენემ თვალი ჩაუკრა და ჭიქიდან წვენი მოსვა.
-ნინა მისი და-ძმების წყალობით გავიცანი, დემეტრეს ძალიან მოუნდა მასზე საუბარი.
-ჰო, მომსწრე გახდა ჩემი და ჩემი ძმის საზღვაო ბრძოლის, თეატრალურად თქვა ნინამ.
-დამარცხებული იყო, გაწუწული და გაბრაზებული, დემეტრემ ხმამაღლა გაიცინა.
-სამაგიეროდ თავად ბრძანდება სერიოზულობის ეტალონი და მისტერ არა - სიცილს, თვალები აატრიალა ნინამ.
-ნუთუ? გაოცებისგან აღმოხდა ელენეს, -მე ანდრეა ერთადერთი ჰიბრიდი მეგონა. ყველაფერს გეფიცები სიცილი ვასწავლე, გაბღენძილი დადიოდა სულ, ელენემ ხელიები გაშალა და გაიცინა.
-ქალბატონებო, მარტო ხომ არ დაგტოვოთ? ანდრეამ ცოლს გადახედა მოჭუტული თვალებით და ელენეს თვალებზე გაეცინა.
ნინას სხეული ერთიანად დაიჭიმა მომენტალურად, პატარა ბავშვის ტირილის ხმა ზარივით გაისმა სახლში. სხეულზე დემეტრეს მზერაც იგრძნო, ინსტინქტი კარნახობდა რომ გაეხედა და ქმრისთვის გაეღიმა, მაგრამ იცოდა ვერ შეძლებდა ისევ ძალით გაცინებას. არ უნდოდა დემეტრესთან ძალით რაიმეს კეთება. მერე დაძაბული სხეული თვითონ მოეშვა, სულ რაღაც წამებში და ხმის მიმართულებით გატრიალებული თავიც შემოაბრუნა.
-ეს ბავშვი ოპერის მომღერალი გამოვა, თავი გადააქნია ანდრეამ და ფეხზე წამოდგა.
-ქალბატონები დაგტოვებენ, ნინა, წამომყეევი პატარა არაბულს გაგაცნობ. ნინა ადგა და ისევ იგრძნო როგორ აედევნა ქმრის დაძაბული მზერა მის სხეულს, ქმარს გამოხედა და დემეტრე მისმა უღიმილო სახემ დაამშვიდა.
-სულ ასე იცის, გგონია დააძინე და მერე ბრახ, მოაწყობს ლასკალას სახლში, მხიარულად აგრძელებდა ელენე და თან ბავშვის ოთახს უახლოვდებოდა. ნინამ ოთახში ფრთხილად შეაბიჯა და რატომღაც ვერც დიდი ტკივილი იგრძნო და ვერც მთელი სხეულის შემაწუხებელი დაძაბულობა. გაუკვირდა, მაგრამ ესიამოვნა სიმსუბუქე. ელენემ შვილი საწოლიდან ამოიყვანა და მკერდზე მიიხუტა, პატარამ სასაცილოდ დაისრუტუნა და მერე დედის მკლავებში გაიტრუნა. ნინა მონუსხულივით მიშტერებოდა გოგონას. მერე თითქოს რაღაც ძალამ დააბზრიალაო ელენე ძალიან სწრაფად მობრუნდა მისკენ, თვალებში აღარ ჰქონდა არც მხიარული ჭინკები და არც ლაღი უდარდელობა.
-ნინა... მე უცებ ვერ ვიფიქრე, დაბნეული მზერით მიაშტერდა ელენეს, -მითხრა ანდრეამ თქვენს ბავშვზე და მაპატიე არ უნდა დამეძალებინა...
-არ დაგიძალებია, ელენე, მთელი არსებით გაეღიმა თითქმის უცნობი ადამიანის მზრუნველობაზე ნინას და მასთან ახლოს მივიდა რომ პატარასთვის უეთესად შეეხედა. -მამას გავს, ელენეს თვალები დაინტერესებულნი გახდნენ.
-ვივი როგორი გრძნობაცაა, ეს ბატონი, რვა თვიანი დაიბადა და საკმაოდ რთული ორსულობა მქონდა, მესამე თვეში სისხლდენაც დამეწყო და მოკლედ... მესმის. ნინამ თავი დაუქნია და ისევ გაუკვირდა მკერდში ყრუ ტკივილმა რომ არ იყვირა.
-დემეტრე ამბობს რომ ხანდახან უნდა შევეგუოთ, ცოტა სევდიანად გაიღიმა ნინამ და ელენეს გვერდით ჩამოჯდა.
-თითქოს ადვილი იყოს ხომ?
-ჰო.
-იყო დღე, როცა მეგონა რომ ანდრეა ცოცხალი არ იყო, როცა ჩვენი შვილი დაიბადა, ნუ ამიტომაც დაიბადა ადრე... თან ექიმები ამბობდნენ რომ ბავშვიც სუსტად იყო და... მოკლედ, ძალიან ცუდი დღე იყო. და ის რომ ახლა ორივე ჩემთანაა არ ნიშნავს იმას თითქოს ცუდი რაღაცები არ ხდებოდეს. მეჩვენებოდა, რომ სამყაროში არავის ისე ძალიან არ ტკენია, რომ ყველაზე უბედური ადამიანი ვიყავი, მაგრამ... ერთადერთები არასდროს ვართ ტკივილში. არც სიხარულში, საერთოდ არაფერში, ნინა.
-ყველას თავისი ტკივილი აქვს შესაგუებელი, თავი დაუქნია გოგონას ბავშვს მზერა მოაშორა ნინამ.
-მე ფსიქოპატი მანიაკა დამდევდა, თითქმის ღიმილით ჩაილაპარაკა ელენემ და ნინამ გაოცებული მზერა მიაპყრო მას. -მაგრამ მასზე საშიში ვინ იყო იცი? მისივე აჩრდილი ჩემს გონებაში, ჩემი ქმრის გონებაში, ჩემი მეგობრების გონებაში. ჩვენ ყველას მისი იდეურად გვეშინოდა. რომ დაბრუნდებოდა და ყველაფერს გააფუჭებდა. კინაღამ ჩვენ თვითონ გავაფუჭეთ ყველაფერი ამ შიშის და აჩრდილების გამო, ახლა მართლა დაუარა ცხელმა ჟრუანტელმა ნინას, ხალიჩას დააშტერდა და იგრძნო როგორ აუჩქარდა გულისცემა. -არა, არ უნდა ჰქონდეთ აჩრდილებს ძალა ცხოვრება აგვირიონ ცოცხლებს, ბოლოს და ბოლოს ჩვენ ვმართავთ გონებას თუ პირიქით?! რაც არ უნდა ახლობელი იყოს აჩრდილი მაინც უნდა გაქრეს, ხო ნინა? ახლა ინსტინქტურად შეხედა სახეზე ელენეს, და გაეღიმა. ნინას მთელი გულით გაეღიმა, სიტუაციისთის სრულიად შეუფერებლად გაიფიქრა, რომ ელენეს მოუხდებოდა მუქი ლურჯი ფერი, დარწმუნებული იყო, მოუნდებოდა მასთან შეხვედრა კიდევ.
-ჰო, უნდა გაქრნენ, მტკიცედ დააქნია თავი და ისევ გაიღიმა. ელენემ შვილს დახედა, მერე ნინას და პირიც რამდენჯერმე გააღო საუბრის დასაწყებად.
-ავიყვან, ფიქრებზე დაეთანხმა გოგონა და ბავშვი გამოართვა. ნინამ თბილი სხეულის შეხება იგრძნო, თბილი, პატარა, დაუცველი სხეულის შეხება. ძალიან ესიამოვნა. აი, ასე მარტივად, უბრალოდ ძალიან ესიამოვნა. -მგონი აღარ ეძინება, დაჭყეტილ მუქ თვალებზე დააკვირდა პატარას და ელენეს გაუღიმა.
-ჰო, მოაცვი ეს და ჩავიყვანოთ. პატარა ლურჯი მოსაცმელი გამოართვა ელენეს და ბავშვი მუხლებზე დაიჯინა. ისეთი მეტყველი თვალები ჰქონდა ამ პატარას რომ შეუძლებელი იყო მასში არ ჩაძირულიყავი. ფრთხილად ჩააცვა და მერე ისევ ფეხზე წამოდგა. კიბეებზე ჩასვლისას სულ ძირს იყურებოდა, ეშინოდა ფეხი არ წამოეკრა რამეს და ბავშვს რამე არ მოსვლოდა. მხოლოდ სასადილო ოთახში შესვლისას შეამჩნია დემეტრეს თვალები. ახლა ვერ მოითმინდა და გაუღიმა. დევდარიანმა ხომ იცოდა, რომ არც დაჩის და ახლა უკვე არც ბარბარეს პატარები ერთხელაც არ ჰყავდა ნინას ხელში დანაჭერი. მიუხედავად იმისა, რომ ის ბავშვები ძალიან უყვარდა, მისი ცხოვრების განუყიფელ ნაწილად აქცია მაინც ერიდებოდა მათთან შეხებას. ახლა კი გულში მაგრად ჰყავდა ჩაკრული პატარა ბიჭი და ღიმილიანი სახით უყურებდა ქმარს. ანდრეამ მხოლოდ სასიამოვნო სიმსუბუქე იგრძნო, მშვიდად ამოისუნთქა.
-შენთან უნდა, ბავშვი მამასკენ იწევდა და ნინამ ანდრეას მისცა პატარა.
-ნახე, ჩემთან უნდა, თვალი ჩაუკრა არაბულმა ცოლს. ელენემ თვალები აატრიალა და შვილს ლოყაზე აკოცა.
წამოსვლისას ნინამ ისევ შეავლო თვალი მათ ოჯახს. ანდრეა შვილით კარებთან იდგა, ელენესთის მეორე ხელი წელზე შემოეხვია და ყურში რაღაცას უჩურჩულებდა. სიახლოვე იგრძნო ნინამ, ძალიან მოეწონა მათი პატარა, მყუდრო ოჯახი და მათთან სიახლოვე იგრძნო. კიდევ ერთხელ დაუქნია ხელი არაბულებს და მანქანაში ღიმილიანი სახით ჩაჯდა.
^^^
-შენთვის ჩუმად ფსიქოლოგიურ სეანსება სულ ჩამიტარებ? ფანჯრიდან დანახული სივრცისთვის თვალი არ მოუშორებია ისე ჩაილაპარაკა ნინამ. დემეტრეს გაეღიმა.
-ვიფიქრე ელენე მოგეწონებოდა, ტელევიზორს ხმა გამოურთო და მთელი ყურადღება ცოლისკენ გადაიტანა.
-მანამდე კიდე იფიქრე, რომ მეგობარი მჭირდებოდა მისნაირი, დემეტრეს აბედნიერებდა ნინას ხმის სიმსუბუქე. -ძალიან მომეწონა, რამდენიმე წუთის შემდეგ ჩაილაპარაკა ნინამ და ამჯერად ქმარს გამოხედა.
-მიზეზი ვერ მოძებნე ხომ მაინც? რა საჭირო იყო ბავშვის არ არსებობა.
-არ ვიცი, თავი გააქნია ნინამ, ვერ ვნახე პასუხი.
-სწორია, არც უნდა იცოდე. არ არის საჭირო, ისევ დაჰკრავდა სიმკაცრის ელფერი დემეტრეს ხმას და ძალიან დაღლილი თვალები ჰქონდა.
-ყოველთვის არსებობს აზრი, ჩემი მშობლების სიყვარულის შედეგი მე და ჩემი და-ძმები ვართ, მხოლოდ არსებობით კი არა ურთიერთობით, ის რაც გვაერთიანებს ხოლმე, სულ დედას და მამას დამსახურებაა. ეს მათი ურთიერთობის აზრია, დაჩიმ დარჩიასგან გადაარჩინა ნია და პასუხისმგებლობის აღება ისწავლა, ნიკა უფრო ხალისიანი გახდა ლიზისთანთან, ცხოვრება შეუყვარდა, თავშესაფარი იპოვა. თუნდაც ელენე და ანდრეა, ნინას მოგონებაზე გაეღიმა, კი, აუცილებლად ნახავდა ამ გოგონას ისევ... -ერთად ისეთ ჰარმონიულ ატმოსფეროს ქმნიან ზემოქმედებას ახდენენ ხასიათზე...
-შენ სიბნელეში ძილი ისწავლე, ახლა დემეტრე არ უყურებდა ნინას და ტელევიზორის ჩამქრალ ეკრანს მიშტერებოდა, -მე მარტივი, ცხოვრებისეული ბედნიერი წამების დაფასება, სიმშვიდეში ცხოვრება, საოპერაციოს გარეთა სამყაროს დაფასება და... პირველად, მელაპარაკები შენს გრძნობებზე შენი სურვილით... როგორ ფიქრობ, აზრი არის? ნინას ჟრუანტელმა დაუარა დემეტრეს ხმაში იმხელა იმედი იგრძნობოდა, მთელი გულით გაეღიმა. თითქოს დროს ძალით წელავდა, წამს აჭიანურებდა, ისე ნელა მივიდა დემეტრესთან და მის კალთაში მოკალათდა.
-აქვს, ყელზე ტუჩების მოძრაობით უფრო იგრძნო სიტყვა, ვიდრე გაიგონა. და ამოისუნთქა, ჰაერი კი არა დაძაბულობა ამოისუნთქა და გარეთ გაუშვა, შორს მისი სხეულიდან. ცოტა ხნის შემდეგ მხრებზე სისველე იგრძნო, სხეული გაუხევდა... ნინა ტიროდა. მაგრამ დემეტრემ ზუსტად იცოდა ეს რისი ცრემლებიც იყო, მისი ცოლი აჩრდილებს ემშვიდობებოდა. ახლობელს, საყვარელს, მაგრამ მაინც აჩრდილებს, რომლებიც თუ დაიტოვე მისიანად გაქცევენ და სიცოცხლეს დაგაშორებენ. მხოლოდ მაგრად მოხვია სხეულზე ხელი და სიახლოვე აგრძნობინა ნინას.
თვალები დახუჭა დემეტრემ და ცხადად დაინახა, ნინას ნამდვილი ღიმილი, ნინას ნამდვილად ბედნიერი თვალები, ნინას საუბრის მანერა და ნინას საოცარი ნიჭი... დაინახა საკუთარ შვილებში გადანაწილებული ცოლი და ფართოდ გაეღიმა, თითქოს ილუზია კი არა მომავალი დაინახა. გაეღიმა და იგრძნო როგორ გაატანა ნინას აჩრდილებს თავისი. მერე კიდევ უფრო მაგრად მოხვია ხელი ცოლს და ამჯერად ჰაერი ამოისუნთქა. დაძაბულობა აღარ იყო. მხოლოდ მათი ჰარმონიული სურნელი.
კი, კი ნამდვილად, ყოველ მიზეზ გარეშე, ამაზე დავაც კი არ შეიძლება, უკვე დამტკიცებული ფაქტია, რომ მათ სიყვარულს აქვს იდეალური აზროვნება.


მხოლოდ მადლობა მეთქმის. თქვენი საოცარი შეფასებები ყველაზი კარგი მხარდაჭერა იყო ჩემთვის ყოველთვის.
მადლობათ რომ კითხულობდით და კიდევ უფრო დიდი მადლობა რომ გესმოდათ, რასაც ვწერდი.
დიდი სურვილი მაქვს იმედები არ გაგიცრუვდეთ და მოლოდინი გამართლდეს.
კიდევ ერთხელ, მადლობთ.



№1  offline წევრი tveni

აუუუ ვიტირებ ეხლააა.... რატო დამთავრდ ასე მალეეე :-( :-( :-( :-(

 


№2  offline წევრი ფორთოხალი

სუფთა, ნათელი და ყველაზე ნამდვილი რამე იყო. მართლა სასწაული ემოცია მოჰქონდა თითოეულ თავს და კიდევ არ ვიცი, რა გითხრა... ელენე და ანდრია გამიხარდა ბოლოს.
მადლობა, ქეთი, შენ ყველაფრისთვის. <3

 


№3  offline წევრი Tinaa^^

მიყვარს მე ასეთი ავტორები. ყოჩაღ! შესანიშნავი იყო.ანდრიას და ელენეს გამოჩენა სიურპრიზი. რაღაცნაირად სულ ვადარებდი ამ ორ ისტორიას ერთმანეთს. იდეალური აზროვნების და გაგების, ნამდვილი წყვილის ორი მაგალითია. ერთს ვისურვებდი, რეალურად ყველას შეგვეძლოს ასე აზროვნება.
ველი ახალ ისტორიას <3

წარმატებებიი <3

 


№4  offline წევრი ლილიანა7

შენზე ვარ შეყვარებული, მართლა ოღონდ:) შენ და შენი ისტორიები ისე მჭირდებით, რომ ვერც კი წარმოიდგენ. მიყვარხარ მე შენ და დემეტრეც მიყვარს, ნინაც, დაჩიც, ნიკაც და საერთოდ ყველა, იმიტომ, რომ მე მსგავსი არაფერი წამიკითხავს)) მართლა, მართლა, მართლა არაააააამქვეყნიურად მაგარი ვინმე ხარ და მიხარიხარ!

 


№5  offline წევრი tea

ჩემი ანდრეა და ელენეც რო გამოაჩინე ეს უკვე პიკი იყო love ჩემთვის ნომერ პირველი ისტორიაა გამიზნული არსებობა ეს კი ნომერ მეორე გახდა, ძალიან ნიჭიერი ხარ და შენ სულ უნდა წერო feel
მართლა ძალიან მაგარი გოგო ხარ და სულ სულ ბევრ წარმატებას გისურვებ, იმედია მალე დაგვიბრუნდები love request love

 


№6  offline მოდერი malena

ეს არის ნააზრევი ნაწერი. ჭკვიანური და უაღრესად ემოციური. უნიჭიერესი ხარ.

მომენატრებიან მე დემეტრე და ნინა და არაერთხელ მივუბრუნდები ვიცი, ისევე, როგორც გამიზნულ არსებობას ვუბრუნდები ხოლმე. :)

 


№7  offline წევრი aneta

იდეალური აზროვნება გაქვს შენ <3

 


№8  offline წევრი ტატა

არ ვიცნობდი აქამდე შენს შემოქმედებას, ამ ისტორიით გაგიცანი და ვფიქრობ, რომ ასეთი გააზრებული, სრულყოფილი და შთამბეჭდავი ნამუშევრის შექმნა ერთეულებს შეუძლიათ :-) აღფრთოვანებული ვარ ისე სიღმისეულადაა აღწერილ-გადმოცემული თითოეული ემოცია, განცდა, ტკივილი :-) ძალიან, ძალიან მაგარი ხარ, გამორჩეულად ნიჭიერი ::-* მინდა, რომ შენს ისტორიებს ათიათასობით ნახვა ქონდეს, იმიტომ რომ, ეს ისაა რასაც უნდა კითხულობდნენ და იაზრებდნენ ადამიანები :-* შენი ისტორიიდან წამოსული პოზიტივი და უკეთესობისკენ შეცვლის სურვილი საოცრად გადამდებია :-*

 


№9  offline წევრი მოაი

ეს იყო იდეალური დასასრული, იდეალური ადამიანები... სრულყოფილი ავტორი.... საოცარი... გენიალური.... უნაკლო... ყველა შენი შედევრის თითოეული თავი ასეთია. სრულყოფილი და იდეალური

 


№10  offline ადმინი ano23

ხომ გეუბნები უნიჭიერესი ხართქო და აჰა კიდევ გიმეორებ.. ვგიჟდები ამათზე და ზოგადად ამ ისტორიაზე .. დიდი სიამოვნებით გიხილავდი ახალბრდა მწერლების სიაში. ნამდვილად იმსახურებ ^_^ :-*

 


№11  offline წევრი Katherin

კომენტარების წერა არ მიყვარს ( ისე არც გამომდის მაინდამაინც ), მაგრამ ახლა რო არ და მეწერა უბრალოდ არ შემეძლო.... შენი სიახლის დანახვისას რა მემართება ვერ ავღწერ... ერთი ვიცი მარტო - უზომოდ მიხარია და უპირობოდ გენდობი, ვიცი რომ ყველა აქამდე წაკითხულ ისტორიაზე მეტად მომეწონება....
ძალიან ნიჭიერი ხარ და რაც მთავარია ყველაფერს გააზრებულად წერ. ძალიან მიხარია რომ "აღმოგაჩინე" :)
ძალიან ბევრი ვიბოდიალე მგონი, მაგრამ ემოციები არეული მაქვს და მეპატიება... :)
მოკლედ საოცარი გოგო ხარ!!!

 


№12  offline წევრი მაია

აღფრთპვანებული ვარ შენით. აი ასე მოკლედ.

აღფრთოვანებული ვარ შენით. აი ასე მოკლედ.

 


№13  offline წევრი ket-kat

როდის გამოჩნდები ახალი ისტორიით? მენატრები შენ მე :)))) <3

 


№14  offline წევრი gvancacuna

Axali istoriis daweras ar apireb ? Momenatra sheni istoriebiii dzalian

 


№15  offline წევრი gvancacuna

Axali istoriebit rodis dagvibrundebii?

 


№16  offline აქტიური მკითხველი aanamaria

საინტერესო ნაწერი იყო აი უმაგრესი request

 


№17  offline წევრი Nate

მომეწონა, რაღაცნაირად განსაკუთრებული იყო.
დღეს აღმოვაჩინე ეს ისტორია, უფრო სწორედ შენ..
ლამაზად და ლაღად წერ
იმედია კიდევ ვიხილავ შენ ისტორიებს winked

 


№18 სტუმარი Ooo

Saocrebaaa xar.sul unda wero

Axali istoria rodis iknebaaa?

 


№19  offline წევრი ket-kat

ქეთი,აღარ გამოჩნდები?ძალიან მომენატრე <3

 


№20 სტუმარი ემი

ეხლა აღმოვაჩინე ეს ისტორია შემთხვევით და სულმოუთქმენლად წავიკითხე. თითქმის დამათენდა თავზე, მაგრამ ვერ მივატოვე კითხვა. სავსე ვარ ემოციებით, ძალიან, ძალიან კარგი იყო, ძალიან ემოციური და ღრმა. შენი გმირებივით არაჩვეულებრივი ხარ შენ. და უბრალოდ ვისურვებდი, რომ - წერა არ შეწყვიტო, ასე არ გაგვიმეტო relaxed

 


№21  offline წევრი gvancacuna

Dzalian mrnatreba sheni istoriebi axali minda eseni ukve davizepire imdenjer maq tavidan gadakitxulii

 


№22  offline აქტიური მკითხველი Sofia-sofie

ასეთი ნამდვილი , ასეთი რეალური გრძნობების, ასე შთამბეჭდავად გადმოცემა , ძალიან იშვიათად წამიკითხავს! საოცრად ღრმა და გრძნობებითა და განცდებით გაჯერებულია შენი ისტორია და თუ თავად არ ხარ ასეთი ღრმა და გასაოცარი ფანტაზიის პატრონი, ვერ შექმნი მსგავსს! საოცარი გადმოცემის უნარი გაქვს, მთელი სიგრძე-სიგანით რომ გვავრძნობინე შენი გმირების ყველა განცდა ! ძალიან დიდი წარმატება შენ! იმსახურებ უდაოდ ძალიან დიდ წარმატებას!

 


№23  offline აქტიური მკითხველი uchveulo

სასწაული ხარ აი ნამდვილი სასწაილი და მიხარია რომ შენს ნიკს შემთხვევით წავაწყდი და შენი ისტორიები წავიკითხე მადლობა ამხელა სიამოვნებისთვის ❤️❤️❤️❤️

 


№24  offline წევრი TamoTi

ემოციებით ვარ სავსე ისეთი საოცრება იყო.აღფრთივანებული ვარ შენით.ძალიან ვისიამოვნე და დიდი მადლობა შენ♥♥

საოცრად კარგად გადმოსცემ ყველა ემოციას და ყველა პერსონაჟი ძალიან კარგად გყავს მოყვაბილი მკითხველამდე.ზოგადად სულ ორი ან სამი კომენტარი თუ მექნება დატოვებული ამ საიტზე მიუხხედავად იმისა რომ ბევრი კარგი რამ წამიკითხავს,თავი ვერ ვაიძულე რომ როგორმე არ გამომეხატა ჩემი დამოკიდებულება ამ მოთხრობაზე.ჯერ კიდევ ემოციებით დატვირთული კარგად ვერ გადმოვცემ ჩენს აზრს.იმეხია კიდევ მექნება საშუალება შენი სხვა მოთხრობების წაკითხვის.კიდევ ერთხელ მადლობა შენ.ძალიან მაგარი ხარ♥♥♥♥♥

 


№25 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან, ძალიან კარგი იყო. მადლობა ავტორს❤️❤️❤️❤️

 


№26 სტუმარი სტუმარი ნენე

ასეთი ავტორები არ უნდა წყვეტდეთ წერას.
იდეალური იყო, სულ ვუბრუნდები თქვენს შემოქმედებას და სულ უფრო მეტი ემოციით ვკითხულობ.

 


№27 სტუმარი სტუმარი ნინო

არ ვიცი ვინ იყო ნინას პროტოტიპი, მაგრამ..... ეს განცდები, ემოციები,შეგრძნებები.....ჩემი თავის აქ პოვნას ნამდვილად არ ველოდი... აი, "დემეტრეს" პოვნაში. ნამდვილად არ გამიმართლა მასავით????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent