შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული ხილი(6 ნაწილი)


8-07-2015, 20:18
ავტორი ანკა
ნანახია 7 392

ალბათ ბევრს უფიქრია როგორ მოკვდებოდა... სიკვდილი - ეს რაღაც სხვა განზომილებაა. ის ადამიანისთვის ერთდროულად შეიძლება იყოს სასურველიც და შემაძრწუნებელიც... ადვილიც და რთულიც... გმირულიც და ლაჩრულიც... გააჩნია როგორ შეხედავ, რომელი მხრიდან მიუდგები... უკვე ვთქვი, რომ ბევრს უფიქრია, თუ როგორ მოკვდებოდა, თუმცა ერთეულები თუ დაინტერესებულან მათი საყვარელი ადამიანის სიკვდილით. ყველაფერი მატერიალური წარმავალია, გრძნობები კი უკვდავი და სამუდამო, თუმცა ეს მხოლოდ წმინდა გრძნობებს ეხება, მაგალითად ისეთს, როგორიც სიყვარულია. თავი ბაჩოს მკერდზე მედო და ვფიქრობდი... სულ რამდენიმე საათის წინ არსებობდა საშიშროება, რომ მე იგი დამეკარგა... სამუდამოდ... ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ სიკვდილს ასეთი ახალგაზრდა ჩავხედავდი თვალებში. ეს მარტო ბაჩოს არ ეხება, ეს მამაჩემსაც ეხება... ერთი საყვარელი ადამიანი, მე, 18 წლის გოგოს, უკვე დაკარგული მყავდა და არანაირად არ ვაპირებდი, მეორე ადამიანიც დამეთმო სიკვდილისთვის. უფლება მიმეცა, რომ ჩემი გულის კიდევ ერთი ნაწილი წაეგლიჯა. გული სიხარულით ფეთქავდა და მის სურნელს ვსუნთქავდი. სახეზე მშვიდი გამომეტყველება გამოსახვოდა. მაინც როგორი მრავალფეროვანია ადამიანის ბუნება. ერთწამს შეუძლია გაავებული მხეცი იყოს, მეორე წამს კი ყველასათვის უვნებელი გახდეს. ახლა, ამწამს მის სახეზე რომ შეგეხედათ, ვერც კი იფიქრებდით, რომ მას კაცის მოკვლა შეეძლო, თუმცა ეს ფაქტი იყო... ვგრძნობდი, რომ ამ დაპირისპირებას შეიძლება იმაზე მეტი მსხვერპლი მოჰყოლოდა, ვიდრე საჭირო იყო და გული მეკუმშებოდა.
-გღვიძავს? - ფიქრებიდან ახალგამოღვიძებული ბაჩოს უფრო დაბოხებულმა ხმამ გამომიყვანა. გაღიმებულმა ავხედე და ტუჩებზე მსუბუქად ვაკოცე.
-ხელი როგორ გაქვს? - მკლავზე დავხედე. საფენი გაწითლებული იყო.
-არაფერია - ჩაილაპარაკა უდარდელად და ხელი გაამოძრავა. მაშინვე შევატყვე, რომ ეტკინა, რადგან ყველა ძარღვი დაეჭიმა.
-მოიცა, არ დატვირთო - ხელი ისევ საწოლზე დავადებინე და წამოვჯექი.
-არ წახვიდე რა - ხელი ბარძაყზე წამავლო და თავისკენ მიმწია
-მოიცა, სახვევი უნდა შევცვალო - სიცილით გავაშვებინე ხელი და ბინტს დავწვდი. ჭრილობა უკეთესად გამოიყურებოდა. თავიდან შევუხვიე და ძველი ბინტები გადავყარე. სააბაზანოში წყალი მოვუშვი და ხელების დაბანა დავიწყე. მუცელზე ძლიერი ხელები ვიგრძენი, რომელიც მჭიდროდ შემომეჭდო და გახურებულ სხეულზე ამაკრა. სასიამოვნო ეკლებმა დამაყარეს და ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ბაჩომ თმებზე მაკოცა და თავი ჩემს კისერში ჩარგო.
-ჩემი ტკბილი გოგოს გარეშე ვერ ვძლებ - ყურში ჩამჩურჩულა და კისერში ვნებიანად მაკოცა. სიამოვნებისგან თვალები დავხუჭე და მის მკლავებში გავიტრუნე, რასაც ბაჩოს ხმადაბალი ჩაცინება მოჰყვა. ხელი მხარში მსუბუქად გავკარი იმის ნიშნად, რომ მისი დაცინვა გავიგე. ზუსტად ვიცოდი რაზეც ჩაეცინა. ჩემს საქციელზე... დიახ, სიამოვნებდა, როდესაც ხვდებოდა, რომ მის შეხებაზე და ალერსზე ვგიჟდებოდი. ახლა კი შემრცხვა და სახეზეც ავწითლდი.
-ვგიჟდები შენზე ჩემო პატარა - ღიმილით მითხრა, ხელები უფრო ძლიერად მომხვია და ჰაერში ამიტაცა.
-ბაჩოო, დამსვიი!.. აუ კაი რაა... - გამეცინა და ხვანცალი დავიწყე.
-მოისვენე გოგო - ცოტა მკაცრად გამაფრთხილა, თავის ოთახში შემიყვანა, საწოლზე ფრთხილად დამაწვინა, თვითონ ზემოდან დამაწვა და კოცნა დამიწყო. ერთი ხელი წელზე მომხვია, მეორე კი ჩემს ფეხს ამოაყოლა. სულ დამბურძგლა... ტუჩზე ოდნავ მიკბინა და ჩემდაუნებურად ამოვიკვნესე.

აკრძალული ხილი(6 ნაწილი)


შემდეგ კისერზე გადმოვიდა და ვნებიანად დამიწყო კოცნა. მარჯვენა ხელიც წელს ქვემოთ შემოაცურა. მგონი ჩემი წამოწევა უნდოდა, ზემოთ ამწია და უეცრად ტკივილისგან სახე დაემანჭა.
-ამის დ***ც! - შეიგინა და მომშორდა. გულაფრთქიალებულმა გავხედე ბაჩოს ხელს, რომელიც სულ აწითლებული იყო.
-დამანახე! ჭრილობა გაგეხსნა მგონი, დაიცადე ახლავე მოვიტან ახალ სახვევებს - საწოლიდან წამოვხტი და ბინტები გადმოვიღე. ბაჩო უკმაყოფილო სახით ჩამოჯდა საწოლზე და ხელი გამომიწოდა. ტვინი სულ არეულ-დარეული მქონდა. ჯერ კიდევ ბაჩოს სურნელს ვგრძნობდი და სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობდი.
-ეგ აწითლებული ტუჩები შემომეჭმება - ბოხი ხმით მითხრა და თვალებში მომაჩერდა. სირცხვილისგან თავი დავხარე და საქმეს შევუდექი, ვითომ ვერ გავიგე ბაჩომ რაც მითხრა. ამას მისი მორიგი ჩუმი ფხუკუნი მოყვა.
-ხელი გააჩერე! - ვუთხარი მკაცრად და ხელზე სახვევი მოვხსენი.
-ჩემი მორცხვი გოგო - ჩაილაპარაკა ღიმილით და მარცხენა ხელით სახეზე მომეფერა, თავი ამაწევინა, თვალებში ჩამხედა და ტუჩებზე ნაზად მაკოცა. გონებადაბინდულმა შევუხვიე ბაჩოს ხელი და წამოვდექი. ჭრილობა ოდნავ ჰქონდა გახსნილი, თუმცა, საბედნიეროდ, იმდენად არა, რომ ახალი ნაკერის დადება ყოფილიყო საჭირო.
-მშია(ბაჩო) - საწყალი სახით შემომხედა და შეხვეულ ხელს დახედა.
-წამოდი, ვჭამოთ რამე - სამზარეულოში ჩავედი და მაცივარი გამოვაღე. სწრაფად და მარტივად მოვამზადე საუზმე და გემრიელად შევჭამეთ ორივემ. შემდეგ ჭურჭელი დავრეცხე და მისაღებ ოთახში გავედი.
-აუ, რომელი საათია? - უეცრად გამახსენდა, რომ დღეს ორშაბათი იყო და საათს დავხედე. საბედნიეროდ ჯერ ადრე იყო და უნივერსიტეტში წასვლას მოვახერხებდით.
-უნივერსიტეტში უნდა წახვიდე? - მკითხა დაჭყანულმა.
-ხო - გავიკვირვე და თვალებზე მივაცქერდი.
-არ გინდა ეს დღე ჩემთან ერთად გაატარო? - მკითხა გამომწვევად.
-უნდა წავიდე - საწყალი თვალები მივაპყარი და ვანიშნე, ვერ დავრჩები-თქო.
მძიმედ ამოიოხრა და ხელი გადამხვია.
-შენ არ წამოხვალ?(მე)
-ხო რავი, მეზარება - გაიზმორა და დივანზე გადაწვა
-მარტო არ გამიშვა რა - ერთი ხელი კისერზე მოვხვიე და ტუჩებზე მსუბუქად ვაკოცე.
-კარგი, ოღონდ ჯერ ჩემთან მოდი - სიცილით წამაყირავა თავისკენ და ტუჩებზე დამეწაფა.
...
მანქანა უნივერსიტეტის წინ გააჩერა, გადმოვიდა, კარი გამიღო და მეც გადმოვედი. ხელი წელზე მომხვია და შენობაში ისე შევედით. ყველა ჩვენ მოგვჩერებოდა. თავს უხერხულად ვგრძნობდი, თუმცა გულში მიხაროდა, რომ ბაჩოს „ჩემი“ ერქვა. აუდიტორიაში შესულს წინ ლიკა და თათა მომეგებნენ, ბაჩოც გადაკოცნეს და ადგილები დავიკავეთ. მთელი ლექცია მე და ბაჩო ერთმანეთის თითებში ვხლართავდით ხელს. გარშემო ვერაფერს ვამჩნევდით და არც გვანაღვლებდა.
-უკაცრავად, ქალბატონო ნინი და ბატონო ბაჩო, მგონი თქვენს ყურადღებას ვიმსახურებთ, არა? - თავზე ლექტორი დაგვადგა და წარბაწეულმა გადმოგვხედა ორივეს. ამ ქალს ვერავინ ვერ იტანდა. მუდამ ვულგარულად ეცვა, პომადა კი რაღაც საოცარი ჰქონდა. მგონი დაობებულ პომადას ისვამდა, მისი სუნი კილომეტრებზე ვრცელდებოდა. ყველაზე საზიზღრობა კი ის იყო, რომ კბილებზეც ჰქონდა ხოლმე წასმული. უნივერსიტეტის ყველა მოსწავლე ჩუმად მასზე ღადაობდა.
-თუ დაიმსახურებთ, აუცილებლად მოგისმენთ - ახედა ბაჩომ და გაუღიმა. ქალი ადგილზე გაშეშდა ასეთი თავაზიანი და შეურაცხმყოფელი მიმართვისგან.
-ზედმეტი არ მოგივიდეს ახალგაზრდავ! - გააფრთხილა, როდესაც საპასუხოდ ვერაფერი მოიფიქრა.
-თორემ რა...- არ ჩამორჩა ბაჩო. მაგიდის ქვემოდან ხელი ხელზე მოვუჭირე, რომ გაჩერებულიყო, თუმცა საერთოდ არ მისმენდა.
-აჰჰ... რამდენს ბედავ შე თავხედო ლაწირაკო! - შეჰკივლა გაოგნებულმა ლექტორმა.
-სიტყვები შეარჩიე ჩემთან ლაპარაკისას. არ მაიძულო დავივიწყო რომ ქალი ხარ - წამოიწია გაღიზიანებული ბაჩო და თვალი თვალში გაუყარა.
-ახლავე! - მაგიდას ხელი დასცხო ლექტორმა - ახლავე ორივე რექტორის კაბინეტში! - დაიწივლა და კარი გამოაღო იმის ნიშნად, რომ გავსულიყავით. ბაჩომ ნაზად მომკიდა ხელი, ნელა წამომაყენა და კარისკენ წავედით ხელიხელჩაკიდებულები. კარი გამოიჯახუნა და დერეფანში გამოვედით.
-ასე რატომ გააბრაზე - ვუსაყვედურე და ხელი გავუშვი
-კაი რა - გამომხედა მოცინარმა ბაჩომ. ცოტა ხნის წინ ნაპერწკლებს ყრიდა და ახლა სულ სიცილ-ხარხარით მიდიოდა წინ - ეს რექტორი ცოტას გვეჩხუბება და მერე მთელი დღე თავისუფლები ვართ
-ანუ მაგის გამო ეჩხუბე?! - ვკითხე და გამეცინა
-ჰო, ხომ კარგი გეგმაა... - კმაყოფილმა გამომხედა და რექტორის კაბინეტის კარიც შეაღო.
საბედნიეროდ, აქ მისი ყოველი გაფრთხილება და საყვედური უხმოდ მიიღო. ორივემ დავტოვეთ კაბინეტი და შენობიდან გამოვედით.
-ახლა კი მთელი დღე ჩემი ხარ - ტუჩებში მსუბუქად მაკოცა და მანქანის კარი გამიღო. ღიმილით დავემორჩილე და ჩემი ადგილი დავიკავე.
-სად მივდივართ? - ვკითხე, როდესაც მანქანა დაძრა.
-კლუბში გავერთოთ ცოტა - მიპასუხა და გზას გახედა.
კლუბში ნორმალური სიტუაცია იყო. სიგარეტისა და ჭარბი ალკოჰოლის სუნი არ მესიამოვნა, თუმცა არ შევიმჩნიე. ბარის მაგიდასთან ჩამოვჯექი და წვენი შევუკვეთე.
-ბაჩო, გუშინ რა მოხდა... - სერიოზული სახით გავხედე და პასუხს დაველოდე.
-არაფერი მნიშვნელოვანი
-ბაჩო!.. უნდა ვიცოდე - შევეპასუხე მკაცრი ტონით.
-გაიგებ როცა საჭირო იქნება - განაცხადა მტკიცე ტონით. ვიცოდი, რომ მასთან შედავებას აზრი არ ჰქონდა, როცა მოუნდებოდა, მაშინ მომიყვებოდა, ამიტომ თავი დავანებე.
-წამოდი ვიცეკვოთ(ბაჩო) - მომღიმარმა ხელი გამომიწოდა და წამოდგა. მეც ჩემი ხელი მისას შევაგებე და საცეკვაოდ გავედით. ძალიან სასიამოვნო მელოდია იყო. თვალები დავხუჭე, თავი ბაჩოს მხარზე ჩამოვდე და მთლიანად მას მივენდე. წელზე მოხვეული ხელებით ტანზე უფრო მჭიდროდ ამიკრო და ცეკვა განვაგრძეთ. დამთავრდა თუ არა სიმღერა, ბაჩო მაშინვე მომშორდა
-ერთწამს გავალ და მალე დავბრუნდები. აქ დამელოდე - ქვედა ბაგეზე მსუბუქად მაკოცა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა ჩემთვის გაურკვეველი მიმართულებით. ერთი პერიოდი ასე გაშეშებული ვიდექი ერთ ადგილას, შემდეგ კი ბართან დაბრუნებას ვაპირებდი, როდესაც წინ ვიღაც კაცი გადამიდგა.
-შეიძლება ვიცეკვოთ? - ღიმილიანი სახით მომმართა.
-იცით, მე... დაჯდომას ვაპირებდი
-გთხოვთ... თქვენნაირ ლამაზ მანდილოსანთან ერთხელ ცეკვა ძალიან გამაბედნიერებს - თავაზიანად გამიღიმა და ხელი გამომიწოდა. უარი ვეღარ ვუთხარი, უხერხულად გავუწოდე ხელი და ისევ საცეკვაო მოედანზე დავბრუნდით.
ხელებს ჩემს ტანზე ვნებიანად დაასრიალებდა და თავის ტანზე უფრო მჭიდროდ მიკრავდა. ძალიან არ მსიამოვნებდა მისი ასეთი ქცევა და მისი ხელებიდან თავის დასხლტომა მინდოდა. მისი სურნელიც სულ სხვა იყო. უსიამოვნოდ მხვდებოდა ცხვირში და ძალიან არასასიამოვნო შეგრძნებას მიტოვებდა. როდესაც ხელი საჯდომზე ჩამოაცურა, მაშინვე უკან გამოვხტი
-რას აკეთებთ?! - ვკითხე გაკვირვებულმა
-არაფერს ლამაზო, უბრალოდ ერთი ღამის შენთან გატარება მინდა... - მომიახლოვდა და ხელებით ისევ მისკენ მიმწია
-ახლავე გამიშვით ხელი! - დავუყვირე და მისგან საპირისპირო მიმართულებით რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი.
-დარწმუნებული ვარ უამრავ მამაკაცს აკმაყოფილებ ყოველდღე!.. ერთი ღამე მეც მაჩუქე - უფრო გაცხოველებულად მითხრა და ტუჩებზე დამეტაკა. ეს უკვე ვეღარ ავიტანე. მაშინვე მოვიშორე და მარჯვენა ხელი სახეში გავარტყი. მოულოდნელობისგან დაბარბაცდა, ხელი ნატკენ ადგილას მიიდო და ანთებული თვალებით შემომხედა. ასე მეგონა მეცემოდა და აქვე დამახრჩობდა.
-ჩვენ საქმე ჯერ არ დაგვისრულებია ნინი, კიდევ შევხვდებით - მითხრა და უცბად გამშორდა. ჩემი სახელი საიდან იცოდა?! მაშინვე ბარის მაგიდასთან მივედი და ძლიერი სასმელი შევუკვეთე. ჭიქას ხელი მოვკიდე, რომ დამელია, როდესაც ვიღაცამ ხელი გამაშვებინა და ისევ მაგიდაზე დააბრუნა
-ამდენს თუ დალევ დათვრები - მითხრა ბაჩომ და ჭიქა თვითონ ჩაცალა. უკმაყოფილო მზერით ავხედე და ამოვიოხრე.
-წავიდეთ რა აქედან. აღარ მინდა აქ ყოფნა - ფეხზე წამოვდექი და ბაჩოს თვალებში შევხედე
-რამე მოხდა? - მკითხა გაკვირვებულმა
-ისეთი არაფერი, უბრალოდ წასვლა მინდა - ბარის მაგიდას დავეყრდენი და პასუხს დაველოდე
-კაი, წავიდეთ - მიპასუხა მცირეოდენი პასუხის შემდეგ, ხელი წელზე მომხვია და გარეთ გამოვედით.
სიგარეტისა და ალკოჰოლის სუნის შემდეგ სუფთა ჰაერი მალამოსავით მოხვდა ჩემს ფილტვებს. რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე და თითქოს გამოვფხიზლდიო. თავი უფრო ენერგიულად ვიგრძენი.
-სად გინდა წავიდეთ? - გადმომხედა და მანქანა დაქოქა
-სახლში წამიყვანე რა, დაღლილი ვარ - ახლა მხოლოდ სახლში თუ აღვიდგენდი ძალებს.
-კარგი - მიპასუხა ხმადაბლა და გზას გაუყვა.
მანქანიდან გადმოსვლამდე, ტუჩებში მსუბუქად ვაკოცე და დავემშვიდობე
-ხვალამდე(მე)
-დროებით - მიპასუხა და გამიღიმა.
სახლში რომ მივედი, მაშინ მივხვდი, თუ როგორ მომნატრებოდა ჩემი ოთახი. კარი შევაღე და იქაურობას თვალი მოვავლე, შემდეგ სააბაზანოში შევედი, წყალი გადავივლე და თითქოს მთელი დაღლილობა მას გავატანე. სპორტულებში კომფორტულად გამოვეწყვე და ტელევიზორს მივუჯექი. რომანტიული კინო ჩავრთე და ყურება დავიწყე. ყველა წყვილში ჩემს თავს და ბაჩოს ვხედავდი და მეღიმებოდა. ვიგრძენი უკვე როგორ მენატრებოდა... ყურებას როდესაც მოვრჩი, ჩემს ოთახში შევედი და ცოტა ვიმეცადინე მეორე დღისთვის. ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც და დედაჩემი სახლში მოვიდა.
-დედუუ, როგორ მომენატრეე!!! - სახლში შემოსვლა არ ვაცადე ისე გადავეხვიე და ლოყები დავუკოცნე
-რაიყო ნინი, მარტო ერთი დღით დარჩი მეგობართან
-მეგობართან?! - უცბად გამიკვირდა და კითხვა შევუბრუნე
-ხო, შენ არ მითხარი ლიკასთან ვრჩებით მე და თათაო? - მკითხა დაეჭვებულმა
-აა, ჰოო... ვერ მივხვდი უცბად რას მეუბნებოდი - თავი დავიძვრინე სახიფათო სიტუაციიდან და დედაჩემის მოტანილი პროდუქტები სამზარეულოში გადავანაწილე.
-გშია?(მე) - გავძახე სამზარეულოდან
-კი - გავიგე მისი პასუხი და მაცივარი გამოვაღე. პროდუქტებს თვალი მოვავლე და გადავწყვიტე „ოლივიე“ გამეკეთებინა. ნახევარ საათში ყველაფერი მომზადებული მქონდა.
-ოჰ, მოგისწრია უკვე საჭმლის გაკეთება - შემაქო გაკვირვებულმა დედაჩემმა და მაგიდას მიუჯდა.
-ჰო... გასინჯე, მგონი გემრიელი გამოვიდა - მაგიდაზე თეფშები დავაწყვე და გემრიელად ვივახშმეთ. ჭურჭლის დარეცხვა დედაჩემმა „იკისრა“ და ამიტომ მეც კმაყოფილი დავბრუნდი ჩემს ოთახში, სადაც დიდი სიამოვნებით გადავეშვი ძილის სამყაროში.
...
გოეთე ამბობდა - სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი, როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი. იმ დღიდან, როდესაც გავაცნობიერე, რომ ბაჩო მიყვარდა, ამ მოსაზრებას სულ სხვა თვალით დავუწყე ყურება. სულ სხვანაირად გავიაზრე და შევითვისე. სიყვარული იმას ნიშნავს, რომ დღისით და ღამით შენს წინაშე შენი საყვარელი ადამიანის სახე გედგას, გესმოდეს მისი მომაჯადოვებელი ხმა, ცხოვრობდე მისი ფიქრით და ხედავდე მისი თვალებით. სიყვარული ბევრს შეუძლია, ჭეშმარიტი სიყვარული კი - გამონაკლისებს. ეს ნიჭია, რომელიც ყველას არ გააჩნია და ის, ვისაც გააჩნია, ჭეშმარიტ სიხარულს ეზიარება. სიყვარული – ეს ხომ მისწრაფებაა სრულყოფილებისა და სიმშვიდისაკენ. ესაა ყველაზე ძლიერი ვნება, რადგან იგი ერთდროულად ეუფლება თავს, გულს და სხეულს. მეც ამ ვნებით ვიყავი მოცული. ის გაუცნობიერებლად მოედო მთელს ჩემს არსებას. ამბობენ, სიყვარულმა ასაკი არ იცისო. ალბათ ეს ასეცაა, რადგან ჩემი თავი საკმაოდ ახალგაზრდად და გამოუცდელად მიმაჩნდა იმისათვის, რომ ჭეშმარიტი სიყვარული მეპოვა, თუმცა ფაქტი სახეზეა - წამი არ გავიდოდა, რომ ბაჩოზე ფიქრისგან თავი დამეღწია.
“სიყვარული რაა ბრძენო? – ეს მინდოდა ჩემთვის გეთქვა
ორი სული – ერთი ფიქრი, ორი გული – ერთი ფეთქვა” – ფრ. ჰალმი.
.....
ორი კვირა ძალიან სწრაფად გავიდა. ბაჩოს ჭრილობა შეუხორცდა და უკვე ხელს თავისუფლად ხმარობდა. ამ დროის განმავლობაში რამდენჯერმე ეცადნენ ბიჭები დალაპარაკებოდნენ რატის, რათა აეხსნათ, რომ დედამისი მათი მოკლული არ იყო, თუმცა უშედეგოდ. ამ მცდელობებს ერთი-ორჯერ ჩხუბიც მოყვა, თუმცა საბედნიეროდ, სერიოზულად არავინ დაშავებულა...
პარასკევი საღამო იყო... ბაჩომ მითხრა ჩემი ძმაკაცი წვეულებას აწყობსო, თან შენთვის სიურპრიზი მაქვს და საღამოს გამოგივლიო. არ ვიცოდი რა მეფიქრა, ამიტომ ლამაზად, მაგრამ კომფორტულად გამოვეწყვე და დედაჩემი გავაფრთხილე, რომ საღამოს არ დამლოდებოდა, რადგან დამაგვიანდებოდა.

აკრძალული ხილი(6 ნაწილი)


-ულამაზესი ხარ(ბაჩო) - ყურში ჩამჩურჩულა და გზას დავადექით.
მის ძმაკაცს საკმაოდ კარგი სახლი ჰქონია, სამსართულიანი. სწორედაც რომ წვეულებებისთვის იყო განკუთვნილი: პირველ სართულზე კლუბის ტიპის დიზაინი, მეორე სართულზე სხვადასხვა გასართობები: ბილიარდი, პინგ-პონგი და ა.შ, ხოლო მესამე სართულზე საძინებლები. დიდი და ლამაზი ეზო ჰქონდა, აუზით. ამჯერად საცურაო წვეულება არ იყო. ბაჩოს მეგობარი - ვატო, თავის ჩამოსვლას აღნიშნავდა. თურმე რამდენიმე წლის წინ უცხოეთში წავიდა და იქ ცხოვრობდა, ახლა კი 4-5 დღის წინ ისევ გამოჩნდა და გადაწყვიტა გართობისთვის არცერთი დღე არ დაეკარგა. ის ხომ ცნობილი წვეულებების მომწყობი იყო მთელს თბილისში. სწორედ ამ ვატოს სახლის კარი შეაღო ბაჩომ, ხელი ჩამჭიდა და შიგნით შევედით. ყველა თავის სტიქიაში იყო. ოთახში შესვლისთანავე დავინახე, თუ როგორ გამომაყოლეს ზოგიერთებმა ხარბი მზერა. ბაჩო ვერ მალავდა, რომ ეს მზერა არ სიამოვნებდა და ლამის იყო გაეგლიჯა ყველა, ვინც ზედმეტ ყურადღებას იჩენდა ჩემს მიმართ. რამდენიმე ჩემთვის უცხო ძმაკაცს მიესალმა და ბარის მაგიდასთან დავსხედით.
-ახლა ვატოსაც გაგაცნობ. ეგეც ჩემი ძმაკაცია - გამიღიმა და სასმელი ერთ ამოსუნთქვაზე ჩაცალა. ცოტა ხანში ვიღაც მოგვიახლოვდა. ბაჩოს ღიმილით მიუახლოვდა და ძმურად დაუტყაპუნა ხელი მხარზე. საშინლად მეცნობოდა.
-გაუმარჯოს ვატოს! - სიხარულით გადაეხვია ძმაკაცს და შემდეგ მე გამომხედა - ეს ნინია, ჩემი შეყვარებული - ხელი გადამხვია და ამაყად გაიჯგიმა. უცნობმა ხარბი მზერით ამათვალიერა, ლოყაზე მაკოცა და ცოტა ხნით სასაუბროდ დარჩა. საიდანღაც საშინლად მეცნობოდა. ხმამაღალმა მუსიკამ თავი ამატკია, ბაჩო გავაფრთხილე და გარეთ აივანზე გამოვედი. ყოველთვის ძალიან მსიამოვნებდა ხმაურიანი ადგილიდან სიწყნარეში გამოსვლა. როდესაც მთელი სხეულით გრძნობ, რომ ამოისუნთქე და ფილტვებს სუფთა ჰაერით ივსებ.
ცოტა ხანში ჩემს უკან ნაბიჯების ხმა გავიგე. ბაჩო მეგონა, თუმცა შევცდი. ვატო იყო. უკნიდან მომიახლოვდა, ტანზე ამიკრო და ყელზე მაკოცა.
-ვატო, რას აკეთებ? - მაშინვე თავი დავიხსენი მისი ხლართებიდან და თვალებში ჩავხედე. ახლა გამახსენდა: ეს ის იყო... კლუბში ვინც ვნახე. მაშინ გამიკვირდა ჩემი სახელი საიდან იცოდა, ახლა კი ყველაფერი ნათელი იყო. ბუნებრივია, მას ეცოდინებოდა თავისი ძმაკაცის შეყვარებულის სახელი.
-არ მოგენატრე ლამაზო? - გამომწვევად მკითხა და თვალი ჩამიკრა.
-რამდენს ბედავ თავხედო! - მკაცრად გამოვცერი კბილებში და ისევ ოთახში შესვლა დავაპირე, თუმცა ვატომ თავისკენ მიმაბრუნა
-შენი ტუჩები მომენატრა - საკოცნელად დაიხარა, თუმცა იმწამსვე დავუსხლტი ხელებიდან და ოთახში შევვარდი. კარში ბაჩოს შევასკდი და გულგახეთქილმა ავხედე გაკვირვებულ ბაჩოს.
-ნინი, ხომ კარგადაა ყველაფერი?! - ეჭვისთვალით გადახედა აივანზე მდგომ ძმაკაცს და ხელი წელზე ნაზად მომხვია. მაშინვე მოვდუნდი. მისი სურნელი შევიგრძენი და ტანში სასიამოვნოდ დამიარა ეკლებმა.
-წავიდეთ რა - მხოლოდ ეს ვუთხარი და თვალებში შევხედე.
-კარგი, წამო წავიდეთ. დროებით ბრატ! - ვატოს დაემშვიდობა და მანქანისკენ წავედით. ვატომ მეც მითხრა ნახვამდისო, თუმცა ზედაც არ შემიხედავს.
ვატოზე გაბრაზებულმა ვერც შევამჩნიე როგორ მივუახლოვდით ბაჩოს სახლს. გამახსენდა, რომ ბაჩოს რაღაც სიურპრიზი ჰქონდა, უხმოდ გადმოვედი და ბაჩოს გავყევი. მან ხელი წელზე მომხვია და ისე განაგრძო სიარული.
-რა სიურპრიზია? - მაინც ვერ მოვითმინე. ბაჩოს გაეცინა და თვალებში ჩამხედა.
-ახლა უნდა ნახო და ცოტაც მოითმინე - სახლის კარი შეაღო და მაშინვე სასიამოვნო სურნელი მეცა. ეს არ იყო ბაჩოს სურნელი, რომელიც ამ სახლში მუდმივად სუფევდა. ეს რაღაც სასიამოვნო არომატი იყო. მისაღებ ოთახში შევედი და ორ კაცზე გაწყობილი სუფრა დავინახე.
-საშინლად არარომანტიული ვარ და თუ რამეს გავაფუჭებ ყურადღება არ მიაქციო - ღიმილით და დამთბარი ხმით მითხრა ბაჩომ და სკამი გამოსწია, რომ დავმჯდარიყავი. თვითონ ჩემს პირდაპირ დაჯდა.
-ესაა შენი სიურპრიზი? - გავუღიმე და ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა გული.
-ხო, შენ ხო გიყვარს რომანტიკა... და მეც ვიფიქრე, რა მოხდებოდა რომ მეცადა...
-არაჩვეულებრივია - ბაჩომ შამპანურის ბოთლი გახსნა და ჭიქებში ჩამოასხა. ვატოსთან უკვე დალეული მქონდა და ესეც რომ დამელია ალბათ დავთვრებოდი. ყველაფრისდამიუხედავად მე და ბაჩომ მთელი შამპანური გამოვცალეთ. ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ და ბევრიც ვიცინეთ. სულ სხვანაირი იყო. ეს იყო შეყვარებული ბაჩო. ჩემს წინ თითქოს სრულიად სხვა ადამიანი იჯდა. სწორედ ეს შეუძლია სიყვარულს. მას შესწევს ძალა ადამიანი სრულიად გარდაქმნას. ეს უდიდესი ძალაა და მას წინ ვერაფერი აღუდგება.
-აუ ბაჩოო, რაღაც რომ გთხოვო შემისრულებ? - ვკითხე ღიმილით, უკვე „გრადუსში შესულმა“ და საყვარლად შევხედე.
-კი, რაიყო ჩემო პატარა?
-შენი სურათები მაინტერესებს ბავშვობის. მანახე რა... - ვთხოვე და ორი თითი ყელზე მივიბჯინე.
-რათ გინდა - მკითხა სიცილით
-აუ ბაჩოო... - ტუჩები დავბუშტე და ხელები გადავაჯვარედინე ვითომ გავებუტე.
-კარგი ოღონდ ეგ ტუჩები ეგრე ნუ გაქვს, თორემ მოგაჭამ - ღიმილით წამოდგა და კიბეებს აუყვა. მეც გავყევი. თავის ოთახში შევიდა. კარადა გამოაღო და ალბომი გამომიწოდა.
საწოლზე ჩამოვჯექი და დიდი, მტვრიანი ალბომი კალთაში ჩავიდე. გადავშალე და თვალიერება დავიწყე. ბაჩო გვერდზე მომიჯდა. სურათებს ვათვალიერებდი და ბაჩოს ვაკვირდებოდი. ძალიან საყვარელი ბავშვი ყოფილა. სულ ვეკითხებოდი აქ ვინ არიან შენთან ერთად, ის ვინაა-თქო და ასე შემდეგ. ისიც დიდი მონდომებით მიხსნიდა და ჩემი ინტერესიანი თვალების დანახვისას უფრო მეტ სტიმულს იღებდა. საუბრით დაღლილმა ბოლო გვერდზეც გადავშალე. ბაჩოს მორიგი სურათები იყო, ახალი გადაღებული. აი ბოლო სურათის დანახვისას კი პირი დავაღე გაოცებისას.
-ბაჩო, ეს რა სურათია? - ჩემს მძინარე სურათს ხელი დავადე და ბაჩოს გაკვირვებულმა ავხედე.
-მაშინ, შენთან რომ მოვედი შუაღამეს, ისე საყვარლად გეძინა სურათი გადაგიღე. - გულში სითბო ჩამეღვარა და გაღიმებულმა ავხედე. ალბომი გვერდზე გადავდე და ისევ საწოლზე დავბრუნდი.

აკრძალული ხილი(6 ნაწილი)


ბაჩომ ერთი ხელით თავი მისკენ მიმაბრუნებინა და ქვედა ბაგეზე ნაზად შემეხო, მეორე ხელი წელზე მომხვია და თავისკენ მიმიზიდა. მე ორივე ხელი კისერზე შემოვაწყვე და კოცნაში ავყევი. ხელი ჩემი სახიდან წელზე ჩამოაცურა, შემდეგ უფრო ქვემოთ, მუხლამდე ჩამოვიდა. ნელი მოძრაობით ისევ ამოუყვა და მის კალთაში გადამსვა. კოცნა უფრო ვნებიანად დამიწყო. ორივე ერთმანეთს ვეკვროდით და მოწყურებულები ვკოცნიდით ტუჩებზე. ხელი მაიკის ქვეშ შემიცურა, ხერხემალზე ამოასრიალა და მარტივი მოძრაობით მაისური გამხადა. გულმა გამალებით დაიწყო ფეთქვა. ასე მეგონა სადაცაა ამომივარდებოდა. ორივე ხელი ძლიერად მომხვია და კისერზე მაკოცა. მთელი კისერი დამიკოცნა. სიამოვნებისგან თავი უკან გადავწიე, რომ უკეთ მომდგომოდა. შემდეგ უეცრად მოტრიალდა და საწოლზე გადამაწვინა. მაისური თვითონაც გაიხადა და დაკუნთული სხეული გამოაჩინა. მთელი ტანით ამეკრო და უფრო ვნებიანად განაგრძო ჩემი კოცნა. ტანში ჟრუანტელმა დამიარა მისი შეხებისას. ხელებს ჩემს ტანზე მოხერხებულად დაასრიალებდა და ტუჩებში კოცნას არ წყვეტდა. მე ჩემს გამოუცდელ ხელებს მის მხრებზე და ზურგზე ვაფათურებდი. ტუჩებიდან კისერზე გადაინაცვლა და ამოსუნთქვის საშუალება მომცა, შემდეგ კი ლიფი გამხადა და მკერდზე მომეფერა. სიამოვნებისგან გაურკვეველი ბგერები აღმომხდა. კოცნით ქვემოთ ჩამოვიდა და მთელი მუცელი დამიკოცნა, შემდეგ ხელები ბარძაყებზე ჩამავლო და მისკენ მიმწინა, ფეხებს შუა მომექცა, კისერში ვნებიანად მაკოცა და ყურში ჩამჩურჩულა
-ნინი, შენ თუ არ გინდა, მე... შემიძლია გავჩერდე... თუ მზად არ ხარ მერე ვცადოთ...
-არა, მზად ვარ - სუნთქვაშეკრულმა ძლივს გადავაბი სათქმელი ერთმანეთს და თვალები ისევ მივლულე. მაინც რას მიშვებოდა ეს ბიჭი ასეთს, რომ აზროვნების უნარსაც კი მაკარგვინებდა. ეს ვთქვი თუ არა, მაშინვე ბაგეებზე დამეწაფა, ბევრად უფრო მომთხოვნად...
ტკივილისგან ხმამაღლა ამოვიკვნესე და ბაჩოს ტუჩებს დავეწაფე.

“თუ ადამიანს შეუძლია თქვას რა არის სიყვარული, მაშინ მას არავინ ჰყვარებია” – ვიქტორ ჰიუგო

არაჩვეულებრივი ღამე იყო. ბაჩო ძალიან ვნებიანად და ნაზად მეპყრობოდა. დაღლილები ერთმანეთს ჩავეხუტეთ და გავირინდეთ.

“სიყვარული რაა ბრძენო? – ეს მინდოდა ჩემთვის გეთქვა
ორი სული – ერთი ფიქრი, ორი გული – ერთი ფეთქვა” – ფრ.ჰალმი.


...........
ესეც შემდეგი თავი ჩემო საყვარლებო და ტკბილებოო...
ყველა თქვენი კომენტარი ძალიან მახარებს და რაც უფრო მეტია, მით უფრო დიდი შემართებით ვწერ ხოლმე ახალ თავს...
დღეს კვლავ დიდი თავით დაგიბრუნდით და იმედია ისიამოვნებთ!..
ველი შეფასებას...



№1  offline წევრი კუსა ♥

ძალიაან კარგიიაა ! <3

 


№2  offline მოდერი ანკა

კუსა ♥
ძალიაან კარგიიაა ! <3

მადლობა love მიხარია, რომ მოგეწონა love

 


№3  offline წევრი bar bare

Dzalian momewona sheni dgevandeli weris "stili"(vigulisxme gamonatkvamebis chartva), magram ninis suleluri sakcieli ar momewona. Chemi azrit unda etkva bachostvis vatos shesaxeb. Dzalian M I Y V A R X A R! :*

 


№4  offline წევრი lamazmani

აი არ ვიცი რა გითხრა უკვე გითხარი და კიდევ ბევრჯერ გეტყვი რო ძაან მაგარი გოგო ხარ დღEვადელი ტავი იყო ძაან მაგარაი ძაან მაარი ხარ ველოდები სემდეგს მოუთმენლად მიყვარხარ ძაან love love love

 


№5  offline მოდერი ანკა

bar bare
Dzalian momewona sheni dgevandeli weris "stili"(vigulisxme gamonatkvamebis chartva), magram ninis suleluri sakcieli ar momewona. Chemi azrit unda etkva bachostvis vatos shesaxeb. Dzalian M I Y V A R X A R! :*

მიხარია რომ ახალი "სტილი" მოგეწონა ^__^ მინდოდა ეს გამონათქვამები თქვენთვისაც გამეზიარებინა <3 <3 <3 ნინის საქციელს რაც შეეხება, ცოტა სულელი გოგო გვყავს და რა ვქნათ, სანამ საქმე საქმეზე არ მიდგება არაფერს ამბობს wink love მეც მიყვარხაარ!!! love

lamazmani
აი არ ვიცი რა გითხრა უკვე გითხარი და კიდევ ბევრჯერ გეტყვი რო ძაან მაგარი გოგო ხარ დღEვადელი ტავი იყო ძაან მაგარაი ძაან მაარი ხარ ველოდები სემდეგს მოუთმენლად მიყვარხარ ძაან love love love

მიხარია რომ მოგეწონა love მეც ძალიან მიყვარხარ! love

 


№6  offline მოდერი ^paradise^

Dzalian magari xar !!! Momewona es tavi <3 saintereso iyo .. Male dade axali :* miyvarxar

 


№7  offline მოდერი ანკა

^paradise^
Dzalian magari xar !!! Momewona es tavi <3 saintereso iyo .. Male dade axali :* miyvarxar

მეც მიყვარხაარ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent