შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხსნელი 5


8-07-2015, 00:09
ავტორი dona gedi
ნანახია 3 617

ხვალ რამდენიმე დღით გავდივარ ქალაქიდან და ვეღარ ავტვირთავ ალბათ 3 დღე. ამიტომ სამმაგად დიდ თავს გიტოვებთ რომ გამოიზოგოთ:დ ^^ დამიტოვეთ თქვენი აზრები, ცუდი იქნება თუ კარგი ^^ ვიმედოვნებ რომ იმედს არ გაგიცრუებთ)) ***



დაახლოები 2საათის ჩაძინებული ვიყავი ჭექა-ქუხილის ხმაზე რომ გამომეღვიძა და შეშინებული წამოვხტი. ფეხის ყრუ ტკივილი ვიგრძენი, თავიდან ვერ მივხვდი სად ვიყავი. თვალები მოვიფშვნიტე და ხმაური რომ შემომესმა ინსტიქტურად იქით გავიხედე.
_ანდრია? შენ ხარ? რატომ ადექი?-დავინახე როგორ წაბარბაცდა და კარადას მიეყრდნო. ჯერ შემეშინდა, ძილბურანიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვრკვეულიყავი და არ ვიყავი დარწმუნებული რომ იქ ნამდვილად ანდრია იდგა.
_ანდრია?-გავიმეორე უკვე ჩურჩულით და ტელეფონი მივანათე რომ მისი სახე დამენახა.
_ანა..-ხმა ჩაუწყდა და დავინახე როგორ დაეცა მოწყვეტით იატაკზე. გული ამომივარდა. ისე წამოვხტი და მივვარდი ჩემი გაკერილი ფეხი სულ აღარ მახსოვდა და მოულოდნელი ტკივილისგან უნებურად ამოვიკვნესე.
_კარგად ვარ.-ამოილუღლუღა და წამოჯდომა სცადა. ტანზე ხელი მოვხვიე, დავეხმარე რომ წამომჯდარიყო და კარადას მივაყუდე ზურგით. წამოვდექი და შუქი ავანთე. მერე სამედიცინო ყუთს დავწვდი და ანდრიას მივუბრუნდი. მისი ოფლით დაცვარული სახე ნერვიულობისაგან გაყინულ ხელებში მოვიქციე და მუდარის თვალებით მივმართე:
_რა დაგემართა? ღმერთო სიცხისგან იწვი. რატომ არ გამაღვიძე, ხომ გაგაფრთხილე.-თან დამთბარი ხმით ვეჩხუბებოდი და თან წამლები და თერმომეტრი მივაწოდე.
_ნუ გეშინია, გონება არ დამიკარგავს, უბრალოდ თავბრუ დამეხვა და თავი ვეღარ შევიმაგრე.-მე თან წყალი მივაწოდე და რომ დალია მის გვერდით დავჯექი იატაკზე და კვლავ ხელი მოვხვიე წელზე.
_მიდი დამეხმარე, ხომ შეძლებ ადგომას?-ვეჩურჩულებოდი მე. ნერვიულობისგან ყელი გამომშრობოდა და ხმას ძალას ვეღარ ვატანდი. დივანზე დავაწვინე და ნაჭერი დავასველე რომ შუბლზე დამედო. თერმომეტრი რომ ამოვიღე თვალები ვჭყიტე, ორმოც გრადუსს მიაღწია 3წუთში.
_ანდრია, ანდრია შემომხედე.-ვეხვეწებოდი მე._ძმარი გვააქვს სადმე?-თან სველ ხელებს ვუსვამდი სახესა და კისერზე.
_ანასტასია ნუ.. დარ..დობ გამივლის.-ამოიბურტყუნა და თვალები მილულა. ის უკვე კრუნჩხვის პირას იყო მისული. ყელში მახრჩობელა გორგალი გამეჩხირა თვალები რომ დახუჭა. ძმარი რომ ვერ ვიპოვე სამედიცინო ყუთს ვეცი ისევ. სხეული უკანკალებდა. ნემსს გადავაწყდი წამალი ვიპოვე და გავამზადე. ისე გავუკეთე ვერაფერი ვერ გაიგო. ოფლისგან დანამული მაისური გავხადე და ტანის სველი ტილოთი გავუწმინდე. მერე ახალი მაიკა ჩავაცვი და პლედი მივაფარე. სხეული ნელ ნელა წყვეტდა კანკალს, მე კი მის სახეს კვლავ სველ ხელს ვუსვამდი. წვერები მჩხვლეტდნენ ხელებზე და როცა ვიგრძენი, რომ ლოყა ღიმილისგან ჩაეჩვრიტა ჩემი ხელის ქვეშ, ოდნავ შევკრთი.
_ანდრია გესმის ჩემი?-ვჩურჩულებდი და თან ხელს არ ვუშვებდი._კარგად იქნები, ნუ გეშინია, ხომ გესმის ჩემი?-ვიმეორებდი დაუსრულებლად და ამით საკუთარ თავს უფრო ვიმშვიდებდი. ის კი ჩემ სახელს ბურდღუნებდა. სხეულმა შეწყვიტა ყველანაირი კრუნჩხვა და კანკალი, მაგრამ მაინც მეშინოდა, რომ კვლავ გამეზომა მისთვის სიცხე. არ მინდოდა ისევ დამენახა ამხელა ტემპერეტურა. ბოლოს მაინც მივეცი თერმომეტრი. საბედნიეროდ 5ხაზით დაიკლო. იმდენი დამწევი წამალი მივეცი და თან ნემსიც, რომ წესით უნდა ჰქონოდა სწრაფი რეაგირება. მე ბუხარში დარჩენილ ნაკვერჩხალს მივუბრუნდი, შეშა შევუკეთე და მერე ისევ ანდრიასთან მივედი. თვალები გაეხილა და ცდილობდა რაღაც ეთქვა, მაგრამ არ ვაცადე. მივხვდი რაც ენდომებოდა ახლა ყველაზე მეტად. წყალი მივაწოდე და მთელი ჭიქა გამოცალა. ისევ თერმომეტრი გავუწოდე და გვერდით ჩამოვუჯექი. აწყლიანებული თვალებით შემომცქეროდა.
_ანა დაწექი შენც თორე შეგცივდება. მითხრა რამდენიმე წუთის შემდეგ. სანამ სიცხე 38 გრადუსამდე არ დაუვარდა, მანამდე ვუსვამდი მის სახეს გრილ ხელებს.ის კი სიამოვნებისგან თვალებს ნაბავდა. ბოლოს მეც ამივარდა კანკალი, ალბათ საკუთარ თავს მოდუნების საშუალება რომ მივეცი. მაშინ ვიგრძენი ფეხის ტკივილი და კანკალიც უფრო ნერვიულობისგან მქონდა და არა სიცივისგან. ჩემი ხელების კანკალი რომ იგრძნო თვალები ფართოდ გაახილა.
_სულ გაიყინე ხომ ხედავ, თან ამ ცივ წყალში რომ ისველებდი ხელებს, ახლავე დაწექი და პლედი დაიფარე.-თან გვერდით ჩაიჩოჩა. მეც დავემორჩილე, თუმცა ვერ დავწექი. მხოლოდ ფეხებზე გადავიფარე პლდი და წამოვჯექი. ჩემი გაყინული ფეხი რომ მოხვდა თავის ფეხზე, შეკრთა და შენიშვნების ახალი ნიაღვარი გადმოუშვა. მერე გული რომ იჯერა თავი კალთაში ჩამიდო და ჩემი კანკალი რომ ჩაეხშო, წელზე სიცხისგან გახურებული ხელები შემომხვია. მე კი უნებურად გამექცა ხელები მისი თმისკენ. შუბლისკენ წყლით დანესტილი ჰქონდა თმა და მეც გაუჩერებლად ვეფერებოდი თავზე, თითქოს პატარა ბავშვის დაძინებას ვცდილობდი.
_ძალიან შემაშინე.-ავბუტბუტდი, როცა დაძაბულობა მომეხსნა და აღარც მაკანკალებდა. ის ღრმად სუნთქავდა და მეგონა ჩაეძინა. წარბებზე თითს ვუსვამდი და თან მომხდარი კადრებად მილაგდებოდა თავში. ფიქრებში წასულს ხელი რომ გამიშეშდა თვალები გაახილა. არ სძინებია.
_მეგონა გეძინა. მიდი კიდევ გაიზომე სიცხე.-ვუთხარი და თერმომეტრი მივაწოდე.
_აღარ მინდა რაა, მერამდენედ მაზომინებ.
_შენ არ გინდა მე მინდა. გინდა რომ გული გამისკდეს?
_კარგი ხო. ეს ექმიები რაა.-ჩაიბუტბუტა და თან ჩაეცინა.
_გეტყობა უკეთესად ხარ, მოხვედი არაა ლაპარაკის ხასიათზე! დროით რომ გაგეღვიძებინე ეს არ დაგემართებოდა. და არც გულს გამიხეთქავდი.
_არა ძალიან ცუდად ვარ და არ იცი რომ პაციენტს არ უნდა ეჩხუბო? ავადმყოფებს მოფრთხილება ჭირდებათ.-გამომაჯავრა და თვითონაც წამოჯდა. ხმა რომ არ გავეცი ეტყობა იფიქრა მეწყინა და ისევ ალაპარაკდა.
_ანა, ხომ იცი რომ არ მინდოდა შენი განერვიულება, მეგონა წამალს დავლევდი და გამივლიდა, იმიტომ არ გაგაღვიძე. მაგრამ უცებ თავი ვეღარ შევიმაგრე და.. მაპ..-აღარ ვაცადე გაეგრძელებინა, რადგან მე უფრო დამნაშავედ ვიგრძენი თავი რომ ვსაყვედურობდი. პატიებას მთხოვდა იმის გამო, რომ ცუდად გახდა. მკერდზე მივეხუტე და ვცდილობდი ჩემი აწყლიანებული თავლები არ დაენახა.
_შენი ბრალი არაა, იმიტომ გავბრაზდი რომ..-სიტყვა გამიწყდა.-მე ჩემ თავზე გავბრაზდი. უნდა მეფიქრა რომ სიცხე აგიწევდა რადგან გაციებდა, იმის მაგივრად რომ ყურადღება მომექცია, დავიძინე. ექიმს ეს არ ეპატიება. თმაზე მისი თბილი ხელის შეხება ვიგრძენი.
_ესეიგი უფრო მეტად მქონია ბოდიშის მოხდის მიზეზი, ახლა თავსაც იდანაშაულებ. კარგი რაა. შენ ხომ გადამარჩინე.-ხელი ავიქნიე და ამოვიფრუტუნე, იმის ნიშნად რომ ეს ისეთი არაფერი იყო და არ უნდა გაებუქებინა.
_მიდი თერმომეტრი მაჩვენე. -ამოიღო მაგრამ ჯერ თვითონ ნახა და კმაყოფილება გამოეხატა._37.5 ხაზი მაქვს. ეს უკვე დაბალია. -მაინც გამოვართვი და გადავამოწმე. არ მატყუებდა და ფართო ღიმილი გადამეკრა მეც.
_მოდი ჩემთან.-ხელი მომხვია და ისევ გულზე მიმიკრა.-არ მქონდა არც ძალა და არც სურვილი რომ შევწინააღმდეგებოდი. ამას ხვედბოდა და ამიტომაც თავს თამად გრძნობდა. ვცდილობდი თავი მომემძინარებინა. მისი გული რიტმულად ცემდა და როცა ხელი ჩემი სახის გვერდით, მის გულთან დავდე, ვითომ შემთხვევით, მისი პულსი არანორმალურად აჩქარდა. „როგორც ჩანს მხოლოდ ჩემ გულზე არ მოქმედებს მისი შეხება მომაკვდინებლად“ ჩემ თავს გონებაში ვუთხარი და კმაყოფილებისგან ტუჩებზე ღიმილი შემეპარა.
***
თვალები რომ გავახილე, ისევ მის გულზე მედო თავი, მას კი ისე მჭიდროდ შემოევლო ჩემს ტანზე ხელები, თითქოს ვინმე ართმევდა ჩემ თავს. გულზე ვაკოცე და მერე ვცადე მის ხელებს დავსხლტომოდი ისე რომ არ გამეღვიძებინა, მაგრამ მაინც ვერ მოვახერხე. ჩემ მოძრაობაზე თვალები ჭყიტა და სანამ გონზე მოვიდოდა უფრო მაგრად დამიჭირა.
_სად მიიპარებოდი?
_არ მინდოდა გამეღვიძებინე, მაპატიე. -თან შუბლზე შევახე._სიცხე აღარ გაქვს როგორც ჩანს. მაინც გაიზომე. არ გამიშვებ?
_არა არსად არ გაგიშვებ. -ჩაეღიმა. მაგრამ მე არ დავუთმე.
_თავს მოვიწესრიგებ და მალე დავბრუნდები.
_კარგი მხოლოდ რამდენიმე წუთი გაქვს. -აბაზანაში გავედი, რაც შემეძლო მალე მოვწესრიგდი და ჩემ დაწითლებულ და დასიებულ მუხლს დავხედე. გუშინდელზე მეტად მტკიოდა, წამლის მოქმედებამაც გამიარა და ფეხმაც ახალი ძალებით შემომიტია. ოთახში დავბრუნდი. მას უკვე ბუხარი დაენთო და წყალს აცხელებდა.
_ფეხი როგორ გაქვს?
_არაუშავს ნელ-ნელა გაივლის.
_მიდი დაწექი ისევ სანამ ოთახში დათბება, დილიაა ჯერ და ცივა. მეც გავალ აბაზანაში, მანამდე წყალი გაცხელდება და ყავა დავლიოთ გამოვფხიზლდებით.
_მეგონა ყავა აღარ გვქონდა. მიდი და მალე დაბრუნდი.
_გვქონია, მივაგენი. მაგიდაზე დავდე.
სანამ დაბრუნდებოდა კრუასანები ამოვიღე, ყავაც გავამზადე და პლედის ქვეშ შევძვერი. ტელეფონი ავიღე და ინტერნეტში შევედი. თორნიკეს მესიჯები დამხვდა. გვიან ღამით გამოუგზავნია. „ცოტა ვნერვიულობთ და მომწერე როგორ ხარ, ვფიქრობ ხომ არ ჯობია წამოვიდე?“ კიდევ ერთი მესიჯი უკვე დილით გამოგზავნილი: „ანა, თუ ერთ საათში მესიჯს არ მომწერ წამოვალ!“ კიდევ კარგი დრო დარჩენილი მქონდა. სასწრაფოდ დავწერე დამამშვიდებელი მესიჯი და ვუთხარი რომ მალე დავბრუნდებოდით. მერე ტელეფონი დავდე, პლედი ტანზე მოვიხვიე და აივანზე გავედი. ცა ისე მოწმენდილიყო, თითქოს გუშინ სულ არ იყო ცუდი ამინდი, მიწა მაინც ინახავდა წინა ღამის დატოვებულ ცვარს და დილის სუსხმაც შეატანა ჩემი პლედის შიგნით. უკან მოვბრუნდი და ის იყო უნდა დამეკივლა, რომ მან კიდევ ერთხელ მომადო ტუჩებზე თითი და მეც კივილის ნაცვლად სუნთქვას ამოვაყოლე დაგუბებული ჰაერი.
_შემაშინე, ვერ გავიგე როდის მომეპარე.
_ეს მგონი უკვე მესამედ მოხდა.-გვერდულად ჩაიღიმა და როგორც ყოველთვის ისევ დამაბნია, ლოყები შემეფაკლა. მან კი შეამჩნია ეს და უფრო ფართოდ გაიღიმა, ისე რომ კბილები გამოეჩინა. ნერვები მომეშალა.
_ნუ დამცინი.- გვერდი ავუარე, ოთახში შევედი და დივანზე მოვიკალათე. ის უკან მომყვა. ყავა მომაწოდა და ჩემ გვერდით დაჯდა. მერე ისევ წამოდგა და წამალი გამომიწოდა.
_მიდი დალიე.
_შენ თვითონ თუ დალიე წამალი? ან სიცხე გაიზომე?
_სიცხე აღარ მაქვს, შენ კი ძილში ლაპარაკობდი.-მითხრა მან. მე კი წამოვწითლდი.
_ეს რა შუაშია შენ სიცხესთან? ან... რას ვლაპარაკობდი?
_ჩემ სიცხესთან არაფერშუაშია, შენ ფეხთან მაქვს საქმე. ძილში ფეხზე ბუტბუტებდი, გტკიოდა და არ გასვენებდა.-ჩემ აწითლებულ ლოყებს რომ შეხედა უფრო გახალისდა._ როგორც კი თმაზე მოგეფერებოდი ჩუმდებოდი. ძილში რასაც მინდა იმას გალაპარაკებ თუ დამჯერი გოგო არ იქნები!-კამყოფილი, გაბადრული სახით მომჩერებოდა, მერე უცბად დასერიოზულდა._ახლა კი გამომართვი ეს გამაყუჩებელი და დალიე.
_თუ ფიქრობ რომ ამის შანსი კიდე მოგეცემა, ძალიან ცდები. სიცხე რომ არ გქონოდა..-აღარ დავამთავრე, რადგან უფრო მნიშვნელოვანმა შემაწუხა._ შენ რაა მართლა მათქმევინე რამე?
_და შენ რაა მართლა პასუხობ ძილში კითხვებს?-მკითხა გაოცებულმა და თვალებში ჩამაშტერდა. მეც მაშინვე დავფქვი.
_კი. ეს ყველაზე ცუდი თვისებაა რომელიც ბავშვობიდან დამყვა და დედა ამას ხშირად იყენებდა ჩემს წინააღმდეგ.
_მახსოვს მაშინაც ლაპარაკობდი შენთან რომ შემოვიპარე ღამით, რბოლის წინ. რომ მცოდნოდა..-თავი გააქნია სინანულით._კარგი, მეც გეტყვი სიმართლეს. ეს მეც მახასიათებდა, თუმცა ბავშოვობაში. მერე ნელ-ნელა ვისწავლე ამის კონტროლი. თუმცა სიმთვრალეში ეს რთულია.
_და როგორ ისწავე ეს? -ცნობისმოყვარებით მივაშტერდი. ის კი მონუსხულივით მიყურებდა რამდენიმე წამის განმავლობაში და მერე უცბად აბუტბუტდა:
_უნდა შეინარჩუნო ფხიზელი გონება, ძილშიც კი.
_ეს რთულად ჟღერს. ვეღრ გავითიშები...
_არა, უბრალოდ სულ უნდა გახსოვდეს, უნდა ჩაიბეჭდო რომ..-ჯობია არ გასწავლო, გული მიგრძნობს შენი ეს სისუსტე ჩემთვისაა განკუთვნილი.-ის უკვე თავის თავს ესაუბრებოდა, ვეღარ მამჩნევდა, ეს სიტყვები ფიქრებში გადაუვიდა და გაშტერებული უყურებდა ერთ ადგილს რამდენიმე წამი. მეც აღარ შევეჭერი ფიქრებში და მის ნაკვთებს ვაკვირდებოდი. მერე აზრზე მოვიდა და თავის თავზე ჩაეღიმა. მეც გადამედო.
_მაპატიე, გავერთე საკუთარ თავთან. კარგი წარმოსახვის უნარი მაქვს.-ჩამეღიმა.
_მაინც რა წარმოიდგინე?
_ამას სხვა დროს გეტყვი, თუ მოხდება ის რაც წარმოვიდგინე.
_ჩემ ცნობისმოყვარეობას ნუ ეთამაშები. საშიშია._ვუთხარი სიცილით და კრუასანების თეფში მივაწოდე. _თორნიკემ მომწერა, მალე დავბრუნდეთ თორემ ინერვიულებენ.
_კარგი, გავემზადოთ და როცა მეტყვი წავიდეთ.
2-3 საათში ყველაფერი მოვამთავრეთ ლაპარაკიან გამზადებიანათ და მანქანისკენ წავევდით. ანდრია დროდადრო გადმომხედავდა და ისევ გზას უბრუნდებოდა. ძალიან რომ მოუხშირა გადმოხედვას სიჩუმე დავარღვიე.
_რა იყო? რამის თქმა გინდა თუ?..
_ანასტასია რა დაგემართა ვერ გამიგია? ისეთი სახე გქვს თითქოს კაცი მოკალი და ახლა ძალიან ნანობ.-ცდილობდა ბოლო წინადადება ღიმილით ეთქვა. მე კი უნებურად ავხითხითდი.
_უბრალოდ ფიქრებში წავედი და.. არ მინდოდა უკან დაბრუნება და უნებურად მოვიღუშე..
_მე კიდე მეგონა რამეზე გაგაბრაზე და ვერ ვხვდებოდი.. აქ მაშინ წამოგიყვან როცა მეტყვი, მაგრამ ჯერ ფეხი უნდა მოგირჩეს.
_თუ რამეზე გამაბრაზებ პირდაპირ გეტყვი, და თუ არ გეტყვი, მაშინ უნდა მკითხო. ასე ჯობია, ვერ ვიტან გაურკვევლ მდგომარეობას. რაც შეეხება ფეხს, ვეცდები მალე მოვირჩინო, მაგრამ ვფიქრობ მას მთელი ზაფხული დასჭირდება.
_კარგი, მაგრამ როცა გკითხავ უნდა მიპასუხო.
_კარგი, გიპასუხებ.
ცოტახნის სიჩუმის შემდეგ ისევ გადმომხედა, ყოყმანობდა, მაგრამ მზერით ვანიშნე რომ შეეძლო ეთქვა.
_გაუგებრობები არც მე მიყვარს, არის კიდევ ერთი ხერხი ამის თავიდან ასაცილებლად. როცა ადამიანი ითხოვს მეორე ადამიანისგან, რომ ახსნის საშუალება მისცეს.. მოკლეთ ჩემზე და შენზე ავიღოთ.
_კარგი.
_თუ მე გთხოვ, რომ დამაცადო სიტუაციის ახსნა, რომელმაც შენ გაგაბრაზა ან გული გატკინა, შენ უნდა მომცე ამის უფლება, რა ტკივილიც არ უნდა მომეყენებინა შენთვის. ისევე უნდა მოგცე ახსნის საშუალება მეც... დაულაგებლად ჟღერს მაგრამ ალბათ გესმის ჩემი.-თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე._ხშირად ახსნა სულ სხვანაირად წარმოაჩენს მოცემულ სიტუაციას ადამიანის თვალში.
_მართალია, მაგრამ მაინც გააჩნია ტკივილის სიძლიერეს.. ხშირად ყველაფერს მოეძენბნება ახსნა, და მიტევების მიზეზიც. პირველი თუ რატომ უნდა ვპატიებდოთ, ისაა, რომ ჩვენ ყოველ წუთს გვპატიობს ღმერთი... მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც შეგიძლია მისცე ახნის საშუალება, აპატიო კიდეც, მაგრამ ნდობა დაკარგო, რაც შესაბამისად თვითონ იმ ადამიანის დაკარგვასაც ნიშნავს. თუ ისეთ შეცდომას დაუშვებ, რომ ნდობა დავკარგო, ეს ყველაფრის დაკარგვას ნიშნავს.. აქ აღარც ახსნა და საერთოდ არაფერი აღარ ჭრის...
_მე სრულიად გეთანხმები ამ ყველაფერში.. ადამიანის ნდობის მოპოვება ორჯერ არ შეიძლება.. მომწონს ასე რომ ფიქრობ.
პასუხად გავუღიმე. მე კი ის მომწონდოდა რომ ჩვენი აზრები ემთხვეოდა და თანხმდებოდა... გზაში ცოტახანს ჩამეძინა, მუსიკამ მომადუნა. სახლამდე ცოტა გზა რომ დაგვრჩა ჩვენი წყნარი მუსიკა ანდრიამ ენერგიულად აქცია, უნდოდა რომ გამოვფხიზლებულიყავი.
_აღარ დაიძინო რაა. ცოტაღა დაგვრჩა.
_მერე რა? -ვკითხე ვითომ არ ვიცოდი რატომ მეუბნებოდა ამას.
_შენთან ყოფნა მინდა..-ისეთი თვალებით შემომხედა, ვინანე რომ ეს კითხვა დავუსვი. ბოლოს როგორც იქნა ხმა ამოვიღე.
_კარგი. აქ ვარ, შენთან.-გავუღიმე და მანაც კმაყოფილად გადმომხედა. მერე ხელი ჩამკიდა და ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად ერთი ხელით მართავდა მანქანას, მეორე ხელი კი სანამ სახლში არ მივედით არ გამიშვა.

მთაში რამდენიმე დღე მოსაწყენი იყო, რადგან ელი ფეხს არ მადგმევინებდა, გაგირთულდებაო და თავზე დამკანკალებდა. თორნიკეც რათქმაუნდა მხარს უბავდა და თუ აუცილებელი იყო სადმე გასვლა, ხელში აყვანილი დამარბენინებდა და თან ცდილობდა გავებრაზებინე, რაც საკმაოდ კარგად გამოსდიოდა. ანდრია კიდევ რამდენჯერმე ვნახე იქ. მთიდანაც ერთად დავბრუნდით ყველა. სწავლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე წავედით მე და ელი სახლში, იქ ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ ვიცოდი რომ მალე მომიწევდა მარტო დარჩენა. თორნიკეს მოთმინება იწურებოდა, ეს მალე ელისაც გადაედო. ვეღარ ძლებდნენ ცალ-ცალკე. ერთ მშვენიერ დღეს კი თორნიკემ დამირეკა:
_ანასტასია როგორ ხარ? ახლა თუ ელი შენთანაა არ უთხრა რომ მე ვარ.
_კარგი, მაგრამ მარტო ვარ. რა ხდება?-ვიკითხე გაოცებულმა.
_შეგიძლია საღამოს შემხვდე? ისე რომ ელიმ ვერ გაიგოს. მინდა რაღაც მოვუმზადო და შენი დახმარება მჭირდება. იცოდე არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიგოს.-ეს დღეც დადგა. ვიფიქრე გონებაში და რომ მივეხვედრებინე ესღა ვკითხე.
_საქმე სერიოზულადაა არა ჩემო თოკო?-სიცილს ვერ ვიკავებდი, თუ... ეს რაღაც აღფრთოვანებას უფრო გავდა, უცნაური გრძნობა იყო.
_კი ანა, ზედმეტად სერიოზულად.-ახითხითდა.
_კარგი საღამოს 7ზე რას იტყვი?
_კარგი, გნახავ.
სიხარულისგან წამოვხტი და დავბზრიალდი. ამ დროს კი ელიმ შემომისწრო.
_ჩემო გოგო რა გიხარია ასე?
_უბრალოდ კარგ ხასიათზე ვარ.
_ანდრიას ელაპარაკებოდი? ხმა შემომესმა.
_კი.-მოვიტყუე სახეგაბრწყინებულმა._საღამოს უნდა შევხვდე და მარტო გტოვებ.-დავამატე მე. ეს იდეა თვითონ მომაწოდა, ასე რომ მეც კარგად გამოვიყენე.
_აუ თორნიკესაც საქმე აქვს საღამოს.-ტუჩები მტირალი ბავშვივით მობრიცა._ კარგით, როგორმე გავძლებ უთქვენოთ. გოგოებს გავუვლი, დიდიხანია მინდა მათი ნახვაც.
_შენგან განსხვავებით მე ხშირად ვნახულობ ჩვენ კურსელებს, ასე რომ შეგიძლია დღეს შენ აინაზღაურო.
_ხო ნინი ორი დღეა მეხვეწება სანამ სწავლას დავიწყებთ ჩემთან წამოდითო.
ძლივს დავაღწიე ჩვენ დიალოგს თავი, გარეთ გავედი და ანდრიას დავურეკე.
_ანდრია როგორ ხარ?
_კარგად შენ როგორ ხარ? როგორ მოხდა რომ შენ მირეკავ?
_საქმე მაქვს. რაღაც უნდა გთხოვო.
_კარგი, გისმენ.
_ელის მოვატყუე რომ საღამოს უნდა შეგხვდე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიგოს რომ მოვატყუე და არ მინდოდა შემთხვევით დაგერეკა ან შეხვედროდი სადმე.
_მოიცადე, მოიცადე. შენ რაა ელის ატყუებ? ან ვის უნდა შეხვდე სინამდვილეში?
_დამაცადე გითხრა ბოლომდე. თორნიკეს უნდა შევხვდე. მოკლეთ რაღაცაში უნდა დავეხმარო და ელიმ არ უნდა გაიგოს. ახლა გაიგე?-ცოტახნის სიჩუმის შემდეგ ტელეფონში ხითხითის ხმა გაისმა.
_გადაწყვიტაა როგორც იქნა?_სიცილს არ წყვეტდა ანდრია._მაგარია. მალე ქორ..
_მოვლენებს წინ ნუ უსწრებ.-გავაწყვეტინე მე._ჯერ არ ვიცი ზუსტად არაფერი. არც შენ იცი!
_კარგი ხო. მე როდის მნახავ? ხვალ რამეს აპირებ?
_ყოველდღე რომ შეგხვდე ელი სახლიდან გამომაგდებს.-გამოვაჯავრე მე._დღესაც წუწუნებდა მარტო რომ ვტოვებ.
_მალე შენ იწუწუნებ მაგაზე.-არც მან დამაკლო. გულში თითქოს რაღაც ნაწილი ამეწვა. როგორ უნდა მეცხოვრა ელის გარეშე?_ხვალ მაღაზიაში წადი.
_გინდა რომ ყოველდღე ვატყუოო ის ბავშვი?
_ანა,-ხმა დაურბილდა, იცოდა როგორ უნდა ემოქმედა ჩემზე._კარგი როცა შენ მეტყვი მეშინ გნახავ.
_კარგი, გეტყვი ხვალ თუ მოვახერხებ. თუ არა- ამასაც გეტყვი.
_კარგი დაგელოდები.
ანდრიას დავემშვიდობე და ელისთან დავბრუნდი. ის ჩემზე ადრე წავიდა ნინისთან, მე კი თორნიკემ გამომიარა და კაფეში წავედით.
_ანა-დაიწყო და ჩაეცინა._არ მინდა რომ ვიჩქარო, მინდა ისეთი დრო შევარჩიო, როცა ყველაზე მეტად გაუხარდება. ვფიქრობ ერთი თვეც მოვითმინო და მის დაბადების დღეს დავამთხვიო. თან იმას ვფიქრობ რომ შეიძლება ეს დღე მას არ მოეწონოს.. მკლეთ არ ვიცი.
_დაწყნარდი თოკო ყველაფერი მე ვიცი.-თვალი ჩავუკარი და კმაყოფილმა გავუღიმე._ხომ იცი დიდად არ გიჟდება თავის დაბადების დღეზე. ამიტომ ეგ იდეა კარგია. მაგრამ უნდა წაიყვანო სადმე. განსაკუთრებულ ადგილას, არანაირი დამსწრეები. ეგ შენ უკეთ იცი. ის ადგილიც უკეთ იცი, რომელიც ყველაზე მეტად გაუხარდება.
_კარგი, ეგ ორივემ კარგად ვიცით. ახლა მეორე პრობლემა. ბეჭედი.-საწყალი თვალებით ამომხედა.
_ნუ ღელავ ერთად წავალთ ასარჩევად, ზუსტად ვიცი როგორიც უნდა. და შენ დაგავიწყდა მესამე პრობლემა.
_რა?-მკითხა გაკვირვებულმა.
_მოდი ჯერ ერთ კითხვაზე მიპასუხე.
_გისმენ?
_ყველაზე მეტად წლის რომელ დროს გინდოდა ქორწილი, ან ჯვრისწერა?-ჩაფიქრდა. მერე სწრაფად დაიწყო სიტყვების გადმოფრქვევა.
_ჯერ ხომ მხოლოდ ხელი უნდა ვთხოვო? მაგრამ შენ მართალი ხარ. თარიღის შეთანხმებაც მალე მოგვიწევს. მე ვფიქრობ მას ზამთარში გაუხარდება.
_მე შენ გეკითხები. შენ როდის გინდა?
_მე ზამთარი მელამაზება, თან თუ ერთი თვით წავალთ. ზაფხულს ზამთარი მირჩევნია, მაგრამ გაზაფხულიც კარგი იქნებოდა. საერთოდ კარგავს მნიშვნელობას დრო,-ამოთქვა ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ._ როცა ვფიქრობ რომ ერთად ვიქნებით, სულ არ მადარდებს დრო.
_თქვენ ერთმანეთზე უარესები ხართ,_ვუთხარი სიცილით._მე არ გეტყვი რას ფიქრობს ის ამ საკითხზე, უბრალოდ ერთ რამეს გეტყვი. როცა ამაზე დაიწყებთ საუბარს, ზუსტად უთხარი ეს ყველაფერი რაც ახლა ჩემთან თქვი, გაიგეე?
_ანასტასია შენ რომ არ მყავდე არ ვიცი რა მეშველებოდა.
_მე კი შენ..
_მაინც რა მოატყუე, იცის ახლა სად ხარ?
_არა. შენ რომ გელაპარაკებოდი თითქმის შემომისწრო და ეგონა ანდრიას ველაპარაკებოდი. ხოდა ახლა მე ანდრიას ვხვდები.-გავუკრიჭე მე._ანდრიაც გავაფრთხილე, ასე რომ ვერ გამოგვიჭერს. ბეჭედზე როდის წავიდეთ?
_შაბათ-კვირა მჭირდება, სამსახურის დღეებს ვერ დავამთხვევ , მოკლედ შევთანხმდეთ ცოტა მოგვიანებით.
_კარგი. ახლა მეც უნდა გთხოვო.
_მიდი რაც გინდა მთხოვე.
_ხვალ შენთან წაიყვანე რაა ელი, ან სადმე არ ვიცი.-გამეცინა ჩემ თხოვნაზე._ ანდრიას უნდა შევხვდე, ახლა უკვე ნამდვილად. დღეს მარტო დავტოვე შენი ძვირფასი საცოლე და ხვალაც რომ გავიმეორო იმდენს იბუზღუნებს მაინც გადამაფიქრებინებს.
_კარგი ეგ ნამდვილად არაა რთული თხოვნა. ხოარ გაბრაზებს ანდრია?-თოკომ ძმის ტონი მიიღო.
_ჯერ-ჯერობით არა. -ვუთხარი სიცილით._ურჩევნია ეს არც სცადოს.
ისიც ამყვა სიცილში. თორნიკე ნამდვილად ენდობოდა ანდრიას, რადგან ჩემ არცერთ თაყვანისმცემელთან ესე არ მოქცეულა. ყოველთვის ცდილობდა ყველასგან დავეცავი, როგორც ჩვეულებრივ ახასიათებთ ძმებს, ყოველთვის მარიგებდა და ასე შემდეგ, მაგრამ ანდრიას შემთხვევაში ყველაფერი შეიცვალა. ახლა მე კი არა იმას ელაპარაკებოდა და არიგებდა, ჩემ თავს ანდობდა... ეს ცვლილება კი მე ძალიანაც მომწონდა.
მეორე დღეს ანდრია ბევრი ხვეწნის შედეგად დავითანხმე რომ მოტოციკლის ტარება ესწავლებინა. მაგრამ მისი მართვა არც ისეთი ადვილი აღმოჩნდა, დავქოქე და ისეთი სისწრაფით გავვარდი ტრასაზე, მაშინვე გამოვემშვიდობე გონებაში სიცოცხლეს. როგორღაც მოვახერხე დამუხრუჭება და დაბლა დავენარცხე მოტოიანათ. ანდრია მიყვიროდა გამეჩერებინა და უკან მომდევდა. სანამ ის მოვიდოდა ჩემთან ვცდილობდი ავმდგარიყავი, მაგრამ ფეხი მომეკვეთა და მის მკლავებში ჩავსვენე. გონს რომ მოვედი მინდორზე ვიწექი, მისი სახე კი სულ რამდენიმე სანტიმეტრით იყო ჩემგან დაშორებული და თან პულსს მისინჯავდა. მას მგონი მკვდარი ვეგონე.
_ანა, კიდევ კარგი თვალები გაახილე თორემ უკვე გაგიჟებას ვიყავი.
_შენ რაა გეგონა მოვკვდი? კარგად ვარ ნუ ნერვიულობ. უბრალოდ ცოტა ცუდად დავამუხრუჭე. შემდეგზე უკვ..-პირზე ხელი ამაფარა რომ არ დამემთავრებინა.
_ჯანდაბა ანა, ფიქრობ რომ კიდევ მოგცემ მაგის უფლებას? რომელ შემდეგზე მელაპარაკები. ისეთი მაცდური ხარ როცა რამის ასრულება გინდა, არ უნდა დამეჯერებინა შენთვის. -შეკამათებას ვაპირებდი მაგრამ ისევ გამაჩუმა._არანაირი მოტოები და საერთოდ არაფერი რაც ზიანს მოგაყენებს! თუ არ გინდა რომ გამაბრაზო აღარ შემეკამათო! -გაბრუნჩული წამოვდექი და როგორც კი ერთი ნაბიჯი გადავდგი თავბრუ დამეხვა და ისევ მას დავეყრდენი.
_აი ხემო ხედავ.-ისევ აპირებდა დარიგებების გაგრძელლებას მაგრამ გავაჩუმე.
_კარგი, აღარ ვაპირებ შენთან კამათს. მართალი ხარ, შენ ადგილას არც მე მოგცემდი უფლებას.-თვალები გაუფართოვდა._მაგრამ მოგიწევს შენ გამასეირნო როცა მომინდება.-წარბები ავუთამაშე.
_არასდროს გეტყვი ამაზე უარს.-თვალები გაუბრწყინდა.
_არც ახლა?
_თუ უკვე კარგად გრძნობ თავს?
_კი კარგად ვარ. წავიდეთ სადმე და მზის ჩასვლას ვუყუროთ.
_ზღვაზე რას იტყვი?
_იყოს ზღვა.-შევცინე, ხელები მაგრად მოვჭიდე ტანზე და თავი ზურგზე დავადე.
_ჩაფხუტი ანა!-ხმა ვითომ გაიმკაცრა და მოტოდან გადმოვიდა, მაგრამ მე ჩემი მავედრებელი გამომეტყველება გამოვიყენე.
_მხოლოდ დღეს.. დამაცადე დავტკბე ჰაერით, რომელიც მალე კანს მატკენს სიჩქარისგან.-გავუკრიჭე.
_ანაა!- სცადა დაებღვირა, მაგრამ ღიმილს მაინც ვერ იკავებდა.
_კარგი რაა ნერვებს მიშლის ეგ ჩაფხუტი, ზურგზე ვერ გადებ თავს და შეიძლება უხერხულობისგან კისერი მოვიტეხო.
_მხოლოდ დღეს.-ისევ დაუბრუნდა თავის ადგილს, ჩემ შემოჭდობილ ხელებზე თავის ხელი გადამისვა, რომ დარწმუნდა მაგრად ვეჭიდებოდი მოტო დაქოქა.
_მზად ხარ?
_მზად ვარ.-ვუთხარი და მის ზურგს ავეკარი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შევაშინე, მაინც საკმაოდ სწრაფად მიჰყავდა, იცოდა რომ ეს მომწონდა და მალე ვიგრძენი ემოციებს ვეღარ იტევდა სხეულში, ჩემკენ იხედებოდა და იცინოდა. უცბად რაღაც ხმა ამოუშვა, ყვირილი.. სიხარულის თუ ბედნიერების შეძახიული..
მეც ავყევი, თითქოს სხეულში დაგროვილ ემოციებს ვუშვებდით გარეთ.. ასეთი ანდრია პირველად ვნახე, თითქოს რაღაც მოხდა მის შიგნით. ამ ემოციებს კი მეც მდებდა და არანორმალურად ბედნიერი ვიყავი. ზღვაზე არავინ იყო, რადგან ოქტომბერი იყო და ციოდა. ჩვენ შეშა მოვაგროვეთ, სილაში დავრბოდით და თან კოცონის დანთებას ვცდილობდით.
_ეს ყველაფერი ზედმეტად მაბედნიერებს ანდრია.-ყველა სისულელეს ვროშავდი რაც კი თავში მომდიოდა. ისიც ამდევდა ამ ყველაფერში და სიტყვა ძუნწობას არ იჩენდა, როგორც უმეტესად ახასიათებდა.
_მხოლოდ მუსიკა გვაკლია,-დაამტა მან.
_მუსიკა ნამდვილად მოუხდებოდა აქაურობას, მაგრამ მანქანა სახლშია, მოტო კი ვერ დაგვეხმარება ამ საქმეში. ტალღების მელოდიაც საკმარია, არაფერი არ გვჭირდება. წამოდი შეშა კიდე მოვძებნოთ, თორემ მზე ჯერ არ აპირებს ჩასვლას და არ გვეყოფა ეს, ცოტაა.
_მიდი მოძებნე და მეც ახლავე შემოგიერთდები.
სანაპიროს გავუყევი, გამორიყული რამდენიმე ხის ნაჭერი კიდევ შემხდა და უკან რომ დავბრუნდი, დავინახე ანდრია ტელეფონით ხელში.
_კარგი რაა ჩვენ ხომ შევთანხმდით, არანაირი ტელეფონები.
_ვიცი, დამიჯერე ეს აუცილებელი იყო. ნუ გამიბრაზდები.
_კარგი. მიდი დაალაგე ესენიც, მე კიდევ წავალ და მოვიტან.
ჩემდა გასაკვირად არ შემეწინააღდეგა და არც დახმარება შემომთავაზა, მეც წავედი, ერთი გრძელი ტოტი ვიპოვე და გამოვათრიე. უცბად მოტოს ხმა გავიგე და ჩვენ შეშებთან რომ მივედი აღარც მოტო დამხვდა და აღარც ანდრია. სიბრაზემ დამიარა ტანში, ჯერ ვიფიქრე ჩემს გაბრაზებას ცდილობს მეთქი, მაგრამ უცბად სილაში გამოკვეთილი ასოები შევამჩნიე:
„არსად წახვიდე, რაღაცას მოვიტან და მალე მოვალ.“
სად უნდა წასულიყო სადაც ჩემი წაყვანა არ უნდოდა? ან რა უნდა მოეტანა? ტელეფონით რა უთხრეს? ნამდვილად მან დაწერა ეს? სანამ ყველა საჭირო თუ არასაჭირო კითხვა დავუსვი საკუთარ თავს, მანქანის ხმა შემომესმა და შევკრთი. აქ მარტო ვარ. გამიელვა თავში და დაძაბული მივაშტერდი ადგილს, საიდანაც ხმა მოდიოდა. კინაღამ გავგიჟდი ანდრიას მანქანა რომ დავინახე.
_მაპატიე რომ დაგტოვე, მაგრამ მე სრულყოფილი საღამოს მოწყობა მომინდა.- თქვა მან და თან მანქანაში მუსიკა ააღრიალა. ჩემი გაქვავებული სახე რომ დაინახა ჩემსკენ წამოვიდა. _შეგეშინდა?
_ჯერ გაურკვევლობაში ვიყავი. ტელეფონზე ამიტომ ლაპარაკობდი? ვინ? საიდან? საიდან მოიყვანე ეს მანქანა ან მოტოციკლეტი სად არის?
_სანდრო დაგვეხმარა.-მითხრა სიცილით. მიდი მანქანაში პლედია და მოიხვიე. თვითონ საწვავი გადმოიღო და კოცონისთვის გამზადებულ შეშას გადაასხა, მერე ასანთი მიაგდო და ცეცხლიც აბურბურდა. პლედი გავშალე და ზედ მოვიკალათე, ისიც გვერდით მომიჯდა. მზე უკვე შეხებოდა ზღვის ნაპირს და კოცონის ალი თითქოს ათამაშებდა მას. ცა სისხლისფრად შეიღება. ბედნიერება, სითბო, მუსიკა და სიმყუდროვე. ყველაფერი მქონდა. ერთი გამომრჩა, არა გამოვტოვე- ანდრია მიყვარდა და ახლა აღარ მიჭირდა, რომ საკუთარ თავთან მეღიარებინა ეს. პირიქით, ამას ვეღარ ვტევდი ჩემში და გამუდმებით ღიმილი დამთამაშებდა სახეზე. ხელი მომხვია, მე კი მას მოვეხვიე. მზე ნახევრად ჩაესვენა ზღვაში, ის მე მიყურებდა და არა მზეს, მერე მეც მიმაბრუნებინა თავი და თვალებში ჩამხედა.
_ანა მიყვარხარ.
_მეც მიყვარხარ ანდრია.-ვუთხარი ღიმილით და მისი ტუჩების გემო შევიგრძენი. ისვ ისე ვგრძნობდი თავს როგორც მაშინ როცა პირველად მაკოცა. თავი მის მხრებში ჩავრგე. სანამ შეშა არ შემოგველია ასე უსიტყვოდ ვისხედით. მას თავი ჩემ კალთაში ედო, მე კი ხან სახის ნაკვთებზე ვუსვამდი თითებს, ხან მის თმას ვეთამაშებოდი. მუქი მწვანე თვალები უბრწყინავდა. შემეძლო მთელი ცხოვრება მეყურებინა მისი ბედნიერი თვალებისთვის. დებილებივით გვეღიმებოდა, არ ვიცი რაზე, ალბათ ერთმანეთის დანახვაზე. ლოყები ეჩვრიტებოდა და ჩემი თითებიც იქით გარბოდა. ბინდმა სიბნელეში გადასვლა იწყო. სახე მოეღუშა.
_არც მე მინდა წასვლა.-მის ემოციას უნებურად ვუპასუხე.
_როდიდან დაიწყე ჩემი ფიქრების კითხვა?-გაეცინა.-დავრჩეთ.
_არ შეგვიძლია. მიდი ადექი.-ვუთხარი მე და თავი ავაღებინე ჩემი კალთიდან. წამოდგა და ხელი ჩამჭიდა რომ მეც წამოვეყენებინე. პლედი დავბერტყე, დავკეცე და მანქანაში ჩავდე. ანდრია კოცონის მთლად ჩაქრობას ცდილობდა. უკან რომ მოვტრიალდი და დანახული აღვიქვი ენა ჩამივარდა, გიგა ჩემს წინ ატუზულიყო, უკან კი ორი მხარბეჭიანი ბიჭი ედგა, ერთის ხელზე კასტეტი შევამჩნიე, შავთმიანი, მოღუშული ტიპი იყო, მეორე კი ცეცხლივით წითელი თმით, უფრო სუსტი ჩანდა. ის იყო უნდა დამეყვირა, რომ ანდრიამ შეამჩნია ისინი და ჩემკენ გამოიქცა.
_ჩუმათ პატარავ, შენ არაფერს დაგიშავებ თუ წყნარად იქნები.-მითხრა გიგამ და ზურგი მაქცია რომ ანდრიასკენ შებრუნებულიყო. თან ჩემი მკალვი ეჭირა რომ არ გავქცეოდი.
_ანა მანქანაში ჩაჯექი.-მიბრძანა ანდრიამ და ერთი ბიჭის მოქნეული მუშტი აიცილა, სამაგიეროდ კი წიხლი უთავაზა მუცელში. ვიგრძენი როგორ დამეჭმა სხეული. ახლა ის ბიჭიც შევამჩნიე მთაში რომ იყო, ლაშა. როგორც ჩანს ის მითვალთვალებდა.
_რა გინდა იქნებ მითხრა? რაში გჭირდება ეს ყველაფერი? თავი დაანებე მას, ის არაფერ შუაშია. -ვცადე ისე მეთქვა რომ ხმის კანკალი არ შეემჩნია. თან თვალებს ბიჭებისკენ ვაპარებდი, რომლებიც ანდრიას დამარცხებას ცდილობდნენ. ის იმაზე ძლიერი აღმოჩნდა ვიდრე მეგონა, მაგრამ დავინახე უცბად ჭითელთმიანი ბიჭის ხელში როგორ გაიელვა დანამ და ანდრიასკენ ელვის სისწრაფით გააქანა, მან აცილება ვერ შეძლო, მაგრამ ხელი აიფარა და პირდაპირ მის ხელის გულში გაიარა დანამ. მეორემ კისერში ჩაარტყა და მუხლებზე დააყენა. კივილი აღმომხდა.
_გაუშვი ის გთხოვ,-შევევდრე გიგას და წინ ავეტუზე, ხელი უფრო მაგრად მომიჭირა მკლავზე._გთხოვ არაფერი დაუშავო, უფრო მივუახლოვდი გიგას, სახე ახლოს მივუტანე რომ დამებნია, ხმა გავიგე როგორ ამოიძრო დანა ანდრიამ. ცრემლებმა თვალებიდან იხეთქეს და ჩემსას მივაღწიე, გიგას სახე შეეცვალა და ხელი ლოყასთან მომიტანა. მეც დრო ვიხელთე მისი დაბნეულობით და მთელი ძალით ჩავარტყი იდაყვი მკერდში. ვიცოდი ასე სუნთქვა გადაეკეტებოდა და სიმწრისაგან წელში მოიხარა. ერთი წიხლი მუცელშიც ვუთავაზე გამწარებულმა და ანდრიასკენ გავიქეცი, მაგრამ ტყუილად. რიჟა უკვე გაეთიშა და ახლა შავთმიანს და ლაშას ურტყავდა. არც ისინი აკლებდა. არ ვიცოდი რა მექნა. ანდრიამ დამინახა და დამიყვირა:-მანქანაში წადი! შავთმიანმა ისევ დაარტყა და ანდრიას ლოყიდან სისხლმა იფეთქა. მანქანისკენ გავიქეცი და ხელის კანკალით მოვძებნე ანდრიას ტელეფონი.
_სანდრო გესმის? ანა ვარ გვიშველე ჩვენ..-სიტყვა გიგამ გამაწყვეტინა, ტელეფონი გამომგლიჯა და დაბლა დაახეთქა. მე კი მანქანიდან გადამათრია.
_შენ მე დამარტყი! იცი შენ საქციელს რა მოყვება? -გამწარებული მაჯანჯღარებდა. _კისერს მოვუგრეხავ!-ხელი გამიშვა და დაბლა დავენარცხე.
ანდრია მარჯვენა ხელს ვეღარ ხმარობდა, მაგრამ თავი ისეთი ძალით ჩაართყა შავთმიანს რომ გათიშა და გამწარებული გიგასკენ გამოიქცა. მან დანა შეაგება, მაგრამ ანდრიამ აიცილა და მოქნეულმა დანამ ლაშას მხარი დაუსერა. ანდრიამ გიგას ხელი გადაუგრიხა. დაბლა დასცა, მკერდზე მუხლი დააჭირა და მაჯა მოტეხა რომლეშიც გიგას დანა ეჭირა. სიმწრისაგან შეჰყვირა გიგამ. მივხვდი რომ ანდრია თავს ვეღარ აკონტროლებდა, იცოდა რომ საკმარი იყო, მაგრამ სახეში ურტყამდა მუშტებს,ხელზე ჭრილობა ჰქონდა და მაინც ურტყამდა, თან იგინებოდა და ვეღარ ამჩნევდა რომ გიგა უკვე გაითიშა. ამის დანახვაზე ლაშამ უკან დაიხია და მალე სადღაც გაქრა. ანდრიას მივვარდი და მისი ხელების შეკავება ვცადე.
_ანდრია გეხვეწები გაუშვი, მოკლავ გესმიის? ნამდვილად მოკლავ..-ტირილი ღრიალში გადამივიდა და ისიც გაჩერდა. გაფართოებული თვალებით ამომხედა.
_მაპატიე ანა, წადი დროზე.. მანქანაში.. დროზე!-ძლივს ამოთქვა მან.
_ანდრია ის გამოფხიზლდა,- შავთმიანზე ვანიშნე.
_მანქანში წადი. დროით! უკვე დამიყვირა მან. მეც დავუჯერე და გავიქეცი. ანდრიამ დანა აიღო და შავთმიანს მკერდზე ფეხი დააჭირა. ახლა თორნიკეს დავურეკე. სანდროს უკვე ეთქვა მისთვის და ერთად მოდიოდნენ. ანდრიას გავხედე. ის და შავთმიანი რაღაცას ლაპარაკობდნენ, უფროსწორედ ანდრია აიძულებდა ელაპარაკა და ფეხს უფრო მაგრად აჭერდა. სანდრო გამოჩნდა. თორნიკე ნიკა და გიორგიც მათთან ერთად იყვნენ ის თორნიკეც მოეყვანათ პირველად რომ შევეჯიბრეთ რბოლაში. მანქანიდან გადმოვედი. თორნიკე მომვარდა და როცა დარწმუნდა კარგად ვიყავი იგივე მიბრძანა.
_მანქანაში წადი და არ გადმოხვიდე, ყველაფერი კარგადაა ნუ გეშინია.
_ის დაჭრილია გესმის? უკვე საკმარისად დაკარგა სისხლი.
_წადი და ეხლავე გამოვუშვებ იმასაც.
მანქანისკენ წავედი მაგრამ არ დავმჯდარვარ. ვუსმენდი რას ამბობდნენ, თუმცა კარგად მაინც ვერ ვარჩევდი.
_შენ ..- ამას კიდევ მრავალფეროვანი გინება მოჰყვა.. ანდრია იყო. შავთმიანი ბიჭი რაღაცას სთხოვდა მაგრამ ვერ გავარკვიე, უბრალოდ ინტონაციაზე მივხვდი. უცნაური იყო ანდრიას პირიდან ესეთი სიტყვების მოსმენა. უცებ ჩემკენ გამოიხედა და რომ დამინახა გარეთ ვიდექი, სიბრაზისგან სახე აელეწა. თორნიკემ მის მზერას გამოაყოლა თვალი. მე კი გაუბედავად გავაბიჯე მათკენ. ანდრიაც ჩემკენ წამოვიდა.
_სანდრო, მიდი წაიყვანე ესენი საავადმყოფოში და ამათ ჩვენ მივხედავთ.- უთხრა ნიკამ და გასაღები გადაუგდო.
_ანა რატომ გადმოხვედი მანქანიდან.- ანდრია მომიახლოვდა და ჯანმრთელი ხელი ჩამკიდა რომ მანქანაში ჩავესვი. მე არ დავემორჩილე.
_სისხლი მოგდის, დამპირდი რომ შენც ჩაჯდები მანქანაში და საავადმყოფოში წამოხვალ, თორემ აქედან ფეხს არ მოვიცვლი.
_კარგი წამოვალ, ოღონდ ნუ ტირი გთხოვ, უკვე ყველაფერმა გაიარა. საშიში არაფერია, წამოდი.-მითხრა და გულზე მიმიკრა. მანქანაში ჩამსვა და სანდროც მოვიდა ამ დროს.
_ჩემ მანქანაში გადმოსვი.-უთხრა მან ანდრიას._შენც დაჯექი.
ანდრია შეწინააღმდეგებას აპირებდა, მაგრამ გავაჩერე.
_გთხოვ.-ვუთხარი და ხელი მოვკიდე რომ ჩემკენ წამეყვანა. დამმორჩილდა. უკან მოვთავსდით. ჩემ პერანგს ბოლო მოვახიე და ანდრიას ხელი გადავუხვიე. ის კი სულაც არ იმჩნევდა ტკივილს და მე მაწყნარებდა. სანდროს ისე უჭერდა საჭეს ხელს, რომ მივხვდი ძლივს იკავებდა თავს, გინების კორიანტელი რომ არ დაეყენებინა. როგორც ჩანს დანა ბარძაყშიც მოხვდა, თუმცა მე ვერ დავინახე როდის. ისიც გადავუხვიე და მივეხუტე.
_რას უზავენ მათ?-ვიკითხე ჯერ კიდევ აკანკალებული ხმით._ან რა გითხრა იმ შავთმიანმა? რა უნდოდათ ჩვენგან?
_ნუ ნერვიულობ ანა, შემომხედე! ვერაფრს ვეღარ გაბედავს. გპირდები ახლოსაც ვეღარ მოვა შენთან!
_აღარაფერს დაუშავებთ. ხომ ასეა? კინაღამ შემოგაკვდა ის...
_ცოცხალია ნუ ღელავ. არაფერი მოუვა.
საავადმოყოფომდე რომ მივაღწიეთ და ანდრია ექიმებს ჩავაბარე ელი და მარიამი დავინახე, ნიკას შეყვარებული. სანდრო კი ბიჭებთან გავუშვი ისევ. ელი რომ მოვიდა და მომეხვია, თითქმის მეთელი ტკივილი და დარდი მომშორდა გულიდან. მეფერებოდა , მომხდარ ამბავს ისმენდა და თან ცრემლებს მწმენდდა. მარიამმა დამამშვიდებელი სთხოვა ექთანს და დამალევინა. ანდრია მალევე გამოუშვეს ნაიარევები შეხვეული ჰქონდა.
_ანდრია, უკვე გიშვებენ?-ფეხზე წამოდგა ელი და მასთან მივიდა. მეც იგივე გავიმეორე.
_კი ელი, წავიდეთ, არ მინდა აქ ყოფნა.
_კარგი სახლში მოგხედავთ. რამე წამალი მოგცეს?
მათი ხმა აღარ მესმოდა. ისევ მოგონებებში ჩავიძირე. როგორ ურტყვადნენ ანდრიას და ბოლოს როგორ ურტყავდა ის გიგას. მისი ასეთი მრისხანება პირველად ვნახე. მის მშვიდ და გაწონასწორებულ ბუნებაში, ამ მეორე მხარის დანახვა მიჭირდა. ვიგრძენი რომ შემაჯანჯღარეს და ფიქრებიდან გამოვერკვიე.
_ანა, სახლში ვართ გამოფხიზლდი. ელი, მგონი ანა შოკშია.-ახლა მას მიმართა ანდრიამ.
_არანაირ შოკში არ ვარ. უბრალოდ ვფიქრობდი და..
_კარგი წამოდი სახლში შევიდეთ.
_ბავშვებო, რამე ცხელი გაგვიკეთეთ რაა. მაკანკალებს. არადა არ მცივა.-გადავულაპარაკე მათ როცა სახლში შევედით. ანდრია დივანში ჩაესვენა. მარიამმა ხელები ჩამკიდა.
_დაწყნარდი! ის მართალი იყო, შოკში ხარ, ეგ კანკალი სიცივის ბრალი არაა. ეხლა წამალიც იმოქმედებს და დაწყნარდები. მომეხვია და მერე ელისთან ერთად სამზარეულოში გავიდა. მე კი ანდრიასთნ გავედი. დახუჭული თვალები გაახილა ჩემი შესვლა რომ იგრძნო. გავშეშდი.
_მოდი აქ.-მითხრა დამთბარი ხმით და წამოიწია. მეც დავემორჩილე და მივუახლოვდი._მოდი ჩემთან.-ხელი გამოიშვირა, თავის გვერდით დამსვა და გულზე მიმიკრა. ხვდებოდა რომ ვკანკალებდი და ცდილობდა დავეწყნარებინე. _მაპატიე რომ ამის ყურება მოგიწია. ნუ გეშინია, გესმის? ნუღა ტირიხარ. შენი ცრემლები მოთმინებას მიკარგავს. -თავი ამაწევინა და ცრემლებს მწმენდდა.
_ვერ ვიტან სხვის დასანახად რომ ვტირი,-ავლუღლუღდი მე._მაგრამ ვერ ვჩერდები. მათ კინაღამ მოგკლეს. არც კი ვიცი როგორ მოახერხე, როგორ გადავურჩით.-ვსლუკუნებდი და ვცდილობდი თავი დამემორჩილებინა. საკუთარი თავი მაღიზიანებდა რომ ვტიროდი და ეს უფრო მიჩუყებდა გულს.
_ისინი ვერაფერს დამიშავებდნენ. ორი მუშტი სასიკვდილო არ არის.-თქვა ნაძალადევი სიცილით._უბრაოდ გონება მეფანტებოდა შენ რომ იმ... ვფიქრობდი რომ შეიძლებოდა წაეყვანე და ამან გონება ამირია. აღარ გვინდა ამის გახსენება. მაგიჟებს ის ფაქტი, რომ ამას უყურე და ახლა ასე ხარ. ყველა შენ ცრემლს ვანანებ მაგ...
_დაწყნარდი. მე არ მჭირდება რომ ვინმეს რამე ანანო. ნუ დაემსგავსები მას. დამპირდი რომ წყნარად მოაგვარებ ამ ყველაფერს. დამპირდი რომ არაფერი დაგიშავდება და არც სამაგიეროს გადახდაზე იფიქრებ.-გულზე მიმიხუტა და თავზე მკოცნიდა.
_ანა შენ ისეთი ხარ..
_მე ჩვეულებრივი ვარ. დამპირდი თორემ..-ხმა გამებზარა.
_გპირდები. ოღონდ ნუღარ ბრაზდები.
_ეს უკვე კარგია. გავუღიმე რომ დაწყნარებულიყო. ჰეი, ტუჩიდან სისხლი მოგდის. მოიცადე დაგიმუშავებ. წეღან არ შემიმჩნევია.
_ალბათ თავზე რომ გაკოცე მაშინ წამომივიდა სისხლი. არაფერია თავისით შეხორცდება. აფთიაქის ყუთი შემოვიტანე. ანდრიასთან მივედი და ტუჩზე სველი ბამბა მოვუსვი რომ სისხლი მომეწმინდა. წამში თავის კალთაში მომიქცია და ჯანმრთელი ხელი ლოყაზე მომადო.
_ანდრია რას..
_ჩუ..-თვალებში მიყურებდა და მეგონდა ჰიპნოს მიკეთებდა, მერე მზერა ტუჩებზე გადაიტანა. ძლივს გავუძელი ცდუნებას. ხელი ლოყაზე მოვკიდე და ავლუღლუღდი:
_ახლა შენი ტუჩი ისედაც დაზიანებულია, ამდენს ვეღარ გადაიტანს და სისხლისგან დაიცლება.
ამოიოხრა და მისი გრილი სუნთქვა ჩემ მოლუღლუღე ტუჩებს მოხვდა, მე კი უფრო გამიჭირდა თავის შეკავება და დავნებდი. თუმცა ბევრის უფლება არ მიმიცია საკუთარი თვაისთვის და მაე მოვწყდი, რომ სისხლი ისევ არ წამოსვლოდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო..
_ექიმს ნუ გააბრაზებ. -ვუთხარი მონუსხულმა და ავდექი, რომ ჩემი საქმე შორი მანძილიდან გამეგრძელებინა.
_წყობიდან გამოგყავარ. გსიამოვნებს არაა იმის ყურება როგორ ვკარგავ ჭკუას?- ბურტყუნებდა და არ მაცდიდა სანტავიკი დამემაგრაბინა.
_ტუჩები გააჩერე. მე არაფერი არ მსიმოვნებს, შენთვითონ მომიმწყვდიე მკლავებში, მე კი იმდენი ძალა ნამდვილად არ მაქვს რომ შენ გეჭიდაო.-უფრო და უფრო მომწონდა მისი გაბრაზება.
_ისე ჭიდაობაზე გამახსენდა, ის ილეთი ვინ გასწავლა იდაყვი რო ჩაარტყი და კინაღამ გაგუდე ის ნა... -სიტყვა გაუწყდა.
_ეგ ილეთი ჩვენი წეღანდელი სიტუაციისთვის მასწავლა მამამ, მაგრამ შენთან ამის გამოყენება შეუძლებელია. თუმცა თუ დამჭირდა შენთანაც გამოვიყენებ.-გამოვაჯავრე და ელის ამოვეფარე, რომელსაც ჩაი მოჰქონდა.
_რა ხდება მოხვედიი ხასიათზე?-მომიბრუნდა ელი.
_ხო, ანდრიას ნერვების მოშლა ძალებს მმატებს და ხასიათს მიუმჯობესებს. თორნიკეს ელაპარაკე?
_კი. ანდრია, როცა შეძლებს დამირეკოსო ესე მითხრა.
_ჩემი ტელეფონი სად არის?- იკითხა ანდრიამ.
_ჩემი აიღე.-მარიამმა ტელეფონი მიაწოდა და ანდრია გარეთ გავიდა.
_რა გითხრა თორნიკემ?-ცნობისმოყვარედ მივაჩერდი ელის და ვიგრძენი როგორ დამიარა უსიამოვნო ჟრუანტელმა ტანში, განვლილი კადრები რომ ამომიტივტივდა თავში.
_არ მომიყვა ყველაფერი, მითხრა რომ გონზე რომ მოვიდნენ ელაპარაკეს. გიგა არაფრის მაქნისია და ვეღარ გაბედავსო ვერაფერს. წესიერად არ მპასუხობდა კითხვებზე, ეტყობა კიდე კარგად მიუნაყეს ცხვირ-პირი. მაგრამ ეჭვი მეპარება მაგან გააჩეროს ეგ ავადმყოფი.
_რაღა ცემა უნდოდა, იცი რას გავდა? ანდრიამ კინაღამ მოკლა იმდენი ურტყა სახეში. მე რომ არ გამეჩერებინა ნამდვილად მოკლავდა. თავის თავს აღარ გავდა, ისე სცემდა თითქოს წინ უსულო საგანი ედო და.. ჯანდაბა აღარ მინდა ამის გახსენება.
_რა გიკვირს? აფექტში იყო ალბათ უკვე. არც მე დავაკლებდი მის ადგილას. წარმოიდგინე იმის მდგომარეობაში რომ ყოფილიყავი. მისცემდი ვინმეს უფლებას რომ რამე დაუშავებინა მისთვის.
_უკვე მივეცი ამის უფლება, ყველაზე დიდი საშინელება კი ისაა, რომ არ ვიცი რას მოიმოქმედებს ამის შემდეგ გიგა. ის არაფერზე შეიკავებს თავს, კიდევ რომ გამეორდეს ესეთი რამე.. ისინი დანებით დადიან, ეს კი შიშველი ხელებით ებრძოდა. ის დანა მისი გულისკენ მიდიოდა, მაგრამ ხელის აფარება მოასწრო და გადარჩა. ხვდებიი რა საფრთხეში ჩავაგდე? შეიძლებოდა ჩემთვის მომკვდარიყო. მე კი ახლაც არ შემიძლია რამით დავიცვა.
_ანა, შენ რომ ბიჭი იყო, მოერიდებოდი მისთვის სიკვდილს? ან ახლა მოერიდები რომ მოკვდე მისთვის? ან დაიჭრა, ან რავიცი ნებისმიერ საშინელებას. არ მოერიდები, იმიტომ რომ გიყვარს. სიცოცხლის დათმობა არაფერია, თუ ადამიანი გიყვარს.-მითხრა მარიამმა და თვალებში ჩამაშტერდა.
_კი მაგრამ რატომ უნდა ჩავაგდო მაინცდამინც მე ასეთ საფრთხეში? მერე ხომ ჩემი სიცოცხლეც დაკარგავს აზრს.. უნდა შემეძლოს, რომ მეთვითონ დავიცვა თავი.
_ანა,-მის ხმაზე შევკრთი, ანდრია თავზე დაგვადგა და როგორც ჩანს გაიგო რაზეც ვლაპარაკობდით._ შენ საკმარისად შეძელი თავის დაცვა, დაგავიწყდა რა გააკეთე? იმის მაგივრად რომ გაქცეულიყავი ან გონება დაგეკარგა, ბრძოლა გამიმართე იქ. კაცი ყოველთვის უნდა იცავდეს ქალს, არ აქვს მნიშვნელობა სიცოცხლის ფასად დაუჯდება თუ არა ეს. შენც ისევე მოიქცეოდი, როგორც მე. ასე რომ მეორეთ აღარ გაივლო თავში ის აზრი, რომ შენ ჩამაგდე საფრთხეში. ამაზე ბევრად უარეს საფრთხეებშიც ჩამიგდია საკუთარი თავი. როგორ გგონია მე არ ვგრძნობდიი თავს დამნაშავედ, ის.. ხელზე რომ გიჭერდა და მოგათრევდა მანქანიდან, მე კი ვერ დაგიცავი. ის ხელი ძირში უნდა მომეტეხა და არა მაჯაში.-მას ელი და მარიამიც აყვნენ და ასე ჩამაწყვეტინეს ხმა, მაგრამ მე მაინც მაწუხებდა მომავალის შიში. თუმცა მქონდა იმის უფლება, რომ ცოტახნით მაინც დამევიწყებინა ყველაფერი.



№1  offline წევრი dona gedi

^^ მადლობა :*

 


№2  offline წევრი harryhermione

ძალიან ძალიან მომწონს ეს ისტორი, რატომღაც გამსხვავებულია სხვებისგან თან ყველანაირად გამართულია სხვებთან შედარებით ნაკლები გრამატიკული და წერითი შეცდომები თან არ აგვიანებ მოკლედ ყველანაირად კარგი ხარ რააა ♥♥♥♥ გთხოვ არ შეწყვიტო და ბოლომდე მიიყვანე♥♥♥

 


№3  offline წევრი dona gedi

უღრმესი მადლობა ჩემო კარგო love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent