შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მებრძოლი (თავი მეხუთე)


7-07-2015, 17:57
ავტორი თათა
ნანახია 2 083

დილით ადრე გაიღვიძა ლილემ და ეგრევე წყლის გადასავლებად შევარდა სააბაზანოში.ცოტა დიდი ხანი მოუწია იქ ყოფნა და განტვირთვა.აბაზანიდან გამოსვლისას კარზე ზარის ხმა გაიგონა და წამსვე მიირბინა კარის გასაღებად.ოთახში გულამოვარდნილი შემოვარდა ლუკა და სული არ მოუთქვამს ისე მიახალა პირდაპირ ლილეს :
-ალექსანდრე დაჭრეს,მიზეზი ეკაა იცოდე ლილე, სწორედ მან უნდა აგოს პასუხი მომხდარზე.მის გამო ალექსანდრე სავადმყოფოშია გესმიის სიკვდილს ებრძვის!
-ეს თქვა ლუკამ და ლილე იქვე ჩაიკეცა,ყველაფერი ბუნდოვნად ესმოდა,ხმას ვერ იღებდა კარგა ხანი
-ლილე კარგათ ხარ?(ლუკა)
-კი ძვლივს ამოილუღლუღა ლილემ .სასწრაფოდ წამიყვანე სავადმყოფოში,ჩემს ძამიკოს,ჩემს ალექსანდრეს რამე რო დაემართოს,ყველა პასუხს აგებს ვინც გინდა იყოს, გესმის ლუკა!სიმწრით წარმოთქვა სიტყვები ლილემ და გარეთ გავარდა...
-ლილე დამელოდე მანქანით ვარ და ერთად წავიდეთ!
-კარგი ლუკა ოღონდ იჩქარე!
გზაში არცერთს ხმა არ ამოუღია,ლუკა ისე სწაფად მიაქროლებდა მანქანას,რამდენჯერმე ავარია კინაღამ მოუვიდათ,პატრული რომ ყოფილიყო ახლომახლო კარგი დღე ნამდვილად არ დაადგებოდათ.დაახლოებით ერთ საათში უკვე ადგილზე იყვნენ.ლილე შესული არ იყო მიმღებში,ეგრევე ეკა მივარდა და მუხლებში ჩაუვარდა,პატიებას თხოვდა და ეუნბნებოდა რომ ის არაფერ შუაში იყო,მაგრამ ახლა ლილეს ნაკლებად ადარდებდა ეკა,ამიტომ მალევე ჩამოიშორა ის და იქ მივარდა სადაც ალექსანდრეს მშობლები და დანარჩენი სამეგობრო იდგა.
-ხომ კარგათ იქნება ჩემი ძამიკო თიკო დეიდა, ტირილით წავიდა ლილე ალექსანდრეს დედასთან და ჩაეხუტა
-ღმერთის წყალობით შვილო,კარგათ იქნება,ისღა დაგვრჩენია ვილოცოთ და ღმერთს მისი გადარჩენა ვევედროთ
უცებ ლილე მოშორდა თიკოს და იქვე კუთხეში მდგარი დაქალისკენ წავიდა..
-ეკა ლუკა ვიცი გაცოფებულია და ჯერ მხოლოდ და მხოლოდ ალექსანდრეს სიცოცხლე გვადარდებს და მეტი არაფერი ახლა არ მაინეტრესებს მიზეზები მერე დაგველაპარაკე და გვითხარი რა მოხდა სინამდვილეში
-გოგო ეხლა ყველა მტრული თვალებით მიყურებს ალბათ ლუკამ მათაც უთხრა ყველაფერი,მაგრამ ერთს გეტყვი მე დამნაშავე არ ვარ ლილი,ალექსანდრე მიყვარდა მთელი გულით მიყვარდა და ახლაც მიყვარს გესმის,ვერ გადავიტან რამე რო დაემართოს მოვკვდები.ეხლა აქ გაჩერებას აზრი არ აქვს,მის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მომაწოდე ტელეფონით გთხოვ და მერე იქნებ მოსანახულებლად მოვიდე ახლა წავალ...
-კარგი ეკა დროებით!უცებ ლილემ საოპერაციოდან გამოსული ექიმი დაონახა...
-ექიმო მითხარით რომ კარგათ არის მითხარით,გამწარებული მივარდა ლილე ექიმს
-ექიმმა ერთი ამოიოხრა და თქვა: ახლა კომაშია და ვერ მოგცემთ იმის გარანტიას რომ მალევე გამოვა კომიდან, მძიმე ოპერაცია გადაიტანა და ეს ბუნებრივია,მაგრამ მხოლოდ ღმერთის იმედათ თუ ვიქნებით ეხლა სამწუხაროდ!
დაახლოებით ათი წუთი ყველა შოკში იყო და ხმას არავინ იღებდა.უცებ ლილე წამოვარდა ფეხზე და გასასვლელისკენ გავიდა,ცოტა ხანი ჰაერზე უნოდა გასვლა,რადგან სავადმყოფოს და წამლების სუნს ბავშვობიდან ვერ იტანდა
დაახლოებით ორი საათის შემდეგ ლილე ჯერ კიდევ სავადმყოფოს ეზოში,რომ სასწრაფოს მანქანა შემოვარდა ეზოში და უცებ ექიმებმა საკაცეზე გადაიყვანეს დაშავებული,მაგრამ სავადმყოფოში შესვლამდე გარდაიცვალა პაციენტი,რადგან ექიმებმა თავი გააქნიეს და სასწრაფოდ გასცეს ბრძანება,რომ გვამი ექსპერტიზაზე გადაეყვანათ.ლილემ შორიდან დალანდა რომ საკაცეზე აშკარად ქალი ეწვინათ,მაგრამ უცებ აღიდგინა გონებაში ეკას ჩაცმულობა და მერე თმის ფერი მასაც ჟღალი ფერის თმა ქონდა და უცბად ლილემ თითქოს რაღაც იგრძნოვო და საკაცისკენ გაიქცა,იქვე ჩაიკეცა და ატირდა რადგან მიცვალებულში თავისი უსაყვარლესი დაქალი ამოიცნო. მერე ექიმებმა ფეხზე წამოაყენეს,გონზე მოსული ლილე კი ალექსანდრეს პალატისკენ წავიდა.ყველა იქ იყო, არავინ დაშლილა.ლილეს დანახვაზე ლუკას გული გაუსკდა,სახეზე ფერი არ გადევს ლილე გვითხარი რამოხდაო?
-ის ის ეკააა... ნელნელა ხმა უვარდებოდა ლილეს ,სავადმყოფოში ახლახან ახალგაზრდა გოგონას გვამი შემოასვენეს,ექსპერტიზას უტარებენ,მაგრამ მე ის ვიცანი ეკა იყო,მოკვდა გესმიით თქვა ლილემ და წამით გონება დაკარგა, ძვლის მოასულიერეს იქ მყოფებმა
ყველა გაოგნებული, იყო ეს რა უბედურებაა ჩვენს თავსო გაიძახოდნენ,მაგრამ ერთადერთი პიროვნება ვინც ხმას არ იღებდა და თავზარდაცემული იყო ეს ლილე იყო.ვერაფრით იჯერებდა რომ ეს რეალობა იყო
დღეები გადიოდა და ალექსანდრეს შესახებ კარგი არაფერი ისმოდა.ეკაც მალევე დაასაფლავეს,თავიდან ყველას ეგონა რომ ალექსანდრეს დაჭრის ამბავში ეკა იყო გარეული მაგრამ გამოძიების შემდგომ დადგინდა,რომ ეკას სიკვდილი და ალექსანდრეს დაჭრა დაგეგმილი იყო და რომ ამ უბედურებაში წვლილი ეკას ყოფილ შეყვარებულს მიუძღვოდა.
სადაქალოს ყველა წევრი ტატა ლიკა და ლილე ყოველდღე დადიოდნენ ეკას საფლავზე და თან თეთრი ვარდები მიჰქონდათ ხოლმე,დანანებით იხსენებდნენ :ხუმრობით გვეუბნებოდი ადრე რომ მოვკვდები საფლავზე თეთრი ვარდები მომიტანეთო მხოლოდ, ვენოკი და მიხაკები არ გამაგონოთო და აი ახლა რას წარმოვიდგენდით სადაქალო თუ ამ რეალობის წინაშე მართლა დავდგებოდით და ასე მალე დატოვებდი ამ ქვეყანასო.იქიდან ცრემლების გარეშე არავინ მოდიოდა ყველას ტკიოდა ეკას სიკვდილი.
ალბათ გაინეტერესებთ რა მოხდა იმ საბედისწერო ღამეა? ეკა რატომ მოკლეს?ალექსანდრე რატო იყო გარეული ამ აურზაურში?
წლების წინ ეკამ ერთი ბიჭი გაიცნო სახელად ნიკა,ძალიან მოსწონდათ ერთმანეთი,შეუყვარდათ კიდევაც.ალექსანდრეს ყველასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა,გოგონებთან ყველას მეგობრული თვალით უყურებდა,ეკა მოგვიანებით გაიცნო რადგან საქართველოში არ ცხოვრობდა.პირველად რომ ნახა ის მაშინვე შეუყვარდა,მაგრამ იმ დროისთვის ეკა უკვე დაკავებული იყო.
ერთხელ საქართველოში ეკა მარტო ჩამოვიდა,მისი შეყვარებული ცოტა მოგვიანებით.ალექსანდრე რას არ აკეთებდა ეკას გულის მოსაგებად,ფიქრობდა შეყვარებულს რომ ყვარებოდა ამდენი ხნით მას არ დატოვებდა საქართველოშიო და ჩამოვიდოდა მაშინვეო,იმედს იტოვებდა,რომ ერთ დროს ეკაც მის სიყვარულს სიყვარულითვე უპასუხებდა, მაგრამ ეკა მას მხოლოდ მეგობრული თვალით უყურებდა.ერთხელ კი ალექსანდრემ გადაწყვიტა რომ ეკა მოეტაცა და მოიტაცა კიდევაც.ეკა პანიკებში ჩავარდა,თითქოს ვიღაც ბანდიტმა გაიტაცაო და მოკვლას უპირებსო,სასწრაფოდ შეყვარებულს დაურეკა,რომელიც უკვე აეროპორტში იყო და თბილისში აპირებდა წამოსვლას,შველას თხოვდა ნიკას ჩამოდი სვანეთში და სასწრაფოდ ამ ბანდიტს მომაშორე,თორემ ცოლობაზე უარი რომ ვუთხრა შეიძლება რამე დამიშავოსო.
ნიკა დაახლოებით სამ საათში უკვე სვანეთში იყო იმ დროისთვის,მაშინვე იმ ბინაში მივარდა სადაც ალექსანდრეს ეკა ჰყავდა,თან ხელში დანა ეჭირა,როგორც კი ოთახის კარები შეაღო გამწარებული ალექსანდრეს მივარდა და რამდენიმე ჭრილობა მიაყენა მუცლის არეში.მაშინ ალექსანდრე საბედნიეროდ გადარჩა.ეკაც მიხვდა დანაშაულს და პატიებას თხოვდა ცრემლმორეული სავადმყოფოში ალექსანდრეს და მანაც რათქმაუნდა აპატია.როცა თბილიში დაბრუნდნენ,ალექსანდრემ მეგობრებს აუხსნა სიტოაცია და თხოვა მათ რომ ეკასთვის არაფერი ესაყვედურათ და რომ მხოლოდ თვითონ იყო ამ ყველაფერში დამნაშავე.მან ხომ თვითნებურად წაიყვანა ეკა სვანეთში,ისე რომ მისთვის აზრი არ უკითხავს.თავიდან ლილე,ლიკა და ტატა ეკას ადანაშაულებდნენ ეუბნებოდნენ თუ ალექსანდრემ მოგიტაცა რატომ ჩვენ არ გვითხარი და რატომ დაურეკე ეგრევე შენ ნაგავ შეყვარებულს და შველას რატომ ითხოვდი მისგან,თითქოს ვინმე მართლა აპირებდა შენთვის რაიმეს დაშავებას ,კარგათ იცოდი ალექსანდრე შენ არაფერს დაგიშავებდაო,მაგრამ ისე იყავი დაბრმავებული,რომ რეალობის აღქმა არ შეგეძლოვო...
საბოლოოდ ალექსანდრეს დაჟინებული თხოვნით ეკას ყველაფერი აპატიეს და სამეგობროში სიტოაცია დაწყნარდა.გოგონები ისევ დაახლოვდნენ ეკასათან.ეკაც ხვდებოდა თითქოს თავის დანაშაულს და შეყვარებულს დაშორდა კიდეც ამის გამო.ნიკას ჩადენილი დანაშაულის გამო 3წელი მიუსაჯეს,გაცოფებული იყო ეკამ რომ მიატოვა და სულ იმუქრებოდა ამისთვის გაზღვევინებთ ორივესო და მართლაც მუქარა შეასრულა ციხიდან გამოსვლის შემდეგ
როცა ციხიდან გამოვიდა ნიკა,გაცოფებული დაეძებდა ეკას და ერთხელ ქუჩაში შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს მაშინ სწორედ სავადმყოფოდან რომ მოდიოდა.ეკამ დაინახა ნიკა,ფერი გადაუვიდა სახეზე,მაგრამ მაშინვე გაახსენდა ნიკას მუქარა და იფიქრა ამას თუ ცივად შევხდი, თავის მუქრას შეასრულებს და დაგვღუპავს ყველასო,ამიტომ მისკენ მიმავალი ნიკა რომ დაინახა თბილად გაუღიმა, ახლოს მივიდა მასთან და ჩაეხუტა.ამ საბედისწერო ღამეს შემთხვევით ამ პარკში სეირნობდა ასევე სავადმყოფოდან წამოსული ლუკაც და თვალებს არ უჯერებდა, თვალწინ ხედავდა, როგორ ეხუტებოდა ეკა ნიკას.მაშინვე გაცოფებული მივარდა ეკას და გამწარებულმა ღრიალი დაუწყო: ალექსანდრეს როგორ უღალატე ისევ ამ ნაგავთან! რაღაცეები დაგეგმილი გექნებათ შენ და ამ არსებას,ასე რომ არ იყოს ესეთ თბილ შეხვედრას არ მოუწყობდი შენ ყოფილ ლოვეს ციხიდან გამოსვლის შემდეგო, არ ცხრებოდა ლუკა!(ლუკა ერთადერთი იყო სამეგობროდან ვინც ეკასა და ალექსანდრეს შესახებ ყველაფერი იცოდა მათი სიყვარულის შესახებ,მაგრამ ალექსანდრეს თხივნით არაფერს ამბობდა, სამეგობროში )
სამეგობრომ მართლაც არაფერი არ იცოდა ეკაზე და ალექსანდრეზე ეგონათ,რომ უბრალოთ მეგობრობდნენ და ფიქრობდნენ,რომ ალექსანდრეს ეკა ახლა მხოლოდ მეგობრულათ უყურებდა.წყვილი თავიანთ ურთიერთობას მალავდა,მხოლოდ ქორწილის დღეს უნდოდათ რომ მეგობრებისთვის ემცნოთ ეს სასიამოვნო სიახლე.ეკას და ალექსანდრეს აზრით მეგობრებს ეს ამბავი მაინც გაუხარდებოდათ მიუხედავათ წარსულში მომხდარი ამბებისა
როდესაც ლუკა პარკში უყვიროდა ეკას,ამ დროს ნიკამ დრო იხელთა და ალექსანდრეს სახლში მუვარდა. ალექსანდე როგორც ჩანს მარტო იყო სახლში და თავის ოთახში ეძინა.ნიკა ჩუმად შეიპარა სამზარეულოში, გამწარებულმა დანას ხელი დაავლო და ალექსანდრეს ოთახებში დაუწყო ძებნა,როცა მიაგნო, მძინარეს რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა მაშინვე.ვერავინ გაიგებდა მომხდარის შესახებ,შემთხვევით რომ არ შესულიყო ალექსანდრეს სახლში მისი მეზობელი და ახლობელი თაკო(ესაც ალბათ ბედისწერაა.დიდხანს აზარუნა თაკომ კარები, მაგრამ არავინ გაუღო და რახან მისაღებში ანთებული შუქი დაინახა(მკვლელს დარჩა, როგორც ჩანს შუქი ანთებული)სახლში შესვლა გადაწყვიტა,ოთახში შესულმა,იატაკზე სისხლის კვალი შეამჩნია,რომელიც ალექსანდრეს ოთახიდან მოდიოდა,გულგახეთქილი შევარდა ოთახში და იქ ნანახმა შოკში ჩააგდო,მაგრამ არ დაბნეულა და მაშინვე დაურეკა სასწრაფოს,მერე კი უბედური შემთხვევის შესახებ ალექსანდრეს მეგობრებს ამცნო.
ნიკას შურისძიების წყურვილი არ ასვენებდა და ამიტომ ეკასაც მიუვარდა სახლში,რომელიც მარტო იყო ასევე.რას მოიფიქრებდა სახლში თუ ასე უცებ მიუვარდებოდა ნიკა და კარები მაშინვე გააღო როცა კარზე ზარის ხმა გაიგონა.ნიკა მაშინვე ყელში წვდა გოგონას,მერე ჯიბიდან დანა ამოიღო ()ამჯერად სხვა დანა, თან ხელთათმანები ეკეთა ალბათ იფიქრა,იმავე დანით რომ მოვკლა ესეცო ,ორი მკვლელობისთვის ძალიან ბევრს მომისჯიანო.დანა პირდაპირ გულში დაარტყა,თან ეუბნებოდა მომაკვდავს:ეს იმისთვის რომ მაგ გულიდან ჩემი სიყვარული ამოიღე და სხვასთან მიღალატეო

პს:არ ვიცი როგორი თავი გამოვიდა მაგრამ თუ მოგეწონათ შეაფასეთ 




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent