შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაინც აგიფეთქებ ფიქრებს! (2)


8-07-2015, 01:23
ავტორი buchi
ნანახია 3 200

-არა,რა დამავიწყებს დედაშენს.ორივეს სიცილი აუტყდა.
-ნათიიი,რატომ არ შემოხვედი?
-ნუუც,გილოცავ ჩემო ლამაზო.მაგრად ჩავეხუტე და საჩუქარი ხელში შევაჩეჩე.
-მადლობა საყვარელო.წამოდით რა შევიდეთ,ლევანიც გზაშია,მოდის. სანამ დავსხდებით მოგვისწრებს.ყველა სახლში შევიკრიბეთ.ნუცამ ბიჭები გაგვაცნო ბექა,სანდრო და გიოო,სალის და მაგდას კარგად ვიცნობდით.ამასობაში ლევანიც მოვიდა 2 ბიჭთან ერთად და მას შემდეგ რაც გემრიელად ჩამეხუტა და გადამკოცნა ბიჭებიც გაგვაცნო, საბა და ირაკლი.მაშინვე მივხვდი რომ ირაკლიმ თვალი დამადგა და ვცდილობდი თავი ამერიდებინა.გიო სუფრასთან ჩემს გვერდით აღმოჩნდა რატომღაც)))ირაკლი კი პირდაპირ მეჯდა და მეორე მხარეს ანი რომ არ მჯდომოდა ნამდვილად ვერ გავუძლებდი ამდენს.11საათისთვის წამოვდექიდა აივანზე გავედი,იქვე კიბეზე ჩამოვჯექი და დედაჩემს დავურეკე.
-დე რას შვებით?
-არაფერს დედა,უტა დავაძინე.
-ხო,ამბის გასაგებად დავრეკე.
-თქვენ რას შვებით ერთობოთ?ბევრი არ დალიოთ.
-არა დედიკო ნუ გეშინია,ლევანიც აქ არის უფრო მშვიდად რომ იყო.
-როგორ გამახარე ცოტას დავწყნარდები,თქვენი ამბავი რომ ვიცი...
-კარგი რა დედაა.წავედი და გკოცნით.
-ისევ დედიკო...
-ღმერთო როგორ შემაშინე გიოო.მოიცააა,შენ რა მისმენდი?ორაზროვნად გავხედე.
-სიგარეტის მოსაწევად გამოვედი და შემთხვევით მოვკარი ყური.რაო დედიკომ ვნერვიულობო?და გვერდით მომიჯდა
-აჰაამ,ცოტასო))
-და რომ გამოგიარო და ცოტახნით მოვტაცო ხოლმე შენი თავი მაშინაც ინერვიულებს?
-არამგონია გაიგოს,თუ შენ არ ეტყვი რა თქმა უნდა.
-გამოპარვას აპირებ?
-არაა.მარტო ვცხოვრობ...შვილთან ერთად
-შვილი გყავს?მაგარია ტოო.ბიჭია თუ გოგო?
-ბიჭი.
-როდის მოასწარი ამდენი?მიღიმის,ძალიან ლამაზი ხარ ნათი.მომენატრე...მიყურებდა უძირო შავი თვალებით და ვგრძნობდი როგორ მიზიდავდა ეს ბიჭი,საოცრად სიმპათიური და ძლიერი.გული ლამის იყო ამომვარდნოდა.თითებს ერთმანეთში ვხლართავდი და ვიხსენებდი წარსულს რომელიც სადღაც გულის კუნჭულში გადამენახა და ისე გამიხარდა მისი პოვნა როგორც რაღაც ძვირფასი ნივთი რომ დაგეკარგება და შემთხვევით სულ რომ არ ელოდები ისე აღმოაჩენ.
-რაზე ფიქრობ?
არაფერზე ისე...
-მოდი ვიცეკვოთ,პასუხს არც დაელოდა ხელი დმავლო და პირდაპირ აივანზე გიჟებივით დავიწეთ ცეკვა.ხელები წელზე მომაწება თითქოს ეშინოდა არ გავქცეოდი,მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი ყელთან და გონების დაკარგვამდე მსიამოვნებდა მისი სურნელი.მუსიკის ხმამიწყდა,მან თავი ოდნავ აწია და ტუჩებზე გადაიტანა ვნებიანი მზერა.ცოტაც და სიგიჟეს გავაკეთებდი,თავი ხელში ავიყვანე და დავუსხლტი.
-გიო,წამო რა შევიდეთ.შემცივდა.ჩემი ტყუილის მე თვითონ შემრცხვა.გიოს ხელები ჯინსის ჯიბეებშე ჩაელაგებინა და თავჩაღუნული იდგა.
-გიო გესმის?თავი ოდნავ აწია,გვერდზე გადახარა ტუჩის კუთხეში მაცდურად ჩატეხა და ისეთი თვალებით მიყურებდა მეგონა მის წინ სრულიად შიშველი ვიდექი.
-მე წავედი.შევტრიალდი როგორღაც მაგრამ ვგრძნობდი იგივე მწერას ზურგიდან სხეულს როგორ მიწვავდა.კარში გავუჩინარდი,ანის გვერდით მივუჯექი.
-სად იყავი?
-აივანზე,მარტო არ დამტოვო.
-რატო?
-მერე გეტყვი უბრალოდ არ დამტოვო.
-კაი.ბიჭები უკვე კარგად შემთვრალი იყვნენ ირაკლი უფრო აქტიური გახდა რაც არც გიოს გამოპარვია.ცოტა ხანში გიო და ლევანი სადღაც გაქრნენ.
-ვიცეკვოთ?
-არა რაღაც არ ვარ ხასიათზე.
-კარგი რა უცებ მოვა ხასიათიც.არ მინდოდა ცეკვა მაგრამ სიტუაციის გართულება არ მინდოდა მითუმეტეს ნასვამი იყო და დავთანხმდი მაგრამ მაშინვე ვინანე როცა ჩემ ბიძაშვილს და გიოს მოვკარი თვალი რომელიც კარებში იდგა და ირაკლის მოწებებულ ხელებს ჩემ წელზე გაცოფებული თვალებით ადევნებდა.იმწუთას ისე შემეშინდა გარშემო მისი სახის მეტს ვერაფერს ვხედავდი.ირაკლი კი რაღაცას მიყვებოდა ნერვების მომშლელად ჩამხითხითებდა ყურში.როგორც იქნა ხელიდან დავუსხლტი და ოთახს მოვავლე თვალი,ვერას დავინახე და აივანზე გავედი, იქ იდგა,მოაჯირს იდაყვებით დაყრდნობოდა და სიგარეტის კვამლს ღრმად უშვებდა ფილტვებში.მივუახლოვდი სიგარეტი ამოვირე მოაჯირს ზურგით მივეყუდე
-ასანთი გააქვს?
-რა იყო ირაკლის არჰქონდა?გაბრაზებული ირონიული ტონით შემომღრინა.
-არვიცი,არ მიკითხავს წავალ ვკითხავ და წასვლა დავაპირე როცა მკლავზე ძლიერი ხელი ვიგრძენი.
-რატო მაგიჟებ?!
-მე არ გაგიჟებ,შენ თვითონ გიჟდები.ხელი გავინთავისუფლე და ოთახში შევედი.



ჩემი პირველი ისტორიაა,რომელიც გულით მინდოდა თქვენამდე მომეტანა,ის რეალურ ცხოვრებისეულ ისტორიაზეა,სადღაც მართლაც არსებობენ ეს ადამიანეები და იგივე გადახდათ,ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.
ველოდები კომენტარებს <3 მადლობა ყველას ვინც კითხულობთ



№1  offline წევრი harryhermione

ძალიან კარგია გამართული აზრი აქ და მომწონს ოღონდ ცოტა დიდი თავები დადე)))♥♥

 


№2  offline წევრი lamazmani

კაია მომეწონა ველი ახალ თავს მალე დადე

 


№3  offline წევრი buchi

madloba yvelas,dzalian mixaria tu mogwont <3<3 :* vecdebi male davdo xolme

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent