შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Моя маленькая истеричка


10-07-2015, 18:30
ავტორი liar
ნანახია 3 370

დედოფალი დამარქვეს!

ზაფხული დაიწყო! დიდიხანია დაწყებულია , მაგრამ ჩემთვის ეხლა დაიწყო..როცა ეროვნულებს მოვრჩი. სკოლით მასწავლებლებითა და გამოცდებით, ბანკეტით და ამბებით დატვირთულმა წელმა წარმატებით მიიჯახუნა ჯოჯოხეთური კარი და ასევე წრმატებულად გამიღო სამოთხის კარი. ხო ,ხო უნივერსიტეტში ჩავაბარე… დღეს არდადეგების პირველი დღეა… მეკი ვცდილობ მონატრებული დილით დავიწყო, როცა წასასვლელი არსად ვარ , არც სამეცადინო მაქვს, და შემიძლია დიდხანს , ტკბილად და უშფოთველად ვიძინო…მაგრამ შენც არ მომიკვდე, სამწუხაროდ როგორც ჩვეულებრივ, დღესაც ზლაზვნით წამოვდექი საწოლიდან და ბრაზნარევი სახით გავხედე ჩემსოთახში შემოპარულ მზის სხივს, რომელიც ცელქი ბავშვივით ქარისგან აცეკვებულ ფარდას ხან მარჯვნივ ხან კი მარცხნივ დაჰყვებოდა…ჩემს სახეზე კი უმისამართოდ დათარეშობდა, გავიფიქრე- ღმერთო ჯერ არც გათენებულა და ეს სხივები ძილის საშვალებასაც კი არმაძლევენ… გულმოსულმა გადავიძვრე პლედი და ფანჯრის დასაკეტად ბარბაცით ისე წავედი თითქოს მთვრალი კაცი ვყოფილიყავი , გზის გაგნებას კი ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელი, თვალდახუჭული ,ხელების ფართხალით ვცდილობდი , რომ რაიმეს არდავჯახებულიყავი ჩემს ოთახში. ასეც მოვიქეცი , ფანჯარა დავხურე , მუქ ფარდებს კი მცველის როლი მივანიჭე მზის სხივებისგან , რომ დავეცავი… უკან გამარჯვებულის შეგრძნებით წამოვბარბაცდი და ისევ ჩემს ლოგინში "გავიშხლართე" როგორც წყალში ზღვის ვარსკვლავი… ძილს კი უფლება მივეცი გაბატონებულიყო ჩემზე...
გამარჯობათ, მე ელენა ბურდული ვარ 18 წლის , ვცხოვრობ ქუთაისში , წელს ჩავაბარე თბილისში სამედიცინო უნივერსიტეტში უფასოზე მოვხვდი… როცა ეს შევიტყვე როგორ აგიხსნათ რადამემართა , არა ჩემი თავის იმედი მქონდა მაგრამ ამას არმოველოდი… აუღწერელი შეგრძნებაა აი ისეთი რაღაც რომ ძალიან გინდა მაგრამ რა არავინ , რომ არიცის და უეცრად , ესე წამიერად, მოულოდნელად აგიხდება და შოკირებული რჩები. ოდნავ მაინც შევძელი ამეხსნა?.. მოკლედ ძალიან გამიხარდა. როცა წარმატებას მიაღწევ მერე ხვდები რომ ბრძოლას, წვალებას, გათენებულ ღამეებს უქმად და ფუჭად არჩაუვლია და აღმოაჩენ რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი...რაშორს წავედი…
მყავს და ნინო რომელიც ჩემზე 1წლით უნცროსია.. სულაც არმგავს გიჟი და ძალიან მხიარულია. არა ხასიათს არც მევუჩივი მაგრამ უფრო დინჯი და გაწონასწორებული ვარ. ჩემი და კი ბევრი სოტყვების გარეშე "გიჟია" რისგამოც ხშირად არის ხოლმე გაუგებრობებში ..სასაცილო გაუგებრობებში.. ხო გარეგნულად ანგელოზი არვარ , არასდროს მომწონდა ჩემი თავითავი.. არა არა სხეულის ფორმებზე არმაქვს პრობლემა ვაღიარებ გამოყვანილი წელი და გრძელი სუსტი ფეხები მაქვს მაგრამ, რავქნა ასეთი ვარ… "ქამელეონის" თვალის ფერი მაქვს (როგორ მეტქვა არვიცოდი) და წაბლისფერი თმის ფერი… საკუთარ თავზე ბევრი საუბარი არმიყვარს და დღეს რატომღაც "გავიტლიკე"… საკუთარ სახლში ვცხოვრობ , დიდი ეზო აქვს და ყვავილებითაა სავსე .. უნდა ვაღიარო ჩემი დამსახურებაა, ყვავილები ძალიან, ძალიან, ძალიან მიყვარს… ეზოში კი არის ჩემი საყვარელი ადგილი , სადაც ჰამაკი მაქვს და იქ განმარტოებას წიგნებთან და ჩემს დეშუნიასთან ერთად არაფერი მირჩევნია.. ჰაჰ! ვინ არის დეში? დეში ჩემი კატაა , მიყვარს კატები… მხოლოდ კატები ცხოველებდან… ყველაზე მეტად გვესმის ერთმანეთის ჩემს დას კიდე ვერც დეში იტანს და არც ნინოს ეხატება გულზე… დედა მაკა აბრამიდძე მასწავლებელია და იმდენად დატვირთული გრაფიკი აქვს , ჩვენთვის უკვე აღარ სცალია ყოველტვის ასე არყოფილა , მაგრამ დღეს ასეა, გულთბილი და კეთილი ადამიანია მისი პროფესიიდან გამომდინარე, ბავშვები ძალიან უყვარს და გაიძახის მე ორი კიარა უამრავი შვილი მყავსო, ანალოგიურად უყვართ ბავშვებსაც… მამა ნიკო ბურდული , ინჟინერია და დღეს საზრვარგარეთაა სამუშაოდ საკმაოდ წარმატებული , და საოცარი ადამიანია… დედასთან კარგად ვარ მაგრამ ჩემი მამიკო ყველას და ყველაფერს მირჩევნია ჩემი ძმა, მამა, დაქალი, ძმაკაცი ერთისიყვით მსოფლიოში მგონი ყველაზე თბილი მამამყავს (იმიტომ რომ ძალიან მიყვარს. ყველა ასევამბობთ ალბათ) ნინო დედასთან უფრო ახლოსაა , იმიტომ რომ დედა მიუხედავად იმისა რომ მასწავლებელია და კონსერვატიული წარმოდგენა არუნდა გვქონდეს იმიტომ რომ მხიარული და ნინოსმსგავსად გიჟი დედაა… ხასიათებით მე მამას გარეგნულად კი დედას ვგავარ მხოლოდ თვალებით და კურნოსა ცხვირი დამყვა მამიკოსი… ანაკი პირიქით ხასიათებით დედას, გარეგნულად კი კოპიო მამაჩემია ..საერთო ჯამში ერთი გიჟური, ტკბილი, დაჰარმონიული ოჯახი გვაქვს !
მყავს დაქალები და ძმაკაცები მაგრამ ყველაზე ახლოს თამოსთან და გეგასთან ვარ.. ისე ყველა მიყვარს და ამას გამოვხატავ კიდეც მაგრამ ხომ გაგიგიათ ბევრის ყოლას , ცოტა და ნამდვილი გყავდეს ჯობიაო… ყველა ვერც გვეყვარება და ყველას ვერც ვეყვარებით ..ლაითი ურთიერთობა ყველასთან საჭიროა.. ვერვიტან არამკითხე მოამბეებს.. არასდროს ვერევი სხვის ცხოვრებაში და არც არასდროს მქონია ამის გამო პრობლემები.. მშვიდი და წყნარი აი ჩემეული ცხოვრება მაქვს… როცა ვინმეზე ან რამეზე ვბრაზდები განმარტოება მამშვიდებს თანაც ძალიან... შეყვარებული არასდროს მყოლია თუ ბაღის ისტორიებს არგავიხსენებ :დდ რატო? მეც არვიცი ..თაყვანისმცემლების რიცხვს არვუჩივი მაგრამ ჩემთვის სხვა ბევრი რამ უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნდა და მიმაჩნია ამის გამო გეგა და თამოა "ახალგაზრდა შინაბერას" მეძახის მათშორის ჩემი დაც რომელსაც მე-3 შეყვარებული ჰყავს , რაც მე მაღიზიანებს მაგრამ ჩემი ვის ესმის, მაგრამ მგონი ეხლა მართლა უყვარს ვაკო. მოკლედ იმდენი ვილაქლაქე მგონი თავბრუ დაგეხვათ.. ასეა თუ ისე ეს მევარ ელენა ბურდული.
________
ძილს იმდენად ვყავდი შეპყრობილი ვერაფერს ვერ გავიგებდი სანამ მუცლის არეში საშინელ ტკივილს არვიგრძენობდი დარწმუნებული ვარ ვერავინ და ვერაფერი გამაღვიძებდა დაღლილ დაქანცულს შუადღის 2 საათამდე მაინც… დაფეთებულმა ვჭყიტე თვალები , ჯერაც ვერ გავიაზრე რახდებოდა სანამ ჩემიდა ჩემს მუცელზე კლოუნის სახით მჯდომი არდავინახე..
-ნინო მოგკლააააააავ!
-მამა აფრიკააა ტარანანააა
ბალიშს დავწვდი და პირდაპირ თავში გავუქანე
-ეგრე გინდა ხო? თვალის დახამხამებაც ძლივს მოვასწარი ისე სწრაფად გამიკეთა ანალოგიურად.
-გაეთრიე ..ნინო მოგკლაააააავ!
წამოვფრინდი და ტყიდან გამოვარდნილი ქალივით ბალიშით ხელში მივზდევდი მოკისკისე ნინოს და უცებ შემოსასვლელ კარეფთან ელვისებური სისწრაფით მოლაპარაკე მაკას , რომ ჩავუქროლეთ და მოლოდინიც გამართლდა
-გოგოებოოო გეყოფააათ !
ყურადთება არმიგვიქცევია ნინო იცინოდა მეკი გამწარებული თმა ყვავის ბუდეს მიგავდა დარწმუნებული ვარ ქაჯივით დავდევდი როცა დედამ გაქცეული შემაჩერა და დაკავებული კიდევ ვაფართხალდებდი ფეხებს სანამ სასიამოვნო ხმის მონოტორული სიცილი არგავიგონე…
-არგრცხვენიათ? იზრდებით და ჭკუა არგემატებათ, გადამრევთ მე თქვენ… უკაცრავად თქვენთან ბოდიში, გაბრაზებული ტონით უთხრა მოსაუბრეს.
დედას მზერას გავაყოლე თვალი წინ გადმოყრილი თმების უკან გადაწევას პირიდან წამოსული ჰაერის დიდი ნაკადით ვცდილობდი და როცა შევნიშნე ჩვენს წინ მდგარი უცნობი, სირცხვილისგან მიწა გამსკდომოდა და თან ჩავეტანე მერჩივნა რადგან გავაანალიზე, რომ მის ტრუსისა და ბიუსჰალტერის სამარა თმააბურძგნული ვიდექი…



№1  offline წევრი miyvarxar1992

კარგია. გააგრძელე

 


№2  offline წევრი დადუ♥♥

Sainteresoa gaagrdzeleb did I tavebit ogond

 


№3  offline წევრი liar

გავაგრძელებ აუცილებლად თუგექნებათ სურვილი ბავშვებოო<33 ბეჭვდაში შეცდომები გამეპარა და რომდავდე მერე შევნიშნე აგარ განმეორდებაა გპირდებით :დ <33

 


№4  offline წევრი cancara

ვაიმე კაია კაი გააგრდზელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent