შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაიკერი ლინდა II


8-07-2015, 16:22
ავტორი gijka13
ნანახია 3 397

ლინდას სახლთან ორი მოტოციკლი გაჩერდა, მაიამ იმწამსვე იცნო ლინდას და ანრის მოტოციკლეტები და გარეთ გავიდა.
-რატომ დაბრუნდით დღეს?
იკითხა გაკვირვებულმა მაიამ.
-არაფერია პონტები არ დაგვევასა.
უპასუხა ანრიმ, ლინდა კი ჩუმად იყო.
-ლინდა რა მოხდა?
გამომცდელად ჩააშტერდა თვალებში მაია.
-არაფერი დედა ანრიმ უკვე გიპასუხა.
-ხო რა მაია არაფერი არ ხდება. დაწყნარდი რა...
კიდევ დაამშვიდა ანრიმ ქალი.
-კარგით გასაგებია. სახლში შემოდით ცივა.
სამივენი სახლში შევიდნენ.
-შეჭმათ რამეს? დარწმუნებული ვარ მარტო სასმელი და შოკოლადი გქონდათ.
გაეცინა მაიას.
-მე მშია შენ ანრი?
ჰკითხა ლინდან ანრის.
-არა რა მშია ტოო მაგრად მეძინება.
-მაია გთხოვ რა სასტუმრო ოთახი მოუმზადე ანრის, მანამდე ვილაპარაკებთ.
სთხოვა ლინდამ მაიას და ანრისთან ერთად თავის ოთახში ავიდა.
ოთახში შესვლისთანავე ანრიმ დაიწყო.
-მაგარი არ მევასება მაგ ტიპი, თავს მომაკვლევინებს.
-არც მე არ მევასება მარა ზომა ანრი ზომა! ლამის შემოგაკვდა, ეხა პოლიცია გვაკლია კიდე ისედაც ჭედავენ რბოლებზე.
-კაი რა მაგ ნაბიჭ*რის მოკვლისთვის ჯილდოს მომცემენ.
-ჯილდოსაც და ტაშსაც დაგიკრავენ შე*ემა არ გინდა?
გაბრაზდა ლინდა.
-გოგო დამიძახებ კიდე შე*ჩემას და დაგახრჩობ.
ლოგინზე დააგდო ანრიმ ლინდა და ხელი კისერძე მოკიდა. ორივეს გაეცინა.
-ნუ მეპატიოსნები.
გადაიხარხარა ლინდამ.
-ნუ ხარხარებ, მაგ სიცილმა გამაჭედინა სამი წლის წინ.
გაეცინა ანრის.
-ხო შეყვარებული ანრი საკაიფო როჟა იყო.
უფრო გაეცინა ლინდას.
-ლინდა კიდე საყვარელი იყო.
გაეცინა ანრისაც.
-გაჩუმდი ქალებს აღარ მიშტერებოდი ხოლმე.
-არც ახლა არ მივშტერებივარ.
გაოცდა ანრი.
-ხო და ყოველ დილით მე ვიღვიძებ სხვადასხვა ნაშასთან.
ირონიულად გაულიღიმა ლინდამ.
ანრი ლინდას გვერდზე მიუწვა და თვალები ჭერს გაუსწორა.
-რო არ ვიცოდე გადამიყვარდე მეგონებოდა ეჭვიანობსთქო.
სევდა შეეპარა ანრის ხმას.
ლინდა გაჩუმდა. არ იცოდა ამ სიტუაციაში როგორ მოქცეულიყო, რა ეთქვა ან რატომ უნდა ეთქვა, ერთიანად დაიძაბა. ბოლოს ანრიმ თვითონ თქვა.
-არ გვინდა ამაზე ლაპარაკი ხვალ რბოლა მაქვს.
-ვიცი... ვიცი რომ გაიმარჯვებ, მაგრამ ფინალში მენ შემხვდები არ დაივიწყო.
გააფრთხილა ლინდამ.
-გაგანადგურებ ქალბატონო.
გაეცინა ანრის.
-ტრასის დედოფალს ელაპარაკები.
შეახსენა ლინდამ.
-შენ მეფეს. კარგი უნდა დავისვენო.
-ანრი...
-ჰო.
-მადლობა.
-რისთვის?
-დღევანდელისთვის.
-მადლიბა შენ კი არა დაჩიმ მითხრას შენგან რო ვიხსენი.
გულიანად გაეცინა ორივეს.
-ზბოგამ. უთხრა ანრიმ და ოთახიდან გავიდა.
ლინდამ გაიხადა წყალი გადაივლო და საწოლზე პირსახოცის ამარა დავარდა. ფიქრები არ ანებებდა თავს, დაჩის ირონიული გამოხტომები, როგორ უმოწყალოდ სცემა ანრიმ, ყველაფერი თავში ფილმის კადრევივით უტრიალებდა. დიდხანს არ დაეძინა, ბოლოს როგორც იქნა გაეხვა ძილის ბურანში და სხვა სამყაროში გადავიდა.
დილით ისევ პირსახოცის ამარა გაეღვიძა, საღამოს რბოლა გაახსენდა. ლინდა რბოლის წინ იკარგებოდა ხოლმე მთელი დღით, მხოლოდ რბოლის დაწყების დროს ჩნდებოდა პირდაპირ ტრასაზე, გამარჯვების შემდეგ ქრებოდა. არცერთი რბოლა არ წაუგია და ამ მოგებაზე არცერთი ადამიანის წინ არ უსაუბრია, გარდა მისი "სასტავისა". მეტიც მისი სახე რბოლის გულშემატკივრებს ნანახიც არ ჰქონდათ. გოგონას "მეხს" ეძახდნენ და ყველა ამ სახელით იცნობდა. ამბობდნენ მეხივით დაეცემა ტრასას და ასევე მეხივით სწრაფად იპოვებს გამარჯვებასო.
ახლაც ლინდა გაქრა. სად წავიდა?
ამ კითხვაზე პასუხი ერთადერთ ადამიანს ჰქონდა.
მხოლოდ ანრიმ იცოდა, რომ ლინდა მამის საფლავზე საათობით იჯდა რბოლამდე, სხვამ არავინ იცოდა, მაიამაც კი.
დღესაც როცა ლინდა გაქრა, ანრის გაახსენდა როგორ მიიყვანა ის ლინდამ სასაფლაოზე.
-მეკაიფები ტო? სასაფლაოზე მოდიხარ და მიტო ქრები მთელი დღე?
-ეს მამაჩემის საფლავია, მამა მასწავლიდა ყოველთვის ძლიერი და თავდაჯერებული უნდა იყოვო, მეც სანამ რბოლას დავიწყებ მამას ვპირდები, რომ აუცილებლად გავიმარჯვებ.
-მერე?
-პირობა არასდროს დამირღვევია.
-იცი ვინ ხარ ჩემთვის?
-ვინ?
-საჭმელი.
-რა?
გაეცინა ლინდას.
-ხო რაიყო? საჭმელი ხარ, ყოველთვის სიამოვნებას რომ მანიჭებს, ნერვიულობის დროს ადამიანი ჭამს, სიხარულის დროს ჭამს, ყოველთვის ასწორებს ჭამა, მეც მაჰრა მისწორდება. ოღონდ მე შენი დანახვა მსიამოვნებს.
-მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ.

ახსენდებოდა ანრის და ეღიმებოდა, თუმცა ეს საიდუმლო ჯერ არავისთვის უთქვამს, მან შეპირდა ლინდას ამ საიდუმლოს საფლავში ჩავიტანო, და ასეც მოხდა.



ტრასაზე დაძაბულობა იმატებდა, ანრიმ უკვე სამჯერ იასპარეზა, სამივე დაამარცხა გამანადგურებელი შედეგით, ტრასაზე ანრის "ზევსი" დაარქვეს, ყველა ამ სახელს ყვიროდა, მაგრამ სად არის მეხი? ყველა ამას კითხულობდა, ფინალში ორი უძლიერესი მეტოქე დაუპირისპირდებოდა ერთანეთს "ზევსი" და "მეხი", ლინდა კი არ ჩანდა, ნიკსონი და მარიტა გაშმაგებული ეძებდნენ, მაგრამ უშედეგოდ. ლინდა ასპარეზობის დაწყებამდე რამდენიმე წუთის წინ შევიდა ტრასაზე.
-სად ხარ გოგო ამდენხანს? ვნერვიულობთ.
საყვედურებით შეხვდა მარიტა.
-რამდენი რბოლა მქონდა და ყოველთვის ამ დროს მოვდივარ, ყოველ ჯერზე ამ სიტყვებით მხვდები.
-გეყოფა და ტრასაზე გადი.
ორი მოტოციკლი ერთმანეთის გვერდიგვერდ აღმოჩნდა. ლინდას როგორც ყოველთვის ჩაფხუტი ეხურა. ირგვლივ ხალხის ნაწილი ზევს ამხნევებდა ნაწილი მეხს, სრული ქაოსი გულშემატკივრებში. უცბად სიჩუმე ჩამოვარდა, მოკლე შორტში და მაისურში გამოწყობილი გოგონა მოტოციკლეტებს შორის ჩადგა. მოწიმააღმდეგებმა ერთმანეთს გადახედეს, მართალია ლინდას ჩაფხუტი ეხურა, მაგრამ ანრიმ იგრძნო, რომ იღიმოდა და თვითონაც გაეღიმა. მოკლეშორტიანი გოგონა ჩაჯდა და ხელები დაბლა დაუშვა, წამის მეასედში მოტოციკლეტები ადგილს მოსწყდა და გაფრინდა, საოცარი რბოლა იყო ხან ერთი უსწრებდა ხან მეორე, ტოლს არც ერთი უდებდა ერთმანეთს, თანაბარი შესაძლებლობების მქონე ორი რბოლელი ტრასაზე სრული სიამოვნებაა მაყურებლისთვის, მაგრამ ეს რა ხდება? ზევსი მოტოციკლს ვერ იმორჩილებს, მოტოციკლი გადაბრუნა, რამოდენიმეჯერ გადაბრუნდა, ანრი მოტოციკლიდან გადმოვარდა და მოტოციკლი ზემოდან დაეცა, ლინდამ სწრაფად დაამუხრუჭა, ჩაფხუტი მოიძრო და გვერდზე მოისროლა, ანრისთან მივარდა.
-ანრი! ანრი!
ყვიროდა ლინდა, მაგრამ ანრის ხმას აღარ იღებდა, ყელთან არტერია ხელით მოუსინჯა, ანრი აღარ სუნთქავდა. საშინელი ტკივილი იგრძნო ლინდამ, მაგრამ სახეზე არაფერი დამჩნევია, ძლიერად ადგა როცა ხალხის ბრბო და სასწრაფო დახმარების მუშაკები ანრის მივარდა, ლინდა ადგა, თავდაჯერებული ძლიერი ნაბიჯებით მიუახლოვდა საკუთარ მოტოციკლს, თვალი მოავლო მეგობრებს, მარიტა დაჩოქილი ტიროდა, ნიკსონი მთელი ძალით ურტყამდა მოტოციკლს ხელებს და ფეხებს, გუგა ტრასაზე იწვა და ხელები თავზე შემოეჭდო, გიგი გაშტერებული უყურებდა ცხედარს, რომელსაც თეთრი ზეწარი გადააფარეს, ლინდა რას გრძნობდა ამ წუთას? უდიდეს ტკივილს, ანრისთან ერთად მოკვდა, მოტოციკლი დაძრა და ადგილს მოწყდა.
მთელი სისწრაფით მიჰქროდა, არაფერი ანაღვლებდა, თვალდახუჭული მართავდა მოტოციკლს, დასახლებულ ადგილებს უკვე დიდი მანძილით იყო მოშორებული. მოტოციკლი გააჩერა, გადმოვიდა და მთელი ხმით დაიწყო, ტირილი. ლინდა ტიროდა, ყვიროდა, კიოდა კიდეც, მაგრამ ეს სიცარიელე რაც რამდენიმე წუთის წინ მის სხეულში გაჩნდა ვერ ამოავსო, ვერ ამოიღო სხეულიდან ის ტკივილი, ანრი აღარ არის ვერ იჯერებს, შოკშია, ხან გიჟივით იცინის ხან მთელი ხმით ტირის.
-ანრი რა გამიკეთე?
ტრასას მიშტერებული ბუტბუტებდა ლინდა და თან გულ ამომჯდარი ტიროდა. უცბად წამოდგა ზემოთ აიხედა ცას გაუსწორა თვალი და მთელი ხმით ყვირილი დაიწყო.
-რა გინდა!? მამა წამართვი! ანრი წაიყვანე! ჩემგან რაღა გინდა!?
ყვიროდა ცაზე მიშტერებული.
ბოლოს თავი ხელში აიყვანა და დამშვიდდა, ტრასაზე დაჯდა, მოტოციკლს მიეყრდნო და დაფიქრდა.
-ანრი მოტოციკლს კარგად მართავდა, არაპროფესიონალიზმით არ მოსვლია, შანსი არარის აქ სხვა ამბავია, მაგრამ რა?
ხმამაღლა ფიქრობდა ლინდა და ბუტბუტებდა.
მერე წამოდგა, მოტოციკლს მოაჯდა და ტრასაზე დაბრუნდა.
ყველაფერი დაცარიელებული იყო, შემთხვევის ადგილი დაათვალიერა, ტრასაზე დაღვრილი ბლანტი სითხე შეამჩნია, დაიხარა და ხელით მოსინჯა. მოტოციკლის ზეთი აღმოჩნდა.
-ზეთი, ზეთი როგორ დაიღვარა მოტოციკლიდან თუ...
ლინდა ფეხზე წამოხტა მოტოციკლს მოაჯდა და ნიკსონის სახლში წავიდა.
-გამარჯობათ ნინო დეიდა,
დაიწყო ლინდამ როცა კარი ნიკას დედამ გაუღო.
-გაგიმარჯოს შვილო.
-ნიკსონა სად არის?
-არვიცი, ანრი... მთელი გულით ვწუხვარ,
ქვითინებდა ქალი და თან გოგონას უსამძიმრებდა, რომელსაც სახეზე არანაირი ემოცია არ აღბეჭდვოდა.
-ტელეფონი თან აქვს თუ იცით?
-სახლში არ დაუტოვებია ალბათ თან აქვს.
-მე სახლში დავტოვე და იქნებ დამარეკინოთ?
-მოდი შვილო.
ტელეფონთან მიიყვანა ქალმა გოგონა.
-ალო!
ტელეფონში გაისმა ნიკას ნაღვლიანი ხმა.
-ლინდა ვარ, სად ხარ?
-ანრის სახლში ვართ. შენ არ მოხვალ?
-არა! სასწრაფოდ ჩვენს ადგილზე გაჩნდით საქმე მაქვს.
-რა ხდება?
-იქ აგიხსნით.
-კაი მოვდივართ.



№1  offline წევრი lamazmani

ვაიმე ეს რა თავი იყო ლამის გავგიჟდი რატო მოკალი ანრი შემეცოდა ეს ამბავი მოწყობილია იმ დამპალის აუ არ უნდა მომკვდარიყო ისე კაი იყო love

 


№2  offline წევრი anushka15

აუ ეს რა იყო გავგიჟდი :D ანრი შემეცოდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent