შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება რაც არ უნდა უბედური იყოს, მასში მაინც არის რაღაც ბედნიერება(სრულად)


7-07-2015, 00:04
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 8 891

11 წლის წინ.
ხუთი წლის გოგონა კარებს ამოფარებია. ღამის პერანგი ფეხებამდე წვდება, ფეხშიშველაა და წითური თმა მხრებზე ჩამოშლია. კანკალებს. ყურები დაცქვეტილი აქვს.ოთახიდან გასვლის ეშინია. გარედან შემზარავი ხმები ისმის.
ოთახის შუაში ორმოციოდე წლის მამაკაცი დგას. მელოტი თმა ყალყზე დასდგომია. მის წინ აქვითინებული ქალი ატუზულა. მთელი სხეული უკრთის. რაღაცას თავისთვის ბუტბუტებს. ქმარი კი უყვირის. მისი ხმა ალბათ მეზობლებსაც ესმით.ის უკანასკნელ ხმაზე იწყებს გინებას. ქალს ცრემლები ახრჩობს. მამაკაცი იხრება და ბატინკს იხდის, ხელში იღებს და ქალს თავში უმიზნებს. ქალს ცრემლები ახრჩობს და ერთი ადგილიდან ვერ ინძრება. თავიდან სისხლი სდის. ქმარი კიდევ უფრო ღიზიანდება. ცოლს უახლოვდება და ხელს კრავს. ის ძირს ენარცხება. მამაკაცი იხრება, თავის ტუჩებს ქალის ჩალურჯებულ ბაგეს ადებს, პირს აღებს და კბენს. ქალს კივილის თავიც კი არ აქვს. მისი ტუჩები ნაფლეთებადაა ქცეული. ამის დანახვაზე ბავშვი შოკში ვარდება. არ იცის რა ქნას. უნდა, მიეშველოს დედას,მაგრამ ეშინია.იცის, რომ მამა მასაც არ დაინდობს. მაგრამ მაინც დგამს წინ ნაბიჯს და მშობლების საძინებელში შედის.
-მამა, ეს ხომ დედაა!- ამბობს აკანკალებული ხმით და ცდილობს მამას გაუღიმოს,მაგრამ არ გამოსდის.
-გადი, აქედან, თორემ უარესი მოგივა. გეუბნები, რომ მერე საკუთარ თავზე არ ვაგებ პასუხს.
გოგონა უკან მაინც არ იხევს:
-რა გჭირს? შენ ხომ ის გიყვარს?
-მიყვარს-კაცი გამომწვევად იცინის.
-თუ არ გიყვარს, ხომ გიყვარდა- ბავშვს ხმა უფრო უკრთება.
-მისმინე, გადი, თორემ ინანებ, რაც მოგივა - მამაკაცი სკამს ძირს ისვრის.
-რა ხდება?ნუთუ, ჩხუბის მიზეზი ისაა, რომ აღარ გიყვარს?!
კაცი გინებას იწყებს და თავში ხელს იცემს:
-ის დღე დაიწყევლოს, როცა შენ შეგხვდი.
ქალი ხმას არ სცემს. ტკივა, მაგრამ აღარ ტირის. მისი სულიერი მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ჭრილობები აღარც კი ახსოვს. მას შავი თმა სახეს უფერავს. დაფლეთილს ტუჩებს უფრო იკვნეტს. მას მთელი ქვეყანა ფეხქვეშ ეცლება. ადრე ხომ ასე ძალიან უყვარდა მეუღლე. ახსოვს, როგორი ბედნიერი იყო, მაშინ როცა გათხოვდა. მაშინ ხომ ქვეყანა მისი ეგონა. ახსოვს ის პირველი კოცნა, რომელიც მის თვალში ყოველთვის დარჩება და ახსოვს ის პირველი გამჭოლი მზერა, რომელიც მის გულში მუდამ დარჩება. სიყვარულმა კი უკვე ფერი დაკარგა. ის უკვე ტკივილად და შიშად იქცა. ექვსი წლის წინ კი ვერც კი წარმოედგინა, თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა გათხოვებას. ის ხომ მხოლოდ ხალისიან და მომღიმარ ბიჭს ხედავდა, რომელსაც ქალის ღიმილი ყველაფერს ერჩივნა. ნუთუ, ეს სიყვარული ყალბი იყო?! საერთოდ, რამ შეცვალა ის. როგორი უცნაური სიყვარული, რომელიც ცხოვრებასაც ესეც უცნაურს ხდის.
კაცი ბავშვს უყვირის. ბავშვი ტირილს იწყებს, მაგრამ ცდილობს, რომ შეიკავოს.
-მამა, გაჩერდი. გთხოვს, თუ გუყვარდე, გაჩერდი.
გიყვარდე ამ სიტყვაზე კაცს თითქოს სახე ეცვლება. იფიქრებ, რაღაც ადამიანური მასში ჯერ კიდევ დარჩაო, მაგრამ გამომეტყველება მაშინვე ეცვლება.
-გაეთრიე-მეთქი. არ გესმის?
-შენ გინდა, რომ დედა მოკლა?
-გაეთრიე, თორემ თვითონ გაგათრევ - კაცი ხმას უწევს.
-უფლებას არ მოგცემ, რომ დედა მოკლა.
კაცის ბრაზი მწვერვალს აღწევს. ბავშვს თმით სწევს და გარეთ აგდებს. კარებს გასაღებით კეტავს.
საათმა ორი ჩამოკრა. ქალაქს ძინავს. მხოლოდ კაცის გინება და ნივთების სროლა ისმის. ზოგჯერ გამოერევა ხოლმე ქალი დაბალ ხმაზე ქვითინი.
კარების იქით პატარა გოგონა ჩხავის, ბღავის და უკანასკნელ ხმაზე დახმარებას ითხოვს. მაგრამ მშველელი არ ჩანს. მეზობლებსაც ეშინიათ მამამისის. მათ არ უნდათ, რომ სხვა დაიცვან.
გოგონა ხვდება, რომ სრულიად უმწეოდაა. არავინ ეხაურება. არადა იცის, რომ ესმით. ვის დაეძინება, ასეთ ხმებში.
ის უკანასკნელ ხმაზე კივის:
-მშიშრებო.....
მის პასუხად მამამისი ოთახიდან იგინება.
დედას უკვე გონი დაუკარგავს,მაგრამ კაცი მაინც განაგრძობს მის ცემას. ფეხებს სახეში ურტყვამს, თმაზე ექაჩება და ტუჩებს კიდევ უფრო უღიზიანებს.
გოგონას შიშისაგან ეძინება.
ხმები დილამდე გრძელდება. ქალს დამხმარე არავინ გამოუჩნდა. მანამ, სანამ ქალი ბოლოჯერ არ ამოისუნთქავს. მისი ბოლო სიტყვაა:
-შვილოო...-ისგაგრძელებას ვეღარ ახერხებს. ხმა უწყდება და შეშდება. ის უკვე აღარაა. ვინ იცის სად წავიდა და ან წავიდა, რომ სადმე. იქნებ იქ მაინც ჰპოვოს სიმშვიდე, რასაც ასე ეძებდა, მაგრამ ვერ მოიპოვა.
კაცი კარებს აღებს. ფეხაკრეფით ჩადის ეზოში და ჯიპში ჯდება. მაღალი სიჩქარით ძრავს მანქანას და სახლს წყდება.
გოგონას ეღვიძება. სულ ფერმკრთალი და სველია. ძილშიც კი ტიროდა. სიზმრებში საშინელ კოშმარებს ხედავდა.
მის წინ ჩაიქროლებს ღამის მოგონებები. ის მაშინვე კარებთან მიდის და დედას ეძახის:
-დედა, სად ხარ?
ხმას არავინ სცემს. ის საწოლს უახლოვდება და ხედავს მის გვერდით ცივ სხეულს. იხრება და შუბლზე ხელს ადებს.
-მკვდარია - კივის.
ქალის უსიცოცხლო სხეულს ეხვევა და კოცნის. იცის, რომ ვეღარ გაცოცხლდება, მაგრამ მაინც ცდილობს, რომ გაათბოს. საბნებს აფარებს და ევედრება:
-დედა, ხომ მეუბნებოდი არასდროს დაგტოვებო. გთხოვ, გაცოცხლდი. შენ ხომ დამპირდი. დაპირებებს კი ასრულებენ - გოგონა ხედავს, რომ ყველაფერი მორჩა და უფრო ხმამარლა ტირის.
მეზობლებმა ყველაფერი გაიგეს. მათ შეეშინდათ. ახლაც ესმით ბავშვის ტირილი. ისინი კარებზე ზარს რეკავენ.
გოგონა კიდევ უფრო ბრაზდება. კარებთან მისი და მათ უკივის:
-ის თქვენც მოკალით. ყველანი მისი მკვლელები ხართ. თქვენ მას არ დაეხმარეთ. გაეთრიეთ აქედან.
ისინი ხმას ვერ იღებენ და კარებს შორდებიან .
-რა უნდა გაგეკეთებია - ამბობს მაღალი მამაკაცი და თან ცოლს უყურებს, ხომ არ მკიცხავსო.
-ის გიჟი იყო. გიჟი კი თავისუფალია - ცოლი უღიმისს და თავს მხარზე ადებს.
ქმარიც კმაყოფილია და ქალს მიმართავს:
-ავიდეთ და ვისაუზმოთ.
ისინი მიდიან.
სხვებიც მათ ბაძავენ.
საღამოვდება. გოგონა კვლავ დედის გვამთანაა. არ იცის რა გააკეთოს. ფიქრობს ვის დაურეკოს. დედა დედისერთა იყო. მისი მშობლები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. მათ ხომ არაფერი იცოდნენ იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა, მათი შვილის ოჯახში. ის ამაზე არავის ესაუბრებოდა, რადგან სიყვარულს გატეხვის უფლებას არ აძლევდა. არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ მასში შეცდა დასაკუთარ თავსაც ვერ უტყვდებოდა. იმედოვნებდა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა, მაგრამ ეს კონფლიქტი ასე დასრულდა. ის მკვდარია, კაცი კი გაიქცა და სულ ფეხებზე კიდია შვილიც და დანარჩენი სხვაც. შესაძლოა, რამეს განიცდის, მაგრამ ეგეც მალე გადაუვლის. წავა დათვრება, რამდენიმე იაფფასიან მეძავს იშოვის და ყველაფერი დაავიწყდება. დაავიწყდება თუ არა გააგრძელებს თავის ბინძურ ცხოვრებას. ყველასგან შორს და თუ არ დაიჭერენ ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ქუჩაში სული არ ამოხდება.
გოგონა ტელეფონს იღებს და ბებიას ნომერს კრეფს.
-თამრო ბებო - მხოლოდ ამის თქმას ახერხებს.
-ლიზა, ამ დილა ადრიან რა გარეკვინებს.(ბებია)
ბავშვი ტირილს იწყებს.
-რა ხდება ?! - გაკვირვებული ბებია ეკითხება.
-გთხოვ, დაუყოვნებლივ მოდი- ლიზა ძალას იძენს.
-მითხარი, რა ხდება(ბებია)
-არ შემიძლია. უბრალოდ მოდი(ლიზა)
ბებია ყურმილს კიდებს. მოსაცმელს მოიცვამს და აჩქარებით მიდის შვილის სახლისაკებ, სადაც არა ერთხელ წასულა, მაგრამ ახლა ანერვიულებულია. ერთი ორად ეჩვენება. სადარბაზო ეშლება, მაგრამ ბოლოს მაინც აგნებს საყვარელი შვილის სახლს.
გარემო განსხვავებულად ეჩვენება.
ზარს რეკავს.
შეშინებული ლიზა კარებთან მიდის:
-ბებო, შენ ხარ?
-მე ვარ- ბებია კიდევ უფრო გაკვირვებულია. ადრე ხომ შვილიშვილი არც კი ეკითხებოდა შენ ხარო და კარს მაშინვე უღებდა.
ბებია შემოდის.
-ხომ მშვიდობაა?(ის)
გოგონა უარის ნიშნად თავს გააქნევს და ბებიას მშობლების საძინებლისკენ მიუთითებს.
მოხუცი ოთახში შედის და წამიერად შეშდება.
-სად არიან ან აქ რა ამბავია?(ის)
ლიზა ლოგინისკენ ანიშნებს. ბებია კრთება, სახეზე ფერი ეკარგება და ძირს ენარცხება. ხმის იოგების ჩაწყვეტამდე კივის:
-შვილო... შვილოო. ჩემო თამუნაა....
ისიც ეფერება ცხედარს ისე, თითქოს ცოცხალი იყოს.
მოხუცი გონზე, როცა მოდის. შვილიშვილს ეკითხება:
-რა მოხდა?
-მან მოკლა - მამის სახელს ვეღარ ამბობს და მას ვეღარც მამით მოიხსენიებს.
-ვინ?(ბებია)
-ქმარმა - ის პირველად მოიხსენიებს ასე მამას.
მოხუცი გონზე ვერაა. ყველაფერს მოელოდა და არა ამას. უფრო აქვითინდება და თითქოს ცდილობს მკვდარ შვილს გააგებინოსი:
-თუ ასეთი ვითარება იყო ოჯახში რატომ არ მეუბნებოდი. როგორი ბრმაა სიყვარული. ბავშვობიდან არ გეუბნებოდი, გრძნობებმა არ დაგაბრმავოსო.
-ბებია - ლიზა მოხუცს ეხუტება.
მიცვალებული და სამი ადამიანი გვერდით. ბებია, ბაბუა და შვილიშვილი ქვითინებენ.
საღამოს ცხრა ჩამოკრა საათმა. სასწრაფო მოვიდა, სიკვდილის დასადასტურებლად. ისინი განცვიფრებელები არიან. ასეთი რამის მომსწრენი პირველად გახდნენ.
ტუჩები დაგლეჯილი, კეფიდან სისხლი, სახე დასახიჩრებული ისე, რომ ცხედარს ვერ ამოიცნობ, სხეულზე უამრავი ჭრილობა, ზოგი ბასრი ნივთებით და ზოგიც ჯიბის დანით მიყენებული. ალბათ, ბოლოს დანა ამოიღო და ისე გაუსწორდა უმწეო ქალს.
ცხედრის სახე სველია სისხლითა და ცრემლით. ისინი ერთმანეთში არეულა.
სასწრაფოს ექიმები პოლიციაში რეკავენ.
რამდენიმე პოლიციელი ოთახში შემოდის და ნანახით შეძრწუნებულია. ისინი ლიზას ეკითხებიან მომხდარის შესახებ. როცა ბავშვი მოყოლას ასრულებს, უფრო უკვირთ.
-მეზობლები და ასეთები, ღმერთო. რისი მომსწე არ გახდება კაცი - ამბობს ერთ-ერთი ხანში შესული პოლიციელი.
-ადამიანობა სულ დაეკარგათ. მხოლოდ თავიანი ტყავისთვის ზრუნავენ- ამბობდა თამრო ბებია და ცხვირსახოცით იმშრალებდა ცრემლებს, რომლებიც ღაპარუპით ეცემოდა მის სახეს.
-დედას ვეღარასდროს ვნახავ. სად არის ის? -ოთახში მყოფთ მიაშტერა ლიზამ თვალები.
-მან მშვიდობა ჰპოვა - აუღელვებლად უპასუხა ექიმმა.
კივილი დაიიწყო. თავზე კონტროლი დაკარგული ჰქონდა.
-რას ნიშნავს მშვიდობა? მშვიდობა მისთვის ოჯახი იყო, მე ვიყავი მისი ერთადერთი ოჯახის წევრი. ახლა კი ეულად დავრჩი. სულ მარტო. როგორ შეგიძლიათ ასე მშვიდად საუბარი?(ლიზა)
-დამშვიდდი. ყველაფერი კარგად იქნება(ექიმი)
გოგონას მოთმინებას საზღვარი არ ჰქონდა. თავის ოთახში გავვარდა, კარები მიაჯახუნა და მწარედ ატირდა.
„ყველაფერი კარგად იქნება“ - ამ სიტყვებს ვერ იტას.ეს ფუჭი დასამშვიდებელი წინადადებაა. მისთვის მართლაც რომ ყველაფერი კარგად იქნება, მას არ დაუკარგავს დედა. მისთვის ამის თქმა ადვილია.


ახლანდელი დრო.
მაღვიძარამ დარეკა.ლიზა მეორე მხარე გადაგორდა და ტელეფონს დახედა. უხალისოდ ადგა. სახლში ჩვეული სიჩუმე სუფევდაგარეთ მაისი მზე აცხუნებდა.
გოგონა სკოლისთვის მოემზადა. წასვლისას სარკის წინ დადგა. ეს იყო ლიზა. საშუალო სიმაღლის გამხდარი გოგონა, წითური გრძელი თმა მხრებზე ჩამოშლოდა. შავი ზედა და შარვალი ეცვა. ის ხომ მისი საყვარელი ფერი იყო. შავებითა და წითელი თმით რაღაც არამქვეყნიურ არსებას ჰგავდა.
ეზოში ჩავიდა, ნაუშნიკები ტელეფონს შეაერთა და საყვარელი სიმღერა ჩართო, რომლისთვისაც უკვე ათასჯერ ჰქონდა მოსმენილი, მაგრამ მაინც არ ბეზრდებოდა. ეს იყო ლანას:never let me go.
ათ წუთში უკვე კლასში იყო.
ის თავის დაქალს მიუჯდა. მას მერი ჰქვია.
მერი შავგვრემანი გოგონა იყო. მისთაირი აღნაგობის.
-რა გჭირს?(მერი)
-არაფერი(ლიზა)
-არა. უთუოდ რაღაც გჭირს?(მერი)
-დედა დამესიზმრა. უკვე რამდენი ხანია, რაც სიზმრებში ვხედავს(ლიზა)
-ალბათ, იმიტომ რომ ენატრები(მერი)
-კარგი, რა. ეს უბრალოდ ცრურწმენაა. არავინ ვიცით ის სადაა- ლიზას გაეღიმა და კარებისკენ გაიხედა.
-ზარი დაირეკა(მერი)
-როგორც ყოველთვის. დავიღალე...-ლიზამ მუდარებით შეხედა მეგობარს თითქოს, მას შეეძლო მისი შველა.
-ისტორია გვაქვს(მერი)
-არ მისწავლია- ლიზამ ნიშნის მოგებით შეხედა მერი და მერე მზერა მასწავლებელს სტყორცნა.
ლიზას ისტორია საერთოდ არ უყვარდა. გოგონა თვაისუფლებას ეტრფოდა. შეზღუდვას ვერ იტანდა. ისტორია კი ყველაზე დიდი შეზღუდვაა დროსა და სივრცეში.
მასწავლებელი ნანამ ამაყად შემოაბიჯა საკლასო ოთახში.
ბიჭებმა თვალი მაცდურად გააყოლეს. ეს იყო ორმოციოდე წლის ქალი, მაგრამ საკმაოდ მიმზიდველი. შავი თმა მოკლედ შეეჭრა და ცხვირი მაღლა აეწია, მაგრამ მისი ღირსება სულ სხვა იყო. ეს იყო უკან გამოწეული საჯდომი და წინ მთასავით გაშლილი დიდი მკერდი. მისი სხეულის გამოყვანილობას ხაზს უსვამდა მისი სამოსიც. ვიწრო მოკლე კაბა და ვიწრო თეთრი ოდნავ გამჭირველე პერანგი ეცვა, წინ საკმაოდ ჩახსნილი, მაღალი ქუსლები კი გრძელ ფეხებს უჩენდა.
ლიზას ეს ქალი თვალში არ მოსდიოდა. მის თვალში ის საშინლად ამაზრზენი იყო.
ლიზა გაკვეთილს არ უსმენდა. ფიქრობდა იმ სიზმრებზე, რომლებიდანაც თავი ვერ დაეღწია. ისტორიის გაკვეთილის ხმები კი სასტიკად აღიზიანებდა. მისი ისტორია საკმაოდ ჩახლართული იყო.
დედამისი მამამისმა მოკლა. ის ეხლა ციხეშია, მაგრამ არ უღიარებია დანაშაული და არავინ იცის მკვლელობის მიზეზიც. რის ნიადაგზე მოკლა მან თამუნა.ლიზა მანამდე არ ყოფილა იმის მომსწრე, რომ მამამის დედამისი ეცემა. შეიძლება უბრალოდ დაეყვირა, რაც ყველა ოჯახში ხდება ხოლმე,მაგრამ განსაკუთრებული მას არ შეემჩნია.
ბებია და ბაბუამაც იგივე თქვეს ჩვენებისას. მათთვისაც ეს ყველაფერი მოულოდნელი იყო. ბებია ნერვიულობისგან მეორე წელსვე გარდაიცვალა. ბაბუა კი ლიზას ბავშვობის შემდეგ სოფელში წავიდა. იქ მუშაობს და მისი კეთილდღეობისთვის ყველაფერს ცდილობს.
მას შემდეგ ლიზას ყველაზე მეტად ერთი რამ აინტერესებს, რატომ მოკლა მამამისმა დედამისი, რომელიც ასე ძალიან უყვარდა.
ზარი გაისმა.
-ლიზა, ლიზა - დაუძახა მერიმ და შეანჯღრია.
-რა მოხდა?! -გაიკვირვა ლიზამ.
-ზარი დაირეკა. ნუთუ, არაფერი გაგიგია?(მერი)
-არა- ლიზას გაეცინა. ეს ჩვეული მოვლენა იყო.
-ქართული გვაქვს. წამოხვალ თუ არა?- მერიმ მაცდური თვალებით შეხედა მეგობარს.
-რა თქმა უნდა, წამოვალ - ლიზას გაეცინა და ჩანთას ხელი მოკიდა.
-შემდეგი გაკვეთილი არ მოუცია ნანას(მერი)
-უი, მართლა.უკეთესი იქნებოდა ჩემ ისტორიას თუ გამააზრებინებდა(ლიზა)
-გეყო, რა(მერი)
-ოთარაან თქვრივის დახასიათება დაწერე?(ლიზა)
-აუ, გოგო, ძლივს დავწერე - მერიმ გაიღიმა. ის ხომ სუსტი იყო ესეების წერაში.
ლიზას გაეღიმა:
-რით ვერ ისწავლე წერა?
-ყველა შენნაირი კი ვერ იქნება(მერი)
ლიზას ქართული უყვარდა და ყველაზე კარგად სწავლობდა. უცხო ენებიც ეადვილებოდა. სხვა საგნებში კი რიგითი მოსწავლე იყო. სწავლობდა, მაგრამ არც ბრწყინავდა. თვით ისტორიასაც კი სწავლობდა.
გოგონა ნიჭიერი იყო. მხატვრულ კითხვაზე დადიოდა.ეს იყო მისი განსაკუთრებული ნიჭი. უნდოდა მსახიობი გამხდარიყო. პატარ-პატარა როლებში ჰქონდა მიღებული მონაწილეობა.
მერი მისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. ეს ყველაფერი მისთვის უცხო იყო. მისი ნიჭი იყო საბუნისმეტყველო საგნები, მათემატიკაც ეხერხებოდა. მას უნდოდა მეცნიერი გამოსულიყო და ახალი აღმოჩენებით სამყარო გადაეტრიალებინა.
ლიზა და მერი ერთმანეთს არაფერში არ გავდნენ და მაინც საუკეთესო მეგობრები იყვნენ, რაც ყველას უკვირდა, მათ შორის გოგონებსაც.
სკოლა დასრულდა.
-გოგო, მხატვრული კითხვის საღამო გვაქვს და არ წამოხვალ?(ლიზა)
-დღეს ფიზიკის მასწავლებელი მომდის და ვერა(მერი)
ლიზა მიჩვეული იყო მისგან ასეთ პასუხს და არც გაკვირვებია.
გოგონა ავტობუსში ავიდა. როგორ ვერ იტანდა საზოგადო ტრანსპორტით მგზავრობას, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. ჭ....ტვა იყო. მოხუცები და ქალები იდგნენ ქართველი კაცური კაცები კი უნამუსოდ წამოშოლტილიყვნენ სკამებზე. ლიზას ეს საშინლად აცოფებდა. „კაცი, რაც კაცური გახდა მაგის მერეა ასეთი“- გაიფიქრა თავისთვის.
მოხუცი ამოვიდა. წელში მოხრილიყო და ძვივს დადიოდა. ლამის იყო წაქცეულიყო. ლიზამ ვეღარ მოითმიდა და მჯდომარეებს მიმართა:
-თუ შეიძლება დაუთმეთ ადგილი ძლივს დგას.
მათ ყურიც არ ათხოვეს. ლიზამ ისევ გაიმეორა.
-ეგ ჩემი პრობლემა არაა-ბიჭმა დამცინავად უპასუხა და კუნთებზე დაიხედა.
ლიზა შეკრთა. კიდევ ერთხელ მიხვდა, რომ შეუგნებელს ვერაფერს გააგებინებ და მეორე მხარეს დადგა.
ასეთ სიტუაციაში ის ხშირად ხვდებოდა, მაგრამ თავისას მაინც არ იშლიდა.
საღამოს გვიან დაბრუნდა. გადაღლილი იყო, მაგრამ მაინც არ ეძინებოდა. ავტობუსში მომხდარზე ფიქრობდა. ფიქრობდა, რომ ადამიანებმა ადამიანობა დაკარგეს და განიცდიდა, რომ ასეთ ქვეყანაში ცხოვრობს.
ნოსტალგია მოაწვა. დედა გაახსენდა. მერე ბებიაც . მაშინ ხუთი წლის იყო, მაგრამ მათი სახე ახლაც კი თვალ წინ უდგას.
მთელი სახლი გადაატრიალა.გამოყარა შკაფები, სათავსოები, თაროები, მაგრამ ვერაფერი ნახა.მამამისმა ასე როგორ დამალა მიზეზი.რის გამო მოკლა ცოლი. იქნებ არც აქვს საბუთი არ არსებობს. „უბრალოდ გიჟი“- გაიფიქრა გოგონამ და შეწყვიტა საბუთის ძებნა. „ხშირად ინტერესი უარეს გიშვრება. საჭირო არ იყო ამდენი ცნობისმოყვარეობა“-გოგონამ ძალითტ დააჯერა საკუთარი თვი.ლიზა საკუტარ თავს დაპირდა, რომ ძებნას შეეშვებოდა. ძებნა ცოტა არ იყო სასაცილოდ ჟღერს.ეს უკვე მის დაავადებად იყო ქცეული. რაც არ იყო, რას იპოვიდა.
მეორე დღეს გოგონამ უფრო ხალისიანად გაიღვიძა.ფანჯარა გამოაღო.გარედან ჩიტების საამო გალობა ისმოდა. გოგონა ცოტა ხანს მათი ყურებით ტკბებოდა. განსაკუთრებულ ხასიათზე იყო. ალბათ, ამის მიზეზი ის პირობა იყო, რომელიც საკუთარ თავთან დადო.
შემდეგ სამზარეულოში გავიდა. ცოტა დანაყრდა. შემდგომ ისვე საძინებელში გავიდა და კარადა გამოაღო.სულ შავი სამოსი ჰქონდა. ეს მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მეტყველებდა. გადაწყვიტა, რომ გარდერობი განეახლებინა.
„შავი აღარ მინდა! მეყო, რაც ვატარე! გლოვა დასრულდა!“-საკუთარ თავს უთხრა.
კვირა დღე იყო. დღე, როცა ყველას ისვენებს და ყველა ბედნიერია, მაგრამ ლიზა განსაკუთრებულად ვერ იტანდა ამ დღე. ყოველ კვირა დღეს დედის მკვლელობა ახსენდეოდა. ისიც ხომ კვირას მოხდა. ეს იყო პირველი კვირა, როცა თავს კარგად გრძნობდა და ცხოვრების თავიდან დაწყებას ცდილობდა.
ლიზა ფეისბუქში შევიდა თუ არა მერის მესიჯი მიიღო.
-გოგო, დილას აქ რა გინდა?- ეკითხებოდა გაკვირვებული მერი, რადგან იცოდა, რომ ლიზა სოციალურ ქსელში დილას არასდროს შემოდიოდა. ის ხომ ყოველ უქმეებზე გვიან დგებოდა.
-სასწაულია!-ლიზამ მაშინვე მიწერა და თავისთვის გაეღიმა.
-მოხდა რამე?(მერი)
-დღეიდან ცხოვრებას თავიდან ვიწყებ(ლიზა)
-გოგო,თვალებს არ ვუჯერებ. შევხვდეთ?(მერი)
-პირველ რიგში გარდერობი უნდა გამოვცვალო. გოგო, გამომყევი საყიდლებზე(ლიზა)
-აი მესმის. ათ წუთში შენთან ვარ(ლიზა)
მერი ათ წუთში არა, მაგრამ ოცში ლიზასთან იყო. გოგონები ერთმანეთს წლების უნახავებივით გადაეხვივნენ.
-სულ სხვა ლიზა!(მერი)
-წავიდეთ?-ლიზამ თვალი ჩაიკრა.
-ნახვამდის, შავო ფერო(მერი)
გოგონები გავიდნენ. ლიზა ასეთი მოცინარი პირველად იყო. ყველაფერი ახალი შეიძინეს. არანაირი შავი. ფერადი სამოსი ფერადი ცხოვრების საწყისია.
სახლში ორივენი გახარებულები დაბრუნდნენ.
-გოგო, შენ სულ სხვა ხარ(მერი)
ლიზას ამაზე გაეღიმა.
-იმედია, დაივიწყებ 66-ე სონეტს?-მერიმ ინტერესიანი თვალები მიანათა ლიზას. ის ხომ ყოველ დღე ამ სონეტს კითხულობდა უკვე ოთხი წელია.
-ცხოვრება თავიდან დავიწყო ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასზე უარი ვთქვა. ის მაინც ჩემ საყვარელ სონეტად დარჩება(ლიზა)
-დარჩება ერთია და წაკითხვა მეორე. ყოველ დღე ხომ აღარ უკირკიტებ? გთხოვ, დამპირდი(მერი)
-არა. გპირდები(ლიზა)
მერი პასუხად გადაეხვია.
მეორე დღეს ლიზას ბედნიერს გაეღვიძა. კოშმარის გარეშე ეძინა. რაღაც დაესიზმრა, მაგრამ აღარც კი ახსოვდა.
ადგა და გარდერობში შეიხედა. შავი რომ ვერ დაინახა თავიდან ეუცხოა, მაგრამ ეს არაფერის. სიახლე ყოველთვის გვეუცხოება ხოლმე. ჩვენთვის უცხოა ის, რასაც არ ვართ შეჩვეული.
შინდისფერი წელში გამოყვანილი კაბა ჩაიცვა. ძალიან ლამაზი იყო. ეს იყო უკვე სხვა გოგო. გოგო, რომელიც ცხოვრებას ნათელ ფერებში ხედავს და წარსულს არ მისტირის.
ლიზა თვითონაც გაკვირვებული დარჩა.
ფეხზე კედები ჩაიცვა და სკოლისკენ აიღო გეზი. გზაში ყველანი გაკვირვებულები უყურებდნენ.
-ეს ის ლიზა არ არის-ეკითხებოდნენ ერთმანეთს.
დიახ, ეს ის ლიზა იყო.
საკლასო ოთახი შეაღო. მერის გაეღიმა და მერისკენ წავიდა.
-აი მესმის(მერი)
სხვებიც გაკვირვებულები დარჩნენ.
-ვერ გცნობ-გაოცდა მისი ერთ-ერთი კლასელი ნინო.
-შენ სულ შავებში გვახსოვხართ(რამდენიმე გოგონა)
-ცხოვრებას თავიდან ვიწყებ(ლიზა)
ამ დროს დამრიგებელი შემოვიდა. ის იყო ისტორიის მასწავლებელი ნანა.
-ლიზა, რა ლამაზი კაბაა-აღფრთოვანება ვერ დამალა ნანა მასწავლებელმა. ის თან თავის ტანს უყურებდა. ალბათ, გონებაში ფიქრობდა- მეც მომიხდებოდა.
ეს ქალი ბავშვებთან ზედმეტ ლოიაულობას იჩენდა. სიმართლე რომ ვთქვათ, თვითონაც ეზარებოდა გკვეთილის ნორმალურად ჩატარება და არც მათგან ითხოვდა. სულ ბოლო გაკვეთილები ჰქონდა და მოსწავლეებს ხშირად უშვებდა სახლში. საკონტროლოებს შინ ატანდა- დაიზეპირეთ და მერე დაწერეთო. ერთი სიტყვით, მისი მთავარი საფიქრალს ჩაცმა-დახურვა წარმოადგენდა. გაუთხოვარი იყო და არ იცოდა რა ექნა.
მისმა გაკვეთილმა ძველებურად ჩაიარა.
ლიზა სახლში დაბრუნდა. მისი პირობა ძალაში იყო, მაგრამ მისი შესრულება უბრალოდ არ შეეძლო. მისი მთელი არსება მიიწევდა მშობლები ოთახისკენ. უკვე ათასჯერ გადაეტრიალებინა მთელი იოთახი, მაგრამ მაინც არ ჯეროდა, რომ ყოველივე შესაძლებლობა ამოწურული იყო. ზოგჯერ ამას ავადმყოფობად თვლიდა და ზოგჯერ სრულ ჭეშმარიტებად მიაჩნდა. მერისა და მას შორის ხშირი იყო ასეთი დიალოგი:
-გოგო, თუ არ მორჩები, ფსიქოლოგთან წაგიყვან(მერი)
-არანაირი ფსიქოლოგი არ მჭირდება(ლიზა)
-ლიზა, არ გესმის რომ ეს უკვე დაავადებად გექცა?(მერი)
ამ სიტყვებზე კი ლიზა ღიზიანდებოდა. გაბრაზებული კი არავის ელაპარაკებოდა ხოლმე. ლოგინზე დაეშვებოდა ხოლმე და ხმამაღლა ტიროდა. უარყოფით ემოციებს ასე ებრძოდა.
მერე მერიმაც შეწყვიტა მეგობრისთვის ჭკუის დარიგება. მან მიიღო ლიზა ისეთი, როგორიც იყო.
გოგონა აფორიაქებული იყო. ოთახებში ბოლთას ცემდა. საათის წიკ-წიკი მასში ზიზღვს იწვევდა. რამდნიმე კვირა და საატესტარო გამოცდები კარზე ადგებოდა, მაგრამ ის სულ არ ნაღვლობდა. მართალია, საბუნისმეტყველოები კარგად არ იცოდა და არც გეოგრაფია,მაგრამ ამაზე ფიქრისთვის უბრალოდ დრო არ ჰქონდა და გინდ ჰქონოდა მის ტვინსა და გულში მეტი ფიქრის გავლებისათვის ადგილი არ რჩებოდა.
-ბოლო გაჩერება საძინებელი-თავისთვის თქვა და მშობლების საძინებელში სირბილით შევიდა.
ყველაფერი ისე იდგა, როგორც თერთმეტი წლის წინ. ეს იგივე ოთახი იყო, ოღონდ მათ გარეშე. ლიზა თავიდან მამამისთან ციხეში მიდიოდა, რათა რაიმე ინფორმაცია გამოეტყუა იმ დღეზე, მაგრამ მისი მცდელობები ამაო გამოდგა. ახლა კი უმწეო გოგონა მარტო იყო დარჩენილი და ისე ცდილობდა ამ თავსატეხის ამოხსნას.
ზუსტად იმ ადგილას იდგა, სადაც დედა იცლებოდა სისხლისგან თერთმეტი წლის წინ. ლიზა დაიხარა. უნებურად საწოლის ქვეშ შეიხედა. კედელთან ამოჭრილი იყო. გოგონა აღელდა. ამას ხომ მისი თვალები პირველად ხედავდა. მაგრამ ის ჩაკეტილი იყო. გოგონა საშინელ ხასიათზე დადგა. გადაწყვიტა მერისთვის დაერეკა, იქნებ ის დახმარებოდა.
ტელეფონი აიღო. თან ხელი უკანკალებდა. მან ხომ მერის პირობა მისცა. მეტი გამოსავალი არ იყო.
-მერი-ხმა უკანკალებდა.
-ლიზა, როგორ ხარ?(მერი)
გოგონამ კითვაზე კითხვით უპასუხა:
-შეგიძლია მოხვიდე?
-რა ხდება?(მერი)
-გთხოვ, კითხვების გარეშე(ლიზა)
-კარგი-მერი მაშინვე დათანხმდა. ის 13 წელია მას იცნობდა. ბაღიდან ერთად მოდიოდნენ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი ცხოვრების თანამგზავრი იყო. ამიტომ ის არ შეეწინაამღდეგა. მან იცოდა გოგონას ურყევი ხასიათის შესახებ.
ლიზა ნერვიულობისგან ხან ერთ ოთახში გადიოდა და ხან მეორეში.
კარზე ზარი გაისმა. ლიზა სირბილით მივიდა გასაღებად.
-საბუნისმეტყველოს მეცადინეობა ხომ არ გინდა?- მერიმ მაცდურით თვალებით შეხედა ლიზას. იცოდა, რომ ამაზე ყველაზე ნაკლებად დაურეკავდა.
-წამოდი-ლიზამ მერის ხელი მოკიდა.
-ახალი ნახე რამე?-მერის გაეცინა მეგობრის ავადმყოფობაზე.
-კი-ნიშნის მოგებით უპასუხა ლიზამ და საწოლის ქვეშ შეახედა.
-რა არის აქ?(მერი)
-ვერ ვაღებ(ლიზა)
-ეს მარტივია. თმის სარჭით არაერთხელ გამიღია(მერი)
-სწორედ ამიტომ მქონდა შენი იმედი-ლიზა დაქალს მადლიერებით აღსავსე თვალებით შეხედა. თავის ოთახში გავიდა, თმის სარჭი მოიტანა და მერის მიაწოდა.
მერიმ დაბრკოლების გარეშე გახსნა.ლიზას თვალები გაუნთდა. ლოგინი უფრო გამოსწია და საიდუმლო სათავსოში ხელი შეყო.
მერიც ინტერესით კვდებოდა. რაღაც რვეული შერჩათ ხელში. მისი ფურცლები უკვე გაყვითელბულიყო. ეტყობოდა,რომ საკმაოდ დიდი ხანი იყო, რაც ინახებოდა.
ლიზას სახე გაუნათდა.
-გადაშლი?(მერი)
-რა თქმა უნდა-ლიზამ გადაშალა. დღიური იყო მისი წარმოება 18 წლის წინ იწყებოდა.იმ წელს, როცა მისმა მშობლბმა ერთმანეთი გაიცნეს.
-რა არის? რა წერია?(მერი)
-დედაჩემის დღიურია(ლიზა)
-წაიკითხავ?(მერი)
-კი,მაგრამ მარტო დამტოვე.რამე საინტერესოს თუ წავაწყდი, გეტყვი(ლიზა)
-რა თქმა უნდა-უპასუხა მერიმ და ოთახი დატოვა.
ლიზას კარებიც კი არ დაუკეტავს ისე დაიწყო კითხვა.
„დღიურს 18 წელი წერდა დედა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ფურცელია. ალბათ, მხოლოდ განსაკუთრებული მოვლენები აქვს აღწერილი“-ლიზამ თავისთვის ჩაილაპარაკა დათხვა დაიწყო:

„დღიურის პირველი დღე.
გამარჯობა, ჩემი უხილავო მეგობარი. იცი, ჩანაწერები არასდროს მიწარმოებია და არც მქონია სურვილი, მაგრამ ახლა რაღაც ძალა მიხმოს, რომ უნდა გესაუბრო...
დღეს გაზაფხულია. ისევ ჩვეულებრივი დღეაა.
დღეს სამედიცინო ინსტიტუტიდან მორგში ვიყავით, მაგრამ ეს არ იყო ჩვეულებრივი ექსკურსია. იცი, ერთ ქირურგს შევხვდი.მამუკა ჰქვია.ასე ჯერ არავის დავუინტერესებივარ. არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი.თუმცა მიზეზი რათ უნდა, გრძნობებს არანაირი მიზეზი არ აქვს, რადგან თვით გულია გაუგებარი. მას კაცი ვერ გაუგებს. რამდენმა არ ცადა, მაგრამ ამაოდ და ახლა მე ჩვეულებრივი ადამიანი მას რას გავუგებ.
ის არც მაღალია, არც კუნთებით გამოირჩევა და არც ზესიმპათიურობით, მაგრამ რაღაცას ვგრძნობ.
ის სულ სხვანაირია. სათვალეები უკეთია. მისი ცხოვრება ადამიანია და ყველაფერს აკეთებს მათი გადარჩენისთვის. 28-29 წლის იქნება, მაგრამ ფიქრობს, როგორც ცხოვრება გამოვლილი ბრძენკაცი. აი, რა მომწონს მასში.
მაგრამ ჯერ არ ვიცნობ. მოდი, მოვლენების განვითარებას დაველოდები“.
ერთი კვირა არაფერი ჩაუწერია თამუნას დღიურში. შემდეგ კი ემოციებით სავსე აკანკალებული ხელით წერდა:
გამარჯობა. ერთი კვირა გავიდა, რაც არ გვისაუბრია.
ამ ერთი კვირის განმავლობაში მრავალი რამ მოხდა ჩემ ცხოვრებაში.
შეყვარებული ვარ! სრულიად დარწმუნებული ვარ ჩემ გრძნობებში. ის მართლაც ღირსეული ადამიანია. მასნაირს არ შევხვედვრირვარ და არამგონია, რომ როდესმე შევხვდე. ვფიქრობ, ის ჩემი ბედია,ბედნიერი ბედი. პრობლემა ისაა, რომ არ ვიცი მისი გრძნობების შესახებ ან საერთოდ მისი არსებობის შესახებ.
მგონია, რომ ჩემით დაინტერესებულია, მაგრამ რა კუთხით ამის ამოცნობა არ შემიძლია. მე სამედიცინოს სტუდენტი ვარ და არა ფსიქოლოგი. მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად ფსიქოლოგობა გამომადგებოდა.
ღიმილისას შავი წვერიდან მისი თეთრი კბილები რომ უჩანს, მაგიჟებს. მისი ერთი სიტყვაც საკმარისია, რომ მთელი სხეულით შევკრთე.
არ ვიცი რა მეშველება!
თუ ის არაფერს გრძნობს, არ ვიცი როგორ გავუმკლავდები ჩემ თავს. ალბათ, ეს უკანასკნელი ყველაზე მძიმე იქნება ჩემ ცხოვრებაში.“
შემდეგი ორი თვის მერე იყო დაწერილი.
„ორი თვე გავიდა. არ ვიცი საიდან დავიწყო. მგონია, რომ მთელ დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი ადამიანი მე ვარ!
მას ვუყვარვარ! ამის შესახებ ერთი თვის წინ გამიმხილა. მითხრა, რომ პირველივე შეხვედრიდან ჩემით მოხიბლურია. თვლის, რომ ჩემნაირ ქალს არ შეხვედრია. ვაიმე. როგორ მაბედნიერებს ეს სიტყვები, ნეტავ, იცოდე. ნეტავ, იცოდე როგორ მიხარია. ერთი თვეა ერთად ვართ. დღითიდღე უფრო მიყვარდება. გაგიჟებული ვარ. ადრე რას ვიფიქრებდი, რომ ასეთი სიყვარული შესაძლებელია.
გიჟი ვარ! დიახ, გიჟი ვარ! თითოელი ჭეშმარიტად შეყვარებული ადამიანი გიჟია, რადგან თვით სიყვარულიც გიჟია!!!
როგორ მინდა, რომ ამ გრძნობამ უსასრულობას გაუძლოს და დარწმუნებული ვარ, რომ ესეც მოხდება, რადგან მე მისი მჯერა. სიყვარულის მჯერა იმ დღიდან, რაც მას შევხვდი. შეპყრობილი ვარ. მე მასზე ვარ დამოკიდებული. ერთი საათიცაც კი, როცა ვერ ვხედავ, მგონია საუკუნეები გვაშორებს. ის ჩემთვის ამქვეყნად ყველაფერზე მეტია!
ამ ჯოჯოხეთში ცხოვრება მხოლოდ სიყვარულის გამოც კი ღირს!“
ლიზას ცრემლები მოადგა, შემდეგ ღაპაღუპით ჩამოაგორდა სახეზე. მას ისინი ახრჩობდნენ. თურმე როგორ ყვარებიათ ერთმანეთი და მერე რა მოხდა“-ფიქრობდა გოგონა.“ არაკაცი ყოფილა თუ ასე უყვარდა, რა მოხდა მის გონებაში, რომ ასე გაწირა. იქნებ სხვა ქალის გამო დატრიალდა ეს უბედურება“-გოგონა მიზეზს ვერ პოულობდა. „არა, სხვა ქალის გამო მკვლელობას არ ჩაიდენდა. მიტოვება ხომ შეეძლო. არა, აქ უთუოდ ჩახლართულია ყველაფერი“-ლიზა აზრზე ვერ მოდიოდა. ფანჯარაში გაიხედა, უკვე მოსაღამოვებულიყო. ერთხელ ღრმად ამოისუნთქა და კითხვა განაგრძო.
შემდეგი ჩანაწერი თვეები შემდეგ კეთდებოდა:
„გიჟი ვარ. ათსჯერ გიჯი, რაც იმ თვეების წინ, როცა ბოლოჯერ მოგწერე. რაც დრო გადის უფრო ვგიჟდები.
ადამიანი აღარ მერქმის. მე სიყვარული მქვია. მე ვაღმერთებ სიყვარულს და მერე მამუკას.
ერთი კვირის წინ ცოლობა მთხოვა. ალბათ, დაგაინტერესებს, სად და როგორ ვითარებაში. მინდა გითხრა, რომ ეს საერთოდ არ იყო რომანტიკული. ეს საავადმყოფოში მოხდა. მან იმ დღეს ლეიკემიით დაავადებულ ოთხის წლის გოგონას ოპერაცია გაუკეთა, რომელიც წარმატებით დასრულდა. ის ისეთ ემოციებში იყო. გააცნობიერა, რომ ოჯახის შექმნისთვის მეტი მოცდა საჭირო არ იყო და საოპერაციოდან გამოსულმა კარებთან რომ დამინახა, სწორედ მაშინ ამოიღო ბეჭედი, რომელიც ერთი თვის წინ ეყიდა, დაიხარა, თვალებში შემომხედა და ცოლობა მთხოვა. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წამები იყო. იცი, მთელი ცხოვრება მარტო ამისთვის ღირდა.
ახლა სიგიჟემდე ვარ შეყვარებული და ქორწილამდე დღეებს ვითვლი!“
ლიზამ ძლივს ამოისუნთქა. თითქოს ჰაერი ეცოტავებოდა მის ფილტვებს. სუნთქვა უჭირდა. ადგა ფანჯარა ღრმად გამოაღო, ლოგინზე წამოწვა და კითხვა განაგრძო:
“ქორწილი გვქონდა. ღმერთო, რა ბედნიერი დღე იყო.
თამამად ვამბობ, რომ ყველაზე ბედნიერი ვარ!
საკურთხეველთან რომ მივედი კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილნი.
ეს გასაოცარია. ჩვენ ნამდვილად შევსისხორცდით.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ ორ სხეულში ერთი სული.
უბედნიერესი ვარ!
იმედია მთელ სიცოცხლეს ასე გავატარებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება.
ჩვენ გვეყოლება შვილები და ერთად დავბერდებით“.
ლიზა მწარედ აქვითინდა. რა შეიძლება ყოფილიყო ამხელა სიყვარულის დაღუპვის მიზეზი?-ამ კითხვაზე პასუხს ვერ ცემდა.მომდევნო ფურცელი გადაშალა, გული შეეკუმშა. კითხვა განაგრძო.
შემდეგი ჩანაწერი თითქმის ერთი წლის შემდეგ კეთდებოდა.
„ჩემზე ბედნიერი არავინაა. ერთი კვირის წინ გოგონა შემეძინა.ლიზა დავარქვით. ეს ისეთი შესანიშნავი გრძნობაა. როცა ის შენ და შენ მეორე ნახევარს ჰგავს. როცა ის ჩვენია.
ახლა უფრო გიჟი ვარ. მე მყავს ბედნიერი ოჯახი“.
ლიზა აკანკალდა. არ ციოდა, მაგრამ მას შესცივდა. ადიალა დაიფარა და მომდევნო ფურცელი გადაშალა.
„ერთი წელია, რაც შენთვის არ მომიწერია. ლიზა უკვე ერთი წლისაა.
ვაიმე, რა ბედნიერებაა, როცა უყურებ დღითი დღე როგორ იზრდება.
მამუკასთან საავადმყოფოში დავიწყე მუშაობა. ლიზას ბებიას ვუტოვებთ ხოლმე. რა ბედნიერებაა, როცა მოვალ და ჩემსკენ მოხოხავს. კისერზე მეკიდება და მეუბნება:-„დე,მიყვარხარ.“ ამაზე ბედნიერება არაფერია.“
ლიზა უფრო აკანკალდა.
-დედა,მიყვარხარ-თქვა და კარისკენ გაიხედა. თითქოს თამუნა შემოვიდა და უნდა მიუალერსოსო.
შემდეგი გვერდი გადაშალა.
„ისევ ერთი წელი გავიდა.
ლიზა უკვე თავისუფლად ლაპარაკობს.
ჩვენ ბედნიერები ვართ.
მამუკამ რაღაც წამალზე დაიწყო მუშაობა. ამაზე ყოველთვის ვოცნებობდიო-ამბობს. სახლში როცა ბრუნდება იშვიათად იცლის. ის სულ თავის ოთახშია და მუშაობს. რა წამალია არ ვიცი. რომ შევქმნი, მერე გაიგებთო-მეუბნება. მეც არ ვეძიები. ვხედავ, რომ ბედნიერია, სახე სულ უბრწყინავს. მე მას ბედნიერებას ვერასდროს მოვუშლი. მთავარია, ეს მას სიამოვნებას ანიჭებს. გინდაც არ გამოუვიდეს, ეს უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია.“
ლიზას გაუკვირდა:
„წამალი?! ეს მე არასდროს მსმენია. თუმცა პატარა ვიყავი და რას მეტყოდნენ და ან რაში მაინტერესებდა. ღმერთო, როგორ მაინტერესებს“- ჩაილაპარაკა ლიზამ და ახლა უფრო შემართებით გადაშალა შემდეგი ფურცელი.
„კიდევ ერთი წელი. ერთი ბედნიერი წელი.
ლიზა უკვე სამი წლისაა. ჩვენ ისევ ბედნიერები ვართ.
მამუკა წამალზე მუშაობას კვლავ განაგრძობს. ინტერესი მკლავს, მაგრამ ის არ მეუბნება , რა წამალია. ის საერთოდ წამლის შესახებ არავის ელაპარაკება“.
ლიზა უფრო დაინტრიგა და კითხვა განაგრძო.
„ძვირფასო დღიურო. ლიზა უკვე დიდი გოგოა. ძალიან ბიჭიერი ბავშვია.ლექსები სიგიჟემდე უყვარს
ჩვენ ჩვენებურად ვმუშაობთ. სამსახურშიც წარმატებაა.
თითქოს ცხოვრება კარგად მიდის.
მამუკას ჯერა არ შეუწყვეტია წამალზე მუშაობდა.
მან მითხრა, რომ ეს წამალი ჯერ არავის გამოუგონებია. ეს არის პრეპარატი, რომელიც ადამიანის ბნელ მხარეს ნათელი მხარისგან დააცალკევებს. ის ფიქრობს, რომ ახლა სწორად შექმნა, მაგრამ სრულად არაა დარწმუნებული. სიმართლე რომ ვთქვა, ყველაფერს ველოდი და ამას არა. მართალია, მისი მჯერა, მაგრამ მისი გამოგონების არა, მაგრამ ამას როგორ ვეტყოდი-არ მინდოდა, მისთვის გული მეტკინა.
ძალიან მეშინია. მან მითხრა, ჩემ თავზე უნდა გამოვცადოო. ვინ იცის რა შედეგები, რასაც არავინ იცის რა მოჰყვება. მე დავუშალე, მაგრამ ის არავის უჯერებს. რასაც ამბობს იმას ყოველთვის აკეთებს.
ამან ოჯახური მშვიდობა დაარღვია. არაფრის თავი აღარ მაქვს.
არ ვიცი, შემდეგში რა მოხდება“.
ლიზა არც დაფიქრებულა ისე განაგრძო კითხვა.
„ღმერთო, ისე მეშინია. სხვა ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობ. მამუკას დღეს უნდა გამოეცადა წამალი. დილას წავიდა ლაბორატორიაში და არ დაბრუნებულა.
მეშინია, იქნებ შეიშალოს.“
ლიზამ თარიღს შეხედა. ეს ზუსტად ის დღე იყო, როცა მამუკამ თამუნა მოკლა. გოგონა მიხვდა, რა შეიძლება მომხდარიყო. დღიური აკანკალებული ხელით ჩანთაში ჩაიდო.
-ღმერთო, ნუთუ ეს მართალია?! დიახ, მართალია. აი თურმე რა მომხდარა. უკვე ყველაფერი ცხადია, მაგრამ უნდა დავაზუსტო. ყველაფერი უნდა გავიგო ამ წამლის შესახებ-ჩაილაპარაა გოგონამ.
ღამის 11 საათი იყო. ბნელი ღამე იყო. ცა სულ მოწმენდილიყო. მაგრამ ლიზა ხვალინდელ დღეს ვერ მოუცდიდა.მამის კაბინეტში არაფერი იყო.გოგონამ ჩანთა აიღო და მამუკას ლაბორატორიაში გადაწყვიტა წასვლა.
კიბეები ჩქარა ჩაირბინა და ტაქსი გააჩერა. საავადმყოფოს მიუახლოვდა. აქ ის დიდი ხანია არ ყოფილა. ბოლოს მაშინ იყო, როცა დედაც ჰყავდა და მამაც.ბუნებრივია, ახლა მას ვეღარავინ იცნობდა. ლიზა ლაბორატორიას მიუახლოვდა. რა თქმა უნდა, დაკეტილი იყო. გოგონამ ადმინისტრაციაში შეიხედა.
„რადაც არ უნდა დამიჯდეს, გასაღებს ვიშოვი და ლაბორატორიაში შევალ“-გაიფიქრა გოგონამ და ადმინისტრაციაში შეაბიჯა.
-გამარჯობა-ლიზამ მაგიდასთან მჯდომთ გაუღიმა.
-რითი შეგვიძლია დაგეხმაროთ?-ჰკითხა შუა ხნის ჭარარა ქალმა.
-სამედიცინოს სტუდენტი ვარ და დღეს ლაბორატორიაში რაღაც დამრჩა და გასაღები მჭირდება-იცრუა ლიზამ და არც გასჭირვებია მსახიობობა ეს ხომ მისი სპეციალობა იყო.
-რა თმა უნდა-ქალმა გაუღიმა და გასაღები ხელში დააკავა.
ლიზამ გამოართვა და ლაბორატორია გააღო.
ყველაფერი შეცვლილი იყო. მამამისის ნივთები კი ერთ კუთხეში ყუთში იყო ჩაწყობილი. გოგონამ კარები დაკეტა და ყველაფერი ამოალაგა.
წამლის ბოთლი ნახა. ეს ის იყო, რომელიც დალია. ჯერ კიდევ შემორჩენოდა მწვანე სითხის ნაკვალევი. ლიზამ იქვე წერილი იპოვა:
„ძვირფასო, თამუნა.
წამალი ვცადე თუ არა, მან მუშაობა დაიწყო. გულ-მკერდში საშინელი ტკივილი ვიგრძენი.შემდეგ ძირს დავეცი.
როცა ავდექი, თავს განსხვავებულად ვგრძნობდი. დიდი ძალა ვიგრძენი.
სარკეში რომ ჩავიხედე, მე მე არ ვიყავი. ჩემი სახე შეცვლილიყო. ეს იყო მონსტრი ანუ ჩემი ბნელი მხარე. საკუთარი თავის კონტროლი არ შემიძლია.
ესაა ბოლო წამები, როცა ნორმალური ადამიანივით ვაზროვნებ და ჩემი თავი მე მეკუთნის, მაგრამ ის კიდევ დაბრუნდება. ის კვლავ დამიპყრობს. ჩემი სხეული და ჩემი ტვინი ჩემი აღარ იქნება.
მე მე აღარ ვარ-მე ვარ მონსტრი!
მხოლოდ ერთი გამოსავალი დამრჩა-საწამლავი. მონსტრის მოკვლით მეც მოვკვდები.
გთხოვ, მაპატიე. შენთვის უნდა დამეჯერებინა.
ვწუხვარ, ყველაფრის გამო.“
ლიზა აკანკალდა. მისთვის ყველაფერი ცხადი იყო.
„ესე იგი, წერილი დედას არ უნახავს. ალბათ, მონსტრი ისე მალე დაეუფლა, რომ ვერ დედაჩემისთვის წერილის გადაცემა. ალბათ, არა. ეს ასეა“-გაიფიქრა გოგონამ და აქვითინდა.
ლიზა გაოგნებული იყო. გამწარებული იყო და სამყაროსადმი ძლიერ სიძულვილს გრძნობდა.
როცა დამშვიდდა, საათს დახედა და 3 იყო. ბოთლი და წერილი ჩანთაში ჩაიდო. ყველაფერი მიალაგა. გასაღები ადმინისტრაციაში დატოვა და გარეთ გავიდა.
თავს ცუდად გრძნობდა. თითქოს ვიღაცამ ყელში მოუჭურა ხელი და ახრჩნობსო.ტაქსი ძლივს იპოვა. სახლში რომ დაბრუნდა ხუთი ხდებოდა. საშინლად ეძინებოდა.ლოგინზე დაეშვა და მაშინვე ჩაეძინა.
12 საათზე გაეღვიძა. ტელეფონს დახედა და 40 გამოტოვებული ზარი დახვა. ყველა მერისგან იყო.
„ვაიმე, როგორ ღრმად მძნებია“-გაიფიქრა და ლიზას მიწერა:
-სკოლაში ხარ?
პასუხად მერიმ დაურეკა.
-ლიზა რა ხდება? ვღელავ შენზე და სკოლაში არ წავსულვარ(მერი)
-ჩემთად მოდი. ტელეფონით ვერ აგიხსნი(ლიზა)
მერი ათ წუთში ლიზასთან იყო. ლიზამ ყველაფერიი უამბო.
-ლაბორატორიაში წავიღოთ ბოთლი და გავარკვიოთ თუ რა შეუძლია ამ სითხეს?(ლიზა)
-ჰო, კარგი. უცნაურია. ასეთი რამ თუ შეიძლებოდა წარმოდგენა არ მქონდა(მერი)
-არც მე მქონდა. ამ მწვანე სითხემ ოჯახი დამინგრია. ბედნიერება წამართვა-ლიზას ცრემლები ჩამოცვივდა.
-კარგი, ახლა ტირილის დრო არაა. წავედით-მერი ხომ ყოველთვის ლიზაზე ძლიერი იყო. შეიძლება, იმიტომ რომ არ გამოეცადა ის, რაც მის მეგობარს, მაგრამ ეს ასე იყო. საერთოდ, მეცნიერები განსხვავებულად აზროვნებენ და შესაძლოა ეს იყო მისი ძალის მიზეზი.
-აი, რატომ მიყვარხარ-ლიზა მეგობარს ჩაეხუტა.
გოგონები სახლიდან ლაბორატორიაში წავიდნენ. ლიზა ნერვიულობდა. არ იცოდა როგორი რეაქცია ექნებოდათ ლაბორატორიაში ისმის შემდეგ, როცა სითხეს გამოიკვლევდნენ.
გოგონები ოთახში შევიდნენ. ლიზამ ლაბორატორიაში მყოფ ქალს აკანკალებული ხმით მიმართა:
-გამარჯობათ.
-გამარჯობათ,გოგონა. რით შემიძლია დაგეხმაროთ?(ქალი)
ლიზამ ბოთლი უჩვენა. სითხშის ნარჩენებია და მინდა, რომ გამოიკვლიოთ. თანხას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რაც შეიძლება მალე იყოს მზად(ლიზა)
-ხვალისთვის მზად იქნება-ქალმა გაუღიმა და ბოთლი გამოართვა.
-მადლობა-ლიზა გარეთ გავიდა, სადაც მერი ელოდებოდა.
-დაუტოვე?(მერი)
-ხვალ იქნება(ლიზა)
მერიმ სიხარულის ნიშნად გაუღიმა.
გოგონები სახლში მივიდნენ. ლიზა დაბნეული ჩანდა.
-გოგო, ხვალ სკოლაშ წამოხვალ?(მერი)
-არამგონია. ხომ ხედავ როგორ ვარ(ლიზა)
-სამ კვირაში გამოცდებია(მერი)
-ხომ იცი,რომ მაგაზე ფიქრი არ შემიძლია-ლიზამ მეგობარს გაუღიმა.
-ბოლოს ერთად ვიმეცადიონოთ(მერი)
-ჯერ ვნახოთ, რა მოხდება. მამაჩემში 11 წელი მონსტრი მჯდარა. ყველაფერი ჩახლართულია.მერი, არ ვიცი საერთოდ თუ შევძლებ მეცადინეობას(ლიზა)
-ყველაფერი კარგად იქნება(მერი)
-გთხოვ, არ გინდა. ეს მხოლოდ არაფრისმთქმელი სიტყვები=ლიზამ გაიმეორა ჩვეული ფრაზა.
-კარგი, ხო. ნუ იქნები პესიმისტი(მერი)
ლიზა დაეჭყანა მერის, მაგრამ არაფერი უპასუხია.
-მოდი, გარეთ გავიდეთ, სადმე გავისეირნოთ, თორემ მგონია ვიხრჩობი(ლიზა)
-ეს მესმის(მერი)
გოგონები ჩუმად მიიწევდნენ წინ. ლიზა ამომავალ მთვარეს უყურებდა.
მერიმ სიჩუმე დაარღვია:
-როგორ ფიქრობ, იმ პრეპარატის ანტიპრეპარატის შექმნა შესაძლებელია?
-არ ვიცი, საერთოდ რაა შესაძლებელი(ლიზა)
მერის არაფერი უპასუხია.
მეორე დღეს ლიზას ადრე გაეღვიძა. 7 საათი იყო. მზე ამოდიოდა. გოგონა აივანზე გავიდა და უყურებდა მზის ამოსვლას.უნდოდა, სხვა რამეზე ეფიქრა, მაგრამ არშეეძლოა. მისი ფიქრები წამალს ვერ შორდებოდა.
ერთი საათი გაშეშებული იჯდა. შემდეგ სამზარეულოში გამოვიდა. ყავის დალევა უნდოდა,მაგრამ ჭიქა ხელში ჩაატყდა. ნამტვრევები არც კი აუგვია, ისე გავიდა მეორე ოთახში და ტელევიზორი ჩართო. მულტფილმებს მოკრა თვალი და ბავშვობა გაახსენდა, როცა დილას ტელევიზორის ხათრით დგებოდა და დედა ჩაის უმზადებდა.ცრემლები მოაწვა. ტელევოზორი სწრაფად გამორთო და თავის ოთახში გავიდა.
ლაბორატორია 10 საათზე იწყებს მუშაობას-იმედიანად გაიფიქრა.
მაგრამ ათამდე კიდევ საათნახევარი იყო. როგორ უნდა გაეყვანა დრო.
ისევ სამზარეულოში გავიდა, ნამტვრევები აგავა.
გული მშობლების საძინებლისკენ მიუწევდა, მაგრამ მეტი ნოსტალგია აღარ შეეძლო. სამწუხაროდ, საკუთარ თავს ვერ აჯობა.
ისევ მათ ოთახში შევიდა. ალბომები გამოიღო და თვალიერება დაიწყო. თითოეულ სურათს დიდ ხანს აკვირდებოდა. მშობლების გარეგნობას დეტალურად შეისწავლიდა. თვალებზე ცრემლები ადგა, თავს ძლივს იკავებდა, რომ არ ეტირა.
საათის ხმამ ლიზას დროის არსობობა შეახსენა. ზემოთაიხედა. ათის ნახევარი იყო. გოგონამ სასწრაფოდ ჩაიცვა და ავტობუსის გაჩერებასთან მივიდა. ნომერი, რომელიც მას აწყობდა ხუთ წუთში მოვიდოდა. გოგონა კიდევ უფრო გაღიზიანდა ყველაფერზე და ყველაზე, რაც იქ ამქვეყნად არსებობს. ხან იქით წავიდოდა და ხან აქეთ.
როგორც იქნა ავტობუსი გაჩერდა. ლიზა ავიდა. ტრანსპორტში საშინელი ჭ....ტვა იყო. გოგონა კიდევ უფრო გაღიზიანდა. ბილეთიც კი არ აუღია ისე ჩამოვიდა და საავადმყოფოსკენ წავიდა.
ლაბორატორიაში რიგი დაიკავა.მოთმენა აღარ შეეძლო. 11 წელი იცდიდა და ახლა სწორედ ის დღე იყო, როცა მისთვის ყველაფერს ფარდა აეხდებოდა.
რა უცნაურია ცხოვრება-ფიქრობდა გოგონა, როცა ლაბორატორიის კარი გაიღო და ქალმა მას დაუძახა:
-თუ შეიძლება, შემობრძანდით.
ლიზას სუნთქვა შეეკრა.
თითქოს აღარ უნდოდა სიმართლის გაგება.ეშინოდა სიმათლის. ის ხომ ყოველთვის ასეთი მწარეა. ლიზას უნდოდა რეალობას გაქცეოდა, მაგრამ რას გააწყობდა. ადგა და ლაბორატორიაში შევიდა.
-გასაოცარი!-ქალი ემოციებს ვერ მალავდა.
ლიზა უბრალოდ გაშეშებული იდგა. არ იცოდა რა ეპასუხა.
-ეს საიდან გაქვთ?(ქალი)
-მას რა შეუძლია?(ლიზა)
-როგორც, მივხდი ამის შემქმნელი სულ სხვა რამის შექმნას აპირებდა, მაგრამ არ გამოუვიდა. ეს ადამიანში აღვიღებს და ამძაფრებს ბოროტ მხარეს.
-დიახ, ამის შემქმნელს უნდოდა შეექმნა წამალი, რომელიც ადამინში ბნელს ნათელისგან გამიჯნავდა(ლიზა)
-თქვენ საიდან იცით?(ქალი)
-ამის ანტიპრეპარატის შექმნა შესაძლებელია?-ლიზამ აღელვებული ხმით ჰკითხა ქალს.
-ესეც კი ახალია. ჩემთვის ასეთი რამ ცნობილ დღემდე არ იყო(ქალი)
ლიზას ცრემლები ჩამოუგორდა სახეზე.ქალს ამონაბეჭდი გამოართვა.
იმ დღესვე ადგილობრივ სასამართლოში წავიდა. სითხე, წერილი და ამონაბეჭდი დატოვა მამამისის საქმესთან დაკავშირებით და სახლში აღელვებული დაბრუნდა.
ერთი საათის მერე ვინ არ ურეკავდა ლიზას. ინტერნეტი მამამისის სურათებითა და ამბებით აჭრელებული იყო. პრესა მხოლოდ წამალზე წერდა. ლიზას ინტერვიუც კი ჩამოართვეს. მან მოუყვა 11 წელი ამაოდ ძიების შესახებ.მას მადლობას უხდიდნენ.
სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები წერდნენ, რომ ჯერჯერობით ანტიპრეპარატის შექმნა შეუძლებელი იყო. ჯერ ესეც კი არ ჰქონდათ შესწავლილი.
ლიზა თავს საშინლად გრძნობდა.მამამისის სისხლი შეისწავლეს, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებდა ამ უცნაური სითხის ძალას.
ლიზა დაეცა. ცხოვრება სძულდა. მერისაც კი არ შეეძლო მისი დახმარება. მისი ყოველივე მცდელობა ამაო იყო.
-გთხოვ, თავი ხელში აიყვანე. ძლიერი ხარ!(მერი)
-არა, არ ვარ. თავი გამანებე(ლიზა)
-მისმინე, მეცნიერება ყოველთვის წინ მიდის და..(მერი)
ლიზა არ დაასრულებინებდა ხოლმე:
-არ მაინტერესებს შენი მეცნიერება.მე ის მძულს.მან შეიწირა ჩვენი ბედნიერება.
-ლიზა, ასე ნუ ლაპარაკობ(მერი)
-მეცნიერება ეს ხომ არსდროს მიყვარდა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, მეცნიერებაზე შეყვარებული ჩემი მეგობარია. რა უცნაურია ეს მტანჯველი ცხოვრება!-გაეცინებოდა ხოლმე ლიზას.
-სისულელე არაა! მეცნიერება რომ არა...(მერი)
ლიზა მეგობარზე გაბრახდებოდა ხოლმე და ირონიაშერეული ხმით ეტყოდა:
-არ გამაცინო!
მერი მაინც ცდილობდა ლიზას მდგომარეობიდან გამოყვანას. ეს დიალოგი თითქმის ყოველ დღე მეორდებოდა.
ლიზა სკოლას აცდენდა. მერი საყვედურობდა ხოლმე, მაგრამ გოგონას არავისთვის ესმოდა.
ერთ დღეს მისი ცხოვრება საბოლოოდ ამოტრიალდა. დასრულდა ბრუნდა. შემოტრიალდა 180 გრადუსიც და გაჩრდა.
გოგონა ახალ ამბებს იშვიათად კითხულობდა ხოლმე. ერთ დილას რატომღაც საინფორმაციო საიტზე შევიდა. ყველაფერი აჭრელებული მამამისის სურათბით და უწყებით მამამისის სიკვდილის შესახებ. „ადამიანი, რომელსაც 11 წლის შემდეგ მონსტრმა ბოლო მოუღო“,“ოჯახი, რომელმაც წამალმა დაღუპა“ და ათასი სხვა.
ლიზა გაოგნდა. ერთი საგანი ათასად ეჩვენებოდა, თაბრუ ეხვეოდა. ეს ყველაფერი კოშმარი ეგონა. თავზე ბალიში დაიმხო და უკანასკნელ ხმაზე ატირდა.
ცხოვრებით უკმაყოფილო იყო, უკმაყოფილო იყო ბედით, რომელმაც თავის არსებობაში კიდევ ერთხელ დაარწმუნა. ყველაფერი ძულდა. ცხოვრება აღარ უნდოდა. ყველაზე მეტად ჟურნალისტებზე ღიზიანდებოდა. ისინი გოგონას ადრეც არ უყვარდა, მაგრამ ახლა საბოლოოდ წაიშალა მის თვალში. მათ ოღონდაც რამე ჩაუვარდეთ ხელში და როგორ არ გააფორმებენ, ოღონდაც მიიქციონ ბრბოს ყურადღება და დამალონ თავიანთი არაპროფესიონალიზმი.
ლიზა როცა გონს, მოვიდა საათს ახედა. ეს ის საათიი იყო ბავშვობაში მამამ რომ უყიდა და ოთახში ჩამოუკიდა. ყველაფერი ხომ წარსულს ახსენებდა. თითოეული დეტალი წარსულის ნაშთი იყო.
ექვსი საათი ხდებოდა. საბოლოოდ ლიზამ გადაწყვიტა, რომ ჯურნალისტების არგასახარებად საბოლოოდ არ დაცემულიყო.
გოგონამ მერის დაურეკა:
-როგორ ხარ?-მერი სკოლაში იყო, მაგრამ მეგობარს მაინც უპასუხა. ხმაზე ეტყობოდა, რომ ახალი ამბების არ იცოდა ან საიდან ეცოდინებოდა. ლიზას მამა გათენებისას ენახათ მკვდარი. მერი კი დილას სკოლაში წამოვიდა და, ბუნებრივია, ახალი ამბები არ იცოდა.
-მეცნიერება დამღუპველია. მან მე საბოლოოდ დამღუპა-ლიზას ხმაში სასოწარკვეთა იგრძნობოდა, მაგრამ არა მარტო სასოწარკვეთა, მებრძოლის სულისკვეთებით აღსავსე ხმაც.
-პირდაპირ მითხარი-მერის ხმაში სიმკაცრემ გაიჟღერა.
-ის აღარ არის-ლიზას ხმა ჩაუვარდა და ცრემლები ღაპაღუპით გადმოსცვივდა.
-ვწუხვარ-მერიმ მეტი ვერაფერი უპასუხა.
-მადლობ(ლიზა)
-სკოლის მერე გამოგივლი. ვიცი, რა ძნელია. მაპატიე, უხეშად, რომ გექცეოდი-მერის ცრემლები მოაწვა.
ლიზას არაფერი უპასუხია.
-ძლიერი ხარ-მერიმ კვლავ გაიმეორა თავისი საყვარელი ფრაზა.
ლიზამ გაუთიშა და ლოგინზე დაეშვა. თვალები დახუჭა და ისე ჩაეძინა, გეგონებოდა მთელი დღეებია, რაც არ უძინიაო.
სიზმარშიც კი ვერ ისვენებდა ლიზა. საშინელი კოშმარები მას მუდამ დასდევდნენ, როგორც ცხოვრებაში, ასევე სიზმრებშიც...
გოგონას შუაღამისას გამოეღვიძა. გაფითრებული იყო. რეალობასა და სიზმარს ერთმანეთისგან ვერ მიჯნავდა. გარშემოს თვალი შეავლო, თითქოს პირველად ენახა თავისი ოთახი. კედელზე დაკიდებულ ჩარჩოში ჩასმულ სურათს შეხედა, სადაც მამა, დედა და ის იყვნენ გამოსახულნი. გული აუჩქარდა. აქ ის ხუთი წლისას კი არ იქნებოდა. ესე იგი, მას შემდეგ თერთმეტ წელზე მეტი გავიდა. ლიზას არ უყვარს ანგარიში, არ უყვარს დრო, რაც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მაგრამ იძულებულია რომ შეიგრძნოს ის. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ადამიანია, გოგონას ადამიანობა იმ საღამოს მერე სძულს, როცა მისი უბედურება დაიწყო. დაიწყოს ახლა ამბობს, თორემ ადრე ამას დასაწყისად არ მიიჩნევდა. თუმცა მას შემდეგ რამდენი რამ მოხდა, რამაც კიდევ უფრო შეაზიზღა ადამიანობა. საკუთარ თავს ახლაც კი არ აძლევს იმის გაფიქრების უფლებასაც კი, რომ ახლა დაიწყო მისი უბედურება, რადგან იცის, რომ ცხოვრება იმდენი სირთულითაა სავსე, რომ ჯერ არავინ იცის წინ რა ელის.
ადამიანს მომავლის განსაზღვრა არ შეუძლია.
გოგონამ არ იცის რა მოხდება მომავალში, მაგრამ იცის რომ ბედს არასდროს შეურიგდება და გინდაც დამარცხდეს მას მუდამ შეებრძოლება. ამაში კი მერიზე კარგად ვინ დაეხმარება. მერი ხომ სიცოცხლის განსახიერებაა. ისაა გოგონა, რომელიც მუდამ ოპტიმიზმითაა სავსე და რაც არ უნდა მოხდეს ფარ-ხმალს არასდროს არ ყრის, მაგრამ იცით რა არის გასაოცარი, გარშემომყოფებსაც არ აძლევს დანებების უფლებას.
ლიზამ კვლავ დაუბრუნა ორიენტაციის უნარი. საათხს შეხედა.
-რამდენ ხანს მძინებია-ამოიხვნეშა და ტელეფონის ძებნა დაიწყო,რომელიც სად მიეგდო აღარ ახსოვდა.
დიდ ხანს ეძება და ბოლოს ლოგინის ქვეშ ნახა. დახედა და უამრავი გამოტოვებული ზარი დახვა. რა თქმა უნდა, ყველა მერისგან იყო. სასწრაფოდ დაურეკა მერის.
-რამდენ ხანს გირეკავდი?-მკაცრი ტონით მიმართა მერიმ.მას ლიზას მდგომარეობა არც კი გაუთვალისწინებია. ის ხომ ყოველთვის პირდაპირი იყო. ხშირად მიდიოდა რისკზე. არ აინტერესებდა სასწორზე რას დებდა ან შეიძლება აინტერესებდა, მაგრამ მასზე არ ფიქრობდა. შეიძლება, საყვარელ ადამინთან ურთიერთობაც კი გაერისკა რაღაც პრინციპის გამო. პრინციპული ადამიანი იყო და ყველაფერს აკეთებდა მათ დასაცავად. ის გონებით უფრო ფიქრობდა ვიდრე გულით. ამ ყველაფრით გულჩვილ ლიზასგან რადიკალურად განსხვავდებოდა.
-მერი, დიდ ხანს მძინებია-ლიზას ხმაზე ძილის ნაშთი მართლაც ეტყობოდა.
-ჩემი მძინარა გოგო-მერი თითქოს მოლბა.
-გამოხვალ?(ლიზა)
-მოვდივარ(მერი)
მერი დაუყოვნებლივ მოვიდა. გოგონები ერთმანეთს გადაეხვივნენ და ასე ჩუმად იყვნენ, სანამ მყუდროება საათის წიკ-წაკმა არ დაურღვიათ.
-არ ვიცი რა გავაკეთო(ლიზა)
-ბაბუაშენიც გაიგებდა(მერი)
-ის ახალ ამბებს ყოველთვის უყურებს. ისე რამდენი ხანი არ შემხმიანებია. ალბათ, წამლის ამბების შემდეგ გარემოსადმი კონტროლი დაკარგა(ლიზა)
-არაა გასაკვირი. დაურეკე(მერი)
-ამ წამს დავურეკავ(ლიზა)
ლიზამ ბაბუას ნომერი აკრიფა. ნერვიულობდა და ხელი უკანკალებდა. არ იცოდა საუბარი საიდან ან რითი დაეწყო.
ბაბუამ ტელეფონს უპასუხა, მაგრამ ორივენი ჩუმად იყვნენ. არც ერთს არ შეეძლო საურის წამოწყება.
ბოლოს ლიზამ გაბედა:
-ვიცი, რომ იცი...-გოგონას ხმა აუკანკალდა.
მოხუცის ხმა არ ისმოდა. ლიზას მხოლოდ შეეძლო ბაბუას ჩუმი ქვითინის მოსმება.
-ვწუხვარ-ლიზას ხმა უფრო აუკანკალდა და ატირდა.
მათ ერთმანეთშ უხმოდ გაუგეს. თითქოს ერთმანეთის გულში ჩაიხედესო. ბაბუა თბილისში საღამოს ჩამოვიდა.
ლიზა კანკალებდა და ღელავდა. მისი გული საგულეს ვერ ჩერდებოდა. მასში ელავდა ცეცხლი, რომლის ჩაქრობა კი არა შენელება გოგონას არ შეეძლო.მერი სულ მის გვერდით იყო. მეგობარს ზედმეტს არაფერს ეუბნებოდა. თავს ზედმეტად იკავებდა. მან იცოდა ლიზას გულში რა ხდებოდა და ცდილობდა მხოლოდ მათ თვალებს ესაუბრათ. ის ცდილობდა ლიზას თვალებში ყოველივეს ამოკითხვა. ავად თუ კარგად მას შეეძლო მეგობრის გაგება ისე, რომ ზედმეტი არ ეთქვა.
მიცვალებული კუბოში ესვენა. კუბო კი ტახტზე იდგა. ცხედარი დამშვიდებული იყო, ის მონსტრს აღარ ემორჩილებოდა. თითქოს ამ თერთმეტი წლის შემდეგ დაისვენა და ამით ბედნიერი იყო. იქნებ მშვიდობა ჰპოვა იქ, სადაც ადამიანის გონება ვერ წვდება.
თითქმის თითოეული ადამიანი იმ იმედიც ცხოვრობს, რომ მისწვდება იმას, რაც ჯერ ვერავის შეუცნია. ის ყოვედ დღე ამ იმედით დგება და ამ იმედით უყურებს მზეს.
ლიზა კუბოსთან იდგა. ხალხი პანაშვიდზე მიდიოდა. ზოგი ტიროდა, ზოგს ეცინებოდა, ზოგიც სეირს უყურებდა.
-გამარჯობათ. შეიძლება(ჟურნალისტი)
-არა. ახლავე გადით(ლიზა)
-რატომ?!-უკმეხად ჰკითხა ჟურნალისტმა და გაისწორა კაბა, რომელიც ზემოთ აწეოდა.
-ის გეყოფათ თქვენ და თქვენნაირებმა, რაც წერეთ. თუ შეიძლება, ნუ ერევით სხვის პირად ცხოვრებაში და საჭორაო თემად ნუ აქცევთ. ჩემი ოჯახი არავის სალაპარაკო არაა!-ლიზამ უპასუხა და ქალს ნიშნის მოგებით შეხედა.
ქალი გაშრა. ამის მსგავს არაფერს ელოდა. ვერაფერი თქვა და სახლი დატოვა.
ასე გადიოდა პანაშვიდის დღეები.
დადგა დაკრძალვის დღე. ცა მოღრუბლურიყო. მისი სისპეტაკე ღრუბლებს დაერღვიათ.ისინი მშფოთვარედ დაცურავდნენ და არემარეს მყუდროებას ართმევდნენ.
ლიზა ღელავდა ისე, როგორც ცა. მას ერთი წამითაც კი არ შეეძლო მოსვენება.
მანქანები მოგროვდნენ. დადგა მამაუკას სოფელში გადასვენების დრო. გოგონას ნერვიულობას საზღვარი აღარ ჰქონდა.
ლიზა ვერაფერს ვეღარ გრძნობდა ტკივილისა და მონატრების გარდა. სასაფლაოზე ორიენტაციის უნრიც კი დაკარგა. დედის საფლავს, რომ უყურებდა კანკალებდა. მას ახლა გვერდს მამა დაუმშვენებდა.
გოგონა მხოლოდ 16 წლის იყო და ამდენი ტკივილი მისთვის ზედმეტი იყო. ჯერ კიდევ ცხოვრება წინ ჰქონდა და მას უკვე ასე კარგად იცნობდა. იცოდა ცხოვრებისგან მიყენებული ტკივილი, მაგრამ უიმედობას მასში არასდროს დაუსადგურია. ეს იყო მებრძოლი გოგონა, რომელიც ცხოვრებას ყოველთვის მედგრად ედგა წინ და არასდროს გაურბოდა.
გოგონა საფლავი წინ იდგა. უმწეობას გრძნობდა. ფეხები ეკეცებოდა. ხელებშიც არ ჰქონდა ძალა. თითქოს საფლავისთვის ამოთხრილმა ადგილმა წაართვაო და შინ უნდა წაიღოსო. თითქოს მიწის ჩაყრის შემდეგ გოგონა სრულიად უძლური დარჩებაო.
ლიზა იდგა და უყურებდა ამოთხრილს. ძალას კარგავდა. ტიროდა და ცრემლებს ერთდროულად აფრქვევდა ორივე მშობლის საფლავზე. თერთმეტი წლის წინ დედა დაკარგა და ახლა მამაც. თუმცა მამაც თერთმეტი წლის წინ დაუკარგავს, ახლა კი ოფიციალურადაც დაკარგა.
კუბოს ჩაშვება დაიწყეს საფლავში. ლიზას გულმა რაღაც კვლავ იგრძნო. იგრძნო, რომ მამას ვეღარასოდეს ნახავდა. კუბო მიწის ფსკერზე მოთავსდა. გოგონამ თავისი პატარა მუჭით აიღო მიწა და მამის კუბოს ესროლა. მას სხვებიც აყვნენ. ღრმული ამოივსო და მამუკამ საბოლოოდ დატოვა ქვეყანა.
ლიზა მთელ დღეებს სახლში ატარებდა. გამოცდები კი კარზე ედგა. მასზე გოგონა არც ღელავდა, უფრო სწორედ ვერც, რადგან მას უფრო მნიშვნელოვანი მღელვარების საგნები აწუხებდა.
მერი ლიზაზე ღელავდა.
-ლიზა, არ გინდა ცოტა ხნით ჩემთან გადმოხვიდე?(მერი)
-არა, არა მინდა(ლიზა)
-აქ ყველაფერი მათ გახსენებს და იქნებ შენთვის უკეთესი იყო, რომ ცოტა ხნით გარემო შეიცვალო(მერი)
-არა-ლიზა კატეგორიულ უარზე იდგა.
დღეები ერთმანეთს მისდევდა. დადგა პირველი გამოცდის დღე. ლიზას მღელვარება დაეტყო. მერი კი, როგორც ყოველთვის ამშვიდებდა.
-ლიზა, ყველაფერი კარგად იქნება(მერი)
-რა იქნება კარგად?! არაფრის აზრზე არ ვარ(ლიზა)
-ნუ ლაპარაკობ ასე(მერი)
-გოგო, არაფერი არ მიმეცადინია არც ერთ საგანში და ტყუილად ნუ მაიმედებ(ლიზა)
-კარგი რა(მერი)
-მერე როგორ იცინებ უატესტატო რომ ვიქნები-ირონიულად გაუღიმა ლიზამ მეგობარს.
მერის არაფერი აღარ უპასუხია.
ლიზა გამოცდაზე შევიდა. კომპიუტერთან დაჯდა და აი გამოცდაც დაიწყო. ქიმიის პრველი ტესტი გამოჩნდა ეკრანზე და გოგონამ კონცენტრაცია მოახდინა. რამდენი ხანია არ შეეხედა ქიმიის წიგნისთვის. ორგანული და არაორგანული ქიმიის ტესტები დამაბნევად მონაცვლეობდნენ. ლიზა აჭერდა და აჭერდა პასუხებს. ბოლოს, როგორც იქნა, გამოცდა დასრულდა. 6.1 გამოჩნდა ეკრანზე და ლიზამ ამოისუნთქა. გარეთ მერი ელოდებოდა.
-რა ქენი?-ლიზას ისე უყურებდა ლამისაა თვალები ამოუცვივდესო.
-6.1(ლიზა)
-ყოჩაღ!(მერი)
-ვნახოთ მერე რა იქნება-ლიზამ ჩაიცინა.
საბედნიეროდ, გამოცდები ჩააბარა.
დაიწყო არდადეგები. ლიზას შეეძლო საკუთარ ცხოვრებაზე დაფიქრებულიყო. მერი კი სულ სხვაგვარად ფიქრობდა.
-ლიზა, რას იტყვი ერთად სადმე ხომ არ დაგვესვენა? მთავარი, შენ თქვი და მე თანახმა ვარ-მერიმ ლიზას მუდარებით აღასავსე თვალები შეანათა.
-მერი, იცი რა?(ლიზა)
-რა? სად გინდა?-მერის თვალები აენთო.
-ხომ იცი სოფელში პატარა ქოხი რომ მაქვს?(ლიზა)
-ვიცი. მერე?-მერის გაუკვირდა.
-ვაპირებ, ეს ზაფხული მარტო გავატარო. სოფელში წავალ, მშობლები საფლავებს მოვინახულობ ხოლმე, დავფიქრდები ცხოვრებაზე, წავიკითხავ წიგნებს და შემოდგომაზე კვლავ დაგიბრუნდები-ლიზამ სათქმელი დაასრულა და მეგობარს ინტერესით შეხედა.
-იმედია ხუმრობ(მერი)
-არა. ნუთუ, ვერ ამჩნევ?! ამას სრული სერიოზულობით ვლაპარაკობ(ლიზა)
-აუ, ლიზა(მერი)
-გთხოვ, მიიღე ჩემი არჩევანი ისე, როგორც მიმიღე მე ისეთი, როგორიც ვიყავი და ისეთი როგორიც ვარ(ლიზა)
მერი პასუხად გადაეხვია მეგობარს.
-მადლობ(ლიზა)
-როდის მიდიხარ? ხომ შემიძლია, რომ დაგირეკო ხოლმე?(მერი)
-რა თქმა უნდა. ხვალ საღამოს წავალ(ლიზა)
დრო მალე გადიოდა. ლიზა ფიქრობდა მომავალზე. ეს ხომ მისი პირველი მარტო გატარებული ზაფხული იქნებოდა.
გამგზავრების დრო დადგა.
-მომენატრები(მერი)
-მეც(ლიზა)
გოგონები ერთმანეთს გადაეხვივნებ.
ლიზა ტაქსის მანქანაში ჩაჯდა. მერი კი თვალს აყოლებდა გზას და მეგობარზე ფიქროდა.
ლიზა ფანჯარაში იხედებოდა. უყურებდა გზას. თითქოს გზასთან ერთად ტკივილი უკან რჩებოდა, მაგრამ ეს ასე არ იყო, პირიქით-ის უფრო ძლიერდებოდა.წინ კი დიდი გზა იყო....
მანქანის ხმა ყურში საზარლად ჩაესმოდა. ყველაფერზე ფიქრობდა. ფიქრობდა აწმყოსა და მომავალზე. უნდოდა, წარსული გონებაში არ გაევლო, მაგრამ ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო, რადგან ამას ისე შეჩვეოდა,რომ უკვე თავს არ ანებებდა.
ჩაეძინა. სიზმარში მამას ხედავდა. ხედავდა, რომ ის დედასთან ერთად იყო,მაგრამ რა მოხდა არ ახსოვდა. ყველაფერი ბუნდოვნად ჩანდა. სიმართლისგან ეს საკმაოდ შორს იყო.
უხაროდა, რომ ეძლეოდა განმარტოების საშუალება და საკუთარ თავში გარკვევა, მაგრამ თან ეშინოდა, მაგრამ ამას კატასტროფად არ თვლიდა. შიში ხომ ბუნებრივი მოვლენაა. ის აჩენს ადამიანურ ბუნებას ის ხომ ყოველთვის ასე მიაჩნდა.
ლიზა სოფელში ჩაივიდა. მცირეოდენი ბარგი მანქანიდან ამოალაგა და სახლისკენ გასწია. სახლს ხედადა, მაგრამ ეს მყუდრო ქოხი იყო. ეს იყო ისეთი ქოჯი,როგორზეც გოგონები ოცნებობენ.ოცნებობენ, რომ საუკეთესო მეგობრებთან გაატარონ ვიქენდი, ბუხარი ააღუღუნინ, მოიდუღონ ყავა დადატკბნენ ერთად ყოფნით. მოიგონონ ბედნიერი დღეები და მომავალზეც იმუსაიფონ. შეყვარებულები კი ერთად ყოფნაზე ოცნებობენ. ოცნებობენ, რომ განმარტოვდნენ ასეთ ქოხში და ერთმანეთით ისუნთქონ. ისინი ოცნებობენ მარტოობაზე, მარტოობის სიმბოლო კი ასეთი სახლია. ჰგონიათ, რომ თუ განმარტოვდებიან გაექცევიათ ცხოვრების სირთულეებს, მაგრამ ეს ასე არაა. მართალია, ამას აღაირებს ლიზა,მაგრამ მაინც მარტოვდებოდა, რომ საკუთარი თავი შეეცნო. თუ ადამიანი საკუთარ თავს არ იცნობს, ის სხვასას ვერ შეიცნობს.
ამ ფიქრებში ჩაძირულიყო და შორიდან უცქერდა პატარა ქოხს,ისე რომ ეზოშიც კი არ შესულა. უკნიდან ხმა მომესმა:
-გოგონა(უცნობი)
მიიხედა და უკან ბიჭი შერჩა. ეს იყო ეგრეთწოდებული „მაგარი“ ბიჭი.დაახლოებით 190სმ სიმაღლის, განიერი მხრები ჰქონდა, ჩვეულებრივ მამაკაცზე ორჯერ სქელი ხელი. ეტყობოდა, რომ ძლიერი იყო. სახეზეც საკმაოდ სიმაპათიური. ჩალისფერი თმა და წვერი, შავი აღელვებული ზღვასავით თვალები. ერთი წლის წინ რომ შეხვედროდა, დაიშოკებოდა, გაგიჟდებოდა. ასეთი ბიჭები ხომ ძალიან იზიდავდნენ ლიზას. მაგრამ ახლა ეს უბრალოდ ბიჭი იყო, რომელიც როგორც ჩანდა მოიხიბლა მისი გარეგნობით. სახარბიელო გარეგნობის იყო გოგონა. მოცეკვავეობა ტანზე მეტყობოდა, რაც ბიჭებს იზიდავდა. თან წითური თმა საუცხოოს ამსგავსებდა. მგზავრობისას შორტი და მაიკა ეცვა და რას იფიქრებდა, რომ ასეთ მარტოსულ ადგილას ვინმე მიაშტერდებოდა.
-უკაცრავად-უხეშად მიმართა მიმართა უკანმდგომს, ისე რომ მისთვის არც კი შეუხედავს.
ბიჭი დაიბნა. ეტყობოდა, რომ გოგონებისგან ყურდღებას იყო მიჩვეული. ალბათ ასეთი გულგრილი მისდამი არც ერთო გოგო ჯერ არ ყოფილა.
ლიზას სუსტი წერტილი ადრე სიმპათიური და მაღალი ბიჭები იყო. ვერ ვიტყვით, რომ არ მისცემია შანსი რომ რომელიმე ასეთი ბიჭის გული დაეპყრო, მაგრამ ლიზა მორცხვი გოგონა იყო, ამიტომ შეყვარებული არასდროს ჰყოლია, რაც მამარობით სქესს უკვირდა. ისინი ხომ გოგონას მიმართ არ იყვნენ გულგრილნი. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური ბიჭი, ვინც გოგონას ენაზა. მაგრამ ლიზა შეცვლილი იყო. გარეგანი სილამაზე აღარ იზიდავდა. მისთვის სულ სხვა რამ იყო მნიშვნელოვანი. ლიზა შეყვარებული იყო სიყვარულზე და არა ბიჭებზე, რომლებსა გრძნობები და მისი თითოეული მეგობარი საერთოდ არ აინტერესებთ. მათ მხოლოდ სექსუალური სხეული და მიმზიდველი სახე იზიდავთ. უყურებენ „მაგარ“ გოგოებს ინტერნეტტსა თუ ჯურნალების გარეკანზე და თავში ბილწი აზრები უმოძრავებთ.
ლიზას არც გოგოსა და ბიჭის მეგობრობის სჯეროდა. თვლიდა, რომ როგორ პლიუსი და მინუსს ვერ განვაცალკავებთ, ასევე ბიჭი გოგოს, როგორც მეგობარს ვერ შეხედავს, ის ყოველთვის უკნიდან თვალს გამოაყოლებს და მასში მხოლოდ ლამაზ თოჯინას დაინახავს. შეიძლება, თოჯინა არ დაინახოს, მაგრამ მეგობარს მაინც არ დაინახავს.მამრობით სქესთან ყოველთვის დიდ დისტანციას იჭერდა. ერთი საუკეთესო მეგობარი ჰყავდა, რომელსაც ყველაფერს უყვებოდა და ვითომ მეგობრები არ სჭირდებოდა.გოგონა ბავშვობიდან ვერ იტანდა თვალთმაქცობას.
ლიზას გაახსენდა ადრე როგორ იბნეოდა ბიჭთან საუბარისას, მაგრამ ამ ერთ წელში ბიჭი მისთვის სულ სხვა რამეს ნიშნავდა.ისინი მას აღარ აინტერესებდა.
ბიჭმა გონება ძლივს მოიკრიბა.
-აქ რა გინდა პატარა?-თვალები გოგონას თვალებს გაუსწორა. იფიქრა, ეს უკანასნელი მოალბობსო. თან ეშინოდა, არ დაეშვა შეცდომა.
-პატარას გარეშე(ლიზა)
-კარგი. აქ რა გინდა?(ბიჭი)
-ჩემ სახლში მოვალ თუ არა არავის საქმე არაა(ლიზა)
ბიჭს სისხლმა თავში დაარტყა. გოგო ასე ელაპარაკებოდა. როგორ არ აინტერესებდა ასეთი მიმზიდველი არსება, მისთვის წარმოუდგენელი იყო. ასეთ გოგონას პირველად ხედავდა. გოგონას, რომელიც სხვებისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. აღარ იცოდა, რა ეთქვა. მისდამი უფრო ინტერესი აღეძრა. თითოეული რა რაც უფრო მიუწვდომელი და აკრძალურია, უფრო მიმზიდველია.
-მეც მაქვს აქ სახლი-ბიჭმა ლაპარაკის წამოწყება ცადა.
-კარგად იყავი-უპასუხა ლიზამ და სახლში შევიდა.
ბიჭი განადგურდა და თავის გზაზე წავიადა.
პატარა მყუდრო სახლი ეზოთი. ეს ხომ ის იყო, რაც ლიზას სურდა. განმარტოებისთვის იდეალური ადგილი იყო დიდი ბუხრით.
-რა სახარბიელო ადგილია-ჩაიცინა ლიზამ და მერისთან დარეკვა გაახსენდა.
-მერ, ჩავედი(ლიზა)
-შესანიშნავია(მერი)
-კარგი, წავედი(ლიზა)
-აბა, კარგად(მერი)
ლიზა დაბინავდა. დაჯდა სავარძელში. ეს არ იყო უბრალოდ სავარძელი. ირწეოდა. სწორედ ისეთი იყო ზღაპრებში ბებიეზი წინდებს რომ ქსოვენ და თან თავს ირწევენ.
გოგონა ჩამქრალ ბუხარს შეჰყურებდა და უნდოდა დრო გაეჩერებინა. უნდოდა შეეგრძნო უდარდელობა, მაგრამ ეს ხომ შეუძლებელი იყო.
ბუხართან ლიზამ სურათი შენიშნა. ჩარჩოში იყო ჩასმული. მტვრიანი იყო და ბუნდოვნადაც კი არ ჩანდა ვინ იყო გამოსახული. გოგონა სკამზე ავიდა და სურათი ჩამოხსნა. ის სულ აბლაბუდებში იყო გახვეული. ლიზამ ჩვრით გაწმინდა ის და მისთვის ნათელი გახდა, რომ ეს მისი მშობლების საყვარელი ადგილი იყო. ეს ისინი იყვნენ საქორწინო კაბით მომღიმარი დედა და სმოკინგში გამოწყობილი მამა.
გოგონას ახლა უფრო ესიამოვნა ქოხში განმარტოება. ეს ხომ მისი მშობლების საყვარელი ადგილსამყოფელიც ყოფილა.
ლიზამ სახლი კიდევ ერთხელ შეისწავლა. იმ სურათის გარდა მშობლების ვერც ერთი პირადი ნივთი ვერ ნახა და თითქოს გული დაწყდა, მაგრამ რატომ თვითონაც ვერ მიხვდა. ის ხომ ბევრ რამეს ვერ ხვდებოდა და ახსნის გარეშე იქცეოდა და აკეთებდა იმას, რასაც გული კარნახობდა.
გოგონამ სარკეში ჩაიხედა. ეს ის სახე იყო, რომელიც უკვე მილიონჯერ ენახა, მაგრამ ახლა უფრო სხვაგვარი ეჩვენა. დედასთან მსგავსება აღმოაჩინა და თითქოს გული რაღაცნაირად შეეკუმშა.
წამოუტივტივდა ბავშვობის ადრეული მოგონებები. გაახსენდა დედა, მამა და ის როგორ ისხდნენ ბუხართან. გაახსენდა, როგორ ტიტინებდა და ბავშვურად იცინოდა. მაშინ მამა აჩერებდა, რადგან ის თავის სამეცნიერო ფიქრებში იყო ჩაძირული.
ერთხელ , ახალი წელიც კი გაუტარებიათ ოჯახს ერთად ამ მარტოსულლ ქოხში. ახსოვს,დიდი ნაძვის ხე ედგათ. მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ გოგონას გასამხიარულებლად, მაგრამ მას არ უნდოდა მარტო მათთან. ლიზას მაშინ მერისთან უნდოდა ახალ წელს შეხვედროდა. ამის შემდეგ გოგონას რაღაც გრძნობა დაებადა და ახალი წელი შეძულდა. ეს მასში მხოლოდ რაღაც შემოსაზღვრული სივრცის სიმბოლოდ იქცა. აღარ უყვარდა ეს დრო.ყოველთვის ცდილობდა ბედნიერი ყოფილიყო, მაგრამ მხოლოდ გარეგნულად ჩანდა, რომ უხაროდა, გულში კი მხოლოდ საშინელი ცეცხლი ენთო.
ლიზას ისიც გაახსენდა,დიდი ხნის წინ როგორ მოსწონდა უფროსკლასელი მიმზიდველი ბიჭი. მაშინ გოგონა მხოლოდ მეშვიდე კლასში იყო, მისი რჩეული იყო მეთორმეტე კლასელი გახლდათ, რომელიც, ბუნებრივია, პატარა გოგონებს ზედაც არ უყურებდა და მხოლოდ ბავშვად აღიქვამდა. გააახსენდა, როგორ აყოლებდა ხოლმე თვალს, მის უკან მიდიოდა და თან აკვირდებოდა ხომ არ მხედავსო. ამ ასაკში მოხდა გოგონას, როგორც ფიზიკური შეცვლა, ასევე ფსიქოლოგიური გარდატეხაც. მაშინ სულ სხვანაირად შეხედა გარემოს. გაახსენდა ცხოვრების პირველი გარდატეხა. ახსოვს, რამდენი კომპლექსი ჰქონდა. შუბლზე გამოსული მუწიკები როგორ აკომპლექსებდა. როგორ უყურებდა სუპერ მოდელებს და ოცნებობდა, მათ დამსგავსებოდა. როგორ უნდოდა იმ ბიჭს ყურადღება მიექცია. როგორ უნდოდა ყოფილიყო ისეთი, რომ მისთვის თვალი გამოეყოლებინათ. დღეს კი როგორი ბიჭის მიმართ იყო გულგრილი. ეს მისი მეორე გარდატეხა იყო, როცა მისი ფასეულობები შეიცვალა. როცა მიმზიდველი გარეგნობა უფსკრულში ვერ ჩაითრევს. როცა მისთვის მთავარი გრძნობებია. ახლა ის ყველას რეალურად აფასებს და იცის რომ გარეგნობა ვერ დააბრმავებს.
ამ ფიქრებში იყო ლიზა, როცა ჩაეძინა. ტკბილად ეძინა, კოშმარები აღარ აწუხებდა. დილით პოზიტიურად გაიღვიძა. მამლის ყივილმა სასიამოვნო შეგრძნება მოჰგვარა. გაახსენდა ბავშვობა და გაეღიმა.
ადგა და მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ სახლში არაფერი ჰქონდა. სარაფანი გადაიცვა და გარეთ გავიდა.ისიც კი არ იცოდა სად იყო მაღაზია. ქუჩას წინ გაუჰყვა. ოცი წუთი იარა. ბოლოს შენიშნა პატარა ჯიხური. ეს სულ განსხვავდებოდა იმ ჯიხურებისგან, რომლებსაც თბილისში ხედავდა. სართოდ სოფელი სრულიად განსხვავებული იყო, მითუმეტეს ესეთი მარტოსული და მიტოვებული, როგორიც ლიზასი იყო.
გოგონამ რიგი დაიკავა. სასიამოვნოდ ელამუნებოდა წითური თმა სახეზე. ეს კი ქარის დამსახურება იყო, მაგრამ მშობლებზე დარდი მაინც არ სცილდებოდა. ლიზამ გაიფიქრა:
„მინდა გითხრა, რომ ეს ცხოვრება ძნელი ყოფილა,
მინდა გითხრა, რომ აღარ ძალმიდს ამისი ზიდვა,
სულით ობოლი დავდივარ და გული მტკივა,
რომ არვინ არის ვისაც ჩემი ტკივილი ტკივა!“
რითმაში გამოუვიდა და გაეღიმა. გაახსენდა, რომ მთლად ასეც არ იყო საქმე. ამით იგრძნო, რომ ცხოვრება კვლავ გრძელდებოდა.
სურსათი იყიდა და უკან დასაბრუნებელ გზას ფეხით გამოჰყვა. ცხენები შენიშნა და გაუკვირდა გუშინ რომ ვერ ნახა, მერე კი მიხვდა, რომ გუშინ სახლიდან ფეხი არ გამოუდგამს.
სახლს მიუახლოვდა და ადგილზე გაშრა. ისევ ის ბიჭი იდგა მისი სახლის კარებთან.
„აქაც, რომ არ დაგაცდიან განმარტოებას“-გაიფიქრა გოგონამ და კარისკენ აირო გეზი ისე, რომ ბიჭისთვის არც კი შეუხედავს.
-ლამაზო-მაცდურად გაუღიმა უცნობმა.
ლიზას მისკენ არც კი გაუხედავს.
-გოგონა, ჩემი არ გესმის-ბიჭი ცდილობდა ლიზას მოხიბლვას.ეგონა ის ღიმილი, რომელიც სხვა გოგობზე მოქმედებდა, ლიზაზეც მოახდენდა გავლენას.
-რა გინდა?-ლიზას ნერვები მოეშალა და არ იცოდა რეაქცია როგორ გამოეხატა.
უცნობი იმედს არ კარგავდა, რომ ლიზას მოალბობდა.
-უცნაურია. მარტო მარტოსულ სახლში. საინტერესოც კია(უცნობი)
-ინტერესი ყოველთვის სასარგებლო არაა(ლიზა)
-რაღაც მხრივ მართალი ხარ(უცნობი)
-ახლა კი კარგად(ლიზა)
-გაჩერდი.სად მიდიხარ? რატომ არ გინდა გამომელაპარაკო?-ბიჭმა გაკვირვება გამოხატა.
-არაფრის ახსნას არ ვაპირებ-ლიზა სახლში შევიდა.
უცნობი გაშეშდა. გოგოს ასე ჯერ არასდროს დაეონტერესებინა.
ლიზას ხასიათი გაუფუჭდა, მაგრამ არ შეიმჩნია. სამზარეულოში მაცივარზე სტიკერები შენიშნა. გაახსენდა, რომ ეს მისი დაკრული იყო.
მაინც სასიამოვნო მოგონებები სჯობნიდა უსიამოვნოს. ახსენდებოდა, რამდენი ბედნიერი დღე გაუტარებიათ ერთად მის ოჯახს. მართალია თითებზე არ დაეტეოდა, მაგრამ ეს მაინც მცირე იყო. მხოლოდ ხუთი წელი ანუ ცხოვრების მხოლოდ რამდენიმე ფურცელი.
ფანჯრიდან ჯერ კიდევ ჩანდა მაცდური არსება, რომელიც გოგონას თვალს ვერ აშორებდა. ლიზას გაეღიმა. თვითონაც გაუკვირდა, რატომ იქცეოდა ასე ცივად. ალბათ, იმიტომ რომ დეპრესიაში იყო, თორემ ლამაზ სხეულში ყოველთვის მახინჯი სული არაა.
როცა ფანჯრიდან ბიჭი აღარ მოჩანდა, ლიზა გარეთ გავიდა. თავისდაუნებირად მარცხნოვ გაუყვა ბილიკს. დადიოდა და გარემოთი ტკბებოდა. ყველაფერი ლამაზი იყო. მზისგან გახუნებული ბალახიც კი ლამაზად მოეჩვენა. მდინარესთან ჩამოჯდა. ზემოთ აიხედა და დაინახა ჩიტი. ის სულ უმწეო იყო.
-მარტო ხარ? გეშინია ხო?(ლიზა)
ჩიტმა თითქოს მისი გაიგოო, შეხედა გოგონას და ნისკარტი დაბლა დაწია.
ლიზას გაეღიმა. მის რაღაც ნაწილს ესიამოვნა, რომ მხოლოდ თვითონ არ იყო ობოლი.
გოგონას ნაბიჯის ხმა მოესმა და შეკრთა.
ბალახის ფონზე უცნობის თმა გამოჩნდა. ლიზას გაუკვირდა და ჩაილაპარაკა:
-რა უნდა აქ?
უცნობი მიუახლოვდა. ეს ისევ ის ბიჭი იყო.ამჯერად ხმა არ ამოუღია.მიხვდა, რომ მისი საქციელი ბრიყვული იყო. არ უნდოდა გოგონას ეცნო,როგორც ყველა ბიჭი ანუ ბიჭების უმრავლესობა.ის უკვე მისთვის უბრალო გოგოზე ბევრს ნიშნავდა.ის შეპყრობილი იყო ლიზათი.
ლიზასგან მოშორებით იჯდა და გოგონას თვალს არიდებდა. ხმას არც ერთი იღებდა.
ბოლოს უცნობმა სცადა ბედი კვლავ ეცადა.
-ცხოვრებამ შანსი ყველას მისცა-უცნობმა დამაჯერებლად დაიწყო.
-ყველას არა-ლიზა შეედავა.
ბიჭს სახე გაუნათდა, შედავება ეს უკვე საუბრის საწყისი იყო. ამით მან გოგონა პოლემიკაში გამოიწვია.
-რაღაც მხრივ მართალი ხარ, მაგრამ უკეთეს შემთხვევაში ყველას არა, მაგრამ უმეტესობას შანს აძლევს.
-ყველა და უმეტესობას შორის დიდი განსხვავებაა-გოგონას ბიჭის იმიჯი საინტერესოდ მოეჩვენა. იქნებ ის არ იყო ყველა.
-ასე რომ, თუ ყველა და უმეტესობა ერთმანეთისგან განსხვავდება და მართლაც მათ შორის რადიკლური სხვაობაა, მაშინ ყველას ერთნაირად ნუ აფასებს. არ შეიძლება ყველას ერთნაირად განსჯა.
ლიზა მიუხვდა უცნობს და გაეღიმა.
-მაგრამ ზოგჯერ ცხოვრება იმედს გაგიცრუებს ყველაზე და ყველაფერზე. ეს ხომ საშინელი შეგრძნებაა? გგონია, სამყარო თავზე გექცევაო და ამ უბედურების ჟამს მარტო ხარ და გარბიხარ, ვერ ხედავ გამოსავალს. გარშომო ყოველმხრივ ნანგრევებია და საცაა შენც მოჰყვებია. წარმოგიდგენია ეს რას ნიშნავს?(ლიზა)
-არ ვიცი. ყველაფრის წარმოდგენა ადვილი არაა. ზოგჯერ გგონია, რომ რაღაც უნდა გააკეთო იმისთვის,რომ საკუთარი თავი შეიცნო. (ბიჭი)
-ამიტომ ვარ განმარტოებული ამ მარტოსულ ადგილას და შენ რა მიზნით ხარ?-ლიზამ ბიჭს შეხედა და პირველად შემაჩნია მისი მრავლისმეტყველი თვალები. არ ის მ ყველა არ იყო და გოგონამ ინანა, რომ ასე ცივად ექცეოდა, მაგრამ არ შეიმჩნია. მას ხომ არ უყვადა სისუსტეების გამოჩენა. პატარაობიდანვე ასეთი იყო, წაიქცეოდა და მაინც არ იმჩნევდა, რაღაც ძალიან უნდოდა, მაგრამ მაინც არ იმჩნევდა. ის შეჩვეულიიყო, რომ ყოფილიყო ძლიერი, მაგრამ ტკივილი და უბედურება ამ ძალასაც აცლიდა და ყოვლად უმწეოს ხდიდა.
-მე ეთნოლოგი ვარ-ბიჭმა პირდაპირი პასუხი გასცა და შეხედა გოგონას თმას, რომელიც მზის შუქზე კიდევ უფრო ბზინვარე ჩანდა.
-ჰმ..საინტერესოა(ლიზა)
-შენ ალბათ ჯერ ისევ სწავლობ?(ბიჭი)
-მეთორმეტეში გადავედი(ლიზა)
-გამოვიცანი-ბიჭმა თვალი თვალში გაუყარა დაგანაგრძო. მე ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვკითხულობ ლექციებს. სწავლა შარშან დავამთავრე.
-ანუ აქ არ ცხოვრობ?(ლიზა)
-ჩემი მშობლიური ქალაქი ზაპორიჟიაა, სადაც სკოლის დამთავრებამდე ვცხოვრობდი. ეს სახელი სისწრაფის მიღმას ნიშნავს.შემდგომ რუსეთში გადავედი. ვმოგზაურობ და ესეც ერთ-ერთი მოგზაურობაა. მითხრეს, რომ ეს სოფელი განსაკუთრებულად ლამაზია და მართალიც ყოფილა-ლიზას გაუღიმა.
-საინტერესო მნიშვნელობა აქვს.სიმართლე, რომ გითხრა ქართველი მეგონე?-გოგონამ გაკვირვება ვერ დამალა.მისი ქართული ხომ ძალიან გამართული იყო და აქცენტიც ქართული ჰქონდა.
-ბებიაჩემი იყო ქართველი და მან მასწავლა. ხშირად ჩამოვდიოდით ხოლმე საქართველოში. მაგრამ ის ორი წლის წინ გარდაიცვალა და მას შემდეგ პირველად ვარ. რაღაც ქართული სისხლი მიჩქეფს, ორი წელი არ მინახავს საქართველო და გულში რაღაც უკმარისობას ვგრძნობდი(ბიჭი)
ლიზას გაეღიმა.
-ალბათ, საინტერესოა ეთნოლოგია?(ლიზა)
-კი. საერთოდ ყველა დარგშია რაღაც საინტერესო და მისაზიდვი. შენ რისკენ იხრები?(ბიჭი)
-თეატრალურზე ვაბარებ. რამდენიმე მოკლემეტრაჟიან რამდენიმე ფილმში მაქვს მონაწილეობა მიღებული. დარწმუნებული ვარ, რომ ესაა ჩემი საქმე(ლიზა)
-კარგია(ბიჭი)
ბიჭი თითქოს დაიბნა:
-სახელის კითხვა სულ დამავიწყდა.
-ლიზა, შენ?(ლიზა)
-დენისი. სასიამოვნოა(ბიჭი)
ლიზამ მხოლოდ გაუღიმა. ეს იყო სიამოვნების ღიმილი.
გოგონა გაკვირვებისაგან ჩუმად იყო. როგორი დარწმუნებული იყო, რომ უცნობი ქართველი იყო და უკვირდა მისი ასეთი ინტერესი გოგონას სოფლისადმი. მიხვდა, ბიჭის მოსკოვში გდასვლის მიზეზს. ომი. ამას მხოლოდ ერთადერთი მიზეზი ჰქონდა. ლიზა ხშირად ადევნებდა ხოლმე უკრაინის სიახლეებს თვალს, მაგრამ მის წარმომადგენელს ჯერ არასდროს შეხვედროდა.
ლიზა ცივად აღარ ექცეოდა. ეს იქნებ იმ ინტერესის გამოხდებოდა, რომელიც დენისმა მასში გააღვიძა.
-შენი გაცნობა მართლა გამიხარდა. რას ან ვის ექცევი?-ბიჭი უფრო გამბედავი გახდა, რადგან მიხვდა, რომ ლიზა სიცივის გამოჩენას აღარ აპირებდა.
-იცი, მტკივნეული ისტორიაა, თანაც გრძელი. მოდი, ამაზე ნუ ვისაუბრებთ-გოგონამ გაუღმა.
-კარგი. ისე მეც მარტო ვარ-დენისის თვალები კიდევ უფრო მრავლისმეტყველი გახდა. მათ ხომ გოგონას თმები ცეცხლივით ედებოდათ.
ლიზას არაფერი უთქვამს. ისინი გაუნძრევლად ისხდნენ. მათი ფიქრების ამოცნობა არავის შეეძლო. ფიქრი ეს ერთი რამაა, რაც არ ჩანს და სხვათაგან დამალულია. ესეც რომ ცხადი გახდეს, მერე მას არსი დაეკარგება და თითოეულს შეეძლება ერთმანეთის შეცნობა. მაგრამ ეს კარგი არაა. თითოეულ ჩვენგანს უფიქრია, თუ რა მოხდებოდა რომ ფიქრების ამოცნობა შესაძლებელი იყოს. ლიზაც ამაზე ფიქრობდა, თან არც თუ ისე იშვიათად და ახლაც იგივე აზრმა გაუელვა.
-ჩემი წასვლის დროა(ლიზა)
-იმედია კვლავ შევხვდებით-ბიჭმა იმედიანად შეხედა გოგონას და გულიშეეკუმშა.
ლიზა მიბრუნდა. დენისი კი იჯდა და უყურებდა გოგინას. რა იყო მასში ასეთი მისაზიდი? ბიჭი გრძნობდა, რომ ეს პირველ შეხვედრაზეც იგრძნო, მაგრამ ეს არ იყო ფიზიკური ლტოლვა, ეს სულ სხვა იყო, რასაც იგი პირველად გრძნობდა. დენისი საგონებელში ჩავარდა. როგორი იდუმალებით იყო მოსული ლიზა. დენისი 23-ე წელში იყო და ასეთი რამ მისთვის ჯერ კიდევ ცხოვრების უცნობ ნაწილს ეკუთვნოდა. მან ჯერ კიდევ არ იცოდა და საერთოდ არაფერი იცოდა მასზე, ანკეტასაც კი ვერ შეავსებდა, თუმცა რა ლაპარაკია ანკეტაზე მხოლოდ მისი სახელი და ის, რომ სკოლის დამამთავრებელ კლასში გადავიდა. ბიჭს ცხოვრება გასაოცარი მოჩვენა და მიხვდა, რომ მას ჯერ საერთოდ არ იცნობდა. უკვირდა. დაახლოებით ერთი საათი გაუნძრევლად იჯდა და შემდეგ წამოდგა.
ლიზა მშობლების საფლავზე წავიდა. ყვავილების შეკვრა ორივეს საფლავს გადაუნაწილა და მათ სიახლოვეს დაჯდა. საუბარი დაუწყო:
-დედა, მამა, იცით, როგორ მიყვარხართ და მენატრებით? ჩემს გულში თქვენს გარეშე დიდი ღრმულია, რომლის ამოვსებაც ყოვლად შეუძლებელია. იცით,როგორ მინდა რომ გადაგეხვიოთ, ერთი წუთით მაინც. ხშირად ვფიქრობ თქვენზე. დე, მაპატიე, რომ შენი დღიური წავიკითხე, მაგრამ სხვაგვარად არ შემეძლო და, იმედია, გამიგებ. შენგან დამალული არაფერი მქონია და, ალბათ, არც ახლა მაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ შენც და მამაც ზევიდან მადევნებთ თვალყურს. გპირდებით, რომ არ შეგარცხვენთ. არაფერს გავაკეთებ ისეთ, რომ თქვენი სახელი საძრახი გავხადო.მიყვარხართ! -ლიზას ცრემლები გადმოცვივდა. უნდოდა მშბლების სითბო ეგრძნო,მაგრამ რადგან ისინი შორს იყვნენ, მათ საფლავენს დააკონა ტუჩები.
შემდეგ გაუნძრევლად იჯდა. ყველაფერზე ფიქრობდა, მათ შორის დენისზეც.
საღამოს სახლში დაბრუნდა. ისევ ისეთი სიჩუმე იყო, როგორც მაშინ, როცა დატოვა. ლიზას ტელეფონის ზარი მოესმა. ეს მერი იყო.
-ლიზა, როგორ ხარ?(მერი)
-მშობლების საფლავზე ვიყავი და ათას რამეზე ვფიქრობ(ლიზა)
-მესმის შენი(მერი)
-იცი, რას მივხვდი?(ლიზა)
-რას?(მერი)
-ამ ცხოვრებაში ვერასდროს განმარტოვდები ისე, როგორც გინდა(ლიზა)
-ვიცი. საერთოდ ამ სამყაროში ვერაფერს გააკეთებ ისე, როგორც გინდა(მერი)
-აი, ამიტომ მძულს ყველაფერი. ყველაფერი გესმის? როგორ შეუძლია რომ ასეთი ოყოს?(ლიზა)
-ის ხომ არავის გვინდობს(მერი)
ლიზას ცრემლები მოადგა:
-იცი, ადამიანს როგორც წარმოუდგენია ისე არაფერი არაა?(ლიზა)
-ვიცი, ლიზა. არაფერი არაა ისე(მერი)
-მერი, ცუდად ვარ გესმის? გესმის, ეს რას ნიშნავს? ეს ცუდად ყოფნაზე მეტია. ეს საშინელი ნოსტალგიაა, რომლის გაძლებაზეც ფიქრიც კი სისულელეა(ლიზა)
-კარგი. მოგვიანებით დაგირეკავ. მიყვარხარ(მერი)
-მეც-ლიზამ ტელეფონი გათიშა და მაგიდაზე დაანარცხა. მას ამ ყველაფრის გაძლება აღარ შეეძლო.
კარზე კაკუნი მოესმა. გაუკვირდა მოულოდნელი სტუმარი და კარებისკენ გასწია.
-ვინ არის?(ლიზა)
-მე, ვარ(უცნობი)
ლიზა მიხვდა, რომ ეს დენისი იყო. კარი გაუღო. ბიჭმა შენიშნა,რ ომ ლიზა ნამტირალევი იყო.
-რა მოხდა?-თანაგრძნობით ჰკითხა.
-არაფერი(ლიზა)
-მისმინე,შენიძლია მომიყვე(დენისი)
-საერთოდ მთელი ჩემი ცხოვრება ჩახლართულია.დღეს მშობლების საფლავზე ვიყავი და ყველაფერი თვალწინ წარმომიდგა. თვალწინ წარმომიდგა მათთან ერთად გატარებული ის ხუთი წელი, როცა ვიღიმოდი და ცხოვრება მიხაროდა-ლიზას ცრემლები მოადგა და ბიჭს თვალს ვერ უსწორებდა.
დენისს თვალები აუწყლიანდა.
-ღმერთო, ჩემო, ვწუხვარ. არ უნდა მეკითხა. ვიცი, რომ გიჭირს-გოგონას ხელი ხელზე მოკიდა.
-მადლობ(ლიზა)
-მისმინე შეგიძლია მომიყვე შენი მშობლების შესახებ(დენისი)
ლიზამ უყვებოდა და თან ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა. დენისაც მოადგა თვალზე ცრემლი, მაგრამ იკავებდა. უნდოდა, გოგონა დაემშვიდებინა.
-ლიზა, იცი, რა?-ჰკითხა და თავისი დიდი ხელით ნაზად მოწმინდა ცრემლები.
-რა?(ლიზა)
-ცხოვრება რაც არ უნდა უბედური იყოს, მასში არის მაინც რაღაც ბედნიერება! (დენისი)
ლიზას არაფერი უპასუხია. ორივენი ჩუმად იყვნენ. საათის ისრები კი მიიწევდა წინ და მიიწევდა. სიჩუმე ტელეფონის ხმამ დაარღვია.
-უნდა ვუპასუხო(ლიზა)
-უპასუხე-დენისსმა თავისი ხელი ფრთხილად გაუშვა ლიზას ხელს.
-გისმენ(ლიზა)
-იმედია, უკეთ ხარ(მერი)
-ცხოვრება რაც არ უნდა უბედური იყოს, მაინც არის მასში რაღაც ბედნიერება-უპასუხა ლიზამ და დენისს მოციმციმე თვალები შეანათა. ბიჭის თვალებიც აინთო. ისინი ხომ ასეთი მგრძნობიარეები იყვნენ.
-მართალი ხარ(მერი)
-კარგი. ხვალამდე(ლიზა)
ლიზამ ტელეფონი გათიშა
-შენ ძლიერი ხარ(დენისი)
-ჩემი მეგობრის საყვარელი სიტყვები-ლიზას ჩაეცინა.
-რაც არ უნდა იყოს ის მართალია(დენისი)
-ჩაი ხომ არ გინდა?(ლიზა)
-მადლობა(დენისი)
-წავალ მოვადუღებ(ლიზა)
მალე ლიზამ ჩაი შემოიტანა, თავის გამომცხვარ ბლინებთან ერთად.
-როგორი მიხვედრილი ხარ. რუსეთსში ხომ სულ ჩაის სთავაზობენ სტუმარს-დენის გაეღიმა.
ჩაის უხმოდ შეექცეოდნენ და ლიზა დენის მშობლებზე უყვებოდა.წასვლისას ლიზას დენისმა უთხრა:
-საუკეთესო ბლინებს აკეთებ.
-მე რომ გავაკეთე, საიდან მიხვდი?(ლიზა)
-მხოლოდ შენ კი არ ხარ მიხვედრილი-უპასუხა დენისმა და სახლისკენ გასწია.
ლიზა კი კარებთან იდგა და ხედავდა დენისის თვალებს, რომლებიც უკან იხედებოდნენ და ციმციმებდნენ.
ლიზა სავარძელში იჯდა და უყურებდა ბუხარს. წარმოიდგინა, რომ ეს გაციებული ბუხარი აანთო და მიხვდა, რომ ადამიანის გული ბუხარს ჰგავს შეგიძლია მასში მალევე და ადვილად გააღვიძო ან დაბადო ნებისმიერი გრძნობა. იქნებ მის გულშიც იგივე ხდებოდა ან ეს უბრალოდ თანაგრძნობა იყო, რომელიც მას ესიამოვნა. რაც არ უნდა ყოფილიყო, დენისი მის ცხოვრებაში სრულიად უცხო ნაწილაკს წარმოადგენდა, მაგრამ მისი განდევნა არ საჭიროებდა. ის ხომ რაღაც ახლის სათავე იყო, რაც შესაძლოა ლიზას აკლდა. გოგონა ამას ხვდებოდა, მაგრამ საკუთარ თავში ვერ გარკვეულიყო. ერთიანად აზროვნება უჭირდა. იქნებ, იმიტომ, რომ მისი გონება გადაღლილი იყო. იქნებ ცხოვრებით იყო დაღლილი და ამდენი ფიქრითა და ზრუნვით, მაგრამ, რაც მთავარია, ლიზამ ერთი რამ ისწავლა ცხოვრებისგან. არა, ერთი, არა მრავავალი, მაგრამ ერთი რამ განსაკუთრებული, რაც ანუგეშებს მას, ცხოვრება რაც არ უნდა უბედური იყოს, მაინც არის მასში რაღაც ბედნიერება. ამაზე მას პირველად დენისმა დააფიქრა და მხოლოდ ამისთვისაც კი ღირდა ამ უცხოელ ბიჭთან შეხვედრა და მისი ღიმილის ყურება, მაგრამ მის თვალებშიც რომ რაღაც არაამქვეყნიური იყო. ეს ლიზას ვერ გაეგო...
ღამით ვერ იძინებდა. ათასი აზრი უტრიალებდა თავში. არ შეეძლო ერთ კონკრეთულ რამეზე ეფიქრა. მის ცხოვრებაში მრავალი რამ ხდებოდა. როგორ უნდოდა დაესვენა ყველასგან და ყველაფრისგან, მაგრამ იცოდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. გოგონას მუდამ აინტერესებდა სად იყო ადგილი, სადაც დაისვენებ და თავი ფიქრებისგან არ გაგისკდება, შეგეძლება ცოტა ხნიტთმაინც სიმშვიდე ჰპოვო. ლიზა ყოველთვის ცნობისმოყვარე გოგონა იყო, მაგრამ მისი დაკმაყოფილება ხომ შეუძლებელი იყო. გოგონას მრავალი რამ გადაეტანა და მხოლოდ ეს აზრი ამშვიდებდა. ამშვიდებდა, რადგან ეს იყო, რაც ზოგჯერ ძალიან სჭირდებოდა.
მეორე დღეს ლიზას თითქმის საერთოდ არ უძინია, მაგრამ მაინც კარგ ხასიათზე. იყო. გაახსენდა, რომ ქალაქიდან ყვავილის ნერგები ჰქონდა ჩამოტანილი, ეზოში გავიდა და მათი დარგვა დაიწყო. ბალახი ცვრიანი იყო, რაც ლიზას სიამოვებდა და ძალას მატებდა. მატებდა იმ სიცოცხლის ძალას, რომელიც ყველას სჭირდება, რათა განაგრძოს ცხოვრება..
შვიდი საათიც კი არ იყო, მაგრამ უკვე ღამეს დაეტოვებინა დედამიწა. ლიზასაც უკუექცია შავით სავსე ფიქრები და ფიქრობდა მხოლოდ იმაზე, რაც დენისმა უთხრა. გოგონას უკვირდა, რომ ეს ადრე თავში საერთოდ არ მოსვლია.
დენისიც ადრე ამდგარიყო. ძილისგუდა ბიჭისთვის ფიქრებს ძილი შეეძულებინათ. ის უკვე ერთი საათი იყო, რაც ფეხზე იდგა და ქუჩაში ბოლთას სცემდა. თვითონაც კი არ იცოდა რა იყო ამის მიზეზი. რა თქმა უნდა, ლიზა არ გამოპარვია და შორიდან ადევნებდა თვალს გოგონას ნარნარ მოძრაობას. მის თვალს ეს ძლიერ სიამოვნებდა, მაგრამ არა მარტო თვალს, არამედ გარეგან და შინაგან სხეულსაც. დენისი ასე არასდროს ყოფილა. მხოლოდ ახლა მიხვდა და შეიგრძნო, რომ ქალის ნაზი მოძრაობა და გამოხედვაც კი სასიამოვნო ყოფილა. ახლა მიხვდა, რომ, შესაძლოა, გული ქალის თვალებითა და თმებით ცქერით დაიწვეს. მიხვდა, რომ ადრე მისი თითოეული სასიყვარულო ურთიერთობა ფუჭი ყოფილა. ის უბრალოდ არარსებული იყო ვნებაზე და ფიზიკურ ლტოლვაზე დამყარებული. დენისმა სულ სხვანაირად შეხედა სიყვარულს და მის თვალში ქალმა მნიშვნელობა შეიცვალა. მაგრამ ლიზასადმი რას გრძნობდა არ იცოდა. იქნებ ამის ბრალი ის იყო, რომ ბიჭს არაფერი გაეგებოდა იმ გრძნობაზე, რომელსაც სიყვარული ჰქვია. თუმცა გასაკვირი არცაა, ათასში ერთს თუ ესმის სიყვარულის არსი და მნიშვნელობა. მაგრამ ისიც კი იყო მოსალოდნელი რომ სულ მალე დენისი ჭეშმარიტად შეყვარებულთა რიგებს შეერთებოდა.
ბიჭს არ უნდოდა გოგონას სიმყუდროვე დაეფრთხო. ცდილობდა, ლიზას არ შეემჩნია მისი მზერა.
ლიზა კი ყვავილებს რგავდა, რწყავდა და ამით დიდ სიამოვნებას ღებულობდა. ამ დროს ის აღარაფერზე ფიქრობდა. დენისის გულში კი რა ხდებოდა არავინ იცოდა.თითქოს მეტამორფოზს განიცდისო. ღმერთო, ისიც ვერ ხვდებოდა. ეს ყველაფერი რამდენადაც სასიამოვნო იყო, იმდენადვე მტანჭველი იყო. ბიჭი ამ ყველაფრის შესაფერის სიტყვას ვერ პოულობდა. ეს იყო რაღაც, რაც გტკივა, გაწამებს, მაგრამ მაინც გსიამოვნებს. ეს უბრალოდ გასაოცარი იყო!
ლიზა ყვავილების დარგვას მორჩა და იქვე სკამზე ჩამოჯდა. დილის ჰაერი ხარბად შეისუნთქა და ცას ახედა. ის სუფთა და წმინდა იყო, როგორიც ვერასდროს იქნებოდა გოგონას გული. ლიზას ეს აღიზიანებდა. აღიზიანებდა, რომ არ შეეძლო ყოფილიყო ცასავით წმინდა და ნათელი.
დენისი კი ვეღარ ითმენდა. გოგონას ნახვა უნდოდა, მაგრამ თავს იკავებდა. რომ მისულიყო, რა ეთქვა და ან რა მოემიზეზებინა. ლიზა ხომ ასეთი მკაცრი იყო ან იქნებ, საერთოდ არ იყო მკაცრი, უბრალოდ ცხოვრებამ გახადა ასეთი. რაც არ უნდა ყოფილიყო, დენისისთვის მან ქალის არსი შეცვალა. ბიჭი უყურებდა ლიზას და, როცა გოგონა სახლში შევიდა, კიდევ დიდხანს ადევნებდა თვალს. არ უნდოდა ადგილიდან დაძვრა. მიხვდა, რომ ცხოვრებაში ეს იყო მისი ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი მეტამორფოზი. მეტს ვერ ხვდებოდა და ან როგორ მიხვდებოდა, ეცბად არაფერი ხდება ამქვეყანაზე, ყველაფერი ეტაპობრივად იწყება და აგრძლებეს არსებობას, მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც.
ლიზამ ისაუზმა. რაღაც მხრივ მოსწონდა, რომ მოწყვეტილი იყო ქვეყნის ალიაქოთს, არც ინტერნეტი ჰქონდა და არც ტელევიზორი. რაღაც მხრივ მაინც იყო დასვენებული და ეს მის გულს ახარებდა.
დენისი აზრზე ვერ მიდიოდა. ეს მის ცხოვრებაში ყველაზე ძნელი პერიოდი იყო. ლოგინზე წამოწვა და სურათს ახედა. ეს მისი და იყო, რომელსაც მანქანა დაეჯახა, როდესაც სკოლიდან ბრუნდებოდა. მაშინ ის ხომ მხოლოდ ექვსი წლის იყო. ამბობენ, ექვსი თარსი რიცხვიაო.დენისი ასე არ თვლიდა, მაგრამ ამ დღის მერე შეიძულა ეს ციფრი.ცრემლი მოადგა. დის მონატრება შემოაწვა. გაახსენდა, რომ მაშინ ჩამოაყალიბა მისმა გულმა ის თეორია, რომელიც გოგონას გააცნო, როცა და დაკაგრა. ეს ათი წლის წინ მოხდა და მაინს შემდეგ ის ყოველ გაჭირვების ჟამს ამას იმეორებდა გულში. ეს მას აძლიერებდა. ლიზა პირველი იყო ვისაც, გაანდო ეს. გოგონას გახსენებაზე აცახცახდა, სიცივე იგრძნო ამ ზაფხულის ცხელ დღე. ეზოში გავიდა და მზის სხივებს მიეფიცხა, მაგრამ უფრო გაიყიდა. ეგონა, სიცხე ჰქონდა, მაგრამ არც ეს გამოდგა მართალი. არ იცოდა რა ექნა. მისი წამალი მეზობელ სახლში ცხოვრობდა...
დენისი საკუთარ თავს აღარ გავდა. ასეთი ცვლილების მოხდენა რას შეეძლო, ვერ გაეაზრებინა. გარეთ გავიდა და ლიზას ეზოს კარის წინ დაიწყო სიარული.
ლიზა სახლში ფსიოქოლოგიურ წიგნს კითხულობდა. ფროიდის ფსიქოანალიზს ისე გაეტაცა, რომ სხვა რამეზე ვერც კი ფიქრობდა. კარებზე კაკუნი ისმოდა, მაგრამ გოგონას არ ესმოდა. დენისი კი იდგა და ელოდებოდა, როდის გაუღებდა ლიზა კარს. არ აპირებდაა წასვლას. მთელი დღე შეეძლო მდგარიყო, თუმცა სხვა გამოსავალი არც ჰქონდა. მის გულში დიდი კოცონი ენთო ისეთი დიდი, რომ მას სინამდვილეში არ ენახა.
ორი საათი გავიდა. როგორც იქნა,ლიზამ კითხვა დაამთავრა და გაიგო კარის ხმა. მისკენ გაემართა. მაშინვე გააღო. დენისს სახე გაუნათდა. ისეთი შვება იგრძნო, რომ გოგონასთვის მიზეზიც კი არ უკითხავს, რატომ არ აღებდა ამდენ ხანს კარს. მიხვდა, რაოდენ ძვირფასი იყო ეს ახლადგაცნობილი გოგონა მისთვის.
ღრმად ჩაისუნთქა ისე, რომ გეგონებოდა, უჰაერობისგან იხრჩობოდაო. ლიზას აკანკალებული ხმით ჰკითხა:
-შეიძლება?
გოგონამ თანხმობის ნიშნად გაუღიმა.დენისი შევიდა. ისინი ბუხრის წინ ხალიჩაზე დასხდნენ.გამგმირავი სიჩუმე სუფევდა. ბოლოს ძლივს ამოხდა დენისს:
-იცი, ეს თეორია, რომელიც გუშინ გითხარი, როდის მერე დამსდევს?
-მითხარი(ლიზა)
დენისმა გოგონას თმას შეხედა და განაგრძო:
-ათი წელის. მას შემდეგ რაც და დავკარგე(ბიჭი)
-ვწუხვარ-ლიზა მიხვდა, რომ მათ მრავალი საერთო ჰქონდათ. მათ შეეძლოთ ერთმანეთისთვის ტკივილი და ნოსტალგია შეემსუბუქებინათ და ცხოვრება ნათელი გაეხადათ იმ გრძნობით, რომელსაც სიყვარული ჰქვია და, რომლითაც არსებოს ეს სამყარო და, რომლის გარეშეც მას სიცოცხლე არ უწერია.
-იცი, მაშინ როგორი განადგურებული ვიყავი და მხოლოდ ამ აზრით შევძელი ცხოვრებისთვის კვლავ ჩამეხეხა მის მკაცრ თვალებში. ეს არც თუ ისე იოლია(დენისი)
-საშინლად ძნელი(ლიზა)
-რა არის შენთვის ცხოვრება?(დენისი)
-ეს არის საზღვარი, რომელიც უნდა გადავლახო, რომ ვიპოვო ის, რაზეც ვოცნებობ(ლიზა)
-ჩემთვის ეს დიდი ტვირთია, რომლის ზიდვაც ძნელია და მხოლოდ იმ იმედით, რომ ვიპოვი იმას, რაც ამდენი ხანია რაც მინდა, საკუთარ თავში ვპოულობ ძალას, რომ დავსძლიო ის და არ ჩავარდე ორმოში, რომელსაც ეშმაკი ყოველ წამს მითხრის. მაგრამ ყველაზე ძნელი ისაა, რომ მისი ეს ქმედება მუდმივ ხასიათს იღებს და გაგრძელდება მანამ, სანამ ცხოვრებას არ დავასრულებ.სიკვდილზე გიფიქრია?(დენისი)
-კი. ეს ხომ ადგილსამყოფელის შეცვლაა სიბნელესა და სინათლეს შორის. ეს სიმშვიდისკენ მიმავალი გზაა. იცი, ადრე ისე ვიყავი ოცნებით შეპყრობილი, რომ თვითმკვლელობაზე ვფიქრობდი-დენისმა გააწყვეტინა:
-მეც მიფიქრია, მაგრამ არასდროს არ მიცდია, ის ხომ სისუსტის ნიშანია. ის ნიშნავს, რომ ამ უდიდეს განსაცდელს გაექცი, რომელსაც ცხოვრების გზა ჰქვია.
-იცი, სკოლის ბოლო სართულზე ვიდექი ხოლმე მოაჯირთან და პირველი სართულისკენ ვიხედებოდი. ვხედავდი სხვადასხვა ფიგურის ფერადებს მის ძირში და გადახტომაზე ვცდილობდი. არა, არ ვცდილობდი, ვაპირებდი, მაგრამ არასდროს მიცდია. იცი, ვფიქრობდი, რა მოჰყვებოდა ამას. შემდგომ გავაანალიზე და ამაზე ფიქრი შევწყვიტე-ლიზამ ამოიოხრა და დენისს შეხედა. მისდა გასაკვირად, დენისი მას უგებდა და არა მარტო უგებდა,არამედ მთელი არსებით ესმოდა მისი და მისი გულისყური მელიად გოგონასკენ იყო მიმართული, თითქოს მათი ფიქრები ერთდებაო.
-ლიზა, ეს ცხოვრება მართლა ძნელია. მაგრამ იცი რა?მთავარი ისაა, რომ არ ცადე. თორემ ფიქრით და ოცნებით მეც უსასრულოდ მიფიქრია დამიოცნებია.ისინი ხომ ერთადერთები არიან, რომლებიც უფასოდ გვეკუთვნის. შეიძლება, ამიტომაც დაკარგეს მათ სისპეტაკე ან იქნებ, საერთოდ არ ჰქონდათ(დენისი)
-მიხარია, რომ მიგებ, დენის-ლიზამ მას სახელით პირველად მიმართა და ამაში იმხელა სითბო იგრძნობოდა, რომ დენისის გული ბედნიერებისგან შეტოკდა.
-მე, ლიზა-დენისი იწვებოდა. მას განელება არ შეეძლოა, რადგან ეს არ იყო სხეული ტემპერატურის მატება, ეს გულის ტემოერატურა იყო. მისი გული იწვოდა და მას ვერანაირი წყალი ვერ უშველიდა.
ლიზაც დაბნეული ჩანდა. დენისი და ის მართლაც რაღაც ძალამ შეახვედრა ერთმანეთს. იქნებ, ეს ბედისწერის ძალა იყო. რაც არ უნდა, იყოს და, როგორც არ უნდა გჯეროდეს,ბედნისწერის, ცხოვრება ადრე თუ გვიან დაგანახებს, რომ ის არსებობს...
ოთახში სიჩუმე იყო. ხმას არც ერთი იღებდა, ისინი ერთმანეთს უყურებდნენ, და თან ცდილობდნენ, რომ ერთს მეორის მზერა არ შეემჩია, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. მათ მისი დამალვა არ შეეძლო. მზერა ხომ გრძნობებსი გამცემია. მართალია, არ ვიცით რა ხდება სხვის გულში, მაგრამ საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ ღმერთმა ადამინს მისცა თვალები, რომლებიც ყველაფრის გამცემია. ალბათ, ამიტომ არ არიან გული და თვალები მეგობრები. ალბათ, პირველი დღიდანვე, როცა სამყარო შეიქმნა,ერთმანეთის მტრები გახდნენ. ამიტომაა ხშირად გულს სხვა უნდა და თვალებს სხვა და ხშირად თვალები გრძნობებს ღუპავენ და საყვარელ ადამიანებთან დამოკიდებულებას ანადგურებენ. მისგან ნაშთსაც კი არ ტოვებეn...
დღეები ასე გადიოდა. იქნებ ეს უბრალოდ ბედნისწერა იყო ან ღვთის უძლიერესი საჩუქარი. იქნებ ეს სწორედ ის იყო,რაზეც ყველა გოგო გულის სუღრმეში ოცნებობს. გულის სიღრმეში, რადგან უმეტესობა არ აღიარებს. არ აღიარებს გრძნობების ძალას და განსაკუთრების მის იმ გრძნობის ზებუნებრივობას, რომელიც მეფეა სხვა გრძნობათა შორის და სიყვარული ჰქვია. ასეთი ვართ ადამიანები სანამ არ შევირძნობს მისი არ გვჯერა, რაგდან რწმენა არ გვაქვს. როგორ შეიძლება მისი რწმება არ გქონდეს? გასაოცარია სამყარო. სიყვარული მას სულ სხვა იერს აძლევს და მრავალაფეროვანს ხდის.
ივლისი მიიწურა. 25 რიცხვი იყო. მზე დედამიწას წვავდა, მაგრამ არა ისე, როგორც ლიზას და დენისის გული იფერფლებოდა. ისინი თვითონაც ვერ ხვდებოდნენ, რომ ერთმანეთს ეჯაჭვებოდნენ მათი გულები. ღმერთს ხომ ყველაფერი ძალუძს. ის კი ამ ქვეყანაზე ღმერთია.ის არის უჩინარი არსება, რომელსაც ყველა ნებით თუ ენებლიეთ ემორჩილება. ამ დღესას ერთად იყვნენ და ათას რამეზე საუბრობდნენ. ერთმანეთის ხმა მუსიკის ჰანგებივით ჩაესმოდათ. არა, ეს არიყო მუსიკის ჰანგები. ეს იყო რაღაც ზეციდან ჩამოვარდნილი ბგერები, რომელთა შეგრძნებაც მხოლოდ შეყვარებულებს ძალუძთ. ეს გარემოება დენისის ზარმა დაარღვია:
-გისმენთ(დენისი)
რაღაც უთხრეს და დენისს სახე შეეცვალა:
-ეს შეუძლებელია. როდის?
პასუხი მიიღო და გათიშა.
ლიზა ანერვიულდა:
-რა მოხდა, დენის?
-ხვალ უნდა წავიდე, ლიზა.სამსახურში რაღაც საქმეებია, რომლებსაც ორი კვირა დასჭირდება-მისი თვალები უწინდელივით აღარ იყვნენ ანთებულები.ისინი მოსალოდნელი განშორების გამო წუხდნენ.
-მოვალეობებს ვერ გაექცევი.
-საშინელებაა. ამაზრზენია, როცა რამეს შეუძლია შენი ცხოვრება მართოს.
-რას იზამ-ლიზას ხმა შეეცვალა.
-დღეს უნდა წავიდე. წავალ მოვემზადები-დენისი ოთახიდან გავიდა.
ათ წუთში ლიზას ეზოში იყო. აღელვებული გოგონა გარეთ გამოვიდა. ბიჭმა ძლიერი ხელები ნაზად მოხვია და განიერ მკერდზე მიიკრა. რამდენიმე წუთს ასე იდგნენ და არ ინძრეოდნენ. ეს იყო საუკუნის გამომშვიდობება. მათი გულები გამალებით სცემდენ და მათი ხმა ორივეს ესმოდა.
-ლიზა, მომენატრები, მაგრამ მალე კვლავ შევხვდებით. გახსოვდეს, რომ ცხოვრება რაც არ უნდა უბედნური იყოს, მასში მაინც არის რაღაც ბედნიერება.
დენისი მიბრუნდა. ლიზა ცრემლებს ძლივს იკავებდა. ბიჭმა მანქანა დაძრა და მოსწყდა იმ ადგილს, რომელსაც ლიზა მიშტერებოდა. გოგონა დიდ ხანს უყურებდა გზას, რომელსაც დენისი დიდი ხანია, რაც დაეფარა.
მთელი დღე მოწყენილი იყო. მისი გონება ფიქრებისგან ვერ თავისუფლებოდა.თაროზე ფროიდის ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია შეამჩნია. აიღო და კითხვა დაიწყო. საღამოს დაასრულა და ემოციებით ლოგინზე წამოწვა. საათს უყურებდა და ფიქრობდა დროზე. დროზე, რომელიც ხან სწრაფია და ხან ნელი.
ზარის ხმა მოისმა. ეს დენისი იყო:
-როგორ ხარ?(ის)
-ფსიქოპათოლოგია მართლაც ძნელია(ლიზა)
-ვიცი ფროიდი რომ გიტაცებს. მისი ნაშრომები მართლაც უძლიერესია(დენისი)
-როცა ჩახვალ დამირეკე, დენის(ლიზა)
-აუცილბლად(დენისი)
ლიზას კიდევ უფრო დაუმძიმდა ბიჭთან განშორება. კიდევ მოესმა ზარი:
-როგორ ხარ?(მერი)
-სად ხარ?-ლიზამ კითხვაზე კითხვითვე უპასუხა.
-დღეს ჩამოვდივარ თბილისში. რა ხდება?-მერის მეგობრის კითხვა ეუცნაურა.
-უბრალოდ, მეც მინდა ჩამოსვლა მომენატრე. ვფიქრობ, დღეს წამოვალ(ლიზა)
-ძალიან მომენატრე და ერთი სული მაქვს როდის გნახავ-მერი ემოციებს ვერ უმკლავდებოდა.
-მოვემზადები და გამოვალ.საღამოს გამოგივლი, მერი. იცი, როგორ მომენატრე?შენთან კამათი, იცი, როგორ მაკლდა?
-აბა, შენ იცი.იცოდე, გელი, ლიზა.
ლიზამ კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი გარემოს. დენისიი გაახსენდა და მესიჯი მიწერა:
-დენის, დღეს თბილსში მივდივარ. უეცრად გადავწყვიტე.
ბიჭმა პასუხი არ დააყოვნა:
-მიხარია, რომ შენში მეტამორფოზი მოვახდინა, ლიზა.
გოგონას არაფერი უპასუხია. მალევე გაამზადა ყველაფერი. გამოემშვიდობა იმ გარემოს, რომელმაც მასზე ასეთი დიდი კვალი დაამჩნია. ტაქსი გააჩერა და თბილისისკენ მიმავალ გზას გაადგა. ნერვიულობდა. არ იცოდა, როგორი გრძნობები ექნებოდა, როცა კვლავ ნახავდა სახლს, რომელთაც ამდენი უბედურება იყო დაკავშირებული.
ამ ფიქრებში ჩაეძინა.თბილისში რომ ჩავიდნენ მაშინაც კი ეძინა.
-გოგონა, ჩახვედით-მძღოლმა მაღალ ხმაზე მიმართა ლიზას. გოგონა აზრზე მოვიდა. თვალი გაახილა და დაინახა მისი კორპუსი. მანქანიდან ჩამოვიდა, ბარგი აიღო და ლიფტს დაელოდა. ის როცა ჩამოვიდა, ლიზას გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ეს მერი იყო.
-საიდან მიხვდი, რომ ამ დროს ჩამოვდიოდი?-ლიზა მერის ჩაეხუტა. ამდენი ხნით ისინი ჯერ არასდროს დაშორებულან ერთმანეთს და ერთმანეთი, ჰაერზე მეტად სჭირდებოდათ.
-გამოვიანგარიშე(მერი)
-შენ და შენი არითმეტიკა-ლიზას გაეცინა.
-მიყვარხარ(მერი)
-მეც, მიყვარხარ(ლიზა)
-ავიდეთ და მომიყევი რას შვრებოდი(მერი)
-აუცილებლად(ლიზა)
გოგონები სახლში შევიდნენ. ლიზას დალაგების თავი არ ჰქონდა. ბარგი ოთახში შეაგდო და მერისთან ერთად დივანზე ჩამოჯდა. უცბათ ლიზას ტელეფონმა დაურეკა. დენისი იყო და მის ნომერზე მისი მომღიმარი სურათი ეყენა. მერის გამჭრიახ თვალებს ის არ გამოპარვიათ.
-როგორ ხარ?ჩახვედი?(დენისი)
-კი. ჩავედი(ლიზა)
-მეც ჩავედი(დენისი)
-კარგი.მერე დაგირეკავ(ლიზა)
-მომენატრები(დეისი)
-მეც(ლიზა)
გოგონამ ტელეფონი გათიშა და მაშინვე იგრძნო გოგონას მზერა, რომელიც მას მიშტერებოდა.
-გოგო, რა ხდება? რამეს მიმალავ?-მერის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა.
-მეგობარია. ესაა ბიჭი, რომელმას ჩემი სტერეოტიპი გოგოსა ეა ბიჭის მეგობრობაზე დაამსხვრია(ლიზა)
-იქნებ არ დაუმსხვრევია. ყველაფერი მეგობრობით იწყება(მერი)
-შენ მას არ უცნობ. ის რაღაც განსაკუთრებულია. სულ სხვა სამყაროდანაა. გარეგბულად როგორიცაა ათასჯერ უკეთესია შინაგანად(ლიზა)
-უკვე დამაინტრიგე. ფოტო არ გაქვს?(მერი)
ლიზამ ერთად გადაღებული სელფები აჩვენა.
-გოგო. სად გაიცანი? არ მითხრა, რომ სოფელში(მერი)
-სოფელში-უპასუხა ლიზამ და ყველაფერი დეტალებში მოუყვა. მერისთვის ხომ დეტალების გარეშე მნიშვნელობა არაფერს ჰქონდა.
დასასრულს მერი ემოციებში იყო.
-გამაგიჟებ(მერი)
-ცხოვრება საოცრებაა. ზუსტად მან მასწავლა, რომ ცხოვრებაში რამდენი უბედურებაც არ უნდა გადაგხდეს თავს, მასში მაინც არის რაღაც ბედნიერება(ლიზა)
-საოცარია.იმედია, გამაცნობ ასეთ ზებუნებრივ არსებას(მერი)
-ჩამოვა თუ არა მაშინვე(ლიზა)
-სოციალური ქსელი აქვს?-მერი უფრო დაინტრიგა.
-ინტერნეტისგან მოშორებით ვცხოვრობდი, მაგრამ, როგორც მითხრა, ფეისბუქის ხშირი სტუმარი არ არის და ვკს ხმარობს(ლიზა)
-მოვძებნი - მერიმ მაშინვე ტელეფონი მოიმარჯვა. ემოციებს ვერ მალავდა. მისი პოსტებიდან ბიჭის მთელი სამყარო მის წინ იყო.
გოგონები მთელი ღამე საუბრობდნენ და გამთენიისას ჩაეძინათ.
მეორე დღეს მერი ბედნიერი იყო. ახლა შეეძლო, რომ მეგობარი დასვენებაზე დაეყოლიებინა.
-მოდი, სადმე დავისვენოთ რას იტყვი? ბათუმი მომენატრა და თუ წინააღმდენი არ ხარ, წავიდეთ.
-როგორ იცი ჩემი ხასიათებით სარგებლობა-ლიზას გაეცინა.
მეორე დღეს ბათუმში ჩავიდნენ. ლიზას აქა ყველაფერი სხვაგვარი მოეჩვენა. წყნარი ზღვა ამშიდებდა. შეეძლო მისთვის მთელი დღე ეცქირა.
დროც გადიოდა. გავიდა ორი კვირა. დენისის ჩამოსვლის დრო იყო, მაგრამ ის გოგონას არ შეხმიანებია. ლიზა უხასიათოდ იყო. ის და მერი ბათუმის ნაქირავებ ოთახში ლეპტოპში იყვნენ შემძვრები და ახალ ფოტოებს ფეისბუქზე ათავსებდნენ. ამ დროს კარის ხმა გაისმა.
-ვინ უნდა იყოს?(მერი)
-წარმოდგენა არ მაქვს(ლიზა)
ლიზა კარებისკენ გავიდა და ხელში დენისი შერჩა. გოგონას გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა.
-შენ საიდან?(ლიზა)
-ცხოვრება საოცრებებითაა სავსე-დენისი ნაზად მოეხვია და ოთახში შევიდა.
-გამარჯობა, უცნობო ნაცნობო?(მერი)
-ალბათ, შენ მერი ხარ?(დენისი)
-ხო, შენ კი დენისი-მერიმ მოსულს გაუღიმა.
-სასიამოვნოა(დენისი)
-ჩემთვისაც(მერი)
ცოტა ხანს ისაუბრეს. შემდეგ სანაპიროზე გავიდნენ.
-სულ სხვანაირად არ გეჩვენება?-ლიზამ დენისს ჰკითხა.
-კი და შენ?(დენისი)
-საოცრად. როცა ჩამოვედი გაკვირვებული ვიყავი(ლიზა)
-არ ჩამოხვალ?-დენისმა ჰკითხა და მაისური გაიძრო. მისი კუნთები უფრო გამოკვეთილად ჩანდა. მერიმ თვალი ვერ მოაშორა, მაგრამ როცა ბიჭმა გამოიხედა, შერცხვა და გვერდზე გაიხედა.
ლიზამ სარაფანი გაიხადა. შავი საცურაო კოსტუმი ეცვა, რომელიც კიდევ უფრო უსვამდა ხაზს მისი სხეულის გამოკვეთილ ნაწილებს.სწორი ფეხები და გამოკვეთილი წელი უფრო ნათლად ჩანდა. ლიზას ტანის ბევრ გოგოს შეშურდებოდა. არც მერი იყო შეუხედავი, მაგრამ ლიზა მაინც სულ სხვა იყო.
-მზად ვარ-ლიზამ დენის შეხედა და ზღვისკენ წავიდა.
-მეც მოვდივარ-მერი მათკენ გამოემართა.
მერიმ ხელების ტყაპატყუპი დაიწყო.მან ხომ ცურვა საერთოდ არ იცოდა. მშიშარა იყო და ეს სწავლაში ხელს უშლიდა.
დენისს მერიზე ეცინებოდა. ბიჭი კარგი მოცურავე გამოდგა, არც ლიზა ცურავდა ურიგოდ.
-ლიზა, შენს მეგობარს ცურვა როგორ ვერ ასწავლე?-ბიჭმა ლიზას ირონიით შეხედა.
-ეშინია. რამდენჯერაც ვცადე, არაფერი გამოუვიდა-ლიზამ მერის შეხედა, რომელიც კამერისთვის ნაპირზე ასულიყო.
-აბა, მეც ვცდი(დენისი)
-წარმატებები-ლიზას გაეღიმა.
მერი კამერით მოუახლოვდა მეგობრებს.
-რათ გინდა ეს?-დენისმა მერის შეხედა და ჩაეცინა.
-შორს წახვედით, მე თქვენთან მინდოდა მოსვლა(მერი)
ბიჭს გაეღიმა და მერის შეხედა:
-მერი, არ გინდა ცურვა გასწავლო?
გოგონას კი ეშინოდა, მაგრამ უარი ვერ უთხრა.
-წამოდი ნაპირთან ახლოს წავიდეთ. ლიზამ უკვე მომიყვა შენს შიშებზე(დენისი)
მერის შერცხვა და არაფერი უპასუხია. მხოლოდ ნაპირისკენ მიიპევდა.
-საკმარისია. ზურგზე ცურვას გასწავლი. უფრო ადვილია(დენისი)
-ზურგზე დაწოლის განსაკუთრებით მეშინია. კამერითაც კი ვერ ვწვები(მერი)
-გეყო, სისულელები. ეს იმიტომ რომ გესინია და ვერ ბედავ.მერი,უნდა დაძლიო ეს უშინაარსო შიშები.კამერა ზემოთ აიტანე და ჩამოდი-დენისმა გოგონას მიმართა ბრძანების კილოთი და გაეღიმა. მერი ხომ ასეთი სასაცილო იყო.
მერი მალევე დაბრუნდა.
-დავიწყოთ-თითქოს ძალა მოიკრიბა.
-დაწექი(ბიჭი)
-როგორ?!(მერი)
-ნუ გეშინია, მე დაგიჭერ.
მერი ოცჯერ მაინც ცადა, მაგრამ არ გამოსდიოა. შიში ცურვის სწავლის სურვილზე ძლიერი აღმოჩნდა. ბოლოს დაწვა.თავს ზემოტ სწევდა.
დენისმა შენიშნა, რომ მერი შიშისაგან ლურჯდებოდა და დაამშვიდა:
-ნუ გეშინია, მიჭირიხარ.
დენისმა აუხნა, როგორ უნდა ეცურა. რამდენიმე საათში მერი უკვე ცურავდა.
დენისი ნაპირზე ავიდა და გამარჯვებულის იერით შეხედა ლიზას, რომლის სხეული ბიჭის სხეულთან ისე იყო, როგორც დღე და ღამე. ლიზა, რადგან წითური იყო, ზაგარს ვერ იღებდა.
-ვასწავლე-დენისმა ნიშნის მოგებით შეხედა გოგონას.
-სერიოზულად?-ლიზამ გაკვირვება ვერ დამალა.
-წამოდი ნახე?(დენისი)
ისინი ნაპირისკენ წავიდნენ. მერი აღარ ჩანდა. თურმე ცურვა დაუწყია და შორს წასულა. ზღვა კი არ იყო ისეთი წყნარი, რომ მისი ტალღები უძლურები ყოფილიყვნენ. მერი ზემოთ იხედებოდა, მაგრამ ვერ შეამჩნია, რომ ნაპირს ძალიან შორდებოდა. ის უკვე ისეთ მანძილზე იყო, რომ მისთვის უფსკრულს წარმოადგენდა.
მერიმ ნაპირზე დაბრუნება მოინდომა. ფეხი ძირს დადგა და დაიფარა. შეეშინდა. ერთ წამს გაიფიქრა, რომ, შესაძლოა,რომ დამხრჩვალიყო და ყველაფერი დასრულდებოდა-მოკვდებოდა,უაზროდ, თავის სისულელი გამო. ხელებს ზემოთ სწევდა. მეგობრების დახმარების იმედი ჰქონდა. წინააღმდეგ შემთხვევაში უკანასკნელ იმედს გამოიყენებდა. ზურგზე დაწოლას შეეცდებოდა და ნაპირისკენ ცურვით წასვლას, მაგრამ ახალი ნასწავლი ცურვის იმედი არ ჰქონდა. დენისმა მისი თავი შენიშნა.
-ხელი მომეცი(დენისი)
გოგონამ ხელები ტორტმანი დაიწყო. ბიჭმა მერი ნაპირთან მიიყვანა. გოგონას ორიენტაციის უნარი დაკარგული ჰქონდა და მუხლები მოეკეც,ქვებზე დაეცა და გაიჭრა, მაგრამ არ შეუმჩნევია. ისედაც რცხვენოდა.
დენისი და ლიზა სიცილს იკავებდნენ.
-აი, შენი ნასწავლი-ბიჭს ლიზამ ჩუმად უთხრა.
მერიმ ავად თუ კარგად ცურვა ისწავლა.
აგვისტოს შუა რიცხვები იყო,როცა ისინი თბილისისკენ გამოემართნენ.
გზაში ლიზა ფიქრობდა ზაფხულზე. ყველაფერზე ფიქრობდა, რაც ამ დროს ეხებოდა. ფიქრობდა დენისზე, რომელიც უეცრად შემოიჭრა გოგონას ცხოვრებაში და გულში ადგილი დაიკავა, რომელიც დიდი ხანია, რაც ცარიელი იყო. დენისიც იგივეს გრძნობდა.
ლიზა ნერვიულობდა. ისევ სახლში დაბრუნება და ისევ ახალი ემოციები ელოდა. მონატრება კიდევ უფრო გაძლიერდებოდა. მის გულში მშობლების ადგილი ხომ ჯერ კიდევ ცარიელი იყო.
ხმას არავინ იღებდა. დენისი საჭესთან იჯდა, მაგრამ გონებით სულ სხვაგან იყო. გოგონაზე ფიქრებს თავს ვერ აღწევდა. მერი კი თავის სტიქიაში იყო. ფიზიკურ წიგნს ჩაღრმავებოდა. რაღაც საკითხი ვერ გაეგო და საკუთარ თავზე გაღიზიანებული ფურცლებს განუწყვეტლივ შლიდა- რაღაცას ეძებდა, მაგრამ ვერ ეპოვნა.
ლიზასა და დენისის ფიქრები ერთმანეთს უკავშირდებოდა. მათი გონება ერთსა და იმაზე გრძნობას დაეჩრდილა. მაგრამ იმის გაცნობიერება და ერთ აზრად ჩამოყალიბება, რომ შეყვარებული ხარ, ძნელია. ისინი ამაზე პასუხს ეძებდნენ.
ასეთ ვითარებაში თბილისსაც მიუახლოვდენენ, მაგრამ არც ერთს შეუნიშნავს. ბოლოს მაინც მერიმ შენიშნა. მან ხომ გადაუჭრელი საკითხი გადაჭრა და გარემოსთვის უკვე ეცალა. როგორც აღმოჩნდა, შეყვარებულთა ფიქრები უფრო ძნელი იყო.
-თბილისში ვართ(მერი)
-ხო-დენისი აზრზე მოვიდა.
-ჯერ მე მიმიყვანეთ. ჩემი სახლი უფრო ახლოსაა(მერი)
დენისმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
ლიზა კი გონზე არ იყო. მისი გონება სრულიად დაბინდულიყო.
როცა ლიზას სახლს მიუახლოვდნენ, გოგონა მაშინაც ვერ მოდიოდა გონზე.
-ლიზა-დენისმა გოგონასკენ მიიხედა და დაუძახა.
ლიზას რეაქცია არ ჰქონია. ის სულ სხვაგან იყო. გრძნობათა გრძელ ლაბირინთში დაკარგულიყო და გამოსასვლელ გზას ვერ პოულობდა.
-ლიზა, მოვედით-ბიჭმა ხმას აუწია.
გოგონა გაიმართა და გარემოს დაუწყო დკვირვება.
-რა მოხდა?(ლიზა)
-მოვედით(დენისი)
დენისმა გოგონა წამოაყენა.
-ბარგს მე ამოგიტან(დენისი)
ლიზას უარი არ უთქვამს. მაშინვე ლიფტისკენ წავიდა.
-კარს გააღებ?(დენისი)
ლიზამ გასაღების ძებნა დაიწყო.
-ვერ პოულობ?(დენისი)
ლიზა ძებნას განაგრძნობდა. ყველაფერი გადაქექა და ბოლოს იპოვა.
-შეგიძლია გააღო?(ლიზა)
ბიჭმა გასაღები გამოართვა.ისინი სახლში შევიდნენ.
-მარტო დაგტოვებ-ბიჭმა კარები მიიხურა.
ლიზასაც ეს უნდოდა. დრო სჭირდებოდა, რომ საკუთარ თავში გარკვეულიყო.
არც დენისი ჰგავდა საკუთარ თავს. სახლში დაღლილი დაბრუნდა, წამოწვა, მაშინვე დაეძინა და სიზმრებშიც ლიზას ხედავდა. ვინ დათვლიდა, რამდენჯერ დასიზმრებია გოგონა. ეს ხდებოდა, მასთან შეხვედრიდან ყოველ დღე,
ლიზაც იგივეს გრძნობდა. მართალია, მას ასე ხშირად არ ესიაზმრებოდა ბიჭი, მაგრამ ისიც შეყვარებული იყო. ლოგინზე იწვა გოგონაც და უცბათ ლექსი შეთხზა:
„მინდა, რომ გახდე ჩემი არსება,
მინდა, რომ შენი თვალების მზერა
და შენი ხელის წრფელი შეხება,
ჩემთვის არ იყოს მხოლოდ ოცნება.
მინდა, რომ გახდე მარადისობა
და ეს არ იყოს მარტო ოცნება.“
გადაწყვიტა დენისს ცოტა ხანს არ შეხვედროდა და გრძნობებში გარკვეულიყო. მერის დაურეკა:
-გოგო, შენს აგარაკზე წავიდეთ. არ გინდა?(ლიზა)
-ძალიან მინდა(მერი)
-ხვალვე წავიდეთ(ლიზა)
-გამოვალ შენთან(მერი)
მერი მაშინვე ლიზასთან იყო. დენისზე უნდოდა საუბარი.
-ვიცი, რატომ გინდა წასვლა?(მერი)
ლიზა გაჩუმდა. მერი ხომ მიხვედრილი გოგონა იყო.
-გინდა, საკუთარ გრძნობებში გაერკვე. ვიცი, რომ გიყვარს. ვერ მომატყუებ. ვხედავ, როგორ უყურებთ ერთმანეთს. მწველი მზერით(მერი)
-მართალი ხარ. დამალვას აზრი არ აქვს. სიყვარული ხომ უეცრად მოდის-ლიზამ ძალით გაიღიმა.
-სიყვარულზე კარგი არაფერია(მერი)
-მინდა, რომ ცოტა ხანს არ ვნახო. შენ უკვე მიხვდი ამას(ლიზა)
-ისაა-მერიმ ლიზას ტელეფონს დახედა და აღტაცებით წამოიძახა.
-როგორ ხარ?იმედია, აღარ ხარ დაბინდული-დენისი საკმაოდ მიხვედრილი იყო. იცოდა, რომ გოგონაც იგივეს გრძნობდა.
-ცოტა დავისვენე და, ალბათ, ხვალ ცოტა ხნით მერის აგარაკზე გავყვები. არ მაწყენდა-მერიმ დრო იხელთა, რომ ბიჭისთვის ეცნობებინა მორიგი განშორების შესახებ. ალბათ უნებურად დაამატა და აქცენტით წარმოთქვა. ეს დენისსაც არ გამოპარვია.
-შესანიშნავია-უპასუხა ბიჭმა, მაგრამ სულ სხვას ფიქრობდა.
მეორე დღეს აგარაკზე წავიდნენ ისე, რომ ლიზას დენისი არ ენახა. პირველივე დღეს მოწყენილი იყო. დენისი ენატრებოდა და საკუთარ თავს ებრძოდა, მაგრამ არ გამოსდიოდა. მთელი დღე ბიჭის ზარს ელოდებოდა, მაგრამ ის სპეციალურად არ ურეკავდა.
-საკუთარ თავთან ბრძოლა ძნელია(მერი)
-არ გინდა(ლიზა)
-იქნებ დაურეკო და დაპატიჟო(მერი)
-არაა კარგი აზრი(ლიზა)
ზაფხულის ბოლომდე გოგონები აგარაკზე დარჩნენ. ლიზა ცდილობდა, რომ გამხიარულებულიყო, მაგრამ ეს ძნელი იყო დენისის გარეშე.სულ მასზე ფიქროდა და გაანალიზა, რომ ის ჭეშმარიტა უყვარდა. რაც დრო გადიოდა ხვდებოდა, რომ ეს სიყვარულზე მეტი იყო. ეს რაღც სიტყვებით აუწერელ გრძნობდას წარმოადგენდა.ეს იყო ზეადამიანური გრძნობა. ესაა გრძნობა, როცა უანგაროდ გასცემ ყველაფერს და სამაგიეროდ არაფერს ელი. ის ფიქრებით სულ სხვაგან იყო.
31 აგვისტოს გოგონები თბილისისკენ გამოემართნენ. ლიზა ღელავდა. ორი კვირის მერე უნდა შეხვედროდა დენისს ან იქნებ,ბიჭს საერთოდ აღარ ენახა, იქნებ, გაბრაზებული იყო გოგონაზე. მას ხომ საერთოდ არ დაერეკა ლიზასთვს ან იქნებ ეს უბრალოდ გამოცდა იყო, რომელსაც დენისი გოგონას უწყობდა.
სახლის კარებთან ყვავილები შეკვრა დახვდა. ეს პელარგონიას ყვავილები იყო. წითელი და შინდისფერი , ორივე ფერი ერთად შერწყმოდა ერთმანეთს. თანდათან მუქდებოდა. ცხოვრებას გავდა. ეს იყო ყვავილი, რომელსაც ყველაფრის თქმა შეეძლო. რომელიც ცხოვრებოსთვის ჩაგახედებდა ისე, რომ მის გუბეში არ დაისვრებოდი. ეს მართლაც საოცრება იყო.
ლიზა აღელდა. ხელში აიღო და უსუნა. გულთან მიიდო და მათ მაგივრად დენისი წარმოიდგინდა. თითქოს ბიჭს საკუთარი სუნთქვა ყვავილისთვის შთაებერა.
გოგონა სახლში შევიდა. ყვავილები ლარნაკით ოთახში დაიდო და თვალს ევრ წყვეტდა.
გოგონას გონება ისევ დაბინდვოდა. კარებზე ზარი მოისმა. ლიზას მერი ეგონა და კარები მაშინვე გააღო, მაგრამ ეს ხომ დენისი იყო. ეს ხომ ის არსება იყო, რომელიც ლიზას მართავდა.
-როგორ ხარ?-ბიჭმა ხელი გაშალა. ეგონა ლიზა მისკენ მიიწეოდა და მისი მკლავების ტყვეობაში მოაქცევდა.
გოგონა არ განძრეულა. გაშეშებული იდგა. გაფითრებული იყო და მარმარილოს ქანდაკებას ჰგავდა.
-კარგად-იცრუა ისე, რომ ბიჭისთვის არც კი შეუხედავს.
-იმედია კარგად დაისვენე-ბიჭი ხვდებოდა ყველაფერს.
-კარგად. შესანიშნავი იყო-ლიზამ კვლავ იცრუა.
-არ გეტყობა(დენისი)
-მგზავრობამ გადამღალა-გოგონამ კვლავ იცრუა.
-ლიზა, ნუ მატყუებ(ბიჭი)
გოგონამ ვერაფერი მოიფიქრა და დივანზე მკვდარივით დაეშვა. დენისი შორიახლოს მიუჯდა.
-არ გინდა, რომ მიპასუხო?(დენისი)
-არ გატყუებ(ლიზა)
-ვხვდები, როცა მატყუებ და როცა არა(დენისი)
გოგონა გაწითლდა.
-მე შემიძლია შენს გულში ჩავიხედო(დენისი)
ლიზა ვერაფერს პასუხობდა.თითქოს. რის თქმას აპირებდა დენისი, მისთვის გაუგებარი იყო.
-იცი, ლიზა, როცა წასული იყავი, რას ვგრძნობდი?(დენისი)
ლიზა სიჩუმეს ინარჩუნებდა. ერთ წერტილს მიშტერებოდა.
-სიტყვებით ვერ აღვწერ. შენ ჩემში მეტამორფოზი მოახდინა. ლიზა, შენ მე გარდამქმენი(დენისი)
-შენც-ლიზამ ხმის ამოღება გაბედა.
-თითოეული ადამიანი, რაღაც მხრივ, ერთმანეთს ცვლის, მაგრამ ეს სულ სხვა რამ იყო(დენისი)
-ვიცი, ეს უფრო დიდი გარდაქმნა იყო-ლიზამ ძლივს წარმოთქვა.
-ლიზა, ნუთუ, ვერ ხვდები მე რას ვგრძნობ?(დენისი)
ლიზა დაბნეული იყო. ეს მთელი დღე მისთვის მხოლოდ და მხოლოდ კოშმარი იყო.
-მიყვარხარ, ლიზა(დენისი)
ლიზა გამოფხიზლდა. მასაც უყვარდა ბიჭი. თვალებში ჩახედა. თითქოს მისი სიტყვების სიზუსტეს ამოწმებდა.
-შენ პირველსავე შეხვედრაზე მომხიბლე. მას შემდეგ თითქმის ყოველ დღე მესიზმრები. თვალებში, ნუ ეძებ, სიმართლეს.
ლიზას არ იცოდა რა ეპასუხა. მიშტერებოდა ბიჭს. მისი გოგონას თვალები მის სათქმელს ხედავდნენ.
-ლიზა, ვიცი შენი პასუხი. შენი თვალები მეუბნებიან(დენისი)
-უცნაურია, მაგრამ..(ლიზა)
ბიჭმა დასრულება არ აცადა. გულში მთელი ძალით ჩაიკრა გოგონა. ლიზას ცრემლები წასკდა.რამდენ ხანს ითმენდა, მაგრამ ბოლოს ვერ მოითმინა. ბიჭმა იგრძნო, რომ მაისური დაენამა. გაეღიმა.
-ლიზა, გაღმერთებ. შენ ჩემი ქალღმერთი ხარ! მე შენი მწამს!
ბიჭი ელოდებოდა გოგონასგან „მიყვარხარს“ გაგონებას.
-დენის, მეც მიყვარხარ(ლიზა)
-გაღმერთებ!(დენისი)
ისინი კვლავ ერთმანეითის პირდაპირ ისხდნენ. დენისი ხედავდა გოგონას მეწამულ ტუჩებს, უნდოდა ეკოცნა, მაგრამ რაღაც ძალა აკავებდა. თვითონაც არ იცოდა რა.
დენისი წავიდა. ლიზა ლოგინზე იწვა და ცრემლები ახრჩობდა, მაგრამ ეს არ იყო ტკივილის ცრემლები. ეს იყოერთდროულად სიყვარულისა და ბედნიერების ცრემლები. გოგონა გიჟს გავდა. მხოლოდ ახლა მიხვდა, დედის დღიურების არსს. უნდა, რომ დედას უთხრას, რომ ცხოვრება რაც არ უნდა უბედური იყოს, მაინც არის მასში რაღაც ბედნიერება, მაგრამ ეს შეუძლებელია- თამუნა ხომ მისგან ძალიან შორსაა.
გოგონა სულ სხვა სამყაროში იყო. ეს იყო სამყარო, სადაც გრძნობებს ყველაზე დიდი ფასი აქვს, სადაც არსებობს სიყვარული და სადაც ბედნიერება შესაძლებელია. ეს ის ერთადერთი სამყარო იყო, რომელიც მხოლოდ ერთეულებისთვისაა განკუთვნილი. მხოლოდ მათთვის, ვისაც სიყვარული ძალუძთ. ჭეშმარიტი სიყვარული, ისეთი სიყვარული, რომელიც ამ გრძნობისთ სიძლიერით ზეცასთან გვაკავშირებს და მარადისობას გვაკუთვნებს, მილიონში ერთს თუ შეუძლია. ლიზა სწორედ განსაკუთრებულ ვარსკვლავზე დაბადებული აღმოჩნდა, რადგან ეზიარა იმ ზეციურ გრძნობას, რომელსაც სიყვარული ჰქვია.
ლიზა ამ ფიქრებში იყო, როცა ჩაეძინა. დილას გვიან გაეღვიძა. კარზე ზარის ხმა მოესმა. ეს მერი იყო. ლიზა ზანტად ადგა და კარი გააღო.
-როგორ ხარ?(მერი)
ლიზას არაფერი უპასუხია.
-ვიცი, არაა საჭირო სიტყვები(მერი)
ლიზა მიხვდა, რომ ლიზა სიყვარულის სიტყვებით გამჟღავნებას ხვდებოდა.
-რა მიხვედრილი ხარ(ლიზა)
-მე შენ ყველაზე კარგად გიცნობ(მერი)
ამ დროს ლიზას მესიჯი მოუვიდა. დენისი წერდა:
-ორი დღით ქალაქში ვერ ვიქნები. საქმეები მაქვს. მომენატრები.
ლიზას გული ჩაწყდა. ეგონა, გულის სწორს სამუდამოდ შორდებოდა. სიყვარულისთვის ორი დღე მართლაც საუკუნეაა.
გოგონა ძველებურად განაგრძობდა ცხოვრებას,მაგრამ ის სულ სხვა იყო. ის იყო შეყვარებული იმ სულზე, რომელსაც მისი ყველაზე კარგად ესმოდა, რომელთანაც ის მშვიდად იყო და გრძნობდა იმას, რისი შეგრძნება მხოლოდ განსაკუთრებულთ ძალუძთ.
სექტემბრის დასაწყისი იყო. ცხოვრება თითქოს კვდებოდა. თითქოს ბუნებასთან ერთად ისიც ილეოდა, მაგრამ ლიზას გულში ყველაფერი სხვაგვარად ხდებოდა.
გავიდა ეს ორი დღეც. დენისმა ლიზას კარებზე დარეკა. გოგონა მთელი სხეულით თრთოდა. კარებისკენ წავიდა.
დენისი შემოვიდა. ისინი უსიტყვოდ იდგნენ. მხოლოდ მათი თვალები ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. ლიზას ტუჩები კრთოდა. ბიჭის ტუჩები კი იწვოდა და უფრო მეწამულ ფერს იღებდა.
წუთები გადიოდა, მაგრამ ბიჭს ტუჩები ვერ ჩერდებოდნენ, რადგან ის მეტისმეტად წითელი იყო. ამ ფერს იყო მორჩილება არ შეუძლია. დენისი ლიზას მიუახლოვდა. მისი გულის ძგერაც კი ესმოდა. დენისმა ტუჩები წინ წასწია რაღაც ძალამ და ლიზას ფერმკრთალ წუთებს გაუმაძღრად დაეწაფა. ეს იყო კოცნა, რომელიც დედამიწას დასათვლელად ახსოვს.
დღეები გადიოდა. ისინი ბედნიერები იყვნენ.
ერთ დღეს გოგონას სრულიად უცნაური სურვილი გაუჩნდა.
-დენის, რაღაც უნდა გთხოვო და დამპირდი, რომ შემისრულებ(ლიზა)
-გპირდები-ბიჭმა გაუღიმა.
-რას იტყვი ვეტმფრენი, რომ დავიქირაოთ?(ლიზა)
-რისთვის?-დენისს გაუკვირდა.
-ზემოდან მინდა ვუყურო უკრაინაში მიმდიარე ომს(ლიზა)
-ლიზა, არამგონია(დენისი)
-გთხოვ-გოგონამ მუდარით ჩახედა თვალებში.
-კარგი-ბიჭმა უარი ვერ უთხრა.
ლიზა სიხარულისგან ვერ იყო.
-რა გახარებს ასე?-მერიმ შეამჩნია და გოგონას ინტერესით ჰკითხა.
-ვეტმფრენით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს მე და დენისი ვეტმფრენიდან ვუყურებთ-ლიზა ემოციებს ვერ მალავდა.
-მაგარია-მერისაც მოეწონა მათი იდეა.
-ჩემი იდეაა(ლიზა)
-როგორი რომანტიკულია(მერი)
ლიზას გაეღიმა.
მეორე დღეს უკრაინაში ჩაფრინდნენ. ვეტმფრენი იქირავეს.
-შესანიშნავია!-გოგონა აღტაცებას ვერ მალავდა.
-ასეთი უცნაური სურვილი ჯერ არავის ჰქონია(მძღოლი)
ვეტმფრენი დაიძრა.
ცეცხლი.ტანკები. კივილი და ოხვრა. დაღუპულების დაპირებები. ლიზა ხედავდა და გული უკვდებოდა. ცეცხლი, რომელიც ძლიერდებოდა.
გოგონა ხედავდა, რომ გარემო ნადგურდებოდა.
-დენის, რა საშინელებაა! შემზარავი! ნუთუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს ასეთი რამის კეთბა?! ისინი ხომ სიკეთისგან არიან შექმნილნი(ლიზა)
-ლიზა, ასეთია ცხოვრება(დენისი)
ლიზა დენისს უფრო მიეკრო. ცრემლები სდიოდა. ბიჭიც ძლივს იკავებდა თვალზე მომდგარ ცრემლს.
-დენის, ვიცი, რომ შენთვის ჩემზე მეტადაა მტკივნეული. მაპატიე, არ უნდა მეთხოვნა(ლიზა)
-არა. მეც მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ გამბედაობა არმყოფნია და შენ გამასრულებინე ის, რაზეც წლებია, რაც ვფიქრობდი. შენ მართლაც რომ არამქვეყნიური არსება ხარ!(დენისი)
ბიჭის ტუჩები ლიზას ტუჩებს მიედო. უვბათ შემზარავი ხმა გაისმა. ეს იყო, რაღაც დამაყრუებელი.
დენისმა და ლიზამ გარშემო მიმოიხედეს. შეიგრძნეს, რომ ვეტმფრენი ვარდებოდა. გარშემო მხოლოდ ცეცხლი და ალი იყო. მეტი ვერაფრის დანახვა არ შეიძლებოდა. ამიტომ ისინი მხოლოდ ერთმანეთს უყურებდნენ. შეყვარებულები ერთმანეთს მიკვროდნენ და მხოლოდ ერთმანეთის ყურებითა და შეხებით ტკბებოდნენ სიცოხლის უკანასკნელ წუთებში. ბიჭმა შენიშნა, რომ ლიზა ფითრდებოდა და თავს გრძნობდა დამნაშავედ.
-ლიზა, არ იფიქრო, რომ ეს შენი ბრალია! ეს ორივეს ბრალია! ესაა ჩვენი სიყვარულის ბრალი, რომელიც მარადიული და დაუმარცხებელია! გახსოვდეს, რომ მას ვერაფერი დაღუპავს. რაც მთავარია, რაც არ უნდა უბედური იყოს ცხოვრება, მასში არის რაღაც ბედნიერება!-დენისმა სიტყვები დაასრულა, ლიზა უფრო მიიკრა.
ამ დროს გაისმა დაცემის ხმა.ვეტმფრენი აფეთქდა. მათმა სხეულებმა სიცოცხლე დაკარგეს, მაგრამ სიყვარულმა კვლავ განაგრძო არსებობდა...

-ლიზა, აი ასეთი იყო მათი ისტორია. მერი კი მე ვიყავი-მერიმ შვილშვილს უთხრა და ატირებული ბავშვი გულზე მიიკრა.
გოგონა სლუკუნით ეკითხებოდა ბებიას:
-აი ისინი აღარ არიან?
-ისინი დაიღუპნენ, მაგრამ მათი ზებუნებრივი სიყვარულით აღსავსე სულები მარადისობას ეკუთვნიან...
გოგონა დამშვიდდა:
-დედა, მათ საფლავზე წავიდეთ.
ისინი მიეახლოვდნენ მათ საფლავს,რომელიც მხოლოდ ერთი იყო. ერთ საფლავში ჰპოვეს მარადიული თავშესაფარი.
მერი მუხლებზე იდგა და ლოცულობდა.
ლიზამ წაიკითხა საფლავზე არსებული წარწერა:
„ცხოვრება რაც არ უნდა უბედური იყოს, მასში მაინც არის რაღაც ბედნიერება!“


დიდი ხნის წინ,ეს ისტორია თავებად მედო(ოღონდ სხვა სათაურით),მაგრამ ძალიან "ბანძი" გამოხმაურება ჰქონდა.....
ახლა ვდებ სრულად...
ველი თქვენს შესაფებებსა და აზრებს კომენტარების სახით..
მიყვარხართ ძალიან და ნუ დაიზარებთ.



№1  offline წევრი Anuuc^.^

ძალიან მომწონდა ეს ისტორია წავალ წავიკითხავ
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

Anuuc^.^
ძალიან მომწონდა ეს ისტორია წავალ წავიკითხავ

love

 


№3  offline წევრი nino(g)

momewoma ragac gansxvavebuli iyoo

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

nino(g)
momewoma ragac gansxvavebuli iyoo

მადლობ... love

 


№5  offline მოდერი ანკა

სიტყვები არ მყოფნის, აი ძალიან მაგარი ისტორია იყო <3 <3 <3

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

ანკა
სიტყვები არ მყოფნის, აი ძალიან მაგარი ისტორია იყო <3 <3 <3

მადლობ.. love

 


№7  offline წევრი ag rippina

შენ აზრზე არ ხარ როგორი სიამაყე შემმატე ამ ისტორიით, ვფიქრობდი რომ ასეთი ადამიანები და ასეთი სიყვარული არ არსებობდა, მაგრამ შენ ეს ისტორია რეალურად წარმოაჩიე და დაგვანახე, ამ სიტყვებმა შემცვალა მე:"ცხოვრება რაც არ უნდა უბედური იყოს, მასში არის მაინც რაღაც ბედნიერება" love love love

 


№8  offline ადმინი უნდა ვწერო

ag rippina
შენ აზრზე არ ხარ როგორი სიამაყე შემმატე ამ ისტორიით, ვფიქრობდი რომ ასეთი ადამიანები და ასეთი სიყვარული არ არსებობდა, მაგრამ შენ ეს ისტორია რეალურად წარმოაჩიე და დაგვანახე, ამ სიტყვებმა შემცვალა მე:"ცხოვრება რაც არ უნდა უბედური იყოს, მასში არის მაინც რაღაც ბედნიერება" love love love

მადლობ..
მიხარია.. feel

 


№9 სტუმარი თიკა

საუკეთესო მათ შორის,რაც აქ წამიკითხავს,მაგრამ ძალიან მძიმე.. სულში ჩამიძვრა ეს მოთხრობა.. ყოჩაღ ავტორს.. ♥

 


№10  offline ადმინი უნდა ვწერო

თიკა
საუკეთესო მათ შორის,რაც აქ წამიკითხავს,მაგრამ ძალიან მძიმე.. სულში ჩამიძვრა ეს მოთხრობა.. ყოჩაღ ავტორს.. ♥

love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent