შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულელი მე 10


8-07-2015, 19:01
ავტორი skip beat
ნანახია 2 117

უკვე სამი დღეა ალექსანდრეს გამწარებული ვემალები , სადაც დავინახავ ეგრევე ვშორდები იმ ადგილს , ახლაც კარგად დავზვერე და ისე დავჯექით უნივერსიტეტის ეზოში
-როდემდე აპირებ ასე სირბილს- ტანჯული სახით მეკითხება სალომე
-ან საერთოდაც რას ემალები ვერ ვხვდები- აყვა მეორეც
-მერიდება- ვდუდღუნებ ჩემთვის
-რისი გოგო?- გაოცებული მეკითხება ორივე
-აუ არ ვიცი მარა , ვერ ვუყურებ რა და ვსო
-გარეკა მემგონი ამან - სინანულით გადააქნია თავი სალომემ
-ოოო- ამოვიზმუილე და ამასობაში მომავალი ალექსანდრე თავის სასტავთან ერთად დავინახე , ეგრევე წამოვხტი და ჩემდა საბედნიეროდ არსებულ უნივერსიტეტის კედელს ამოვეფარე,თან გოგოებს მივაძახე რო წავა მითხარითთქო, ასე ვიყავი ამოფარებული კარგა ხანს გოგოები კი არადა არ მეძახდნენ , ბოლოს უკვე ძალიან რომ მომბეზრდა კედელთან ყურყუტი ,ვითომ ჩურჩულით გავძახე გოგოებს
-ჰა არ წავიდა?- თან თავი არ გამიყვია ისე ვიკითხე ,მაინც დაზღვევის მიზნით
-ვის ემალები?- მომესმა თუ არა ხმა კედლის მეორემხრიდან და გავაანალიზე ვის ეკუთნოდა , მაშინვე დავამტკიცე ჩემი სპორტულობა და უკანმოუხედავად მოვკურცხლე . ამ ამბის მერე გოგოების მიერ დასმულ კითხვაზე თუ რა მეტაკა, პასუხი ვერ ვიპოვე , არ ვიცი უბრალოდ მომინდა გავქცეულიყავი და გავიქეცი კიდეც , მოკლედ ბევრი რო არ ვიბოდიალო ასე გრძელდებოდა კარგა ხანს მერე კი საერთოდ ვეღაც ვხედავდი ხოლმე უნიში . აი ეხლაც სამსახურში ვარ და მთლიანად ამ საქმეში ვარ ჩართული
-კარგით ეხლა კარგად მომისმინეთ - მოგვიხმო უფროსმა- დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები გვეყოლება და ყველანაირად კარგი უნდა გამოვიდეს დღევანდელი დღე გასაგებია? - ცოტა არ იყოს და მისგან ამდაგვარი მითითება გამიკვიდა თუმცა თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე , ლევანი კი „ სმირნაზე „ დადგა მისმა შემხედვარე ქალმა გაიცინა და დანანების ნიშნად თავი გააქნია. ყველა ჩვენ საქმეს შევუდექით მალე ხალხიც
შეგროვდა და დაიწყო ბავშვების ჟრიამული , ყველა გადასარევად ერთობოდა , გარდა ერთისა , პატარა ბიჭუნასი , რომელსაც წესით ყველაზე დიდი სიამოვნება უნდა მიიეღო, რადგან დღეს სწორედ მისი დღე იყო , თუმცა ის მაინც მოღუშული დადიოდა , ვერც გასართობი თამაშები , ვერც საჩუქრები და ვერც ვერაფერი ხსნიდა მის შეჭმუხნულ წარბებს. საკმაოდ დიდხანს ვაკვირდებოდი , აი ეხლა ამაზე გამხიარულდება , ეს მოეწონება და ასე შემდეგ მარა არა, ისევ მოღუშული იჯდა და მეც მიკვირდა რა უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი , მე რასაც ვხედავდი ყველა თავს ევლებოდა , ყველაზე მაგარი დაბადებისდღის პროგრამაც შეუჩიეს , საბოლოოდ გადავწყვიტე რო ეს ჩემი საქმე არ იყო და თანამშრომლებს შევუერთდი და საქმე გავაგრძელე , ცოტა დრო რო დამრჩა ისევ იუბილარისკენ გავაპარე მზერა თუმცა ვერ დავინახე , არსად ჩანდა , ვიფიქრე საჭირო ოთახში იქნებათქო მაგრამ საკმაო ხანს რო არ გამოჩნდა , ვითომც ისე შევიჭყიტე საპირფარეშოში , მაგრამ იქ არ იყო , სხვა მიმდებარე ადგილები დავათვალიერე და არც იქ იყო . დაფეთებული მივვარდი ლევანს და ჩუმად ვაცნობე რაც ხდებოდა , ესღა გვაკლდა ყველაფერმა კარგად უნდა ჩაიაროსო გაგვაფრთხილეს და ჯერ იუბილარი მოღუშული ზის და მერე ჩვენი ცენტრიდან ბავშვი იკარგება , ცუდადაა საქმე . ახლა უკვე გასამმაგებული ძალებით დავიწყეთ ძებნა , მთელი ცენტრი შემოვირბინეთ მაგრამ ვერსად მივაგენით ,ბოლოს გადავწყვიტე გარეთაც გავიხედავთქო და მართლაც იქ დამხვდა ქვაზე იყო ჩამომჯდარი და გზას გაყურებდა , ბავშვებს ვანიშნე ვიპოვეთქო და მერე ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი , ხმაურზე უცებ გამომხედა
-გამარჯობა, შეიძლება ?- მის გვერდით ცარიელ ადგილზე ვანიშნე , მან თავისი ცისფერი თვალები გაკვირვებულმა შემომანათა და მერე გაუბედავად გააქნიათავი , უხ ეს რა გაიზრდება , შევაქე ბავშვი ჩემთვის და მერე ისევ ჩემ გეგმას მივუბრუნდი , როგორმე თავისი ნებით და ჩუმად უნდა დამებრუნებინა უკან,
-დედამ უცხოებს არ ელაპარაკოო- გამომიცხადა, ამაზე ჩამეცინა არც საღამოს გარეთ მარტო ჯდომაა კაი ბავშვი რო იცოდე
-არ ვარ უცხო , აქ ვმუშაობ , ნახე - ფორმაზე და ლოგოზე მივუთითე , ისიც დამაკვირდა და მერე თავი დამიქნია , ეს წინა კითხვაზე თანხმობად მივიჩნიე და გვერდით მივუჯექი
-მე არ მითქვამს დაჯექიო - მკაცრად გამომიცხადა ისევ და ახლა მე გავხედე გაკვირვებულმა ,რამსიგრძე ენა ქონია ამ მაიმუნ ბავშვს
-ჩემი სამსახურის ეზოა და სადაც მინდა იქ შემიძლია ჩამოვჯდე - არც მე ჩამოვრჩი ჯიბრიანობაში
-იქითაცაა ადგილი- ხელით მიმითითა ცარიელი ადგილისკენ
-მე აქ მინდა- თან ჩემ ბავშვურ მიზეზებზე მეცინებოდა გულში , მან ამაზე უბრალოდ მხრები აიჩეჩა და სხვა მხარეს გაბრუნდა, ცოტა ხანს ჩუმად ვიჯექით არცერთი ვიღებდით ხმას, მერე მივხვდი რო დროძზ რაღაც უნდა გამეკეთებინა თორე მალე დედამისი გამოვარდებოდა.
-შიგნით რატო არ შედიხარ?
-არ მინდა- ისევ ისე მომიგდო პასუხი რაზეც თვალები უკმაყოფილოდ გადავატრიალე
-იქ ყველა შენთანაა მოსული , ერთობიან შენ კი აქ მოწყენილი ზიხარ- ვითომ და შეწუხებული სახით ვუთხარი
-ყველა არაა- ეს თქვა თუ არა სახე უფრო მოეღუშა, აჰა ესეიგი ვიღაცას ელოდება , რა თქმა უნდა გენიოსო აბა გარეთ ტყუილა ხო არ ზის და ისე ხო არ გაყურებს გზას
-ვინ არ არის? - ვკითხე უკვე ინტერესით
-შენი საქმე არაა - წარბაწევით გამომხედა , უყურეთ ერთი ამას რა თავხედია .. უუხ , გავმწარდი ესეთ ჯიუტებს რას შეაგნებინებ , მაგრამ უცებ კარგმა იდეამ გამიელვა თავში
-აი მე კი შემიძლია დახმარება - ამაზე ისევ ეგრევე გაფართოებული თვალებით გამომხედა
-როგორ ?- ისეთი ინტერესით მიყურებდა კინაღამ გადავბჟირდი მის სახეზე, აქეთ იქით გავიხედე , მერე ხელით ვანიშნე მოიწიეთქო , რო მოიწია კი ყურში ჩავრჩურჩულე
-ჯადოქრობით - თან თითი ტუჩთან მივიტანე და ვანიშნე ჩუმად თქო-
-მატყუებ - უკმაყოფილოდ გააქნია თავი
-არა მართლა ოღონდ საიდუმლოა , არ გინდა ვცადოთ ? შენი რა მიდის - ვუთხარი და თვალი ჩავუკარი , ცოტახანს ყოყმანობდა მაგრამ თვალებში ეტყობოდა ინტერესი , მაიმუნია მარა მაინც ბავშვია , ბავშვებს კი ესეთები ჯერათ
-კაი - ბოლოს თავი დამიქნია და ანთებული თვალებით შემომხედა
-კარგი მაგრამ მანამდე უნდა მითხრა ვის ველოდებით -რატომღაც დარწმუნებული ვიყავი შეყვარებული უნდა ყოლოდა და იმას ელოდა ასე, რამდენი წლის გახდა ისე?
-ჩემ ძმას - მოწყენილმა დახარა თავი
-ძმას?- გაკვირვებისგან შევიცხადე
-მამა ვერ მოვიდა , ის კი შემპირდა აუცილებლად მოვალო მარა არ მოსულა - ამ სიტყვების მერე შემეცვალა ამ ბავშვზე წარმოდგენა , თურმე როგორ ყვარებია ძმა
-კარგი მაშინ მოდი შენი ძმა მოვიყვანოთ, ხელები ჩამკიდე - ორივე ხელი გავუწოდე მანაც თავისი პატარა ხელებით მაგრად ჩამკიდა- ახლა თვალები დახუჭე და მთელი გულით ინატრე რომ შენი ძმა მოვიდეს , მეც იგივეს გავაკეთებ - თავი დამიქნია თვალები ისე მაგრად დახუჭა რო მეგონა თუშესაძლებელი იყო მაგრად ეტკინებოდა, მეც იგივე გავაკეთე , რო გავახილე მოთმინებით მელოდა თვალ დახუჭული , ამაზე გამეცინა და ვუთხარი თუ ჩაიფიქრე გაახილე თვალებითქო და მანაც უცებ დააჭყიტა თავისი ლამაზი თვალები
-ახლა კი შიგნით შევიდეთ , არ შეიძლება ასე ლოდინი- ამაზე უბრალოდ თავი დამიქნია და ისევ ხელ ჩაკიდებული მოჩილად შემყვა შიგნით და მერე ბავშვებთან გაიქცა
-ბავშვებს რატო ატყუებ?- მომესმა გვერდიდან ლევანის ხმა და მოულოდნელობისგან შევხტი
-ვერ ხარ ? გამისკდა გული – თან გულზე ხელი მივიდე მეტი ეფექტისთვის
-ჩემი ბრალი არაა რო ვერ მამჩნევ - ვითომ ნაწყენმა მიპასუხა- რო არ მოვიდეს ის ძმა სად მიდიხარ მერე ან საიდან მოგაფიქრდა ეს?
-ბებიაჩემი მიკეთებდა ხოლმე როცა პატარა ვიყავი და მამას ველოდებოდი - მოგონებებზე ჩამეცინა თან
-მერე მოდიოდა? - ინტერესით მომაშტერდა
-კი ... - გამომცდელად მომიჭუტა თვალები , მეც გამეღიმა- კარგი ხო , ხანდახან კი ხანდახან არა და ვიცი რო სისულელეა მაგრამ სამაგიეროდ შეხედე იცინის და ერთობა- თან ახლა უკვე გამხიარულებულ და მეგობრებთან მოთამაშე ბავშვზე მივანიშნე
-კაი მარა ბავშვს რო ბავშვობა წაერთმევა შენი ბრალი იქნება იცოდე - თითი დამიქნია და სიცილით გამშორდა . მეც საქმეს მივუბრუნდი ,ტორტის გატანის დრო რო მოვიდა სანთლების რაოდენობა დავთვალე , შვიდი წლის ხდება მაიმუნი თურმე , მაგრამ ტორტის გატანამდე ჯერ მაგიდა უნდა გაგვეახლებინა , შუა საქმეში ფორმაზე დაქაჩვა ვიგრძენი და რო გავხედე თავჩაღუნული იუბილარი დამხვდა
-მალე მოვა? - აი ახლა კი ვინანე, რო არ მოვიდეს ამის დარდს გადავყვები მეც ალბათ.
-მოვა მოითმინე- თმები ხელით ავუბურდე და მეგობრულად გავუღიმე , მანაც შემომცინა და ჩემ უკან გაიხედა თუ არა მოვიდააას ყვირილით გავარდა , ამაზე შვებით ამოვისუნთქე და მეც მივბრუნდი , კარგად დავინახე პატარა მაიმუნი როგორ შეახტა ძმას სიცილით და მანაც უცებ შემოაჭდო ხელები და ჰაერში აწია ბავშვი, აი საქმე კი იმაშია რო ეს სანატრელი ძმა არც მეტი და არც ნაკლები შარვალ კოსტუმში გამოწყობილი ალექსანდრე კოპალიანი აღმოჩნდა . პირღია ვუყურებდი ამ სანახაობას და ვერ ვიჯერებდი ესეთი დამთხვევა თუ შეიძლებოდა ყოფილიყო , გონს მაშინ მოვედი პატარა კოპალიანმა ხელების ქნევა რო დაიწყო ნახე მოვიდას ნიშნად და უფროსის მზერა ჩემზე რო შეჩერდა , ამ დროს სწორედ ის გავაკეთე რაც წინაზე , გავიქეცი, ამჯერად სამზარეულოში . ჯანდაბა მაინცდამაინც აქ უნდა მოსულიყო ? ეხლა მნახავს აქ რო ვმუშაობ და რა გაუძლებს მერე , ამ ფიქრებში წინდაუკან სიარული დავიწყე , ქალბატონმა დოდომ მიყურა, მიყურა და ბოლოს ყელში რო ამოუვიდა თეფშები მომაჩეჩა ხელებში და მიბრძანა წადი საქმეს მიხედეო , მეც ვიფიქრე რაც იქნება იქნება სხვა გზა მაინც არ მაქ , ამ სამსახურს ვერ დავკარგავთქო. ის იყო კარებისკენ დავიძარი რო ისიც შემოიღო და ალექსანდრე შომოვიდა , მე ვითომც არაფერი სახე მივიღე და ისეე ვაპირებდი ჩავლას როცა ძლიერი ხელი ჩამჭიდეს და შემომაბრუნეს , თანაც ისე რომ კინაღამ თეფშების მტვრევა მოყვა
-სუ გაგიჟდი შეენ ?- ეგრევე შეტევაზე გადავედი - თეფშები დამამტვრევინე კინაღამ - მანაც მზერა თეფშებზე გადაიტანა და ისე გამომართვა და იქვე მაგიდაზე დადო ერთი ხელით ,რომ მეორე ჩემთვის არ გაუშვია
- ვერ ვიტან როცა მაიგნორებენთქო მგონი გითხარი უკვე !- კბილებიდან ისე გამოსცრა სიტყვები და ისე მიყურებდა მართლა შემეშინდა, მის ამ გამოხედვას ვერ გავუძელი და გვერძე გავიხედე სადაც დოდო იდგა და გაკვირვებული გვიყურებდა
-მე როოგორც მინდა ისე მოვიქცევი და საერთოდაც ამის დრო არ არი ვმუშაობ - გავბედე და ბრაზისგან მოგიზგიზე თვალებში ჩავხედე
-ვხედავ როგორც მუშაობ - ახლა უკვე ირონიულად ჩაიცინა- და იციან აქ რო ჯადოქარი ყავთ , ან კიდე რა ჯადოს აკეთებ ?- ღიმილი არ მოცილებია სახიდან
-რა პრობლემა გაქ ,მადლობის მაგიერია მოწყენილი ძმა გაგიმხიარულე და საერთოდ ბევრს რო ლაპარაკობ სხვა დროს ეცადე მეგობრებთან ერთად მამიკოს ფულის ხარჯვის მაგივრად ძმისთვის პირობის ასრულება არ დაგავიწყდეს - ვთქვი და აქ მივხვდი რო მაგარი დამერხა რასაც ქვია თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა რაც შენი საქმე არაა იმაში ნუ ერევიო თქვა და ჩემდა საბედნიეროდ ლევანი შემოვიდა ამდენხანს რას აკეთების ძახილით
-რამე პრობლემაა?- ალექსანდრეს ჩემზე ჩაბღაუჭებულ ხელს დააკვირდა
-ეს ვინღაა- უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ვაჟბატონმა და სანამ ლევანი კიდე რამეს იტყოდა სიტუაციის განმუხტვა ვცადე
-არაფერი მიდის უკვე- ხელი განვითავისუფლე და ჯიქურად ჩავაშტერდი თვალებში , მან უბრალოდ ტუჩის მარცხენა კუთხით გაიცინა არ შეგრჩებაო მითხრა და წავიდა.
-ვინ იყო?- თვალი გააყოლა ლევანმა
-ძმა- მოკლედ ვუპასუხე , გაოცებულმა გადმომხედა,რო მიხვდა არაფერ ვიტყოდი მეტს უცნაურიაო თქვა და წავიდა. ამის მერე არაფერი მომხდარა უბრალოდ რამდენჯერმე რო მომიწია გასვლა ცინიკური ღიმილით დამაჯილდოვა და ეგ იყო , ყველაზე კაი მომენტი კი პატარა მაიმუნის თბილი ჩახუტება იყო დამშვიდობებისას.
დღეები ჩვეულებრივ მიდიოდა არც მე ვაწუხებდი და არც თვითონ მაწუხებდა , ნუ თუ არ ჩავთვლით ირონიულ მზერებს და ჩაცინებებს ჩემი დანახვისას ხანაც საერთოდ არ მიმჩნევდა მოკლედ არ შეგრჩებას მოლოდინში ვიყავი . სამსახურიდან გვიან ვბრუნდებოდი სახლში როცა სახანძროები შევნიშნე და გული კინაღამ გამიჩერდა დამწვარი ჩემი სახლი რო დავინახე , მეხანძრეებთან მოლაპარაკე მამაჩემის დანახვაზე ცოტა დავწყნარდი და ეგრევე მისკენ გავიქეცი და უკნიდან ავეკარი , ჯერ შეკრთა მერე შემობრუნდა და ჩამეხუტა , თან თავზე მაკოცა და არ ინერვიულოო მიჩურჩულა
-რა მოხდა?- როგორც იქნა ხმა ამოვიღე თან გაშტრერებული სახლს ვუყურებდი
-ზუსტად არ იციან მაგრამ სადენებზე ფიქრობენ -მიპასუხა საოცარი სიმშვიდით მამაჩემმა და მისმა ამ თვისებამ კიდევ ერთხელ გამაოცა
-ყველაფერი დაიწვა?- შიშით ვიკითხე
-არა გადარჩა რაღაც მაგრამ საცხოვრებლად არ ვარგა
-სოფელში წავალთ ბებოსთან და ბაბუსთან?
-არა, ჩემი ახალი პარტნიორი ხო გახსოვს ?- მკითხა და მეც თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე
-მან შემომთავაზა ჩემთან გადმოდიო- მითხრა და ჩემ რეაქციას დააკვირდა
-არ მითხრა დავთანხმდიო?- მან უბრალოდ თავი დამიქნია- სირცხვილია მაა
-მეც ეგ ვუთხარი მარა დაიჟინა , არ მომეშვა მაინც ერთად ვმუშაობთ მთელი დღეო და უკეთესიც იქნებაო
-არ მომწონს ეს ყველაფერი- ჩემთვის ჩავიბურტყუნე
-მორჩი წუწუნს და სიკეთე მიიღე მარიამ - ღიმილით მითხრა მამამ - ახლა ოფიციალურ ფორმალობებს მოვაგვარებ მერე ჩავალაგებთ და დღესვე გადავდივართ- არაფერი მითქვავს უბრალოდ თავი დავუქნიე . გარკვეული დროის მერე პარტნიორის მიერ გამოგზავნილ რაღაც მაგარ მანქანაში ვზივართ , რა მანქანაა სამწუხაროდ არ ვიცი და მივდივართ ჩვენ ახალ თავშესაფარში , ჩვენივე ცეცხლს გადარჩნილი ნივთებით , თავი ფანჯარაზე მაქ მიდებული და ქუჩებს ვათვალიერებ , მანქანა წყნარ უბანში უხვევს და სახლთან აჩერებს, მძღოლი გვამცნობს რო მოვედით და მეც დაშტერებული ვწევ კარების სახელურს, ვაღებ კარს და გადასვლისას სიცილი მიტყდება
-მეღადავებით ხო? – ვუბრუნდები მამაჩემს–ეს სახლი კი არა სასახლეა , მამაჩემი თვალემს მიტრიალებს , მძღოლი ბარგს გვართმევს და ეზოში საიდანაც შემდეგ სახლში შევდივართ , ეზო და სახლი ისეთი დიდებულია თვალები მიჭრელდება და დაბნეული ვერ ვამჩნევ ჩვენს შესაგებად გამოსულ მასპინძლებს – გარეგნობის შესწავლას ვერ ვასწრებ რადგან ქალის ნაცნობი სახე იქცევს ჩემ ყურადღებას,თუმცა ვერ ვიხსენებ საიდან, თვითონ ქალი თბილად მესალმება ,მეც ვუღიმი და გამარჯობაზე ვპასუხობ , ამაზე ჩემთან მოდის და ისე მაგრად მიკრავს გულში ვიგუდები .
-შემოდით დაბრძანდით– მიგვითითემს მისაღებისკენ– დაღლილები იქნებით ჯერ ვჭამოთ და მერე თქვენ ოთახებს განახებთ– ეს ქალი იმხელა სითბოს ასხივებს მიკვირს და დებილივით ვუღიმი, მოუსვენრობაც ეტყობა ქმარს კითხა რით ვერ ჩამოვიდა აქამდეო და მერე ისევ ჩვენ მოგვიბრუნდა
-ორი შვილი გვყავს , უმცროსი სახლში არაა ჯერ და უფროსი მალე შემოგვიერთდება – ეს თქვა და კიბეებზე ფეხის ხმაც გაისმა , ოთახში შემოსულის დანახვისას კი ვინატრე მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავეტანე , ვიცოდი აქედან ცოცხალი ვერ გავიდოდი , რადგან ჩემი და მისი ერთად ცხოვრება უბრალოდ კატასტროფა იქნება.


მადლობა და ბოდიში ვინც კითხულობთ და ელოდებით, ვიცი ვაგვიანებ მაგრამ დიდი თავია და იმედია ამით გამოვისყიდი :დ კომენტარებს ნუ დაისურებთ მოტივაცია მჭირდება თორე ვერ ვწერ უკვე :/ მოგეწონათ ? ბოდიში შეცდომებისთვის



№1  offline წევრი S.likuna

vaimeeee ramagariaaa male dade xolme agvianeb :D

 


რაც შეიძლება მალე დადე რაა ახალი თავი ^^

 


№3  offline წევრი skip beat

ხავლ დავდებ აუცილებლად :*

 


№4  offline წევრი Kukrali

უკვე მერამდენედ ავმოწმებ ამ ისტორიიის ახალი თავი თუატის დამატებული :დ მიუხედავად იმისა რომ ვიცი ბოლო თავი თითქმის წლინახევრის წინ დაიდო იმფენახ მომწონს ეს ისტორია მენანება ასე დასატოვებლად :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent