...ცოლი კომპანიის სანაცვლოდ... (3 თავი)
გარეთ უკანმოუხედავად გავვარდი , არ ვიცოდი სად წავსულიყავი ან რა გამეკეთებინა.. თავი სიზმარში მეგონა , არ წარმომედგინა ასეთი რამე ფილმების გარდა სადმე თუ ხდებოდა მაგრამ თურმე ამ ცხოვრებისგან ყველაფერს უნდა ელოდო , მაგრამ ამაზე უარესი რაღა უნდა მომხდარიყო როცა სიყვარულის უფლებას გართმევენ.. ასე მარტოსულად თავი არასდროს მიგრძვნია , როგორ მინდოდა ახლა დედა გვერდში მყოლოდა და მაგრად ჩავხუტებოდი მაგრამ ეს შეუძლებელია , უფრო მეტიც სიმართლის თქმაც კი არ შემიძლია.. ახლა ყველაზე მეტად საკუთარ თავთან მარტო დარჩენა მჭირდებოდა და ცოტახანით პარკში გავისეირნე შემდეგ კი გადავწყვიტე ჩემს მეგობართან , ლიკასთან წავსულიყავი , იქ თავს კომფორტულად ვიგრძნობდი რადგან დღის განმავლობაში ლიკა ყოველთვის სახლში მარტოა , თუ ხუთი წლის ძმას არ ჩავთვლით რომელიც ჩემი ნათლულია.. ამიტომ გადავწყვიტე თაკოსთვისაც დამერეკა , რომ იქ მოსულიყო.. -პახმელიაზე მყოფი თამრიკო გისმენთ.. ( მიპასუხა ჩახლეწილი ხმით თაკომ ) -გოგო , ლიკასთან მივდივარ და შენც ამოდი რა რაც შეიძლება მალე უნდა დაგელაპარაკოთ , მჭირდებით.. ( უკვე ტირილს ვეღარ ვიკავებდი , მოკითხვაც კი არ გამხსენებია ) -მოიცა , მოიცა შენ რა ტირიხაარ?! რა გჭირს მშვიდობაა? -რო გნახავთ ყველაფერს მოგიყვებით.. რამდეხანში მოხვალ? -ძალიან მალე , ჩავიცვამ და გამოვვარდები , სად ხარ შენ ხო არ გინდა მოგაკითხო? -არა არ მინდა.. კაი წავედი ახლა დროებით.. როცა ტელეფონი გავთიშე ტირილი ვეღარ შევიკავე , და იქვე მდგარ სკამზე ჩამოვჯექი.. უკვე სირაულიც აღარ შემეძლო ისეთ მდგომარეობაში ვიყავი.. ამ დროს კი უცხო ხმა მომესმა -უკაცრავად , კარგად ხაართ? რამით ხომ არ შემიძლია დაგეხმაროთ? როცა ზევით ავიხედე ვიღაც უცნობი ბიჭი დავინახე , რომელიც მომშტერებოდა და აშკარად ეტყობოდა , რომ დახმარება გულწრფელად უნდოდა.. -არა მადლობა ნუ შეწუხდებით.. (იძულებით გავუღიმე და თან ცრემლების მოწმენდვა დავიწყე) -რომ ვწუხდებოდე არც გკითხავდით , შეიძლება ჩამოვჯდე? -კი რათქმაუნდა , მე რა უფლება მაქვს დაგიშალო , მე იმის უფლებაც კი არ მაქვს ჩემი ვიზეც მინდა იმაზე გავთხოვდე (და ისევ ტირილი ამიტყდა) -ჰეი ჰეი , დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება , არაფერი არ ღირს შენნაირი ლამაზი გოგოს სანერვიულოდ (გამიღიმა და თანაგრძნობის ნიშნად მხარზე ხელი დამადო ) -არა არ შემიძლია დამშიდება და თავის ისე მოჩვენება თითქოს ბედნიერი ვარ , ამისთვის ძალიან სუსტი ვარ და ვერ შევძლებ.. -ირგვლივ გაიხედე , შეხედე თუნდაც იმ ნაყინის გამყიდველს რომელიც მუდმივად იღიმის მაგრამ კარგად , რომ დააკვირდე მიხვდები , რომ გულის სიღრმეში შიძლება სულ არ ეღიმება პირიქით ალბათ მასზე ძალიან არავის უნდა ახლა იჯდეს და ტიროდეს , მაგრამ იმიტომ კი არ იქცევა , რომ ძლიერია , არა უბრალოდ ის ცდილობს ამ სამყაროში ცუდის გარდა კარგზეც იფიქროს.. -შენ რა იცი რას გრძნობს ის ქალი?! ან მე რას ვგრძნობ? ამას ვერ გაიგებ რადგან ვერასდროს გამოცდი და იგრძნობ იმას რასაც მე ახლა ვგრძნობ.. -ცდები , ძალიან კარგად ვიცი იმ ქალს რაც შეეემთხვა , მან მთელი მისი ოჯახი ავტო კატასტროფის დროს დაკარგა და ამ ქვეყანაზე მარტოს მოუწია ყველანაირ სიძნელეს გამკლავებოდა.. შენ რაც შეგეხება ნამდვილად არ ვიცი რას გრძნობ მაგრამ ვგრძნობ , რომ შეძლებ ამასთან გამკლავებას ( და ისევ უაზროდ მიღიმოდა ) -საწყალი ქალი ძალიან შემეცოდა (ვთქვი დანანებით ) მაგრამ ყველა ერთნაირი არაა და ალბათ ჩემს სახეზე ღიმილს ვერავინ დაინახავს როგორც მის სახეზე ხედავენ.. -ახლა არასწორად ფიქრობ , მიხვდები მომავალში , რომ ეს ყველაფერი ამად არ ღირს.. - ერთიდაიგივეს ლაპარაკით არ დაიღალეეე.. ან საერთოდ ვინ ხარ არც კი გიცნობ.. (ხმას ვუმატე და თან გაბრაზებაც მომაწვა , რა იცოდა საერთოდ მე რას ვგრძნობდი ) -მე ირაკლი მქვია და გამიხარდება ცოტათი მაინც თუ შევძელი დაგხმარებოდი.. მის სიტყვებზე გამეღიმა , იმ წუთას ის ისეთი გულწრფელი ჩანდა , რომ მინდოდა მისთვის ყველაფერი მომეყოლა და გული გადამეშალა , თუმცა პირველივე გამვლელს ხომ ვერ მოუყვები ყველაფერს.. -კაი ახლა მე წავედი , უცნობო ქალბატონო , და იმედი მაქვს ოდესმე კიდევ შევხვდებით ერთმანეთს.. ამის შემდეგ ის მიტრიალდა და წავიდე , ისე რომ უკან აღარც მოუხედავს.. ცოტახნის შემდეგ მეც დავადექი გზას და იმ ბიჭზე ვფიქრობდი ასე მოულოდნელად , რომ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში , შემდეგ კი უკან მოუხედავად გაქრა.. ლიკასთან მალევე მივედი.. თაკო უკვე მისულიყო და ერთი სული ჰქონდათ როდის გაიგებდნენ რა მოხდა , მეც არ დავაყოვნე და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი , არც ის ბიჭი გამომრჩენია პარკში , რომ შემხვდა.. -ვაიმეე , ეს ბიძაშენი მაგარი საზიზღარი კაცი ყოფილა რა.. (თაკო) -ისეთი ხმა ჰქონდა , 5 წლის ბავშვს კამფეტს რომ არ უყიდი და ჯუჯღუნს , რომ დაგიწყებს. -ხო , არადა მაგრად მევასებოდა , სულ იმას ვიძახი რამაგარი კაცია , მამაჩემი არ მპატრონობს ისე როგორც კოტე ბიძია კატოს თქო. (ლიკა) -ფუფ , ნაძირალა! -გასალანძღ სიტყვებს არ იშურებდა თაკო.. მაგრამ რა საკვირველია ვერ გაიგებდნენ იმას თუ რამდენად მტკენდა გულს ეს ყველაფერი.. -ან იმ იდიოტ ლუკას თუ რავიცი ვინცაა რაში სჭირდება ისეთი ცოლი რომელსაც არ ეყვარებაა?! (ლიკა) უკვე აღარც ამათი მოსმენა შემეძლო , მინდოდა გავმქრალიყავი ამ სამყაროდან.. უამრავ კითხვას ვუსვამდი საკუთარ თავს თუ როგორ მოვქცეულიყავი . -იქნებ გავქიქცე ამ ქვეყნიდან და სადმე გადავიკარგოო? მაგრამ ამას ფული სჭირდებოდა მეკი ამდენი ფული არ მქონდა.. -იქნებ ყველაფერს ჯობია ავდგე და უბრალოდ თავი მოვიკლა? -არა , არა ამას ვერ შევძლებ , დედაზეც ხომ უნდა ვიფიქრო რომელასაც ამ ქვეყნად მხოლოდ მე ვყავარ და ჩემს სიკვდილს ვერ გადაიტანს.. რომ ვუჩივლო ამას არავინ დაიჯერებს , დამცინებენ და უკან გამომიშვებენ.. -ვიცი რასაც ვიზამ , მივალ და იმ ნაძირალა ლუკას , დაველაპარაკებ ავუხსნი , რომ არასდროს შემიყვარდება და იქნებ გადაიფიქროს. -მაგრამ არა ესეც სისულელეა მან ისედაც იცის , რომ არ მიყვარს.. უკვე ფიქრიც აღარ შემეძლო ისე ვიყავი ამ ყველაფრისგან დასუსტებული.. ვიჯექი და ერთ წერტილს უაზროდ მივშტერებოდი , გოგოების ლაპარაკიც კი აღარ მესმოდა.. ბოლოს კი ლიკას ხმამ გამომაფხიზლა.. -ტასოოო , მისმეეენ? -ისეთი ხმა ჰქონდა თითქოს ძვლივს გამაგებინა , მე კი თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე ისე რომ ხმაც არ ამომიღია.. -შეგიძლია ჩემთან რამდენი ხანიც გინდა იმდენი დარჩე.. ვერ გეტყვი წარმომიდგენია რას გრძნობ თქო მაგრამ იმას ვხვდები , რომ სახლში წასვლა ახლა შენთვის ნამდვილად ძნელი იქნება.. -მადლობა , და ბოდიში რომ შგაწუხეთ.. თქვენ რომ არ მყავდეთ არ ვიცი რა მეშველებოდა ან სად წავიდოდი.. უკვე ვეღარავის ვეღარ ვენდობი.. -ტირილნარევი ხმით ვუთხარი , შემდეგ კი ორივეს მაგრად მოვეხვიე.. -კაი რაა არ გრცხვენიაა , რა შეწუხებაა , ხომ იცი როგორ გვიყვარხარ და ყოველთვის შენს გვერდით ვიქნებით რაც არ უნდა მოხდეს.. (ლიკა) -ხო აბა რისთვის ვართ მეგობრები ერთამანეთს გაჭირვების დროს მხარში თუ არ ამოვუდექიით.! -დაეთანხმა თაკო სიამაყით. -ახლა კი ვჭამოთ თორემ საშინლად მში.. -მუცელზე ხელების სმით თქვა ლიკამ და ისეთი სახე მიიღო თითქოს წელიწადია არ უჭამია , მაგრამ უარს არც მე ვიტყოდი ,რადგან დილით საუზმობაც კი არ მაცადეს ისე მახარეს ეს სასიხარულო ამბავი.. -------- მოგეწონათ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.