ყველაფერი ან არაფერი(სრულად)
აქ არ არსებობს შუალედი! მაშინ რვა წლის ვიყავი... ეს ყოველთვის მემახსოვრება. ღმერთო, როგორი დაუნდობელია ცხოვრება... ლოგინიდან ვდგები. მცივა, მაგრამ შიში მასზე ძლიერია. ვკანკალებ. აქეთ-იქით ვიყურები, ვერაფერს ვხედავ. ბნელა. მინდა სინათლე ავანთო, მაგრამ ვერ ვწვდები. გარედან შემზარავი ხმაური ისმის.ჩემი პატარა გულის ფეთქვაც არაა მშვიდი. მამას ხმა მესმის, მაგრამ ის არაა ისეთი, როგორც უწინ იყო. ის მომაკვდავისას ჰგავს. სწორედ ისეთს, როგორიც ბაბუას ჰქონდა. მგონია, მომესმა და მალევე მავიწყდება მის შესახებ. არ ვიცი რა ხდება. კიბის საფეხურების ხმას ვიგებ. ოთახიდან ნაცნობ გზას მივყვები. შემოსასვლელის კარებს ყურს ვადებ. მკაფიო ხმაა. ვხვდები, რომ მხოლოდ ქალის ქუსლიანი ფეხსაცმელს შეუძლია ასეთი ხმა გამოსცემს. კარებზე ზარს ვიგებ. ვკრთები. გარეთ მყოფი გრძნობს ჩემს სიახლოვეს. -კარი გააღე(ის) პასუხს არ ვცემ. სკამი მომაქვს, მასზე ავდივარ და გასაღებს ვატრიალებ. კარის მეზობელი მრჩება ხელში. მის სახეზე გაფითრებას ვატყობ, ადამინის ფერი დაუკარგავს.მისი სახე მგონი თეთრ ფერზე ღიაა. ეს რაღაც ფერია, რომლისთვისაც ჯერ სახელი არავის უპოვია. -პატარა-ის გულში მიკრავს. მახსენდება, რომ ჩემი მშობლები რაღაც წვეულებაზე იყვნენ წასულები. ისიც მახსოვს, რომ დავპირდი, დავიძინებო. -მშობლები მოვიდნენ?(მე) ის პასუხს ვერ მცემს. -დაპირება ვერ შევასრულე-ვეუბნები შეშინებული ხმით. ქალი აზრზე ვერ მოდის. -რაზე ლაპარაკობ?(ის) -დაიძინეო მითხრეს და რომ მოვლენ რა ვუთხრა?(მე) -დაიძინე, სანამ მოვლენ(ის) მეც უკან მივყვები. ქალს თითქოს რაღაც მოეშვა გულზე. გამიღიმა. -ზღაპარი წაგიკითხო?(ის) -კარგი(მე) -რომელი ზღაპარი გინდა?-ის თავს მხიარულად მაჩვენებს, მაგრამ ეს რომ არაა ასე,ჩემს ბავშვურ თვალსაც კი ვერ გამოაპარებს. -ფიფქია და შვიდი ჯუჯა-ვეუბნები და წიგნს ვაწოდებ. -საინტერესოა(ის) ქალი ზღაპრის კითხვას იწყებს, მაგრამ მე არც თუ ისე ინტერესით ვუსმენ. მალევე მეძინება.ძილში კოშმარებს ვხედავ. ყველაფერი ბუნდოვნად ჩანს, მაგრამ მაინც შემიძლია გავარკვიო რას ვხედავ. სისხლის ფონია. ყველაფერი წითელია. ვხედავ ორ გვამს. ერთი ქალისაა და მეორე მამაკაცის. ისინი სისხლისგან იცლებიან და გარემოსაც წითელ ფერს აძლევენ. მათ სახეებს ვერ ვარჩევ, რადგან მათი სახეები უკანასკნელ დონეზეა დასახიჩრებული. კუთხეში ჩემს თავს ვხედავ. ცალი თვალით ვიხედები. ვგრძნობ, რომ მთელი სხეული მიკრთის. მკვლელის სახე დაფარულია, მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი. ის მიახლოვდება. გავრბივარ, მაგრამ სად გავიქცევი?! ის თავის სისხლიანი ხელებით მიჭერს და იარაღს მიმიზნებს. ის დატენილი აქვს. სასხლეტს თითს უახლოვებს და უნდა გამოკრას. შიში პიკს აღწევს. ვკივივარ და მეღვიძება. -არაააააა-იმხელა ხმა მქონდა, რომ მგონი მთელი სამეზობლო გავაღვიძე. მეზობელი, რომელიც ზღაპარს მიკითხავდა, გვერდითა ოთახში ყოფილა.ის ჩემს ხმაზე შეშინებული შემორბის ოთახში. -რა მოხდა?(ის) ხმას ერ ვცემ. ვერ ვხვდები რა არის რეალობა და რა სიზმარი. -ის,ის აქ არის?-ვეკითხები აკანკალებული ხმით და თვალებზე ხელს ვიფარებ. ის არაფერს მპასუხობს. მხოლოდ გულში მიკრავს. პატარა ვიყავი, მაგრამ მესმოდა მისი გულის გამალებული ფეთქვა. ბავშვი ვყავი, მაგრამ ყველაფერს ვგრძნობდი და შევიგრძნობ დიისე, როგორც დიდი. დიდი საერთოდ ამის განზოგადებული მნიშვნელობა არ არსებობს.იყო დიდი ეს იმას ნიშნავს უყურებდე სამყაროს და გესმიდეს მისი ისეთის, როგორიც ისაა და არ იყენებდე შელამაზებას. არ გეშინოდეს. არა, შეიძლება. გეშინოდეს, მაგრამ არ გაურბოდე რეალობას და ყოველთვის ელოდე მოსახდეს, მაგრამ უმოქმედოდ არა,მუდამ მოქმედებდე... გათენდა. დაბნეული ვიყავი და ცოტა შეშინებული. გაურკვევლობაში ვიყავი. სადღაც აბლაბუდაში გავხვეულიყავი და არ მიშვებდა. ჩემი მცდელობა კი ამაო იყო. ღმერთო, ეს ხომ ისაა, რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან. ეს ხომ ისაა, რომ მზარავს და ცხოვრების ხალისს მიკარგავს. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. საერთოდ სად ვიყავი და რა ხდებოდა, ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო.ღმერთო, ასეთ რამ ხშირად ხდება?! პოლიციელები შევნიშნე. სამი თუ ოთხი მამაკაცი იყო. ისინი დაკვირვებით დადიოდნენ ოთახიდან ოთახში. გამიკვირდა. -რა ხდება?(მე) -ბავშვი გაიყვანეთ(პოლიციელი) -რა? ჩემი სახლია?-გაკვირვებით წარმოვთქვი და სუნთქვა შემეკრა. ასეთი მკვახე სიტყვები ჩემთვის უცნობი იყო. მეზობელმა ხელი ჩამავლო. -ამოდი ჩემთან(ის) -არსად არ წამოვალ. დედა და მამა სად არიან?(მე) კითხვაზე პასუხი არ გამცა. -ტკბილეული არ გინდა? წამოდი(ის) -არ მჭირდება. თავი გამანებეთ. ჩემი სახლია და მშობლებს უნდა დაველოდო. რას იფიქრებენ რომ ვერ მნახავენ?(მე) -წამოდი, პატარა(ის) -არ წამოვალ და ესენი წავიდნენ(მე) -გთხოვ-მან ხმა დაირბილა და ჩემს ნაწნავს შეეხო, რომელიც ჩამოშლილიყო და სინათლეზე უფრო მუქად მიჩანდა ისედაც ბნელი ღამესავით მუქი თმა. -გთხოვთ, თავი დამანებეთ. თუ ჩემი დახმარება გინდათ, გამარკვიეთ არსებულ სიტუაციაში(მე) ქალს გაუკვირდა, რომ განსხვავებული ვიყავი. რომ არ ვგავდი სხვა ბავშვებსდა ვერავინ ვერ მომთაფლავდა. ქრთამი ყოველთვის ეშმაკთან ასოცირდებოდა ჩემთვის და მას არასდროს ვიღებდი. ეს კი მასზე უარესი იყო. ის არაფერს მეუბნებოდა და ყველაფრის დასავიწყებლად ტკბილეულს მთავაზობდა. ეს მართლაც მზარავდა. როგორ შეეძლო, რომ ასეთი ყოფილიყო?! ტახტზე გაუნძრევლად ვიჯექი. დავინახე როგორ გადატრიალეს ჩემი მშობლების ოთახი.მათი ნივთები ყუთში ჩაყარეს. -რას აკეთებთ? ისინი ამის უფლებას არ მოგცემენ-ჩემს მოთმინებას საზღვარი აღარ ჰქონდა. -ისინი უკვე ვერავის ვერაფერს დაუშლიან-ერთმა ახალგაზრდა პოლიციელმა თავმომწონედ მიპასუხა. „არასდროს“ ეს სიტყვა გულზე ტყვიასავით მომხვდა. თვალზე ცრემლი მომადგა. ეს ხომ ყველაზე საშინელი სიტყვა იყო. არასდროს-ეს ხომ საკმაოდ დიდი დროა. -რას გულისხმობთ?-თვალზე ცრემლი მომადგა და ჩემი საყვარელი ბალიშით ვიწმენდდი. მინდოდა შემეჩერებინა ის. ცრემლს კი მოიწმენდ, მაგრამ გულის ტკივილს რა გაანელებს. -ისინი აღარ არიან(ის) -რას გულისხმობთ?-ავქვითინდი და ბალიშს გულში მთელი ძალით ვიკრავდი. -მკვდერები არიან(ის) -ამქვეყნად აღარ არიან-მეორე პოლიციელმა დაუდასტურა ამხანაგს. ვბღაოდი. ყველაფერს ვისროდი და ვამვტვრევდი. მაგიდიდან ვაზა ავიღე და ფანჯარას ვესროლე. ის კინაღამ ერთ პოლიციელს მოხვდა. -არა.. არ არსებობს(მე) მეზობელმა გამაჩერა. არ მიშვებდა. მე კი ხელებზე ვკბენდი და მთელი ძალით ვკიოდი. ალბათ, ეს გამგმირავი ხმა ყველას ესმოდა. ეს იყო სასოწარკვეთილი ბავშვის ბღავილი. ეს იყო ხმა. რომელშიც არანაირი იმედი არ იგრძნობოდა. მეზობელს უკანასკნელ სალანძღავ სიტყვებს ვეძახდი. არა მარტო მას ყველას, მთელ ქვეყნიერებას. ჩამეძინა. ძილში უარესებს ვხედავდი. კოშმარები მანადგურებდა და ტვინს მიღრღნიდა. მათში სულ სისხლი იყო. მხოლოდ სისხლი. მინდოდა მეყვირა, მაგრამ არ შემეძლო. მინდოდა მეგრძნო, მაგრამ არც ეს შემეძლო. ეს მხოლოდ ტკივილი იყო. არა, არ იყო ტკივილი. ეს რაღაც სულ სხვა იყო. სულ სხვა. რასაც სიტყვებით ვერ აღწერ. რასაც ვერც გრძნობით შეიგრძნობ. ეს მზარავდა. როცა გამეღვიძა, ვერაფერს ვაცნობიერებდი. ხმას ვერ ვიღებდი, რადგან რაღაც მაკავებდა. ეს იყო უჩინარი რაღაც, რაც ყველაფერს ჯობნიდა.ჩემს ყოველ სურვილსა და მიზანს. ავდექი. მეზობელმა ხელი უხმოდ მომკიდა. -რა ხდება?(მე) -ისინი მართლები იყვნენ(ის) -ვინ?(მე) -პოლიციელებმა სიმართლე გითხრეს. ვწუხვარ(ის) -შეიძლება ვნახო?-სლუკუნით ვუპასუხე, როცა ტირილით თავი ვიჯერე. საერთოდ ვერ ვაცნობიერებდი სიკვდილის მნიშვნელობას. რა იყო ის? რაღაც უხილავი, რისიც ყველას ეშინია. ალბათ, ეს იყო. საათები გადიოდა. მე უბრალოდ ჩემს ოთახში ვიყავი და ყურს ვუგდებდი ყველას. ყველაფერს ვისმენდი, რაც კი შესაძლებელი იყო. მეშინოდა და ჩემთვის ეს ყველაფერი უცხო იყო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ვგრძნობდი, რომ უცხო ადგილას ვიყავი. არა, არ იყო უცხო ადგილი. ეს უარესი იყო. ეს იყო მშობლიური სახლი და საყვარელი ოთახი, რომელიც ახლა მე არ მეკუთვნოდა და ამის მიზეზს ვერ ვხვდებოდი. ალბათ. ეს გამაგიჟებდა. გიჟი ეს სიტყვა უცნაურია. სიგიჟეს ეს არის შეგრძნება, როცა გარემოს არ ემორჩილები. როცა არ გინდა დაიჯერო ის, რაც ხდება. როცა ვერ ეწყობი იმას, რაც ხდება და გინდა ის აღარ იყო და ამისთვის აკეთებ ყველაფერს. დანებება ეს ხომ სისუსტეა. ბავშვობიდან ვერ ვიტანდი ამის განსაზღვრებას. იყო სუსტი ეს ხომ მტანჯველია. რას ნიშნავს იყო სუსტი? ეს იმას ნიშნავს, რომ დაემორჩილო ყველას და ყოველივეს. ბრმად მორჩილი იყო და ყველაფრის რწმენა შეგეძლოს. ამ სამყაროში თვალდახუჭული არაფერი დაიჯერება. უნდა შეიგრძნო, უნდა ნახო, თვითონ გახდე ამის მოწმე და მაშინ შეგეძლება, რომ იყო მორწმუნე. შეგეძლება, რომ გჯეროდეს. ამიტომაც არ მჯეროდა სიკვდილის. სიკვდილის ხომ არავის ჯერა და ხომ არავის აქვს ნარწმუნები, რომ ოდესმე მოკვდება, ყველას გონია, რომ მარადისობა აქვს წინ... ამ ფიქრებში ვიყავი, როცა ყური მოვკარი მეტად უცნაურს. -მან მოკლა?(ვიღაც) -დიახ, ქმარმა მოკლა და შემდეგ თავიც მოიკლა(უცხო) -ეს უკვე დადასტურებულია?-ყურში შემზარავად ჩამესმა. -დიახ. ნუთუ ვინ? ღმერთო, დედა მამამ მოკლა? არ ვიცოდი, რა მეფიქრა მხოლოდ ვტიროდი. პოლიციელი ჩემ ოთახში შემოვიდა. -შეიძლება გაგესაუბროთ?(ის) ტირილით უკან გავყევი. -ბავშვს რა უნდა კითხოთ? ხომ ხედავთ გონზე ვერაა? ან რომელი ბავშვი შეეგუება ორივე მშობლის ერთდროულად დაკარგვას-მეზობელი ამბობდა და თან ცხვირსახოცს თვალებზე იფარებდა. -თუ შეიძლება, ნება მოგვეცით, ჩვენი საქმე შევასრულოთ(პოლიციელი) -შეგიმჩნევია მშობლების კონფლიქტი?-მან მე მომმართა. -ისეთი სერიოზული არა, რომ მას მოეკლა(მე) -წარმოუდგენელია, ასეთი უბედურება-მეზობელმა გამიყვანა გვერდითა ოთახში. მთელი მეზობლობა ჩემს სახლში იყო. -შეგიმჩნევიათ რამე უჩვეულო?(პოლიციელი) -სიმართლე, რომ გითხრათ სერიოზული კონფლიქტი არასდროს შეგვიმჩნევია, მაგრამ მისი ქმარი რაღაც უცნაურად იქცეოდა ბოლო დროს(ერთ-ერთი მეზობელი) -დიახ-სხვებმაც დაუდასტურეს. -მაგრამ ასეთ რამემდე როგორ უნდა მისულიყო(ერთ-ერთი მათგანი) -ფსიქიატრთან ან ფსიქოლოგთან ურთიერთობა არასდროს ჰქონია. -წარმოუდგენელია. გავიდა რამდენიმე დღე. -ადამიანთა გულში ვერავინ ჩაიხედავს. განსაკუთრებით ასეთ ადამიანის-მომესმა ხმა. ამის მერე ყველაფერი შეიცვალა. მეოთხე დღეს რაღაც ცვლილებას ვგრძნობდი. მივხვდი, რომ ეს სწორედ ის დღე იყო, როცა მშობლები სამუდამოდ დამტოვებნენ, მიმატოვებდნენ, მაგრამ განა ისინი თავიანთი ნებით მტოვებდნენ. მამაზე ამბობდნენ ფსიქიკური აშლილობის ფონზე დაატრიალა ოჯახში ტრაგედიაო. რაღაც ჩანაწერები და დოკუმენტები ჰქონდათ ამის დასამტკიცებლად. პატარა ვიყავი და ამას ვერ ვაცნობიერებდი და რაც არ უნდა ყოფილიყო მშობლების სიყვარულს გულიდან ვერავინ წაგაშლევინებს, რადგან ისინი იმათი გულის ნაწილნი არიან, ვინც შექმნეს და სიცოცხლე ჩაჰბერეს. განა შეიძლება ღმერთი გძულდეს?! ასევე, როგორც მას ვერ შეიძულებს, ვერ შეიძულებ მშობელსაც, მნიშვნელობა არ აქვს მამასა თუ დედას. ორივე ერთნაირი ძვირფასია. მახსოვს ის დღე, როცა ისინი მიწას მიაბარეს. ბევრი ხალხი იყო სასაფლაოზე და უკანასკნელად ემშვიდობებოდნენ მას. არავის არ უნდოდა იმის დაჯერება, რომ ეს ყოველივე მამაჩემის ბრალი იყო. საერთოდ ადამინს უჭირს სამწუხარო რეალობის დაჯერება. მართლაც, რომ ეს ასე იყო, რაც მუდამ გულს მიჭამს, მაგრამ ამისდა მიუხედავად ის ყოველთვის ჩემს გულში იქნება. საერთოდ შეშლილ ადამინს ვერ განსჯი, რადგან ის ავადმყოფია და მისი სურვილი არ ყოფილა, რომ საკუთარი თავი დაეკარგა, გაეაქტიურებინა საკუთარი ბნელი, რომელიც მიმალული იყო მასში, გაემრავლებინა და სხვაგვარი გამხდარიყო. ეს უსამართლობაა! უსამართლობაა, რომ ასეთი ადამიანი ასე წააქციო, რომ საკუთარი ბედნიერება, რომელსაც ცოტა ხნის წინ ეტრფოდა, თვითონვე გაანადგუროს. აი, ამიტომ არ მესმის სამყაროსი. ის ხომ დაუნდობელია. ნეტავ, შეეძლოს ჩვენნაირი სუსტი ადამიანების ოდნავ მაინც შებრალება. მახსოვს, როგორ ვქვითინებდი. -დედა..მამა..მომენატრებით...მშვიდობით..ჩემს გულში ყოველთვის იცოცხლებთ და ყოველთვის გაგიხსნებთ..მუდამ მეყვარებით!-ეს სიტყვები ისე ამაღელვებლად წარმოვთქვი, რომ ვინც არ ტიროდა ისიც ატირდა. ხმამაღლა ვქვითინებდი. დადგა ის მომენტი, როცა უნდა მიწა მიეყარათ მისი სამუდამო სახლისთვის, სასახლეს რომ ეძახიან. ყოველთვის მიკვირდა რატომ ჰქვია სასახლე. ადამიანს ამქვეყნად სახლი ძლივს აქვს, ზოგს ეგეც არ აქვს და იმქვეყნად სასახლე რად უნდა?! მაგრამ ამ სამყაროში ყველაფერი პირიქითაა. ღმერთო, რატომ ხდება ასე?! დავიხარე. თან ცრემლებს ვიწმენდდი და თან ჩემს პატარა მუჭით ვიღებდი მიწას. ორივე ხელით თითო პეშვი მიწა მივაყარე. ამავდროულად თვალებიდან ცრემლები წვიმასავით მცვიოდა. გამახსენდა ლოცვა, რომელიც დედამ მასწავლა და წარმოვთქვი, თან პატარა ხელებით პირჯვარს ვიწერდი. დასრულდა. ესეც დასრულდა და ისინიც დასრულდნენ. ან იქნებ, არ დასრულებულან, თუ იქაც არსებობს მეორე სამყარო, იქნებ იქ უფრო ბედნიერები არიან. მეორე დღეს ეგრეთწოდებულ ბავშვთა სახლში გადამიყვანეს. ეს ჩემთვის ძნელი იყო. მშობლები და თბილი სახლი აღარ იარსებებდა.ამის წარმოდგენაც კი შემზარავი იყო. -გამარჯობა-შუა ხნის ქალი მომესალმა და გამიღიმა, მაგრამ ეს ღიმილი არ იყო ნამდვილი, ეს მხოლოდ ნაძალადევი იყო. -გამარჯობათ. ესაა ის?-ხმა ამაიკანკალდა. ეს ყველაფერი ჩემთვის ისეთი უცხო იყო, რომ ადრე ამას გონებაში ფიქრადაც კი ვერ გავივლებდი. -დიახ, დარწმუნებული ვარ მოგეწონება(ის) გავუღიმე, მაგრამ არც ეს იყო ალალი ღიმილი. თუმცა ამ სამყაროში ნამდვილი ძალიან ცოტა რამააა. -წამომყევი, შენს ოთახს გაჩვენებ. დაბინავდი და მერე აქაურობასაც გაგაცნობ(ის) -მადლობთ(მე) უკან გავყევი. საშუალო სიდიდის ოთახი მიჩვენა. ერთი ლოგინი, კარადა, მაგიდა და თარო იყო. ეს ჩემს საყვარელ ოთახს არ გავდა. -მოგწონს?(ის) -ალბათ, ზრდილობისთვის მეკითხებით(მე) ის გაშრა. ბავშვისგან ასეთ პასუხს არ ელოდა. არაფერი უპასუხია. -შემოგიტან ბარგს(ის) ის გავიდა. ცოტა ხანში ნაძვის ხესავით ახუნძლური დაბრუნდა. დაბინავებაში დამეხმარა. საღამოს ყველაფერს მოვრჩით. -რა გქვია?-მხოლოდ ახლა მკითხა. -მარია. თქვენ?(მე) -თამარა მქვია. შენი მთავარი აღმზრდელი ვარ. აქ მასწავლებლებიც გეყოლება(ის) -არაუშავს-ადამიანი ყველაფერს ეგუება. ამიტომ შეიძლება, რომ ყველგან და ყოველთვის ვიხმაროთ ეს უშინაარსო სიტყვა ან იქნებ შინაარსიანიც. ის ხომ ყოველ პრობლემას ჭრის(მე) -ძალიან კარგი. წამოდი ბავშვებს გაგაცნობ(ის) უკან გავყევი. ბავშვები გამაცნო. ყველას სახელი მითხრა. ისე ჩანდა თითქოს ამის გაკეთება სიამოვნებდა. ისინი თბილად შემხვდნენ. -ვითამაშოთ?-ქერა გოგონამ,რომელსაც ქეთი ერქვა, გამიღიმა და ჩემსკენ წამოვიდა. -მეძინება. ძალიან დაღლილი ვარ. ბოდიში-ზრდილობიანად ვთქვი ჩემი სურვილი. -ხვალამდე-გოგონა. -ნახვამდის(მე) მეორე სართულზე ძლივს ავედი. მაშინვე ლოგინზე დავეშვი და დამეძინა. ნორმალურად მეძინა. დილას თამარა შემოვიდა: -გამოდი.უკვე ყველა ადგა. ჩავიცვი და გავედი. გრძელი მაგიდა იდგა, სადაც ყველასთვის ფაფა ელაგა. მივუჯექი და საჭმელს შევექეცი. -გაკვეთილები ათ წუთში იწყება-გაისმა ბოხი ხმა. შევტოკდი. მიჭირდა ამ ყოველივესთან შეგუება. ავდექი. ხელ-პირი დავიბანე და საკლასო ოთახში შევედი. დრო გადიოდა, მაგრამ ჩაკეტილი ვიყავი. ჩემს გულში არავის შემოშვება არ შემეძლო.ამის გაკეთება ერთ ნაწილს უნდოდა და მეორეს არა. ზოგჯერ ეს ძირიდან მღრღნიდა. მახსოვს ერთ დღეს შინაგანმა სამყარომ ისე შემომიტია, რომ რაღაც რკინის საგანი ვისროლე და ჩემი ოთახის ფანჯარა ჩავამტვრიე. ამის გამო კი გამიჯავრდნენ. გავიდა დრო, მაგრამ მე ისევ მარტო ვიყავი. იქნებ, არც არავის უნდოდა ჩემს სამყაროში შემოღწევა. იტყვიან ნუგეში ყოველთვის არისო. ჩემი ნუგეში კი წარმოდგენები იყო. დავხუჭავდი ხოლმე ძილის წინ თვალებს და ვფიქრობდი იმაზე, რაც ბედნიერებას მგრიდა. ვფიქრობდი, რომ არსებობდა ისეთი ადამიანი, რომელსაც ჩემი ესმოდა და ჩემზე წუხდა. შემოდგომა მიილია. მისი მათბობი მზე ქვეყნიერებას გამოესალმა ისე, როგორც ჩემი მშობლები. ჩვენ ზურგი მოგვაქცია და წავიდა. დადგა ზამთარი. გავიდა ერთი თვე და კარზე მოგვადგა ახალი წელი. ყველა სამზადისში იყო. რატომღაც გამზრდელს ვკითხე: -რატომ ავღნიშნავთ ახალ წელს? -იმიტომ რომ იწყება ახალი ბედნიერი წელი(ის) -რა აღსანიშნავია ის, რომ ახალი წელი იწყება?! ეს არაფერია. უბრალოდ სხვა წელი იწყება(მე) -ნუ ლაპარაკობ ასე. გაერთე-ასე ზედაპირულად მიპასუხა და წავიდა. ამაზე შემდგომშიც ვფიქრობდი. თითქოს მეშინოდა დროს წარმავლობის. მეშინოდა, რომ მასთან ერთად წავიდოდა სხვა რამეც. ჩემ ოთახში ვიყავი და ბიბლიოთეკიდან მოტანილ წიგნებს ვკითხულობდი. ახალი წელი ჩემთვის წაშლილი იყო. უბედურებას ვგრძნობდი და ის მანადგურებდა. დიდი ნაძვის ხე ანათებდა. ბავშვები მის გარშემო ცეკვავდნენ და მღეროდნენ. მე კი ჩაკეტილი ვიყავი ოთახში. არ შემეძლო მემხიარულა. ცხოვრება ჩემს გულს კლიტეს აბამდა და მისი გახსნა, ალბათ, შეუძლებელი იყო. მხიარულება მესმოდა, მაგრამ არ გამჩენია სურვილი, რომ გარეთ გავსულიყავი. ვკითხულობდი წიგნს და გარეთ თოვას თვალს ვადევნებდი. გვერდები წამებივით მიფრინავდნენ. რვა წლის შემდეგ. უკვე ჩემს სახლში ვცხოვრობ. ისევ იმ ოთახში, სადაც ბავშვობა გავატარე. ობლის დახმარების თანხას ვიღებ და ვაგრძელებ ცხოვრებას. საშუალო სიმაღლის, გამხდარი აღნაგობის შავგვრემანი გოგო ვარ. საკუთარ თავს რომ ვაკვირდები დედასთან მსგავსებას ვერ ვპოულობ. ყოველ საღამოს ვათვალიერებ საოჯახო ალბომს. სკოლაში დავდივარ, მაგრამ ცხრა კლიტე ადევს ჩემ გულს. მასში ვერავის ვერ ვუშვებ ან იქნებ თვითონ არავინ ინდომებს? არ ვიცი. მიჭირს ასე ცხოვრება. ზოგჯერ საკუთარ თავს ველაპარაკები. ვხვდები, რომ მარტოობა ჩემი ცხოვრების თანამგზავრი გამხდარა. ქუჩაში ვსეირნობ. უბრალოდ წინ მივიწევ და არ ვიხედები სად მივდივარ. ვხედავ, როგორ მიდი მოდის ხალხი. ყველას სადღაც მიეჩქარება. ვხვდები, რომ ცხოვრება მირბის და მისთვის მოცდა არ შეიძლება. გზაში ვიღაც მაშტერდება. -შენ მარინას შვილი ხარ?-მეკითხება უცნობი შუა ხნის ქალი და მაკვირდება. -მარინა დედაჩემს ერქვა. თქვენ ვინ ხართ?(ის) -დედაშენს კარგად ვიცნობდი(ის) -ღმერთო, ახლაც კი ვერ ვიცილებ მასზე ფიქრებს. რა მოხდა მაშინ.ეს მტანჯავს(მე) -იცი, რაღაცნაირად მას გავხარ(ის) -არ ვიცი-გავუღიმე. -გეტყობა, რომ მარტოობას განიცდი(ის) -უნდა წავიდე. კარგად-ნაბიჯს ავუჩქარე. თითქოს სიტყვა მარტოოობამ შემაშინა. ამაზე ვფიქრობდი და ეს აზრი არ მასვენებდა. ერთ დღეს ფსიქოლოგთან წავედი. -გამარჯობა-ოცდათხუთმეტიოდე წლის ქალმა მომმართა. -გამარჯობათ. თქვენ ხართ ნანი?(მე) -დიახ, მე ვიქნები თქვენი ფსიქოლოგი(ის) -სასიამოვნოა(მე) -მარტოობა ძნელია-მან თითქოს წარმოიინა ჩემი ცხოვრება. -საიდან იცით?(მე) -თქვენი შევსებული წავიკითხე-გამიღიმა მან. -სულ დამავიწყდა(მე) -მეც გამომიცდია მსგავსი რამ(ის) -ჩემთვის ძალიან ძნელი გადასატანი იყო ბავშვთა სახლში და წამოსვლის შემდეგ სრულიად გაუცხოებას ვგრძნობ. ეს მსპობს. ზოგჯერ ყველაფერს ვისვრი და თავს ვკარგავ(მე) -მესმის შენი. მართლა, მესმის(ის) ერთ საათს ვსაუბრობდით, მაგრამ თითქოს ოდნავ მაინც გავთავისუფლდი მძიმე ტვირთისგან. რვა წელი ბავშვთა სახლში როგორ გავატარე მიკვირდა. ცხოვრების თავიდან დაწყებას ვცდილობდი. აღარ მინდოდა ამდენი ტკივილი. ისეთი სიცოცხლე მინდოდა, როგორიც სრულფასოვან ადამიანს შეფერის. თანდათან ვეშვებოდი და თავს ვანებებდი უშინაარსო წარმოდგენებს. წარმოდგენებს, რომლებიც ცხოვრებისთვის მაძლებინებდა. პარკში ვსეირნობდი ხოლმე ყოველ საღმოს. სკამზე ჩამოვჯდებოდი და წიგნს ვკითხულობდი. შემოდგომის უკანასკნელი ფოთლებიც შორდებოდნენ ხეებს, როგორც ბარტყი ბუდეს. დრო გადიოდა. ფსიქოლოგთან სიარულს ვაგრძელებდი. -მე უკვე თითქმის სრულად ვფლობ შენს ფსიქოლოგიურ პორტრეტს(ის) -თითქმის-მკაფიოდ წარმოვთქვი. -დიახ, თითქმის(ის) -საერთოდ ჩემს სრულ პორტრეტს თვითონაც კი ვერ ვფლობ(მე) -შენ თითქოს სამყაროში გეშინია. გეშინია ასევე ადამინებისაც, რადგან გგონია, რომ მათში მხოლოდ ბნელი მხარეა(ის) -მერე?(მე) -ის უნდა განდევნო(ის) -ეს ხომ შეუძლებელია(მე) -შეუძლებელი არაფერია(ის) -ღმერთო, ეს ყველაზე უაზრო დრაზაა-გამეღიმა. -შესაძლოა ასეცაა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ყველაზე კარგად შეეფერება სიტუაციას(ის) -იმედს მაძლევთ(მე) -დაწექით და თვალები დახუჭეთ(ის) -დავემორჩილე. -მოდუნდით და შეეცადეთ არაფერზე არ იფიქროთ(ის) -კარგი(მე) -შესანიშნავია. ახლა შეეცადეთ წარმოიდგინოთ თქვენთვის იდეალური სამყარო(ის) -კარგით(მე) -იქ, სადაც სიყვარული და სითბოა. იქ, სადაც ერთმანეთი არ ძულთ და სადაც არ არსებობს სივდილი. შეეცადეთ ადამიანები მხოლოდ ნათელი მხარით დაინახოთ(ის) შევეცადე. ამას ხომ ყოველთვის ვაკეთებდი ჩემს ილუზიებში. -შეგიძლიათ ადგეთ(ის) ავდექი და ამის შემდეგ მასთან აღარ მივსულვარ, არც შევხმიანებივარ. მეშინოდა, მაგრამ რისი არ ვიცი. ამ სამყაროში სიყვარულიც ფასიანია, ყველაფერი ფასიანი. ეს ყველაფერი მაგიჟებდა. გამახსენდა ფსიქოლოგის რჩევა და წავედი იქ, სადაც ერთნაირი ადამიანები იკრიბებოდნენ და ერთმანეთშ უზიარებდნენ ტკივილს. -გამარჯობათ, მარია მქვია(მე) -გამარჯობათ-სხვებიც მომესალმნენ. ვსაუბრობდი და მინდოდა ტკივილი დამეკარგა. თითქოს ამითი მას უკუვაგდებდი. რამდენიმე დღე დავდიოდი და ვგრძნობდი, რომ ერთ-ერთი მათგანი დიდად იყო დაინტერესებული ჩემი მოყოლილით. ის თვალს ვერ მაშორებდა, მაგრამ პირადად საუბარს ჯერ არ აპირებდა. ერთ დღეს ის ჩემ წინ მოვიდა. 22-23 წლის ბიჭი იდგა ჩემ წინ. საკმაოდ სიმპათიურად გამოიყურებოდა, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. -იდუმალებით ხარ აღსავსე(ის) -იდუმალება ეს ისაა, რაც მღუპავს(მე) -მარია. თქვენ?(მე) -ალბერტი-ტუჩი ზემოთ ასწია და თეთრი კბილები გამოაჩინა. გავუღიმე. -თქვენს შესახებ მეტი მომიყვით. იცით, მართლა მესმის თქვენი(ის) -უხერხულად ვარ. შენობით ვისაუბროთ(მე) -კარგი-გამიღიმა. -თქვენ გაკოტრდით არა?(მე) -დიახ. ზარალი ბიზნესის ნაწილია(ის) დიდხანს ვსაუბრობდით. მასში იყო რაღაც განსხვავებული ის,რაც მიზიდავდა. სავიზიტო ბარათი მომცა. სახლში მივედი თუ არა საძიებო სისტემა გადავქექე. ის ცნობილი ბიზნესმენი იყო, რომელმაც დიდი ზარალი განიცადა.მისი რუსი დედის ფოტოებითაც აჭრელებული იყო ინტერნეტი. გამიკვირდა, რომ ჩემით ასეთი დაინტერესება გამოხატა. ის მეორე დღესაც მოვიდა. ეს შეხვედრები მეხმარებოდა და რაღაცნაირად მათავისუფლებდა. -ერთად ხომ არ გვევახშმა?(ის) -არ..-უნდა მეთქვა არ მცალიაო, მაგრამ მან გამაწყვეტინა. -მე მოვითხოვ-ის ტუჩებს ვნებიანად ამოძრავებდა. მისი სიტყვები კი მატყვევებდა. -რა გაეწყობა-თვალი გავუსწორე. -არ მიღალატოთ. ექვსზე გამოგივლით-მან თვალი მაცდურად ჩამიკრა და მანქანისკენ გასწია, სადაც მძღოლი ელოდებოდა. მე თვალს ვერ ვაცილებდი. ჩემი რაღაც ნაწილი ამას ნანობდა, ის ხომ ვიღაც უცხო პიროვნებას წარმოადგედა მისთვის, მაგრამ მეორე ნაწილი სიგიჟემდე იყო მოხიბლული. იქნებ, ფიქრობდა, რომ ეს საჭირო იყო ყურადღების გადასატანად. იქნებ, ცხოვრების უფლება უნდა მიმეცა საკუთარი თავისთვოს.იქნებ, მხოლოდ მეგობრები მაინც გავმხდარიყავით. მე ხომ ის, რასაც მეგობარი ჰქვია ძალიან მჭირდებოდა. ვნერვიულობდი. ასე ვთქვათ, ეს იყო ჩემი პირველი პაემანი. მუხლს ზემოთ შავი სადა კაბა ჩავიცვი და საათს დავუწყე ყურება. ექვს წუთები აკლდა. დრო იწელებოდა. კარზე ზარი გავიგე. სმოკინგში უფრო სიმპათიური მეჩვენა, მაგრამ ყველაზე მიმზიდველი მაინც მისი ბრწყინვალე თვალები იყო. -ჩემთვის დიდი პატივია-მითხრა და ხელი გამომიწოდა. მანქანაში ჩავსხედით. მისი მზერა არ მცილდებოდა. ის ჩემით შეპყრობილი იყო, როგორც მე. ჩემი გულის ცემა აჩქარებულიყო. ალბათ, მისიც. -არ ვიცი ამხელა იდუმალება და ქალურობა როგორ უნდა ჩაეტიოს 16 წლის გოგოში-მისი თვალები ჩემს ტუჩებს უყურებდა. -ას ეფიქრობ, ალბერტ?-მასთან თავისუფლად იყავი. მართალია, არც ისე დიდი ნაცნობობა გვაკავშირებდა, მხოლოდ ერთი კვირის, მაგრამ მასში მეც იგივეს ვხედავდი. ეს იყო რაღაც არაამქვეყნიური მამაკაცი. თავიდან ბიჭით კი მოვიხსენიე, სანამ მას უფრო ახლოს გავიცნობდი, მაგრამ ბიჭობიდან ის დიდი ხანია, რაც გამოსულიყო. ის უკვე დამოუკიდებელი ადამიანი იყო, რომელსაც ცხოვრებაში ბევრი ენახა. არ იყო მშობლების ფულებით განაებივრებული ბიჭი, რომელმაც არ იცის ის როგორ დახარჯოს. ეს სულ სხვა იყო. ალაბათ, სწორედეს იყო, რაც მასში მიზიდავდა. ძვირადღირებულ რესტორანში მიმიყვანა. -საჭირო არ იყო. შენც იცი, რომ ეს არაა ჩემთვის მნიშვნელოვანი(მე) -ვიცი და ამიტომ მომწონხარ-შემომხედა და მისმა მზერამ კიდევ დამიპყრო. დავსხედით. ყველაფერი ლამაზი იყო. ეს ისეთი რომანტიკული იყო, რაც მხოლოდ ფილმებში მენახა და რაზეც ზოგჯერ ვოცნებობდი ხოლმე. -რას შეუკვეთვ?=მან მენიუ მომაწოდა. -მადლობ(მე) -მე ის მომიტანეთ, რაც ლედის უნდა-ხელი ხელზე დამადო. უბრალოდ გავუღიმე. -ღმერთო, რამდენი რამ გამოგივლია, მაგრამ ეს რომ არა არ იქნებოდი ისეთი, როგორიც ახლა ხარ(ის) -როგორი შორსმჭვრეტელი ხარ(მე) -მისმინე, ხვალ საღამოა ბიზნესმნები ვიკიბებით და პარტნიორობას ხომ არ გამიწევ(ის) -ხვალ ბუნებისმეტყველების გაკვეთილი მაქვს(მე) -ერთხელ გააცდინე-მისი თვალები უფრო მაცდური გახდა. -მისმინე, ისედაც მიჭირს და გამოცდები მალე კარს მომადგება(მე) -ჯერ რა დროს გამოცდებია. ნუ ეცდები, ჩემს მოტყუებას(ის) -როგორი დამაჯერებელი ხარ(მე) -ესე იგი ბუნებისმეტყველება არ გაინტერესებს(ის) -არა(მე) -რა სფერო გიზიდავს?(ის) -ჟურნალისტიკა(მე) -საინტერესოა. რას იტყვი ჩემს კომპანიაში შტაჟირების გავლაზე?(ის) -შესანიშნავი იქნებოდა(მე) -მარია, შენ გასაოცარი ხარ(ის) არაფერი მიპასუხია,მაგრამ პასუხი სახეზე მეტყობოდა. მარტო მას არ დავახლოებივარ. აქ ნინიც გავიცანი. ჩემზე ერთი წლით იყო უფროსი და ძალიან კარგად მიგებდა. მასთან წავედი. ამ დროის განმავლობაში მასთან ისე დავახლოვდი, რომ მასთან საუბრისას ისე ვიყავი, როგორც ჩიტი ცაში. -როგორ ხარ?(ნინი) -არამიშავს, შენ?(მე) -აშკარად გატაცებულია შენით(ნინი) -სისულელეა. რატომ უნდა იყოს ჩემით დაინტერესებული?!-ვთქვი, მაგრამ ვიცოდი რომ ასე იყო და ამას პასუხი არ ჰქონდა, არ ჰქონდა ახსნა. განა ყვეაფერს გამოეძებნება მიზეზი?! -შენც იცი, რომ ასეა(ნინი) -რაღაც საღამოზე დამპატიჟა. უარი ვუთხარი, მაგრამ...-მან გამაწყვეტინა: -მაგრამ ვერ უთხარი(ნინი) -ჰო(მე) -ისე უნდა გამოიყურებოდე, რომ თვალები..-არ გავაგრძელებინე. -მიმზიდველი მამაკაცია.ყველანაირად იდეალური, მაგრამ მე არ ვარ ის, ვინც მას უნდა გვერდით ედგას(მე) -რატომ გგონია ასე?(ნინი) -შენც იცი ამაზე პასუხი. მე, ვიღაც ობოლი გოგო, დ ის ერთმანეთს შეეფერება?-ძალით გავიცინე. -კარგი რა-ნინიმ ირონიულად შემომხედა. ნინი გამოწყობაში დამეხმარა. მუქი ლურჯი კაბა სხეულს ძალიან მოუხდა. მსუბუქი მაკიაჟი და უკვე მზად ვიყავი. შვიდზე ზარი დარეკეს. ვიცოდი, რომ ეს ის იყო. -მშვენივრდ გამოიყურები(ის) -მადლობ(მე) -მე მხოლოდ რეალობას გეუბნები(ის) მალევე მივედით. თვალებს ვერ ვუჯერებდი. ეს სასახლეს ჯგავდა. გარშემოო ცნობილი ხალხი ირეოდა. ყველანი მდიდრულად გამოიყურებოდნენ. თავი სიზმარში მეგონა. -გამარჯობათ-გამიღიმა ქერამ და ალბაერტს შეხედა. ეტუობოდა, რომ ჩემი დანახვა გაუკვირდა. მთავარ დარბაზში შევედით. -ალბერტ-შუა ხნის ქალი მისკენ წამოვიდა. -ეს მარიაა, ეს დედაჩემი(ალბერტი) -ვინ არის? მის შესახებ არაფერი გითქვამს-გაიკვირვა ქალმა. -ტყუილად კი არ დავდივარ შეხვედრებზე-მან ფსიქოლოგიური შეხვედრები იგულისხმა და დედამის მაცდური ღიმილით შეხედა. -სასიამოვნოა-ქალმა ძალით თქვა. ხალხში ხმაური იყო. რაღაც არ ასვენებდაც. ეს მე ვიყავი. ყველასთვის უცნაური იყო ჩემი გამოჩენა. -ალბერტ, ასე მოულოდნელად..-მან არ დამასრულებინა: -გეყოფა. მე ვისაც მინდა იმას მოვიყვან. ხალხი ასეთია-მან გამიღიმა. -უხერხულად ვარ. ნეტავ, რას ლაპარაკობენ?(მე) -ხალხის აზრი არ მაინტერესებს. ვიცეკვოთ?(ის) მან პასუხიც არ დამაცადა, ისე გამიწვია საცეკვაოდ. -კარგად ცეკვავ(ის) -დედაშენი სასიამოვნო ქალი ჩანს-მინდოდა უხერხულობა განმემუხტა და უეცრად ვიცრუე. -ისეთი არაა, როგორიც ჩანს. ვიცი, რომ იდეალური დედა არ მყავს-მან გამიღიმა. -რას არ დავთმობდი, რომ მეც მყავდეს დედა. მშობელი შვილისთვის ყოველთვის იდეალურია, რაც არ უნდა ცოდვილი იყო. ის ამას ვერ ხედავს-მე გავუღიმე. -არ გვიანდა ამაზე საუბარი(ის) უხმოდ ვცეკვავდით. ვგრძმობდი, როგორ მაშტერდებოდნენ თვალები. -მიყვარხარ-ყურში ჩამჩურჩულა. არაფერი მიპასუხია. ეს სიტყვა უადგილოდ ჩავთვალე. -მარია, მიყვარხარ. შეიძლება ეს ახლა უადგილოა, მაგრამ არ ვიცი რა მემართება. მაგიჟებ(ის) -ალბერტ, მე მეგონა..(მე) -არ ვიცი შენ რა გეგონა, მარია, მაგრამ ვიცი, რომ შენ ხარ ის ვინც ამდენი ხნის მანძილზე მაკლდა. არ მიპაუხო(ის) არ მიპასუხია. სახლამდე მიმაცილა. დაღლილი ვიყავი და თან დაბნეული. ნინის ჩემი მოსვლა გაუგია და გაღვიძებია. -გოგო, მე მაგიჟებ და მას მთლად გააგიჟებდი(ნინი) -მიყვრხარ, მაგიჟებო(მე) -რა უპასუხე?-ნინიმ ყურები დაცქვიტა. -არ მიპასუხოო(მე) -შენი თვალები გაგცემდა.ახლა ისე ბრწყინავს(ნინი) -არ ვიცი. ზღაპრული სამყარო იყო. ის თითქოს პრინცია ისეთი, როგორიც ზღაპრებში. არა უკეთესი. თითქოს იდეალური მამაკაცია, მაგრამ მეშინია სიზმარი არ იყოს ეს ყველაფერი და არ გაქრეს(მე) -კარგი რა(ნინი) -მეძინება(მე) -ძილინებისა, პრინცესა(ნინი) დავწექი, მაგრამ არ მეძინებოდა ან როგორ შემეძლო ძილი, როცა მასზე ვფიქრობდი. ფიქრები არ მასვენებდნენ. თითქოს ტვინს ძირიდან ღრღნიდნენ. გამთენიისას ჩამეძინა, მაგრამ სიზმრებშიც არ მასვენებდა ის, ვინც ასე მაგნიტივით მიზიდავდა. გვიან გამეღვიძა. საათს დავხედე და პირველი საათი ხდებოდა. -მარია-დამიძახა ნინიმ, რომელიც ჩემს გაღვიძებას ელოდებოდა. -რა მოხდა?(მე) -ნახე რამდენი გამოტოვებული ზარი გაქვს?(ნინი) -რამდენი?!(მე) -ნახე(ნინი) -ახლავე-ტელეფონს დავხედა და 50 missed call. თვალებს ვერ ვუჯერებდი. -გოგოოო(ნინი) -ვაიმე, რა მოხდა ამდენჯერ რომ რეკავდა(მე) -მემ ხომ არ ვუპასუხებდი(ნინი) -დავურეკავ. ხმაზე მეტყობა ხომ ახლახანს რომ გავიღვიძე(მე) -ძალიან-ნინიმ გამიღიმა. -ვაიმე(მე) -წავედი(ნინი) -დაგირეკავ-მივაძახე და ტელეფონი ავიღე. ვნერვიულობდი და თითები მიტოკავდა. ხუთი წუთი დამჭირდა, რომ სიაში მისი სახელი ამეკრიბა და call-ისთვის დამეჭირა. -მარიიიააა(ის) -მეძინა. ბოდიში(მე) -ისე ვნერვიულობდი(ის) -არაა საჭირო ნერვიულობა-გამეღიმა. -როცა შეყვარებულია ადამიანი ხშირად ისე იქცევა, როგორც არაა საჭირო მოქცევა(ის) -ალბერტ(მე) -ვიცი, რომ შენც არ ხარ ჩემს მიმართ გულგრილი. ეს ისე ცივად(ის) -ვიცი. უცნაურია ეს ყველაფერი(მე) -საერთოდ სიყვარული თვითონაც უცნაურია, მარია(ის) -ავდგები და მოგვიანებით..-შემაწყვეტინა: -მარია, გამოგივლი. საუზმეს მოგიმზადებ. რას იტყვი?(ის) -არაა საჭირო, შეწუხება(მე) -არა, ეს არაა შეწუხებ. ეს ისაა, რაც მაბედნიერებს(ის) -კარგი(მე) -შეხვედრამდე(ის) -შეხვედრამდე-ვუპასუხე და გავთიშე. ავნერვიულდი, ძალიან უხეშად ხომ არ გამომივიდა-მეთქი. ლოგინიდან ავდექი და თავი მოვიწესრიგე. სამზარეულო მივალაგე და დავჯექი. მეშინოდა, იქნებ, ის უბრალოდ პროფესიონალი მსახიობიაო. არ ვიცი რატომ, მაგრამ სულ მასზე ვფიქრობდი. მოუთმენლად ველოდი მის მოსვლას. ზარი გავიგე. გავიხედე და ყვავილების თაიგული დავინახე. გავაღე. -ეს ლედის-ყვავილები გამომიწოდა და მორიდებით შემოდგა ნაბიჯი. -გამარჯობა დაბნეულობა მეტყობოდა. -სამზარეულო საითაა?(ის) -მარცხნივ(მე) -არ მეგონა ვინმესთან ასე ძლიერად თუ ვიყავი დაკავშირებული. იცი რა უნდა გავაკეთო(ის) -არა-გავუღიმე. მე ხომ სულ მეღიმებოდა, როცა მას ვხედავდი. -პიცას(ის) -იოლი არჩევანია(მე) -ხო, ის ხომ ყველას უყვარს და აღარ მიკითხას, რა გიყვარდა, მარია(ის) -ალბერტ, შენ გამაგიჟებ. იმისთვის, რომ ჩემთვის საუზმე მოგემზადებინა, ყველაფერი გადადე(მე) -სიყვარული უპირველეს ყოვლისა(ის) -დაგახმარები დამზადებაში. პროდუქტებს ამოვიტან(მე) -ყველაფერი მოვიტანე(ის) -შენ როგორი წინდახედული ხარ(მე) ის წინ წამოიწია. ტუჩები ჩემს ტუჩს შეახო და მაკოცა. ეს იყო ჩვენი პირველი კოცნა და დასამახსოვრებელი. ამ რამდენიმე წამს სიყვარულმა ზენიტს მივაღწია. -წამოდი, მომზადებას შევუდგეთ-მან გამიღიმა. პასუხად მარტო გავუღიმე. სამზარეულოში გავედით. მომზადებას შევუდექით. ვგრძნობდი, რომ ეს ის იყო, რაც მინდოდა. მის გვერდით თავს მშვიდად ვგრძნობდი. გაზი ავანთეთ და პიცა შევდეთ. დივანზე დავსხედით და საინფორმაციოს ვუსმენდით. ზარის ხმა გავიგე. -ვინმეს ელოდები?(ის) -ნინი იქნება(მე) გავუღე და გადავეხვიე. -როგორ ხარ?(ის) -შემოდი. ეს ნინი ალბერტია, ეს ნინია(მე) -სასიამოვნოა(ალბერტი) -ჩემთვისაც(ნინი) -პიცა მოვამზადეთ და შენც შემოგვიერთდი(მე) -ფილმს ვუყუროთ. ახალმამოსულმა ამოირჩიოს რა ვნახოთ(ალბერტი) -შესანიშნავია. Never let me go-ზე რას იტყვით?(ნინი) -ნანახი მაქვს. ძალიან ძლიერი ფილმია(მე) -მე არ მაქვს ნანახი, მაგრამ სიამოვნებით ვუყურებ(ალბერტი) -მაგარიაა-ნინიმ „ფლეშკა“ შეაერთა ტელევიზორს. -პიცას გამოვიტან(მე) პიცა და სასმელი გამოვიტანე. -იმედია მოგეწონება-ნინის გავუღიმე. ფილმის ყურება დავიწყეთ. ალბერტი ემოციებს ვერ მალავდა. დრო მალე გავიდა და ფილმიც დასრულდა. ნინის ცრემლები ცვიოდა. -აი, შენი სუსტი წერტილი-ღიმილით ვუთხარი ნინის. -შენი საოჯახო ალბომი დავათვალიეროთ(ალბერტი) -მოვიტან-გავუღიმე და ჩემი ოთახისკენ წავედი. -გასაოცარი გოგოა-ალბერტმა ნინის გაუბა საუბარი. -ვიცი-ნინის გაეღიმა. ამ დროს მეც დავბრუნდი. -ყოველ საღამოს ვათვალიერებ ალბომს, მაგრამ სულ მარტო(მე) -ახლა გამონაკლისი იქნება(ალბერტი) -როცა ოჯახი არ გყავს, მაშინ მათი სურათებით ცდილობ აინაზღაურო ისინი(მე) ორი საათი ვათვალიერებდით. ალბერტი აღფრთოვანებას ვერ მალავდა. -ყოველთვის ასეთი შესანიშნავი იყავი(ის) -გთხოვ, ნუ მაწითლებ(მე) -ალბერტ, კიდევ კარგი სთხოვე, მეც მინდოდა მისი ალბომის დათვალიერება, მაგრამ ნებას არ მაძლედა(ნინი) მე უბრალოდ გავუღიმე და ალაგებას შევუდექი. -დაგეხმარები-ნინი უკან გამომყვა. -მარია, ნახვამდის. ნინი, ნახვამდის=ალბერტი კარისკენ წავიდა. -ნახვამდის-ერთდროულად ვუპასუხეთ და ერთმანეთს შევხედეთ. -გასაოცარია. მას ნებისმიერის გულის დაპყრობა შეუძლია(ნინი) -ნინი, ის მაგიჟებს და მეშინია არ შემშალოს(მე) -სიყვარულიი სიგიჟეა(ნინი) დალაგებას მოვრჩით თუ არა, ტელეფონი აწკრიალდა. -ვინაა?(ნინი) -გოგო, ისაა(მე) -როგორ ხარ?(ის) -ახლა არ გნახე-გამეცინა. -სიყვარულს დროის შეგრძნება დაკარგული აქვს(ის) -რა გიჟი ხარ(მე) -მე, მართლაც, გიჟი ვარ(ის) გავთიშე და დასაძინებლად წავედი. სკოლის მერე ფსიქოლოგთან გავიარე. -გამარჯობა-ის სახტად დარჩა. ჩემს ნახვას არ მოელოდა. -ვწუხვარ, რომ არ შეგეხმოანეთ(მე) -მესმის(ის) -ჩემთვის ამდენი რამის გადატანა ძნელი იყო, მაგრამ თქვენი მადლობელი ვარ. დიდი მადლობა(მე) -მიხარია(ის) მას შეხვედრების შესახებ მოვუყევი. წამოსვლისას მთელი ძალით გადავეხვიე. -გიჟი ხარ(ის) მე მართლაც გიჟი ვიყავი. ეს სიტყვა ალბეერტს მაგონებდა. ეს იყო მისი საფირმო წინადადება:“მე გიჟი ვარ.“ ავტობუსში ვიჯექი და მუსიკებს უკანასკნელ ხმაზე ვუსმენდი, როცა ჩემმა ტელეფონმა მოძრაობა დაიწყო. ეს ის იყო. -გამარჯობა(ის) -გამარჯობა-ჩემს ხმაში სიყვარული იგრძნობოდა ისევე, როგორც მისსაში. -რაღაც მნიშვნელოვანი მინდა გითხრა(ის) -გისმენ(მე) -დღეს საღამოს რამდნიმე დღით მივფრინავ.სამსახურს ეხება. როგორ არ მინდა, მაგრამ რა ვქნა, მომენატრები, მარია-მარია განსაკუთრებული მუხტით წარმოთქვა. ამ სიტყვაში მისი მთელი სიყვარული და ვნება, ეს ყველაფერი ერთდროულად იგრძნობოდა. -მეც მომენატრები(მე) -მიხარია, რომ გამოგტეხე-ირონიულად მიპასუხა. -რომ ცახვალ დამირეკე(მე) -აუცილებლად. იცი რაშია უბედურება?(ის) -რაში?(მე) -იმაში, რომ მინდა მუდამ მესმოდეს შენი ხმა, მინდა მუდამ გხედავდე, მაგრამ არ შემიძლია და სწორედ ესაა უბედურება. მიყვარხარ, მარია(ის) -მეც მიყვარხარ(მე) -ამ სიტყვების ტელეფნით გადმოცემა უფრო ადვილი ყოფილა, არა?-მკითხა აღტაცებული ხმით. -დიახ-ვუპასუხე ამაყად. მე ამაყი ვიყავი, რადგან ის ვიპოვე. ის ერთადერთი. -დიახ, ჩემო გიჟო(ის) -ჩვენ ყველაზე, ყველაზე გიჟები ვართ მთელ სამყაროში(მე) -მაგიჟებ. სამწუხაროდ, უნდა გავთიშო(ის) -ხვალამდე(მე) -კარგად(ის) ტელეფონი გაითიშა და თითქოს გულსაც დაუკარგა ვიბრაციის უნარი. ისეთი დაბნეული ვიყავი, რომ ჩემს გაჩერებას გავცდი. დაბლა ჩამოვედი და ფეხით გავუყევი მოჭირხლურ გზას. ზამთარი იყო და თოვდა. თოვლის ფიფქები მხრებზე მეცემოდა, ყველგან მეცემოდა და მსიამოვნებდა. ადრე ამას ვერც კი ვამჩნევდი. ახლა კი ის რაღაც განსაკუთრებული იყო. ეს თოვლი აღარ იყო. ეს მეტი იყო. ალბათ, როცა შეყვარებული ხარ, მაშინ სამყარო სულ სხვაგვარად გეჩვენება და ესაა ამის მიზეზი. სახლში გვიან მივედი. დავალებები არ მქონდა. საერთოდ ეს ხომ სემესტრის ბოლო დღე იყო. ლეპტოპი გავხსენი, facebook-ში შევედი და გავშრი. ჩვენი სურათი ედო და დართული ჰქონდა:“ჩვენ ყველაზე გიჟები ვართ.“ დიდხან ვფიქრობდი რა დამეწერა. ვშლიდი და ვწერდი. ბოლოს დავწერე:“ყველაზე გიჟები ვართ, მთელ სამყაროში“. მეც მიკვირდა ჩემი საქციელი. სულ სხვა ვიყავი.ეს ჩაკეტილი გოგონა აღარ იყო, ეს იყო ჩამოყლიბებული პიროვნება, როგორც ალბერტი ამბობდა, ქალი და არა გოგო. ის მართალი იყო. ფსიქოლოგმა მე გარდამქნა და რომ არა ამდენი უბედურება მე არ ვიქნებოდი ისეთი, როგორიც დღეს ვარ. ამ ფიქრებში ჩამეძინა. სიზმრებში მხოლოდ მას ვხედავდი. ვხედავდი, როგორ ეხებოდა მისი მეწამული ტუჩები ჩემსას. ეს აღმაფრენას მანიჭებდა. ძილშიც სასიამოვმო იყო ეს. დილას თვალებს არ ვახელდი. არ მინდოდა სიზმარი დასრულებულიყო. არ მინდოდა, რომ ეს დასრულებულიყო. წინასაახალწლო დღეები იყო, მაგრამ განწყობა არ მქონდა. სახლიდან არ გამოვდიოდი. არც არაფრის სურვილი მქონდა. მხოლოდ მასზე ვფიქრობდი და ვგრძნობდი, რა ძლიერი იყო ჩვენ შორის არსებული მიზიდულობის ძალა. მის გარეშე ცხოვრება არ წარმოედგინა. ეს რამდენიმე დღე საუკუნეებად მეჩვენებოდა. ვგრძნობდი, რომ მის გარეშე არაფერი ვიყავი და მხოლოდ ის იყო, რაც ცხოვრებას გამაგრძელებინებდა, რაც სიცოცხლისუნარიანობისკენ შემომაბრუნებდა. მივხვდი, სიყვარულის ძალას. ამ დღეებმა უფრო დამარწმუნა, რომ ეს ჭეშმარიტი სიყვარული იყო და ეს იყო რაღაც განსახვავებული და განსაკუთრებული, რაც აქამდე შემეგრძნო. რამდენიმე დღე ძლივს გავიდა. ახლა ველოდი იმედს, რომ მას ვნახავდი. ჩემგან განსხვავებით ნინის განწყობა ჰქონდა და მშვენიერ ხასიათზე ჩანდა. -გოგო, ნაძვის ხეს არ დგამ?(ის) -მერე დავდგამ(მე) -მერე როდის? დღეს 30-ა?(ის) -ის რომ ჩამოვა(მე) -დაგირეკა?(ის) -ზუსტად არ იცის როდის ჩამოვა. დღეს არ გვილაპარაკია. მითხრა, რომ დაკავებულია(მე) -შეიძლება, ახალ წლამდე არ ჩამოვიდეს. პესიმიზმში არ ჩამომართვა-ნინიმ მაცდურად გამიღიმა. -ნინი, გთხოვ, რომ გამიგო. მის გარეშე განწყობა ნულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ ჩაგიშხამო. შენ წადი და გაერთე-ის მაინც და მაინც განწყობას არ იფუჭებდა. ნინი გონებით უფრო ფიქრობდა, ვიდრე გულით, რითაც ჩემგან რადიკალურად განსხვავდებოდა. იქნებ ამის გამო ვავსებდით ერთმანეთს. -იცოდე მე დაგიდგამ ნაძვის ხეს?(ის) -რაც არ უნდა გააკეთო, ხომ იცი, რომ ჩემს გულში ვერ შემოიტან ახალი წლის განწყობას? მის გარეშე არაფერ ახალს არ ექნება სათავე, რადგან თვითონ ისაა ყველაფრის სათავე, რადგან ის სიყვარულია და სიყვარული ბადებს ჩემს გულში ყოველივე დანარჩენს(მე) -მესმის შენი, მაგრამ ეს მეტისმეტად ზედაპირულად არ ჩამითვალო-ნინიმ მამიღიმა. ის ხომ შეყვარებული არასდროს ყოფილა და ვერ აცნობიერებდა ამ გრძნობის მნიშვნელობას. თეორია პრაქტიკის გარეშე ხომ უსაფუძვლოა. -მიყვარხარ-ძალით გავუღიმე, რადგან ვნახე, რომ მაინც ჩემ აზრზე მოვაქცია. ნინი მაინც სულ სხვა იყო საკუთარი საქმეები. მან მალე დამტოვა და დავრჩი მარტო საკუთარ თავთან. აზრები გულს მიღრნიდა. ის არ რეკავდა და არც მე დამირეკავს მისთვის. არაფრის სურვილი არ მქონდა. ნინი ოჯახს საახალწლო სამზადისში ეხმარებოდა და რადგან დახმარებაზე უარი ვუთხარი, სულ მარტო დავრჩი. საღამოს ნინიმ მომაკითხა, შეამოწმა ცოცხალი თუ ვიყავი. მისი ზარი კი არ მეღირსა. ამ უკანასკნელს ხომ შეეძლო ჩემს სახეზე ღიმილის მოგვრა. ძლივს დავიძინე. 31 დეკემბერი გათენდა. ეს ის დღეა, როცა ქუჩები გადატენილია და ყველა აფორიაქებული. ყველა ფიქრობს დამდეგზე და ემზადება, რომ მას ბედნიერად შეხვდეს. მეც მათ შორის ვიყავი, მაგრამ ჩემი ბედნიერება ის იყო და მხოლოდ მას ველოდი. რადგან მითხრა დაკავებული ვარო, მას შემდეგ აღარ დამირეკავს. იმედი მაინც მქონდა. უცბათ, სახე შემეცვალა, ტელეფონის ვიბრაცია ვიგრძენი, მაგრამ ეს ის არ იყო, ეს არ იყო ჩემი გულის ტკივილი, ეს ნინი იყო: -გოგო, არ გადაიფიქრე? რამე ახალია?(ის) -ძველებურად. როგორც ჩანს, ჩემი ახალი წელი ესაა. გაერთე. გილოცავ დამდეგს და კარგად, აღარ შეგაწუხებ(მე) -კარგი. მესმის შენი.მეც გილოცავ.-მიპასუხა მან და გაიფიქრა ყველაფერი ჩემზე არ დაგმოაფრქვიოსო. გავთიშე ტელეფონი. იმედი დამეკარგა. გიჟად ვიყავი ქცეული. ყველაზე მოსაწყენი მუსიკა, ეგრეთწოდებული სამგლოვიარო, როგორც ვეძახდი, უკანასკნელ ხმაზე ჩავრთე და ლოგინზე დავეგდე. ვინმე თუ გაიგებდა, გიჟი ვეგონებოდი, მაგრამ ვერც გაიგებდა, რადგან მათი ყოველივე ხმას მას აღემატებოდა. ქუჩა იძროდა. ფეიევერკები და ასაფეთქებლები, მუსიკები, მხიარული შეძახილები, სიცილ-ხარხარი, საუბარი და სხვა, უფრო ცუდად მხდიდა. თერთმეტი ხდებოდა. მას კვლავ არ ვახსოვდი. რას არ ვფიქრობდი. ყოველგვარი იმედი გადამეწურა. მაცივრიდან მისი მოტანილი ალკოჰოლური სასმელი გამოვიტანე. სმა არ მჩვეოდა, მაგრამ ახლა ეს იყო ერთადერთი წამალი. გამოვიტანე და სასმელს ხარბად დავეწაფე. მუსიკა და სასმელი ერთმანეთში გაზავებულიყო და თავს მაკარგვინებდა. ტელეფონი ვისროლე. მისი დანახვა აღარ მინდოდა და იმისდა მიუხედავად, რომ ეს “iphone5s” ერთ დროს დიდი ამბით ვიყიდე, ფეხით დავუმსხვრიე ეკრანი, ყოველგვარ საშინელებას ვეძახდი და ბოლოს სადღაც მოვისროლე. ბალიშებს ვისროდი, ყველაფერს. რაც კი ხელში მოხვდებოდა ვამსხვრევდი. ეს იყო ჩემი ახალი წელი. ყოველგვარი უბედურების სათავე. იმდენი დავლიე, რაც მთელი ცხოვრებაში ერთად არ დამელია, მაგრამ მაინც არ ვჩერდებოდი. ლიტრობით ვისხამდი სასმელს. თან ვკიოდი და საკუთარ თავს ვწყევლიდი, მას უკანასკნელი სიტყვებით ვამკობდი და ცხოვრებას ყველანაირად უკუვაგდებდი. ბოლოს ძირს ჩამეძინა ბოთლით ხელში. არც ძილში ვხედავდი სახარბილოს. დილას გამეღვიძა, უფრო სწორედ, კარზე ბრახუნის ხმას დამიფრთხო ძილი. თუმცა ამას ძილს ვერ დავარქმევდი და ვერც ჩემი მდგომარეობა შემოისაზღვრებოდა ნაბახუსევით. ეს უარესი იყო. შევამჩნიე, რომ ყველა ბოთლი დამეცალა. მივხვდი, რატომ სვამენ. არადა ადრე ეს უბრალოდ სისულელედ მიმაჩნდა, მაგრამ ახლა შემეძლო ალკოჰოლიკების გაგება. აქამდე არასდროს დავმთვრალვარ.ახლა კი თავი მისკდებოდა, მუცელი მტკიოდა, მთელი სხეულით უსუსურობას ვგრძნობდი. გვერდით დიდიი წითელი ვედრო მედგა და ვარწყევდი. ესეც მიძნელდებოდა, მუცელი ამოვარდნაზე მქონდა და მთელი საყლაპავი ჩამხეხოდა. ასე ცუდად თავი არასდროს მიგრძვნია, მაგრამ ეს მხოლოდ ამით რომ შემოფარგლულიყო დიდი ბედნიერება იქნებოდა, სულიერი მდგომარეობა ყოველივეს ჯობნიდა. გული მტკიოდა მონატრებისა და სიყვარულისგან.ჩიხში ვიყავი და რას არ ვფიქრობდი. ორი „მე“ ერთმანეთს ერკინებოდა. ერთი ალბერტს გასამართლებელს უძებდიდა, მეორე კი პირიქით-მისი მკაცრი მსაჯული იყო. კარის ხმა მომესმა,მაგრამ არ გამიღია. არავისთან საუბარი არ მინდოდა. ნინის დანახვაც არ მინდოდა, რადგან ახლა ვერავინ დამეხმარებოდა. -მარია, კარი გააღე-მომესმა ნინის კივილი. -რა გინდა?(მე) -გირეკავდი და არ იღებდი, შემეშინდა რამე ხომ არ...-გავაწყვეტინე: -არავისთან საუბარი არ მინდა-მოკლედ მოვუჭერი. -გთხოვ, მარია-მუდარის მაგვარი ხმა მიიღო ნინიმ. -არ შემიძლია. საკუთარ თავშიც ვერ გავრკვეულვარ(მე) -ხმაზე გეტყობა, რომ კარგად ვერ ხარ(ნინი) -ჩემ მდგომარეობას სიტყვებით ვერ ავღწერ და ამაშია უბედურება. ახლა კი წადი(მე) - გამიღე, თორემ..(ნინი) -არანაირი თორემ-მოკლედ ვუპასუხე. მანაც იცოდა ჩემი ხასიათი, რომ უკან არასდროს ვიწევდი და წავიდა. დამეძინა, მაგრამ ამანაც არ გასტანა დიდხანს თავის ტკივილმა ნახევარ საათში გამაღვიძა. თავბრუ მეხვეოდა. ბორჯომიც კი არ დამილევია, რადგან საკუთარი თავიც კი მძულდა და ჩემზე აღარც კი ვფიქრობდი. -მარია, შენც ხარ დამანაშავე, რომ მან სულ დაგივიწყა-ვეუბნებოდი საკუთარ თავს. რატომღაც ფესბუქზე მომინდა შესვლა. ტელეფონს თვალებით ვეძებდი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ის დავამტვრიე. ერთ წამს გული დამწყდა, მაგრამ არ მინანია. ლეპტოპი ავიღე.ის ხელუხლებლად გადამრჩენოდა.ალბათ,თვალში არ მომხვდა თორემ ისიც დამტვრებული მექნებოდა. ფეისბუქზე შევედი. არც კი ვიცოდი რა მინდოდა. ის კვლავ არ იყო შემოსული, როგორც ბოლო დღეებში ხდებოდა. მივხვდი, რომ თავს მარიდებდა. ლეპტოპი ჩავხურე და შხაპის მისაღებად შევედი. ტანსაცმელი ძირს დავყარე. თბილი წყალი მსიამოვნებდა. ოცი წუთში ხალათი მოვიცვი და სარკეში ჩავიხედე. თვალები სულ ჩამლურჯებოდა, სახეზე ფერი არ მედო და საკუთარ თავს არ ვგავდი.საკუთარი თავი უსუსურ გოგონას მაგონებდა საშინელებათა ფილმებიდან, მაგრამ განსხვავება არ იყო, ჩემი ცხოვრება დიდად არ განსხვავდებოდა საშნელებათა ფილმისდან. გამოვედი, არც კი ჩამიცვამს. მაცივრის კარი შევაღე. ბორჯომს ვეძებდი, მაგრამ ის არ იყო. სინამდვილეში კი ალკოჰოლურ ნებისმიერ სასმელს, მაგრამ აღარ დარჩენილიყო. უკმაყოფილოდ შევაღე საძინელბის კარი და საბანში შევძვერი. ცრემლები თვითონ მომდიოდა. მინდოდა შემეკავებინა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. ან ვის ვუმალავდი ცრემლს, მას ხომ ჩემ გარდა ვერავინ ხედავდა.ალბათ,სწორედ საკუთარ თავს ვუმალავდი. იქნებ ძლიერი მეორე „მესი“ მეშინოდა,რომელიც ასე ძლიერად მასამართლებდა. ცოტა მოსულიერებულს ჩამეძინა. საღამომდე არ ავდმგარვარ. საათს რომ შევხედე რვა ხდებოდა. ტელეფონი დავამტვრიე, საკაბელო ტელეფონით კი არ ვსარგებლობდი, ამიტომ არავის შევუწუხებივარ. სახლს თვალები მოვალვლე და გული შემიწუხდა. ყველაფერი ჩემი მისალაგებელი იყო. ნინის ვერ შევაწუხებდი. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ახალი წელი იყო. სახლის დალაგებას შევუდექი. ნამტვრევებით ნაგვის ყუთი ავავსე. საბოლოოდ, სამ საათში ყველაფერი დალაგებული იყო. თერთმეტ საათზე სული მოვითქვი. გადავხედე ჩემს ნამუშევარს და გული დამიწყნარდა. ჩაი დავისხი და ტელევიზორში საშინელებათა ფილმი გავუშვი. მაგრამ არ მეშინოდა. საათი თორმეტს მიუახლოვდა და გაისმა ჩვეული ხმაური. ფეიევერკები ჩემი ფანქრიდან მკაფიოდ ჩანდა. ქუჩას სიმშვიდე დაეკარგა. მე კი ვცდილობდი ონცენტრაცია ფილმზე გადამეტანა. ბედობა დღე იყო. მგონი, ამგვარი რამ აქამდე არასდროს დამბედებია. ეს ისე, თორემ დაბედების არც არასდროს მჯეროდა. ერთი ფილმი დავასრულე და მეორეზე გადავინაცვლე. თან ჩაის ვწრუპავდი და ვცდილობდი არაფერს მეფიქრა. მეორეს მესამე საშინელებათა ფილმიც მოჰყვა. მეოთხეც. გამოძინებული ვიყავი და მთელი რამე ფილმების ყურებაში გავატარე ისე, რომ თავლიც არ მომიხუჭავს. დილას ისევ ნინის ზარმა გამაღვიძა. კარი გავუღე. ახლა უკვე ყველაფერი მოწესრიგებული მქონდა. სახლიც და საკუთარი თავი დამებრუნებინა. -აბა, როგორ გაატარე დრო?-ნინის გადავეხვიე თითქოს არაფერი ომხდარიყო. -კარგად, შენ?-მის საუბარში ირონია შეიპარა. -დღეს უკეთ ვარ-გავუღიმე. -რას გულისხმობ?დეპრესიაში იყავი?(ნინი) -ეს რიტორიკული კითხვაა?-გავუღიმე. -კი, მაგრამ ახლა კარგად ხარ(ნინი) -ვერც კი წარმოიდგენ-ნინის მოვუყევი გასული ღამეების შესახებ.ის შორკში იყო და თან დამცინოდა. -ნუ დამცინი.ნუთუ,არ შეგიძლია ამ ყველაფერს სხვა თვალით შეხედო?(მე) -არ დაელაპარაკები? როგორი თვალით?(ის) -სიგიჟემდე შეყვარებული ადამიანის თვალით.არა და საერთოდ ყველაფერი იქით იყოს და ტელეფონი მჭირდება. მას კარტაზე მივანიშნე. -ეგ არაფერია. მთავარი, შენ ხარ კარგად-ნინის სიცილი აუტყდა. -ეგ მხოლოდ გარეგულად, თორემ გულში უარესი ხდება(მე) -თვითონაც ვერ ხვდები როგორ გაკარგვინებს თავს სიყვარული(ნინი) არაფერი მიპასუხია. -ჩემთან ვიკრიბებით და ხომ არ წამოხვალ(ნინი) -ვეცდები, რომ არ ჩაგიშხამოთ-ირონიულად შევხედე. -ოღონდ ალკოჰოლიკი არ გახდე-ნინიმ იცინოდა. -კარგი, რა. სულ ნუ იცინი. ყველა შენნაირი ვერ იქნება-მაცდურად შევხედე. -ხალათით ხარ-ნინი სიცილით კვდებოდა მას მხოლოდ ახლა შეენიშნა, რომ ხალათის ანაბარა ვიყავი. -ასე შევხვდი ბედობას-მეც გამეცინა. -გამოიცვალე. ის კაბები ჩავიცვათ საახალწლოდ, რომ ვიყიდეთ(ნინი) ერთ საათში ნინის სახლში ვიყავით. ვცდილობდი, რომ გული გამეთავისუფლებინა და მათ გართობას შევერთებოდი, მაგრამ ეს მხოლოდ გარედან ჩანდა. მე მხოლოდ მასზე ვფიქრობდი და გამოსავალს ვერ ვხედავდი. დილას ნინის ტახტზე გამაღვიძა. თავი ისევ მტკიოდა. -ალკოჰოლის სუნად..-ნინის გავაწყვეტინე: -არ გინდა(მე) -ცუდად ხარ ვიცი, მაგრამ..(ნინი) -თავს კონტროლი ვერ გავუწიე. ხომ იცი როგორც ხდება?(მე) ნინი გვერდითა ოთახისკენ წავიდა -შხაპს მივიღებ(ის) სიყვარულიც ალკოჰოლს შევადარე. მასში თუ შეტოპე, თუნდაც სულ მცირედით შეხვედი, თავს ვეღარასდროს დააღწევ და მუდამ უფრო და უფრო წინ წახვალ. ვერ დაანებებ თავს იმას, ვინც გიყვარს. შენთვის არანაირი მიზეზი არ იარსებებ, რაც ხელს შეგიშლის და წინააღმდეგობას გაგიწევს. ალკოჰოლი რა მოსატანია, ან თუნდაც ძლიერი ნარკოტიკი იმასთან, რასაც სიყვარული ჰქვია. ყველაზე აზარტული და ჩამთრევი ეს გრძნობაა. ნინი სააბაზანოდან გამოვიდადა გევრდით მომიჯდა: -კიდევ არ დაურეკავს?(ის) -ის უკვე წაიშალა ჩემს თვალში(მე) -ახლა ამბობ, თორემ რომ დაინახავ ჭკუას დაკარგას(ის) ამაზე მხოლოდ გამეცინა. ნინის სახლის მილაგებაში დავეხმარე და მერე შინ დავბრუნდი. გადავწყვიტე ტელეფნოთ ცოტა ხნით არ მესარგებლა, თანაც მასთან საუბარი აღარ მინდოდა. მან ხომ სრულიად გამანადგურა. ყველაფერს დრო აქვს და უდროო ზარი მხოლოდ დეპრესიას დამიბრუნებდა და გინდაც ასე არ ყოფილიყო, არ მინდოა. ის თავს მარიდებდა, თუ რა ხდებოდა არ ვიცოდი. ათასი რამ ვიეჭვე. მას ყოველივე შემთხვევისთვის ყველა სოციალური ქსელის „ჩათი“ გამოვურთე.იქნებ ის მირთავდა, მაგრამ დაზუსტებით არაფერი ვიცოდი, ამიტომ ზომები წინასწარ მივიღე. ვცდილობდი მასზე არ მეფიქრა და კონცენტრაცია მუდამ სხვა რამეზე მქონოდა გადატანალი, მაგრამ ამას არც ისე კარგად ვახერხებდი. ნინის კინოშიც გავყევი და ვცდილობდი მასზე არ მეფიქრა, მაგრამ ეს ძნელი იყო. ის ხომ ჩემს თითოეულ უჯრედს დაპატრონებოდა. მივხვდი, რომ სიყვარული ეს ყველაზე ძლიერი ნარკოტიკია. ვფიქრობდი, რომ ამას სჯობდა „ჰეროინზე“ დავმჯდარიყავი. ნარკომანს რეაბილიტაციის ცენტრში დაეხმარებიან, მაგრამ უიმედოდ შეყვარებული კი განწირულია. ასე გავიდა რამდენიმე დღე. ნინი ყველაფრის გატანაში მეხმარებოდა და ვაცნობიერებდი, რომ ის ჩემი ცხოვრების მთავარი ნაწილი იყო. ცალმხრივ სიყვარულზე უარესს მდგომარეობაში ვიყავიდა. ამი სიტყვებით აღწერა არ შემეძლო.სიყვარულის გაურკვევლობას თავიდან ფეხის თითამდე მოვეცვი და ეს ბოლოს მიღებდა. 5 იანვარი იყო. საღამო. ოთახის ფანჯარასთნ ვიჯექი და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ვუყურებდი. გამახსენდა, როგორ მჯეროდა პატარაობაში, რომ ვარსკვლავის ჩამოვარდნისას სურვილს თუ ჩავიფიქრებდი, ამიხდებოდა. ბავშვთა სახლში ათსჯერ მაინც მიცდია, მაგრამ ამაოდ სრულდებოდა. მერე ამის რწმენაც დავკარგე. ათას რამეზე ვფიქრობდი და ცას ვუყურებდი. ფიქრებს ერთმანეთზე ვერ ვაწყობდი. ღამის ორი საათი შესრულდა. უნებურად ფეისბუქში შევედი. მაშინვე თვალები ამიჭრელდა და თითქოს გულის დამბლა დამემართა. პირველივე “new feed”-ში ვნახე სურათი, რომელმაც გული საბოლოოდ გამიტეხა. ჩანდა ანთებული გიგანტური ბურთი,კოშკზე უკვე ერთიანიი ეწერა. მის წინ კი ალბერტი ვიღაც გოგონას ვნებიანად კოცნიდა. ვიღაც Jessie დებდა ამ სურათს. მისხვდი რატომ მარიდებდა ის თავს. თურმე ნიუ იურკში გულაობდა და ამან ის ჩემს თვალში წაშალა. ძნელად გავაცნობიერე ეს. ცრემლები აღარ მომდიოდა, რადგან გატეხილ გულს ამის თავიც აღარ ჰქონდა. არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. მას ჩემთან მხოლოდ ფილტრი ხომ არ ჰქონია, ეს მეტი იყო, მიყვარხარო მეუბნებოდა. გამახსენდა ის ყველა წამი, როგორ მიხსნიდა სიყვარულს, როგორ მექცეოდა. ზოგჯერ კი ვფიქრობდი ხომ არ მსახიობობსო, მაგრამ ეს ყველაზე ნაკლებად მეგონა. ბოლოს კი მისი მჯეროდა და ვენდობოდი. შემძულდა ის და მისი ბილწი ტუჩებიც. ჩემ ტუჩებს ვიკვნეტდი და ისინი მძულდა, რადგან მისი ამაზრზენი ტუჩებით იყო შებღალული. საკუთარი ხელიც მძულდა, რომელიც ასე თრთოდა მის თითოეულ შეხებაზე. მთელი ღამე არ მეძინა. გაბრაზებულზე გონებითაც ვფიქრობდი, მაგრამ გული მას ადგილს კი არ უთმობს. დილას უფრო ცუდად ვიყავი. მასზე ვფიქრობდი. ვფიქრობდი, რატომ გამომიყენა. იქნებ, მორიგ სათმაშოდ აღმიქვამდა. იქნებ ყველა მამაკაცი მხოლოდ მექალთანეა და მეტი არაფერი. იქნებ, ძლიერი სქესის წარმომადგენლებს სიყვარული არ შეუძლიათა ან უბრალოდ არ უნდათ, რადგან უსიყვარულოდ ყველაფერი ადვილია. მის გარეშე ცხოვრება იოლდება, მაგრამ ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ სიყვარულის გარეშე ცხოვრება ელფერს კარგავს. დილას ნინი მოვიდა. კარის გაღება დავაგვიანე. -რა ხდება?(ის) -მაგათი... ყველაფერი დასრულდა(მე) -რა მოხდა?!(ნინი) სურათი ვუჩვენე. -ტფუი(ნინი) -მისთვის მხოლოდ ერთგვარი სათამაშო ვყოფილვარ. შესაძლოა, ცოტათი განსხვავებული. ის მხოლოდ ჩემს დაპყრობას ცდილობდა. თითქოს სპორტული შეჯიბრი ყოფილიყო. იქნებ, მამაკაცებს ქალებთან მიმართებაში მხოლოდ სპორტული ინტერესი ამოძრავებთ. მათ არ უნდათ და ან არ შეუძლიათ, უყვარდეთ. ამით ისინი გაურბიან პრობლემებს(მე) -კარგი მსახიობი ყოფილა(ის) -როგორ მეგონა, რომ ვუყვარდი. იცი, სიყვარულზე მეტი მეგონა. ჩემი ბრალია..(მე) ნინი გადამეხვია. ამ დროს კარზე ზარი გავიგე. -ვინმეს ელოდები?(ნინი) -არა-მხრები ავიჩეჩე გაკვირვებულმა. -მე გავაღებ(ნინი) ნინიმ გაიხედა და სახე შეეცვალა. მანიშნა, რომ ის იყო. ალბერტი ბედნიერი სახით შემოვიდა. ხელში ლამაზად შეფუთული რაღაც ეჭირა. -გამარჯობათ-გაიღიმა და ჩემკენ წამოვიდა. ხელი ვკარი: -არ მომეკარო. -რა ხდება,მარია?(ის) ლეპტოპი გავხსენი და სურათი ავაკარი. მას სახეზე გაკვირვება დაეტყო. ალბათ, არ იცოდა, რომ მისმა გოგომ სურათი ატვირთა. -ყველაფერს აგიხსნი. ნინის მარტო დავეტოვებინეთ და გვერდითა ოთახში გასულიყო, ამიტომ უფრო თამამად დავიწყე საუბარი: -საჭირო არაა. ყველაფერ ცხადი. მე შენთვის მორიგი სათმაშო ვიყავი. Jessie მომიკითხე-ირონიული ღიმილით შევხედე. ის საკოცნელად წამოიწია და სილა გავაწენი. -გაეთრიე ჩემი სახლიდან და ჩემი ცხოვრებიდანაც(მე) -არ გინდა(ის) -მატყუარა ხარ(მე) -მიყვარხარ(ის) -ეს სიტყვები უკვე ფუჭია და ფასი დაკარგა. მე სულელმა როგორ დაგიჯერე?!აღიარებაც არ შეგიძლია, არაკაცო-ბოლო სიტყვა ხმამაღლა წარმოვთქვი. -მარია..(ის) -ვიცი, ყველაფერი ვიცი. ასე რომ. გეყოფა. ვეღარ მაცდუნებ(მე) ის გავიდა. კარები მშვიდად დავკეტე და მერე ტირილი ამიტყდა. -ნ********(ნინი) გადავწყვიტე ის დამევიწყებინა, მაგრამ მიჭირდა.სიზმრებში ვხედავდი, რაც მზარავდა. მათზეც კი ვცდილობდი კონტროლის დამყარებას. ფსიქოლოგთან თითქმის ყოველ დღე დავდიოდი. სწავლას დიდ დროს ვუთმობდი და მის გარეშე ცხოვრებას ვეჩვეოდი. მინდოდა თავი ძლიერად წარმომეჩინა მინდოდა საკუთარ თავში დამემსხვრია თეორია, რომ სიყვარული ყველაზე დიდი ნარკოტიკია, მაგრამ ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო, მაგრამ ადამიანს მუდამ ღელავს, მუდამ რაღაცაზე შფოთავს და რაც უფრო დიდია ამის კოეფიციენტი, მით უფრო უმკლავდები საკუთარ თავსა და გრძნობებს, განსაკუთრებით სიყვარულს. გავიდა დრო. შესაძლოა, მასზე უფრო ნაკლებად ვფიქრობდი, უფრო იშვიათად მესიზმრებოდა, მაგრამ ისევ მიყვარდა. ამბობენ დრო ყველაფრის მკურნალია, მაგრამ ამის არ მჯერა და, რაც შეეხება სიყვარულს, სიყვარული არადროს არ ქრებადა თუ ქრება გულში მაინც რჩება მისი ნაშთი ისევე, როგორ ცეცხლი ტოვებს ნახშირს. რაც არ უნდა იყოს, სიყვარული რომ სულელია ეს ვიცით, მაგრამ არ უნდა დავნებდეთ და მის გამო თავი არ უნდა დავიღუპოთ. რაც არ უნდა იყო, ადამიანები ვართ და ყველაფერს ვეჩვევით. ამას დადებითიც აქვს და უარყოფითიც, ჩემში ორი არსება ცხოვრობს. ერთი „მე“ პირველს ემხრობა და მეორე „მე“ მეორეს. თუმცა ეს არა გასაკვირი, რადგან ორივე „მე“ ერთმანეთისგან განსხვავდება და ამიტომ სრულიადს სხვაგვარად ვიქცევი ერთსა და იმავე სიტუაციაში. ახლა 5 იანვარია. მას შემდეგ 1 წელიი გავიდა. ზუსტად 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მას საბოლოოდ დავშორდი. მას შემდეგ, რაც გავიგე სიმართლე. მას შემდეგ, როცა მან გული დანით დამიჭრა. თვალებში მიყურებდა და მატყუებდა, ამაზე უარესი რა უნდა გააკეთეთოს მამაკაცმა. მას შემდეგ იგი არაკაცი გახდა ჩემს თვალში და საბოლოოდ წაბილწა ის ტუჩები, რომელიც ერთ დროს ჩემსას ეხებოდა. ყველაზე დიდი უბედურება კი იმაში მდგომარეობს, რომ გონებით ვფიქრობ ამას, მაგრამ ყოველივე ეს არ ესმის გულს.ის დაჭრილია, კინაღამ მოკვდა, მაგრამ მაინც არ ესმის. ღმერთო, როგორ შეუძლია მას იყოს ასეთი გულუბრყვილო. არ მესმის! ალბათ, ეს ადამიანთა სასჯელია და ყველაზე, ყველაზე, დიდი სასჯელი, რაც მოგვყვება მას შემდეგ, რაც ღმერთმა ადამი და ევა შექმნა. ხშირად მებადება კითხვა: „უყვარდათ მათ ერთმანეთი?“ ღმერთო, როგორი სულელური კითხვაა. ალაბათ, გეცინება ჩემნაირი უსუსური ადამიანის ბჟუტურზე, მაგრამ ეს მართლა მაინტერესებს. ახლა ვდგვარ ფანჯარასთან, ვუყურებ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას. ვხედავ როგორ ვარდება ვარსკვლავი და ვამბობ: -მხოლოდ სიყვარული მაჩუქე... ამ დროს ნინი შემოდის და მეხვევა. -რაც არ უნდა იყოს, შენ გიპოვე(მე) -მიყვარხარ(ის) ასე დაიწყო ეს წელი. უკვე აბიტურიენტი ვარ. ისევ ჟურნალისტობას ვაპირებ და არ გადამიფიქრებია.ნინი პირველი კურსის სტუდენტია, სამედიცინოზე სწავლობს.. ის კვლავ მარტოა. ალბათ, იმიტომ რომ სიყვარულს მხოლოდ ქიმიური რეაქციებით აფასებს. რაც არ უნდა იყოს, სიყვარული ყველაზე ძნელი გადმოსაცემია. ის უნდა არსებობდეს, როგორც ნივთი, სუბსტანცია, რომელსაც ადამინი ფლობს. სამყაროს ხშირად ვხედავ სხვადასხვა თვალით. ზოგი ამბობს, ბედნიერებაა, როცა მას ფერადი ფერებით ხედავო, მაგრამ მე მგონია, რომ ეს უაზრობაა, რადგან ასე მხოლოდ სულელები ხედავენ. მხოლოდ ისინი, ვისაც არ აქვს აზროვნების უნარია. მე მას ასე ვერასდროს დავინახავ, რადგან ყველგან და ყოველთვის იარსებებს, ყველაფერი და ან არაფერი, რადგან ამ სამყაროში არ არსებობს შუალედი. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეაა. ადამიანის ნდობა ძნელია. ძნელია იპოვო ის, ვისა საკუთარ ცხოვრებას მიანდობ, ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ მათ ვინც, უკვე ვიპოვეთ... სახლში დაღლილი დავბრუნდი ქართულის მასწავლებლიდან. დივანზე დავეშვი. ცოტა ხანში ავდექი და სამზარეულოში გავედი. ჩაი დავლიე. საათს დავხედე და ექვსი ხდებოდა. პარკში გავედი სასეირნოდ. შემოდგომა იწურებოდა. ცივი ქარი ქროდა. ოდნავ შემცივდა, მაგრამ გზა განვაგრძე. ცა მოწმენდი იყო. პარკში თითოოროლა ადამიანი თუ იყო. გარშემო სიმშვიდეს დაესადგურა. ცარიელ სკამზე ჩამოვჯექი და უბრალოდ ფიქრს მივეცი. გარშემო არავინ იყო. მხოლოდ ერთი შევნიშნე. ახალგაზრდა მამაკაცი აქეთ-იქით დადიოდა, თან ხელში რაღაც წიგნაკის მსგავსი ეჭირა და დროდადრო ჩახედავდა ხოლმე. აღელვება ეტყობოდა. თითქოს რაღაც თავსატეხი ჰქონდა და ვერ გადაეწყვიტა. მეუცნაურა. გარეგნობითაც ურიგოდ არ გამოიყურებოდა. მაღალი, სპორტული აღნაგობის ტანი ჰქონდა. შავგვრემანი სახე, სწორი ცხვირი და შავი წვერი კიდევ უფრო გრძელს ხდიდა ისედაც გრძელს სახეს. ნერვიულობისგან პირს ამოძრავებდა და დროდადრო უჩანდა თეთრი კბილები. მისი პროფესიის ამოცნობა გამიჭირდა. სიმართლე, რომ ვთქვათ დამაინტერესა, მაგრამ ჩემი საქციელი უტაქტოდ ჩავთვალე და ჩანთიდან წიგნი ამოვიღე. მას ფურცვლა დავუწყე, მაგრამ მხოლოდ უაზროდ, რადგან აფორიაქებული ვჩანდი. მგონი მანაც გამოიხედა რამდენჯერმე ჩემკენ და ჩაფიქრდა. ჩავთვალე, რომ უცხოსთვის თვალთვალი ზედმეტი იყო.ამ დროს ნინიმ დამირეკა: -სად ხარ?(ის) -პარკში(მე) -იცი დღეს მორგვში ვიყავი პირველად-ნინის აღტაცებით აღსავსე ხმა ჰქონდა. -მართლა?-ვითომ ინტერესით ვკითხე, არადა სულ სხვა რამეზე მქონდა გადატანილიი ყურადრება. -ჰო, მარია(ის) -კარგი, გოგო, სამეცადინო მაქვს და(მე) -კარგი(ის) ტელეფონი გავთიშე. საათს დავხედე და 9 ხდებოდა. დაკვირვები ობიექტი არსად წასულიყო. გამახსენდა, რომ ხვალისთვის ბევრი მქონდა სამეცადინო და სახლისკენ წავედი. უცნობის მზერა ვიგრძენი. როგორც ჩანდა, ის თვალებით გამომედევნა. ვეფხისტყაოსანს ვიმეორებდი და იმ ადგილას ვიყავი, პირველად რომ ხვდება ნესტანი პირისპირ ტარიელს. მემძიმა ეს ადგილი, მაგრამ მიზეზი ვერ ვიპოვე. ვკითხულობდი და ვცდილობდი კონცენტრაცია მასზე მომეხდინა, მაგრამ რატომღაც იმ უცხო მამაკაცზე ფიქრებისთვის თავი ვერ დამეღწია. -გეყოფა. ასეთი ინტერესი სისულელეა-გავუჯავრდი საკუთარ თავს. პირველ საათხე მეცადინეობას მოვრჩი და ლოგინზე დავეშვი. მეორე დღეს საღამოს მოუთმენლად ველოდი. ისევ ექვს საათზე გავედი პარკში ისევ იმავე ადგილას. უცნობი ჯერ არ მოსულიყო და გულში რაღაც ვიგრძენი. ვიგრძენი, რომ რაღაც მძიმედ დამაწვა. ათი წუთი აფორიაქებული ვიჯექი. მალე ისიც გამოჩნდა. დაბნეულობა ეტყობოდა. მე რომ დამინახა თვალები გაუნათდა, თუ მე მომეჩვენა, არ ვიცი. მასზე ვფიქრობდი და თითქოს მეც, როგორც ის, ამოცანის გადაჭრაც ვცდილობდი. საათს რომ დავხედე 8 ხდებოდა. რაღაც წიგნის ფირცვლა დავიწყე და თვითონაც არ ვიცოდი რა მემართებოდა. ასეთი რამ ხომ ჯერ არავის დანახვისას არ დამმართნია. -გოგონა-გვერდიდან ხმა მომესმა. გაკვირვებულმა გვერდით გავიხედე. ის იყო. სახეზე ფერი არ ედო. -შეიძლება ჩამოვჯდე(ის) -დიახ-აკანკალებული ხმით ვუპასუხე. -რამდენი ხანია ჩემი ნაწარმოების პერსონაჟს ვეძებ და ახლა ვიპოვე. უფრო სწორედ გუშინ...(ის) -რას გულისხმობთ?(მე) -მოდი თქვენობით ნუ ვისაუბრებთ-მან მკაცრი გამომეტყველება უკუაგდო. -კარგი, მაგრამ...-დაბნეულობა შემეტყო. -დიახ, მე მწერალი ვარ. ალბათ, შეამჩნია გუშინ, რომ ბოლთას ვცემდი. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ პერსონაჟი ვერ მეპოვნა. ახლა კი ახალი ნაწარმოების საძირკველი უკვე არსებოს(ის) -საინტერესოა. არ მეგონა, თუ...(მე) -შენში ის რაღაც დავინახე, რასაც ვეძებდი(ის) -რა ეძებდი?(მე) -არ ვიცი. სიტყვებით ძნელია ამის აღწერა(ის) -მიხარია-გავუღიმე. -იმედიაყოველივე ამას უტაქტობაშიარ ჩაომართმევ-მამაკაცმა გამიღიმა.მისი თვალები მხოლოდ ჩემკენ იყო მომართული.მისი მზერა მწვავდა. -იქნებ შენი სახელი ვიცოდე(ის) -მარია, შენ?(მე) -რობერტი. ისე ვწერ თორემ პროფესიით იურისტი ვარ. მაგისტრატურას ვამთავრებ. შენზე რა შემიძლია გავიგო?(ის) -აბიტურიენტი ვარ და ჟურნალისტიკაზე ვაბარებ. გამიხარდებოდა, თუ თქვენს რომელიმე ნაწარმოებს წავიკითხავდი(მე) -სიამოვნებით. ძალიან გამიხარდებოდა-მან წიგნი მომაწოდა და გამიღიმა. -მადლობა.ახალს როცა მორჩები...(მე) -რა თქმა უნდა, წაგაკითხებ. დიდი მადლობა, შენ რომ არ გამოჩენილიყავი, არ ვიცი,რას გავაწყობდი...(ის) -არაფრის. ძალიან მიხარია-ემოციები ვერ დავმალე. -ალბათ, ხვალ შევხვდებით(ის) -დიახ(მე) მან თვალი თვალში გამიყარა და წავიდა. მე თვალს ვაყოლებდი. მისმა წიგნმა ძალიან დამაინტერესა. ერთი სული მქონდა როდის წავიკითხავდი. გადავშალე და მაშინვე მის სამყაროში შევედი. 67 გვერდი და დასარული უეცრად დაიწერა. ვერ მივხვდი, რომ დავამთავრე. საათს დავხედე და 10 ხდებოდა. სახლში უდა წავსულიყავი, მაგრამ თითქოს რაღაც მაკავებდა. ბოლო გვერდს მივჩერებოდი. თითქოს უკმაყოფილო ვიყავი იმით,რომ დასრულდა ის. მხოლოდ მისი სახელი ვიცოდი, მაგრამ მას უკვე ვიცნობდი, რადგანამ წიგნით ის უკვე ჩემთვის ნაცნობი გახდა. არა,ნაცობი არა-ნაცნობზე მეტი. 11 საათზე სახლისკენ ავიღე გეზი. ცას ვუყურებდი და მთვარე შევნიშნე.ის მთელ არემარეს ანათებდა. ლამაზი საღამო იყო. ეს იყო მშვიდი და ბედნიერებით აღსავსე, როგორიც მხოლოდ იშვიათად არის ხოლმე. იქნებ სულაც არ იყო ასე და მხოლოდ მე მეჩვენებოდა, რომელიც უცნობი მამაკაცის სამყაროთი შეპყრობილი ვიყავი. ვიმეორებ, რომ ის მართლაც სიმაპათიურად გამოიყურებოდა, მაგრამ ეს არაფერ შუაში არ იყო. თვითონაც მიჭირდა ამის გაცნობიერება, რომ ასეთი საინტერესო ადამიანი შესაძლოა არსებობდეს და ასე გიფორიაქებდეს სულს. ეს მართლაც გასაოცარია! სიზმრებშიც მხოლოდ მის სამყაროს ვხედავდი. ეს ჩემთვის აღმაფრენა იყო და კიდევ უფრო მეტი... დილას თავს სულ სხვაგვარად ვგრძნობდი. ამდენი ხანი ასე კარგად არ მიძინია. დიდი ენერგიით აღსავსე ავდექი და ფანჯარა გამოვაღე. ჰაერი ჰარბად შევისუნთქე, სააბაზანოში გავედი, შხაპი მივიღე, მოვწესრიგდი, ვისაუზმე და დივანზე დავჯექი. რობერტის წიგნს მივაშტერდი. ტელეფონის ზარმა ფიქრები გამიბნია: -ოქტომბრის ბოლოა და ბინის ქირა დღეს რომ გადმოგცეთ, გცალიათ?-მდგმურმა დამირეკა. ოროთახნახევრიანი ბინა გაქირავებული მქონდა. ის ბინა იყო, რომელშიც დედა გათხოვებამდე ცხოვრობდა. -დიახ-უღიმღამოდ ვუპასუხე. -კარგით. 2 საათზე რას იტყვით? -კარგით(მე) სამეცადინოდ დავჯექი. ორის ნახევარზე ავდექი და მდგმურებთან გავეშურე, შემდეგ კაფეში ვისადილე და ნინისთან გავიარე. -მომენატრე-მან ფინია ძაღლივით შემომხედა, თითქოს საუკუნეა არ ვენახე. -მეც(მე) -რაღაც უკეთეს ხასიათზე ჩანხარ-მან გაკვირვება ვერ დამალა(ის) -მართლა?-ვითომ გამიკვირდა, არადა მასზე უკეთ ვიცოდი, რომ თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობდი. -აშკარად-ნინი ისე გაიცინა, რომ თითქმის ყველა კბილი გამოაჩინა. -რა ხდება ახალი?-საუბარი სხვა თემაზე გადავატანინე. -სამედიცინო მართლაც საინტერესოა, განსაკუთრებიც ქირურგია(ის) -შენ ხომ მომავალი ქირურგი ხარ-გავუღიმე. ცოტა ხანს ერთად გავატარეთ დრო. ნინი უნივერსიტეტის ამბებს მიყვებოდა და სამედიცინო გამოცდილებას აღტაცებით მიზიარებდა. მეც ინტერესით ვუსმენდი. 6-ის ნახევარზე ავჩქარდი. -სახლში უნდა წავიდე(მე) -დარჩი რა(ნინი) -უნარებში ბევრი მაქვს სამეცადინო. ხვალ დილით ვარ მასწავლებელთან წასასვლელი და(მე) -კარგი, ხვალამდე(ნინი) გამოვემშვიდობე და ფეხით გავუყევი პარკისკენ მიმავალ გზას. ისევ იმავე ადგილას მივედი. ის იქ იჯდა და მელოდებოდა. -გამარჯობა(რობერტი) -გამარჯობა(მე) -წაიკითხე(ის) -აღტაცებული ვარ. აქამდე როგორ არ ვიცოდი-ემოციები ვერ დავმალე, მაგრამ არ იყო საჭირო. ადამიანი ხომ ემოციაა და მათ გარეშე ის აღარა ის ვინც იყო. ასე რომ, არაა საჭირო იმის დამალვა,რასაც გრძნობ, მაგრამ, რაც მართალია, სამწუხაროდ, ხშირად ვმალავთ რეალურ გრძობებს. -მიხარია, რომ წაიკითე(ის) -რას გრძნობ, როცა წერ?-უეცრად ვკითხე და თვალებში ჩავხედე. -ეს გასაოცარია. სულ სხვაგან ვარ და ბედნიერი ვარ. ეს ერთ-ერთი საშუალებაა იმისა, რომ იცხოვრო სხვაგან, სადაც არ იქნება ის, რაც არ მოგწონს. ასე საკუთარ თავს ვპოულობ. მაგრამ ამის სიტყვებით გადმოცემა ძნელია(ის) პასუხად მხოლოდ გავუღიმე. -სამყარო საოცრადაა მოწყობილი(ის) -დიახ-მივხვდი, რისი თქმაც უნდოდა. საოცრადაა მოწყობილი, რადგან ჩვენ ერთმანეთს შეგვახვედრა და მე გავიგე მის შესახებ და წავიკითხე წიგნი, რომელმას ის გამაცნო და ,რამაც ბედნიერება მომგვარა იმ წამებში, როცა მას ვკითხულობდი. მან გამიღიმა. წიგნი მივაწოდე, მან კი იუარა: -არაა, საჭირო. გქონდეს(ის) -მადლობ. სახლში უნდა წავიდე და ხვალამდე(მე) -მიგაცილებ-მითხრა და გვერდით გამომყვდა. ჩუმად მივდიოდით. სახლს როცა მისუახლოვდით, ჩუმი ხმით მითხრა: -სამყარო საოცარია, რადგან შენ შეგქმნა-ამას ისეთი ხმით ამბობდა,რომ ცრემლი მომადგა. ეს თქვა და წავიდა. უკან იხედებოდა ხოლმე და მაკვირდებოდა. თითქოს, ჩემი სახის შესწავლა უნდოდა. სადარბაზოსთან ვიდექი. შავი თმა ქარს აეფორიაქებინა, როგორც რობერს ჩემი გული, და ის სახეში მეწებებოდა. ეს, მართლაც, სხვა იყო. რობერტი სულ სხვა რამის მატარებელი იყო. ის რაღაც ამოუხსნელი ამოცანა იყო. ის იყო რაღაც, რაც ადამიანს გადარევდა და პირველ შეხვედრაზეც შეცვლიდა. ის იყო, რაც ამ სამყაროში იშვიათია. ვხვდებოდი, რომ მისნაირები მილიონში ერთნიც კი არ იბადებიან. სახლში ავედი. ფანჯარა გავაღე და ცას შევხედე. ვარსკვლავები მიმოფანტულიყვნენ... მეორე საღამოსაც შევხვდით. ნოემბრის დასაწყისი იყო და ციოდა. თხელი მაიკისა და მოსაცმელის გარდა არაფერი მეცმა. მან მაშინვე შენიშნა, რომ ვრთოდი და თავისი ქურთუკი მომახურა.მისგან ულევი სითბო მოდიოდა. ასეთი შეგრძნება პირველად დამეუფლა. -რა არის შენთვის სიყვარული?-მკითხა და გამიკვირდა საიდან დაებადა ამის კითხვის სურვილი. შევკრთი. მან შენიშნა ჩემი დაბნეულობა. -არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ის არ კვდება, ნაშთს მუდამ ტოვებს...-ვუპასუხე დუმილის შემდეგ. -განაგრძე-მან ინტერესით შემომხედა. -რობერტ სტენბერგს ეთანხმები იმაში, რომ სიყვარული გამოხატვის გარეშე კვდება?-ვკითხე და შევხედე. ისიც დაბნეული ჩანდა. -არა-მოკლედ მომიჭრა და შემომხედა, თითქოს, ჩემგან განაჩენს მოელოდა. -არც მე. სიყვარულის თუ გწამს და ფიზიკურად ვერ გრძნობ, მაინც შეიგრძნობ,სხვანაირად, მაგრამ მაინც შეიგრძნობ. იმის თქმა მინდოდა, რომ შეიძლება მას ვერ ხედავდე, ის არ იყოს შენთან და მაინც შეიგრძნობდე(მე) -„სიყვარული სულგრძელია,სიყვარული ქველმოქმედია,არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს, არ სჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს, არ მრისხანებს და არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს. ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის სასოება აქვს და ყოველივეს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება. წინასწარმეტყველებანი იყოს,გაუქმდება,ენები იყოს,შეწყდება,ცოდნა იყოს გაუქმდება.“-მან ზეპირად მიპასუხა კორინთელთა მუხლი. -ცხოვრებაში შუალედი არ არსებობს. სიყვარული ცხოვრებაა და ამიტომ სიყვარულშიც არ არსებობს შუალედი!-გავაგრძელე და მისი უფრო გამჭოლი მზერა ვიგრძენი. ჩვენ დიდხანს ვსაუბრობდით. ერთმანეთს ცხოვრების ისტორიას ვუყვებოდით. მას თურმე ერთი ძმა ჰყოლია, რომელიც ავარიაში დაეღუპა. მშობლები კი სოფელში ცხოვრობდნენ. ჩემს შესახებ რომ ვუყვებოდი, შევამჩნიე როგორ მოადგა თვალზე ცრემლი და ძლივს იკავებდა. ხელი ჩემ ხელს მოკიდა და თანაგრძნობით სავსე თვალებით შემომედა: -ვწუხვარ. საათს დახედა და თერთმეტი ხდებოდა. -თუ არ გეჩქარება, საუბარი გავაგრძელოთ(ის) -რა თქმა უნდა, გავაგრძელოთ(მე) -სიყვარულზე რას მეტყვი?(ის) -მომატყუეს..წინა წლის 5 იანვარს ყველაფერი გავიგე...(მე) -განაგრძე(ის) -მეფიცებოდა, რომ ვუყვარდი და თურმე რიგითი მექალთანე იყო. მე კი მიყვარდა და სიყვარულის ნაშთი კვლავ დარჩა..მან გული დამისერა...-ხმა ამიკანკალდა. -ვწუხვარ, მაგრამ ყველა ასეთი არ არის(ის) -ეს ბანალური სიტყვებია-გამეღიმა. -ცხოვრებაში ბევრი რამაა გაცვეთილი, მაგრამ ნამდვილი. მეც მიყვარდა, მაგრამ რაღაც წვრილმანი მიზეზების გამო დავშორდით(ის) -ასე ხდება ხოლმე(მე) -რაღაცას გეტყვი, ოღონდ უნდა დამპირდე, რომ გამიგებ?(ის) -გპირდები-თვალი თვალში გავუყარე. -ჭეშმარიტი სიყავრული თუ არსებოს ის სულ სხვანაირია. თვალებში გიყურებ და ისე გეუბნები, რომ არც ერთი ჩვენგანის გრძნობა არ იყო ჭეშმარტი. ნამდვილი სიყვარული საერთოდ არ ქრება. ის მუდმივია და მისი დავიწყება და სხვისი შეყვარება შეუძლებელია. არაფერი მიპასუხია. მან განაგრძო: -ამით ვაპროტესტებ შენს ნათქვამს იმის შესახებ, რომ სიყვარული კვალს ტოვებს, ნამდვილი სიყვარული პირიქით ძლიერდება და გაღვივებულ ცეცხლს ქმნის(ის) -უბრალოდ ამ გრძნობას მილიონში ერთი თუ განიცდის. ასეთ ზებუნებრივ გრძნობას. მე მხედველობაში რიგითი სიყვარული მქონდა(მე) -მესმის. სამყაროში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს. მათგან თითქმის ყველა ქმნის ოჯახს, მაგრამ განა მათ ჭეშმარიტად უყვართ ერთმანეთი?(ის) -ეს რიტორიკული კითხვაა(მე) -მიხარია, რომ მიგებ. იცი, მიკვირს კიდეც, რადგან შენნაირად ჯერ არავის გაუგია ჩემთვის(ის) -მართლა?(მე) -დიახ, მხედველობაში ქალთა სქესის წარმომადგენლები მყავს-დაამატა ცოტა ხნის მერე. -არ მეგონა თუ..-მან შემაწყვეტინა: -მე შენ პირველივე დანახვისთანავე ამოგიცანი. არაფერი მიპასუხია. ჩუმად ვისხედით და ცას ვუყურებდით. ის დროდადრო თვალს გამოაპარებდა ხოლმე ჩემი ხელებისკენ, რომლებიც კანკალებდნენ. -12 საათს გადაცდა. მიგაცილებ(ის) უჩუმრად გავუდექით გზას. სახლთან რომ მივედით ხელი ხელზე ძლიერად მომიჭირა და თვალებში შემომზედა. -ხვალაც შევხვდებით, ჰო?-მკითხა, მაგრამ ამაზე პასუხი თვითნაც ჰქოდა, ამიტომ ჩემს პასუხს არ დალოდებია, ისე წავიდა. სახლში ავედი. სააბაზანოში შევედი და ცივი წყალი პირზე შევისხი. მერე გამოვედი, მაგრამ საძინებელში არ შევსულვარ. არ მეძინებოდა. ლეპტოპიი ჩავრთე და მისი წიგნების ძებნა დავიწყე. მაღაზიის მისამართი ამოვწერე. მეორე დღეს ათ საათზე სახლიდან გამოვედი. ავტობუსით მაღაზიაში წავედი და მისი ყველა წიგნი შევიძინე. მეორე დღეს კვლავ შევხვდით. ეს შეხვედრები, თითქოს, რაღაც იდუმალებით იყო მოცული. მისთვის არ მითქვამს, რომ მის სხვა წიგნებსაც ვკითხულობდი. ბოლოს, როცა ყველას დავასრულებდი, მხოლოდ მაშინ მინდოდა გამემხილა, რადგან შუალედი არ არსებობს. დავფიქრდი და გავაანალიზე,რომ ჩემს ცხოვრებაში შუალედი არც არასდროს არსებობდა-არაფერი ან ყველაფერი ეს იყო ჩემი ცხოვრების დევიზი. რაშიც შევტოპავდი, ვეღარ ვჩერდებოდი. ჩემთვის სიტყვა „ცოტა“ არ არსებობდა,არ არსებობს და არც იარსებებს, სანამ ცოცხალი ვარ და არ მას შემდეგ. რობერტი ყველასგან განსხვავებული იყო. ჩვენი შეხვედრები გრძელდებოდა. მუდამ ერთასა და იმავე დროს. ერთსა და იმავე ადგილას. ეს ყველაფერი იდუმალებით იყო მოცულიდა ამის შესახებ ჩვენ გარდა არავინ იცოდა. ის მე მცვლიდა. სამყაროს და ცხოვრებას სხვა თვალით მანახებდა. მან მრავალი რამ მასწავლა. დეკემბერის პირველი რიცხვები იყო. თოვდა. ჩვენ ისევ იმავე ადგილას ვიყავით. ახლაც მახსოვს მისი დათოვლილი თმები. წითელი ცხვირი ჰქონდა და ნათელი თვალებით მიყურებდა. -შენი წიგნების კითხვა დღეს დავასრულე?(მე) -მართლა?!-მისი სახე აენთო. -დიახ(მე) თვალებში დიდ ხანს მიყურა. მერე კი მითხრა: -მადლობ. მე ამით ბედნიერი ვარ. არაფერი მიპასუხია.მხოლოდ მას ვუყურებდი და ვუღიმოდი. ეს იყო ნამდვილი ღიმილი. ისეთი ღიმილი, როგორიც ცხოვრებაში არავისთვის მეჩუქნა. ისიც მიღიმოდა. -ლიტერატურული საღამოა და ხომ არ წამოხვიდოდი. რადგან ყველა წიგნი გაქვს წაკითხული, ვიფიქრე..-გავაწყვეტინე: -ჩემთვვის დიდი პატივი იქნება. საღამოს ერთდ წავედით.მისი წიგნების სამყაროში ყოფნა ძალიან სასიამოვნო იყო. ის,მართლა, გასაოცარი ადამიანი იყო. ეს იყო ნამდვილი სიყვარული! ჭეშმარიტი სიყვარული, მართლაც, სულ სხვა ყოფილა!ალბერტი აღარც არსებობდა ან სად ჰქონდა ადგილი იმ გულს, რომელიც ცეცხლისგან ფეთქავდა?!! სიყვარულს მხოლოდ თეორიით ვერ გაიგებ,პრაქტიკა სულ სხვაა. ახლა მჯერა, რომ ის არსებობს, რადგან შეყვარებული ვარ. სიყვარული ბუნების უმაღლესი პოეზიაა. ის, მართლაც, ცხოვრების გვირგვინია და ყველაფერს მოიცავს.მჯერა, რომ უსიყვარულოდ ბალახიც კი არ იბიბინებდა. დილას გარეთ გავედი მაღაზიაში სურსათი უნდა მეყიდა. კარებთან ფურცელი შევნიშნე. „შეხვედრამ დროა სხვაგან გადაინაცვლოს. შვიდზე გამოგივლი. რობერტი“ გამეღიმა. როგორ მინდოდა მასთან ყოფნა.ეს ხომ ბედნიერებაა. თვითონ მასშია ის, რაც მაბედნიერებს. ტანსაცმლის მაღაზიაში გავედი. ოღონდ მარტო. ნინიმ ხომ ჩვენი შეხვედრების შესახებ არაფერი იცოდა. ჩემ სახეზე ღიმილი კი უკვირდა, მაგრამ მიზეზს არ ვეუბნებოდი. უფრო სწორედ, ვეუბნებოდი, რომ ყველაფერი კარგადაა.ეს, ალბათ, სულელური მიზეზი იყო,მაგრამ ისე სიმართლეს მაინც ვერ მათქმევინებდა. მუქი შინდისფერი კაბა ვიყიდე. სალონში შევიარე და 6-ისთვის უკვე მზად ვიყავი. სარკეში ჩავიხედე და ის წარმოვიდგინე ჩემ გვერდით. შინდისფერი კაბის ყიდვის მიზეზი ის იყო, რომ, როგორც წავიკითხე, ის მისი საყვარელი ფერი იყო. 7-ის ნახევარზე მოვიდა. ალბათ, მეტ ხანს ვეღარ მოითმინა. -ულამაზესი ხარ. ამ კაბაში ანგელოზს გავხარ(ის) -მადლობ-გავუღიმე და თვალებში შევხედე. -წავიდეთ?(ის) -რა თქმა უნდა(მე) რაღაც რესტორანში წავედით. გარშემო სიმშვიდე იყო და ყველაფერი შესანიშნავად მეჩვენა. -მოგწონს? ჩემი საყვარელი ადგილია(ის) -აქამდე არ ვიცოდი, მაგრამ, ვფიქრობ, რომ გასაოცარი ადგილია(მე) ვახშავი შევუკვეთეთეთ. წითელი ღვინო განსაკუთრებული ატრიბუტი იყო. -მარია-ის აღელვებული ჩანდა. -რობერტ-თვალი თვალში გავუყარე, -წიგნი დავასრულე. მინდა, რომ პირველად შენ წაიკითხო. ოღონდ ახლა არა -მან ჩემი ხელი აიღო. -რა თქმა უნდა. ძალიან მიხარია(მე) საღამოს დიდ ხანს ვისაუბრეთ. წამოსვვლისა სსახლამდე მომაცილა და კარებთან ყურში ჩამჩურჩულა: -ვიცი, რომ წავალ, მაშინვე მომენატრები. არ აქვს მნიშვნელობა ორი წამი იქნება გასული, თუ 2 წუთი. უფრო ახლოს მოიწია და განაგრძო: -მომენატრეტი ყველაზე მეტად, რადგან მე ჯერ სიტყვა:მიყვარხარ არავისთვის არ მითქვამს. ჩემი თითოეული ნაწილი კრთოდა. გავშეშდი და მხოლოდ მას ვყურებდი.ის ახლოს მოიწია. ნელა მიუახლოვა ტუჩი ჩემ ტუჩს, შეახო და მაკოცა. მისი ტუჩები ღვთაებრივი იყო. ეს სულ სხვა გრძნობა იყო.ეს იყო ჭეშმარიტი კოცნა. ყველაფერზე და ყველაზე ძლიერი. -მართალია, ჭეშმარიტ სიყვარულს სიტყვები არ სჭირდება, რადგან ის საქმით უფრო გამოიხატება, ვიდნე სიტყვებით, მაგრამ მაინც გეტყვი, რომ მიყვარხარ!-ხელი ხელზე მომკიდა და თვალებში შემომხედა. მისგან უსაზღვრო სიყვარული მოდიოდა. ძლივს ამოვისუნთქე და აკანკალებული ხმით ვუპასუხე: -ჭეშმარიტებას მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული შობს. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ჭეშმარიტი ადამიანი ვარ, რადგან მიყვარხარ, რობერტ(მე) -მარია, მართალი ხარ. მხოლოდ შეყვარებულს შეუძლია თავს ადამიანი უწოდოს. ჩვენ ადამინები ვართ იმიტომ, რომ ერთმანეთს შევხვდით და ერთ სულად ვიქეცით.მიყვარხარ, მარია. ეს მიყვარხარ არის ჭეშმარიტი. ეს ისეთი მიყვარხარაა, რომელსაც მხოლოდ მილიონში ერთი ამბობს და შეიძლება მილიონშიც არა,მარია-ტუჩები კიდევ ერთხელ შეახო ჩემსას და მაკოცა. შემდეგ შეტრიალდა, გამიღიმა და წავიდა. ხელში მისი წიგნი მეკავა და დიდ ხანს ვიდექი გაშეშებული. სახლში ავედი. დივანზე დავეშვი და მაშინვე წიგნის კითხვა დავიწყე. ისეთი ემოციური იყო. მთავრი გმირი მე მგავდა. არა,მასში ჩემი სამყარო იყო გაცოცხლებული. როგორ შესძლებია. რობერტს ყოველივე ამის გადმოცემა?! ეს გასაოცარი იყო. ვკითხულობდიი და მეუფლებოდა გრძნობა, რომელსაც სიტყვებით ვერ ავწერ. აკანკალებული ვკითხულობდი. სანამ არ დავასრულე, ვერ ამოვისუნთქე. დილის ექვს საათზე დავასრულე ვითხვა. ციოდა, მაგრამ მე მცხელოდა. ვკანკალებდი და საკუთარ თავს არ ვგავდი. ის უფრო მიყვარდებოდა. ჩემს გულში დიდ ხანძარს დაედო ადგილი. არა, ეს ცეცხლი სულ სხვა იყო.ეს იყო სიყვარულის ცეცხლი, რომელსაც ვერავინ ჩააქრობდა. წიგნს მემიძღვნიდა. მიწერილი ჰქონდა: „წიგნი ეძღვნება ქალს, რომლის სახეც მუდამ თვალწინ მიდგას, მესმის მისი მომაჯადოებელი ხმა,ვცხოვრობ მისი ფიქრითა და მისი მგრძნობელობით.“ ამ წარწერას საათობით ვუყურე. შემიყვარდა მისი წიგნი ისევე, როგორც ის. ის მე მიყვარდა ისე,როგორც არავინ არასდროს შემიყვარდება. არ დამიძინია ან როგორ შემეძლო დაძინება,როცა ვგრძნობდი ამხელა სიყვარულს?! ამხელას ვამბობ, რადგან ის იმხელაა, რომ ვერსად დაეტევა და მისი ზუსტი განსაზღვრა შეუძლებელია. სიყვარულიც ხომ შუძლებლის შეძლებაა. გიყვარდეს ადამიანი ეს, მართლაც, შეუძლებელია. მე კი შეუძლებელი შევძელი! სიყვარული ერთადერთია, რაც ადამიანს ღირსებას მოაპოვებინებს! დილას კვლავ გაუნძრევლად ვიჯექი, რადგან მას გავეშეშებინე და არ მაძლევდა ნებას, რომ ავმდგარიყავი. ფანჯარას მივშტერებოდი. თითქოს, რაღაცას ან ვიღაცას ვეძებდი. კარზე ზარი გაისმა. მხოლოდ მაშინ ავდექი. -მე ვარ(ნინი) კარი გავაღე, მაგრამ ხმა არ ამომიღია. -რა ხდება? სად გაქრი?(ის) -ძალიან დაკავებული ვიყავი..(მე) -ააუუუ-ნინიმ ამოიოხრა. -ბოდიში(მე) -ისე, რომ არც კი დამირეკე?! გადაღლილიი ჩანხარ? არ გეძინა?(ის) -არ მეძინა(მე) -რას აკეთებ ასეთს?(ის) -ნახე, წიგნი-მივაშტერი მას და ვუჩვენე ის, რაც სიცოხლეს მერჩივნა. -ვხედავ-მან გაკვირვებით შემომხედა და წიგნი გადაშალა. მიაშტერდა მიძღვნას. -ვის?-შემომხედა. სახელი მითითებული არ იყო და მხოლოდ მე და რობერტმა ვიცოდით, რომ ეს მე მეძღვნებოდა. -მე ვარ ის გოგო, რომელიც მთავრ გმირშია წარმოჩენილი. ჩემი სამყარო..-მან გამაწყვეტინა: -კარგად ხარ?(ის) -გრძელი ამბავია(მე) -რამეს მიმალავ?(ის) -ნუ ხარ ასეთი მკაცრი!(მე) -მომიყევი-ტახტზე დაეშვა და მომაშტერდა. -საუზმეს გამოვიტან და საუზმისას ვისაუბროთ(მე) საუზმე გამოვიტანე და ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე. საათს რომ დავხედე 2 ხდებოდა. -რამდენი დრო გასულა-ბოლოს ამით დავასრულე. -ეს წიგნი აუცილებლად უნდა წავიკითხო და თან ახლავე. გოგო, რომანის გმირი ხარ, მაგრამ შენი ცხოვრებაც რომ რომანს ჰგავს-ნინი აღტაცებას ვერ მალავდა. -სიყვარული ტკივილია. მის გარეშე ის აღარაა სიყვარული(მე) -მარია, გილოცავ. აი, რატომ აღარ ჩამოგტირის სახე. წავიკითხავ. დღეს თავისუფალი ვარ(ის) -ძალიან კარგი-გავუღიმე. ზარი გაისმა. -როგორ ხარ, მარია(რობერტი) ხმა ამიკანკალდა და სიჩუმის შემდეგ ვუპასუხე. -ისე როგორც არასდროს(მე) -მიხაროა. ესე იგი, წაიკითხე?(ის) -მთელი ღამე არ მეძინა, მაგრამ მაიც არ მეძინება.გასაოცარი ხარ(მე) -მომენატრე(ის) -მეც, მომენატრე(მე) -გამოგივლი, თუ გცალია(ის) -კი, კი(მე) გავთიშე. -რა ხდება?-ნინი მომაშტერდა. -მოდის..(მე) -შესანიშნავია-მან სხვა წიგნებიც შენიშნა და მიმითითა მათზე. -ჰო, დანარჩენებიც წაკითხული მაქვს, მაგრამ ეს განსაკუთრებულია(მე) -სხვებსაც წავიკითხავ თავისუფალ დროს(ნინი) ამ დროს ზარი გაისმა. კარი მაშინვე გავაღე. რობერტი ყვავილების თაიგულით ატუზულიყო კარებთან. კარი რომ გავაღე, მაშინვე ტუჩები საკოვნელად წამოსწია და ჩემს ათრთოლებულ ტუჩებს დაეწაფა. შემდეგ ყვავილები მომაწოდა. -შემოდი-გავუღიმე. -სტუმარი თუ გყავდა არ ვიცოდი?-მან ნინი შენიშნა. -სტუმარი არაა. ჩემი მეგობარია ნინი. ნინი ეს რობერტია(მე) -სასიამოვნოა-ორივემ ერთდროულად თქვა. -შენმა წიგნმა ისიც გაიტაცა(მე) -მიხარია, რომ პირველებმა თქვენ წაიკითხეთ(ის) -ჩვენც(მე და ნინი) ნინიმ კითხვა განაგრძო, ჩვენ კი გვერდითა ოთახში გავედით. -ამ სურათზე შენ ხარ?(ის) -ჰო,მე ვარ. ეს დედაა და ეს- მამა(მე) -რა საყვარელი ხარ. ალბომი დავათვალიეროთ(ის) -რა თქმა უნდა-ჩემი ოთახიდან გამოვიტანე. -ეს როდისაა გადაღებული?-ორი საათის თვალიერების შემდეგ ის ბოლო სურათს მიაშტერდა. -ეს აგარაკზეა. ბოლო სურათი, რომელიც მშობლებთან ერთად გადავიღე. პრაქტიკულად, მათი ბოლო სურათი-თვალზე ცრემლი მომადგა. -ვწუხვარ-ის ნაზად მომეხვია. -იცი, რა ძნელია მარტოობა(მე) -როცა ძმა დავკარგე, თავს სრულიად მარტო ვგრძნობდი, ყველას ვუფრთხოდი. იცი, არ მითქვამს შენთვის ერთი მნიშვნელოვანი რამ-ხელი ჩემს ხელს დაადო. -გისმენ(მე) -წერა მისი დაღუპვის შემდეგ დავიწყე. ის 11 წლის იყო. ასეთი პატარა მოშორდა სამყაროს.ღმერთო, ამის გახსენება მზარავს(ის) -როცა მშობლები დავკარგე, პატარა ვიყავი და,იცი, როგორ ვაგრძელებდი ცხოვრებას და რას ვგრძნობდი? თითქოს, გამოქვაბულში ვიყავი მარტო, გარეთ გამოვდიოდი, მაგრამ მწვერვალზე ვიყავი,რომლის ქვემოდაც ქვესკნელი იყო და არანაირი იმედი არ არსებობდა თავის დაღწევის. ბავშვთა სახლიდან რომ გამოვედი მიჭირდა ცხოვრება. ცოტა ხანში შევხვდი ნინის და ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა, მაგრამ ასევე შევხვდი იმას ვინც გული გამიტეხა(მე) -მარია, ვიცი რაც გამოიარე. ჩემი უბედურება ამასთან შედარებით არაფერის(ის) -არა, რობერტ. ასეთ რამეს ერთმანეთს ვერ შეადარებ. აქ არ არსებობს ალტერნატივა.-მხარზე თავი დავადე. -მარია, შენ გესმის ჩემი(ის) -შენც გესმის,რობერტ. როგორ დაიღუპა? მითხარი,რომ ავარიაში მოყვა, მაგრამ დეტალებზე საუბარი არ გიცდია-ინტერესით შევხედე. -სკოლიდან ექვსკურსიაზე მიდიოდნენ. მანქანა ხეს შეეჯახა-ისეეთი მწუხარებით წარმოთქვა, რომ ცრემლი ვერ შევიკავე. -შეგიძლია სურათი მაჩვენო?(მე) საფულედან სურათი ამოიღო და გამომიწოდა: -მას შემდეგ სულ თან დამაქვს(ის) -ღმერთო,როგორ გგავს(მე) -მართლა?(ის) -კი, მართლა-ხელი კისერზე მოვხვიე და ვაკოცე. -მიყვარხარ და მაგიჟებ, მარია(ის) -სიტყვებით ვერ აღვწერ(მე) -წიგნს მალე დაბეჭდავენ(ის) -შესანიშნავია.იცი, როგორ მიხარია. მიყვარხარ(მე) -მეც, მეც,მიყვარხარ. მუდამ შენთან მინდა ვიყო(ის) -ჩემი ძმის საფლავზე მივდივარ დღე და ხომ არ გამომყვები?(ის) -სიამოვნებით. ის ვინც შენ გიყვარს ის მეც მიყვარს, რადგან შენ მიყვარხარ და შენ ყვალეფერი ხარ(მე) -მარიიიიაა-ძლიერად მაკოცა. ცოტა ხანში ეზოში ვიყავით. მან მანქანა დაქოქა და დავადექით სასაფლაოს გზას. -მოვედით-ის. ყვავილები საფლავთან დავუდე. -დავითი-წავიკითხე მისი სახელი. -ჰო,დავითი ერქვა(ის) მის თვალზე ცრემლი შევნიშნე. ფეხის წვერებზე ავიწიე და მის თვალებს ტუჩები მივაწვდინე. ვკოცნიდი და მისი ცრემლის გემოს ვგრძნობდი. მე ისიც მიყვარდა. -იცი, რა მოვიფიქრე?(მე) -რა, მარია?(ის) -ჩვენს შვილს დავითი დავარქვათ(მე) -მიყვარხარ-ის აღტაცებას ვერ მალავდა. -მეც,მეც(მე) მანქანამდე გადახვეულები მივედით. სახლში მიმიყვანა და წავიდა. სამეცადინო მქონდა და მაგიდასთან დავჯექი. თან ვფიქრობდი რობერტზე და იმ სიყვარულზე, რომელიც ერთმანეთს გვაკავშირებდა... ის ის იყო, ვისაც მთელი ცხოვრება ველოდი. ყველაფერი ან არაფერი ეს მუდამ ჩემი დევიზი იყო. მახსოვს ცხოვრებაში რამდენი რამ დამიკარგავს ამის გამო. ამის გამო რამდენ სიძნელეს შევხვედრირვარ,მაგრამ არც არასდროს მინანია და არც ვინანებ. ერთი კვირა გავიდა. დიდ დროს ვატარებდით ერთად. დეკემბერიც მიიწურა. თოვლი არ მოსულა, მაგრამ ეს მაინც იდეალური ზამთარი იყო. ის ჩემს გარშემო ყველაფერს აფერადებდა. ის ხომ ჩემი ყველაფერი იყო. შეგვეძლო მთელი დღე გვესაუბრა. სასაუბრო არასდროს არ გველეოდა. ზოგჯერ უბრალოდ ერთმანეთის ყურებით ვტკბებოდით. 30 დეკემბერს ყველაფერი მზად გვქონდა ახალი წლისთვის. ყველაფერი ერთად ავარჩიეთ. გვინდოდა ახალ წელს მხოლოდ ჩვენ ორნი შევხვედროდით ერთად ჩემს სახლში. მას სახეზე მუდამ ღიმილი დასთამაშებდა. უბედნიერესი ვიყავი. ეს ხომ ყველაზე ბედნიერი წელი იქნებოდა. ჩემს ცხოვრებაში მეთვრამეტე და ყველაზე ბედნიერი. ცაში დავფრინავდი. ეს ყვალაფერი სიზმარს გავდა. საღამოს რობერტი დაფიქრებული იჯდა და მიყურებდა ხმას ვერ იღებდა. -რა მოხდა?-სახეზე ხელი მოვუსვი და გავუღიმე. -შენ ჩემი ყველაფერი ხარ. ყველაზე ბედნიერი ვარ და მეშინია ეს ყველაფერი არ გამომეცალოს ხელიდან(ის) -რა სისულელეა. მიყვარხარ(მე) -მეც-ძლიერი მკლავებით მისკენ მიმიზიდა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა. მთელი დღე ერთად გავატარეთ. ბოლოს ტახტზე ჩაეძინე. მე კი არ მეძინებოდა.მხოლოდ მას ვუყურებდი. ისე საყვარლად ეძინა, შემეძლო მთელი ღამე მისთვის მეცქირა, ვიფიქრე დილას გავაცინებო და სელფი გადავიღე. მძინარე ის და მე მღვიძარე. -აქ არ არსებობს შუალედი, მარია-ასე მომესალმა. -არ არსებობს-ჩაი მივაწოდე. -ჩაი ტკბილია, ჰო?(ის) -დიახ, რობერტ-სიცილით ვუპასუხე. -შენსაში ხომ არ აგერია?-სიცილითვე მიპასუხა. მე ტკბილს საერთოდ არ ვხმარობდი, ის კი პირიქით იყო. -არა, რობერტ(მე) -ტკბილი მიყვარს და ამიტომაც მიყვარს შენი ტუჩები-ჩემ თმებს ეთამაშებოდა და მიღიმოდა. -მე რომ არ მიყვარს ტკბილი, მაგრამ შენი ტუჩები მიყვარს-საკოცნელად მივიწიე. -მიყვარხარ-ღრმად შეისუნთქა და ჩემს კოცნას უპასუხა. ჩაის გემოს ვგრძნობდი, მაგრამ არ შევიმჩნიე. ჩვენი იდილია ტელეფონის ზარმა დაარღვია. საუბარს რომ მორჩა, სახე შეცვლოდა. -მარია, საქმეები მაქვს და უნდა წავიდე, მაგრამ დღევანდელი დღე ძალაშია(ის) -კარგი. მომენატრები(მე) -მეც. მიყვარხარ-მაკოცა და წავიდა. ოთახი მივალაგე და ნინის დავურეკე. -გოგო-ნინის “all I want for christmas is you” მაღალ ხმაზე ჩაერთო და მისი ხმა ძლივს ისმოდა. -მე ვარ ხომ ის იდუმალი?-გამეცინა. -დიახ, დიახ-სიცილითვე მიპასუხა ნინიმ. -დღეს რობერტს საქმეები აქვს და გვიანობამდე არ იქნება. გამოგივლი რა(მე) -მაგარია(ნინი) -მოვდივარ-ტელეფონი გავთიშე. სწრაფად ჩავიცვი და ნინისთან ვიყავი 10 წუთში. -მომენატრე-გადავეხვიე. -შოპინგზე რას იტყვი?(ნინი) -მაგარია(მე) „თბილისი მოლში“ წავედით და ათასი რაღაც ვიყიდეთ. 3 საათზე სახლში დატვირთულები დავბრუნდით, ცოტა ვჭამეთ. შემდეგ საახალწლო ფილმზე წავედით. შემდეგ კაფეში შევიარეთ და ათას რამეზე ვსაუბრობდით. 8 საათი იქნებოდა ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. -შენ გირეკავენ(ნინი) -რობერტი იქნება.ალბათ, მორჩა(მე) მხიარული სახით ვუპასუხე ტელეფონს. -რობერტ(მე) -თქვენ ხართ მარია?-ტელეფონში უცნობი მამაკაცის ხმა გაისმა. გავშრი. მუცელში კუნთები დამეჭიმა. ჰაერი არ მყოფნიდა. გული ამიჩქარდა და გავშეშდი. პასუხი დიდ ხანს ვერ გავეცი. -არის ვინმე?-უცნობს ხმა უფრო დაუბოხდა. მასში სიბრაზე იგრძნობოდა და ასევე მოუთმენლობაც შევნიშნე. ხმას ვერ ვიღებდი. ბოლოს ძლივს ამოვღერღე ჩემდა უნებურად: -რობერტი სადაა? -ავარიაში მოჰყვა(ის) ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა და საუბარი მიჭირდა: -როგორაა?სადაა?(მე) -იაშვილშია. მისი მდგომარეობა ....-წინადადება ვერ დაასრულა. ჩემთვის უკვე ნათელი იყო. ვერაფერს ვამბობდი. ტელეფონში მხოლოდ ჩემი ტირილი ისმოდა.ის გავთიშე. ნინი გაოგნებული მიყურებდა. ის ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარიყო ვითარებას.კითხვა ვერ გაბედა. -ის ავარიაში მოყვა...იაშვილშია-მხოლოდ ეს ვთქვი.ცრემლები მახრჩობდა. მანქანოს გასაღები ავიღე და სირბილით წავედი კარებისკენ. ნინის შეეშინდა: -გამოგყვები(ის) -არა.შენ დარჩი(მე) -კარგი,აიღე ჩემი მანქანის გასაღები და დამირეკე-ცრემლნარევი ხმით მიპასუხა ისე რომ არ მიყურებდა და გასაღები მომაწოდა. გავვარდი. მანქანა გიჟივით გავაღე. დავქოქოქე და რაც შეიძლებოდა დიდი სიჩქარით გავაქროლე. თვალები მებინდებოდა. ყველაფერს ბუინდოვნად ვხედავდი.თაბრუც მეხვეოდა, მაგრამ საკუთარ თავს გაჩერების ნებას ვერ მივცემდი.ათასი აზრი მივლებდა გონებაში, მაგრამ მათ ვერ ვემორჩილებოდი. რამდენიმე წუთში იაშვილთან ვიყავი. მანქანიდან გადმოვვარდი. ხალხის მზერას ვგრნობდი. მართლაც, საშინლად გამოვიყურებოდი. თითქოს სახეზე ტალახი შემსხმოდა. ამ უკანასკნელივით გადმომდიოდა მთელი მაკიაჟი სახიდან. რეგისტრაციაში მივედი. მის შესახებ ვიკითხე. -რეამინიაციაშია-ქალმა აკანკალებული ხმით მიპასუხა, რომელიც იჯდა და კომპიუტერში რაღაცას ავსებდა. -რააა?-დავიყვირე. -დიახ(ქალი) -ანუ...-ცრემლები კვლავ ღაპაღუპით მომდიოდა. -ვწუხვარ(ქალი) სირბილით წავედი რეამინიაციისკენ. გარეთ მისი უახლოესი მეგობარი იდგა. -მარია-მან მეტიც თქმა ვერ მოახერხა. -გიორგი..(მე) -მეც ხუთი წუთის წინ მოვედი. უგონოდაა-გიორგის თვალზე ცრემლი ადგა, მაგრამ მამაკაცურ იერს ინარჩუნებდა. ყოველ შემთხვევაში ცდილობდა, მაგრამ ეს არც ისე კარგად გამოდიოდა. -შევალ-მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე. გიორგიმ კარი გამიღო. სახეში არ მიყურებდა. არ უნდოდა ასეთი დამენახა. -რობერტ-ქვითინით შევვარდი რეამინიაციაში. ჩავიმუხლე მის გვერდით. გულზე თავი დავადე. ის ძლივს ცემდა.ამას თუ გულის ფეთქვა ერქვა. ის ხომ სულ სხვანაირი იყო, როცა ჩემს გვერდით იყო. ახლა მისი მეათასედადაც კი არ ფეთქდა. -რობერტ, მიყვარხარ..გესმის? მუდამ მეყვარები? გღხოვ მიპასუხე?(მე) 10 საათი ხდებოდა. ის კვლავ უგონოდ იყო. გიორგი შემოვიდა. -მარია, ისევ უგონოდაა?(ის) არ მიპასუხია და არც იყო საჭირო. ამას ჩემი ცრემლები უკეთ აგებინებდა. -გარეთ დავიცდი. ალბათ, მარტო გინდა..(ის) -მადლობ(მე) -ღმერთო, როგორ მიყვარხარ. ყველაფერი მიდოდა მთელი ცხოვრება. ყველაფერი ან არაფერი. შენ გამოჩნდი. შემიყვარდი და შენ გახდი ჩემი ყველაფერი. სრულყოფილი გამხადე..ახლა კი გინდა მარტო დამტოვო? მახსოვს, ამბობდი სამყარო არ არის სურვილების ამხდენიო... მახსოვს, რა მითხარი გუშინ მეშინია არ გაქრეს ეს ბედნიერებაო..ნუთუ, ამ ყველაფერს გრძნობდი,რობერტ? ნუთუ?...ყველაფერი ამ სამყაროში არ არსებობსო-მეუბნებოდი და ახლა,ალბათ,ამიტომ მართმევენ შენ თავს. გებღაუჭები, მაგრამ ...არააა, არ დამტოვო..გესმის, ჩემი? თუ დამტოვებ, თავს გადავიჩეხავ, დანას გულში ჩავირტყამ..ან რა მნიშვნელობა აქვს მეც შენ გამოგყვები..და თუ იმქვეყნად რამე არსებობს, მაშინ ჩვენ კვლავ სრულყოფილები ვიქნებით.აბა ნახევრად ცხოვრება რა არის?! და თუ არაფერია მაინც არაფერი მექნება....შუალედი არ არსებობს იქ, სადამ მე ვცხოვრობ.გესმის? ჩემთვის შუალედი არასდროს არსებობდა, არ არსებობს და არც იარსებებს,რობერტ...-ვბღაოდი. სიტყვებს ძლივს წარმოვთქვამდი ცრემლები მახრჩობდა. -მარია..-მისი ხმა მომესმა თუ მომეყურა. -შენი ხმაა-შუბლზე ხელი გადავუსვი. ხელით ჩემ ხელს ძლივს მიაგნო. მომაკვდავის ხმით დაიწყო: -ყველაფერი გავიგე, მარია. ეს არ გააკეთო. შემპირდი. რადგან მიყვარხარ.. -შეუალედი არ არსებობს!(მე) -შენ ძლიერი ხარ(ის) -არ ვარ..-ცრემლებით მის გულს კვლავ ვნამავდი. -მარია, მიყვარხარ და ამიტომ უნდა იცოცხლო(ის) -კარგი, გპირდები, მაგრამ იცოდე შენ ხარ პირველი და უკანასკნელი ვინც მიყვარდა. შენ გარდა არავინ არსებობს და არც იარსებებს. ამას გპირდები(მე) -მარია,მიყვარხარ(ის) 11:45 წუთი იყო. ის მიყურებდა მილეული თვალებით. სახე შეცვლოდა. -მეც, მუდამ მეყვარები-მისკენ მივიწიე და ვაკოცე. ეს იყო მომაკვდავის კოცნა, რომელშიც ის სიცოცხლის ენერგია აღარ იგრძნობოდა, რომელიც უწინ. ის ცივდებოდა. -თუ არსებობს იმქვეყნად რამე, იქ შევხვდებით და მე მოგიცდი..(ის) -მაშინ კვლავ სრულყოფილნი ვიქნებით..(მე) -რაღაცას უნდა დამპირდე?(ის) -გისმენ(მე) -უნდა დაწერო წიგნი შენზე,ჩვენზე..შენ ცხოვრებაზე-აკანკალებული ხმით მეუბნებოდა და თვალს ვერ მაშორებდა. -გპირდები-მის ტუჩებს უკანასკნელად ვაკოცე. ხელი ეყინებოდა. სახე ეცვლებოდა. ბოლოს თითქოს ინტუიციით მიხვდა აღსასრულო, ხელი მაგდად მომიჭირა და თვალებში შემომხედა: -აქ შუალედი არ არსებობს! სული გაუტევა. სრულიად შეწყვიტა მისმა გულმა ფეთქვა. მისი ხელი ყინულზე ცივი გახდა. ტუჩებს საერთოდ აღარ ეტყობოდათ მეწამული ფერი. თავი გულზე დავადე და უკანასკნელ ხმაზე მოვთქვამდი. პირველი შემოსულიყო. უკვე ახალი წელი იყო, როცა მან დამტოვა. ოცნება გაქრა. ჩვენ ეს წელი ერთად ბედნიერად ვერ გავატარეთ. ამაზე ზედმეტია საუბარი, ჩვენ ერთი წამითაც კი ვერ შევხვდით ბედნიერად მომავალ ახალ წელს. 2015 წელი შემოვიდა. დაწყევლილი წელი. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უარესი. მან ჩემს არსებობას სიკვდილით აღსავსე დაღი დაასვა. კარი გაიღო. ეს ექიმი იყო. ჩემს დანახვაზე მისთვის ყველაფერი ნათელი გახდა.თითქოს ჩემი ნუგეში უნდოდა, საუბარი დაიწყო: -სამი მანქანა ერთმანეთს დაეჯახა. ის ხიდიდან გადავარდა..-არ დავასრულებინე: -არ მაინტერესბეს დეტალები. გაიგეთ? ის აღარაა და ყველაფერი დასრულდა.ამ საზიზღარ სამყაროში არ არსებობს ეს ოხერი შუალედი!-რობერტს მთელი სხეულით მივეკარი. ის აღარ იყო ისეთი თბილი და მგრძნობიარე, როგორც უწინ. ექიმი გასულიყო. გიორგი შემოვიდა. -ღმერთო..(ის) ჩემს დანახვაზე ისიც აქვითინდა. ერთი საათი გავიდა. ოთხი ხდებოდა, როცა რამდენიმე ექიმი შემოვიდა: -უნდა გახვიდეთ. ჩემი ხელი მის გაყინულ ხელს ძლივს დააშორეს.თითქოს ისინი ერთმანეთს მიწებებოდნენ და გაცილებას არ ლამობდნენ,როგორც მე და რობერტის გულებში სიყვარულის დიდი უხილავი ბურთი. ჩვენ მივხვდით და გარეთ გამოვედით. ძირს დავჯექი. გიორგიც გვერდით მომიჯდა.ხმას ვერც ერთი ვერ ვიღებდით. ტელეფონი ჩავრთე და უამრავი გამოტოვებული ზარი დამხვდა. ყველა ნინისგან იყო. დავურეკე: -ის აღარაა..(მე) ნინის ტირილი ისმოდა. მეტი არაფერი. -აქ არ არსებობს შუალედი!-გავუთიშე და ავქვითინდი. დილას მკვდრის ფერი მედო. არც გიორგი იყო უკეთეს მდგომარეობაში. რობერტის მშობლებს მიცვალებული სახლში გადაყავდათ. მე კვლავ ძირს ვიჯექი და ვერ ვინძრეობდი. ნინის ზარმა გამომაფხიზლა: -ვწუხვარ..(ის) -სახლში გადაიყვანეს(მე) -კოშმარია(ის) -სახლში გავალ და მერე..(მე) -კარგი(ის) პანაშვიდებმა ჩაიარა...დაკრძალვის დღეს ცა მოღრუბულიყო. თითქოს, ყველაფერი შეცვლილიყო მისი წასვლით. მის ამოთხრილ მომავალ საცხოვრებელთან ვიდექი. მინდოდა მეც მასთან ერთად დვმარხულიყავი...აზრს მხოლოდ და მხოლოდ მისი პირობა მაცვლევინებდა:ცხოვრების გაგრძელება და წიგნი,რომელის დაწერა ჩემთვის დიდ ტკივილთან ასოცირდებოდა,მაგრამ მე მაინც ვცდიდი.მხოლოდ მის გამო. მას უკანასკნელად გამოვემშვიდობე. მუხლებზე ვიდექი და ვქვითინებდი. -დროა-ეს სიტყვა ყურში ჩამესმა და მივხვდი, რაც უნდა მომხდარიყო. კუბო ჩაუსვეს. ერთი პეშვი მიწა მეც გავატანე. ის აღარ ჩანდა. საბოლოოდ ჩაყლაპა მიწამ, ან იქნებ არც ჩაყლაპა... საფლავის ქვა დაადგეს. ყველა წავიდა. მხოლოდ მე დავრჩი. მუხლებზე მდგარი დიდ ხანს მივშტერებოდი საფლავის წარწერას: „აქ შუალედი არ არსებობს!“ პ.ს ადრე თავაბდ ვდებდი,მარგამ ძალიან "ნაბძი" გამოხმაურება ჰქონდა... ახლა სრულად გთავაზობთ.. მიყვარხართ ყველანი ძალიან და ველი თქვენ შეფასებებსა თუ აზრებს არ დაიზაროთ... იცოდეთ,რომ თქვენ,მკითხველები,ხართ ავტორების სტიმელები და სწორედ თქვენ ქმნით საიტს.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.