შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარხარ წუთში სამოცჯერ! (თავი6)


11-07-2015, 22:38
ავტორი zoidze99
ნანახია 2 755

-ანა ვიცი, რომ ახლა რასაც გეტყვი შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოს, მაგრამ უბრალოდ მომისმინე. სულ რაღაც სამი დღეა გიცნობ, მაგრად უკვე შეძელი ჩემი გული სამუდამოდ დაგეპატრონებინა. შენ არავის გავხარ! და საუკეთესო ხარ ვისაც კი აქამდე შევხვედრივარ. შეიძლება არვიყო შენი ღირსი, მაგრამ იმდენად ეგოისტი ვარ, რომ არ ვაპირებ შენი თავი ვინმეს დავუთმო და მაგაზე არც კი გაიფიქრო. შენ გულს სამუდამოდ მოვიტაცებ და არსად გავუშვებ. მიყვარხარ! ყველაზე მეტად მიყვარხარ!
ამ სიტყვებმა გამაოგნა. ვერაფერში გავერკვიე, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა.
-ნიკა მაპატიე! მაგრამ ძალიან ჩქარობ! თვალზე ცრემლი მომადგა, მაგრამ შევიკავე და სათქმელის დასრულება ვცადე. ასე სწრაფად არაფერს, ველოდი აღარ გაიმეორო, რომ გიყვარვარ გაიგე?! და გთხოვ! ნუ მაიძულებ, რომ ეს დღე გაგიფუჭო.
ჩემს სიტყვებს აზრი არ ჰქონდა. ხელზე ტკივილი ვიგრძენი, ძალიან მაგრად მიჭერდა და სადღაც მივყავდი. იმდენად ძლიერად ჰქონდა ჩემი ხელი, მის ტორებში მოქცეული, რომ ტკივილისგან ცრემლები წამომივიდა. დარბაზი დავტოვეთ და ნიკუშას ვთხოვე, რომ ხელი გაეშვა.
-ხელი გამიშვი! მტკენ!
როცა შემომხედა ჩემი ცრემლიანი თვალები დაინახა და მაშინვე გამიშვა. ჩემი სახე მის ხელებში მოაქცია და ცრემლი მომწმინდა. ძალიან ახლოს მოიწია და თვალებში მიყურებდა.
-ანა მაპატიე გთხოვ არმინდოდა.
არაფერი მითქვამს, მალე ჩვენს წინ შავი BMW გაჩერდა.
-გთხოვ ჩაჯექი!
-არაფერი მითქვამს უბრალოდ მანქანაში ჩავჯექი. ნიკუშა კი საჭესთან დაჯდა და მანქანა ადგილს მოწყდა. ჩვენს შორის კი სიჩუმე ჩამოვარდა.ფანჯარაში ვიყურებოდი და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ვუყურებდი და თითქოს მათ ვუზიარებდი ჩემს თავგადასავალს. სიჩუმე ნიკუშამ დაარღვია და სიმღერა ჩართო, ჩარკვიანის ორღანი 78. ვგიჟდები ამ სიმღერაზე და მომეწონა, რომ ჩვენი გემოვნება დაემთხვა. ნიკუშამ საუბრის წამოწყება სცადა.
-მოგწონს?
გამომხედა და თბილად გამიღიმა.
-კი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერაა.
-ნახე ამაშიც ვგავართ ერთმანეთს!
გამეცინა და უბრალოდ თვალი ავარიდე მის თვალებს, რადგან ვეღარ ვუმკლავდებოდი მის მზერას, უნაკლო ღიმილს, რომელიც ტვინს მირევდა. ცარიელ ქუჩებს მივუყვაბოდით და ბოლოს, როცა ქალაქს გავცდით აგლომერაციაში სანაპიროსთან გააჩერა. ირგვლივ არავინ იყო, პატარა სახლი იდგა, საიდანაც გზა ზღვამდე მიდიოდა ეს გზა კი პატარ-პატარა ნათურებით იყო განათებული. ძალიან ლამაზი იყო იქაურობა. მანქანიდან გადავედით და იქვე ჩამოვჯექით, ზღვას ვუყურებდით და მანქანიდან მუსიკა ისმოდა.
"გაივლის დრო და წაიღებს ტკივილს,
სიტყვები დაადნობს თოვლს.
დავბრუნდები ისევ, ყვავილებით ხელში,
დავივიწყებ წაგებულ ომს."
უცებ ნიკუშა ფეხზე წამოდგა, ხელი გამომიწოდა და განათებულ სანაპიროზე ცეკვა დავიწყეთ. ხელები ჩემს წელზე მოათავდა, მე კი მხრებზე შემოვაწყე და უბრალოდ ვფიქრობდი ამ სამ დღეზე. ნუთუ ეს რეგვენი ჩემს ცხოვრებას ცვლიდა და ნამდვილად, იჭერდა ჩემს გულში ადგილს. თავი მკერდზე დავადე და ფიქრი გავნაგრძე, სიმღერა დასრულდა და უეცრად საოცარი სიჩუმე ჩამოწვა, მხოლოდ ტალღების ხმა ისმოდა, ჩვენ კი გაშეშებულები ვიდექით.

ძალიან დავაგვიანე დადება და ბოდიშს გიხდით. გთხოვთ დაწეროთ რაიმე, რასაც ფიქრობთ. თქვენი თითოეული კომენტარი მამხნევებს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent