შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

...ცოლი კომპანიის სანაცვლოდ... (4 თავი)


11-07-2015, 03:15
ავტორი lele
ნანახია 3 010

მეორე დღეს ტელეფონის ზარმა გამაღვიძა , ბიცოლაჩემი მირეკავდა ინერვიულა ალბათ სახლში რომ არ მივსულვარ..
-გისმენ.. -ვუპასუხე ნამძინარეvი ხმით.
-არ გრცხვენია კატოოო.. - სოფლის დედაკაცები რო გამოდგებიან და ბავშვებს ლანძღავენ იმის გამო რომ ხიდან ერთი ვაშლი მოწყვიტეს ისე გაჰკიოდა ნინოც ტელეფონში..
-მთელი ღამე ვნერვიულობდი არ ვიცოდი სად იყავი , ცალკე დედაშენი რეკავდა , აღარ ვიცოდი რა მეთქვა , თანაც ტელეფონსაც არ პასუხობდი მიკვირს რომ იკადრე და ახლა მაინც აიღე.. და საერთოდ რანაირად იქცევი ამ ბოლო დროს?! -არ წყვეტდა ყვირილს..
-მორჩი ლანძღვააას? -ვუპასუხე მობეზრებული ხმით და თვალები გვერდზე გადავატრიალე..
-რა ტონით მელაპარაკებიი?! და საერთოდ სად ხარ , დროზე მოდი სახლში..
-იციი რა სახლში მოსვლას არ ვაპირებ და მიზეზი თუ დაგაინტერესებს შენს ქმარს კითხე და მე ნუღარ შემაწუხებ.. -უხეშად ვუპასუხე და გავუთიშე , და საერთოდაც გამოვრთე ტელეფონი არ მინდოდა ვინმე დამკონტაქტებოდა..
თუმცა დედაჩემის მიმართ , თავი დამნაშავედ ვიგრძენი ყოველდღე ვურეკავ ხოლმე და თუ ვერ ვახერხებ ვაფრთხილებ მაინც ახლა არც კი მიმიწერია.. ვინ იცის როგორ ნერვიულობს მაგრამ რა მექნა არ შემეძლო არავისთან ლაპარაკი და ჯობია საერთოდ არ დაველაპარაკო ცოტახნით.. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა რითი გამეყვანა დრო , არაფრის ხალისი არ მქონდა თავში გუშინდელი ამბები მიტრიალებდა.. ამ ეტაბზე აჯობებდა გოგოებიც გამეღვიძებინა რადგან უკვე 12 საათი იყო და ძილის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა..
-ვაიმეეეეე ხანძარიიიი.. -ავტეხე მოულოდნელად განწირული ხმით კივილი თან სიცილს ძვლივს ვიკავებდი..
-რააა , საად ? -გიჟივით წამოხტა ლიკა..
-ვაიმეეე ხანძარიაააა - თაკოს ყვირილსაც არ დაუყოვნებია , ახლა კი სიცილი ვეღარ შვიკავე იმათ სახეებს , რომ შევხედე და გულიანად გადავიკისკისე..
-კარგით ხო დამშვიდდით არანაირი ხანძარი არააა -და სიცილს არ ვწყვეტდი , მაგრამ როცა გოგოების სახეს შევხედე მივხვდი რომ საქმე ცუდად მქონდა და ჯობდა გავქცეულიყავი..
-აუუ რა სულელია რა მე კიდე გული გამისკდა ისეთი წამოვხტი.. -თქვა ლიკამ და თვითონაც სიცილი დაიწყო , შემდეგ თაკოც აგვყვა და ასე სამივემ გულიანი სიცილი დავიწყეთ..
-შენ არაფერი შეგცვლის რა კატო , ყოველთვის შეშლილად დარჩები.. (თაკო)
-არადა გუშინ როგორ იძახდაა ‘ ამის შემდეგ ჩემს სახეზე სიცილსაც კი ვერ დაინახავთ ‘ დღეს კიდე გულის ხეთქვით გვაღვიძებს.. -გამაჯავრა ლიკამ და ისევ სიცილი დაიწყო..
-თქვენთან ერთად , რომ ვარ ხომ იცით დიდხანს ვერ ვფიქრობ საკუთარ პრობლემებზე , თან თქვენთან დიდხანს ვინ გაჩერდება ჭკვიანად..
ასე ვიწექით სამივენი და ვიხსენებდით ჩვენს ამბებს და ვკვდებოდით სიცილით..
-წამო სადმე გავიდეთ რა , მაღაზიებში გავიაროთ და იქნებ რამე მოგვეწონოს კიდეც.. -წამოიძახა უცბად თაკომ..
-ხო წავიდეთ , ვიყიდი რამეს თორემ გამოცვლა ხომ მინდა.. -დავეთანხმე მეც
ძვლივს წამოვიზლაზნეთ ლოგინიდან და სააბაზანოში შესვლაზე რიგმაც არ დააყოვნ. მარტო 2 საათი გამზადებას მოვუნდით.. მე დროებით ლიკას გარდერობით ვისარგებლე , და როგორც მჩვევია უბრალოდ ჩავიცვი , უბრალო მაკიაჟიც გავიკეთე და უკვე მზად ვიყავი.. ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ მოკაზმულები და გადავწყვიტე სამზარეულოში რამე გემრიელი მიმერთმია , თან ტელეფონის ჩართვა გადავწყვიტე.. ტელეფონი ჩავრთე თუ არა მაშინვე დედაჩემის მესიჯი დამხვდა :
„კატერინა , რა ხდებააა? რატომ არ მირეკავ ან მწერ ხო მშვიდობაა.. ძალიან ვნერვიულობ სახლშიც არ მოუსულაო ნინომ.. ძალიან გთხოვ გამაგებინე როგორ ხარ.. „
უცბად საშინელი ტკივილი და მონატრება ვიგრძენი , როგორ მინდოდა ახლა აქ ყოფილიყო და გულში ჩავეხუტებინე ,მაგრამ ეს შეუძლებელია.. ცრემლებმა თავისით დაიწყეს ჩემს ლოყებზე ჩამოსრიალება , ცოტაც და ტირილს დავიწყებდი მაგრამ თავი ხელში ავიყვანე და გადავწყვიტე პასუხი მოკლედ და გასაგებად გამეგზავნა..
" კარგად ვარ დეე , არ ინერვიულო ლიკასთან ვარ ცოტახანი აქ დავრჩები კიდე და ვერ შევძლებ ალბათ დარეკვას.. კოტე ბიძიასთან და ნინოსთან არაფერი თქვა.. მენატრები და ძალიან მიყვარხარ. "
ამასობაში ისინიც გაემზადნენ და საყიდლების გზას დავადექით..
იმდენი ხანი ვიარეთ ფეხზე ვეღარ ვიდექით ვერცერთი.. გადავწყვიტეთ სადმე კაფეში ცივი ყავა და ნაყინი მიგვერთმია.. ერთ-ერთი კაფე ავარჩიეთ და იქ წავედით.. ვიჯექით ჩვენთვის , ხან რას ვლაპარაკობდით ხან რას.. ვყვებოდით ჩვენს თაყვანისმცემლებზე და სასიყვარულო თავგადასავლებს.. მაგრამ ამჟამად არცერთს არ გვყავდა შეყვარებული.. ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა სანამ კაფეში , ჩემი სასუწარკვეთილების მიზეზი არ შემობრძანდა , ბატონი ლუკა მაისურაძე.. არც ლუკას გამოპარვია ჩემი იქ ყოფნა მაგრამ მაშინვე არ მოსულა..
-რა მოხდა კატუუს?! ისეთი სახე გაქვს თითქოს ეშმაკი დაინახე.. -მითხრა ლიკამ და თავის ნათქვამზე სიცილი აუტყდა..
-არაკაცი , როგორ ვერ ვიტან.. რაღა ამ კაფეში მოუნდა ბიჭს მობრძანება სხვა უკეთესი ვერ ნახაა? -დავიწყე ზიზღნარევი ხმით ლაპარაკი და თან ყავას დავეწაფფფე ყურადღების გადასატანად..
-რა იყო ვინ დაინახეეე? -მიკითხა თაკომ და ინტერესით სავსე თვალებს აქეთ იქით აცეცებდა..
-ნაძირალა ლუკა , ვაიმეეე როგორ ვერ ვიტან აი ყურებაც არშემიძლია და მაინცდამაინც წინ ჩამომიჯდა..
-აუუ რომელია აბაა? საითააა? -ლიკა
-თქვენს უკან სხედან და როგორ დაინახავთ აბა.. თან ვიღაც გოგოსთან ერთადაა , იდიოტი.
ცოტახანში დავინახე როგორ მოუხადა ბოდიში მასთან მყოფ მეგობრებს და ჩემსკენ წამოვიდა.. არ ვიცოდი სად გავმქრალიყავი , როგორ არ მინდოდა მაგის ხმის გაგონებაც კი , რომელიც მალევე ჩამესმა ყურებში..
-გამარჯობათ გოგონებოო.. -მოვიდა ჩევნს მაგიდასთან თავისი იდიოტური ღიმილით , ვითომც არც არაფერი მომხდარიყოს..
-არ გამაცნობ შენს მეგობრებს კატოო? -მომიტრიალდა მე..
-რა გინდა? ვერ იყავი სადაც იყავიი? -რაც შემეძლო უხეშათ ვუპასუხე..
-კაი დაწყნარდი , კი არ შევჭამ შენს მეგობრებს..
-რავი არ გამიკვირდება კაციჭამიაც რომ იყო.. -ვუთხარი და კვლავ ყავა მოვსვი , ლიკა და თაკო კი ხმას არ იღებდნენ..
-შეიძლება ცალე ვილაპარაკოთ? -ლუკა
-შენთან არაფერი მაქვს სალაპარაკო და თუ შიძლება დაბრუნდი შენს მაგიდასთან , თორემ მოენატრე უკვე იმ ვიღაცას.. -და თვალით თავის მაგიდისკენ მჯდომ ქერა ლამაზმანისკენ ვანიშნე..
-ოჰოო , შენ რა უკვე ეჭვიანოობ? -და სიცილი დაიწყო..
-ეგღა მაკლია , ვიღაც არაკაცებზე ვიეჭვიანო..
-წესივრად კატუს , რამე არ შეგეშლოს.. -და რასაც ქვია დამპლურად გამიღიმა..
-ეხლა კიდე ნება იბოძე და შენით წამომყევი თორემ....
-რა თორეეემ ? ძალით წამიყვააან? -აღარ ვაცადე დაემთავრებინა..
-კაი გასაგებია.. არც ეგ არაა ცუდი იდეა.. --თქვა თუ არა ხელში მწვდა და კარებისკენ წამიყვანა , ლიკა და თაკოს სახეზე ეტყობოდათ , რომ შოკში იყვნენ.. ყველა ჩვენ გვიყურებდა.. კაფიდან როცა გავედით ვეღარ გავუძელი ტკივილს და რაც შემეძლო დავუყვირე :
-ეეე იდიოტო გამიშვი ხელი მეტკინა.. -დავუყვირე და ვცდილობდი ხელი გამენთავისუფლებინა მაგრამ ამაოდ.
-არ მაინტერესებს , არჩევანი შენ გააკეთე ახლა კი ჩაჯდები მანქანაში და ჩემთან ერთად წამოხვალ.. - ხმის ამოღება არც კი მაცადა ისე ჩამსვა მანქანაში და კარები მაგრად მომიჯახუნა.. შემდეგ თვითონაც დაჯდა და ადგილიდან ელვისებური სისწრაფით მოწყდა..
მანქანაში სიჩუმე სუფევდა , ხმას არცერთი არ ვიღბდით , არ ვიცოდი რა გამეკეთებინა თან ძლიან მეშინოდა ლუკასი , მისგან უკვე ყველაფერს მოველოდი და შიშისაგან ხმას ვერ ვიღებდი თან შევამჩნიე რომ თბილის გავცდით.. ბოლოს ისევ ლუკამ დაარღვია სიჩუმე :
-ნუ გეშინია ცუდს არაფერს გიპირებ , რათქმაუნდა ჭკვიანად თუ მოიქცევი.. -და თავი ჩემსკენ შემოატრიალა.. სახეზე მეწერა , როგორ მეშინოდა..
- როგორც ჩანს ხმის ამოღებას არ აპირებ.. გავიგე ბიძაშენთან გილაპარაკია.. - ისე ლაპარაკობდა რომ გვერდზე არც კი შემოუხედავს..
-სახლიდან თუ გაიქცევი შენ გგონია ეს ყველაფერი უკან დაგრჩებააა? ცდები , ეს ყველაფერი რეალობა და თამაში არ გეგონოს.. რამდენიმე დღე ვაპირებდი დამეცდია , რომ ცოტა გეფიქრა მაგრამ რახან ასე მოულოდნელად შეგხვდი მიზეზს ვეღარ ვხედავ , რომ მოვიცადო.. ძნელია შენთვის ალბათ ეს ყველაფერი მაგრამ რა ვქნათ , ბიძაშენმა ასე გადაწყვიტა და სანაცვლოდ ძალიან სოლიდური თანხაც მიიღო ასე რომ ახლა ვერაფერს შევცვლით და მოგიწევს ამ ყველაფერს შეეგუო.. -არ წყვეტდა ლაპარაკს.. მაგრამ რამდენიც უნდოდა იმდენი ელაპარაკა აზრი ჰქონდა მაინც არასდროს შემიყვარდებოდა..
-ფუუუ ამის დედაც.. არ აპირებ ხმის ამოღებააას.. -ხელი საჭეს მაგრად დაარტყა და იმხელაზე დაიღრიალა შიშისაგან ენა გადამეყლაპა.. ვუყურებდი , მაგრამ არ მჯეროდა , რომ ეს ის ლუკა იყო რომელიც 13 წლის წინ გავიცანი..
-ვერ გიტან ლუკა მაისურაძე ვეეერააააა , მეზიზღები.. -ძალაუნებურად დავუყვირე რაც კი ძალა მქონდა და იმ წამსვე ისტერიული ტირილი ამიტყდა..
ლუკას არაფერი აღარ უთქვამს.. გაზს მთელი ძალით დააჭირა და ტრასაზე ელვისებური სისწრაფით მივქროდით.. მოულოდნელად ლუკამ საჭე ვეღარ დაიმორჩილა და გზის იქით მდგარ ხეს მთელი ძალით შევასკდით..

მადლობთ ვინც კითხულობთ და ძალიან მიხარია ვისაც მოგწონთ love love ვცდილობ დიდი თავები გამომივიდეს ხოლმე მაგრამ რამდენად გამომდის მდ ვერ გეტყვით wink უბრალოდ ერთი თხოვნა მაქვს ,რომ დაწეროთ თქვენი აზრი რასაც ფიქრობთ love მადლობა წინასწაარ feel



№1  offline წევრი VaCaCo

Ar momwons luka.. da es daqalebic, chemi daqalebi gaanadgurebnen xeli rom daedo :D ise kaia
--------------------
milii

 


№2  offline წევრი Tako Gogelia

მომეწონააა

 


№3  offline მოდერი ჯია

ხო დაქალების ურეაქციობა მეც გამიკვირდა :დ ... ძალიან მაინტერესებს მიზეზი ლუკამ რატომ "იყიდა" კატო

 


№4  offline წევრი lamazmani

კაია მომწონს ველი ახალ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent