შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხსნელი 6


10-07-2015, 01:24
ავტორი dona gedi
ნანახია 2 906

რამდენიმე დღეში შევძელი რომ დამევიწყებინა მომხდარი, უფროსწორედ მაიძულეს. მინდოდა ანდრიასგან შორს ვყოფილიყავი სანამ არ მეცოდინებოდა რომ გიგა ვეღარაფერს დაუშავებდა, მაგრამ თორნიკე ცალკე მეჩხუბა ამის გამო და ელი ცალკე. ბოლო ერთი კვირა ტელეფონზეც აღარ მილაპარაკია ანდრიასთან და უკვე ნერვები მქონდა გაფუჭებული. ვიცოდი ვერ გავძლებდი მის გარეშე, მაგრამ მაინც ვცდილობდი.. ბოლოს თორნიკე ისე მელაპარაკა, რომ დამარწმუნა ჩემ შეცდომაში. ჩვენ დრო ვიხელთეთ და ელის ბეჭდისთვის წავედით. მალევე მოვძებნეთ ისეთი, როგორიც მას უნდოდა. ბრილიანტის პატარა თვლებით, სადა და ნაზი იყო. ჩემ გემოვნებშიც ჯდებოდა. ალბათ უმეტესი ქალის გემოვნებაშიც.. სახლში ვაპირებდით დაბრუნებას, მანქანაში დავსხედით მაგრამ თორნიკე წასვლას არ აპირებდა.
_რა ხდება?-ვკითხე მე.
_ვიღაცას ველოდებით.-ტუჩებზე ღიმილმა გადაურბინა და მრავალმნიშვნელოვნად გადმომხედა.
_არაა, არა. ანდრიას?
_კი.
_რატომ არ გამაფრთხილე? შენ რატომ მიკეთებ ამას? ჩემი ძმა ხარ ბოლოსდაბოლოს თუ მისი?
_შენი ძმა რომ ვარ იმიტომ გიკეთებ. ვილაპარაკეთ უკვე მაგაზე. სულელური მიზეზის გამო აწვალებ. რომ დაკარგო მერე ინანებ და ვცდილობ ეგ აგარიდო თავიდან. ის რომ რამეში ოდნავ მაინც იყოს დამნაშავე, შენ იცი როგორც მოვიქცეოდი, მაგრამ ასე არაა. მე ვცდილობ სამართლიანი ვიყო.
_კარგი. მართალი ხარ. აზრი არ აქვს ამ ყველაფერს. მაგრამ გაუფრთხილებლად ეს აღარ გამიკეთო. ვიჩხუბებთ იცოდე ამის გამო.
_კარგი ანასტასია, გპირდები თუ ძალიან საჭირო არ იქნება და ამ ქალურ რაღაცეებს აღარ გამოავლენ აღარ დაგიმალავ ესეთ რამეს.-ახითხითდა, მეც ავყევი და მხარზე ხელი გავკარი. მანქანის ფარნებმა მოგვანათეს. სიგნალით მიესალმნენ ერთმანეთს.
_მიდი გადადი. მე უკვე ვნახე დღეს და აღარ გადმოვალ. აბა შენ იცი, ჭკვიანად.
_კარგად თორნიკე. ელის შენ ეტყვი?
_კი, სახლშია მელოდება.-თვალი ჩამიკრა და მანქანა დაქოქა. ანდრია უკვე გარეთ იდგა.
_ანა.-ჩემკენ წამოვიდა, ცნობისმოყვარე თვალებით მაკვირდებოდა, უნდოდა ჩემი ხასიათი და ემოცია ამოეცნო. ლაპარაკის გაგრძელებას აპირებდა მაგრამ არ დავაცადე, მივედი და მოვეხვიე. ისე მომნატრებოდა.. ნაცნობმა სურნელმა და მწვანე თვალებმა თავბრუ დამახვია..
_ვიცი რომ ცუდად მოგექეცი, მაპატიე. მეგონა შემეძლო, მაგრამ არ გამომივიდა. ხელი როგორ გაქვს? სახე თითქმის მოგირჩა.-მივაყარე ერთნაირად.
_კარგადაა. ხელიც ხორცდება ნელ-ნელა. რაღაც მოვიფიქრე ანა. ხომ გინდოდა საკუთარი თავის დაცვა გცოდნოდა, ხოდა მე გასწავლი როგორ უნდა დაიცვა თავი.-ჯერ თვალები გამიფართოვდა და მერე სახე გამიბრწყინდა.
_სერიოზულად მეუბნები თუ მაბრაზებ?
_არა შენ გაბრაზებას ნამდვილად არ ვაპირებ.-სრული სერიოზულობით შემავლო თვალი.
_ჩხუბი უნდა მასწავლო?
_შენ თუ დამთანხმდები რათქმაუნდა.
_თანახმა ვარ.-წამოვიძახე მაშინვე.
_მოდი მანქანში დავსხდეთ და დეტალებზე იქ მოვილაპარაკოთ.
მყუდროდ მოვთავსდი სავარძელზე და ანდრიას მივუბრუნდი.
_აბა რა დეტალები?
_არ მეგონა ასე თუ გაგახარებდი, თვალები გიბრჭყვიალებს.-ჩაეღიმა და მერე უცებ დასერიოზულდა._გაკვეთილი ყოველ დღე ჩატარდება, საღამოობით. ლექციებს და სამსახურს შევუთანხმებთ რა.
_თანახმა ვარ.
_გინდა წავიდეთ და გაჩვენებ მე სად ვვარჯიშობ ხოლმე.
_კი. მეც იქ ვივარჯიშებ?
_დიახ ქალბატონო ანასტასია.
_საქალბატონე.-შევუსწორე მე. მას კი ჩემი საყვარელი ღიმილით მოებრიცა ტუჩები.
_აარჩიეთ ბეჭედი?
_კი ზუსტად ისეთი ვნახეთ როგორიც უნდოდა. რა ლამაზი იქნება ხომ წარმოგიდგენია. მაგრამ რომ ვფიქრობ რომ მიმატოვებს, თორნიკეს მიხრჩობის სურვილი მკლავს.-ავხითხითდი მე და მანქანაც გაჩერდა.
_მაგას მალე რეალურად შეძლებ თუ კარგი მოსწავლე იქნები.-თვალი ჩამიკრა და მანქანიდან გადმოვიდა.
_ის რომ მანქანის კარგად მართვა შეგიძლია, იმას არ ნიშნავს, რომ სულ გიჟივით უნდა იარო. არ გეჩვენება რომ ძალიან მალე მოვედით.-შევუბღვირე მე და უკან გავყევი.
_კარგი რა, მაცადე დავტკბე. შენ თვითონაც გსიამოვნებს როცა სწრაფად ვატარებ.
_ეგ იმას არ ნიშნავს, რომ საღი აზრები სიამოვნებაზე უნდა გავცვალოთ.
წამოდი ჯერ სახლს გაჩვენებ, ბიჭები სახლში იყვნენ მე რომ წამოვედი. ალბათ ისევ აქ არიან.
_ეს სახლი შენ დააპროექტე?
_კი. მოგწონს?
_მაგარია. ვგიჟდები სამკუთხა სახურავებზე. ყოველთვის მინდოდა ოთახი სხვენში.-გავუცინე.
_იქ ჩემი სამუშო და საერთოდ ჩემი ოთახია, მეც მინდოდა ოთახი სხვენში, ხოდა გავიკეთე. წამოდი და უკეთ ნახავ.
ექსტერიერი თანამედროვე იყო, მაგრამ რაღაცით ირლანდიის ქუჩებში მდგარ ძველ სახლს მაგონებდა. ეს ალბათ სახურავის გამო. ინტერიერიც თანამედროვე, მყუდრო და თბილი ფერებით იყო შეხამებული. სასტუმრო ოთახში შევედით, ბიჭები იქ არ იყვნენ. მაგრამ სიცილი მომესმა.
_სად არიან?-ვიკითხე დაბნეულმა._მათი ხმა ქვევიდან ისმის..
_წამოდი.-ხელი ჩამავლო და ოთახიდან გამიყვანა. პირდაპირ კიბეზე აღმოვჩნდით, რომელიც დაბლა ეშვებოდა. ქვევით პატარა მყუდრო ოთახი დამხვდა, რომელიც კინოთეატრივით მოეწყოთ. ბიჭები წამოიშალნენ, როგორც ჩანს რაღაცას თამაშობდნენ და თან დიდ ეკრანზე უყურებდნენ.
_ანა რა კარგია რომ მოხვედი, მომვარდა სანდრო და გადამეხვია. ისეთი უჟმური და აუტანელი გახდა ეს დღეები ანდრია, მეგონა ვეღარაფერი გამოასწორებდა, მაგრამ დილას გიჟივით.. -ანდრიამ სანდროს მუჯლუგუნი უთავაზა და გააჩუმა.
_მორჩი ყბედობას.
გიორგი და ნიკაც გადამეხვივნენ და თან ძმების ძიძგილაობას უყურებდნენ. გიორგიმ მხარზე ხელი გადამხვია და მიჩურჩულა:
_ესე აღარ მოექცე თორე ეს ჩვენც შეგვიწირავს. -ახითხითდა და თმები ამიბურდა ხელით. აღარ მინდოდა ტკივილი მეგრძნო და თემა შევცვალე:
_ბიჭებო, მოგიწევთ ძალით გამაგდოთ ხოლმე აქედან. თქვენ გამოგრჩათ რომ მე ფილმების ჭია ვარ. შემიძლია საუკუნობით დავრჩე აქ.-ბიჭებს სახეები გაებადრათ.
_არც ჩვენ ვუკლებთ, ასე რომ..-შემომცინა ნიკამ და მერე ანდრიას გადაულაპარაკა.
_წინასწარ იცოდი ბიჭო რო უყვარდა თუ რატო გააკეთე მაინცდამაინც ეხლა.
_როგორც ჩანს მიმართლებს.-ჩაიცინა ანდრიამ.
სანდრო რაღაცეებს მასწავლიდა, რა როგორ ირთვებოდა, დისკების კოლექციები მაჩვენა და მერე მკითხა:
_დათანხმდი ვარჯიშზე?-თან მხიარულად ჩაეცინა.
_კი დავთანხმდი. ფრთხილად იყავი არ გამაბრაზო, თორე მალე მაგარი გოგო ვიქნები და შეიძლება მოგერიო.-ვუთხარი სიცილით და მოვეხვიე.
_წამოდი სხვენს განახებ.-მითხრა ანდრიამ და ხელი ჩამჭიდა რომ გავეყვანე.
_დროებით ბავშვებო.-ღიმილით დავემშვიდობე და ანდრიას გავყევი.
დახვეული კიბით სხვენში ავედით. მარჯვენა დახრილი კედლისკენ საწოლი იყო. მოპირდაპირე მხარეს პატარა დივანი, კარის მოპირდაპირე სწორი კედლის ადგილას სულ შუშა იყო ჩასმული, აქ იდგა სამუშაო მაგიდა, რომელზეც ნახაზებით და ნახატებით სავსე ფურცლები ეყარა უწესრიგოდ. ფანჯარასთან მივედი და გადავიხედე. ეზოს ხედი იშლებოდა, მერე უკან მოვბრუნდი და უნებურად გავშტერდი. ჩემს მოპირდაპირე კედელზე ერთი დიდი ნახატი ეკიდა, რომელზეც მე ვიყავი გამოსახული. გარშემო კი პატარა ნახატები, იქ სხვადასხვა ადმიანები იყვნენ, ასევე პეიზაჟები, შენობები და ჩემი პატარა პორტრეტები. მგრამ ის, დიდი პორტრეტი, ის სულ სხვა იყო. მივუახლოვდი, ანდრია გაუნძრევლად იდგა და მაკვირდებოდა. საღებავი ჯერ არ შეშრობოდა ნახატს. პატარა პორტრეტებში ყველგან თვალები მიბრწყინავდა, თანაც ისინი გრაფიკულად იყო შესრულებული, მაგრამ დიდი პორტრეტის თვალები აწყლიანებულიყო. გარშემო თბილი და მხიარული ფერები იყო, თვალებში სიცოცხლის, სულის სიღრმიდან გამომკრთალი ნაპერწკლები ჩანდა, მაგრამ მაინც ცრემლჩამდგარი იყო, და სევდიანს ხდიდა. მომინდა რომ მომეშორებინა ეს ცრემლები და ჩემ თავზე გავბრაზდი, რომ მან ეს დაინახა ჩემში. ტკივილის დახატვა მოახერხა. შეიძლება სხვისთვის შეუმჩნეველი ან უბრალო, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მწარე ტკივილის, იმიტომ, რომ ამ ცრემლებში ჩემი კი არა, მისი ტკივილიც ჩანდა.
_ეს.. ეს იმის მერე დახატე რაც..-ხმა გამებზარა და გავჩუმდი რომ არ მეტირა.
_იმის შემდეგ რაც ხმას აღარ მცემდი და ცდილობდი გამქრალიყავი. მაგრამ ჩემი გონებიდან ვერსდროს გაქრები.
_ის ზედმეტად ლამაზია.. და თვალები.. ყველაფერს ხედავ ჩემ თვალებში.-ხელი მომკიდა თავისკენ მიმაბრუნა.
_ასეც უნდა იყოს.-თქვა კმაყოფილმა და მომეხვია.
_დანარჩენები როდის დახატე?
_აი ეს, პირველად რომ გნახე. გამიჭირდა სახის აღდგენა მაგრამ მაინც გამოვიდა რაღაც.-ნახატი გამომიწოდა. პატარა გრაფიკული ნახატი იყო, ჩემი ფანჯრის წინ ვიდექი, სახე ბუნდოვანი მქონდა, სამაგიეროდ ჩემი სქელი, ბოლოებდახვეული თმა მოჩანდა მკვეთრად, სარაფანიც დაუმახსოვრებია, რომელიც იმ დღეს მეცვა. სახე ცნობისმოყვარეობას გამოხატავდა. თვალებიც აშკარად ჩემი იყო, მაგრამ სხვა ნახატები უფრო მგავდა. თანმიმდევრობით მაჩვენებდა ნახატებს. ყველაზე მეტად მომეწონა ნახატი რომელშიც ფანჯრიდან ვხტებოდი. ჰაერის მოძრაობა და ჩემი ემოცია ზუსტად იყო აღბეჭდილი. ყველა პორტრეტი რომ ვნახე ანდრიამ ტილოსთან მიმიყვანა. საშუალო ზომის იყო. საქანელაზე, აქ უკვე ორნი ვიყავით, ზურგით, მაგრამ ტანზე მაინც ეტყობოდა ვინ იყო დახატული. მთაში ყოფნის განმავლობაში მხოლოდ ეს ჰქონდა დახატული.
_ერთი მაინც მაჩუქე, რამდენი გაქვს. ყველა გოგოს ასე ხატავ ვინც მოგეწონება?
_შენ აირჩიე რომელიც გინდა, ოღონდ ეს ერთი ჩემია.-თვალით კედელზე ჩამოკიდებულ დიდ ტილოზე მიმანიშნა._თან ჯერ არ გამშრალა.-გაიმართლა თავი.
_კითხვაზე არ მიპასუხე.-ვუთხარი მე და ვეცადე ეჭვიანობა დამეფარა.
_სხვა გოგოების პორტრეტებს გულისხმობ?-თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. ტუჩის კუთხეებზე ღიმილმა გაურბინა. სამუშაო მაგიდასთან მივიდა და ერთ-ერთი უჯრა გამოაღო. დიდი ყუთი გამოიღო, დივანზე მიმითითა რომ დავმჯდარიყავი, თვითონ კი დაბლა დაფენილ ფუმფულა ხალიჩაზე მოიკალათა. ცდილობდა ღიმილი შეეკავებინა მაგრამ ჩაჩვრეტილი ლოყები გასცემდნენ მას.
ყუთს თავი ახადა და ფორმატების ნაწილი გამომიწოდა. ყოველი ნახატიდან სხვადასხვა სახე მიმზერდა. ახალგაზრდა, ლამაზი გოგონები შინაარსიანი გამომეტყველებით. რომ დავამთავრე დარჩენილი ნაწილი გამომიწოდა. აქ სხვადასხვა შინაარსის ნახატები იყო.. აღფრთოვანებული შევყურებდი მის ნახატებს და ნერვები მეშლებოდა რომ აქამდე არ მქონდა ნანახი. დავამთავრე და ნახატები დავუბრუნე. ეშმაკური ღიმილით ამომხედა. ხმა რომ არ ამოვიღე დასერიოზულდა.
_რა დაგემართა?-მკითხა ბოლოს.
_გაბრაზებული ვარ.
_რა დავაშავე?-შეიცხადა.
_აქამდე რატომ არ მაჩვენე. გეთქვა მაინც.
_რა მნიშვნელობა აქვს? ახლა ხომ ნახე. -უცებ დარჩენილი ფურცლები შევნიშნე ყუთში.
_მოიცადე, ისინი ჯერ არ მინახავს.
_ყველაფერი ნახე რაც უნდა გენახა.-თქვა და ყუთს დააფარა სასწრაფოდ.
_არა, ნამდვილად არ მინახავს. -გავჯიუდტდი. ხალიჩაზე დავუჯექი ცხვირწინ და ყელი გამოვუწელე. მანახე რაა.
_არა ამას სხვა დროს გაჩვენებ ახლა არა. აღარ მთხოვო.
_მაშინ სხვა რამეს გთხოვ.
_გისმენ.-თვალებში ცნობისმოყვარეობა გაუკრთა.
_ჩემთვის დახატე რაღაც.
_კარგი. ეგ ადვილია. რა გინდა რომ დავხატო?
_ავტოპორტრეტი, რომელსაც მე მაჩუქებ.
_არაა, ავტოპორტრეტი არა.
_რატო?
_სხვა რამე მთხოვე, ავტოპორტრეტი არა.
_შენ დამთანხმდი უკვე.
_ოხ ანა.. მაშინ სანაცვლოდ მეც მოვითხოვ რაღაცას.
_მითხარი.
_კიდევ ერთხელ დაგხატავ, მაგრამ ამჯერად ჩემი ნატურა იქნები.
_კარგი დავთანხმდი უცბად და წამოვდექი.
_შეიძლება ეს ავიღო? შენ ხომ მითხარი რომელიც გინდა აირჩიეო.-ხელში ტილო ავიღე, რომელზეც ორივე ვიყავით გამოსახულნი.
_ვიცოდი რომ მაგას აირჩევდი.
_ჩემთვის ყოველთვის საუკეთესო რამეებს ვარჩევ.-დავამატე მე და მკერდთან ავეტუზე. ის იყო ჩემი საუკეთესო არჩევანი.. ამაზე ფიქრში გული ამიჩქარდა. წელზე ხელი მომხვია და გულზე მიმიკრა. უნებურად გამექცა ხელი მისი ლოყისკენ. პასუხად ტანში ჟრუანტელმა დაუარა. მე კი კმაყოფილად გავიღიმე მის რეაქციაზე.
_გინდა რომ გამაგიჟო არა?-მითხრა და წამში ჩაახშო მისმა ტუჩებმა ჩემი სათქმელი. თითქოს გული გამიჩერდა. მოვდუნდი და მისი მკლავების სიძლიერეს მივანდე ჩემი სხეული. ჩემ ტუჩებს მოშორდა, ხელში ამიტაცა და დივანზე მოთავსდა, ისე რომ კალთიდან არ დავსხლტომოდი. ისევ მაკოცა და სანამ ჩემმა გულმა ფეთქვა არ შეწყვიტა ვერ მოვცილდი. ვიგრძენი როგორ ამიწითლდა ლოყები და მის კისერში ჩავმალე თავი. ტუჩებით მის მფეთქავ არტერიას ვეხებოდი.
_მე არაფერიც არ მინდა,- თავი ამოვყავი და მის წინა კითხვას გამოვეპასუხე._ეს შენ ცდილობ თავბრუ დამახვიო და მშვენივრად გამოგდის.-ცერად ჩაეღიმა, მე კი ისევ დავკარგე აზროვნების უნარი და მის ლოყას ჩამოვადე თავი. თმაზე მეთამაშებოდა. რამის მოფიქრება მინდოდა, ყურადღების გადატანა, თორემ ისევ ვერ გავუძლებდი ცდუნებას.
_აღარ აპირებ იმ ადგილის ჩვენებას სადაც ვარჯიშობ?-ავბუტბუტდი თავბრუდახვეული.
_კარგი წავიდეთ.-ამოთხვა ხმაჩახლეჩილმა და წამომაყენა. ხელჩაკიდული მივყავდი. სახლიდან გამიყვანა და მის უკანა მხარეს მიშენებულ ოთხკუთხა დარბაზში შემიყვანა. თითქმის ყველანაირი ვარჯიშისთვის გათვალისწინებული ნივთები იყო. შუაში კი სცენასავით მოცლილი ტერიტორია. დაბლა რბილი რაღაც ეფინა, ალბათ დაცემის დროს რომ ძვლები არ დამმტვრეოდა. ყველგან მივედე, ყველაფერი ხელით მოვსინჯე, ის გაუნძრევლად იდგა და მაკვირდებოდა. მერე მივუბრუნდი და ვუთხარი:
_პირველ რიგში, მინდა ის გავიგო, როგორ ავიცილო უცაბედი თავდასხმა. როგორ შეიძლება გავუმკლავდე კაცის სიძლიერეს?
_ეგ მე ვიცი პირველ რიგში რით დაიწყებ სწავლას. კაცის სიძლიერეს რაც შეეხება, ქალებს ბევრი პრივილეგია გავთ: ჯერ ერთი ნორმალურ კაცს უჭირს ქალთან ჩხუბი, იმიტომ რომ სუსტ არსებად აღგიქვამთ. მაგრამ ეს მანამდე, სანამ შენს სიძლიერეს მიხვედება. მერე კი დაუნდობელია კაცი ქალის მიმართ, იმიტომ რომ ქალთან დამარცხება შეურაცხოფილად აგრძნობინებს თავს. მეორე- მთავარი ძალა არ არის, თუ მოხერხებული და სხარტი ხარ, შეიძლება შენზე ბევრად ძლიერი დაამარცხო. მესამე- ის რომ რაღაც ილეთები უნდა გასწავლო, იმას არ ნიშნავს რომ აუცილებლად უნდა გამოიყენო ისინი. მხოლოდ მაშინ, თუ სხვა გზა არ გექნება. შეიძლება შენ დარწმუნებული იყო შენს უპირატესობაში, მაგრამ სიტუაცია სხვანაირად წარიმართოს. დაიმახსოვრე, რომ ყველა შიშველი ხელით არ იბრძვის, ამიტომ საკუთარი თავის იმედზე ნუ იქნები, მხოლოდ ჩემ იმედზე ყოფნის უფლება გაქვს.
_ჰაჰ, ეგ ურთულესი დავალებაა ჩემო მწვრთნელო. ვერ დაგპირდები რომ ჩემ ძალას არ გამოვიყენებ უსამართლობის წინაშე. აქამდე მხოლოდ მეტყველების გამოყენება შემეძლო ამისთვის, მაგრამ ახლა..
_თუ ამას გააკეთებ არაფერს არ გასწავლი,-შემომიბღვირა.-პირობა მომეცი, რომ მხოლოდ საკუთარი თავის დასაცავად გამოიყენებ, ისიც იმ შემთხვევაში თუ ვერავინ გეხმარება, ან გამოუვალი სიტუაციაა.
_კარგი რა აბა რაღა აზრი აქვს ასე.-ავბუზღუნდი მე.
_მაშინ დაივიწყე ვარჯიში.-არც ის თმობდა და მეც დავნებდი, სხვა რა გზა მქონდა.
_კარგი გპირდები, ოღონდ მავარჯიშე.- საკუთარი სიტყვების თვითონაც არ მჯეროდა. მას კი მაიმუნური ღიმილი გაუკრთა თვალებში, და ჩემკენ წამოვიდა. წელზე ხელი მომხვია და აბუტბუტდა.
_არ ვიცი რამდენად გამომივა მწვრთნელის როლის მორგება, ალბათ ჭკუიდან შემშლი სანამ ისწავლი.
_დისტანცია დაიცავი და ჭკუასაც შეინარჩუნებ.-ვუთხარი სიცილით და ხელის გულები მკერდზე მივადე რომ მომეშორებინა, მაგრამ პირიქით იმოქმედა, უფრო მიმიკრა და თვალები ჩემი ტუჩებისკენ გაეპარა, ამას რომ მივხვდი ხელიდან დავუსხლტი და კერებისკენ წავედი. მან დამასწრო და კარში აიტუზა.
_სად მიდიხარ მწვრთნელის ნებართვის გარეშე?
_დღეს არ ვვარჯიშობთ.-ამოვილუღლუღე დაბნეულმა.
_მართალია, როდის ვთქვი რომ ვვარჯიშობთ?-თვალები აუციმციმდა და ღიმილმა ლოყები ჩაუჩვრიტა.
_გეყო ანდრია, ნუ მეთამაშები.-ვუთხარი იმით აფორიაქებულმა, რომ თვითონაც ვერ ვუძლებდი ცდუნებას. მას ჩაეცინა, კარს მოსწყდა და კედელს ამაკრა ისე, რომ მის ხელებს შორის აღმოვჩნდი.
_ესეიგი გეთამაშები არა?-იკითხა და სახე ახლოს მომიტანა. თვალებში მიყურებდა და მეც რათქმაუნდა გავშტერდი. ჩემი აფორიაქებული სახე რომ დაინახა თვითონაც აემღვრა თვალები, ისევ გულზე ამიკრა და ჩემ ტუჩებს დააკვდა. აქ კი თავი ვეღარ შევიმაგრე და ჩავიკეცე. ყველაფერს ვგრძნობდი, უბრალოდ ფეხზე დგომა ვეღარ შევძელი და თვალებიც მიმეხუჭა. მისმა მკლავებმა შემაკავეს რომ იატაკს არ დავსკდომოდი.
_ანა, რა დაგემართა? ანა. გესმის ჩემი?
_თვალები გავახილე და დებილივით მივაჩერდი. მან ფანჯრის რაფაზე შემომსვა და შუბლზე ხელი გადამისვა.
_უკეთ ხარ? არ მინდოდა, რა მოგივიდა ვერ გავიგე?
_კარგად ვარ, უბრალოდ ემოციები ვეღარ დავიმორჩილე და სხეული დაუკითხავად მომიდუნდა.
_გამაგიჟებ, ნუთუ ასე ვმოქმედებ.._ჩაეცინა.
_მორჩი ჩემს დაცინვას. ფიქრობ რომ თავბრუსდახვევა მხოლოდ შენ გამოგდის კარგად? ახლა განახებ ეს როგორ კეთდება. ვუთხარი და ჩემს წინ მდგარს ხელები შემოვხვიე კისერზე, ჯერ კიდევ ფანჯრის რაფაზე მჯდომმა სხეულზე ავიკარი და ცხვირი მივადე მის ცხვირს. მის ტუჩებთან მხოლოდ სანტიმეტრი მაშორებდა. გაფართოებულ თვალებში ჩავხედე და ვუთხარი:
_აბა ახლა მითხარი რაზე დამცინოდი?-ლაპარაკისას მის ტუჩებს ოდნავ ვეხებოდი, მაგრამ კოცნის საშუალებას არ ვაძლევდი.
_გინდა რომ მაწამო? რით დავიმსახურე ეს? გგონია დიდი თვითკონტროლით გამოვირჩევი? ერთხელაც დავკარგავ საღ აზრს და შეიძლება ხელში შემომეფშვნე. ისეთი სუსტად გამოიყურები.
_მასწავლე ის რისთვისაც აქ მომიყვანე და მერე აღარ შეგეშინდება ამის. და კიდევ, არც ისეთი სუსტი ვარ შენ რომ გგონია.-ეს ვთქვი და ჩემზე შემოხვეული მოდუნებული ხელი ისე გადავუტრიალე, რომ მძევალის პოზაში მიმეტრიალებინა, ცალი ხელი კისერზე მოვუჭირე, მაგრამ წამში აიტაცა ჩემი სხეული, მიუხედავად იმისა რომ ზურგით მედგა, თავდაყირა გადმომატრიალა თავის მხრებზე და ისევ მკლავებში მომიქცია.
_ხომ გაგაფრთხილე, შენს ძალებში დარწმუნებული ნუ იქნები მეთქი. სიტუაცია შეიძლება სულ სხვანაირი აღმოჩნდეს.-თქვა თვითკმაყოფილი ღიმილით და მომშორდა. _წამოდი, გავიდეთ აქედან თორემ დღეს შეიძლება ცუდად დავამთავროთ.-ამ უცნაური ილეთისგან გაოგნებული ადგილიდან არ დავძრულვარ, ის კი გარეთ გასული ისევ შიგნით შემობრუნდა, ერთი ამოიოხრა ხელი ჩამჭიდა და გარეთ გამიყვანა.



იმაზე მალე შევძელი ატვირთვა ვიდრე მეგონა)) ძალინ თბილი ბავშვები ხართ^^ ველოდები თქვენ აზრს მოუთმენლად:* ცოტა დიდია ეს ჩემი ისტორია მგონი სხვებთან შედარებით და იმედია მომაბეზრებელია არ არის..



№1  offline წევრი MeTReVEli

Rakargia :D
Ai martla dzaan nagaria da gtxov ra make dade :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent