შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაზი მელოდია (სრულად)


10-07-2015, 10:11
ავტორი sofie
ნანახია 5 850

პროლოგი
_მივდივარ.
_ვერ გავიგე?!
_გშორდები.
_რა? რატომ?
_მივხვდი არ მყვარებიხარ.
_ასე ვერ წახვალ!
_წავალ!
_ქეთა..._ხელი გაუწოდა, მაგრამ მალევე ჩამოუვარდა უღონოდ.
პირველი თავი
თავის ოფისში იჯდა ვაჩე ონიანი და მოგონებების უკუგდებას ცდილობდა, რომ რამენაირად საქმეზე მოეხდინა კონცენტრირება. არადა ყოველ წამს წარმოდგენილი მონატრებული ხმა და სახე არ ასვენებდა. ილუზია იმდენად რეალური ეგონა, რომ თავს გიჟად რაცხავდა. ისე ნათლად შეიგრძნობდა მისი სათუთი, ნაზი კანის არომატს, მის აბრეშუმივით თმას ყოველთვის იასამნის სურნელი, რომ ასდიოდა. უძირო, ტოპაზივით თაფლისფერ თვალებს მასში ასე, რომ იკარგებოდა. თავისდაუნებურად უტივტივდებოდა ბედნიერი მოგონებები და შემდეგ ამ მოგონებებს სევდიანად უღიმოდა.
დედამისთან ადიოდა ბინაში. ახსოვს გაბრაზებული იყო, რადგან ლიფტი მაინც და მაინც მაშინ გაფუჭებულიყო და მე_9 სართულზე ფეხით უწევდა ასვლა. სამი წელი იწურებოდა, რაც მარტო გადავიდა საცხოვრებლად. მამა რა ჰყავდა, მხოლოდ დედა და ორი და. ქალების გარემოცვაში ყოფნა აღარ უნდოდა და რადგან ძალიან კარგი სამსახურის პატრონი იყო და ფულიც არ უჭირდა, ცალკე გადასვლა არჩია.
ღიღინის ხმა მოესმა, კიბეებზე ვიღაც ჩამორბოდა. მე_6 სართულზე იყო, ყველაზე ჩაბნელებულ სართულზე. ფრთხილად დადგა ფეხი პირველ საფეხურზე, მაგრამ ისე, რომ ვერაფრის გააზრება ვერ მოასწრო, ბიძგითა და ქალის სუსტი წამოკივლების ფონზე, ქვის იატაკზე ზურგით მოადინა ზღართანი.
_ახ, შენი..._ამოიკვნესა ტკივილისაგან გონებადაბინდულმა და ხელი ნატკენ ზურგზე შეიცურა. ღმერთს გულში მადლობა გადაუხადა, რომ თავი არ დაარტყა და მე_6 სართულის სადარბაზოს იატაკზე არ დატოვა მისი ტვინი.
როგორც კი ტკივილმა ოდნავ გადაუარა, მისი დამზარალებელი მოაგონდა და თვალებიც უმალ ჭყიტა. ლამპიონის მკრთალ შუქზე, სილ ოდნავ გაარჩია მის სხეულზე მოკალათებული გოგოს შეშინებული თვალები, სატირლად დაბრეცილი ვარდისფერი ტუჩები და უნებურად ჩაეღიმა.
_დიდხანს იწვები ასე?_ჰკითხა დამცინავად და სახეზე ჩამოშლილი მუქი ფერის თმა, ყურსუკან გადაუწია.
_ბოდიში_დაიწკრიალა გოგონას ხმამ და წამოიწია.
ვაჩემ გოგონას ხმისგან გამოწვეულ დავლილ ჟროანტელს ყურადღება არ მიაქცია და წამოდგომაში მიეხმარა სუსტ სხეულს. როცა უკვე საიმედოდ და მყარად მდგაირი დაიგულა, მის მკლავებს სელები შეუშვა და გაუღიმა.
_ფრთხილად უნდა იარო ხოლმე, მითუმეტეს მაშინ, როცა ბნელა_თბილად უსაყვედურა გოგონას და თავად გაუკვირდა, როგორ შეეძლო მის ხმას, ასეთი თბილი ტონი მიეღო.
_ვიცი, ძალიან მოუხერხებელი ვარ_მორცხვად დახარა თვალები, წამის შემდეგ კი გულუბრყვილო, წრფელი, მაგრამ ვაჩესთვის საშინლად მწველი მზერით ამოჰხედა.
_ვაჩე ონიანი_ხელი გაუწოდა გაბრუებულმა მამაკაცმა.
_ქეთა მიქავა_ხელი ყოყმანით ჩამოართვა გოგონამ.

_ვაჩეე-მოგონებებიდან გამოიყვინა ქალის წიკვინა ხმამ. წითელი, ლაქის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით შემოკაკუნდა კაბინეტში ქერათმიანი, წითელპომადიანი ქალი და მოღუშულ მამაკაცს კალთაში ჩაუსკუპდა.
_ხომ გითხარი სამსახურში არ მომაკითხო-მეთქი ანიტა?
_ვაჩეე, მომენტრეე_გაიწელა ანიტა და ტუჩებზე დააკვდა მობეზრებულ მამაკაცს. უხეშად მოუშორა ვაჩემ ქალის სახე და ტუჩები ხელის მტევნის ზურგით მოიწმინდა.
_ვერ ვიტან ასეთი პომადები, რომ გისვია ანიტა_სიმკაცრე გამოერია ხმაში და ქალი მისი კალთიდან წამოაყენა.
-აუ, ვაჩეე დღეს რა ხასიათზე ხარ?_დოინჯი შემოირტყა ქალმა.
_საქმეები მაქვს ანიტა, მერე გნახავ.
_შენთან თუ ჩემთან?_კეკლუცად გაიღიმა და ქვედა ტუჩი ვნებიანად მოიყოლა კბილებსშორის.
_შენთან, როგორც ყოველთვის_უპასუხა ხმადაბლა და ლეპტოპს მიუბრუნდა.
_კარგი საყვარელო_დაიჭყივლა ქალმა და ოთახიდან უკანალის რხევით გაკაკუნდა.
ღრმად ამოიოხრა ვაჩემ, ქალის სუნამოს შეგრძნობისას კი სახე ზიზღით დამანჭა. ვერ იტანდა ამ გადაპრანჭულ, სულელ ქალს, მაგრამ მაინც ცოლად მოჰყავდა. დედამისმა შეურჩია გოგო იმით გახარებულმა, რომ მისთვის არასასურველი სარძლო სამუდამოდ გაქრა მათი ცხოვრებიდან. არც ვაჩეს გაუწევია წინააღმდეგობა. მაინც არცერთი ქალის შეყვარებას არ აპირებდა და მისთვის მნიშვნელობა აღარ ჰქონდა ვინ დაუმშვენებდა გვერდს. რაღატომ ეშალა ნერვები უაზროდ? მითუმეტეს ანიტა ლოგინში კარგი პარტნიორი იყო.
უკვე ბნელოდა, როცა მოგონებებთან ჭიდილით, ზლივ-ძლივობით ჩაამთავრა საქმე და მანქანაში ჩაჯდა გადარლილი. გაახსენდა გოგონასთან მეორე შეხვედრა და კვლავ ბედნიერმა გაუღიმა მოგონებებს.
საშინლად წვიმდა. ცა ლამის ჩამოქცეულიყო. თავისი ძმაკაცისგან მოდიოდა. ეჩქარებოდა. პროექტი დასასრულებელი ჰქონდა, მაგრამ თავსხმა წვიმა სწრაფად სიარულის საშუალებას არ აძლევდა. ნერვები ეშლებოდა ასე უცებ შხეფად წამოსულ წვიმაზე, მაგრამ მისთვის საძულველი მართის თვე იდგა და სხვა რამის მოლოდინი, არც უნდა გქონოდა. მთავარ გზაზე გადადიოდა, როდესაც ქუჩაში ზუსტად მისი მანქანის წინ, ფარების შუქზე სილუეტი დალანდა. დროზე დაამიხრუჭა და გაავებული სულ გინებით გადავიდა მანქანიდან.
_თქვენ ნორმალური ხართ?_დაუღრიალა ერთიანად გალუმპულ, თავჩახრილ გოგონას, მკლავზე ხელები წაავლო და შეანჯღრია. მაგრამ, როგორც კი გოგომ ამოჰხედა მასზე ერთი თავით მაღალს და დამფრთხალი თვალები მისას გაუსწორა, ერთიანად დაუარა ჟროანტელმა, გააკანკალა და მიხვდა, ეს არ იყო წვიმის და სიცივის ბრალი. ეს ამ გოგონას თაფლისფერი, ყოვლად მწველი თვალების ბრალი იყო.
_ქეთა?_მაშინვე იცნო ონიანმა_შენ ხარ?-დაიჩურჩულა გაკვირვებულმა.
_ვაჩე?_კვლავ დაიწკრიალა გოგონას ხმამ ისე, როგორც ამ ორი თვის წინ. ვაჩესაც ზუსტად ისე გააკანკალა, როგორც პირველად.
_ამ წვიმაში რა გინდა? ან გზას არ უნდა უყურო?_მიაყარა საყვედურები და ქეთა გზიდან გადაიყვანა.
_ბოდიში_დაიჩურჩულა და დამნაშავის თვალებით ახედა მამაკაცს.
ვაჩეს ჩაეღიმა.
_წამოდი სახლში წაგიყვან_შესთავაზა უცებ, სულ აღარ ახსოვდა დასაწერი პროექტი.
_არა იყოს_მორიდებულად იუარა და თავი გადააქნია.
_ნუ მორცხვობ წამოდი, თორემ ორივე გავცივდებით.
ქათამ გაუღიმა და ტანხმობის ნიშნად თავი ოდნავ დაუქნია.
მანქანაში ჩასხდნენ თავიდან-ფეხებამდე სველები. მიუხედავად იმისა, რომ ვაჩეს გათბობა ჰქონდა ცართული, ქეთა მაინც სიცივისგან კანკალებდა და კბილებს აკაწკაწებდა.
_გაიხადე ეგ ჟილეტი, თორემ გაცივდები_მზრუნველი გაიხდე ტონი ვაჩეს.
ქეთა დაემორჩილა, ჟილეტი გაიხადა და მუხლებზე გადაიფინა.
_რამდენი წლის ხარ ქეთა?
_თვრამეტის_ლოყებაფაკლულმა უპასუხა_შენ?
_ოცდაოთხის.
_დიდი ხარ_გულღიად გაურიმა ქეთამ.
_გიხდება ღიმილი_უთხრა კომპლიმენტი მოხიბლულმა ვაჩემ.
ქეთამ კიდევ ერთხელ გაუღიმა და ლოყებაწითლებული დააშტერდა სახუთარ ერთმანეთში ახლართულ თითებს.
იმ დღის შემდეგ ვაჩე ონიანს, მარტიც შეუყვარდა და წვიმაც.

მოგონებებიდან მანქანის ფარების შუქმა და ხმაურმა გამოიყვანა. ძლივს ასცდა ავარიას. მანქანა გზიდან გადააყენა და თავი საჭეს ჩამოადო. საღლილი იყო. დარლილი ყველაფრისგან. რეალობისგან...აწმყოსგან...მაგრამ არა წარსულისგან.
მეორე თავი
საკუთარ აივანზე, სავარძელში იჯდა ვაჩე, ქეთა კი მის კალთაში კომფორტულად მოკალათებულიყო. ორივენი ტრადიციულად ვარსკვლავებიტ მოჭედილ ცას შეჰყურებდნენ და ფიქრობდნენ...ფიქრობდნენ ერთმანეთზე.
_მიყვარს ღამე_დაიჩურჩულა ქეთამ.
_მეც მიყვარს, მაგრამ შენ უფრო მეტად მიყვარხარ.
ღიმილით ახედა მამაკაცს და ნიკაპზე ნაზად აკოცა.
_რაზე ოცნებობ ვაჩე?_ჰკითხა რამდენიმე წუთის შემდეგ ინტერესით.
მამაკაცმა ურჩი კულული გვერდზე გადაუწია და სახეზე მიეფერა.
_ბედნიერ ოჯახზე...ანუ შენს ქმრობაზე და ბევრ ჩვენს სიყვარულის ნაყოფზე.
_მეც_გადაიკისკისა ქეთამ.
-შენი სიცილის ხმა, ყველაზე სასიამოვნო ხმაა ჩემს სამყაროში. ნაზი მელოდიასავითაა...
_მე კი შენი ღიმილი მირჩევნია ყველაფერს_თბილი ტონით გაუმხილა და ძალიან მაგრად მიეკრო გულზე.

ბარში, მაგიდის ირგვლივ ისხდნენ ვაჩე, კახი და საბა, სიყრმის ძმაკაცები. სულ ერთმანეთის გვერდში მფგომი ადამიანები. სამივენი უხმოდ კრავდნენ არაყს არაყზე. ეს ოთხი წელი ვაჩეს ტკივილს იზიარებდნენ, მაგრამ ახლა ზედმეტად დაძაბულები ჩანდნენ. ვერც ვერაფერს ამბობდნენ და ვერც თავს ერეოდნენ, მაგრამ აბა ვაჩე ონიანს რას გამოაპარებდნენ?
_რა ხდება?!_მკაცრი ტონით დასვა კითხვა და ძმაკაცებს სათითაოდ გამომცდელი მზერით მიაჩერდა.
კახიმ და საბამ ერთმანეთს მრავალმნიშვნელოვნად გადახედეს.
_ვაჩე..._ყოყმანით წამოიწყო კახიმ.
_იცი..._სიტყვა ჩამოართვა საბამ.
_ამოღერღავთ?_დაღლილის ტონი მისცემოდა ვაჩეს ხმას.
კიდევ ერთხელ ახედა ორივეს და არყიანი წიქა გადაჰკრა.
_ქათა დაბრუნდა _მტკიცე ხმით დააბრეხვა კახიმ და ძმაკაცის დაბნეულ მზერად თვალი მოარიდა.
ქეთა დაბრუნდა...
ქეთა დაბრუნდა...
ქეთა დაბრუნდა...
რამდენჯერმე გაიმეორე გულში ერთი და იგივე სიტყვები. იქამდე იმეორა, სანამ მნიშვნელობას არ ჩასწვდა. ის ადამიანი დაბრუნდა ვინც მისი სიცოცხლის აზრს წარმოადგენდა, ის ვინც თავს საწიროდ აგრძნობინებდა. ის ადამიანი, ვინც მისი გულის ერტადერთი პატრონი იყო. ოთხი წლის გაჩერებული გული ორმაგად აუმუშავდა. წამში გაურბინა ბედნიერმა მოგონებებმა. უბედურმა მოგონებამაც.
ოთხი წლის უნახავი ქეთა დაბრუნდა. ალბათ კიდევ უფრო გაზრდილი, დაქალებული ქეთა. ვითომ თმა ხომ არ შეიღება? ყოველთვის უნდოდა ქერა თმა ჰქონოდა. მაგრამ ვაჩეს იმდენად მოსწონდა მისი წაბლისფერი, ოდნავ სიწითლე გადაკრული დალალები, რომ ამ ოცნებაზე უარის თქმა უწევდა.
_ხომ არ..._წამოიწყო ვაჩემ, მაგრამ დასრულება ვეღარ შეძლო. ეშინოდა პასუხის მოსმენის.
_არა, არ გათხოვილა_უმალ მიუხვდა აზრს საბა.
შვებით ამოისუნთქა. წამში გათავისუფლდა. იმედი მიეცა. ყველაფერი უნდა გაერკვია. მთელი ოთხი წელი ღრღნიდა ეჭვი. ასე, ყველაფრის აუხსნელად წასული გოგო უჩენდა ეჭვს. წინა დღეს, რომ სიყვარულს ეფიცებოდა, ის აფიქრებდა.
_სად არის?
_სახლშია.
მაშინვე წამოდგა სა გასასვლელისაკენ გაემართა მთვრალი, მაგრამ ამინც მტკიცე ნაბიჯებით. ძმაკაცები უკან დაედევნენ.
_ვაჩე საით ბიჭო, ნასვამი ხარ.
_ახლა ხომ არ დაადგები თავზე?
არავის უსმენდა. ბიჭებთან ერთად ჩაჯდა მანქანაში და გეზი ქეტას სახლისკენ აიღო. უხმოდ მიაქროლებდა მანქანას. არ ანაღვლებდა რაყდალეული, რომ გაეჩერებინა პოლიციას. გული გამალებით უცემდა, ენერგია მომატებოდა, სიცოცხლის სურვილი დაჰბრუნებოდა. პირველად, ოთხი წლის განმავლობაში აზრი მიეცა მის არსებობას.
მანქანა კორპუსთან გააჩერა და ტკივილნარევი მზერით აჰხედა ქეტას ოთახის ფანჯარას, რომლის მიღმაც სინათლე ენთო.
_ალბათ კიდევ უფრო გალამაზებულია_დაიჩურჩულა ღიმილით_მიმზიდველი და ქალური იქნება. თუმცა დარწმუნებული ვარ, ისევ ისეთ მორცხვ ბავშვადვე დარჩა. პატარა ბავშვად, ყოველ ჩემს შეხებაზე, რომ წითლდებოდა.
სადღაც ნახევარი საათის განმავლობაში ჩაკარგულიყო მოგონებებში. შემდეგ მანქანა მოაბრუნა, ბიჭები ჩამოსვა, თვითონ კი სახლსი წავიდა და აივანზე, ისევ იმ სავარზელში ჩაჯდა , რომელშიც ოდესღაც ქეთასთან ერთად იჯდა და ძველებურად გაათენა ვარსკვლავების ცქერაში.
_ბიჭი გინდა თუ გოგო?_ჰკითხა მის მკერდზე მოკალათებულ გოგოს და მოშიშვლებულ მკლავზე ცერა თითი აუსრიალა.
_მმმ...ორივე_ჩაიხითხითა ქეთამ.
_ეგ, როგორ?
_აი, ასე ორივე.
_მაშინ ასე: პირველი ბიჭი, მეორე გოგო_შესთავაზა ღიმილით და შუბლზე ეამბორა.
_მთლად ჩვენ გვკითხავენ ახლა_ჩაიცინა გოგონამ, თავი ასწია და მორცხვად დაეკონა სასურველის ბაგეებს. ვაჩე სახეზე მიეფერა, მჭიდროდ აიკრო სხეულზე და ზურგზე თითები აუსრიალ-ჩაუსრიალა.
_იქნებ ახლავე გვეცადა?_ვნებისგად დაბოხებული ხმით ჩასჩურჩულა ყურში და ხელი ბარძაყზე ოდნავ მოუჭირა.
_გარყვნილო-ამოიკვნესა ქეტამ და წელსზევის შიშველ მამაკაცის მკერდს ნაზად შეეხო.
_მიყვარხარ ვაჩე, ძალიან_ამოიკრუსუნა და წამსვე მოექცა მამაკაცის ქვეშაც. ნაზად შეუცურა ვაჩემ ხელი მაისურის ქვეშ და ჩაეღიმა, როცა მისი შეხებისას დახორკლილი კანი იგრძნო. ვნებიანად დაუკოცნა ყელი და ქეთას ხმადაბალი კვნესა, რომ შემოესმა უფრო გათამამდა. სწრაფად გადააძრო თავსზემოთ მაისური და ხარბად დააკვირდა, ლამაზად მომზირალ მკერდს.
_ულამაზესი ხარ_ჩასჩურჩულა და ახლა მკერდის დაგემოვნებას მოჰყვა.
იქამდე ისიყვარულეს, სანამ არ მიხვდნენ, რომ თუ არ გაჩერდებოდნენ შემდეგ უკვე გვიანი იქნებოდა.
_ვაჩე?
_გისმენ საყვარელო.
_ხომ სულ ერთად ვიქნებით?
_სულ ერთად ვიქნებით.
კვლავ სევდიანად გაუღიმა ვაჩემ მოგონებას. დაჰპირდა სულ ერთად ვიქნებითო, ასეც მოხდებოდა.
მესამე თავი
_ჯერ არ გინახავს არა?
_არ მინახავს კახი არა. ორი დღეა, რაც მის ნახვას ვცდილობ, მაგრამ ჯიუტად არ მენახვება.
_საბას დაბადების დღეზე იქნება_ფრთხილად ამცნო მეგობარს.
_ხვალ? ხომ იცის, რომ მეც იქ ვიქნები.
_იცის და მაინც მოდის.
გაეღიმა ვაჩეს. გაერიმა და უკვე მესამე ღერს მოუკიდა.
_ვაჩე არ მომწონს, როგორც გიყურებს ის გოგო_გაავებულმა გადაუჩურჩულა და მათ წინ მჯდომ გამომწვევად ჩაცმულ შავგვრემან გოგოზე მიანიშნა.
_ქეთა კარგი რა_ღიმილით გადააქნია თავი_ცვეულებრივად იყურება.
_საერთოდ რატომ გიყურებს?_დაიღრინა და ქალს „მამის მკვლელი“ მზერა მიაპყრო.
_ეჭვიანობაც გიხდება_შუბლზე აკოცა და წელზე შეუცურა ხელი.
_ჯობია იქამდე გაიხედოს, სანამ ეს ეჭვიანი ქალი არ წამოვარდნილა_თავისას აგრძელებდა და ქალს მზერით ბურღავდა.
_ქეთა, ხომ იცი ვერ ვიტანუაზროდ, რომ ეწვიანობ ხოლმე.
_უაზროდ? მე, რომ ეგეთი გამშიშვლებელი მზერით მიყურებდნენ, არაფერს იტყოდი?_ახლა ვაჩეს მიუბრუნდა გაბრაზებული.
_როგორი მზერით?_ჩაიხითხითა ვაჩემ.
_გამშიშვლებელი-ჩაიდუდღუნა მიქავამ.
_ლამაზ ქალს თაყვანისმცემლები ყოველთვის უნდა ჰყავდეს. სხვა საკითხია, ამას როგორ გამოხატავენ.
_ანუ...
_ანუ, როგორც შენ ამბობ ჩემს წინაშე გამშიშვლებელი მზერით, რომ ეყურებინათ შენთვის, ყველას ძვლებში დავამტვრევდი.
_აი..._თითი მისკენ გაიშვირა იმის ნიშნად გამოგიჭირეო.
_შენ ძვლებში ვერ დაამტვრევ_ღიმილით აკოცა გამოშვერილ თითზე.
_სამაგიეროდ თმები უჩანს საკმაოდ გრძელი_ჩაფიქრებით თავისთვის ჩაილაპარაკა.
_ქეთა!_სიმკაცრე გამოერია ხმაში.
გოგონამ დაბღვერილი სახით შეხედა. ვერ იტანდა ვაჩე მისი მისამართით ხმას, რომ უწევდა. ხელი ცივად გააშვებინა და გვერდზე გაბუსხული გაჩოჩდა.
_ქეთა..._უმალ მოლბა ონიანი და გოგო კვლავ თავის მკლავებში დააბრუნა_მაპატიე პატარავ, მაგრამ რა ჩემი ბრალია ასეთი სიმპატიური, რომ გყავარ?
_სწორად თქვი, მყავხარ_ყურადღება არ მიუქცევია მამაკაცის მხიარული ტონისთვის, კვლავ ნაწყევი ხმით ჩაიბუზღუნა.
_სენ სულ ასეთ ბავშვად დარჩები_ჩაიცინა ვაჩემ და მოწყვეტინ აკოცა ბაგეებზე.

რუსთაველზე მისეირნობდა სხვა სამყაროში ჩაკარგული ონიანი. რეალობის შეგრძნება, რომ დაჰკარგვოდა და მექანიკურად ამოძრავებდა ფეხებს. ნაცნობმა ადგილმა და მაღაზიის ასევე ნაცნობმა ვიტრინამ კიდევ ერთი მოგონება აუშალა, როგორც ყოველთვის ქეთასთან დაკავშირებული.
კაფიდან გამოვიდნენ ხელიხელჩაკიდებულები. ქეთა ათას რამეზე საუბრობდა, მისი მეგობრების თავს გადახდენილ სასაცილო ისტორიებს უყვებოდა და შიგადაშიგ კისკისებდა. ვაჩე უბრალოდ ბედნიერი ღიმილით უსმენდა და მის ხმას, რომელიც ყოველთვის ნაზი მელოდიასავით ჩაესმონა, იმახსოვრებდა. უცბ ქეთას თვალი ვიტრინაზე გაუშტერდა. უფრო სწორად ვიტრინაზე მდგარი მანეკენის ყელზე შემოხვეულ წითელ ყელსახვევზე. თხრობაც კი შეწყვიტა და იქამდე არ მოუშორებია თვალი, სანამ ვიტრინა უკან არ მოიტოვეს. არაფერი უთქვამს. არც საყიდლად შესულა და არც ვაჩესთვის უთხოვია, მაგრამ მამაკაცმა ისედაც მშვენივრად იცოდა, რომ არც არასდროს სთხოვდა მსგავსს.
როგორც კი ქეთა სახლში მიიყვანა, დაბრუნდა სა წთელი ყელსახვევი უყიდა. კარგად ახსოვს ქეთას გაოცებული და ბედნიერი თვალები, როდესაც ვაჩემ თავისი ხელი გაიკეთა ყელსახვევი.

კიდევ ერთხელ შეავლო თვალი ვიტრინას და იქ მდგარ მანეკენს გაუღიმა, თითქოს ცოცხალი ადამიანი ყოფილიყო. შემდეგ პიჯაკის გულისჯიბიდან თხელი, ჰაეროვანი წითელი ყელსახვევი ამოიღო მუდამ თან, რომ დაატარებდა და დაყნოსა. ღრმად შეისუნთქა ქეთას სურნელი ჯერ კიდევ, რომ ასდიოდა ნაჭერს. თვალები სიამოვნებისგან დახუჭა და კვლავ გაუღიმა მოგონებას.
რესტორანში, დიდ სუფრასთან იჯდა ბიჭებთან და ნაცნობებთან ერთად და სიგარეტს, სიგარეტზე ეწეოდა. სადღაც სამი ჭიქის დალეული იყო, თუმცა არაფერი ეტყობოდა. ნერვიულობდა. ქეთა არ ჩანდა. ქეიფი დაწყებულიყო, მისი ქეთა კი არა და არ მოდიოდა. ხომ არ გადაიფიქრებდა? არა! ვაჩეს ასე ვერ დააღალატებდა. ოთხი წლის განმავლობაში ოირველად აკიაფებულ იმედის ნაპერწკალს ნახშირივით ვერ უქცევდა. ოჰ, როგორ ენატრებოდა მისი პატარა ქალბატონი. სუსტი, მოუხერხებელი გოგო ყველგან, რომ ეცემოდა და მცირე წყენინებაზეც ცრემლებად ირვრებოდა. ენატრებოდა ის განსხვავებული, განსაკუთრებული ღიმილი, რომლითაც მხოლოდ ვაჩეს აჯილდოვებდა. ის თბილი, უმწიკვლო, სუფთა, ბავშვური მხოლოდ ვაჩესთვის განკუთვნილი ღიმილი. ენატრებოდა მისი შეხებისას დახორკლილი ფაქიზი, ნაზი კანი. მისი აწითლებული ღაწვები, როდესაც ვაჩე უხამსად გაეხუმრებოდა ან თვითონ ქეთა გამოიჩენდა მამაკაცთან სიახლოვის ინიციატივას. ის თბილი, სიყვარულით სავსე ტონი, რომელიც მამაკაცს აბედნიერებდა. მისი თაფლისფერები, უთბილესი თაფლისფერები ენატრებოდა. რაც მთავარია ხმა ენატრებოდა. ქეთას წკრიალა ხმა, მამაკაცს ყოველთვის ნაზი მელოდიასავით, რომ ჩაესმოდა.
_ვაჩე_მოესმა საბას ხმა_შეხედე_ანიშნა კარისკენ.
დაფეთებულივით მიტრიალდა შემოსასვლელისკენ. ცივმა ოფლმა დაასხა, გული შეუფრთხიალდა, სუნთქვა გაუხშირდა. სიყვარულით სავსე მზერა მიაპყრო მონატრებულ სილუეტს და მხოლოდ ახლა მიხვდა, ამ ოთხი წლის განმავლობაში ცოცხალი გვამი იყო. უგრძნობი ცოცხალ-მკვდარი.
მანაც შეამჩნია. ვაჩემ დაინახა, როგორ შეეფაკლა ლოყები, როგორ გააცეცა დაბნეულმა თვალები, როგორ აერია ფეხი. დაინახა მისი გულ-მკერდი ასე ჩქარა, რომ აუდ0ჩაუდიოდა. მაგრამ არ მოუხედავს. წამითაც კი არ შეუვლია მზერა.
კახიმ და საბამ ხელი მხარზე დაჰკრეს გამამხნევებლად ძმაკაცს და ფეხზე წამოდგნენ.
_ქეთა შე დაკარგულო.
ორივენი სათითაოდ გადაეხვივნენ მონატრებულ მეგობარს.
_ბიჭებო, როგორ მომენატრეთ_დაიწკრიალა ძველებურად. ვაჩესაც ძველებურად დაუარა ჟროანტელმა.
წამით სიამაყე იფრძნო. იმდენად დამშვენებულიყო და დაქალებულიყო მისი პატარა ქეთა. გაფურჩქნილი ვარდი იყო, ყველაზე ნაზი და სათუთი ვარდი.
მთელი საღამო თვალი არ მოუშორებია სუფრასთან მჯდომი გოგონასთვის, რომელიც ცოცხალი თავით არ იხედებოდა მის მხარეს. გრძნობდა, როგორი აღელვებულიც იყო ქეთა. ადრე, როცა ნერვიულობდა ხელებს ისრესდა ხოლმე,ამას რა დაავიწყებდა. ახლაც ასე იყო. გრძნობდა ჩუმ-ჩუმად როგორ აპარებდა მისკენ თვალს და ეღიმებოდა ამ ბავშვურ საქციელზე.
შუა ქეიფში, ბოდიშის მოხდით წამოდგა ქეთა სუფრიდან და აივნისკენ აიღო გეზი. უხმოდ მიჰყვა ვაჩეც. მოაჯირზე ხელებიტ დაყრნობილს დაუდგა გვერდზე, მონატრებული სურნელი ხარბად ჩაისუნთქა და ღრმა ნაპასი დაარტყა.
_სიგარეტის მოწევა დაგიწყია_სიჩუმე დაარღვია ქეთას ათრთოლებულმა ხმამ.
ესიამოვნა ონიანს თბილი, ოდნავ საყვედურნარევი ტონი და ცაეღიმა.
_თმა არ შეგიღებავს_აღნიშნა ჰორიზონტისთვის თვალმოუშორებლად.
_არ შემიღებავს_დაეთანხმა ქეთა.
ხმა გაბზარვოდა. ესეც ესიამოვნა ვაჩეს. ისევ ისე მოქმედებდა გოგონაზე, როგორც ადრე.
_არც სუნამო შეგიცვლია.
_არ შემიცვლია_დაეთანხმა კვლავ და მარტის სურნელი ღრმად გადაუშვა ფილტვებში.
_თბილისი შეიცვალა არა?_ თვალი გაუშტერა ქალაქის ულამაზეს ხედს. კვლავ არ შეუხედავს გოგოსთვის.
_შეიცვალა_დაღლილი ხმით დაეთანხმა ქეთა.
_ყველაფერი შეიცვალა_დაამატა მშრალად ვაჩემ.
სიჩუმემ დაისადგურა, მარტის ნიავმა დაიქროლა. ვარსკვლავები არ ჩანდა. ამინდი კარგს არაფერს ქადაგებდა. უხმოდ უცქერნენ ცას ისე, როგორც ძველად. მაგრამ ამჯერად უვარსკვლავებო ცა გადმოჰყურებდათ ზევიდან.
ღრმად ამოიოხრა ვაჩემ და ფრთხილად გახედა ნიკაპაკანკალებულ ქალს, რომელიც აშკარად ცრემლების შეკავებას ცდილობდა.
_რატომ დაბრუნდი?_მომტხოვნი იყო ვაჩეს ტონი.
_არვიცი_გულწრფელად უპასუხა ქეთამ.
_შემომხედე!_კიდევ უფრო გაიმკაცრა ხმა.
_არ შემოგხედავ_ხმაში ტირილის ნოტები გამოერია მიქავას.
_შემომხედე-მეთქი!
_არა!
_ქათა შემომხედე!
_არ შემოგხედავ ვაჩე, არა_ამოიტირა ერთიანად აცახსახებულმა და ჩამოგორებული ცრემლი ხელის გულით მოიწმინდა.
მოტმინება დაკარგულმა ვაჩემ მკლავებში წაავლო ხელი და თავისკენ შეაბრუნა. ამღვრეულ, კვლავ თბილად მომზირალ, ჩამძირავ თაფლისფერებში ჩახედა და თვალები თკივილისაგან მაგრად დახუჭა.
_რატომ მომექეცი ასე, რატომ?! რატომ მიმატოვე ასე უმიზეზოდ. ასე აუხსნელად რატომ წახვედი. რატომ?
ცრემლების ახალი ნაკადი ცერა თითით მოსწმინდა და ოდნავ შეანჯღრია.
_ახლამაინც მითხარი მიზეზი. სად დავუშვი შეცდომა, რომ წასვლა გაიზულე. მითხარი, გთხოვ აღარ შემიძლია.
_შენ არაფერ შუაში ხარ_უღონოდ ამოილუღლუღა ქეთამ.
ვაჩეს სიმწრით ჩაეცინა.
_აბა ვინ, ვინ არის შუაში?!
ტელეფობმა დაიწკრიალა. ვაცესი იყო. აურადღებას არ აქცევდა, მგონი არც ესმოდა. ჯიქურ შეჰყურებდა თავდახრილ, ყველაფრის მიუხედავად, მაინც საყვარელ ადამიანს. მაგრამ ზარი განმეორდა. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ...ბოლოს ვეღარ მოითმინა და ტელეფონი ამოიღო. როგორც კი სახელი „ანიტა“ ამოიკითხა სიმწრით, საუფიქრებლად პირდაპირ აივნიდან მოისროლა.
_რა ქენი_პირზე ხელებაფარებულმა დაიკივლა ქათამ.
_წამოდი_მარცხენა მკლავზე ჩაავლო ხელი ვაჩემ. მთელი რესტორანი მიარბენინებდა, სულ არ ანაღვლებდა გაკვირვებული ათობით თვალი, რომ უწვავდა ზურგს. მანქანაში ძალით ჩატენა და გაავებული მოსწყდა ადგილს.
_ყველაფერი დღეს დამთავრდება ქეთა მიქავა! მეყოფა ამდენი წელი ცოცხალ-მკვდარმა, რომ გავატარე. ყველაფერს ამიხსნი. დაწვრილებით მომიყვები, სად ჯანდაბაში იყავი და როგორ მემალებოდი. მანამდე ფეხს ვერსად გაადგამ_ღრიალებდა და საჭეს მუშტებს ურტყამდა.
_არაფრის მოყოლას არ ვაპირებ_აყვირდა ქეთაც.
_ხმა! გეყოფა! გეყოფა ბოლოსდაბოლოს. ცხოვრება დამინგრიე გესმის? ყველა იმედი ჩამიკალი. ჩემი მომავალი მეგონე. რატომ მეფიცებოდი სიყვარულს, რატომ?!ამიხსენი ქათა, ამიხსენი თორემ გადავირევი გეფიცები.
-არ გეტყვი, არაფერს არ გეტყვი_უკვე ისტერიკულად ყვიროდა გოგონა.
_მაშინ რატომ დაბრუნდი?!_ისეთ ხმაზე იღრიალა, რომ ქეთა შიშისგან ადგილზე შეხტა.
_არვიცი_ამოისლუკუნა მიქავამ და ურჩი ცრემლები მუჭით მოიწმინდა.
_რა არიცი?! იმისთვის დაბრუნდი, რომ კიდევ ერთხელ გეტკინა? რა ჯანდაბად მოეთრეოდი. თავის დროზე, ხომ მომკალი. რამ გაიძულა გამაგებინე. რატომ წახვედი ჩემგან? რამ, რამ გაიძულა ქათა...
_დედაშენმა_წამოიყვირა და ღრმა ამოოხვრაც მოაყოლა, თითქოს გათავისუფლდაო.
გაოგნებულმა ვაჩემ მანქანა მოულოდნელად დაამუხრუჭა.
_დედაშენმა მაიძულა უარი მეთქვა შენზე. მიმეტოვებინე და ჩემს გზაზე დავმდგარიყავი. შენ გგონია მე მილხენდა? ვკვდებოდი შენგან ასე შორს, რომ მიწევდა ყოფნა. არც სწავლა მეხალისებოდა და არც ახალი ცხოვრება. შენთან მინდოდა, მაგრამ არ შემეძლო. მეშინოდა, არვიცი ახლა რატომ ჩამოვედი. გულის სიღრმეში ყოველთვის მქონდა იმედი, რომ ყველაფერი ძველებურად იქნებოდა, რომ მაპატიებდი.
_დედაჩემმა?_ამოიბლუკუნა გაოცებულმა.
_დედაშენმა_ჩურჩულით დაუდასტურა და თავი საზურგეს მიადო.
გაბრაზება შეპარულმა მოატრიალა მანქანა და გეზი დედამისის სახლისკენ აიღო. თან დაჯერება არ უნდოდა, თან სხვა ახსნას ვერ პოულობდა. როგორ შეეძლო დედამისს ასე მოქცევა. როგორ შეეძლო ბედნიერების ყოველი იმედი ჩაეკლა საკუთარ შვილში? როგორ შეეძლო ყოფილიყო ასეთი უგულო? საკუთარი ახირებებისთვის ერთადერთი ბიჭის შეწირვა, როგორ შეეძლო?
უკვე მრისხანება მოაწვა წლების წინ ქეთას დაღვრილი ცრემლების გახსენებისას, როდესაც დედამისი მწარე სიტყვებით შეამკობდა ხოლმე.
_რატომ ვერ მიტანს გამაგებინე ვაჩე_ამოიტირა ქეთამ, მამაკაცს მიეხუტა და ისედაც დასველებული პერანგი, ცრემლების ახალი ნაკადით კიდევ უფრო დაუნამა.
_ასე არ არის_თავზე ხელი გადაუსვა ვაჩემ.
_ასეა ასე. ვერ ხედავ, რომ არ მოვწონვარ? ორი წელია ერთად ვართ, ის კი გამუდმებით ახალი გოგონების პოვნაშია შენთვის.
მამაკაცს ჩაეღიმა და გაბუსხული ტუჩები დაუკოცნა.
_სულ არ მაინტერესებს ვის პოვნაშია, მე ჩემი იკვე ნაპოვნი მყავს.
_აღარ ავიდეთ მასთან კარგი?
_კარგი, თუ არ გინდა აღარ აგიყვან, მაგრამ ხომ იცი ჩემი ცოლი, რომ გახდები მასთან ურთიერთობა მაინც მოგიწევს.
_უარესად გამამწარებს ვაჩე აი, ნახავ_ტირილს უმატა ქეთამ.
_ქეთა, მართლა ბავშვივით იქცევი შენს თავს ვფიცავარ_გაეცინა მამაკაცს.
_მაშინ გამაგებინე რა აქვს ჩემი საწინააღმდეგო_ტირილი სლუკუნში გადაუვიდა მიქავას.
_ასეთია, არასდროს არავინ მოსწონს_მხრები აიჩეჩა და ცრემლები კოცნით შეუმშრალა ვაჩემ.
_სხვა გოგოები, რომ მოსწონს?
_მოეშვი ამაზე დარდს პატარავ. მისი აზრი არ მაინტერესებს, მთავარია შენ ხარ ჩემტან, მორჩა!
_მაგრამ...
_ქეთა!_ხმა გაიმკაცრა ონიანმა.
_მე მინდა ჩემი საყვარელი კაცის დედასთან კარგი ურთიერთობა მქონდეს.
_ცემი ცოლი, რომ გერქმევა სხვა გზა აღარ ექნება და შეგეგუება.
_მაგრამ...
_ქეთა გეყოფა!მერამდენედ უნდა ღვარო ცრემლები ერთი და იგივეზე?
_მე...
_დამთავრდა!ამაზე სიტყვა აღარ დაძრა, თორემ ვიჩხუბებთ, გესმის?
ქეთამ თავი უღონოდ დაუქნია და ტირილით გამოფიტულს მალევე მის მკერდზე აკრულს ჩაეძინა.

კორპუსთან გააჩერა მანქანა. მკლავზე ჩაავლო ხელი ქეთას, არც ლიფტს დალოდებია, ისე აარბენინა კიბეები მე-9 სართულამდე. გიჟივით დააბრახინა რკინის კარებზე, თან ცრემლებად დაღვენთილ, უხმოდ მდგარ ჯერ კიდევ მონატრებულ სხეულს ხელს არ უშვებდა. კარი კატომ გააღო, ვაჩეს უმცროსმა დამ. თმააბურძნული, პიჟამოს ამარა ატუზულიყო, ეტყობოდა ეძინა.
_ქეთა..._დაიკივლა გაოგნებულმა და მთელი ძალით გადაეხვია მონატრებულ მეგობარს.
მისი უფროსი დისგან განსხვავებით, თავისი ძმის რჩეულთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა. მეტიც იქამდეც კი ემეგობრებოდა, სანამ ვაჩე გაიცნობდა. ქეთას მამიდა მათ კორპუსში ცხოვრობდა. მარტოხელა ქალი იყო და ძმისშვილმა იკისრა მისი მოვლა-პატრონობა. აქ სიარულს, სწორეს ბოლო სამი წლის განმავლობაში მოუხშირა. აი, ამიტომ არ ჰყავდა ვჩეს ადრე შემჩნეული.
_ქეთა შენ აქ..._წინადადება ვერ დაასრულა ზედმეტ ემოციებში მყოფმა და კვლავ კისერზე ჩამოეკიდა.
_კატო..._გაიკანკალა ქეთას ხმამ და ამჯერას მონატრების ცრემლები გადმოსცვივდა, აწითლებული თვალებიდან.
_ესე იგი დაბრუნდი? ისევ ერთად ხართ?_სახე გაუნათდა კატოს.
_დედა სად არის?_უპასუხოდ დატოვა კითხვა ვაჩემ და ზედმეტად ცივად მოსთხოვა პასუხი დას.
_სძინავს.
_ახლავე გამოვიდეს.
_მაგრამ..._დაბნეული თვალები მიაპყრო ჯერ ერტს, მერე მეორეს.
_კიდევ გაგიმეორო კატო?_დაიგრგვინა ვაჩემ და საძინებლისკენ გაქცეულ დას თვალი გააყოლა.
_ქეთა სასტუმრო ოთახსი გაიყვანა და ერთიანად აკანკალებული დივანზე ჩამოსვა.
რამდენიმე წუთში მოპირდაპირე ოთახიდან ხანში შესული, მაგრამ მოვლილი ქალი გამოვიდა. 50-ს კარგად გადაცილებული იქნებოდა , მაგრამ საერთოდ არ ეტყობოდა. მუდამ ყორანივით შავი თმა მკაცრ იერს სძენდა. გაგიკვირდებოდატ ვაჩეს და კატოს დედად, რომ გაიცნობდიტ, თუმცა მისი უფროსი ქალიშვილი ლელა სწორედ, რომ ასლი გახლდათ დედამისის.
დინჯი, მშვილი ნაბიჯებით მიუახლოვდა შვილსა და ფეზე ფეთიანივით წამოვარდნილ, ყოფილ სარძლოს და სახეზე აკიაფებული ცინიკური ღიმილით, ორივეს მონაცვლეობით ჩააშტერდა თვალებში. ქეტას ზუსტად ისეტი მზერით ატვალიერებდა, როგორც ადრე. ზიზღიანი მზერით.
_ვხედავ დაბრუნებულხარ_დაისისინა და ფეხის თითებიდან თმების წვერამდე აათვალიერა აცახცახებული ქეთა_და ისეთივე გომბიოდ დარჩენილხარ.
-დედა!_დაუყვირა ვაჩემ.
_რა, ტყუილს ვამბობ? რისთვის მოხვედი ვაჩე?_ზედმეტად მშვილი იყო ქალის ხმა.
_სიმართლის გასარკვევად!_ძლივს დაიმორჩილა თავი, რომ ისევ არ ეყვირა.
_ალბათ ყველაფერი ჩაგიკაკლა ამ ალქაჯმა. ჩემი დადასტურება რაღაში გჭირდება?
_სმა!_საჩვენებელი თითი გამაფრთხილებლად ასწია ვაჩემ-მასზე ცუდი სიტყვა არ დაგცდეს დედა.
_ბევრად უარესი სიტყვებიც დამცდება სვილო. ნუთუ ყველაფრის თავიდან დაწყებას აპირებ? ანიტასთან თავს ხომ მშვენივრად გრძნობ/ რაღატომ მოათრიე ეს არსება?_ზიზღით აიქნია ხელი ქეთასკენ.
_მერამდენედ გაგიმეორო?!შენგან მინდა იმ მიზეზის გაგება, რის გამოც მთელი ოთხი წელი ვიტანჯე.
_კარგი რა შვილო. ეს შენ მოინდომე მთელი ოთხი წელი ცრემლებში გაგეტარებინა. პასუხს მე ნუ მთხოვ, ვინც დამნაშავეა გვერდზე გიდგას.
_ტყუით!_დაიყვირა ქეთამ. ვაჩეს ხელი გამოსტაცა და ქალს ერთი ნაბიჯიტ მიუახლოვდა.
_თქვენ, თქვენ ხართ დამნაშავე ყველაფერში. ჩემი და თქვენი სვილის ცხოვრების დანგრევასი. თქვენ არ მაიზულეთ? თქვენ არ დამემუქრეთ, რომ მამაჩემს რაც გააჩნდა იმასაც წაართმევდით? გავლენა გქონდათ და ამას იყენებდით. ვერასოდეს ვერ მიტანდით, სულ მამწარებდით. სათავისოდ იყენებდით იმას, რომ ვაჩეს არაფერს ვეუბნებოდი. გგონიათ ვერ ვხვდებოდი, რომ ერთი სული გქონდათ თავიდან მოგეშორებინეთ?მაგრამ იცით რა? არც მე მეხატებოდით გულზე._გაჰყვიროდა ბოლო ხმაზე და სულ არ აინტერესებდა, რომ ასეთი ტონით მასზე ბევრად უფროსს ელაპარაკებოდა.
_რა თქმა უნდა, ისევ ისეთ ეშმაკ გოგოდვე დარჩენილხარ_გადაიხარხარა ქალმა_დიახაც! ვერ გიტანდი! ოჯახში შენნაირი ღარიბი, მდაბიო რძალი რაში მჭირდებოდა? ჩემი შვილი გაასულელე, მაგრამ შენი აზრით ჩემთან ეგ ხრიკები გაგივიდოდა? დედა შენ არ გყავდა, მარტო ჯიბეგახვრეტილი მამა ძლივს, რომ გარჩენდა. ჩემი შვილის სახით მშვენიერი ხელჩასაჭიდი იპოვე წუმპედან ამოსაძრომად, მაგრამ ვერ მოგართვი. ჩემი შვილისთვის ისეთი გოგონები მყავდა შერჩეული შენ, რომ არც დაგესიზმრება. მდიდარი, ჭკვიანი, ლამაზი გოგონები. შენ ვინ ხარ მათ კარს? ნამდვილი ნაგავი!
გამოპარული ცხრემლი მუჭით მოიშორა ქეთამ. საკუთარ თავს ტირილის უფლებას ვერ მისცემდა. მტკიცე და მყარი უნდა ყოფილიყო, რომ ამ ქალისთვის საკადრისი პასუხი გაეცა. სახეზე პირველად გამოესახა ზიზღი. ზიზღი ამ ქალის მიმართ. თვალი თვალში გაუყარა და კიდევ უფრო მიუახლოვდა.
_თქვენ ყველაზე ამაზრზენი ქალი ხართ, ვინც კი ოდესმე შემხვედრია. რა დედა ხართ? მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობთ, შვილებს აინუნშიაც არ აგდებთ. სიმდიდრე! აი, ეს არის თქვენთვის მთელი ცხოვრება. ვერ გიტანთ, ეს კარგად დაიმახსოვრეთ. ვაჩეს, რომ საკუთარი ხელით გამოუთხარეთ ბედდნიერების ფესვები ეს ნორმალურია? ან მე, რომ გამაუბედურეთ და სადღაც იმ დაწყევლილ ქვეყანაში გამმიშვით, ეს ნოემალურია? ვერაფრით გამოისყიდით ამ ცოდვას. ჩვენი ცხოვრების დანგრევა ასე არ შეგრჩებათ._გაჰკიოდა და ცრემლებს რის ვაი-ვაგლახით იგერიებდა. ვერ წარმოიდგენდა მისი სუსტი სხეულიდან ამხელა ხმა თუ ამოვიდოდა.
ოთახში სიჩუმე გამეფდა. ვერავინ ხმას ვერ იღებდა. ყველა გაოგნებული იყო. ქეთამ თვალები დახარა და ასე, უკანმოუხედავად გაიქცა საძულველი ადგილიდან.
_ჩათვალე, რომ ჩემი სახით შვილი აღარ გყავს_კბილებს შორის გამოსცრა ვაჩემ და მის აწ უკვე ნამდვილ მომავალს დაედევნა.
წვიმამ დასცხო, თუმცა რა გასაკვირი იყო, მარტი იდგა. ქეთა არსად ჩანდა. სწრაფად ჩაჯდა მანქანაში და გზაზე გავიდა. გული ლამის ამოვარდნოდა. წესით მწუხარება უნდა ეგრძნო დედამისის საქციელის გამო, მაგრამ პირიქით უხაროდა. უხაროდა ისე, როგორც არასდროს არაფერი გახარებია. როგორც იქნა გაიგო ყველაფერი. მარტალია მძიმე სიმარტლე აღმოჩნდა, მაგრამ სიმართლე არასოდესაა მარტივი. ახლა აღარსად გაუსვებდა, აღარავის მისცემდა უფლებას დაეჩაგრა და აბუჩად აეგდო. ეყვარებოდა და იზრუნებდა მასზე ისე, როგორც არასოდეს. ქეტას გრძნობებშიც დარწმუნებული იყო. რომ არ ყვარებოდა არ დაბრუნდებოდა, არ დაენახვებოდა.
ისე წვიმდა რთული იყო რამე გაგერჩია, მაგრამ გაარჩია. მის სილუეტს ათასში გამოარჩევდა. გულზე ხელებდაკრეფილი მიაბიჯებდა, ერთიანად გალუმპული და აქედანაც ეტყობოდა, როგორ კანკალებდა. მანქანა გააჩერა, სირბილით დაფარა მათ შორის მანძილი, გაყინულ მკლავზე ხელი წაავლო, მისკენ შეაბრუნა და ოთხი წლის ნანატრი აისრულა. მთელი ძალით მიიხუტა გულზე. ძველებურად ჩარგო მის თმაში ცხვირი, ისევ იასამნის სურნელი, რომ ასდიოდა წვიმის სურნელთან შერეული.
_ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ასე არ დამტოვებდი. ვგრძნობდი, რომ რაღაც სერიოსული მიზეზი გქონდა, მაგრამ არასოდეს მიფიქრია, რომ არ გიყვარდი_ბუტბუტებდა და თან შუბლზე პერიოდულად ჰკოცნიდა_არ იტირო გთხოვ.
ქეტას ტირილისა თუ სიცივისაგან მხრები უცახცახებდა, სლუკუნებდა და დრო დ ადროკისერზე ჰკოცნიდა მამაკაცს.
_მიყვარხარ ვაჩე, მაპატიე_ამოიტირა მიქავამ და ოდნავ მოშორდა მამაკაცს, რომ თვალებში ჩაეხედა_მაპატიე გულის ტკენა. მაპატიე, რომ ეს ოტხი წელი ტანჯვასა და გაურკვევლობასი გაგატარებინე. მე...მე გაგიგებ თუ შენ სხვა..._ხმა აუკანკალდა და დასრულება ვეღარ შეძლო, მაგრამ ვაჩე მიხვდა რასაც გულისხმობდა მისი გოგო. სახე წაეშალა და თავის მექანიკურად უარის ნიშნად რხევას მოჰყვა.
_ ეს როგორ იფიქრე? არასოდეს დამვიწყებიხარ. შენს გარდა არავინ არასოდეს მყვარებია, ეს როგორ...
_აბა ანიტა?_ამოიკნავლა და გათქვა, რაც აწუხებდა. ვაჩეს სიმწრისგან ხმით ჩაეღიმა.
_ანიტა, ანიტა_ღიმილით გადააქნია თავი_ის ერთი ჩვეულებრივი ბ*ზია ქეტა. სენსა და მას შორის განსხვავება ცასა და დედამიწასავითაა. მეტიც, სართოდ არ შეიძლება სენი მასთან შედარება. ანიტა დედაჩემის არჩევანია. ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ვის მოვიყვანდი ცოლად. შენ ყოველთვის ერთადერთი იყავი ჩემს გულში. ის გასართობი იყო. ვცდილობდი სიამოვნების მირებისას მაინც გამომედევნე გონებიდან, მაგრამ ამაოდ_წამით გაჩერდა და ლოყაზე მიეფერა_მიყვარხარ ქეთა, იმაზე მეტად ვიდრე ადრე.
ქათას ბაგე თვალისმომჭრელმა ღიმილმა გაუპო.
_უჰ-ამოისუნთქა უეცრად გამხიარულებულმა_არადა, მე რეები არ ვიფიქრე_გაიცინა და ვაჩეს კისერზე შემოჰხვია ხელები.
_ვაჩე?
_რა?
_სიგარეტის მოწევას, ხომ თავს დაანებებ?_ფრთხილად შეაპარა მამაკაცს.
ვაჩეს გაეცინა გოგოს გაუბედავ გამომეტყველებაზე.
_აბა რას ვიზამ. ისე ხვდები, რომ წვიმასი ვდგავართ?_სიცილით მოჰხვია ხელები წელზე.
_ხო ვხვდები_თავი ღიმილით დაუქნია და უცებ დაეხსნა მკლავებიდან_და ძალიან მიხარიააა_დაიყვირა ხელებგაშლილმა, ცაში აიხედა და დატრიალდა. კვ;ავ წელზე შემოაწდო ხელები მოკისკისე გოგონას და ყელზე აკოცა.
_ისევ ისეთ ბავშვადვე დარჩი.
_მერე გამზარდე.
_ამჯერად მართლა გაგზრდი_დაიხარა და ყურში უჩურჩულა_ამჯერად მართლა გახდები ჩემი ცოლი.
_გავხდები_დაეთანხმა ღიმილით. ვაჩესაც გაეღიმა და მაშინვე წაეტანა მონატრებულ ბაგეებს.
წვიმამ უფრო დასცხო. კისკისით მოშორდა ქეთა მამაკაცს და კიდევ ერთხელ დატრიალდა სულით-ხორცამდე ბედნიერი. ვაჩე ზურგს უკან დაუდგა, გულისჯიბიდან წითელი ყელსახვევი ამოიღო და თავისი ხელით გაუკეთა ყელზე. შემდეგ დაიხარა და რამდენიმე წლის წინ ნათქვამი უჩურჩულა.
_შენი სიცილის ხმა, ყველაზე სასიამოვნო ხმაა ჩემს სამყაროში. ნაზი მელოდიასავითაა...
თვალებში ცრემლჩამდგარი მიტრიალდა ქეთა და ვაჩეს მიეხუტა, მამაკაცმაც მოჰხვია ხელები.
_მე კი შენი ღიმილი მირჩევნია ყველაფერს გაიმორა ქეთამაც და მოწოლილ მოგონებას ახლა მან გაუღიმა.


-----------------------------
იმედია მოგეწონებათ. ალაბთ ბევრი ბეჭვდითი შეცდომები მექნება, მაგრამ მომიტევეთ შევეცდები მომავლისთვის გამოვასწორო. შეფასება თქვენთვის მომინდვია, ძალიანაც არ გამაკრიტიკოთ. <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent