შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ გადავცურავთ ზღვას!! 7


6-07-2015, 13:35
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 3 670

-დედა..რაღაც უნდა გითხრა-ანამ მორცხვად უთხრა დედას და იქვე სამზარეულოში სკამზე დაჯდა
-გისმენ-ღიმილით უთხრა ელენემ და შვილის აწითლებულ ლოყებზე ჩუმად ჩაიცინა
-დღეს საღამოს ლუკა მოვა.. აქ ერთად ჩამოვედით.. მამას დაელაპარაკება. ჩვენ ერთად ვართ- ჩუმად ჩაილაპარაკა ანამ და მომღიმარ დედამისს გახედა შემდეგ კი მისაღებში მამა-შვილს.
-კარგი შვილო. ნუ ღელავ. არ ჩანს ცუდი ბიჭი ლუკა.-გულზე მიიხუტა შვილი და თავზე აკოცა. საღამომდე მოუსვენრად იყო ანა დედა კი ცდილობდა დაეწყნარებინა. ბოლოს რომ მიხვდა ვერ დააწყნარებდა ბარბარე მიაჩეჩა და სასეირნოთ გაუშვა სუფთა ჰაერზე. ლუკაც არანაკლებ ნერვიულობდა. იცოდა მამამის არც ისე მოსწონდა და არ მოეწონებოდა მათი ურთიერთობა მაგრამ რომ დაეშალა ხელს მოჰკიდებდა და ეხლავე სახლში წაიყვანდა ცოლის სახელით. 6 საათზე უკვე მათ კოტეჯთან იყო. კარზე ფრთხილად დააკაკუნა ხელში ყვავილებს ნერვიულად ათამაშებდა. კარი მალევე გაუღო ელენემ
-გამარჯობა ქალბატონო ელენე-ჩუმად თქვა და ყვავილი ნერვიულად მიაჩეჩა ხელში
-ნუ ნერვიულობ. და ქალბატონს ნუ მეძახი არვარ ეგრე ბებერი-თბილად გაუღიმა ელენემ და სახლში შეიპატიჟა. თვალი მოავლო მაგრამ ანა რომ ვერსად დალანდა ისევ ელენეს მიუბრუნდა
-ანა ნერვიულობდა და ბარბისთან ერთად გავუშვი სასერირნოდ-გაიცინა ქალმა და მისაღემისკენ წავიდა ლუკაც უკან გაყვა
-დათო შენთან არიან-ღიმილით უთხრა ქმარს და ლუკაზე ანიშნა
-ოჰ ლუკა შენც აქ ისვენებ?-მოჩვენებითად გაუღიმა და ანიშნა მის გვერდით მდგარ დივანზე დაჯექიო
-ლუკა ჩაი თუ ყავა?-კითხა ელენემ
-არ მინდა არაფერი გმადლობთ
-კარგი მე გავალ-ელლენემ თვალი ჩაუკრა ლუკას და ოთახი დატოვა
-რამ შეგაწუხა?-იკითხა დათომ და ლუკას გახედა
-ბატონო დავით. მე თქვენს ქალიშვილზე უნდა გესაუბროთ. მე მიყვარს თქვენი ქალიშვილი და ჩვენ ერთად ვართ-პირდაპირ აჯახა ლუკამ და ხელი ჯიბისკენ წაიღო სადაც სიგარეტი ჰქონდა
-ხომ შეიძლება მოწევა?-კითხა და ერთი ღერი პირში ჩაიდო პასუხად მხოლოდ თავი დაუქნია დათომ და ჩაფიქრდა
-მან იცის შენი წარსული ლუკა? ან ეხლანდელი?-ჰკითხა ჩაფიქრებულმა
-არა. არ იცის მაგრამ ვეტყვი.-თავი დახარა და ხელებში მოქცეულ აალებულ სიგარეტს დააშტერდა
-მე თქვენი ურთიიერთობის წინააღმდეგი ვარ. ნამდვიად არ დავიწყებ აფერისტობას და არ ხარ მაინდამაინც სასურველი სასიძო ჩემთვის შენ წარსულს თუ გავითვალისწინებთ-გულახდილად უთხრა დავითმა
-იმედია არ აპირებთ ხელი შეგვიშალოთ წინააღმდეგ შემთხვევაში მე იძულებული გავხდები თქვენს წინააღმდეგ გავაკეთო რაიმე რითაც მაინდამაინც კმაყოფილი არ დარჩებით. მე მიყვარს თქვენი ქალიშვილი და მასაც ვუყვარვარ.-ანთებული სიგარეტი საფერფლეში ჩაასრისა და ერთი ღერი დავითს მიაწოდა
-ნარკოტიკს კიდევ ეტანები?
-არა 6 თვეა აღარ გავკარებივარ. ეხლა კიდევ მამაჩემის კომპანიაში დავიწყე მუშაობა-უთხრა იმ იმედით რომ მიხვდებოდა გამოსწორების გზას რომ ადგა
-ჩხუბი?
-თუ აუცილებელი არ გახდა არც ვჩხუბობ.-ნერვიულად ამოიღო ახალი ღერი და მოუკიდა
-1 შანსს გაძლევ..5 წელია გიცნობ და ვიცი რომ არ იყავი ადრე ეგეთი. ვიცი რომ გამოსწორების გზას ადგახარ მაგრამ ეს ნებისმიერ წამს შეიძლება აზრი შეიცვალო და კვლავ წამალს დაუბრუნდე. იცოდე ანას არ აწყენინო თორემ სულ დავივიწყებ რომ მამაშენი ჩემი კარგი მეგობარია. მოგკლავ. ან თუ გავიგე კიდევ პოლიციაში აღმოჩნდი ან კვლავ წამალს მიუბრუნდი. არ გაცოცხლებ.-გააფრთხილა მომავალი სიძე და ხელი მხარზე მეგობრულად დაკრა
-მადლობთ..წავალ თქვენი ნებართვით-უთხრა ზრდილობიანად ელენეს დაემშვიდობა და გარეთ გავიდა. შვებით ამოისუნთქა და გაიღიმა. ტელეფონი ამოიღო და ანასთან დარეკა
-სად ხარ?-კითხა როგორც კი უპასუხა
-მე და ბარბი ვსირნობთ. მიდიხარ ჩემებთან?-ხმაში ნერვიულობა ეტყობოდა. ლუკას გაეღიმა
-კინოთეატრთან რამდენ წუთში მოხვალ?-უკვე ღიმილს ვეღარ იკავებდა როდესაც ბაბის ჭყლოპინი ესმოდა ტელეფონში
-10 წუთში მანდ ვარ-ჩასძახა ტელეფონში და გათიშა. ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა შენობას და დაელოდა როდისმოვიდოდა ანა. 10 წუთში ზუსტად იქ იყო
-დღეს მთელი დღეა არ მინახიხარ-გაბრაზებულმა უთხრა ლუკამ და წარბები შეკრა
-იყავი ჩემებთან?-ინტერესი ვერ დამალა ანამ..
-კი ვიყავი. არაფერი საწინააღმდეგო არააქვთ. მოკლედ მიდი რა მიაცუნცულე ბაბი სახლში და სადმე გავიდეთ ვილაპარაკოთ...
#გიოსთან და ქეთოსთან
-სულ მინდოდა ესეთ ადგილზე ამოსვლა მაგრამ არ ვიცოდი როგორ ამოვსულიყავი-სიცილით თქვა ქეთომ და თბილისის ხედს გახედა.
-არც ამის შემდეგ გეცოდინება..აქ ჩემს გარეშე ვერ წამოხვალ-უკნიდან მოეხვია გიო და ყელში აკოცა
-წამო ეკლესიაში შევიდეთ-უცებ მოცილდა გიოს და მამათა მოსატერში შევიდა. გიოს მოთხროვნით უკვე ეცვა გრძელი კაბა და თავზე თავსაბური ჰქონდა წაკრული. სანთელი დაანთო.. თავის საყვარელი ადამიანებისთვის ილოცა. რომელსაც უკვე გიო შემატებოდა და გარეთ გავიდა..
-მოდი აქ დაჯექი ოღონდ არგადავარდე-უთხრა გიომ სიცილით და ქვის დიდ ჯებირზე მიანიშნა რომელიც აქ ამომსვლელებს გადავარდნისგან იცავდა (შეგახსენებთ რომ ეს ადგილი არის ზედაზნის მონასტერი, საიდანაც მთელი თბილისი და მცხეთა ჩანს. თუ ხართ იქ ნამყოფი აუცილებლად მიხვდებით რა ჯებირზეა საუბარი)
-არმინდა როგადავვარდე-უთხრა ბავშვურად ქეთომ და უკან გაიწია
-ოო მოდი. რო გადავარდე მეც გადმოგყვები.-კვლავ იცინოდა გიო..სიბნელეშიც კი ჩანდა თუ როგორ სითბოს ასხივებდნენ მისი თვალები
-ჯერ გათენდეს და მერე-ენა გამოუყო ქეთომ და მინდორზე დაჯდა რომელიც მონასწრის მშვენიერებას კიდევ უფრო უსვავდა ხაზს.
-სანამ ჩემით გადამიგდიხარ მოდი აქ-ნაზად წამოაყენა გიომ ჯებირზე შემოსვა და უკნიდან მოეხვია
-არა ისე რა დაბალი ხარ ჰა? მაღლიდან ესე ლამაზი კიარჩანხარ-სიცილით უთხრა და ლოყაზე აკოცა.
-მე არვარ დაბალი ეს შენ ხარ 2 მეტრიანი მუტრუკი-წყენით უთხრა ქეთომ
-1.87იანი-სიცილით შეუსწორა
-ნახე უკვე თენდება-აღტაცებულმა ჩაილაპარაკა ქეთომ და გიოს მკერდს მიეყრდნო
-სანამ მზე იარსებებს მანამ მეყვარები-ჩასჩურჩულა გიომ. გოგონას არ გაკვირვებია..განა ქალური ეშმაკური ლოგიკით ვერ მიხვდებოდა რას გრძნობდა ბატონი გიორგი?
-მაგ ვიცოდი. ისე მზე რომ ეხლავე აფეთქდეს მერე აღარ გეყვარები?-კითხა სიცილით
-ნწუ. იმიტომ რომ არ აფეთქდება. ნუ მაიმუნობ ეხლა. რომ გათენდება წავიდეთ თორე ძალიან დაიღლებოდი-მზრუნველი ხმით უთხრა
-რა ჰქვია ამ ადგილს?
-არგეტყვი. რადგან მერე ჩემს გარეშე ამოხვალ. ამიტომ როდესაც აქ ამოსვლა მოგინდება შეგიძლია ნებისმიერ დროს მთხოვო და ამოგიყვან-თბილად უთხრა ქეთოს და ტანზე უფრო ძლიერად მიიკრა..

პატარა თავია მაგრამ სხვა რაღაც მაქ ჩაფიქრებული კიდევ და არგამოვა პირდაპირ ავ თავზე მიბმა. ასერომ მაპატიეთ ^_^



№1  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Raa sayvarlebi arian

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent