შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩავლილი ბედნიერება (1)


8-07-2015, 18:24
ავტორი Masho 123
ნანახია 1 667

გამარჯობათ, მე ენი ვარ, 27 წლის. საერთოდ არ მიყვარს ისტორიების ასე დაწყება,
მაგრამ ეხლა ამაზე ფიქრის დრო ნამდვილად არ მაქვს, რადგან მინდა ჩემი
ერთ-ერთი გამოძიებული თუ გამოსაძიებელი საქმის შესახებ გიამბოთ, რომელმაც
პირადად ჩემზე დიდი ზეგავლენა მოახდინა.
მოკლედ, თავს აღარ მოგაწყენთ, ყველაფერი აი ასე იყო...
***
დილით მაღვიძარამ დროულად არ დარეკა; შეშინებული წამოვხტი საწოლიდან და
აბაზანაში შევარდი. დილიდანვე ხასიათი გამიფუჭდა, იმ მიზეზების გამო, რომ
მოსამზადებლად საკმარისი დრო არ მქონდა და ვერც ყავის დალევას მოვასწრებდი.
უი, სულ დამავიწყდა მეთქვა, მე ბევრისთვის სასურველი პროფესია მაქვს,
გამომძიებელი ვარ და პოლიციაში ვმუშაობ. მოკლედ, როგორც იქნა მივაღწიე
სამსახურამდე, მაგრამ აქაც არ გამიმართლა... უფროსმა მისვლისთანავე, მე და ჩემი
თანამშრომელი-გიორგი, კაბინეტში გვიხმო და ახალი საქმე გადმოგვაბარა...
უფროსმა მე და გიორგის ყავა შემოგვთავაზა და მაშინვე საქმეზე გადავიდა:
- მოკლედ, ენი, გიორგი, ახალი საქმეა, რომელიც ერთობლივად უნდა
გამოიძიოთ. უკვე მესამე დღეა ერთი ახალგაზრდა ქალი წინასწარი დაკავების
იზოლატორშია; საკუთარი ქმრის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ქალი
ჩუმადაა, ხმას არ იღებს, იძახის დამნაშავე ვარ, საკანში გადამიყვანეთ და
აქვე დავამთავროთ ყველაფერიო. მიზეზებზე არ საუბრობს, დუმილის
უფლებას იყენებს. ამ საქმეს ერთადერთი მოწმე ჰყავს, მათი შვიდი წლის
ქალიშვილი. ეს ბავშვი ხომ საერთოდ, ხმას არ იღებს, მაგარი გაღიზიანებულია,
მისთვის დიდი ტრამვაა ეს ყველაფერი. მოკლედ, თქვენ გევალებათ გაარკვიოთ
მათი კონფლიქტის მიზეზი, გაჩხრიკოთ ბრალდებულის ბინა, აალაპარაკოთ
ბავშვი.... მოკლედ უნდა გაირკვეს რა და როგორ იყო. ამისთვის ერთ თვეს
გაძლევთ, აბა თქვენ იცით, წარმატებებს გისურვებთ.
უფროსის კაბინეტიდან გამოვედი თუ არა, დაძაბულობა მაშინვე მომეხსნა.
გიორგის მივუბრუნდი და ვკითხე:
-გიო, რამე იცი ამ ცოლ-ქმრის შესახებ?
- რავიცი, საინტერესო არაფერი. ამბობენ ადრეულ ასაკში იქორწინეს, ერთმანეთი
ძალიან უყვარდათ, ემილი ანგელოზივით გოგო იყო, ნიკუშა კი ერთი ხულიგანი,
ლოთი, კაცი გამოდგაო...
-აჰა, საინტერესოა. ბოლო წლებში, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ?
-რავი, ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, პატარა ელა დედასთან იზრდებოდა...
ამბობენ იდეალური დედა-შვილობა ჰქონდათ, მგონი მთელი შვიდი
წლის მანძილზე ერთხელ არ აუწევია ხმა შვილისთვისო. საკმარისი
იყო ელას რამე ეთხოვა, სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული ემილი, რომ
უკვე უსრულებდაო.
- ყველა დედას უყვარს შვილი, მაგრამ ასეთი თბილი ურთიერთობა მარტო
ფილმებში თუ მინახავს. თვითონ ემილი რას საქმიანობდა?
- ემილის კარგი განათლება აქვს, კონკრეტულად კი არქეოლოგიური დაამთავრა.
თბილისში ორი ბინა აქვს გაქირავებული, შესაბამისად ფული საკმაოდ აქვს და
ელას არაფერს არ აკლებდა. სამუშაოც საკმაოდ საინტერესო იშოვა, არქეოლოგიური განხრით მუშაობდა, ხელფასიც სტაბილური ქონდა და
ბევრ აღმოჩენაშიც აქვს მონაწილეობა მიღებული. ექსპედიციებში ელაც დაყავდა ხოლმე და ბავშვი ძალიან ბედნიერი იყო.
- ელა ახლა ვისთანაა?
- ბებიამისთან, ემილის დედასთან. ემილის მშობლებთან არც ისე კარგი ურთიერთობა ქონდა, შესაბამისად ელა არც ისე ხშირად ნახულობდა
ბებია-ბაბუას და ძალიან უცხოდ გრძნობს თავს, ახლოს არავის იკარებს...
მთელი დღე ოთახში ზის და მულტფილმებს უყურებს
-მესმის მისი, ალბათ ემილი ძალიან ენატრება
- ხოო, მაგრამ ემილი კატეგორიული წინაამღდეგია. ამბობს ელა ციხეში
არ მოიყვანოთ, არ მინდა ამ მდგომარეობაში მნახოსო
-მესმის, ძალიან რთულია... ისე ჩვენ რა ვქნათ? როგორ დავიწყოთ
ამ საქმის გამოძიება?
-რთული საქმე ჩანს... მოდი ჯერ ემილის სახლი დავათვალიეროთ,
იქნებ რაიმე საინტერესოს მივაგნოთ; აბა რას იტყვი?
- არაჩვეულებრივი იდეაა, მოდი ახლავე წავიდეთ...
ემილი საბურთალოზე ცხოვრობდა, კოხტა, ოთხოთახიან ბინაში.
სახლს უზარმაზარი მისაღები, კოხტა სამზარეულო, ერთი კაბინეტი,
დიდი აივანი და ორი საძინებელი ჰქონდა. აქედან ერთი ცარიელი იყო,
რადგან ელა დედასთან იძინებდა. სახლი ძალიან სუფთა და გემოვნებით
მოწყობილი იყო. ემილი და ელა, თურმე აქ მარტონი ცხოვრობდნენ;
ნიკა კი კვირაში ორჯერ, სამჯერ, ნახულობდა ხოლმე ქალიშვილს.
აი, ემილის საძინებელშიც შევედით... მკვლელობაც სავარაუდოდ აქ
მოხდა, ცეცხლსასროლ იარაღზე ემილის და ნიკას თითის ანაბეჭდები
იყო აღმოჩენილი.საძინებელს სალათისფერი კედლები ჰქონდა,
აქედან ერთი მთლიანად ემილის და ელას ფოტოებით იყო სავსე,
მეორე კედელზე კი დიპლომები და სიგელები იყო გაკრული...
ოთახში უზარმაზარი „ტრილიაჟი“ იდგა, სარკეზე ლიანები იყო
ჩამოზრდილი, ქვევით კი უამრავი ხელნაკეთი ნივთები ელაგა:
ნიჟარებით დამზადებული სუვენირები, ფოსფორის ჯვარცმა, სურნელოვანი
სანთლები, გამჭირვალე ბურთში მოქცეული ფლორენცია, ფაიფურის
თოჯინები, თიხისაგან გამოძერწილი ფიგურები, მოხატული ქვები...
ფანჯრებზე ხელით ნაქარგი ულამაზესი ფარდა ეკიდა-ასეთს მეც სიამოვნებით
ვიყიდდი გავიფიქრე და საწერი მაგიდის უჯრა გამოვაღე... უჯრაში ორი
საქაღალდე იდო: ერთს ელა ეწერა, მეორეს კი ემილი. ორივეში ნახატები
იდო, როგორც ჩანს ემილი საკმაოდ კარგად ხატავდა. სხვა უჯრებშიც
საინტერესო არაფერი იყო, სამსახურის საბუთები, წიგნები, ბლოკნოტები...
ემილის სახლში საინტერესო ვერაფერი ვიპოვეთ და გიორგის მივუბრუნდი
- გიო, ეხლა რა ვქნათ?
- რავი აბა, მოდი ემილის ახლობლები დავკითხოთ. ერთი ბავშვობის მეგობარი
ყავს, ნინი, რამდენიმე წელი ამერიკაში ცხოვრობდა და ეს ამბები, რომ გაიგო
დაბრუნდა
- კარგია, წავედით
................................................................................................................................................
ნინი მელიქიშვილზე, სამოთახიან ბინაში მარტო ცხოვრობდა. ეტყობოდა
ნამტირალები რომ იყო. სახლში შეგვიპატიჟა, ყავა შემოგვთავაზა და ინტერესით შემოგვხედა.ჩვენ ეხლა რამდენიმე კითხვას დაგისვამთ, საუბარი
გიომ წამოიწყო , გოგონამაც თავი დაუქნია

- როდის და როგორ გაიცნეს ერთმანეთი ემილიმ და ნიკამ?
- ნინის გაეცინა. მე-11 კლასს ვამთავრებდით, წლის ბოლო იყო და შატალოზე
წასვლა ავიტეხეთ. სკოლას გარშემო მაღალი ღობე ერტყა. პირველი მე გადავძვერი და ემილის ვუთხარი გადმოდი-თქო. სკოლის ჩანთა ისროლა,
თვითონ კი ფეხი დაუცურდა და ჩამოვარდა. დასახმარებლად მაშინვე
საიდანღაც ნიკა მოვიდა. მაშინ გაიცნეს ერთმანეთი
- შეყვარებულები დიდი ხანი იყვნენ?
- სულ რაღაც ერთი წელი. ემილიმ, რომ სკოლა დაამთავრა მაშინვე დაქორწინდნენ. ნინის ისევ გაეცინა. არ იყვნენ ეგენი ნორმალურები.
პირდაპირ სკოლიდან გაიპარნენ. ემილის მშობლები თავიდან ამის
წინააღმდეგები იყვნენ, ამიტომ წლის ბოლოს ემილი ისტორიის მასწავლებელს
კაბინეტში შეუვარდა და გამოუცხადა უნდა გამაპაროთო...
- შემდეგ რა მოხდა? ღიმილით კითხა გიორგიმ
- რავიცი აბა, გაეღიმა ნინის. ერთ თვეში ქორწილი გადაიხადეს, მე ემილის მეჯვარე ვიყავი. ქორწილის შემდეგ კი ნიკას მშობლებთან გადავიდნენ საცხოვრებლად. ორივემ სწავლა გააგრძელა, შემდეგ ნიკამ მუშაობაც დაიწყო. ნელ-ნელა ემილიმაც შემოირიგა მშობლები...
- ელა?
- ჩემი ნათლული, რომ დაიბადა ემილი მეორე კურსს ამთავრებდა. ერთი წელი
აკადემიური აიღო და ბავშვს უვლიდა, შემდეგ კი ბავშვი ბაღში მიიყვანა და თვითონაც განაგრძო სწავლა-განათლება
- და რატომ დაშორდნენ?
- ოოო ეგ რთული საკითხია. ნიკას მშობლები ავარიაში მოყვნენ და დაიღუპნენ.
ნიკამ ძალიან განიცადა, ხასიათები გაუფუჭდა, სმა დაიწყო... მერე სამსახურიდანაც გამოაგდეს. თავიდან ემილი ყველაფერს უთმენდა, მაგრამ
ნიკამ ნარკოტიკების მოხმარება და ემილის ცემა, რომ დაიწყო ეს ვეღარ აიტანა
და სახლიდან წამოვიდა ელასთან ერთად. საერთოდ ემილის არ უყვარდა ამ
თემაზე საუბარი, თან მაშინ მე უკვე ამერიკაში ვიყავი და დეტალები არ ვიცი, მაგრამ ემილის მშობლები ამოუდგნენ მხარში და ყველანაირად დაეხმარნენ.
ნიკამ ელას ნახვა მოინდომა, ემილიც არ უშლიდა შვილთან ურთიერთობას
და ნიკა ბავშვს კვირაში რამდენჯერმე ნახულობდა, როგორც მოუხერხდებოდა
- ოფიციალურად არ გაშორებულან, ხომ?
- არააა; ემილის რამდენჯერმე ჩამოვუგდე სიტყვა ამ საკითხზე, მაგრამ სულ
სხვა თემაზე გადაქონდა საუბარი, მეც აღარ ჩავეძიე
- როგორც ვიცით, ემილი ნიკას სახლიდან ოთხი წლის წინ წამოვიდა. მთელი
ეს დრო როგორი ურთიერთობა ქონდათ?
- ელას ნახულობდა, მეტი არაფერი ვიცი. ემილი ამ თემაზე არასდროს საუბრობდა
- ბოლო დროს ურთიერთობა ხომ არ დაეძაბათ? ხომ არ იცით რა შეიძლებოდა
გამხდარიყო მკვლელობის მიზეზი?
- არ ვიცი, მაგრამ ბოლო ერთი თვე ემილი ძალიან შეიცვალა, ტელეფონითაც
თავს არიდებდა ჩემთან საუბარს.
- და იარაღი? იცოდით რომ ემილი იარაღს საძინებელში ინახავდა?
- ეს ემილის მამის იარაღი იყო. მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე ემილის
მშობლები თურქეთში წავიდნენ ნათესავთან და იარაღი და ძვირფასეულობა
ყოველი შემთხვევისთვის ემილის სახლში შეინახეს. აქ განსაკუთრებული
არაფერია, წლებია ბატონი შალვა(ემილის მამა) ამ იარაღის კანონიერი
მფლობელია...
ნინის დავემშვიდობეთ და გადავწყვიტეთ ემილის მშობლებთანაც მივსულიყავით. კარი ბატონმა შალვამ გაგვიღო. მამაკაცი ძალიან ანერვიულებული იყო, ეტყობა ნიკამ რაღაც საშინელება ჩაიდინა, თორემ
ემილი ასეთ სისულელეს არ იზამდაო. შემდეგ ქალბატონი ნინოც
გავიცანით, ემილის დედა, არც მან იცოდა რამე. მკვლელობას მხოლოდ
ელა შეესწრო და ბავშვის ალაპარაკება იყო საჭირო, გოგონა კი ოთახში
იჯდა და ხმას არ იღებდა...
- შეიძლება ელა ვნახოთ? გპირდებით არ შევაწუხებთ, უბრალოდ დაველაპარაკებით
- კი შვილო, როგორ არ შეიძლება, მაგრამ ხომ გითხარით ხმას არ იღებს. ერთი
სიტყვაც ვერ ვათქმევინეთ, ზის და ტირის. საჭმელსაც სულ ძალით ვაჭმევთ,
უკვე მეორე დღეა ესეა. ძალიან ვნერვიულობ ამ ბავშვზე, ჯერ მხოლოდ შვიდი
წლისაა და რამხელა ტრამვა გადაიტანა...
ელას ოთახის კარზე რამდენჯერმე დავაკაკუნე, ხმა არ გამცა. კარები ფრთხილად შევაღე და ჩემგან ზურგით მჯდარი გოგონა დავინახე. გრძელი
თმები გაშლილი და დაუვარცხნელი ქონდა, თავი კი მუხლებზე ქონდა ჩამოდებული. ტელევიზორში რაღაც მულტფილმი მიდიოდა, მაგრამ ცხადი
იყო გოგონა მას არ უყურებდა, იატაკს იყო დაშტერებული. ფრთხილად შემოვუარე და მის წინ დავჯექი. ამომხედა... თაფლისფერი თვალები სულ
ჩაწითლებული ქონდა, სლუკუნებდა, შეშინებული მიყურებდა. ტანში
ჟრუანტელმა დამიარა, საოცრად შემეცოდა ეს პატარა
- გამარჯობა ელა, მე ენი ვარ. შევეცადე ბავშვისთვის გამეღიმა
- შენც პოლიციიდან ხარ? ჩახლეჩილი ხმით მკითხა და იატაკს ჩააშტერდა
- ხო, ჩუმად ვუპასუხე. წარმომიდგენია რამდენი პოლიციელი მივიდოდა
მის სანახავად და გული შემეკუმშა. თუმცა მაინც მიხაროდა, რომ დამელაპარაკა...
- მეც ციხეში უნდა წამიყვანოთ?
ადგილს მივეყინე. ესეთი რამ რატომ გაიფიქრა?
- არა, საყვარელო, ეგ რამ გაფიქრებინა.. შენ თუ დაგვეხმარები და გვეტყვი იმ
დღეს რა მოხდა, შეიძლება დედიკოც სახლში დაბრუნდეს. ხელზე ხელი მოვუჭირე. ისევ ამომხედა და ცრემლები წამოუვიდა
- მე . მე უბრალოდ.. ჩემი ბრალია.. დედიკო მოვატყუე... ბევრჯერ მოვატყუე..
ეს ჩემი ბრალი იყო...
- ელა, ჩემო ლამაზო დამშვიდდი.. გულზე მივიხუტე. შენი ბრალი არაფერი
არ არის, ვინ გითხრა ეს?
- არა.. ჩემი ბრალია.. გვანცამ ყველაფერი შენი ბრალიაო.. მართლა ჩემი ბრალია..
მე არ მინდოდა.. მართლა არ მინდოდა.. მაგრამ.. გვანცამ...
ბავშვს ტუჩები გაულურჯდა, სულ კანკალებდა, ვეღარ ლაპარაკობდა, გაურკვეველ ბგერებს წარმოთქვამდა, ვეღარ ვაწყნარებდი... შემდეგ ცოტა
სახე დაუწყნარდა, ტირილიც შეწყვიტა და ამომხედა
- წ ა დ ი
ლოყაზე ვაკოცე და მისი ოთახიდან სწრაფად გამოვედი. არ მინდოდა
უფრო ამენერვიულებინა. გასასვლელში ემილის მშობლები მელოდებოდნენ.
გაკვირვებულებმა შემომხედეს:
- გითხრათ რამე?
- არა, ისეთი არაფერი. ტირილი დაიწყო და აღარ მინდოდა უფრო ანერვიულებულიყო. თუ შეიძლება, ხვალ კიდევ მოვალ მის სანახავად.
მხოლოდ ვიღაც გვანცას სახელი ახსენა. ხომ არ იცით, ვინ შეიძლება იყოს?
- გვანცა? კი როგორ არა. ემილი მუშაობდა და ამიტომ ელას ძიძა აუყვანა. გვანცა
მისი ძიძა იყო. პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ემილი აქებდა, ახალგაზრდა გოგოა
და ბევრსაც არ ვუხდიო...
- კარგით, დიდი მადლობა. მე და გიორგი ემილის მშობლებს დავემშვიდობეთ
და საოცრად დაღლილები სახლებში წავედით. ისეთი დაღლილი ვიყავი
საქმეზე ფიქრი აღარ შემეძლო, დავწექი თუ არა, მაშინვე ჩამეძინა....



№1  offline წევრი Sexy Mädchen

კიდევ რამდენჯერ უნდა დადოთ ეს ისტორია? არ დაიღალეთ მაინც?;დდდა კიდევ,მე შევარდი კი არა,შევვარდი;დდდ

კიდევ რამდენჯერ უნდა დადოთ ეს ისტორია? არ დაიღალეთ მაინც?;დდდა კიდევ,მე შევარდი კი არა,შევვარდი;დდდ
--------------------
:)

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

მეც მეცნო ეს ისტორია.
რამდენჯერ უნდა დადოთ კარგით რა belay

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent