შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

MY GUARD


9-07-2015, 23:49
ავტორი Anka ^_^
ნანახია 1 888

1.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მე კარგი სმენა და ვოკალი მქონდა. ამიტომ გადავწყვიტე ლონდონში წავსულიყავი და მუსიკალური განათლება მიმეღო. თანაც, ბრაიტონში ჩემი დის გამო არ ვრჩებოდი, მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი და მამაჩემი იქ დარჩენას მთხოვდნენ. სასკოლო განათლება მიღებული მქონდა და სრულწლოვანიც ვიყავი, ასე რომ, ხელს არაფერი მიშლიდა.
ბებიაჩემის სახლში დავრჩებოდი, პატარა ბინა იყო, მაგრამ ჩემთვის ეს სრულებით საკმარისი გახლდათ. ბებიაჩემი მანამ გარდაიცვალა, სანამ დავიბადებოდი, სახლი კი უპატრონოდ დარჩა. ისე, კერძო სახლი არც ყოფილა, თხუთმეტ სართულიანი კორპუსი იყო, ჩემი მომავალი საცხოვრებელი კი მეთერთმეტე სართულზე მყოფი არც თუ ისე დიდ ბინას წარმოადგენდა. ხანდახან ვფიქრობდი, რომ ბებიაჩემი ამ სართულებზე სიარულმა მოკლა, თანაც, ლიფტი თითქმის სულ გაფუჭებული იყო. მაგრამ, მე მაინც თანახმა ვიყავი.
ხოდა 21 აგვისტოს გადმოვფრინდი ლონდონში, სადაც წვიმდა და ტყავის კურტკა სახლამდე არც გამიხდია.
გამიმართლა, ლიფტი მუშაობდა, ასე რომ, ჩემი უზარმაზარი ჩანთა ხელით არ ამიტანია მეთერთმეტე სართულზე.
სახლში რომ შევედი, გამიხარდა რომ წინა დღით დამლაგებელს ვთხოვე სახლის დასუფთავება.
არაფერი შეცვლილა რაც ბოლოს (9 წლის რომ ვიყავი) ვნახე. შესასვლელში, მარცხნივ, ეკიდა ძველებური, ოვალური ფორმის ოქროსფერჩარჩოიანი სარკე. მარჯვნივ კი ტანსაცმლის ყავისფერივე საკიდი. კედლებიც რა თქმა უნდა ყავისფერი იყო. შესასვლელიდან ხელმარჯვნივ იყო სამზარეულო, ხელმარცხნივ კი ტელევიზორის ოთახი. სამზარეულოში კედლები ლურჯად იყო შეღებილი. შუაში იდგა ხის მაგიდა ხის სკამებით, ხის სამზარეულო და თეთრი დიდი მაცივარი. საშინელი ხმა ჰქონდა.
ტელევიზორის ოთახშიც ლურჯი კედლები დამხვდა. შუაში იდგა ძველი მოწითალო ტახტი, მის წინ ხის ჟურნალების მაგიდა, მაგიდისგან ცოტა მოშორებით კი ძველებური (არც თუ ისე) ტელევიზორი. ოთახის ყველა კუთხეში იდგა დიდი ვერცხლისფერი ლარნაკი, შიგნით თითო მინდვრის ხელოვნური ყვავილით, და ტახტის ზემოთ, კედელზე მიდგმული იყო პატარა მაგრამ მაღალი ხის მაგიდა. ზედაც ასეთი ლარნაკი იდო ოღონდ - პატარა.
-მშვენიერია,-ჩავილაპარაკე.
სამზარეულოში, მაცივრის გვერდით იყო კარი. ჩემი მომავალი ოთახის კარი. არც ისე დიდი ოთახი იყო: ვიწრო, ოთხკუთხედი ფორმის იასამნისფერ შპალერიანი ,,საყვარელი’’ ოთახი. ოთახის ნახევარს ორადგილიანი საწოლი და საშუალო ზომის კარადა იკავებდა. საწოლიდან მარჯვნივ ფანჯარა იყო და ზედ იასამნისფერი ფარდები ეკიდა. ჩემს ოთახში ორი კარი გადიოდა: ერთი-სამზარეულოს და მეორე,- სააბაზანოს.
ტანსაცმელი კარადაში შევალაგე და საჭირო ადგილი მივუჩინე ჩემს ნივთებს.
რათქმაუნდა მომშივდა და რათქმაუნდა მაცივარში არაფერი იქნებოდა. გადავწყვიტე მაღაზიაში ჩავსულიყავი, იმისდა მიუხედავად რომ საღამო იყო, წვიმდა და თან,- მეზარებოდა.
გასვლისას რკინის კარი მაგრად მომეჯახუნა. კარები გასაღებით ჩავკეტე და ლიფტით ჩავედი ეზოში.
მაღაზიაში მრავალფეროვნება იყო, მაგრამ ძმაო, ეს ლონდონია, ხოდა ბევრი კვერცხი, ბეკონი და წვენი ვიყიდე. ხოდა ასე დატვირთული გავემართე ჩემი კორპუსისკენ. რა იღბლიანი ვარ! ლიფტი ისევ მუშაობდა! როდესაც კარი ჩემს სართულზე გაიღო, ჩემი სახლის კართან ვიღაც შავ-პალტოიანი ტიპი იდგა და სახელურს აწვალებდა.
-აქედან გაეთრიე!-დავუძახე იმ ტიპს. ის კი წარბაწეული და გაღიმებული შემობრუნდა. და დავინახე მისი ქერა თმა და მწვანე თვალები...
* * *
როცა დამინახა, ორი წამით თითქოს გაოგნდა, შემდეგ თავი გაიქნია, თითქოს სულელური აზრები მოიშორა.
-მეზობელი ვარ...-და მან ისევ გაიღიმა. კარებთან როცა მივედი გაიწია. ჯიბიდან გასაღების ამოღებას რომ ვცდილობდი, იმ პაკეტიდან სადაც კვერცხი მქონდა და თანაც გულზე მქონდა მიხუტებული, ერთი შეკვრა კვერცხი გადმოვარდა და ძირს უნდა დაცემულიყო, რომ ბიჭმა მოხერხებული მოძრაობით დაიჭირა და როცა კარი გავაღე, მომაწოდა, ისევ ღიმილით!
ჩემზე მაღალი იყო, გამხდარი, მაგრამ სპორტული ტანით. კარის მიხურვის დროს თვალებში ჩავხედე, სინათლის სხივი ეცემოდა, ბრწყინავდა და რათქმაუნდა ისევ იღიმოდა. ნერვები მომეშალა, შემდეგ კი როცა მივხვდი რომ ამდენი ყურებისგან დავაბნიე, მეც გავიღიმე და სანამ კარს მივხურავდი გავიგონე რომ მითხრა ,,დროებითო’’.
სამზარეულოში შევედი და საჭმელი მოვიმზადე. ჭამის დროს იმ ტიპზე ვფიქრობდი, შავ პალტოში, ჯინსში და ჩემნაირ შავ ადიდასის პოტასებში რომ იყო გამოწყობილი. ჩემდა უნებურად ,,მომღიმარი ბიჭი’’ შევარქვი და სექტემბრამდე გონებაში გადავკარგე. ხოლო სექტემბრამდე 10 დღე იყო დარჩენილი.
სექტემბერში სწავლას ვიწყებდი აკადემიაში. მთელი ეს დღეები კომპიუტერში შემძვრალმა გავატარე. ერთხელ ვიყავი ლონდონის დასათვარიელებლად და ძირითადად მხოლოდ მაღაზიაში ჩავდიოდი ხოლმე. თანაც კარებს ფრთხილად ვხურავდი ხოლმე, ისევ რომელიღაც მეზობელი რომ არ მენახა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent