შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუვიწყარი (3)


7-07-2015, 18:18
ავტორი Linna
ნანახია 5 103

ორ საათზე უყოყმანოდ გავიპარე აივნიდან.გზაჯვარედინთან შავი მანქანა დამხვდა.წინ ნინი და მისი შეყვარებული-ნიკა ისხდნენ.. საშინლად არ მომწონს ეს ბიჭი.
-ვიცოდი, რომ უმაკიაჟოდ იქნებოდი.
გამიღიმა ნინიმ და კაბა მომაწოდა.
-აქ გამოვიცვალო?
გაკვირვებულმა ვკითხე და ნიკაზე ვანიშნე.
მან გამიღიმა.
-არ გამოვახედებ
მითხრა და ნიკასს კოცნა დაუწყო. თუმცა მე ამას კოცნას ვერ დავარქმევდი.თვალები დავხუჭე და თავი მოვაბრუნე.უკანა სავარძელზე გამოვიცვალე, თან ნიკას თვალს არ ვაშორებდი, არ მინდოდა გამოეხედა.
-მოვრჩი.
ვუთხარი ბოლოს და ჩემი ძველი ტანსაცმელი იქვე დავდე.
ნინი უკან გადმოჯდა.
-ნიკა ნელა იარე, მაკიაჟს გავუკეთებ.
უთხრა და მომიბრუნდა.წარბები შევჭმუხნე.
-ნუ ნერვიულობ, ბევრი არაფერი.
გამიღიმა და ფანქარი ამოიღო.
-მთავარია თვალები არ ახამხამო.
თავი დავუქნიე და ზემოთ ავიხედე.ფანქრის შემდეგ რამდენიმე ტუჩსაცხი ამოიღო.
-წითელი, ვარდისფერი თუ შავი?
მერე უცებ ამათვალიერა.
-კაბას შავი უხდება
თავი დაიქნია, მის თავს დაეთანხმა.ტუჩსაცხი წამისვა და შეკრული თმები უხეშად გამიშალა.გრძელი, ღია წაბლისფერი თმები მხრებზე ჩამომეყარა..ნინიმ ხელი თმებში შემიცურა და ამიჩეჩა.
-მომწონხარ.
ნიშნის მოგებით მითხრა.
ნიკამ მანქანა გააჩერა,ნინი წინ გადაჯდა მე კი მანქანის სარკეში დავაკვირდი თავს.. ვხვდებოდი, რომ ძველი ანა აღარ ვიყავი.. გაქრა ის მიამიტი და ჭკვიანი გოგონა,რომელიც მამის ყველა სიტყვას შეწინააღმდეგების გარეშე ასრულებდა..თითქოს მსგავსებაც დავიჭირე ჩემსა და ნინის შორის.შავი ფანქრის სქელი ფენა კიდევ უფრო მეტ სითამამეს მმატებდა.. გადავწყვიტე, რომ დღეს თამამი, თავაშვებული გოგო უნდა ვყოფილიყავი.. არანაირი მორიდება, მხოლოდ გართობა, მორჩა!
ჩემს თავს დავეთანხმე და სავარძელს მივეყრდენი..
ბნელოდა, ქუჩებს ლამპიონები ანათებდნენ.. სანამ მთავარ მაგისტრალზე გავიდოდით, სიმშვიდე იყო.. მერე სხვა ცხოვრება დაიწყო, ახლა ლამპიონებთან ერთად შენობებიც ანათებდნენ, ათობით მანქანა მიდი-მოდიოდა.. თურმე ნინი არ მატყუებდა, როცა მეუბნებოდა:
-ჩვენს ქალაქში ცხოვრება ღამით იწყებაო.
მანქანა კლუბის წინ გავაჩერეთ.მორიდებულად გადმოვედი და კაბა ჩამოვიწიე, ნინის გაეღიმა ჩემს საქციელზე.
-ზემოთ ან, ზემოთ უნდა აწიო.
გამიღიმა და გვერდით ამომიდგა.ნიკა წინ მიდიოდა, არ გაჩერებულა.
-ასაკზე პრობლემები ხომ არ შემექმნება?
ოდნავ შეშინებული ვიყავი.
-16ს ხარ ხო?
მე თავი დავუქნიე.
-არ ინერვიულო პატარავ.
ნინიმ გამიღიმა და სახეზე ხელი მომისვა, წელზე მომხვია ხელი და ყურში მითხრა:
-უფრო თამამი ნაბიჯები მეგობარო..
დავუჯერე, წელში გავიმართე და თავი წამოვწიე.
ნინი ღიმილით მიყურებდა.დიდი, ბრგე კაცი შესასვლელთან იდგა.მის დანახვაზე ფეხები ამიკანკალდა.ნინის გაეცინა, საჯდომზე მომარტყა ხელი და იგივე გამიმეორა.
-თამამად, თამამად.
მეც დავუჯერე.დაცვასთან მივედით.ქვემოდან შიშით ვუყურებდი.
ნინი გამომწვევად უღიმოდა, თან მის მოკლე კაბას კიდევ უფრო ამოკლებდა ხელით.. გაკვირვებული ვუყურებდი, მისმა შემდეგმა საქციელმა კი პირი დამაღებინა. დაცვას კისერზე ჩამოეკიდა და ვნებიანად აკოცა.თან ხელით მაჩვენა- შედიო.
ნელი ნაბიჯებით შევედი კლუბში.. თან ნინის საქციელზე ვფიქრობდი.ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა იქაური სიტუაცია დავინახე.სიმღერა ბოლო ხმაზე იყო ჩართული.. გოგონები ბიჭებზე ცეკვავდნენ, ბიჭები კი თამამად ეხებოდნენ მათ საჯდომებს, მკერდს.. ცოტა არ იყოს შემეშინდა.. ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა ვიღაც, შეშინებული შევბრუნდი.. ამოვისუნთქე, როცა ნინი დავინახე.
-აბა, მოგწონს?
ყურში ჩამყვირა.
თავი დავუქნიე, მოვატყუე.
-მერე რას დგახარ, წამო ნიკასთანთან..ასაკით თვრამეტის ხარ და იცოდე.
ხელი ჩამჭიდა და ნიკასკენ წამიყვანა.. ნიკა რამდენიმე ბიჭთან ერთად იდგა, თან ბოთლით სვამდა.. ნინიმ ყველა გადაკოცნა და ჩემი თავი წარუდგინა მათ.. ამაზრზენი ბიჭები იყვნენ. უკვე ნასვამები, გალეწილები.თვალები ჩაწითლებული ჰქონდათ, თითქმის ყველა წუთში ტუჩებს ენით ისველებდნენ.. იქაურობას გაკვირვებული ვაკვირდებოდი.. სულ სხვანაირი წარმომედგინა ყველაფერი.. ასეთ სიბინძურეს არ მოველოდი..
-ვიცეკვოთ?
უკნიდან ვიღაც მომეხუტა..თამამად მომხვია ხელი მუცელზე და რამდენიმე ნაბიჯი გადამადგმევინა.
ნინის გავხედე, თავით მანიშნა დათანხმდიო.
-კი..
შეშინაბულმა ვუთხარი, ვიგრძენი როგორ ჩაეღიმა..
ვხვდებოდი, რომ ნამდვილად გამიჭირდებოდა თამამი გოგოს თამაში..
მოცეკვავეებს შევუერთდით.. ჩემი პარტნიორი ხელს ისევ მუცელზე მიჭერდა, ალბათ ელოდა როდის შევბრუნდებოდი.. მეც თავი ხელში ავიყვანე და მივუბრუნდი.. სუნთქვა შემიკრა ბინძურმა ცისფერმა თვალებმა.. გამომწვევად გამიღიმა, ორივე ხელი წელზე მომხვია და მიმიკრა.. ვცდილობდი ჩვენს შორის მანძილი გამეზარდა, მაგრამ ვიცოდი არ გამომივიდოდა.. ნინის გავხედე, მანიშნა იცეკვეო.. მართლა არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, ბიჭი არ ცხრებოდა და ვხვდებოდი, რომ ნელ-ნელა ხელებს ქვემოთ აპარებდა.. იცოდა, რომ შეშინებული ვიყავი და ამით სარგებლობდა.. ამ ყველაფერს მის ამაზრზენ თვალებში ვხედავდი.. გამიღიმა და ცალი ხელი ზემოთ ამოაცურა.. თმები ერთ მხარეს გადამიყარა, ვერ ვხვდებოდი რას აკეთებდა.. ნელ-ნელა ახლოს მოიწია და ყელში საზიზღრად მაკოცა, ზიზღისგან თვალები დავხუჭე, მერე სწრაფად გავახილე და ნინის დავუწყე ძებნა.. ნინი კმაყოფილი სახით მიყურებდა, თვალებითშევევედრე აქედან გამიყვანეთქო.. მას სახე აეშალა და ჩემთან სწრაფი ნაბიჯით მოვიდა.
-მაპატიე გიო..
უთხრა ბიჭს, ხელი მაჯაში ჩამჭიდა და კუთხისკენ წამიყვანა..
-მადლობა ნინ, მადლობა.
-რა გჭირს გოგო?.. მე გამიხარდა, ეღირსება ძვლივსთქო..
-არა ნინ, არ შემიძლია.. სახლში მინდა.
-აპაპაპაპ..
ხელები გაასავსავა..
-ახლა წამოხვალ და დალევ.. მოგეშვება.. ხო უნდა გაიზარდო, სულ მამიკოს გოგოდ დარჩები?..
სახე მომემანჭა..
-ხოდა წამოდი.
ხელი ჩამჭიდა.მეც უყოყმანოდ გავყევი. ბართან მიმიყვანა და სასმელი შეუკვეთა.
-ესეიგი.. ეს ჩქარა უნდა გადაკრა.
მითხრა და ჭიქა მომაწოდა.
-პირველად სვამ?
თავი დავუქნიე.
-მაშინ ძალიან ბევრი არ გვინდა, ცუდად არ გამიხდე.
გაიცინა და ჭიქა მოიყუდა.
-უუჰ, მაგარია.. მიდი.
მითხრა და ხელით მანიშნა დალიეო.
ჭიქა ნელა მივიტანე პირთან, სასმელს მძაფრი სუნი ასდიოდა.. სახე დავმანჭე და ჭიქა მოვიშორე.ნინის ხარხარი გავიგე..
-მიდი გოგო, მიდი.
მითხრა და ჭიქა პირთან მიმატანინა.. ამჯერად აღარ დამიყნოსია, სწრაფად გადავკარი.. საშინელი შეგრძნება იყო, თითქოს ყველაფერი ჩამეფუფქა.. საშინლად ამეწვა პირი.. თვალები გამიფართოვდა და ჩემდაუნებურად ცრემლები წამოივიდა.
ნინის ხარხარი ნერვებზე მოქმედებდა..
-ჰაა, მიაყოლე.
ბარმენმა ღიმილით მომაწოდა ლიმონი.
ოდნავ მომეშვა.. ნინის ჩხუბი დავუწყე.
-შენ დალაგებული ხარ? რას მერჩოდი?
-რა ვიცოდი ასეთი რეაქცია თუ გექნებოდა, აჰჰაჰ, გაწითლდი..
ისევ იცინოდა, მე კი საშინლად ვგრძნობდი თავს..
-წყალი გინდა?
მკითხა ბოლოს.. მე თავი დავუქნიე.. ბარმენმა წყლით სავსე ჭიქა მომაწოდა, უცებ მოვსვი, ცივი წყალი მესიამოვნა.
___________________________________________________________________
*თორნიკე:
გამაყრუებელმა მელოდიამ გამომაფხიზლა.თვალები გახელილი მქონდა, თავიდან გავიკვირვე, ვერ მივხვდი სად ვიყავი, მერე გონებაში ყველაფერი დალაგდა.წამოვიმართე და იქაურობას მოვავლე თვალი.ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს თავიდან დავიბადე..კმაყოფილი ღიმილით დავხედე ხელს.. წამოვდექი.. ფხვნილი კარგად გავახვიე პაკეტში და ჯიბეში შევინახე.. შპრიცი უნიტაზში ჩავრეცხე.. ონკანთან მივედი, წყალი მოვუშვი და სახეზე შევისხი.. ჯერ კიდევ არ ვიყავი კარგად გამოფხიზლებული, ამიტომ წყალი დამეხმარა..
დაახლოებით ხუთი წუთი გავჩერდი საპირფარეშოში და როცა მივხვდი, რომ კაიფიდან გამოვედი იქეთ გავედი.. ვერ ვიტანდი, როცა მუსიკა ასე ხმამაღლა იყო ჩართული.. ამიტომ, გოგონების დათრობის შემდეგ, პირდაპირ მივდიოდი კლუბიდან.. იქ მყოფები შევათვალიერე.. ბართან მივედი და სასმელი შევუკვეთე..ბარმენი შეშინებული მიყურებდა, თავიდან ვერ მივხვდი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ადამთან შესვლამდე ვცემე.. გავუღიმე და ჭიქა გამოვართვი.. შევბრუნდი, მაგიდას იდაყვებით დავეყრდენი, არაფერი საინტერესო.. როგორც ყოველთვის.ჭიქა გამოვცალე და გასასვლელისკენ წავედი.უცებ, მკლავში ვიღაც მწვდა და მომაბრუნა.
-თოკო, ძველ ნაცნობებს ვეღარ ცნობ..
-გიორგი!
გამეცინა და გადავეხვიე.
-რამდენი ხანია აღარ გამოჩენილხარ.
-ჰო, ჩემს ძმასთან ვარ ხოლმე. ხოიცი, აქაური სიმღერები მაღიზიანებს.
-გოგონები?
-აჰ, ეგ არ მაკლია...
გავუცინე და მხარზე დავარტყი ხელი.
-მიდიოდი?
მკითხა ძველებური, მეგობრული ტონით.
-ჰო, წასვლას ვაპირებდი.. სანდრო და ნიკა აქ არიან?
-კი, იქეთ არიან. ნიკა ახალ თოჯინასთან ერთად..
-ჰოო?კარგი გოგოა?
-კი, რას ვერჩი.ისიც ერთობა და ესეც..
ორივეს გაგვეცინა..
-წამო ბიჭებთან.
გიორგის უარი ვერ ვუთხარი, მართლა დიდი ხანია არ ვყოფილვარ აქ.. გავყევი.
-ოჰ, თვალებს ვერ ვუჯერებ, თორნიკე!!
თქვა ნიკამ და ჩემსკენ წამოვიდა.გავუცინე, მასაც გადავეხვიე.
-როგორ მოხდა, როგორ გვიკადრე?
-წამალი შემომაკლდა.
არ მოვატყუე და მის უკან მდგომ გოგონებს გავხედე..
-შენი რომელია?
-ქერა.
წარბები აათამაშა და გაიწია.
-ნინ, გაიცანი, ჩვენი ძველი მეგობარი, თორნიკე.
-სასიამოვნოა..
გამიღიმა.. თავი დავუქნიე, რითაც ვანიშნე- ჩემთვისაცთქო.. არ მიყვარს ძველებური ხელზე ამბორი და ასე შემდეგ.
________________________________________________________________________
*ანასტასია:
-ვინ არის?
ყურში მკითხა ნინიმ.
-მე რავიცი.. შენს შეყვარებულთან დგას.
ვუპასუხე და ბიჭს გავხედე.
-ნინ, გაიცანი, ჩვენი ძველი მეგობარი, თორნიკე..
ნიკამ ბიჭი ჩვენთან მოიყვანა.
-ეს მისი მეგობარია, ანასტასია.
-სასიამოვნოა..
მეც ნინის მივბაძე და გავუღიმე.
თავი დამიქნია.
-სანდრო?
არც თუ ისე ბოხი, ოდნავ ხრინწიანი ხმით იკითხა..
-ცეკვავს.
უპასუხა იმ ამაზრზენმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ნინის დახმარებით მოვიშორე..
-წამო ჩვენც ვიცეკვოთ.
უთხრა ნიკამ ნინისს და გაიყვანა.. ეს სიტუაცია ნამდვილად ვერ გავითვალისწინე.მარტო დავრჩი ორ ბიჭთან, რომელთაგან ერთი მეზიზღებოდა,მეორე კი დაჟინებით მიყურებდა..
გამიკვირდა, როცა მისი ასეთი მზერა დავინახე. დამაჟრიალა კიდეც.. ახლოს მოვიდა.
-ანა არა?
თავი დავუქნიე..
-ასაკი?
-თვრამეტის ვარ..
მოვატყუე.. ამათვალ-ჩამათვალიერა.. გაეღიმა.
-ცოტა დიდი მეგონე.
გაკვირვებისგან წარბები შევჭმუხნე.
-მართლა, მართლა.
გამიცინა.
-ვიცეკვოთ?
წინა ცეკვა გამახსენდა, საშინლად არ მინდოდა საცეკვაოდ გასვლა..
-ამ, იცი.
-არაუშავს, მეც ვერ ვცეკვავ..
გამიღიმა, ხელი წელზე მომხვია და საცეკვაოდ გამიყვანა.შეწინააღმდეგება კი ვეღარ გავბედე...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent