ჩემი ისტორია დიდია!
გამარჯობბათ მე ანნა მქვია. ვარ 15წლის. არცთუ ისე ლამაზი თუმცა საკუთარი თავი მომწონს. არ მაქვს ჩემი აზრით განსაკუთრებული ცხოვრება თუმცა არსებობს ბევრი რაღაც რაც თქვენ დაგაინტერესდებათ. ლექსებს ვწერ. ბავშობაში აღმოვაჩინე რომ რაღაცეების წერა მიყვარდა უბრალოდ. ამის შემდეგ ვწერდი თუმცა ისეთი რაღაც შემემთხვა რამაც გამოიწვია წერის შეწყვეტა. თუმცა დიდი ხნის შემდეგ მე გავაგრძელე ჩემი საქმე. დღეს საკუთარი გვერდიც მაქვს და ასე თუ ისე პოპულარობაც. ზოგი მცნობს ზოგი ვერა. თუმცა ლექსებს მოწონება მაინც აქვთ. დავიბადე გორში. ყველანაირად მძლავრ ოჯახში. თუმცა არც თუ ისე ბედნიერი ბავშვობა მხვდა წილად. ფინანსური მხარის გათვალისწინებით ყველას ეგონა რომ უბედნიერესი ვიყავი ან ვიქნებოდი. თუმცა არვინ იცის ხვალ ან ზეგ რა მოხდება. განსაკუთრებით კი მამა მიყვარდა და ბაბუა. თურმე ძალიან ცელქი ვყოფილვარ. სულ ბიჭებთან ვთამაშობდი. და ტრიპაჩიც. ნუ ტრიპაჩი ამ დღემდე ვიყავი, ვიდრე საკუთარ ცხოვრებას გადავხედავდი. თუმცა ამას უფრო ბავშვურ სიცელქეს დავარქმევდი. ეს ბავშვური კი გადამეზარდა სითავხედეში უზრდელობაში რასაც ბევრი შეცდომა მოყვა კიდეც. 5 წლის ვიყავი როცა მამა დაიჭირეს. ქურდი იყო. სხვა ცხოვრებით ცხოვრობდა. მე კიდევ ვერ ვეგუებოდი მის წასვლას და მიჭირდა მის გარეშე დაძინებაც კი. ბოლოს როცა ვნახე ის მომენტი დამამახსოვრდა. ბადრაგმა რომ ხელი მომკიდა და შემიყვანა. ხუთი წუთი მომცეს და განა საკმარისი იყო ეს მის სანახავად? და მამიკოს მოსაფერებლად? არა აარ მგონია. წერი მოშვებული . ნაღვლიანი თვალები და ამავდროულად გაბრწყინებული თავისს კუწკუწა ანუკას ნახვით გამოწვეული. ხუთი წუთი ისე მალე გავიდა რომ ვერც კი გავიგე. გამომიშვეს უკან მე კიდევ არ მინდოდა მის კალთას მოვშორებოდი. ნეტავ ის წამები უფრო კარგად დამმახსოვრებოდა რომ მისი სახე მოსაგონრად მქონოდა. მამა-ეს ჩემთვის ყველაზე წმინდაა. კერპია ჩემი. წლები გადიოდა და მასზე ფიქრებიც ნელნელა უფრო ღვივდებოდა. 6ის უნდა გავმხდარიყავი. როცა ის წწავიდა და დამტოვა. მინდოდა ძლიერი ვყოფილიყავი დედიკოს ხათრით და ვიყავი კიდეც წლების მანძილზე თუმცა იმდენი რამ მოხდა უკვე მიჭირდა. უბედურებას უბედურება ემატებოდა. და ჩემი ცხოვრება ამ 15წლის ასაკში უკვე განადგურდა.მერე დედა გადავიდა. ცალკე ცხოვრობს წლებიაა. ბაბუამ გამზარდა. დედის და მამის გარშე პატარა. ალბათ სიგიჟეა უბრალოდ ყველაფერი. არავის უსწავლებია ცხოვრება. მეგობრებისგან ვიღებდი მაგალითს. დიდი მეგობრებისგან. თუმცა შეიცვალა დრო დაა ახლა ყველა მე მბაძავს. ეს ალბათ სხვას ესიამოვნებოდა თუმცა მე არაა. დაიტანჯებიან. არ მაქვს იმის სურვილი რომ ვინმე ჩემნაირი უბედური იყოს. ჩემი ცხოვრებაა კი უფრო დიდია ბევრი ისტორიაც მაქვს საკუთარ თავზე. აქამდე არც მიცდია საკუთარზე წერა ისტორიის. თუმცა ახლა ვცდი. იმედია ყველა გრძნობას გადმოგცემთ. იმედი არაა გადმოგცემთ. რადგან მე რასაც ვწერ ყველაფერს გულით და დიდი სიყვარულით. მართალია სიყვარული არვიცი თუმცა ეს რაღაც უცნაურია შიგ იმ გულს ვდებ რომელიც ცივია. გაყინული... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.