შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაგრამ იცი ყველაზე კარგი რა არის ? (სრულად)


6-07-2015, 13:24
ავტორი daiana
ნანახია 8 009

-აუუ ჩემი , ნელა სიარული არიცი გოგო? - სწრაფად აუყვირდა სრულიად უცნობ გოგონას.
-რაა? მხარი ლამის ჩამომიღე და კიდე მე არვიცი სიარული? - გაკვირვებულს საოცრად გაყინული ხმა ამოსდიოდა .
-წინიყურე სიარულის დროს ყველაფერს ჯობია რაა!
გოგონას ბიჭის ბურტყუნისათვის ყურადღება აღარ მიუქცევია სრაფად გაეცალა მას და საკლასო ოთახის კარი მოურიდებლად შეაღო.
-მას შეიძლება?
-მოდი მარიამ მოდი - სიცილით დაუქნია ქალმა ხელი და ანიშნა კლასში შესულიყო.საკლასო ოთახში 6-7 ბავშვი თუ იქნებოდა,სკოლა მთავრდებოდა ლოგიკურად სკოლის ბოლო პერიოდში არავინ დადის სკოლაში ყოველივე ამისგან იყო გამოწვეული ბავშვების რაოდენობაც კლასში.ჩანთა ერთ-ერთ მერხზე დააგდო და ფანჯარაზე ჩამომჯდარი გოგონასკენ წავიდა.
-რატო დაგაგვიანდაა? - გაკვირვებუმა კითხა გოგონამ და თან თმაზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა.
-ოო ვიღაცა დებილი დამეტაკა დერეფანში ლამის მოვკალი ისე მომიშალა ნერვები -მარიამისათვის გაბრაზებას ჯერ კიდევ არგადაევლო.
-კაირაა სულ როგორ უნდა ჩხუბობდე შენ - სიცლით მიკრა ხელი გვერდში .
-აუუ ნინოო კაი რა ! სულ დაცინვა არშეიძლება ! - მეგობრის სიცილით გახალისებულმა მანაც ვეღარაფერი მოუხერხა გახსნლი ბაგეებს და შესამჩნევლად გაიცინა.
-დღეს მე ჩემი დეიდაშვილი წამიყვანს
-აუუ რატო?
-ახალი ჩამოსულია ინგლისიდან და სოფელში მივდივართ
-ოოო რამდენხანში ჩამოხვალ ?
-რავი 5 დღეში ალბათ
-ფუუ მომენატრები ! - დამწუხრებულმა ჩაილაპარაკა და სუსტი ხელები მეგობარს შემოხვია.
-მეც .
გაკვეთილების გამოსვლის შემდეგ კიბებეი ერთად ჩაიარეს და სკოლის ეზოსთან მანქანასთნ ატუზული დილის „ინციდენტის“ მთავარი გმირი როგორც კი ამოიცნო სიბრაზე ისევ ახლად შემოაწვა.უფლება რომ ჰქონოდა ეცემოდა და გაგლეჯდა მაგრამ მის პრინციპეპს ყოველივე ეს აღემატებოდა.
-მარიამ წამოდი გაგაცნობ გიორგის და მერე წაგიყვანთ სახლში - ხელზე დაქაჩა ნინომ და მანქანასთან მდგარი ბიჭებისაკენ წააპორწიალა ძალია უნდოდა ეს გიორგი ის არაღმოჩენილიყო ვინც დილით მხარი ჩამოუღო მაგრამ სულ ტყუილად სწორედ ის იყო.როდესაც ბიჭების წინ აღმოჩნდა დაინახა როგორ ჩაეღიმა „ იმას „ და კიდევ ერთხელ მისი მოკვლის სურვილი განუახლდა.
-მარიამ გაიცანი გიორგი ჩემი დეიდაშვილი და მისი ძმაკაცი ერეკლე - ნინომ ორივე ბიჭი ერთმანეთის მიყოლებით გააცნო.
-ვიცნობ მე ამას,ნუ ვიცნობ რა დღეს ლამის მხარი მომაძრო - სწრაფად მიაყარა გიორგიმ და ბოლოს სიცილიც მოაყოლა. საშინლად გაბრაზდა მარიამი,საშინლად.! კიდევ აქეთ იძახდა მხარი ლამის მომაძრო-ო არადა გიორგი დაეჯახა.
-სხვათაშორის იგივეს თქმა შემიძლია მეც ! - მაინც არდანებდა გაბრაზებული გოგონა.
-აპააააააპპაა ახლა თქვენი ჩხუბის ხასიათზე არვარ ნამდვილად რა ! გიორგი მივიყვანოთ მარიამი სახლში და მერე წავიდეთ ჩვენ სოფელში. - დღის გეგმა გააცნო დეიდაშვილს და მანქანის უკანა კარი გამოაღო - დროზე ახლა!
-ვერ წავალთ ჩვენ დღეს - ამ დროის მანძილზე ჩუმად მყოფმა ერეკლემ ამოილაპარაკა და გაოცებულ ნინოს გახედა.
-რატო? - გაკვირევა ეტყობოდა გოგონას ხმას.
-გუკას დაბადების დღეა დღეს და იქ მივდივართ,სხვათაშორის შენც ცუნცულ! - ერეკლეს სათქმელი გიორგიმ დაასრულა და გაკვირვებულ დეიდაშვილს ლოყაზე უჩქმიტა.
-არ წამოვალ.
-წამოხვალ ნინო
-არა
-კი
-არა
-კი
-არა
-ნინოო - ერეკლეს ცივმა ხმამ დაარღვია დეიდაშვილების დიალოგი - წამოხვალ და თან აუცილებლად.
-არმინდა არა. რატო არგესმით ?! - ამოიტირა ნინომ და მარიამს მიეხუტა.
-რატომ აძალებთ თუ არ უნდა დატოვეთ და წადით თქვენ - ნინოს მხსნელად მოევლინა მარიამი იმ წუთებში.
-შენ არავინ გეკითხება ასე რომ გაჩუმდი რა ! - გიორგიმ შეუბღვირა გოგონას და ანიშნა გაჩუმებულიყო,მარიამი გაჩუმდა მაგრამ ცოტა ხნით.
-აუ მარიამ არმინდა წასვლა რა ! - ჩახლეჩილი ხმით ამოიკრუსუნა ნინომ და ცრემლებით დანამული ლოყა მარიამის გულ-მკერდს მიაბჯინა.
-კარგით რა დატოვეთ ჩემთან ერეკლე - მიხვდა რომ გიორგისთან ლაპარაკს აზრი არქონდა ბიჭი მაინც ისეთ რამეს ეტყოდა გაჩუმება მოუწევდა ერეკლეს კიდევ აშკარად ბრძოლა ქონდა საკუთარ თავთან .
-ხო კაი ნუ ტირიხარ ნინო რა ! - სწრაფად მოლბა ერეკლე და მარიამს ნინო „ააფხიკა“.როგორც ჩანს ერეკლემ ნინოსა და გუკას ადრინდელი ურთიერთობის შესახებ იცოდა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა აზრის შეცვლა მაგრამ გიორგი ? ერთის მხრივ ისიც მართალი იყო,სრულიად უმიზეზოდ ნინო უარს აცხადებდა წასვლაზე აბა გიორგიმ რაიცოდა მიზეზი ?!
-კაი გიორგი არწამოვიდეს ეს - დამშვიდებულ ნინოს თავი მიანება ერეკლემ და გიორგის გაუბრუნდა.
-კაი ხო
ბიჭებმა გოგონები მარიამთან დატოვეს თვითონ კი წავიდნენ .
-ისევ ნინო ?
-ალბათ
-ალბათ?
-ხო არც მე ვიცი
-რასქვია არიცი ? - გაკვირევბული მარიამი მობრუნდა და ჩაფიქრებულ დაქალს გახედა.
-აი ასე არვიცი.რომ ვხედავ ცუდად ვხდები მაგრამ სულ მთლადაც ვერმივდივარ მისკენ.რაღაც მაკავებს.
-რაღაც იცი შენ და არმეუბნები ხო ? - შეპარვით კითხა მარიამმა.ეჭვი ჰქონდა რომ ნინომ რაღაც ისეთი იცოდა რაც მას ძალიან არუნდოდა.მაგრამ ცდილობდა მეგობრისათის თავი არმოებეზრებინა ამიტომ კითხვასაც ვერ ბედავდა.
-არა რასისულელეა მე შენ არაფერს არგიმალავ - სწრაფად იმართლა თავი ნინომ არადა დაბნეულ ტონზეც შეეტყო რომ ცრუობდა.
-კარგი რაა
-ხო კარგი გეტყვი - ერთი ამოისუნთქა და თხრობა დაიწყო - ორი კვირის წინ ვიყავი ერეკლესთან და დამხვდა გუკა,ძალიან ჩვეულებრივად მომიკითხა მერე ერეკლემ მითხრა ჩემები წასულები არინ და საჭმელი არმაქ არაფერი და რამე გამიკეთე თუ არ გეზარებაო მეც სწრაფად ავდექი და დავიწყე კთება მერე რაღაც დამჭირდა და გავედი მისაღებში ამათმა ვერდამინახეს და ლაპარაკიც არშეუწყვეტიათ,გიორგი ეუბნებოდა გუკას იცოდე ელენეს თუ ცოლად მოიყვან მაგით ნინოს გაანდგურებო,ამის გაგონებას მერჩივნა საერთოდ არაფერი არგამეგონა.... მარიამ იცი რადამემართა?! ვერ ავღწერ!რაღაცეებმა სირბილი დაიწყეს შიგნით სხეულში მეგონა მოვკვდებოდი მაგრამ აჰა აგერ ვდგავარ ახლა - საუბრის დასრულებისთანავე ცრემლებს საშვალება მისცა მისი თეთრი სახე დაენამათ.
-გუკა და ცოლი ? და ვინ ? ელენე ? ნინო ყველაფერი კარგად გაიგონე ? და არაფერი შეგშლია ?
-მარიამ არ გჯერა ხო?
-არა
-არც მე მჯეროდა მაგრამ როცა დავინახე როგორ თქვა არაფერი მოუვა ნინოს შეეგუებაო აი მანდ უკვე ყველფრის იმედი დავკარგე. - დანანებით ჩაილაპარაკა გოგონამ და დანამული წითელი ლოყები ხელის მუჭებით მოიწმინდა.
-ნინო და შენ ასე ადვილად აპირებ დანებებას ? - ეშმაკურად მოციმციმე თვალები მიანათა მომტირალ გოგონას.
-აბა სხვას რასმირჩევ მივიდე და ვეხვეწო ? სხვა არ მოიყვანო ცოლად მე მიყვარხართქო? - გოგონა აშკარად გაღიზიანდა .
-არა გოგო არა ! სხვა რაღაც ვიგულისხმე თუ გუკას ცოლიმოყავს მიდი ადექი და შენც გაითამაშე ვითომ შეყვარებული გყავს და მალე შენც დაოჯახდები,ვნახოთ გუკას რეაქცია . - მისი გეგმით კმაყოფილმა მარიამმა თავის თავს ტაში დაუკრა და მეგობარს ანიშნა დამთანმხდი სხვა გზა არგავს მაინც-ო.
-კარგი ხო - გაეცინა ნინოსაც -ოღონდ ბიჭს მე ვარჩევ!
-მოსულა - ერთამნეთს ხელი ჩამოართვეს თითქოსდა ნიძლავი დადესო არადა ისეთი მზაკრული გეგმა დააწყვეს რომ ნამდვილად გაგიჟდებოდა არამარტო გუკა არამედ მთელი საძმაკაცო.იცოდნენ ამ საქციელს გიორგი და ერეკლე არ „გაუტარებდნენ“ მაგრამ გუკას გასამწარებლად ყველაფერს მოიმოქმედებდნენ.
888
-გოგო ნორმალურები ხართ თქვენ ? ჭკუა სულ დაკარგეთ ? ორი წლის ბავშვები ხოარ ხართ ? ის ბიჭი სულ რომ ჭკუიდან გადავიდა შეხედე ნინო ? რაც გინდოდა ის მიიღე? გიორგი გაგგლეჯდა მე რომ არდამეკავებინა,ამხელა გოგოებს მოუნდა შურისძიება ახლა - გაცეცხლებული ღრიალებდა ერეკლე და ცდილობდა აქეთ-იქით მოძრავი ხელები როგორმე დაეკავებინა.იმდენად იყო გაბრაზებული შეიძება რომელიმე შემოკვდომოდა და გაინტერესებთ ხომ ერეკლეს გაცოფებისმიზეზი ?! - გოგოებმა როგორც დაგეგმეს ყველაფერი ისე შეაასრულეს და როცა ვიღაც საბა წარუდგინეს ბიჭებს გუკა ლამის დაიხჩო,გიორგი ისე წამოფრინდა სკამიდან მოკლავდა საბასაც და ნინოსაც,აი ერეკლე კიდე ცოტა მშვიდი იყო.მერე იყო გუკას გაფრენები და ორი დღეა სახლიდან ნინო და მარიამი ვერგადიან.
-ხო მოგვინდა ზუსტადაც მეტის ღირსია გუკა კიდე უარესები უნდა გაგვეკეთებინა აბა კარგი იყო ის რაც გავიგონე ? რომ გამანადგურა მისმა სიტყვებმა ის მაინც თუ იცი ერეკლე ? არიცი . არც ის იცი რომ ყველაფერი ვიცი არ ის ერეკლე.ხომ იცოდი რომ გუკაზე ვგიჟდებოდი? იცოდი!თან ძალიან კარგად! მაგრამ რომ გითხრა ცოლი მომყავსო რაგაკეთე ? ერთი სიტყვა უთხარი ნინოს ატკენ მაგითიო და ვსო.შენ იცი საერთოდ რაგანვიცადე მაშინ ? სახლში რომ გაავარდი ორ წუთში მიზეზი გითხარი ბებია არის ცუდად და სოფელში უნდა წავიდეთქო მერე სამი დღე სახლში სალფეთქებთან ერთად გავათნე და რომ გამოვჩნდი მერე გითხარი ბებიასთნ ვიყავი ეს სამი დღე და მიტო დავიკარგეთქო და ამის მერე კიდევ მეუბნები რომ გუკა გაგიჟდა?კიდევ მე მეჩხუბები? ამიხსენი ერეკლე ! - წყობიდან გამოვიდა ნინო და ერეკლეს მსგავსად ისიც აღრიალდა.არ ფიქრობდა საერთოდ იმაზე რომ ერეკლე უკვე ყველაფერს გაიგებდა არ აინტერესებდა! ახლა მისთის მთავარი მთელი ნაგროვები დარდის გადაგდება იყო საჭირო და სწორედ ეს გააკეთა. ნინოს მონოლოგის დასრულების შემდეგ ერეკლე უღონოდ ჩაესვენა სავარძელში და უიდესი სევდით სავსე თვალებით ამოხედა გოგონებს.
-რატომ არმითხარი ? - მხოლოდ ეს სიტყვები და ამ სიტყვებს თან დაყოლილი უზარმაზარი ტკივილი,სითბო,მზრუნველობა.
-არვიცი
-მოდი ჩემთან - ნინოსკენ გაიშვირა ხელი და ანიშნა მასთან მისულიყო - ხომიცი რომ და არმყავს და ჩემი და შენხარ!ხომ იცი რომ ყველას და ყველაფერს შენს გამო შევებრძოლები ?! რატომ არმითხარი ? გეთქვა და გუკას შევეწინააღმდეგებოდი - მშვიდი ხმით ეჩურჩულებოდა გოგონას და თმაზე რიტმულად ეთამაშებოდა.
-აუუ მეცმინდა - სწრაფად წამოდგა მარიამი სავარძლიდან და თავისუფალ ფეხზე ის ჩამოჯდა და ორივეს ხელები შემოხვია.
-დებილები ხარ დედასვფიცავარ რა !
-ჩვენც გვიყვარხარ დებილო - ორივე გოგონამ ერთ დროულად წამოიძახა და ისევ შემოხვიეს ხელები ერთმანეთს.
888
-ვააა ეს ვინგვყოლია სტუმრად - ოთახიდან ახალ გაღვიძებული გიორგი გამოვიდა და მარიამს ხელის აწევით მიესალმა.
-უიმე გამოცდების წინ ამას რომდაინახავ რაჯობია მერე - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა მარიამმა და თავი ისევ ხელებში დააბრუნა.
-აუუ ბიჭო ეს რამდენს ტლიკინებს - უკმაყოფილოდ აიქნია ხელი და სააბაზანაოში გავიდა.
-მარიამ მე მეჩვენება თი გიორგის შენ დანახვისას სხვანაირი თვალებიაქვს ? - როგორც კი გიორგიმ ოთახი დატოვა მაშინვე კითხა ნინომ .
-კაი რა ! ახლა რაღაც აბსურდები არდაიწყო რა ! ვერმიტანს კარგად იცი შენც და საერთოდ რატო არაფერს არკითხულობ გამოცდამდე? - გაღიზიანებულმა გოგონამ შეეცადა საუბარი სხვა თემაზე წარემართა.
-შენ ცუნცულ ? - ღიმილით მოუბრუნდა მარიამს.
-არვიცი !
-არც მე !
-კაი წავედით დროა უკვე - სკამიდან წამოდგა და ნინოს ანიშნა დროზე მორჩი-ო.
-გიორგიი მივდივართ ჩვენ - სააბაზანოში მყოფს გასძახა.
-სად მიდიხართ ? - გაკვირვებული გამოვიდა კარში - მემგონი დაგავიწყდა ნინო გარეთ როვერ გადიხარ ?
-შენ ხოარ გაგიჟდი ეე? გამოცდა გვაქ დღეს რა არგამოდის ! გაგიჟდა ეს ბიჭი რა - „წამოიჭიმა“ მარიამი და გიორგის გარეთ გასვლის მიზეზი გაანდო.
-აააა ბოდიშით - რევერანსით მოიხადა ბოდიში - დამელოდეთ ჩავიცმევ და გაგიყვანთ მე - სწრაფად გაუჩინარდა ოთახში.
-დედასვფიცავარ მოვკლავ ამას და არვაცოცხლებ ! - გამწარებული ჩურჩულებდა მარიამი.
-საყვარელო რისი თავიც არ გაქვს იმას ნუ იტლიკინებ რა ! - უკნიდან მოესმა გიორგის ეშმაკურ-ბრაზიანი ხმა და ლამის იკივლა მოულოდნელობისაგან.
-ეგღა მაკლია შენი საყვარელი ვიყო რა !
-გადით ეხლა გარეთ დროზე ! - ღიმილით უთხრა გიორგიმ და ორივეს გარეთ გასასვლელად უბიძგა.
888
-ჩავაბარეე ! - კივილ წივილით გამოვარდა სკოლის ეზოში მარიამი და საერთოდ არ დაფიქრებულა მის საქციელზე,ისე ჩამოეკონწიალა გიორგის კისერზე და მთელი სხეულით აეკრა მას.გიორგიმაც ჩაიცინა და მანაც შემოხვია ძლიერი ხელები.
-გილოცავ საყვარელო ! - მაინც წაამწარა გოგონა.ამ სიტყვების გაგონებისთანავე გველნაკბენივით მოცილდა გიორგის გოგონა.
-ბოდიში - ირონია არდაიშურა მარიამმა და „სწერვა“ სახე მიიღო.
-ნინომ რაქნა ? - სიცილით კითხა გაბუტულ გოგონას.
-არვიცი ჯერ - არც კი გაუხედავს გიორგისკენ ისე უპასუხა.
-კაი რასმებუტები რაიყო
-არგებუტები ანდა საერთოდ ვინხარ რომ გაგებუტო?! არაფერს არწარმოადგენ ჩემთვისდა ასერომ არიდარდო შენ !
-მარიამ ჩავაბარე! - ყვირილით მორბოდა ნინო და ხელში თეთრ ფურცლებს აფრიალებდა.
-გილოცავ ჩემოლამაზო ! - როგორც კი გოგონა მოუახლოვდა მაშინვე ჩაეხუტა.
-მეც გილოცავ საყვარელო
-ეეე ახლა შენ ეგ მარტო ჩემი საყვარელია ! - სიცილით ჩაილაპარაკა გიორგიმ და ნინოს ანიშნა შენ ჩუუ-ო.
-აუ წავედი მე და საღამოს გნახავ ბარში რა - გაღიზიანებულმა მარიამმა დატოვა დეიდაშვილები.
-ჩვენ სადმივდივართ? - ინტერესით იკითხა ნინომ.
-სახლში და საღამოს თურმე ბარში - ნიშნისმოგებით უპასუხა ბიჭმა.
-შენ არავის დაუპატჟებიხარ იქ - გაბრაზდა ნინო.
-ხოდა უჩემოდ შენც ვერ წახვალ - ეშმაკურად გაუღიმა.
-ხო კაი - მობეზრებულმა აიქნია ხელი და სკოლის გასასვლელისაკენ წავიდა.
888
-აქ ძალიან ხმაურია გავალ მე ვერანდაზე რა - ნინოს გადაულაპარაკა და დიდი ფერადი შუქებით განათებული ოთახი დატოვა.ტელეფონით დედას დაუკავშირდა.დედა საზღვარგარეთ ცხოვრობდა რის გამოც ხშირად საუბრობდა ტელეფონზე და თითქმის სულ იმაზე წუწუნებდა რომ დედა ძალიან მოენატრა.დედა ხო ის ერთადერთია რომელი ყოველთის ჩვენთან ერთად არის,თუ ფიზიკურად არა სულიერად მაინც.
ტელეფონზე საუბარი დაასრულა და იქვე სავარძელში ფეხებ მოკეცილი ჩაჯდა.
-როგორი ნაზი ხარ როცა დედას ესაუბრები - სიჩემეში გაისმა გიორგის მშვიდი და ყოვლად სუფთა ხმა რომელმაც მარიამის გაკვირვება შეძლო.
-ხო რავიცი
-ძალიან გენატრება არა ? - ინტერესიანი თვალები შეანათა გოგონას.
-მგონია გამაგიჟებს ეს გრძნობა უკვე იმდენად მენატრება - რატომღაც გადაწყვითა არ „ერქინა“ გიორგისთან და ერთხელ მაინც მშვიდი დიალოგი წარემართა მასთან.დილის „შემთხვევითი „ ჩახუტების შემდეგ თითქოსდა გიორგის მიმართ რაღაც იგრძნო,თითქოსდა!. რაღაც ისეთი დაჯერების,გამოხატვის და აღიარების რომ ეშინია.
-5 წელია დედაჩემი არმინახავს - გაკვირვებულმა მარიმმა გაოცებულმა გახედა - არა არა ცოცხალია - გაეცინა ბიჭს - ცოცხალია მაგრამ ჩემთვის 5 წლის წინ მოკვდათქო ვერვიტყვი დედაა და ასე ძლიერ ვერ შევიძულებ მაგრამ 5 წლის წინ მაგ ადამინმა ჩემი სითბო და სიყვარული დაკარგა - ჩამქრალი ხმით საუბრობდა ბიჭი და მარიამს სულ უფრი და უფრო აოცებდა.
-იმედია უზდელობაში არჩამითვლი რომგკითხო რატომ ? - მორიდებით იკითხა გოგონამ.
-დასასვენებლად ვიყავი წასული და დედა იმდენად მომენატრა მეგობრები მივატოვე და დავბრუნდი სახლში მაგრამ ჯობდა არ დავბრუნებულიყავი,შევდივარ სახლში დარასვხედავ დედაჩემი და ვიღაც ახ.... ვიღაც კაცი. ადგილზე გავქვავდი , მეგონა მომკლეს,მარა არა აგერ ვდგავარ.
-აუ გიორგი - არც კი დაფიქრებულა ისე წამოდგა და შემოეხვია ფეხზე მდგარ ბიჭს.
-მარიამ ახლა რაღაცას გეტყვი და არ გაიქცე კაი ? - მისი თმებიდან თავაუღებლად ჩაჩურჩულა ბიჭმა
-არა,გისმენ
-მიყვარხარ - ამ სიტყვის თქმა და მარიამის გაქვავება ერთი იყო.არა რაღაცას ნამდვილად გრძნობდა ბიჭის მიმართ მაგრამ გიორგისაც თუ რამე გრძნობა გააჩნდა მის მიმართ ნამდვილად არეგონა.
-გიორგი - ჩამოშორდა ბიჭს და მის წინ დაბნეული დადგა
-ხო ვიცი მოულოდნელია მაგრამ რავქნა? ისე უცებ შემიყვარდი მე თვითონაც ვერვიჯერებდი თავიდან შენი დანახვისას რაღაცეები რომ მემართებოდა,მაგრამ მერე უკვე მალვასაც აზრი აღარ ქონდა და აი ვაღიარებ რომ მიყვარხარ მარიამ,მიყვარხარ!
-ძნელია დაჯერება ... როდესაც გგონია რომ ბიჭს ძულხარ და თურმე ყვარებიხარ - დაბნეული საუბრობდა მარიამი - მაგრამ იცი ყველაზე კარგი რა არის ? - გიორგიმ თალებით კითხა რაა არის-ო? - რა არისდა როცა იგებ რომ შენი სიყვარული ცალმხრივი არყოფილა - სიცილით ჩაილაპარაკა ბოლო სიტყვები და ბიჭს კისერზე ჩამოეკონწიალა - მეც მიყვარხარ საყვარელო !
მერე ?
მერე იყო უზღვავი ბედნიერება.
ქორწილი.
პირველი შვილი.
მეორე შვილი.
ნინოს და გუკას ქორწილი.
დიდი ოჯახები.
და ყველაზე მთავარი რომელმაც ყოველივე ამას საფუძველი დაუდო უდიდესი
სიყვარული.!



№1  offline წევრი lamazmani

მომეწონა მაგარი იყო პატარა მარა კარგი love

 


პატარა და საყვარელი ^_^

 


№3  offline წევრი daiana

lamazmani
მომეწონა მაგარი იყო პატარა მარა კარგი love

მარტოსული კატა^^
პატარა და საყვარელი ^_^

<3 ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent