მხსნელი 4
დილით ტელეფონის ხმამ გამომაღვიძა. _ხო ანდრია, გამეღვიძა. _კარგია. მე მალე მზად ვიქნები და წამოვალ. სანამ მანდ მოვალ შენც მოასწრებ გამზადებას.-მითხრა მან. _კარგი მალე ავდგები მაშინ. _კარგი დროებით. ავდექი აბაზანაში შევედი, ცხელმა წყალმა გამომაფხიზლა და კარგ ხასიათზე მოვედი. ელის ისევ ეძინა. თორნიკემ ჩემი ადგომის ხმა გაიგო და თვითონაც ადგა. _ელის სძინავს?_მკითხა მან. _კი ვერც გაიგო როგორ ავდექი. გვიან დაწექით? _არა მალე მორჩა მზადებას მაგრამ ლაპარაკში გავერთეთ და.._ჩაეცინა._ამ ჩანთაში გაქვს ყველაფერი, რაც შეიძლება დაგჭირდეს. _კარგი, ჩავიცმევ და მზად ვარ. _თმა კარგად გაიშრე და ქუდი დაიფარე თორე შეიძლება ქარი იყოს. ჯერ კი მანქანაში უნდა იჯდეთ მაგრამ მაინც. _ხანდახან მგონია რომ შენ და ელი დედობას და მამობას მიწევთ._ვუთხარი სიცილით. მან კი დამიჭირა და იმდენი მიღუტუნა სანამ სიცილისგან გაგუდვა არ დავიწყე. ბავშობიდან ასე მტანჯავდა და ამით მახვედრებდა, რომ ის მამაჩემი არ იყო. სპორტულად გამოვეწყვე, ბოტასები, შარვალი, მაისური და ქურთუკი. სამზარეულოში გავედი და თორნიკე იქ დამხვდა, ყავა ჩემთვისაც გაეკეთებინა წასაღებად და თავისას უკვე წრუპავდა. მაცივრიდან კრუასანები გამოვიღე და ამ დროს მანქანის ხმაც გავიგეთ. კარი გავაღე ანდრია იყო. ზღურბლზე იდგა და მომშტერებოდა. სახე გამებადრა. თვითონაც გაეღიმა და მეც რათქმაუნდა დავიბენი, რაღაცამ თბილად დამიარა მთელ სხეულში. მიში თვალები ჩემს ტანზე გადავიდა. _ამით აპირეებ წამოსვლას?_მოკლე სახელოიან მაისურზე მიმანიშნა. _თბილი ქურთუკიც მომაქვს._ვუთხარი მე._პლედებიც ხომ არ წამოვიღო? _წამოიღე არ გვაწყენს. ერთი მეც კი მაქვს მანქანაში. შიგნით შევიყვანე, თორნიკეც გამოვიდა. მე პლედების ასაღებად წავედი. მერე ყავა ანდრიასაც მოვუმზადე, ავიღე და გარეთ გავედი. ბიჭებიც გამოვიდნენ. ყველაფერი ჩაალაგეს მანქანაში, ჩვენც ჩავსხედით და წავედით. სარკეში ვხედავდი უკან თორნიკეს სახეს, კეთილი და ღიმილიანი თვალებით გვაცილებდა მისი მზერა. მერე ანდრიას მივუბრუნდი და ვუთხარი: _ყავა გამომართვი, დამავიწყდა რომ შენიც მე მეჭირა._მანაც გამომართვა. მერე წყნარი და სასიამოვნო მუსიკა ჩართო. გამახსენდა მის მანქანაში პირველად რომ ვიჯექი და ღიმილი მომერია. ანდრიამ შეამჩნია და შემომხედა. _გაგხსენდა?_მკითხა მან. _კი, ეს მუსიკა სანამ რბოლაზე წავიდოდით მანამდე მომასმენინე. _მართალი ხარ. ღვედი გაიკეთე ცუდი გზები იწყება. მეც დავემორჩილე. იმხელა გორებზე ადიოდა გული მისკდებოდა რომ დავცურდებოდით და დავიმტვრეოდით. _ნუ გეშინია,_დაიწყო მან როცა ჩემი ხელები დაინახა, როგორ ვებღაუჭებოდი სავარძელს._უბრალოდ მენდე, არფერი მოგივივა, საშიში რომ იყოს არ წამოგიყვანდი. _მე ამ შიშით სიამოვნების მიღება შემიძლია, ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობ, ეს კი მომწონს. _ეს ნორმალური არაა, წესით უნდა კიოდე ახლა, ან მაჩერებდე რომ გადახვიდე სასწრაფოდ მანქანიდან, ან საერთოდ სახლში დაბრუნებას უნდა ითხოვდე. _ნუ დაგავიწყდება როგორ გამიცანი, შენს ვარაუდებს ნუ დაეყრდნობი, ხშირად ისე ვიქცევი თვითონაც რომ არ ველი. _მე მომწონს შენი ეს თვისება, ჩემთვის ამოუწურავი ადამიანი იქნები. _ვინ იცის. შეიძლება უკეთესად რომ გამიცნობ სრულიად ამოწურვადი აღმოვჩნდე. _კარგი, მაშინ ახლავე დავიწყებ მაგის შემოწმებას. _შენთვითონ როგორად მიგაჩნია თავი?_ვითხე მე. _შეგიძლია გამიცნო და დასკვნა შენ გამოიტანო. ჯერ ავიდეთ ბოლომდე და მერე რაღაც თამაშს გასწავლი. დაახლოებით ნახევარი საათი კიდე ვიარეთ. ძალიან მაღლა ავედით, ულამაზესი ხედები მოჩანდა გარშემო. ბოლოს ერთ ლამაზ, პატარა სახლთან მივედით, ეზოში ჰამაკი და საქანელები ეკიდა, ამან თვალი მომტაცა. ულამაზესი იყო იქაურობა. _აბა ნანახი გაქვს აქაურობა? _არა აქ ნამდვილად არ ვყოფილვარ. შენ ხომ მითხარი ფეხითაც მოგვიწევსო სიარული? _მოგვიწევს. აქ გავჩერდეთ და მერე იქაც აგიყვან, ვიცი მოგეწონება. საქანელა გიყვარს?_მკითხა ბოლოს. _კი. როგორც კი მოვედით პირველად მაგან მომტაცა თვალი. _კარგია, სადაც მივდივართ იქ... არა ჯობია შენთვითონ ნახო. _მაცდური წინადადებაა, მალე წავიდეთ რაა. _ჯერ რამე შევჭამოთ, რაღაცეები წამოვიღე. მოდი შიგნით შევიტანოთ._სახლის კარი გააღო, მე მანქანიდან ჩანთები ამოვიღე და შიგნით შევიტანე. საყვარელი სახლი იყო, ერთ ოთახიანი მაგრამ ერთი ოთახისთვის საკმაოდ მოზრდილი. შიგნით კარის მოპირდაპირე კედლის კუთხეში ბუხარი იყო, გვერდით დივანი იდგა. მარცხენა კედელთან ბუხრის მხარეს მაგიდა იდგა სკამებით. მარჯვენა კედელთან კი კარი იყო, საიდანაც აივანზე გადიოდი. იქ ორი ძველებური სავარძელი იყო. შემოსასვლელი კარის კედელთან კი დიდი კარადა იდგა. ნათელი ოთახი იყო, თავი სასიამოვნოდ ვიგრძენი. ჩანთა დავდე და ამოლაგება დავიწყე. ანდრიაც მოვიდა, მაგიდის გაშლაში უნდა მომხმარებოდა, მაგრამ ვთხოვე ბუხარი აენთო. შეშა აივნიდან შემოიტანა. _მანდ ჩემი ჩანთის წინა ჯიბეში ასანთი იქნება და მომაწოდე რაა._მითხრა მან. _ეს სახლი შენია?_ვკითხე მე. _არა, ეს სახლი სანდროსია, მაგრამ მე უფრო ხშირად მოვდივარ აქ ვიდრე ის. _მე დავამთავრე, შეგვიძლია დავსხდეთ. ცეცხლი აინთო ჩვენც გემრიელად მივირთვით და მერე ტელეფონი ავიღე, ელისთვის უნდა დამერეკა და მეთქვა რომ მოვედით, მაგრამ ტელეფონი არ იჭერდა. _ანდრია არც შენი ტელეფონი იჭერს? _არა აქ არსად არ იჭერს, ზღვის დონიდან ორიათას მეტრზე ვართ. _და კიდევ ზემოთ უნდა ავიდეთ? _კი. ვეღარ ითმენ ხო? _ვერა,_ვუთხარი მე. წავიდეთ რაა. _კარგი წავიდეთ. ის პლედები ჩანთაში ჩავდოთ, ჩემ ჩანთაში ჯობია დიდია უფრო. ჩანთა ანდრიამ აიკიდა, მე ჩვენი ქურთუკები ავიღე და წავედით. ძალიან საშიში გზა იყო. დაქანებული მთებში გაკვალულ ბილიკზე მივდიოდით და ფეხი რომ დამცურებოდა, ან შემთხვევით ცუდად დამედგა, მთებში გადავიჩეხებოდი. ქურთუკების ხელით ტარება წონასწორობას მაკარგვინებდა და წელზე მოვიხვიეთ. _ხელი ჩამკიდე._მითხრა ანდრიამ._მეც ჩავეჭიდე და გამიადვილდა სიარული, იმდენათ აღარ მეშინოდა. ისეთი ძლიერი ხელი ჰქონდა, გავიფიქრე ცალი ხელითაც ჩვეულებრივ დამიჭერს მეთქი. 1-2 კილომეტრი ასეთ გზაზე ვიარეთ, მერე ტყეში შევედით იქ უკვე კარგად დავდიოდი, მაგრამ მან ხელი მაინც არ გამიშვა. უსიტყვოდ მივდიოდით, დროდადრო გადმომხედავდა ხოლმე და მიღიმოდა. თითქოს ღელავდა. _მელე მივალთ? _დაახლოებით საათნახევარში. დაგღალე არაა? _არა, უბრალოდ ცნობისმოყვარეობა მძლევს. _იმედია, იმედი არ გაგიცრუვდება. _ჯერ არაფერი წარმომიდგენია რომ არ გამიცრუვდეს იმედი, ასე რომ ნუ ინერვიულებ მაგაზე. უკვე იმითაც აღფრთოვანებული ვარ რაც მანახე. _გინდაა თამაში დავიწყოთ? -თვალები აენთო. _რომ მითხარი გასწავლიო ის? ჯერ წესები ამიხსენი და თუ მომეწონება ვითამაშოთ. _კარგი. მოკლეთ უნდა დავუსვათ ერთმანეთს კითხვები ნებისმიერ თემაზე, და გულახდილად ვუპასუხოთ, მაგრამ თუ რომელიმე კითხვაზე პასუხის გაცემა არ გენდომება შეგიძლია არ უპასუხო, სამაგიეროდ მე ერთი სურვილი მექნება შენთან. თუ მე არ გიპასუხებ მაშინ შენ გექნება სურვილი. მიხვდი? _კარგი, მაგრამ რამდენ კითხვაზე მექნება თავის შეკავების უფლება, ეს განსაზღვრულია? _არა, როცა გინდა გამოიყენებ ამ უფლებას. _მაშინ თანახმა ვარ. შეგიძლია შენ დაიწყო. _კარგი. რაზე ოცნებობ? -მკითხა ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ. _მინდა რაც შეიძლება ბევრი ქვეყნის ნახვა შევძლო, მინდა რომ ისეთი ადამინი მყავდეს გვერდით რომელსაც ჩემსავით ეყვარება მოგზაურობა და ყველგან წამოვა ჩემთან ერთად, როცა სადმე წასვლის შანსი გვექნება. ვოცნებობ ფრენაზე, რომელიც აუხდენელი ოცნებაა ვიცი, თუმცა ამის ნახევრად ასრულება შეიძლება თუ პარაშუტით გადმოვხტები. ვოცნებობ, რომ.. არა ახლა უკვე სურვილებზე გადავალ,_გამეცინა, ესაა ჩემი ოცნებები. ახლა მე გკითხო? _შეგიძლია მკითხო. ცოტახანს დავფიქრდი რა მაინტერესებდა მასზე ისეთი, რაც კითხვების დასაწყისად გამოდგებოდა. ბოლოს მოვიფიქრე. მას კი მოუთმენლობა დატყო. _რა გაბედნიერებს ყველაზე მეტად ცხოვრებაში? _კარგი კითხვაა. ბევრი რამ, ხშირად უბრალო წვრილმანები... ყველაზე დიდი ბედნიერებაა როდესაც ვინმეს დაეხმარები და მის მადლიერ და სიყვარულით სავსე თვალებს უყურებ, ამ დროს ადამიანის თავლები ყველაზე სუფთა ხდება. მაბედნიერებს ბუნება, ამას სულ განსხვავებული ბედნიერება მოაქვს, უფრო თავისუფლების შეგრძნება. კიდევ ძალინ ბევრი რამეა, სიყვარული მაბედნიერებს, ადამიანები მაბედნიერებენ.. მოკლეთ ბევრი წვრილმანი.. გააჩნია რა დროს რა გინდა ყველაზე მეტად, შეიძლება მხოლოდ ერთი სიტყვის გაგონება მინდოდეს და ამან ყველაზე მეტად გამაბედნიეროს.. ახლა მე. უბრალოდ გინდა პარაშუტით გადმოხტომა თუ მართლა აპირებ გადმოხტომას. _მართლა ვაპირებ, მაგრამ ჯერ არა. ახლა მე ვარ. მაშინ, პირველად რომ აღმოჩნდი ჩემ სახლში, იცოდი ვის სახლშიც შედიოდი? _არა წარმოდგენა არ მქონდა. -ისევ თავის კითხვებს დაუბრუნდა._რას ელოდები? რატომ არ აპირებ ჯერ გადმოხტომას? გავჩუმდი, ვფიქრობდი მეპასუხა თუ სურვილი მიმეცა მისთვის. _რა მოხდა?_მკითხა მან. _ვფიქრობ გიპასუხო თუ არა. _მე დაგეხმარები მოფიქრებაში, უნდა მიპასუხო. _მითხრა სიცილით. _კარგი არც ისე რთული კითხვაა, უბრალოდ არ მინდა რომ დამცინო. _გპირდები ამას არ გავაკეთებ. _მინდა მასთან ერთად გადმოვხტე, ვინც სამოგზაუროდ გამომყვება ხოლმე,_გამეცინა,_მაგრამ თუ მას არ ენდომება მაინც გადმოვხტები, ის კი მიყურებს. _რატომ უნდა გამცინებოდა? ეს მეც მინდა. _რა გინდა? რომ გადმოხტე თუ ოცნება მასთან ერთად აისრულო? _ოცნება მასთან ერთად ავისრულო. მე უკვე გადმოვხტი სანდროსთან ერთად. _ეს უნდა გეთქვა. როგორი იყო? _შენ უკვე მესამე კითხვას მისვამ, ამის მოყოლა არაფერს ნიშნავს, ჯობია თვითონ გამოსცადო. _კარგი მიდი მკითხე. _რატომ არ გამაგდე მაშინ სახლიდან, ან რატომ დამმალე, რას ფიქრობდი საერთოდ? _იმიტომ რომ, თვალებში შემოგხედე და ვიცოდი რომ არ იყავი საშიში,_ჩემდაუნებურად წამოვაყრანტალე სიმართლე._ არ ვიცი უბრალოდ როცა რამე სახიფათო უნდა მოხდეს გული მიგრძნობს. მაშინ კი კარგად ვიხალისე ყველაფრით._ვუთხარი სიცილით. მეც რომ მაქვს იგივე კითხვა შეიძლება? _კი, რომელი კითხვა? _შენ რაზე ოცნებობ? _ფრენა ჩემი ოცნებაც იყო, არის კიდეც ნამდვილი ფრენა, ამიტომ გადმოვხტი პარაშუტით და კიდე სიამოვნებით გავიმეორებდი. მოგზაურობა მეც მიყვარს მაგრამ ეს ოცნებად არ მიმაჩნია, რავიცი შეიძლება ასეც დავარქვათ, კიდევ ჩემთვის აუხდენელი ოცნებაა რომ შევძლო ადამიანის ფიქრის წაკითხვა, მუდმივად არა, ანუ შემეძლოს ამის ჩართვა და გამორთვა როცა მომინდება, ხომ ხვდები._გაეცინა. _ეგ მტკივნეული იქნება. _ტყუილით მოყენებული ტკივილი უფრო მწარეა. ახლა ჩემი ჯერია, მაგრამ თითქმის მივედით, ამიტომ მერე გავაგრძელოთ. _რა კარგია, წამოდი მალე._აღფრთოვანებით შევძახე და ფეხს ავუჩქარე._დავინახე ტყე მთავრდებოდა და მინდორი მოჩანდა. ანდრიაზე წინ წავედი, მაგრამ ხელი მომკიდა, დამიჭირა და თავისკენ მიმაბრუნა. _რა მოხდა?_ვკითხე მე. _ეს ადგილი არავისთვის მიჩვენებია ჯერ, არც ის რაც აქ გავაკეთე. არვიცოდი ვის ვაჩვენებდი აქაურობას, არც ის რატომ გავაკეთე. არა ეს ვიცოდი რატომაც გავაკეთე,_ჩაეღიმა._მაგრამ ის ზუსტად ვიცოდი, რომ მინდოდა მხოლოდ ერთ ადამიანს ენახა ჩემთან ერთად ეს ადგილი. _და დარწმუნებული ხარ რომ მე უნდა ვნახო ეს ადგილი?-გულის სიღრმეში მიხაროდა რომ მე ვიყავი ეს ადამიანი, მაგრამ არ მინდოდა ეს საქციელი როდისმე ენანა. _კი, დარწმუნებული ვარ. _მაშინ ვეცდები არ მოგცე იმის მიზეზი, რომ როდისმე ინანო ჩემი აქ წამოყვანა. - გაეღიმა, მერე ჩემი ჩამოვარდნილი კულული უკან დააბრუნა. ჩემი გული ამოხტომას ლამობდა. მან კი ხელი ჩამკიდა და მასთან ერთად გავედი მინდორზე. წარმოუდგენლად ლამაზი იყო იქაურობა, გაოცებისგან ენა ჩამივარდა. სწორი გვირილებით გადათეთრებული მინდორი, მინდვრის ბოლოში კი გადასავარდნი იყო. გადავიხედე. მთების ბოლოების შეერთება იყო, იქ პატარა მდინარე ჩამოდიოდა, ან შეიძლება მე მომეჩვენა პატარად, რადგან ძალიან დიდი სიმაღლიდან ვუყურებდით. მინდვრის ბოლოს ანდრიას საქანელები გაეკეთებინა, ორი ადამიანისთვის. ეს ყველაფერი ისე იყო გაკეთებული რომ სენტიმენტალიზმს ვერ ვძლიე და თვალები ამიცრემლიანდა. მაბედნიერებდა, რომ მე ვიყავი ის ადამიანი, ვისთვისაც ანდრიას ეს სილამაზე ემეტებოდა. მივედი და მოვეხვიე, რომ ჩემი აცრემლებული თვალები მის მკერდში ჩამემალა. თმაზე მისი ტუჩების შეხება ვიგრძენი. არ შემეძლო სიტყვებით მეთქვა რა ბედნიერი ვიყავი, ამიტომ გაჩუმება ვარჩიე. მან თავი ამაწევინა, თვალებში მიყურებდა, მეც ჩავიძირე მის სიმწვანეში. მისი სუნთქვა ტუჩებზე ვიგრძენი. მეგონა გული წამივიდოდა ისე მოვდუნდი და დავმსუბუქდი, ის კი თითქოს იხანგრძლივებდა სიამოვნებას, სანამ ჩემ ტუჩებს შეეხებოდა. ბოლოს ვეღარ გაუძლო და უდაბნოში მყოფი მოწყურებული კაცივით დაეწაფა ჩემ ბაგეებს. მეგონა მიწაზე აღარ ვიდექი და ჰაერში ავმაღლდი. ძლივს მოვწყდით ერთმანეთს და დავინახე ვნებამორეული გახელებული ჭაობისფერი თვალები, რომლებიც ისე მიყურებდნენ თითქოს შეჭმას მიპირებსო. თავი მის კისერში ჩავრგე რომ კიდევ არ დამეკარგა საღი გონება და მის ტუჩებს არ მივბრუნებოდი. ჩემი თმის სურნელით ტკბებოდა, მერე კი საქანელაზე დამსვა და გამაქანა. დაბლა რომ ჩავიხედე ყვირილი თავისით აღმომხდა. მე იმხელა სიმაღლეზე ვიყავი, აქედან რომ გდმოვვარდნილიყავი ალბათ ათი თხუთმეტი წუთი ვიფრენდი ჰაერში. ანდრიაც დაჯდა საქანელაზე, ვიცინოდით ვყვიროდით, ვქანაობდით და მე ბედნიერი ვიყავი. ანდრია გვირილებს წნავდა გვირგვინისთვის, მე კი ვუყურებდი მის ყველა მოძრაობას და უკმაყოფილებას ვგრძნობდი, რადგან ვხვდებოდი რომ თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. მე შემიყვარდა ის. არ მინდოდა ამის აღიარება, ამიტომ საკუთარ თავს შევუთანხმდი რომ ეს მხოლოდ მოწონება იყო და თავი დავიმშვიდე, თუმცა გულის სიღრმეში მაინც მღრღნიდა რაღაც. მან გვირგვინი დამადგა და სურათებს მიღებდა, ვეღარ ვიშორებდი. ბოლოს ყურადღება გადავატანინე. ის იყო პლედები გავშალეთ და მიწაზე დავწექით, რომ უცბად მოიღრუბლა და ხალისი დაგვიკარგა. ტელეფონს დავხედე, ისევ არ იჭერდა. მოსაღამოვდა. ანდრიამ ამაყენა: _წავიდეთ ანა , შეიძლება იწვიმოს._პლედები ჩანთაში ჩადო და წამოვედით. წვიმამ მაინც მოგვისწრო, მაგრად დაუშვა და ჩვენც გავიქეცით. ბილიკთან მიახლოვებულები ვიყავით, რომ სველ ბალახზე ფეხი გამიცურდა ანდრიამ შემაკავა, მაგრამ კიდე რაღაცას წამოვკარი ფეხი და დავეცი. _ანა, კარგად ხარ? ადექი, იტკინე? ფეხი მაჩვენე. _არაფერია, მაპატიე. შარვალი გამეხა ოდნავ, ბასრი ქვა იყო არაფერი მჭირს. ბილიკზე როგორ უნდა ვიარო. _ნუ ღელავ მე გატარებ. არ უნდა გავქცეულიყავით, ჩემი ბრალია უნდა დამეჭირე. _შენ ერთხელ დამიჭირე, მაგრამ მეორეთაც ვეღარ მოასწარი. სულ ვერ დამიჭერ, ჩემი თავი თვითონ უნდა დავიჭირო,_ნერვიული სიცილით ვუთხარი მე. ვცდილობდი ტყუილში არ გამოვეჭირე, სინამდვილეში ფეხი გაჭრილი მქონდა, მაგრამ აქ მაინც ვერაფერს ვუშველიდით, ამიტომ ფეხი არ ვაჩვენე, სისხლი და წყლის სისველე ერთმანეთში აირია და მუქი შარვალი რადგან მეცვა ვერ მიხვდა რომ ჭრილობა მქონდა. გზა გავაგრძელეთ. ნელ-ნელა მიძლიერდებოდა ფეხის წვა. ბილიკზე რომ გადავედით, უნდოდა ხელში ავეყვანე, მაგრამ არ მივეცი ამის ნება. _მე თუ დავცურდები შენ დამიჭერ. ასე ჯობია. _კარგი. ხელი კარგად ჩამკიდე. მეც დავემორჩილე. ძალიან ფრთხილად მივყავდი, მე კი უკვე სისუსტეს ვგრძნობდი, სისხლი არ წყდებოდა. როგორც იქნა სახლამდე მივაღწიეთ. ბუხარში კიდევ იყო ნაკვერჩხალი და თბილოდა, ანდრიამ კიდევ შეუკეთა, მე დივანზე დავჯექი. მერე კარადიდან თავისი ტანსაცმელი გამომიღო და მომაწოდა. _მიდი მე აივანზე გავალ და შენ აქ გამოიცვალე. დიდი გექნება ეგენი, მაგრამ რაც მთავარია მშრალია. ანდრია გავიდა. მეც გავიხადე, ჯერ სვიტერი ჩავიცვი, რომელიც საკმაოდ გრძლად მედგა, მერე შარვალი გავიხადე და ჭრილობას დავხედე. საკმაოდ ღრმა ჭრილობა მქონდა, 3_4 სანტიმეტრი სიგრძის. სისხლი მდიოდა. დამუშავება სჭირდებოდა. ჩაცმას აზრი აღარ ჰქონდა. _ანდრია შეგიძლია შემოხვიდე თუ უკვე გამოიცვალე._გავძახე მე. ფეხთან შარვალი ავიფარე რომ ჭრილობა არ დაენახა. კარი გააღო და შემოვიდა. _ანა მეგონა დამიძახე, შენ კი არ ჩაგიცვამს._გაბრუნებას აპირებდა, მაგრამ გავაჩერე. _მოიცადე არ გახვიდე. მე მართლა დაგიძახე._შემობრუნდა და გაკვირვებულმა შემომხედა._არ მეჩხუბო კარგი? ფეხი გაჭრილი მაქვს, მაგრამ გზაში არ გითხარი. _რაა? ანა!_მომვარდა დაბლა დაიჩოქა და შარვალი გამომართვა ხელიდან. რომ დაინახა ჭრილობა კინაღამ შოკში ჩავარდა._ღმერთო! ანა შეხედე რამხელა ჭრილობა გაქვს. ღმერთო!_წამოფრინდა და კარადას მივარდა. მე კი ამ დროს ვამშვიდებდი: _არაფერია, დავიმუშავებ და მომირჩება. რომ მეთქვა მაინც არ ექნებოდა მნიშვნელობა. _ანა მე ნუ მაწყნარებ, ეს შენ გაქვს ჭრილობა და არა მე. გამომართვი აქ წესით ყველაფერი უნდა იყოს._სამედიცინო ყუთი მომაწოდა._თუ გინდა მითხარი და მე დაგიმუშავებ, თუ არ შეგიძლია ამის ყურება. _მეხუმრები?_გამეცინა მე. დაგავიწყდა რომ მომავალი ექიმი ვარ. _არა, მაგრამ ეს შენი ფეხია და არა პაციენტის. _ხოდა უფრო გამიადვილდება. ყუთი გავხსენი, მარლა, ფურაცილინი და წყალბადის ზეჟანგი ამოვიღე. ჯერ ფურაცილინით მოვიბანე, მერე წყალბადის ზეჟანგი ავიღე, მაგრამ შემეშინდა, საკმაოდ ღრმა ჭრილობა იყო იმისთვის, რომ წყალბადის ზეჟანგის ღრმად ჩასვლისას ემბოლია განვითარებულიყო. _ანდრია ბრილიანტის მწვანე უნდა იყოს მანდ, ან ქლორგექსილინი, მომიძებნე. _აი აიღე. მოიცადე ვადა ნახე. _ვარგისია, კარგია. შენ მარლა მოამზადე. მაკრატელი ან დანა მოიტანე. ჭრილობის დამუშავებას მოვრჩი. მაგრამ ის ღმა იყო იმისთვის რომ მხოლოდ შეხვევით მორჩენილყო. _ანდრია, ყუთი მომაწოდე. _რას ეძებ? _ნემსი და ძაფი იქნება აქ სპეციალური? ჭრილობის გასაკერი. _ანა, კი არის მაგრამ დარწმუნებული ხარ რომ საჭიროა ან შეძლებ? ხოარ წაგიყვანო? იქნებ ელიმ გააკეთოს, ან არ ვიცი ლამისაა გავგიჟდე. _ნუ გეშინია, ეს ერთი წლის წინაც გავაკეთე. _რაა? _აი ნახე._ფეხის გული ვაჩვენე რომელზეც 2-3 სანტიმეტრის შრამი მქონდა. ეს შრამიც მთამ დამიტოვა. ფეხი დავადგი ბასრ რაღაცას და მე თვითონ გავიკერე, ასე რომ ნუ ნერვიულობ. ამას მერე მოგიყვები. მიდი ეხლა ნემსი და ძაფი მომეცი. მოვემზადე ყველაფრით და დავიწყე. პირველი კვანძი ყველაზე მწარე იყო, მერე ტკივილსაც ეჩვევი. ანრიას ჩემ მაგივრად სტკიოდა, ნერვიულობისგან შუბლზე ოფლი ასხავდა. ნახევარი რომ გავკერე ვგრძნობდი რომ გონებას ვკარგავდი. _ანდრია დროზე ნიშადურის.. ვეღარ დავამთავრე, გონება დავკარგე. თვალი რომ გავახილე ანდრია ნიშადურის სპირტს მასუნთქებდა და მეხვეწებოდა გამოფხიზლდიო. თვალი გავახილე. _უნდა გავაგრძელო,_ვთქვი მე. ჭრილობაზე დავიხედე და გავშტერდი. გაკერილი იყო. _ანდრია გონება ორჯერ დავკარგე თუ რა არის ეს? _მე დავამთავრე. ჯარში მასწავლეს და ერთხელ მეც მომიწია ამის გაკეთება, მაგრამ სხვაზე, თან უფრო პატარა იყო. ვიფიქრე, ჯობია ვეღარ იგრძნოს მეთქი ტკივილი და.. _გაოცებული ვარ. კარგად გისწავლია._ვუთხარი მე. ფეხი შევიხვიე, შარვალი ჩავიცვი და დივანზე მივწექი. ანდრია ყველა ჩემ მოძრაობას უყურებდა. _ახლა რა უნდა ვქნათ?_მკითხა ბოლოს. _ახლა ჩანთა მომაწოდე, გამაყუჩებელს დავლევ. ჩანთა მომცა და მერე წყალი მომიტანა. შევამჩნიე რომ ხელი უკანკალებდა. _ანდრია კიდე ნერვიულობ? ხელი გიკანკალებს. _არა, მგონი მაციებს და ამიტომ ვკანკალებ._ჩანთიდან წამალი ამოვიღე და მივაწოდე. _გამომართვი და დალიე, გიშველის. _თერმომეტრი მოძებნე უნდა იყოს სამედიცინო ყუთში. ყველაფერი იყო და თერმომეტრიც იქნება. მართლა ასეთი მომარაგებული რატომ ხარ? _ადრე სანდრომ გაიჭრა აქ ხელი, დანა ხელის გულში ისე გაიტარა რომ მეორე მხარეს გამოვიდა. უთხარი მერე და გაჩვენებს შრამს. იმის მერე მივხვდით რომ საჭირო იყო სამედიცინო ყუთი. თერმომეტრი არ მინდა, არ მექნება სიცხე. თუარადა გამივლის. _სიცხე მეც უნდა გავიზომო, ჭრილობის გამო შეიძლება ამიწიოს. შენ თუ არ გაიზომავ, მაშინ არც მე მინდა. _კარგი, მაშანტაჟებ ხო? სხვა რა გზა მაქვს. ანდრიასაც ჰქონდა სიხე და მეც. მაღალი არა, მაგრამ მაინც დარჩენა ვამჯობინეთ, თუ როგორმე ელის დავუკავშირდებოდი. ტელეფონი არ იჭერდა მაგრამ ინტერნეტით მაინც გავაგებინეთ. მხოლოდ ის ვუთხარი რომ წვიმაში მოვყევით და გავცივდით. ფეხზე არაფერი მითქვამს. ანდრიას ისევ აკანკალებდა. ამ ყველაფერზე ძალიან მეცინებოდა. რომ დამინახა ვიცინოდი გაკვირვებულმა შემომხედა. _რა გაცინებს? _ჩვენი თავი. რა კარგი იყო ყველაფერი და უცებ ორივე მოსავლელები გავხდით._გაეცინა და უცებ დააცემინა. ამაზე უფრო გაგვეცინა. _მოდი დამეხმარე, სკამზე გადავალ და ეს დივანი გაშალე. მგონი იშლება არა? _კი. მოდი დამეყრდენი._სკამზე გადამსვა, დივანი გაამზადა. ჩვენი პლედები მოვატანინე, კარადაშიც ჰქონდა თვითონ ერთი დიდი პლედი და ისიც გამოგვადგა. დივნის ერთ ბოლოში მე ვიწექი, მეორე ბოლოში კი ის. ჩაი არ გვქონდა, ამიტომ უბრალოთ ცხელი წყალი დავლიეთ. _ძალიან გტკივა?_მკითხა მან. _არა უკეთესად ვარ. გამაყუჩებელმა იმოქმედა ალბათ. ახლა მგონია ჩვეულებრივ დავდგავ ფეხს და გავივლი. უბრალოდ რადგან მუხლთან არის, როცა ვხრი კანი იჭიმება და ეგ არის მტკივნეული. _ხოდა ნუ ადგები. _არის სერ.-ვუთხარი მე. _ისეთ კარგ ხასიათზე ხარ თითქოს წეღან მე გავიკერე საკუთარი ფეხი.-სევდიანი ღიმილით თქვა მან. ის ისევ დამნაშავედ გრძნობდა თავს. ეს კი საშინლად მხდიდა. _კარგი რა მორჩი, -ჩემ ხმაში გაღიზიანებამ გაიჯღერა._ნერვები მეშლება თავს რომ იდანაშაულებ, ეს მე წავიქეცი შენ რა შუაში ხარ? უბრალოდ ფეხი ვიტკინე, ხომ არ მოვმკვდარვარ. _მე წამოგიყვანე აქ და მე ვარ შუაში. კარგი სულაც არ მინდა ნერვები მოგიშალო, ისიც საკმარია რაც დაგემართა. გინდა თამაში გავაგრძელოთ?-ცდილობდა ხალისიანი სახე მიეღო, თუმცა არც ისე კარგად გამოუვიდა. სამაგიეროდ მე მომივიდა კარგი იდეა. ამ ყველაფრის გამო დასჯა ელოდა. ჩემ ფიქრების პასუხად უნებურად ჩავიხითხითე. _რა გაცინებს?-ნაწყენი თვალებით შემომხედა მან. _იცი რა, შენ მართალი ხარ. ყველაფერში შენ ხარ დამნაშავე რაც დამემართა, ამიტომ პასუხი უნდა აგო შენ შეცდომაზე, სხვა შემთხვევაში არ გაპატიებ.-გაოცებული თვალები შემომანათა. _რა ჩაიფიქრე?-მკითხა ცოტახნის დუმილის შემდეგ. _რა და პასუხი უნდა აგო მეთქი. ამ საღამოს რასაც მინდა იმას გაგაკეთებინებ. გიუქმებ იმ ერთ სურვილს, რომელიც იმდღეს მოგვიგე ყველას. შენ ჯერ არ გამოგიყენებია ის. და ასევე იმ სურვილს საკუთარ თავს ვჩუქნი.-სიცილი ვეღარ შევიკავე, ის კი გაბრაზდა. _იმ სურვილს ვერ წამართმევ, ის დავიმსახურე. თუმცა შეგიძლია გამაკეთებინო რაც გინდა და ასე გამოვისყიდი დანაშაულს, იმედია ეს სახალისო იქნება და მართლა არ გადამიხდი სამაგიეროს. _ტყუილად გაქვს მაგის იმედი რომ იხალისებ, ეს მე ვიხალისებ და არა შენ.- ისევ ჩავიხითხითე. როგორც იქნა მისი თვალებიდან გაქრა ის სევდა წეღან რომ ვერ ვუსწორებდი თვალს. მიზანს მივაღწიე. _კარგი მიდი გამაცანი შენი შურისძიების გეგმა.-მის ხმაში ცნობისმოყვარეობა გამოკრთა. _დღეს მხოლოდ მე მექნება კითხვები და გინდა თუ არა ყველაფერს მომიყვები რასაც გკითხავ. _ვერ დაგპირდები რომ ყველაფერს გეტყვი, მაგრამ მაინც ვეცდები. ისე ეს საკმაოდ ცუდი შურისძიებაა. თუმცა მე დავიმსახურე ეს. უცბად სურვილი დამეკარგა რომ რამე მეკითხა. მან შეამჩნია ჩემი ემოციის ცვლილება და წამოჯდა. _რამე ცუდად გითხარი?-მკითხა მან. _არა უბრალოდ, კითხვების დასმის სურვილი დამეკარგა. არფერია ცოტ... უცებ მაგრად დაჭექა და შევხტი. საკუთარ თავზე გამეცინა. _დაამთავრე რას ამბობდი.-მომმართა მან. _მომიყევი შენზე. უბრალოდ მომიყევი. _ისევ აგტკივდა არა ფეხი? სიცხემაც ხომ არ აგიწია? _არა არ მტკივა. თავს ნუ არიდებ სასჯელს.-გავუღიმე. _მაინც რა გაინტერესებს? _ყველაფერი. ბავშვობიდან დაიწყე. _ერთი პირობით. შენც მომიყვები შენს შესახებ, როცა უკეთ იქნები. _კარგი._დავპირდი მე.-ახლა კი გისმენ. _ვფიქრობ ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, ყველაზე კარგად მახსენდება ის პერიოდი. 17წლის ვიყავი პირველად რომ გოგო შემიყვარდა, ყოველშემთხვევაში მაშინ ასე მეგონა რომ შემიყვარდა. -სმენა თავისით დამეძაბა. _მერე რა მოხდა? ვკითხე მე. _ერთი წელი ერთად ვიყავით, მაგრამ, როცა მივხვდით რომ ერთად ყოფნა აღარ შეგვეძლო დავშორდით. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები ვიყავით, მაინც ზრდასრულებივით მოვიქეცით. _რას გულისხმობ? _იმას, რომ გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ, მშვიდად დავშორდით, რადგან ორივე მივხვდით, რომ სინამდვილეში ერთმანეთი არ გვიყვარდა. _ახლა სად არის ის? _ის უკვე გათხოვდა და შვილი ყავს. შენ მას არ იცნობ. _და არსდროს გინანია მისი გაშვება?-ვკითხე და ვცდილობდი ეჭვიანობა ჩამეხშო ხმაში. _არა.-მითხრა მან. მე მეტის მოსმენა მინდოდა, მაგრამ მისი ხმა დამაჯერებლად ჟღერდა. მე გავჩუმდი მან კი განაგრძო. _ამის შემდეგ ამდენხას არავისთან მქონია ურთიერთობა, უბრალოდ ვეძებებდი. _ვინც ეძებს პოულობს.-გავუცინე მე. _მართალია, მე გიპოვე. მე ყოველთვის მეპარებოდა ხოლმე ჩემ თავში ეჭვი, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი რა მინდა და რას ვგრძნობ. _იმედია ამას სიცხე არ გალაპარაკებს,-გამოვაჯავრე. _შენც კარგად იცი რა მალაპარაკებს.-თბილი მზერა შემომანათა. _ნუ მაიძულებ მეც ავლაპარაკდე,_მივმართე მე._შეგიძლია განაგრძო მოყოლა. _წინააღმდეგი არ ვიქნები თუ ალაპარაკდები.-მითხრა მაიმუნური ცერა ღიმილით, რომელიც ასე მოქმედებდა ჩემ გულისცამაზე. ისევ დაიჭქა და მე ისევ შევხტი. თემის შესაცვლელი მიზეზიც მომეცა. _ვერასდროს ვერ ვხვდებოდი რატომ ვხტებით ასე ადვილად ქალები, ან რატომ ვიწყებთ კივილს შიშის დროს. ეს ხომ რეფლექსია, რომელიც წესით თქვენც გაგაჩნიათ.-მას ისევ ცერად ჩაეღიმა. _მოგეწონებოდა მე რომ ყვირილი დამეწყო, როცა რამე შემაშინებდა? _არა რათქმაუნდა არა, მეც მაგაზე ვსაუბრობ. არც ის მომწონს რომ ქალები ყვირიან, მაგრამ ბევრჯერ დამიჭერია საკუთარი თავი, რომ არ დამეკივლა. _სამაგიეროდ ეს კაცს იზიდავს, როცა ქალს ეშინია, და კაცს ეს ესმის, მას უჩნდება სურვილი რომ დაიცვას სუსტი არსება. _მაგრამ როგორ სძლევთ რეფლექსს? _არ ვიცი, ეს თავისთავად გამოდის. მე უნებურად დამამთქნარა, მაგრამ არ მინდოდა დამეძინა, მისი საუბრის მოსმენა მერჩივნა. _გეძინება? _არა.-მოვიტყუე მე. ალბათ წამალმა იმოქმედა და იმიტომ ვიყავი ასე. _ცუდად იტყუები. მაგრამ რადგან არ გინდა მე ვილაპარაკებ, შენ კი მომისმინე და თან დაიძინე. _კარგი დავთანხმდი მე. _ის ლაპარაკობდა მაგრამ მე თან კითხვებს ვუსვამდი და დაძინებას არ ვაპირებდი. ბოლოს შევამჩნიე რომ თვალები აუწყლიანდა, ალბათ სიცხისგან. ფრთხილად წამოვჯექი და მისკენ გადავიხარე. ვერ მიხვდა რას ვაკეთებდი და დაიბნა. ხელი გავიწოდე და შუბლზე მივადე. _არც ისე ცხელი ხარ. დაბალ სიცხეზე თვალები გიცრემლიანდება ხოლმე? _კი, დაბალზე კი. მაღალზე არა. ახლა დაბალი მაქვს, ვგრძნობ. ნუ ღელავ ჩემზე. დაწექი. _მეც დავუჯერე. -მან თავისთვის ჩაიღიმა. _რა გაცინებს?-ვკითხე მე. _სიცხის გასინჯვა მასე არ უნდა, თვალებზე უნდა მომადო ტუჩები. -ისევ ჩაეღიმა._შეიძლება ხელი ცივი იყოს და ცხელი მოგეჩვენო, ამიტომ ტუჩებით მოსინჯვა ჯობია._გაიკრიჭა. _მორჩი მაიმუნობას. მაღალი სიცხე გალაპარაკებს და თუ ბევრს იცელქებ ნემსს მოვიტან იცოდე._გამოვაჯავრე მე. _ნემსით ვერ შემაშინებ._გამარჯვებული თვალებით ამომხედა. მერე წამოდგა და ბუხარში შეშა დაამატა. მე უნებურად თვალები მელულებოდა და თან არ მინდოდა დამეძინა. ძინლბურანში ვიყავი უკვე წყლის ჩხრიალის ხმა რომ გავიგე. ალბათ სიცხის გამო ორგანიზმი სითხეს სთხოვდა. არ ვიცი სიზმარიში იყო თუ ცხადში ანდრიას ხმა რომ გავიგე:_ტკბილად იძინე ჩემო..-სიტყვა გაუწყდა._რამდენი გაწვალე.-მერე ვიგრძენი პლედი რომ შემიკეცა და ლოყაზე თითებით შეხება ვიგრძენი. უნებურად თვალები გავახილე და მივხვდი რომ სიზმარში არ ვყოფილვარ. _მაპატიე,_ჩაიდუდღუნა დამნაშავეს ხმით და სასწრაფოდ შეძვრა ლოგინში. _სიცხე თუ აგიწევს გამაღვიძე.-ვუთხარი კმაყოფილი ხმით._ღამემშვიდობის. ბაგიდან ღიმილი არ მშორდებოდა და რომ არ დავენახე თავი ნახევრად პლედში ჩავყავი და ასე ჩამეძინა. გამიხარდება თუ მეტყვით რა მოგწონთ, ან რა არ მგოწონთ განსაკუთრებულად, რა არის ბანალური ან მომაბეზრებელი... ნეტავ შემეძლოს უცხო თვალით შევხედო ჩემს ნაწერს ან პერსონაჟებს.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.