შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულელი მე -4


14-03-2015, 20:31
ავტორი skip beat
ნანახია 2 442

-ადეე!!- ჩამჩხავის სალომე , ცალ თვალს ვახელ ვხედავ რო უკვე გათენდა მაგრამ მაინც მეზარება ამიტო მეორე მხარეს ვბრუნდები და ბალიშს უფრო მაგრად ვეკვრი, მაგრამ მაინც არ მომეშვა
-კაი კაი ვდეგები - წამოვიწიე ასადგომად ,მერე ისევ ბალიშ დავეხეთქე
-ერთი, ორი დასაამ- სანამ ი-ს იტყოდა წამოვხტი, კარგად ვიცოდი მერე რაც მოხდებოდა
-ავდექი ვსო- ხელები დანებების ნიშნად ავწიე თან საათს გადავხედე-დღს ხო ვისვენებთ რატო გამაღვიძე ესე ადრე ?
-შოპინგზე მივდივართ საყვარელო- მითხრა და ტანსაცმელში ქექვა დაიწყო
-რა მინდა მე შოპინგზე?
-ის რომ ზეგ ქეთა ალექსანდრეს ხვდება -ოთახში ეკამ შემოყო თავი
- რა სისულელეა ეგენი ხო ერთმანეთს არ იცნობენ ,ან მე რა შუაში ვარ - მხრები ავიჩეჩე და გაკვირვებულმა შევხედე , ხმა არ ამოუღიათ უბრალოდ ერთმანეთს გახედეს გაფართოებული თვალებით - კაირგი ვიხუმრე , მაგდენიც არ დამილევია რო ყველაფერი დამავიწყდეს , ის მართლა არ მახსოვს როდის შევუთანხმდი შეხვედარაზე
-შენ არც შეთანხმებულხარ- ეკას ნათქვამზე წარბები შევჭმუხნე
- ცოტა გასაგებად რო ილაპარაკო არა ? მე თუ არა აბა ვინ?
-ჩვენ?
- თქვენ
-დიახ- ცხვირთან მობილური მომიტანა , სადაც მესიჯი იყო ზეგინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით
-როდის მოასწარით?- ამაზე პასუხი მხოლოდ წარბების თამაში იყო
წავედით ამ შოპინგზე , მილიონი მაღაზია შემომატარეს და ათასი „ პაემნის „ ტანსაცმელი მომაზომეს, ეს ძალიან გრძელია , ცოტა ფეხები გამოაჩინეო, მაიკა ცოტა მოტკეცილი ჯობია , წელს და ფორმებს კარგად გამოკვეთსო , მოკლედ ამიკლეს რა, თან ისე სწრაფად მაცვლევინებდნენ თვალის შევლებას ვერც ვასწრებდი , ერთი გაზომილი არც მქონდა მეორეს კიდე ხუთს მოდიოდა , როგორც იქნა დიდიხნის მერე სახლში დანგრეული მივედი , პარკები ჩემ ოთახში მივყარე და ეგრევე ლოგინზე დავეხეთქე ,თან ვბურტყუნებდი „ ამათთან ერთად აღარ წავალ , არასოდეს!“ , დაღლილს მალევე დამეძინა და მამაჩემი რო მოვიდა , კარის ხმამ გამომაფხიზლა , საათს რო შევხედე 11 -ი იყო , მშვენიერია ახლა ვეღარ დავიძინებ
-მაა- თვალების ჭ....ტვით გავედი ოთახიდან და მამას შევეგებე
-გეძინა? - გაკვირვებულმა შემომხედა , როგორც წესი ასეთ დროს არასდროს მძინავს და ჩემი ნამძინარევი სახის დანახვისას შეეშინდა- ცუდად ხო არ ხარ
- არა გოგოებმა წამიყვანეს მაღაზიებში და ჩემი სიზარმაცის ამბავი ხო იცი - ლოყაზე ვაკოცე
-მერე რა ქენი იყიდე რამე შენთვის ?
- კი ვიყიდე რაღაცეები გოგოები არ მომეშვნენ ცოტა სტილი შეიცვალეო -შიგნიდან დანაშაულის გრძნობა მღრნიდა მას რო
- ყოჩაღ მაგათ შენი გადარწმუნება თუ შეძლეს - გადაიხარხარა და მისაღებში გავიდა- მაგათმა არა ალექსანდრემ შეძლო , გულში შევუსწორე და უკან გავყევი - მანახე აბა რა იყიდეთ
- განახებ მარა არ გშია ?
- მგელივით - ღიმილით მიპასუხა
- ხოდა ჭამე და მერე განახებ- დროის მოგება ვცადე , იმედია ვერ მიხვდება რაშიც მჭირდება ეს ტანსაცმელი თუმცა საიდან უნდა , საჭმელი გასათბობად დავდგი და ტელევიზორთან მჯდომს მივუცუცქდი , - ხვალ ცხრაზე კალადბურთია შეძლებ მოსვლას
- ვერა ახალ საქმეს მოვკიდე ხელი და ბევრი საქმეა , სხვა დროს აუცილებლად - დამნაშავეს სახით გადმომხედა - ხელი მომხვიდა და შუბლზე მაკოცა
- კაი არაუშავს , მარა გადაიღლები
- მე რა დამღლის - ღიმილით და ენერგიულად კი მითხრა ,მაგრამ დებილი უნდა ვიყო 8ზე გასული და 11ზე მოსული ადამიანი რო იღლება იმას ვერ მივხვდე,
- ვაიმე საჭმელი- ყვირილით წამოვხტი და სამზარეულოში შევვარდი - გამო მზადაა უკვე - „სუფრა „ გავშალე და ერთმანეთის ამბების განხილვა დავიწყეთ , ჩემი ნავაჭრიც ვაჩვენე და საბედნიეროდ ვერაფერს მიხვდა , ნუ ვერაფერს რა მგონი სხვა რაღაც ეგონა ისე ჩაიღიმა . მამა მალე დაწვა , მე ჯერ არ მეძინებოდა , ავიღე ლეპტოპი და სამსახურის ძებნა დავიწყე , წინა დაიხურა და ახლა ახალს ვეძებ , ისევ ვერაფერი ვნახე და იმედგაცრუებულმა დავხურე და დავწექი , დილით ზლაზვნით ავდექი , მამა კარგა ხნის წასული იყო და მეისევ სირბილით მომიწია უნივერსიტეტში წასვალა
შუადღეს უნივერსიტეტის ეზოში ვიჯექი ჩემ საყვარელ ადგილას და ამჯერად დროის გასაყვანად წიგნს ვკითხულობიდი , როცა ისევ ვიღაც დამადგა თავზე , ჯერ არ ავხედე მერე დაძინებული მზერამ უკვე ნერვები მომიშალა და ვიკადრე წიგნს მოვშორებოდი , ბატონი დამხვდა იდგა და მაკვირდებოდა მეც ხმა არ ამომიღია თუ უნდა იტყვის რამეს თუ არადა წავათქო მარა არადა არ წავიდა
-თუ გინდა რემე თქვი თუ არადა წადი შენითავი არ მაქ - რამდენიმე წამი კიდე მიყურა
-ტყუპები და ასეთი განსხვავებულები
-უკაცრავად - თვალებ მოჭუტულმა ავხედე
-რა და ვაფშე არ გავხარ შენ დას
-რატო უნდა ვგავდე ? ჯერ ერთიც თუ მაგ თვალებიდან კარგად იყურები შეამჩნევ რო ერთი სახე გვაქ - საჩვენებელი თითით სახესთან წრე მოვხაზე
-ეგ არ მიგულისხმია ბიჭუნა და რატომაც არა რო გავდე გეშველებოდა
-ანუ მოგეწონა ჩემი და ასეა? - კმაყოფილმა გავუღიმე ,მაგრამ მისმა რეაქციამ გამაოცა , სახე დაუსერიოზულდა , ჯერ მეორე მხარეს გაიხედა , მერე მე შემომხედა მიყურა ცოტა ხანს
-ეგ არაა შენი საქმე - პირ ღია ვუყურებდი , ნუთუ მართლა ..
-მართალია არაა ჩემი საქმე - ეჭვისთვალით შემომხედა , თავი გააქნია და წავიდა - არც ხვალინდელი პაემანია ჩემი საქმე ! - მივაძახე უკვე კარგად წასულს, მანაც მკვლელი სახით შემომხედა და გზა გააგრძელა, წიგნი გვერდით გადავდე , როგორც ჩანს წინ დიდი დღე მელოდა.

ვდგავარ ჩემ ოთახში და ლოგინზე მიფენილ ტანსაცმელს ვუყურებ , თან სახედამანჭული ვფიქრობ , ღირდა თუ არა საერთოდ ეს გეგმა თუ ასე სიარული მომიწევს , კარზე ზარმა მაიძულა თვალი მომეშორებინა , ხუთი საათი იყო და გოგოებს ველოდებოდი , იმათ უნდა მოვემზადებინე , კაი რო გავაღ , ხმაურით შემოცვივდნენ დროზე საქმეს მივხედოთო , ჩემთვის საუკუნო მზადების შემდეგ, მათთვის სადად და ჩემთვის გადაპრანჭული ვიდექი სარკის წინ და ჩემ თავს ვათვალიერებდი
-კაია ზუსტად მოვასწარით - გამარჯვებული სახით თქვა სალომემ
-მამაშენი როდის მოვა - მკითხა ეკამ
-გვიანობამდე არ მოვა - ვუპასუხე ისე რო ჩემი ანარეკლსთვის თვალი არ მომიშორები , ვერადა ვერ ვეჩვევი რა
-კაია ხო გახსოვს სადაც უნდა შეხვდე?
-დებილი არ ვარ ეკა
-კაი მაშინ წარმატებები
-არ ჩააფლაო იცოდე - მირჩია სალომემ
-ყველანაირად ვეცდები - სახლიდან სამივე ერთად გავედით


შეხვედრის ადგილას რო მივედი ალექსანდრე უკვე იქ დამხვდა , კედელზე იყო მიყრდნობილი და სიგარეტს ეწეოდა
-შენ რა ეწევი ?- ვკითხე მიახლოებისას , ხმაზე გამომხედა , ერთი ნაპასი დაარტყა , გადააგდო და კედელს მოშორდა
- ხანდახან, არ შეიძლება ?- ღიმილით მკითხა და გადამკოცნა
- კი როგორ არა , უბრალოდ რატომღაც ვერ წარმოვიდგენდი შენზე - უფრო სწორად არასდროს დამინახავს სიგარეტით ხელში , ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულს არ მეხატებოდა გულზე ეს სიგარეტი მინდოდა მერჩია გადააგდე ცუდიათქო მარა მერე გადავიფიქრე,
ჩემ ნათქვამზე უბრალოდ გამიღიმა და ამათვალიერა , ჯერ ესე გამოსულს რამისაა გული წამსვლოდა ისე დაძაბული ვიყავი და ახლა მისი მზერა სულაც არ მეხმარებოდა
-ძალიან ლამაზი ხარ- ხმადაბლა , თითქმის ჩურჩულით მითხრა , უცებ დავიბენი , სახეზე ღიმილი მიმეყინდა , ისიც რაღაცნაირად მიღიმოდა, ვერაფრით წარმოვიდგენდი თუ ალექსანდრე კოპალიანი მე კომპლიმენტს მეტყოდა , თუმცა მალევე მოვედი გონს , ჩემ დებილ თავს შევუსწორე რო მე კი არა ქეთას ეუბნებოდა , და გავბრაზდი ესეთი შეცდომები თუ დავუშვი გეგმას როგორ განვახორციელებ , ვიმედოვნებდი რო ჩემ დაბნევას ვერ მიხვდა და ქეთას მხრიად არ ეუცნაურა , მის სახეს დავაკვირდი ვერაფერი უცნაური ვერ შევამჩნიე . მგონი ვერ მიხვდა
- მადლობა შენც კარგად გამოიყურები - უნდა ვაღიარო მართლა სიმპატიურია ეს რეგვენი
- არ წავიდეთ
- კი მარა სად მივდივართ?- ვიკითხე რადგან არაფერი უთქვავს სად უნდა წავსულიყავით
- ჯერ კინოში და მერე ვნახავთ- წინ გამიძღვა და მეც უკან გავყევი
კინოში მალევე მივედით , გზაში მოკლედ ვილაპარაკეთ მისულები აფიშებთან გავჩერდით და მითხრა რო მე ამერჩია , მეც დაუფიქრებლად ხელი დავადე კალათბურთზე კომედიას,უცებვე ვაანალიზებ რო წესით ,იქვე გამოკრული რომანტიკა,ან კომედია უნდა ამერჩია ,მაგრამ უკვე გვიანია, ცოტა არ იყოს და შეშფოთებული ვტრიალდები ალექსანდრესკენ და ველი მის გაოცებულ სახეს, ამ სიფრიფანა გოგოს კალათბურთი თუ მოწონდა არ ვიცოდის მსგავს ფრაზას ველი მაგრამ არა ,სრულიად ჩვეულებრივად მიღიმის და სალაროსკენ მიდის, შვებით ამოვისუნთქე და უკან მივყევი , სალაროში მჯომს რაღაცას ეუბნება და მალევე უკან ორი ბილეთით ხელში ბრუნდება.
-გაგვიმართლა დიდი ლოდინი არ მოგვიწევს ,15 წუთში იწყება- მეუბნება და პატარა ბავშვივით მიღიმის , არა რაღაც აქვს ამ იდიოტს ჩაფიქრებული ,თორე ისე ეს ყველაფერი რისთვის დაჭირდებოდა
-კაია - მხოლოდ ამის ამოღერღვას ვახერხებ და ისევ უკან მივყვები ახლა უკვე სასუსნაოების საყიდლად მიმავალს , მინდოდა მეთქვა რო ძვირი იყო და არ შეწუხებულიყო მარა მერე ენას კბილი დავაჭირე , რა ენაღვლება მაინც ბევრი აქვს და ისიც მამიკოსი , მერე უცებ რაღაც მირტყავს ტვინში და მის ხელში ბილეთებს ვაშტერდები, ვცდილობ ადგილები დავინახო მარა არ გამომდის ,ცოტას ვიწევი ქვემოთ და ახლოდან ვაკვირდები , მაინც ვერ ვხედავ ,კიდე ცოტაც მარა მაინც არა ,კიდე ცოტა და ამ დროს ალექსანდრე არ ტრიალდება ჩემკენ?
-რა გინდა?- მეკითხება და მეც ზლუქუნს ვიწყებ
-მე.. მე . ა .არაფერი , უბრალოდ მაინტერესებდა- როცა მის გაკვირვებულ თვალებს ვაწყდები ვჩუმდები , მგონი გამომიჭირეს , მგონი კი აარა ეგაა, ცოტა არ იყოს და ცუდ პოზაში გამომიჭირა
-რა არაფერი , ბატიბუტი და სასმელი ვიყიდე, კინოს ისე მუღამი არ აქ ,და დამატებით არ გინდა კიდე რამე- რა ბატიბუტი ? მოიცა ვერ მიხვდა, ვაიმე გადავრჩი- იმიტო გეკითხები რო არ მინდა რამე ისეთი ძალით შემოგტენო რაც არ გიყვარს
-რაც გინდა ის აიღე ,ყველაფერი გემრიელად გამოიყურება - ვუღიმი რაც შეილება ბუნებრივად, ისიც გამყიდველისკენ ბრუნდება
ორივე ჩუმად ვზივართ როგორც მე ვეძახი მოსაცდელ სკამებზე, ერთ -ერთი კინოს აფიშას მივშტერებულვარ და ვცდილობ , ჩემი არჩეული ფირმის აფიშიდან მომღიმარ კალათბურთელს არ შევხედო, რატო ? ამას თავადაც ვერ ვხვდები ,შიგადაშიგ ალექსანდრესაკენ ვაპარებ თვალს, ისიც ჩემსავით არი მიშტერებული , ოღონდ აფიშას არა კედელს, აზრზე არ ვარ რა უნდა ვუთხრა, არა იმიტო რო მერიდება ან ბიჭებთან ურთიერთობა არ გამომდის არა უბრალოდ არ ვიცი მასთან რაზე შეიძლება ლაპარაკი , გარდა მისი გალანძღვისა და რაღაც-რაღაც საკითხებზე წაკმენისა, ისე კიდე რაც შეიძლებოდა ქეთას ეთქვა გამომელია ,მაინც არ მასვენებს ეჭვი და დაუფიქრებლად ვაყრანტალებ ენას
-უცნაურად არ გეჩვენება ამ ჟანრის ფილმზე რო მომინდა წასვლა ?
-არა რატო?-ინტერესიანი თვალებით შემომხედა, მაგრამ რაღაც განსხვავებული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე
- რავი გოგოებს ხო უფრო ისეთი ფილმები მოწონთ-რაც შეილებოდა არასაეჭვოდ ვცადე გამომსვლოდა მაგრამ ეს ღიმილი მის სახეზე ნერვებს მიშლიდა რატომღაც
- არა, ყველას თავისი გემოვნება აქ , მე რა უფლება მაქ ,რამე ვთქვა- ოჰო ,რამის იყო მის ნათქვამზე ხმამაღლა გადავიხარხარე ,არ გამოვიდა ბიჭი ანგელოზი , როგორ მინდა გავუქანო რამე გემირიელად და ეს ვითომ კეთილი ტიპის ნიღაბი მოვხსნა , ვნახოთ რამდენხანს გაქაჩავ ბატონო ალექსანდრე,


ფილმიც მალე დაიწყო ,თავიდან ცოტა უხერხულობას ვგრძნობდი და დაძაბული ვიჯექი ,რავიცი ეს გადარეული რას გააკეთებს მეთქი, ისიც კი ვიფიქრე იქნებ ყველაფერს მიხვდა და შურისძიება უნდა ან რამეთქო, მარა არა ბატონი ძალიან წყნარად იჯდა და მთელი ყურადგებით ფილმს მიშტერებოდა, მეც მივბაძე მარა გული ვერ დავუდე ფილმს , ხან ეკრას მივშტერებოდი ხანაც მისკენ ვაპარებდი მზერას , მერე უცებ ვტრიალდებოდი რო არ გამოვეჭირე , ბოლოს დავიღალე და ფილმისკენ გადავიტანე ყურადღება , ამჯერად მალევე ჩავერთე , მართლა კაი ყოფილა , იუმორიც კარგად ბლომად იყო და ამაზეც კარგად ვიცინეთ , ბოლო მომენტზე დაძაბული ვიჯექი და მოუთმენლად ველოდი როდის ისროდა მთავარი გმირი ჯარიმას ბოლო წუთებზე ,რომელიც ამ გუნდის მოგებაში გადამწყვეტი იყო
-ტყუილად ნერვიულობ ჩააგდებს- ყურთან ბიჩურჩულა ალექსანდრემ, ალბათ ეს დასაწყისში რო გაეკეთებინა რამეში ჩავუთვლიდი მარა ეხლა ჩვეულებრივად ვუპასუხე
-რა იცი იქნებ არ ჩავარდეს
-ჩავარდება აბა რას იზავს მთავარი გმირის გადამწყვეტი ჩაგდება ბოლო მომენტში , ყველგან ეგრეა - მეუბნებოდა და თან ეკრანს თვალს არ აშორებდა, მეც ანალოგიურად
-რაღაც არამგონია- ვთქვი დაისროლა კიდეც დაა აცდა ბურთი კალათს ,ჯერ მაინც ცოტა გაოცებული ვიჯექი, მომიგო , მერე გვერდით მჯდომს გავხედე
-გითხარი - ნიშნის მოგებით მივუგე , მანაც „ ცუდი არაა სახე“ მიიღო. ფილმი დასრულდა და გარეთ გავეხვეტეთ,
სახლამდე მიგიყვანო და მეც აღარ ვიუარე , გზაში რამდენიმეჯერ ფილმის გადაობები გავიხსენეთ და ქუჩაში მისი შესაბამისი სიტუაციც მოვძებნეთ, სადარბაზოსთან რო მიმიყვანა ჩვეულებრივად დამემშვიდობა და სანამ არ შევედი მიყურებდა მერე კი წავიდა , სახლში ჩუმად შევიპარე , ვიცოდი მამაჩემი ჯერ არ იქნებოდა მოსული მარა მაინც , ეს ტანსაცმელი რო გავიძრე მაშინ ამოვისუნთქე და დაღლილი ლოგინზე გავიშხლართე, რო ვფიქრობ იმაზე კარგად გავერთე ვიდრე ამას წარმოვიდგენდი , როცა უნდა, არ ყოფილა მთლად მუდო, მე შენ გაჩვენებ სეირს , ტიპი ჩალიჩობს რო ლამაზი და მოდური ქეთა ჩაიგდოს ხელში და ბიჭუნა რო შერჩება ,რამდენს ვიცინებ , ბოროტულად ჩავიღიმე და ლეპტოპს დავწვდი და ეგრევე ქეთას მივწერე ,სანამ გოგოებ მოვიდოდნენ თავისი ამბები მოვაყოლე მერე კი ჩემი გმირობის დეტალების გარჩევა დავიწყეთ
-არ მომწონს მე ეს ყველაფერი - თქვა ქეთამ ჩემი მოსმენის შემდეგ
-რატო ვითომ?
-ცუდად დამთავრდება ეგ ამბავი შენთვის და იმიტო
-მგონი ქეთა მართალია- დაეთანხმა სალომე
-ცუდად რატო უნდა დამთავრდეს
-რავი რო გაიგოს ვინც ხარ ან ... შენ რო შეგიყვარდეს მერე სად მიდიხარ?- მხრებში ჩამავლო ეკამ და შემაჯანჯღარა -ერთი დღე გაერთე და გეყოს დაამთავრე
-დაიცა რა - მხრები მისი ხელებისგან გავინთავისუფლე - შემიყვარდეს არა ის კიდე , ხო იცით როგორ არ მევასება ეგ როჟა და გაგებით კიდე გაიგებს აბა ეგრე როგორ ხო უნდა ვნახო მისი დებილური გამომეტყველება ,
-ხო გაგიგია სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯიაო -გამოთქვა სიბრძნე სალომემ
-ეგ პირიქითაა გენიოს - შეუსწორა მეორე გენიოსმა
-ნუ რა მნიშვნელობა აქ ამ შემთხვევაში ეგრე ჯდება
-მოკლედ მე დავიწყე და დავამთავრებ ,მარა ამას მარტო ვერ გავაკეთებ თქვენც მჭირდებით
-ხოდა ჩვენ ხელს არ შეგიწყობთ
-ნუუ კაი თქვენი ნება - სულერთიას გამომტყველება მივიღე სახეზე-მარა იმ ფოტოებს ინტერნეტში რო გამოგიფენთ მერე ნახეთ
-არააა! -ორივემ ერთად შეყვირეს
-ოღონდ ეგ არა იკამ ეგ ფოტოები რო ნახოს ტრუპი ვარ - შეიცხადა ეკამ
-ესეიგი ჩემთან ხართ?-ერთმანეთს გადახედეს
-ჯადნაბას კი -კმაყოფილმა ჩავიღიმე მარა მალევე მომშორდა როდესაც კომპიუტერიდან დედაჩემის ხმა გავიგე ,როგორ ეძახდა ქეთას
-მიდი დაგირეკავ მერე კიდე
-კაი - ქეთა გავიდა და დავრჩით ჩვენ
-ეხლა კი საქმე შევუდგეთ გოგოებო




ბოდიში ბავშვებო შეცდომებისთვის გადახედვა ვერ მოვასწარი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent