შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

- ნინ! 3


8-07-2015, 17:10
ავტორი natela
ნანახია 2 340

მეორე დღეს საღამოს მე და ლიკა ავტყდით უნდა ვირბინოთ წონაში მოვიმატეთო, კუსტბაზე დაგვტოვა თოკამ და წავიდა საქმე მაქვს და მალე მოვალო, ჩვენც დიდი რუდუნებით დავიწყეთ სირბილი..
- ისე გაგიზე რას უტყვი?- მკითხა ლიკამ.
- არ შეიძლება სირბილის დროს ტლიკინი - გავუცინე და ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე.
- ოოფფ კაი ერთი- დაიჯღანა ლიკა.- და საერთ..- სიტყვა გაუწყდა წინ გადაშლილი სურათის დანახვისას.
ფილფანი, საბა და გუკა ისხდნენ მიწაზე. მანქანის ოთხივე კარი ღია იყო და მუსიკა ბოლომდე აწეული, საბას კალთაში მოურიდებლად იჯდა წითელთმიანი გოგო, უმოკლესი კაბით და ტოპით, მეტრეველსაც კარგად მოეთავსებინა მარჯვენა ხელი კაბისქვეშ, მარცხენათი კი ზურგს ეფერებოდა და გულიანად იცინოდა, ფილფანი ხო საერთოდ აღარ გვეკუთვნოდა ისე კოცნიდა თავის გოგოს.
მეტკინა, მიუხედავად იმისა რომ მე და საბა არავინ ვართ, და ეს გოგოებიც ჩვეულებრივი ბო*ები არიან ძალიან, ძალიან მეტკინა, გუკამ გაკრა ხელი მოხარხარე მეტრეველს და მანაც სწრააფდ შეწყვიტა სიცილი, ფილფანიც დაგვიბრუნდა და გაშეშებული ლიკას დანახვაზე ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. საბა სერიოზული სახით მომშტერებოდა მერე გაიღიმა და ძმაკაცურად აგვიწია ხელი, ამან ხომ სულ ბოლო მომიღო.
- წავედით- ხელზე დამქაჩა ლიკამ და წინ წავიდა.
მისალმების ნიშნად თავი დავუკარი და მეც სირბილით დავედევნე ლიკას.
- ზედმეტად გემჩნეოდა- თვქ ლიკამ როცა გავცდით.
- შენც..- აქოშინებულმა დავუბრუნე პასუხი და სკამზე ჩამოვჯექი.
- მე თოკო მიყვარს რა შუაშია ლევანი?- გაბრაზდა ლიკა.
- კაი რა ლიკა რა მე რაღას მიმალავ- გაღიზიანებულმა ჩავილაპარაკე და ისევ იმ ადგილს გავხედე, ამჯერად მხოლოდ მანქანა ჩანდა.
- მართლა მიყვარს თოკა- ჩაიბურტყუნა ლიკამ.
- შეიძლება მაგრამ გეტკინა ლევანის ასე დანახვა..
- მე ლევანი სულ მტკიოდა და ამან ძალიან დამღალა..
- უკვე მორჩით?- მხიარაულად მოგვიახლოვდნენ ბიჭები.
სწაფად წამოხტა ლიკა და თოკას ისე გადაეხვია თითქოს წლებია არ უნახავს, გაოცებულმა მოხია თორნიკემაც ხელი და მაგრად აიკრა გულზე.
- ხოა მშვიდობა?- ჩახედა მასზე ორი თავით დაბალს და დაათვალიერა ხო არაფერი უჭირსო.
- მომენატრე არ შეიძლება?- ეწყინა ლიკას.
- კაი ხო დაწყნარდი- შუბლზე აკოცა თორნიკემ და მასთან ერთად დაჯდა.
- აბა დაპირებული შოკოლადი და ნაყინი არ ვჭამოთ?- გადმომხედა გაგიმ.
- ვჭამოთ- გავუღიმე და ფეხზე ავდექი.
- გავალთ ჩვენ ვიყიდით და მოვალთ- წამოდგა გაგიც.
- წადით მიდით და ჩვენც სადმე წავალთ ვენატრები ჩემს შეყვარებულს- გაიცინა თოკამ.
- ოოპ მე მაპატიეთ- ხელები ავწიე და მომღიმარ ლიკას შევხედე.
- კაი წამოდი ჩვენ წავიდეთ- სიცილით გადამხვია ხელი გაგიმ.
არ მომეწონა მაგრამ არ შევიმჩნიე, მაღიზიანებს რომ ყოველთვის საბას ერთი დანახვაა საკმარისი ყველაფერის გაუფერულებისთვის, ის ერთობა თავის ნაშებთან ერთად არასდროს ენდომება სერიოზული ურთიერთობა, არასდროს ვეყვარები და რატომ უნდა ვიყო მე ასე?
გაგისთან ერთად ვისეირნე, ნაყინი და შოკოლადიც ვჭამე მერე კი ფილმზე მივედით.
- საშინელებაა გინდა?- მკითხა გაგიმ ღიმილით.
- მინდა- დავუქნიე თავი და გავუღიმე.
- არ გეშინია?- გამომცცდლად ამათვალიერა გაგიძემ და ბილეთების ფული გადაიხადა.
- ბავშვი ხო არ ვარ ?- გავბრაზდი. არადა ხანდახან მეშინია ხოლმე.
- კაი ვნახოთ ტრიდეა..
- მერე რა?
- კაი წამოდი..
შემეშინდა, თან მაგრად მაგრამ არ შევიმჩნიე მხოლოდ რამდენჯერმე დავხუჭე თვალები, მეტი არაფერი, გაგის არც შეუმჩნევია, ღამის 10 ზე გამოვედით ფილმიდან, უკვე საკმაოდ დაღლილი ვიყავი და პირდაპირ მის მანქანში ჩავჯექი, გასეირნებაზე აღარც მიფიქრია..
- არ გეშინია ხო?- სიცილით შეიკრა ღვედი გაგიძემ.
- რამე შემამჩნიე?- წარბაწეულმა გადავხედე დამპლურად მომღიმარს.
- მინიმუმ 10 ჯერ დახუჭე თვალები- გაიცინა ისევ და მანქანა დაძრა.
- იტყუები სულ 4 ჯერ დავხუჭე- სწრაფად ჩავუშვი ჩემი თავი.
- აჰა ანუ დახუჭე?
- ოო შემეშვი რა - ისევ აგვიბუტე და ფანჯრისკენ მივბრუნდი.
ხმა აღარ ამოუღია ისე მიმიყვანა სახლში, დაუმშვიდობებლად გადავედი და სადარბაზოსკენ წავედი გაგი რომ დამეწია და ხელით დამიჭირა.
- კაი ამჯერად რა გიყიდო?- გაიცინა და უკნიდან ჩამეხუტა.
- არ მჭირდება არაფერი.
- კაი რა ნინ..
- არ მინდა ..
- მაშინ არ გაგიშვებ- უფრო მაგრად ჩამეხუტა.
- კარგი ხვალ გეტყვი გამიშვი ახლა..
- მაკოცე და- ლოყაზე თითი დაირტყა გაგიმ
- არა !
- კაი ვიდგეთ ასე ..
- კარგი- თვალები გადავატრიალე და გაგის ლოყაზე ვაკოცე.
გაიცინა და ხელი გამიშვა, უკანმოუხდავად ავედი სახლში და უაზროდ გამეღიმა, მე მაქვს უფლება ვიყო ბედნიერი , მითუმეტეს თუ საბას არ ვადარდებ.
წყალი გადავივლე და დავწექი, გაგის მესიჯი მოვიდა ტკბილი ღამე მისურვა, არ ვუპასუხე მაგრამ ისე გამეღიმა რარაცნაირად.
- მარინა!- ღამის ოთხსაათზე მისწვდა საბას ხმა ჩემს სმენას- გამოდი შენი დედა ******!!!!
ფეხზე ავდექი და გარეთ გავედი. დედა აივნიდან უყურებდა ერთმანეთზე გადაკიდებულ სამეულს.
- მარინა!- იყვირა ისევ საბამ და ეზოში გაჩერდა, სახე რას უგავს ღმერთო.
- რა მოხდა ?- ვკითხე ნანოს .
- იჩხუბეს ისევ ეტყობა, რა გახდა ეს ბავშვი ასეთი- თავი გააქნია დედაჩემმა და ისევ იმ სამს დახედდა.
მარინას აივანს გავხედე აშკარად არ აპირებდა გაღვიძებას, ხალათი მოვიცვი და დაბლა ჩავედი.
- საბა- სწრაფი ნაბიჯებით მივუახლოვდი ერთადგილზე მობარბაცე სამეულს.- კარგად ხარ ?
- ვა ნინ!!!- დაიბრიცა საბა.
საბას სახე ავაწევინე და დავათვალიერე, წარბი და ტუჩი აქვს გახეთქილი, და სულ მტვრიანია.
- წამოდით- ჩემს სადარბაზოზე ვანიშნე ბიჭებს.
- სად ტოო? შენთან?- იკითხა გუკამ.
- უნდა მივხედო წამოდით!- ვიყვირე მოთმინება დაკარგულმა.
- აუ ჩემი- ისევ ახარხარდა საბა- მარინა სადაა ტოო..
- საბა გაჩუმდი გესმის?- გაბრაზებულმა გავაღე სახლის კარები.
- ვა ნანო დეიდა როგორ ხართ?- ზრდილობა გამოიჩინა გუკამ.
- რა გეშველებათ შვილო- შეიცხადა დედაჩემმა.
- მიდი რა დე აფთიაქის ყუთი მომიტანე- ვუთხარი დედას და ისევ ბიჭებს მივუბრუნდი.- ეს აქ დასვით- დივანზე ვანიშნე და ნანოს ყუთი გამოვართვი.
- კაი წავალთ ჩვენ, ეს კარგ ხელშია- გაიცინა ფილფანმა.
- თქვენ ხო კარგად ხართ?- ავხედე ბიჭებს და ბამბაზე სპირტი დავასხი.
- ხო წავედით და ბოდიში..
ბიჭები ნანომ გააცილა.
- საბა სად იჩხუბე?- ვკითხე და წარბზე ბამბა დავადე.
- მკლაავ გოგო?- წამოიყვირა გაბრაზებულმა.
- საერთოდ ნუ იღებ ხმას, გალოთდი ხვდები?
- აუ მარინა ხარ იმენა რა- მობეზრებულმა აიქნია ხელი.
- ღირსი არ ხარ ახლა მიგაგდო ისე?- მეც ვუყვირე და უფრო მაგრად მივაჭირე ბამბა.
- აი რატომ არ მომყავს ცოლი, იმენა ტვინის ბურღები ხართ ქალები..
- ხო ?- ამჯერად მართლა გავბრაზდი.- და შენ არ ფიქრობ რომ ყველაზე დიდი ტვინის ბურღი ხარ ? შეხედე შენს თავს, ყველა ფეხებზე გკიდია, დედაც, მამაც, მეგობრებიც და ..- უნდა მეთქვა მეც თქო მაგრამ გამახსენდა რომ მე არავინ ვარ მის ცხოვრებაში და მოვკეტე.
- და ?- ჩამომხედა საბამ.
- არავინ- მზერა ავარიდე და ტუჩზე გადავედი.
- რა ლამაზი ხარ ნინ- გაიღიმა საბამ და ლოყაზე ჩამომისვა საჩვენებელი თითის ზურგი.
- ნუ ლაპარაკობ ხელი მეშლება..
- ნანო სადაა?
- დასაძინებლად გავუშვი მორიგეა ხვალ..
- აა..
- მზადაა, შეგიძლია წახვიდე, ოღონდ მარინას შეეშვი გთხოვ, ხვალ ადრე უნდა ავდგე და საშინლად მეძინება- გავაფრთხილე საბა და ფეხზე ავდექი.
- ყავაც დამალევინე და- გაიღიმა საბამ.
- კარგი ახლავე..
სამზარეულოში შევედი და კედელს მივეყუდე.
ისევ გაუფერულდა გაგი, ისევ გადაწონა გაგის ყველა საქციელი საბასნათვქმმა ორმა სიტყვამ. ასე არ შეიძლება.. არა..
ყავა გავაკეთე და გაზზე დავდგი.
- შენ რა ხალათებში ჩითავ ამ ბოლო დროს?- მომესმა საბას ხმა.
- მიწევს რას ვიზავთ..
- ხო და ცოტა გრძელი იყიდე- მომიახლოვდა საბა.
- იმ გოგოს კაბაზე მაინც გრძელია- წამოვიყვირე გაბრაზებულმა და გაზქურასკენ მივბრუნდი, ფუ რა დებილი ვარ ეს რამ მათქმევინა.
- ხო არა?- გაიღიმა საბამ და ჩემს გვერდით დადგა.
- მზადაა- ყავა ფინჯანში ჩავასხი და საბას ვანიშნე დაჯექი თქო.- არ მეტყვი რა მოგივიდა?
- ეგ შენ არ გეხება- ისევ გამიღიმა და ყავა მოსვა.- კარგია.
- მადლობა..
ყავამ ცოტა გამიაფხიზლა, დაძაბული ვაკვირდებოდი სახეზე და ნაკაწრების და ჭრილობების დათვლას ვცდილობდი.
- ასეთი სიმპატიური ვარ ?- გაიღიმა და მომიახლოვდა.
- უბრალოდ ჭრილობებს ვუყრებდი- თავი დავხარე და გასვლა დავაპირე მაგრამ საბამ სწრაფად დააბჯინა ხელები მაგიდას და შუაში მომიწყვდია .
- მართლა ლამაზი ხარ ნინ- შეცვლილი ხმით დაიჩურჩულა საბამ.
- საბა მთვრალი ხარ- ძლივს ამოვიჩურჩულე და მის ხელებს დავხედე.
- ის ტიპი ვინაა ნინ?- ოდნავ სიმკაცრე შეპარული ტონით იკითხა საბამ თავი დაბლა დაწია და თვალებში შემომხედა.
- ვინ?
- იცი ვინც..
- გაგი?
- ხო გაგი- ისეთი ტონით წარმოსთქვა მისი სახელი სულ ჩამივარდა ენა.- ვინაა ნინ?
- ჩვენ..
- რა თქვენ?
- რაში გაინტერესებს საბა?- აზრზე მოსულმა მკაცრად ვკითხე.
- ნინ!- უფრო გაამკაცრა ტონი საბამ
- მეგობარია..
- მარტო?
- არა .
- შენ მოგწონს?
- შემეშვი საბა.
- მიპასუხე!
- ხო..
- გინდა რაღაც გითხრა?
- რა?
- ეგ ტიპი შენს გვერდით ძაან ზედმეტია...- სერიოზული სახით გამოაცხადა და მომშორდა.
- რატომ?- გაბრაზებულმა აშკარად ავუწიე ხმას.
- იმიტომ, უბრალოდ დამიჯერე კარგი?
- შენთანაც ზედმეტია ეს ყველაფერი მაგრამ ვის უსმენ? თანაც გაგი ძალიან კარგი ბიჭია..
- მაგრა გაგი როგორი ბიჭია, ჭკვიანი გოგო ხარ და წესით უნდა ხვდებოდე რომ მართალს გეუბნევი.
- მაგრამ ვერ ვხვდები, მე სერიოზულად ვფიქრობ გაგიზე.
- აბა შენ იცი - თვალი ჩამიკრა საბამ და სახლი დატოვა.
არ ველოდი ამ დიალოგის ასე დამთავრებას, მეგონა კიდევ რამეს მეტყოდა, რამეს რაც მაფიქებინებდა რომ ჩემს მიმართ გრძნობები აქვს მაგრამ არაფერი ვაბშე. ნერვებმოშლილი შევედი საძინებელში, გათენება მომიწია, საბას ხმა მესმოდა ეზოდან, ამ ბიჭს არასდროს სძინავს? აქედან ჩავიდა და ისევ სმა გააგრძელა.
სისუელეა მისი სიყვარული, გაგის აწყობილი ცხოვრება აქვს საბას კი არაფერი, არ შეიძლება მასზე ფიქრი არადა მორჩა.
დილით უნივერსიტეტში მომიწია გასვლა, შუადღით კი გაგის მესიჯი მომწერა რა გიყიდოო, ისევ ნაყინი ვაყიდინე, კაფეში ვიყავით თოკასთან და ლიკასთან ერთად, მერე ისევ კუსტბაზე წავედით, მერე ამ ფიოლმზე წავიყვანეთ ბავშვები ჩვენ რომ ვნახეთ, რადგანაც უკვე ვიცოდით მალე მოგვწყინდა და ლიკას და თოკას კაფეში დაველოდეთ.
- ნინ გყვარებია როდესმე?- მკითხა გაგიმ და თვალებში მომაჩერდა.
- მე სიტყვა მიყვარდას არ ვცნობ- ვუპასუხე და ხელი მაგად მოვუჭირე ტელეფონს ნერვიულობა რომ დამეფარა, არ ვიცი საბას მიმართ რას ვგრძნობ და არც გაგის მოტყუება მინდა .
- ანუ არა - გაიღიმა გაგიმ.
- ეგრე გამოდის- უხერხულად გავიღიმე და მზერა ავარიდე.
- მაგარი გრძნობაა იცი?
- მე არ ვიცი- დავიბენი, არ მინდა, ან მინდა რომ გაგის ვუყვარდე, არ ვიცი, ერთადერთი რაც მინდა საბას გაქრობაა ჩემი ცხოვრებიდან.- გაგი მოდი წავიდეთ კარგი ?
- კარგი ..
სახლში მიმიყვანა, დავემშვიდობე და სწრაფი ნაბიჯებით წავედი სადარბაზოსკენ. შიგნით შესულს ხელზე მძიმე ხელი მომეჭიდა გამაჩერა და მიმაბრუნა, წამში ვიცანი საბას ოდნავ გაბრაზებული სახე.
- არ მიჯერებ ხო ნინ?!


ფოტოზე ლიკაა



№1 სტუმარი sad heart

უცნაურად მეახლოება ეს ისტორია )) ძალიან ძალიან მომწონს და გაგრძელებას ველი. წარმატებები <3

 


№2  offline წევრი natela

Ucnaurad geaxlovaba ? Ratom ?

 


№3 სტუმარი sad heart

dzalian dzalian axlosaa chemtan. maxsenebs ragaceebs. tumca shinaarsi mtalad gaigivebuli ar aris da didi imedi maqvs chxubshi ar daxocav am bichebs da tirilit ar momklav :D <3

 


№4  offline წევრი natela

Ver vitan roca sikvdilit mtavrdeba istoria ..

Istoriam ragac kargic unda dagitovos ragac sevdac ase rom

 


№5  offline წევრი kurt cobain

აუ გააგრძელეე რაააა.

 


№6  offline წევრი Li Zi

dade shemdegi raa dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian gtxoovv :'(

 


№7  offline წევრი liza pop

ოუ დადე რა შემდეგი გთხოოვ <3 recourse

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent