შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუკეთესო არჩევანი (2)


9-07-2015, 18:05
ავტორი anuki_just love
ნანახია 3 103

სახლამდე სანამ მივედი მართლაც რომ არაჩვეულებრივი ხედი შევუქმენი მძღოლებს,ცალი ხელით კაბა მეჭირა ცალით კი ამ მხეცს ვეჭიდებოდი.როგორც იქნა მივაღწიეთ სახლადე,ვერ აგიღწერთ რა შვება ვიგრძენი,ისე დაამუხრუჭა კინაღამ ასფალტს ჩავეხუტე.სწრაფად გადმოვედი მოტოციკლიდან და ჩაფხუტი მივუგდე
-შენ გინდა მომკლა? დღეს უკვე მეორედ!მოგზავნილი ხარ?-შუა ქუჩაში ვიდექი და ვღრიალებდი,ლიკას რომ დავენახე გული ნამდვილად გაუსკდებოდა.
-იმის მაგივრად რომ მადლობა გადამიხადო რეებს მებოდიალები გოგო?-არც ის დამრჩენია ვალში
-რა მადლობა რის მადლობა,შენი დანახვაც კი აღარ მინდა! უტიფარო!- პირში მივახალე და სახლში გიჟივით შევვარდი. გულში საშინელი სიტყვებით ვლანძღავდი და ჩემს თავსაც ვსაყვედურობდი მას რომ გამოვყევი.
-დინა კარგად ხარ?-მისაღებიდან შემომესმა ლიკას ხმა
-კი დედა-მისაღებში შევედი იქ კი მისი სამეგობრო დამხვდა-რა მექნა გავუღღიმე ყველას სხვა რა გზა მქონდა ლიკამ ისე დამიბრიალა თვალებ კარგი დღე არ დამადგებოდა
-დინა,ძვირფასო როგორ ხარ?-თავაზიანად მომესალმა ქალბატონი ინგა და გამიღიმა
მეც როგორც თავაზიანი ქალბატონი მივესალმე და კინაღამ რევერანსიც გავაკეე მის წინ.თავის ტკივილი მოვიმიზეზე და ოთახში ავედი,მაშინვე გავიძრე უსლიანი ფეხსაცმელები და ჩემს ფუმფულა ჩუსტებში ჩავყავი ფეხი.ცოტახანს სოციალურ ქსელშიც ვიბოდიალე და ჩემი ოცნებების ბიჭუნაც უკვე 1000000000-ჯერ დავათვალიერე.ისევ კატოზე გადაკიდებული ფოტოები,არა რა! ერთი ფოტო მაინც დამანახა ამ ბიჭის სადაც ეს დეგენერატი კატო არ ჩანს! გაბრაზებულმა დავხურე ლეპტოპი და გულაღმა დავეხეთქე საწოლზე.თვალები დავხუჭე და აქაც რა თმა უნდა ნიკა წარმომიდგა.ეს ბიჭი საპირფარეშოშიც კი არ მტოვებდა მარტო სულ ყველგან მასზე მეფიქრებოდა.არა მაინც რა გამიკეთა ასეთი? თუმცა რა გასაკვირია მას შემდეგ მიყვარს რაც ენა ავიდგი.ერთად გავიზარდე,მაგრამ მან დღემდე არ იცის ჩემი მისდამი უსაზღვრო სიყვარულის შესახებ.ეჰ რა ტკბილია მასზე ოცნებები,სახე გამებადრა და თვალები მაგრად დავხუჭე. დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა ყოველგვარი ინციდენტების გარეშე,მთელი დღე სახლში ვიჯექი და ტელევიზორს ვუყურებდი რა თქმა უნდა Fashion TV-ის. ისეთი მეგობარიც არავინ მყავდა ვისაც დავურეავდი და ჩემთან დავპატიჟებდი,ან სადმე გავისეირნებდით და დროს სასიამოვნოდ გავატარებდით.
დილით ჩვეულებრივ წავედი უნივერსიეტში,რა თქმა უნდა ტაქსით,ამაზე უკვე საშინლად მქონდა მოშლილი ვიღაც იდიოტის გამო ტაქსით რომ მიწევდა მგზავრობა.აუდიტორიაში შევედი და ნიკა დავინახე გულმა როგორც ყოველთვის ფართხალი დამიწყო,ცოტაც და მუხლებიც მომეკვეთებოდა,ჯანდაბა! ამის ღიმილიღა მაკლდა! ჩემს ადგილას დავჯექი და იდიოტური ღიმილი ავიკარი სახეზე.ქალბატონი ნატოს ლექცია გვქონდა.10 წუთში ის ხცოველიც შემოვიდა
-გაგა! რომელი საათია?-მკარად გახედა ნატომ
-მოიცა რა ნატო-ხელი აიქნია და ჩემს უკან დაჯდა
საწყალმა ნატომ თავი გააქნია ამისგან არაფერი გამოვაო ალბათ გაიფიქრა,ღმერთო როგორ მეცოდება ეს ქალი,ნეტავ მაცოდინა რა დააშავა ასეთი.ეს რაღა ჯანდაბაა? ჩემს სკამს ვიღაც აქანავებს,ნუ სხვა ვინ უნდა იყოს მის გარდა?
-კიდევ დიდხანს უნდა მაჯანჯღარო? ის არ იკმარე რომ მანქანა დამიმტვრიე,მერე ინაღამ მომკალი შენი მოტოციკლი და ახლა გინდა ტვინის შერყევაც დამმართო?-თვალები დაგავატრიალე და მომაბეზრებელი სახით შევბრუნდი უკან მისკენ
-ყველგან შენ უნდა იყო გოგო?-ტუჩის კუთხეში გაეღიმა და კალამი ჩაიდო პირში
-ფუუუ,კარგი რა! კარგი რა! -კინაღამ გული ამერია კალამს ძიძგნა რომ დაუწყო
-კიდევ დიდხანს უნდა მიყუროთ თქვენო უმაღლესობავ?-გამეკრიჭა და თვალი ჩამიკრა
-ხეპრე-ჩავიბურტყუნე და წინ შემოვრიალდი,გული გამინადა ნიკას დანახვისას და ცოტა დავმშვიდდი
ზარი დაირეკა თუ არა შურდულივით გავარდა გაგა გარეთ.მეც უკან ავედევნე
-გააკეთე ჩემი მანქანა?-წინ ავესვეტე
-გოგო შემოგზავნილი ხარ თუ რა გინდა ჰა?-თავი მომაბეზრებლად გააქნია
-კიდევ მე ვარ შემოგზავნილი? გეკითხები და მიპასუხე
-წადი და ნატოს კითხე სუ ცალ ფეხზე ეგ შენი მანქანა და შენც მაგრად და ზოგადად შენნაირი გოგოები მაგრად მახ*ტიხართ!-კბილებში გამოსცრა და გარეთ გავარდა
რაო? რა თქვა ბოლოს? გაუზრდელი!
-დინა როგორ ხარ?
-კარგად ნიკა?-თვალები მაგრად დავხუჭე და სწრაფად შემოვტრიალდი გაღიმებული და გავეკრიჭე.
-რავი ნარმალნა რაგუშინ რო გითხარი წამოხვალ?
-აა კი წამოვალ რავიცი-თმებს დავუწყე წვალება დაბნეულობისგან
-ხოდა ძალიან კარგი ზუკასთან ვინებით და გამოდი კაი?
ესეც ასე! კიდევ ერთხელ ვნახავ ჩემს ოცნების პრინცს,ტაში შემოვკარი და კმაყოფილმა დავტოვე უნივერსიტეტი.თუმცა კმაყოფილება მაშინ გაქრა,როდესაც მოტოციკლმა ჩემს წინ დაამუხრჭა.
-ისე შენ?-პირი დავაღე
-დაჯექი
-რაა? შანსი არაა
-დაჯექიმეთქი!
-კიდევ რა გინდა? ვინ გთხოვა ჩემი წაყვანა?
-ნატომ-თვალები გადაატრიალა
-არმინდა ჩემით წავალ
-დინა გთხოვ
რაო? გთხოვო? დინაო?
-ნუ თუ მთხოვ-მხრები ავიჩეჩე და უკან შემოვუსკუპდი
გამეღიმა კიდეც გთხოვო რომ მითხრა,თურმე ამასაც შესძლებია ნორმალურად ლაპარაკი და მოქცევა.
-სახლში გეჩქარება?
-რავი არა,რა იყო?
-პაარა საქმე მაქვს რაღაც აქვე ახლოს
-კარგი არაა პრობლემა შევიაროთ
ბაიკი ბარის წინ გააჩერა და მანიშნა გადმოდიო,შიგნით რომ შევედი ბიჭების გარდა და მიმტანი გოგოს გარდა არავინ იყო,ასეთ ბარში არც ვარ ადრე დამყოფი.ვიღაც ბიჭებს მიესალმა და რაღაცაზე ელაპარაკებოდა.მეკიდე ვიდქი და იმაზე ვდარდობდი რამე ვირუსი და დაავადება არ ამკიდებოდა ამ ბარში. გულის ამრევი ადგილი იყო,ერთი სული მქონდა როდის წავიდოდი აქედან
-ეს ბარბი ვინაა?-ერთ-ერთმა მათგანმა შემომხედა სიცილით და ლუდი მოსვა
-ჩემთანაა-უპასუხა გაგამ
ოჰო,აქ უკვე ცოტა არიყოს და გამცრა,იმ ტიპმა სამუზეო ექსპონატივი რამდენჯერმე ფეხიდან თმის ღერებამდე ამათვალიერა და ნერწყვები ყლაპა.ისე ამორალურად მიღიმოდა კინაღამ გული ამერია.
-გაგა მალე წავალთ?-გარემოს მოვავლე თვალი
-რაო ბარბი არ მოგეწონა ჩვენი კომპანია?-ისევ ის ტიპი იყო
-თემო შეეშვი-უთხრა გაგამ
5 წუთში გარეთ ვიყავით
-ვინიყვნენ ისინი?
-ჩემი მეგობრები
-რაა? როგორ შეიძლება მათთან იმეგობრომ?-პირი დავაღე
-ბოდიში პრინცესა ყველა შენნაირი დახვეწილი და ფუნამოს სუნით გაჟღენთილი ხალხი ვერ ეყოლება ირგვლივ
-ეგ რა შუაშია?
-რამდენს ლაპარკობ?
-აჰა,გასაგებია ისევ ძველი გაგა დაბრუნდა-ხელები მაღლა ავწიე და ბაიკკზე დავჯექი
სახლში სწრაფად მიმიყვანა და სიტყვის უთქმელად წავიდა.
მასზე და მის მეგობრებზე მეტად აღარ მიფიქრია.ოთახში ავედი და დღევანდელი წვეულებისთვის რა უნდა ჩამეცვა იმაზე დავიწყე ფიქრი
საბოლოოდ არჩევანი მოკლე ყვითელ კაბაზე შევაჩერე,რომელიც უკან მთლიანად ღია იყო,შესაფერისი შუზები ამოვიცვი,ტყავის მოკლე სავი ქურთუკი მოვიცვი,ჩანთა ავიღე და დაბლა ჩევედი
-სად მიდიხარ?-ამათვალიერა ლიკამ
-რავი ნიკამ წვეულებაზე დამპატიჟა დღეს
-ნიკამ?-თვალები დაუწვრილდა ლიკას
-არა ლიკა ეგ არ არის რაც შენ იფიქრე-გამეცინა
-დინა,იცოდე ჭკვიანად.არ მინდა კატოს დედასთან ურთიერთობის გაფუჭება-თითი დამიქნია და გამიღიმა
ხო აბა რა რა თქმა უნდა დედიკოს არუნდა თავის დაალთან ურთიერთობის გაფუჭება. ტასი გავაჩერე და ზუკას სახლში წავედი.ხმამაღალი მუსიკა,სასმელი და ბებვრი ახალგაზრდა.
-დინა მოხვედი?-ჩემსკენ წამოვიდა კატო,რომელიც სავარაუდოდ უკვე მთვრალი უნდა ყოფილიყო
-ხოო მოვედი კატუუს-მეც გავიწელე მასავით და ყალბი ღიმილი ავიკარი
-ნახეთ ვინ მოვიდა-ყველას წარუდგინა კატომ ჩემი თავი მე კი სასაცილოდ დავუქნიე ხელი ბავშვებს.
-გამიხარდა რომ მოხვედი-ჩუმად მითხრა ნიკამ და თვალი ჩამიკრა შემდეგ კი გამიღიმა.ჩემი რეაქციის წარმოდგენა ძნელი არუნდა ყოფილიყო.
-ლუდს დალევ?-ბართან მივედით
-არა,ლუდი არ მიყვარს
-კარგი მაშინ ჯინს შემოგთავაზებ
-დავლევ-გავუღიმე და ჭიქა გამოვართვი
მთელი საღამო გვერდიდან არ მომცილებია თითქმის ყველაფერზე ვილაპარაკეთ,ბავშვობაც გავიხსენეთ,რატომღაც ამაზე რეაქცია არ ქონია კატოს.
-კატო სადაა?-თვალებით წავუწყე ძებნა
-ალბათ სადმე ძინავს
-რა?-ჩამეცინა
-ხო ძაან მთვრალი იყო და-გაეცინა
-რომელი საათია?
-გეჩქარება სადმე?
-არა მაგრამ მგონი გვიანია უკვე არაა?
-მგონი არცისე გვიანია დინა
-კარგი ცოტახანიც და მერე უნდა წავიდე თორემ
-თორემ ლია გაგიჭედავს,მაგრამ არიდარდო ეგ უკვე მოვაგვარე-ჩემსკენ გადმოიხარა და კოცნა სცადა,სწრაფად გამოვწიე თავი
-რასაკეებ?
-ვცდილობ გაკოცო-გაეღიმა
-მერე კატო?
-კარგი რა დინა რა კატო,ვერ ხვდები რო მომწონხარ?
-რა? მე მეგონა შენ კატო გიყვარდა-ენა დამება კინაღამ ადგილზე მოვკვდი ეს რომ მითხრა
-მე და კატო უბრალოდ კარგად ვგრძნობდით თავს მეტი არაფერი
-ბავშვობიდან?
-ხო ნუ ეგ დაიკიდე კაი? შენ მომწონხარ -ნიკპზე მომკიდა ხელი და თვალებში ჩამხედა
-ცოტა დავიბენი-ჩამეცინა
-კარგი ნუ კანკალებ ტო,რა გითხარი ეგეთი-ისევ გაეცინა,ღმერთო რა საყვარელია
-არა უბრალოდ დავიბენი -მხრები ავიჩეჩე და გავუღიმე
გადმოიხარა და მაკოცა,ისეთი შეგრძენა ნამდვილად არ დაუტოვებია როგორსაც მე წარმოვიდგენდი ხოლმე,ჩემთვის პირველი კოცნა იყო,მაგრამ ისეთი არა როგორზეც ვოცნებობდი,თუმცა რა მაწუწუნებს სწორედ მის კოცნაზე არ ვოცნებობდი?
თავი გამოვწიე და უხერხულობისგან ლამის დავიწვი,მას გაეცინა და მომეხვია.გული ისე მიფრთხიალებდა მეგონა ამომვარდებოდა.სახლამდე მიმაცილა,უემოციოდ დავემშვიდობე და სახლში შევედი,მითხრა რომ მიწ ნათქვამზე მეფიქრა.მეც იდიოტივით მელი ღამე არ მძინებია.დილით აღფოვანებულმა გავიღვიძე,ისე სწრაფად მოვემზადე და სამზარეულოში იე სწრაფად ჩვაედი ყველა მე მიყურებდა გაოცებული
-დინა ასე ადრე რამ წამოგაგდო? მითუმეტეს თუ მას გავითვალისწინებ,რომ წუხელ გვიან მოხვედი-თითი დამიქნია ლევანმა და გამიღიმა
-რავი არ დამეძინა
-რა დააძინებდა-გამომხედა ლიკამ და მკვლელი მზერაც არ დააყოვნა,ალბათ დაინახა ნიკამ რომ მომაცილა წუხელ
-ხო მართლა,დღეს ლუკა ჩამოდის იტალიიდან
-რაა? მართლა? ვაიმეე -კისერზე ჩამოვეკიდე ლევანს ლუკას ამბავი რომ გავიგე,ლუკა ვახსენე კიდეც ჩემი გადარეული დეიდაშვილია და-ძმასავით გავიზარდეთ.
-ხოდა გამოგივლი უნივერსიტეტში და დავხვდეთ
-დავხვდეთ-გავუღიმე მამას ჩანთა ავიღე და ტაქსი გავაჩერე
გულამოვარდნილი შევედი აუდიტორიაში,მაგრამ იქ ნიკა არ დამხვედრია სამაგიეროდ კატო მიყურებდა ისეთი ტვალები მეგონა მომვარდებოდა და შუაზე გამგლიჯავდა,თავი უფრო უხერხულად ვიგრზენი მისი დაქალების დაგეშილ სახეებს რომ გადავაწყდი,თვალები ვჭყიტე და მოვტრიალდი.გაგა შემოვიდა და ჩემს უკან დაჯდა. რაც არუნდა გასაკვირი ყოფილიყო გამიხარდა მისი დანახვა,მივტრიალდი და გავუღიმე
-გაგა,როგორ ხარ?-ცალი თვალი კატოსკენ მქონდა
-ხო კარგად ხარ რას მიღიმი?
-მიდი გაიღიმე შენც-გაკრეჭილმა ვუთხარი
-თავი ხო არაფერზე მიგირტყამს დილით?
-ვაიმე შენთან ლაპარაკი შეუძლებელია-მოვტრიალდი და წიგნს ჩავაშერდი.მალე ზარიც დაირეკა და გარეთ გამოვვარდი,ნიკას შევეჩეხე
-ფრთხილად დინა-გამიღიმა
-გელოდება კატო-შევუღრინე
-რა კატო ?
-ნიკაა-არც კატომ დააყოვნა ვახსეე და მოვიდა კიდეც
უხერხულობისგან და სირცხვილისგან ისე დავიბენი იქვე მდგარ გაგას ავეკიდე მხარზე,ყველამ გაოცებულმა შემოგვხედა,მე იდევ სულელივით ვიკრიჭებოდი და გაგას ვეკვროდი
-რასაკეთებ?-მკითხა გაგამ
-გაჩერდი და რასაც მე ვაკეთებ ის გაიმეორე-ვუჩქმიტე და ჩურჩულით ვუპასუხე თანაც ღიმილს არ ვიშოებდი სახიდან,არ მინოდა ნიკას თვალში საცოდავი გამოვჩენილიყავი და ჩემდაუნებურად გაგას ვეძგერე ტუჩებში.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent