შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალი ან უნდა მიატოვო,ან უნდა გააღმერთო(თავი1)


9-07-2015, 00:01
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 5 363

ცხოვრება საკმაოდ რთულია..შესაძლოა,უფრო მეტადაც კი...ამ უკანასკნელის შესატყვის განსაზღვრებას ძნელად თუ ამოვქექავთ..ის ხომ მუდამ სავსეა უცნაურობებით..ხდება ის,რასაც ვერასდროს წარმოიდგენ.ხარ ბედნიერი,მაგრამ,ეუცრად,ყველაფრის იმედს კარგავ.ზოგჯერ გგონია სასოწარკვეთა ბოლოს მოგიღებს,მაგრამ გამოჩნდება რაღაც სინათლე,რომელიც მზის ნათელი სხივებივით შემოიჭრება შენს სარკმელში და გაჩუქებს იმას,რაც ადამიანისთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია..გაჩუქებს იმედს..იმედი,-ეს ხომ ბედნიერების საწინდარია...ბედნიერება კი ისაა,რისთვისაც ვიბრძვით,ვიბრძვით მთელი ცხოვრება..მისთვის მზად ვართ გავიღოთ ყველაფერი...მივიწევთ წინ,წინ და წინ...თითქოს გამოწვდილი გვაქვს ხანჯლები,რომლებსაც ყოველ ნაბიჯზე ვიყენებთ..მუდამ ვღელავთ და ვშფოთავთ,რადგან ადამიანები ვართ და არ შეგვიძლია მათ გარეშე....ერთი წავა და მეორე მოდის....ხდება ჩანაცვლება და კვლავ გრძელდება ბრძოლა..ბედნიერება ტკივილისკენ,ტირილი ღიმილისკენ...
ვებრძვით ცხოვრების ნეგატიურ მხარეებს,მაგრამ ისიც გვებრძვის ჩვენ....ცხოვრება-ეს ხომ მსოფილიო სიტყვაა და ბრძოლას ნიშნავს,ბრძოლას...
ყველა დარდი ერთნაირიაო,-არ თქვა..ჩემი თვალთახედვით,სიტყვა,ყველა,ლექსიკონიდან ამოსაღებია...ყველა არ არსებობს..არსებობს ინდივედები.არსებობს რაღაც კონკრეტული და არა მასა..ყოველ შემთხვევაში ასე უნდა იყოს...ცხოვრება ხომ ამოუხსნელი რამაა,ის არაა მრავალუცნობიანი განტოლება,არც ლოგარითმი...ის ბევრად რთულია..ეს ხომ ის მექანიზმია,სადაც მსგავრი ორი ფოთოლიც კი არ მოიძებნება..იარე მთელ დედამიწაზე,ამოაშრე ზღვა,მდინარე,გაადრე მყინვარე,მაგრამ ვერაფერს იპოვი მსგავს...თვით სიამის ტყუპების ჰკარგავენ მსგავსებას...დიახ,მსგავსი არაფერია...
ვერ იტყვი,რომ ყველა თინეიჯერს მსგავსი ინტერესები აქვს,მსგავსი ცხოვრებას...ეს დიდი სისულელე იქნება..
მეც მოზარდი ვარ,თინეიჯერი..16 წლის გოგონა..დიახ,“თიინს“ ვეკუთვნი,მაგრამ არ ვარ ყველა..ძლიერ განვსხვავდები არსებულ სამყაროსგან.ხშირად მიჭირს ამის გააზრება..თუნდაც იმის გაცნობიერება,რომ არასდროს მქონია უდარდელი ცხოვრება...ბევრი რამ მინახავს,განმიცდია,გადამიტანია,მაგრამ ამით არასდროს ვიამაყებ...არასდროს,რადგან კვლავ მტკივა და ეს,არ ვიცი,რა არის ცხოვრებისგან მოვლენილი სასჯელია,თუ უბრალოდ ბედისწერა..ბედისწერა,რომელსაც ვერავინ გაექცევა...
ელიზაბეტი მქვია.ცოტა უცნაურად მოგეჩვენებათ,მაგრამ ეს სახელი ძალიან მომწონს...მეგობრები ელიზას მეძახიან...ეს სახელი დიდი ბებიის საპატივცემლოდ დამარქვეს..ბებიის,რომელმაც 2 წელიწადში მე-3 სტადიაზე მყოფი საკვარცხეების კიბო დაამარცხა,მაგრამ ბოლოს მაინც გარდაიცვალა,გაცივდა და ფილტვების ანთებით დასუსტებულმა ორგანიზმა მუშაობა შეწყვიტა..მამაჩემს ბებია ძალიან უყვარდა,მისი ლამაზი სახელიც და მე,ამიტომაც დამარქვა..მე-3 კლასში ვიყავი,როცა ელიზაბეტი დავკარგეთ,მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს...უამრავი მოგონება მაკავშირებს იმ საფლავთან,რომელიც ჩვენი სოფლიდან ცოტა მოშორებითაა გაშენებული..მისი საფლავის ქვა ახლაც მიდგას თვალწინ..ისიც მახსოვს,როგორ უხაროდა მის სახელს რომ ვაატარებდი...დარწმუნებული ვარ,რომ ბედნიერი არის და ჩვენზე ზრუნავს,ამაში ეჭვიც კი არ მეპარება...
დიახ,მჯერა იმქვეყნიურობის..მჯერა,რომ ამის მერეც არსებობს რაღაც,უფრო უკეთესი სამყარო,სადაც გარდაცვალების შემდეგ კვლავ გვექნება შანსი შევხვდეთ საყვარელ ადამიანებს და ვუთხრათ ის სიტყვები,რომლელთა თქმაც სიცოხლეში ვერ მოვასწარით და ან ვერ მოვასწარით.
ელიზაბეტი ლამაზი ქალი იყო..მოხუცებულობაშიც ჰქონდა დარჩენილი ეშხის კვალი..მახსოვს,როცა გარდაიცვალა,სულ ახალგაზრდს სახე ჰქონდა,ნაოჭებიც კი დამალეოდა...ალბათ,გარდაცვალებისას გასხვაფერდები....განა ამას არ ნიშნავს თავად ეს სიტყვაც?
ლამაზი ვარ?-კითხვა რომელიც ყველა გოგოს აწუხებს,მაგრამ ამაზე სხვამ უნდა გაგცეს პასუხი,როგორც თავს ვერ უწოდებ შემოქმედს,ვერ უწოდებს მწერალს,ასევე ვერ უწოდებ ეპითეტს,ლამაზს.როგორც ამბობენ,შესანიშნავი გარეგნობით ვარ დაჯილდოვებული..ქერა თმა წელს ქვემოთ ჩამომდის,მწვანე დიდი თვალები მაქვს და საშუალო ზომის ტუჩები...ჩემს თვალებზე ამბობენ,მარტის ბალახივით ბიბინებსო.არ ვიცი,რამდენად გაზვიადებულია,მაგრამ ბევრი გამვლელი აყოლებს თვალს,ორ მრგვალს,რომელიც ცხვირის გარშემო ანათებს.
მშობლების მაღლები მყავს და მეც მერგო მათი სიმაღლე.179 ვარ,რაც გოგოსთვის იდეალური სიმაღლეა,როგორც ამბობენ,მე რომ მკითხო,დიდი მნიშვნელობა არც აქვს.განა მერლინ მონრო 170-ზე მეტი იყო.თუმცა,რა 170,166 სანტიმეტრს აღწევდა,როგორც ამბობენ.ქართული ცეკვების სრული კურსი მაქვს დამთავრებული,ახლა კი ფიტნესის დიდი მოყვარული და განუყრელი მეგობარი ვარ.ტანიც საკმაოდ კარგი მაქვს.ხშირად მეუბნებიან,რატომ არ ხარ მოდელიო,მაგრამ ეს ჩემს ინტერესებში არ შედის.არც არასდროს მიცდია და გამჩენია ამის სურვილი.
ქერა ვარ,მაგრამ არა სულელი,პირიქით,როგორც ამობობენ გონიერი გოგონა ვარ.სრულიდან სულელური სტერეოტიპია ჩამოყალიბეული იმის შესახებ,რომ ქერები უტვინოები ვართ..ამაზე ხშირად მეცინება...ხალხი როგორ ვერ გასცდა საზოგადოდ ჩამოყალიბებულ იდეებსა თუ აზრებს?
ვსწავლობ იმას,რაც მიყვარს...ქართულზე „ვჭედავ“.შეიძება ითქვას,რომ ნახევარ დროს მას ვუთმობ.ვკითხულობ ქართულსა და უცხოურ ლიტერატურას.თავისუფალ დროს რომანებში ვარ ჩაფლული.უცხო ენებიც მეადვილება.დამატებით გერმანულს ვსწავლობ.კარგი მასწავლებელი ამიყვანეს და,შეიძლება ითქვას,რომ საკმაოდ კარგად ვეუფლები.
დავდივარ მხატვრულ კითხვაზე,რაც კარგად გამომდის...მიყვარს შექსპირის სონეტები.მგონი 100-ჯერ მაინც მაქვს გადაკითხული თითოეული სონეტი.შემოქმედების ტყვე ვარ,მოკლედ...პიანისტი არ ვარ,მაგრამ რამდენჯერმე ვიყავი ლაურეატი,მაქვს უამრავი დიპლომი და,მგონი,ახლაც უნდა მახსოვდეს.
მსახიობობაზე ვოცნებობ და,იმედი,მაქვს,რომ წარმატებას მივაღწევ.
დავიბადე თბილისში და კვლავ განვაგრძობ ცხოვრებას ჩემს საყვარელ დედაქალაქში.არ მაქვს დიდი ოჯახი,მაგრამ ეს ჩემთვის მაინც დიდია და უფრო დიდიც...მთავარი ხომ სიყვარულია და ჩვენ ერთმანეთზე ვგიჟდებით...დედა,მამა და მე,ეს არის ჩვენი სამეული,განუყრელი სამეული,როგორც მამა,ძე და სულიწმინდა.შესაძლოა,ცუდი შედარებაა და მეტისმეტად ცუდიც კი,მაგრამ ეს ისაა,რის გარეშე არც ერთს ჩვენგანს არ შეგვიძლია...სიყვარული...ეს ჩვენი ცხოვრების ორაგი რამაა,ერთდროულად მიზეზიც და მიზანიც...
სიყვარული ცხოვრებაა,ბედნიერებაა...მისით ვარსებობთ ყველანი,ჩვენი ოჯახიც და მაქვს იმედი,რომ მუდამ ასე იქნება...არასდროს დავშორდებით ეთმანეთს და არასდროს ერქმევა რომელიმე ჩვენგანს სიტყვა უცხო...გაუცხოება-ეს საშინელი რამაა.
არაბიოლოგიური და ზოგს მხოლოდ ერთი ჰყავს,ზოგს ორი და ზოგს რამდენიმე....სალომე ჩემი საუკეთესო მეგობარია,დაქალიც და რაც გინდათ ის დაუძახეთ,უბრალოდ ის არის ადამიანი,რომელიც შესანიშნავად მიგებს.მან მუდამ იცის რა ხდება ჩემში...სკოლის მერხიდან ვიცნობ და მას შემდეგ ერთმანეთისთვის განუყრელნი ვართ..არ მახსოვს,რაიმე.რაც მისთვის დამემალოს...შეიძლება ითქვას,რომ ერთმანეთის სულის სარკენი ვართ.
სალომე გარეგნობით არ გამოირჩევა,მაგრამ ძალიან კარგი ადამაინია..მისი შნაგანი სამყარო შეუცნობელი და მშვენიერია..აი,რის გამო მიყვარს...შავგვრემანი გოგონაა,165 სანტიმეტრი სიმაღლის,შავი მხრებამდე თმა აქვს,ჩვეულებრივი გამხდარი აღნაგობა,მაგრამ განსაკუთრებული გული,რომელიც მუდამ ჩემთანაა.
მის გვერდით სულ მე მიყურებენ,მაგრამ ამას არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა..გარეგნობით ხომ არასდროს დავიწყებ ადამიანის შეფასებას.
რამდენიმე მეგობარიც მყავს,მაგრამ ისინი არ არან ასეახლოს...რამდენიმე ბიჭიცაა მათ შორის,მაგრამ,ვერ ვიტყვი,ძმაკაცები მყავსო.ეს სისულელე იქნება..არ ვართ იმდენად ახლობლები და,ალბათ,არცაა საჭირო.როცა გვჭირდება ვეხმარებით ერთმანეთს,არც ზედმეტად ვუშლით გულს და არც ვართ ერთმანეთს ეჩამოკიდებულები.
არ ვიცი,რამდენად უნდა მჯეროდეს ბიჭსა და გოგოს შორის მეგობრობის,მაგრამ გოგოებს შორის როგორი ურთიერთობაა ისეთი ვერასდროს ექნებათ,ქალსა და მამაკაცს.ვფიქრობ,რაღაც ეტაპზე მაინც გაუჩნდება რომელიმე მათგან სურვილი,რომ მეგობრობაზე მეტი გქონდეთ,როდელიმე მაინც გაახსენდებათ “friend with benefit” და გაუჩნდებათ სურვილი იმისა,რომ იგივე გააკეთონ..როდესმე მაინც ილაპარაკებს ბიჭი მეგობარი გოგონას უკანალზე და გააყოლებს თვალს....ეს ჩემი თვალთახედვაა,შეიძლება,მაგრამ ამ საკითხში მაინც არ ვარ მთლად დარწმუნებული....როგორ ესაუბრები ბიჭს იმაზე,რასაც უყვები დაქალს...განა შემიძლია სალომესთან საუბარი შევადარო რომელიც ბიჭთან ლაპარაკს? ასე ვინმეს დავუახლოვდე? არა მგონია...მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას,რომ ყველა ასეა....ალბათ,მე ვარ ზედმეტად სკეპტიურად განწყობილი ამ საკითხისამდი.
მაგალითად,ჩემს ერთ-ერთ კლასელ გოგონას იმდენი ძმაკაცი ჰყავს,რომ თითები არ ეყოფა მათ დასათვლელად,ალბათ,ჩხირები დასჭირდება,მაგრამ მას უამრავი დაქალიც ჰყავს,...ამის მაინც და მაინც არ მჯერა,მაგრამ არასდროს მივალ და გავუტეხავ გულს..არ მჩვევია,სხვის ცხოვრებაში ჩარევა.
სკოლა დავამთავრე...როგორც იქნა დავხურე მე-11 კლასი და ჩემი სალველი საგნებიც უკან მოვიტოვე..ახლა თავისუფალი ვარ..შესაძლოა ითქვას,როგორც ჩიტი ისე ვარ.
ყველასთვის ცნობილია,ალბათ,ეს შეგრძნება,როც აუეცრად დაემშვიდობები სკოლას,მოვალეობებსა და გამოცდებს და აცნობიერებ,რომ დადგა ნანატრი დრო,რომელსაც ამდენ ხანს ელოდი...თუმცა განა ყოველთვის მართლდება მოლოდინი? აი,ამის გვეშინია და რაღაც უკმარისობის შეგრძნება გვაქვს ამის შემდეგ...ვწვებით ლოგინზე,ვუსმენთ მუსიკას და გონებაში ვხსნით რაღაცას..ვფიქრობთ და ვფიქრობთ,მაგრამ კონკრეტულად რაზე თავადაც არ ვიცით.
მეც ამას ვგრძნობდი...თუმცა სალომე არა..ის სამედიცინოზე აბარებს.უყვარს ტექნიკური საგნები და,ალბათ,ჩემსავით მერყევი არაა.ზუსტად აზროვნებს და მუდამ პირდაპირ მიდის...გონება შესანიშნავად უჭრის,მათემატიკურად აზროვნებს და ხშირად ამით დიდ სამსახურს მიწევს..გამოუვალსა თუ ექსტრემალურ სიტუაციებს არ უშინდება,ერთი წამითაც კი არ აძლეს თავს დაბნევის საშუალებას.
სალომეს კარი დედაჩემმა გაუღო.დედაჩემი,ნინო,ყოფილი ტანმოვარჯიშეა,ახლა საკუთარი სტუდია აქვს,სადაც ახალ თაობას ზრდის.სახლში იშვიათადაა,მაგრამ იმ დღეს თავისუფალი იყო და სამზარეულოში ფუსფუსებდა.
-სალომე როგორ ხარ?-დედაჩემი ჩვეული ღიმილით შემოეგება სალოს.
-კარგად,ნინო დეიდა,თქვენ?
-არამიშავს.ელიზა თავის ოთახშია..ჩიტივით თავისუფალი.
-რაღაც არამგონია-სალო სიცილით წამოვიდა ჩემი ოთახისკენ.
-კარები შემოაღო თუ არა,ლოგინიდან წამოვხტი:
-არ გელოდი.
-მიყვარს მოულოდნელობები.
-როგორ ხარ?-მეტი ვერაფერი მოვიფიქრე.
-შესანიშნავად,შენ?
-თავისუფალი-საკუთარ პასუხზე გამეღიმა.
-მოდი თბილისის ზღვაზე წავიდეთ.რაღაც აუზის რეკლამა რომ მოგვცეს,ხომ გახსოვს?
-რეკლამა?-სულ არ მახსოვდა და სალოს მივაშტერდი.
-რამდენიმე კვირის წინ-ჩანთიდან ამოაძვრინა რაღა პრიალა და გამომიწოდა.
-ამმმ...გამახსენდა-კითხვა დავიწყე ინტერესით.
-რას იტყვი?
-შესანიშნავია.
-ახლავე ჩაიცვი მერე-სალო ყოველთვის სულსწრაფი და მოუთმენელია...ყველაფერს მაშნვე აკეთებს.არაფრის გადადება უყვარს.
-კარგი,მაგრამ მაცადე ცოტა ხანს.
-აი,კარგი რა.
-კარგი,ოღონდ ნუ მიბრაზდები-დავმორჩილდი და საცურაო კოსტუმები გადმოვყარე.
-ეს სჯობს-ხელით მანიშნა ცისფერსა და სადა კოსტუმზე.
-მე შავი მირჩევნია.
-სულ შავი?
-შენ ფერადით იყავი.
-აი-დამანახა თავის ჭრელი კოსტუმი და ისე გაიცინა,რომ მთელი კბილები გამოაჩინა.
-შესანიშნავია.
ამ დროს დედაჩემი შემოვიდა,რონდ ჯერ კარზე დააკაკუნა,როგორც ყოველთვის.
-რას შვრებით გოგონებო?სადილი მოვამზადე და იქნებ გამოხვიდეთ.
ჩვენ ერთმანეთს გადავხედეთ და შემდეგ გავყევით დედას.
-გემრიელია საშინლად-ნინომ არ დამალა აღტაცება.დედაჩემს,მართლაც,ოქროს ხელები აქვს.ყველა ამას ეუბნება..თურმე მამაჩემს პირველ პაემანზე მან საკუთარი ხელებით მოუმზადა ვახშამი.მამა,რობერტი,ახლაც აღფრთოვანებით იხსენებს ამ საღამოს.“სიკვდილის წინაც მემახსოვრებაო-ამბობს.მეც ასე მგონია,რომ მაშინ მანდ ვიყავი...რობერტი ხომ ყველაფერს ისე აღწერს,რომ რეალურ დროდ სახავს..ყველაფრის ახსნა შეუძლია დეტალურად,რაც ძალიან მახარებს...წარმოდგენის შესანიშნავი უნარი აქვს.პროგრამისტია და თანაც საკმაოდ წარმატებული.ერთი სიტყვით,საქართველოში ამ საქმეში პირველია და კარგი შემოსავალიც აქვს,მაგრამ,სამწუხაროდ,ოჯახისთვის იშვიათად რჩება დრო,მაგრამ,როცა სცალია,არ იშურებს ჩვენთვის ძვირფას წუთებსა და საათებს,რომლებიც მისთვის ასეთი მნიშვნელოვანია.
-მადლობა დიდი-ორივენი ფეხზე წამოვდექით,სადილის მერე.
-აუზზე მივდივართ-დედაჩემს გავუღიმე და მაგიდის ალაგება დავიწყე.
-მე ავალაგებ,არ შეწუხდე-დედამ გამიღიმა.
-მე ჭურჭელს გავრეცხავ-სალომე „რაკოვინასთან“ მივიდა.
დედაჩემს აღარაფერი უთქვამს.ბოლოს,როცა დავსრულეთ მილაგება,მადლობა გადაგვიხადა და აუზზე მანქანით გაგიყანთო შემოგვთავაზა,რაც ძალიან გაგვიხარდა.
პრავა ცოტა ხნის წინ ავიღე,მაგრამ მანქანა ჯერ არ მყავს.მართალია,“ტაქსით“ დავდივარ და არა საზოგადო ტრანსპორტით ვმგზავრობ,მაგრამ დედაჩემის მანქანა სულ სხვაა,თან მასთან მგზავრობა ძალიან მიყვარს...ნებისმიერ თემაზე შეუძლია საუბარი და მუდამ მიგებს,რაც ძალიან მახარებს.
მასნაირი დედა,არა მგონია,ვინმეს ჰყადეს...ნუ,მე ასე ვფიქრობ.

პ.ს ესეც ახალი ისტორია...
ველი თქვენს შეფასებებსა და აზრებს კომენტარის სახით..
იცოდეთ,რომ თქვენ ხართ ავტორთა სტიმული...
მიყვარხართ ყველა ჩემი მკითხველი ძალიან...
ბედნიერი ვარ,რომ არსებობთ....

თუნდაც თქვენი ერთი დადებითი ემოცია,ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა..მუღამიც ამაშია..როდესაც ვოცნებობ მწერლობაზე პირველ რიგში ამაზე ვფიქრობ ამ საშინლად სასიამოვნო ემოციებსა და ადრენალინზე...
მიყვარხართ ძალიან!!!



№1  offline წევრი Anuuc^.^

ეს რაღაც ძალიან კარგი ჩანს,ძალიან მომეწონა❤მიყვარხარ
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№2  offline წევრი Marysese

Vaimee pirvelivwtavitt dzalian davinteresdiii <3 moutmenlad veli shemdegss

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

მადლობთ.. love
მიყვარხართ..

 


№4  offline წევრი Tako Gogelia

ძანნნნ მომეწონააა

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

Tako Gogelia
ძანნნნ მომეწონააა

მადლობ.. love

 


№6  offline მოდერი ჯია

"რაკოვინას" ნიჟარა ქვია.. ისე მომწონს შენი მოთხრობები და შენი ფანტაზია ❤️

 


№7  offline ადმინი უნდა ვწერო

ჯია
"რაკოვინას" ნიჟარა ქვია.. ისე მომწონს შენი მოთხრობები და შენი ფანტაზია ❤️

სპეციალურად დავწერე...მადლობ,შენიშვნისთვის..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent