შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარხარ წუთში სამოცჯერ! (თავი 5)


6-07-2015, 12:34
ავტორი zoidze99
ნანახია 3 676

დილით, როგორც ყოველთვის ადრე გავიღვიძე, ვივარჯიშე და სახლში, როცა დავბრუნდი ფეისბუქზე შევედი. გამახსენდა, რომ დღეს ნიკუშას დაბადების დღე იყო. მისი პროფაილი გავხსენი და უამრავი მილოცვა ვნახე. მეგობრობის შემოთავაზებას დავთანხმდი და ცოტახანში შეტყობინება მომივიდა.
-გელოდები. უბრალოდ ერთი სიტყვა და მისამართი.
გარდერობში შევიხედე და რომ ვერაფერი ავარჩიე ანის და ლიკუნას დავურეკე. ცოტახანში ჩემთან მოვიდნენ. ცოტა ვისაუბრეთ და საყიდლებზე გაყოლა ვთხოვე
-გოგოებო დღეს ნიკუშას დაბადების დღეა და დამპატიჟა. ვერ გადავწყვიტე წავიდე თუ არა?!
-რააა ? გაგიჟდი გოგო?! ეგ ხო ნიკუშა დარჩიაა! იცი, რამდენი გოგო ოცნებობს, რომ ერთხელ მაინც, შეხედოს ნიკუშამ?! აუცილებლად წახვალ! აბა რა უნდა ქნა? (ანი)
-რომ არ წახვიდე ჩემი ხელით დაგახრჩობ! (ლიკუნა)
-კარგი რა! მე ხომ წესიერად არც კი ვიცნობ (მე)
-მერე რა! გაიცნობ! (ანი)
-მაშინ წამოდით! საჩუქარი ავარჩიოთ და ჩემთვისაც რაიმე კაბა, თორემ არაფერი არ მაქვს.
გოგონებს ძალიან გაუხარდათ, სიცილი დაიწყეს და ერთად გადამეხვიეს. მაღაზიები შემოვიარეთ, ნიკუშასთვის ძალიან მაგარი საათი ავარჩიეთ, ჩემთვისკი ვერაფერს ვპოულობდი. ბოლოს, როფორც იქნა ერთ მაღაზიას მივადექით. თითქმის ყველა კაბა მომასინჯინეს გოგონებამა. რაღაც წითელი კაბა მომაწოდეს, როცა ჩავიცვი გოგონებთან გავედი და სახეზე აღფრთოვანება ეწერათ, თუმცა მე სულაც არ მომეწონა. ტანზე ისე მეკვროდა მეგონა გასკდებოდა, ძალიან მოკლე იყო, ღრმა დეკოლტეთი და ამოღებული ზურგით. ამის ყიდვას ნამდვილად არ ვაპირებდი.
-კაი რა ანა! ნახე როგორ გიხდება! (ანი)
-სულ გააფრინეთ ხო? (მე)
სხვა კაბებსაც გადავხედეთ და ბოლოს ერთი კაბა ძალიან მომეწონა. ჩავიცვი და სარკეში, რომ ჩავიხედე მივხვდი, რომ ეს აუცილებლად უნდა მეყიდა. ეს იყო, თეთრი ქვედაბოლო, მუხლს ოდნავ აცდენილი და შავი ტოპის მსგავდი მაისური. ტოპიც და ქვედაბოლოც მაქმანით იყო დაბოლოებული. გოგონებსაც ძალიან მოეწონათ, ახლა კი ფეხსაცმელი უნდა ამერჩია. შავი სანდლების მსგავსი ფეხსაცმელი ვიპოვე, ოდნავ ქუსლით, რომელიც ძალიან მოუხდა ჩემს კაბას. გოგონებმაც შეიძინეს ახალი ნივთები და სახლში ქანცგაწყვეტილები დავბრუნდით, მიუხედავად დაღლილობისა სამივე ვგიჟდებით შოპინგზე. ეს ჩვენთვის იგივე განტვირთბაა. ნივთები ამოვალაგეთ და ანიმ და ლიკუნამ ორი ყუთი მომაწოდა.
-ეს რა არის?(მე)
-გახსენი და შენ თვითონ ნახავ (ლიკუნა)
ყუთი გავხსენი და ის წითელი კაბა დამხვდა.
-აუ ანა ისე გიხდებოდა, რომ
იმ მაღაზიაში ვერ დავტოვეთ (ლიკუნა) გაიცინეს გოგონებმა.
-მადლობა გოგო!
-მოიცა შენ ჯერ მეორე ყუთი გახსენი (ანი)
მეორე ყუთი გავხსენი და ულამაზესი ყელსაბამი იყო. აი ზუსტად ისეთი, დღეს ჩემს კაბას, რომ დაამშვენებდა. ეუცრად შევხტი, ძალიან მომეწონა ყელსაბამი. გოგონებს ძალიან მაგრად გადავეხვიე.
-თქვენ რომ არა რა მეშველებოდა?! (მე)
-არც არაფერი. წავედით ეხლა ჩვენ მოწესრიგდი და სახლში, რომ მოხვალ დაგვირეკე იცოდე ყველაფერი მოგვიყევი! (ანი)
გოგონები გავაცილე. საათს დავხედე და უკვე 5იყო, მე კი რვა საათზე იქ უნდა ვყოფილიყავი და ჩემი ზოზინის ამბავი, რომ ვიცი, თუ მომზადებას არ დავიწყებდი დავაგვიანებდი, მე კი ვერ ვიტან დაგვიანებას. შხაპი მივიღე თმა გავიშრე და კაბა ჩავიცვი ძალიან მიხდებოდა, მგონი სწორად ჩემთვის იყო შექმნილი. თმა გავიშალე და ჩემი ბუნებრივი შავი ტალღოვანი თმა მხრებს მოეფინა. გოგონების ნაჩუქარი ყელსაბამი გავიკეთე, ფეხსაცმელი ჩავიცვი ოდნავ მაკიაჟი და უკვე მზად ვიყავი, თუმცა რაღაც მავიწყდებოდა და გამახსენდა ჩემი საყვარელი სუნამო ლამბრე ნომერი 10. სუნამო დავისხი და ტაქსი გამოვიძახე, უკვე რვის ნახევრი იყო. ტაქსი მოვიდა მისამართი ვუკარნახე და მალე დანიშნულების ადგილას ვიყავით.
როდესაც რესტორანში შევედი მაშინვე ნიკუშა დავინახე. ძალიან მაგრად გამოიყურებოდა. ჩვენი თვალები პირდაპირ ერთმანეთს შეეჯახა. მაშინვე ჩემსკენ წამოვიდა.
-ანა ძალიან მაგრად გამოიყურები!
-მადლობა ნიკუშა! გილოცავ დაბადების დღეს! ვუთხარი და საჩუქარი გავაწოდე.
-დიდი მადლობა! წამოდი დავსხდეთ.
კარგი სიტუაცია იყო და მოუხედავად იმისა, რომ არავის ვიცნობდი არ მომიწყენია. ვგრძნობდი, როგორ მჭამდნენ გოგონები შურის თვალებით, თუმცა ჩემსა და ნიკუშას შორის არაფერი ხდებოდა. ჩვენი თვალები ერთმანეთს ხშირად ხვდებოდა, თუმცა ვცდილობდი არ შემემჩნია ეს. მალე ნაცნობმა სიმღერამ გაიჟღერა. Ed Sheeran - Thinking Out Loud წყვილებმა ცეკვა დაიწყეს და ნიკუშა ჩემსკენ წამოვიდა.
-იცეკვებ ჩემთან ერთად? და ხელი გამომიწოდა. მისი შავი თვალები სხვანაირად ასხივებდა სინათეს.
-რა თქმა უნდა!
დავთანხმდი და ცეკვა დავიწყეთ. დაახლოებით ერთი თავით იყო ჩემზე მაღალი, ამიტომ მის თვალებს კარგად ვერ ვხედავდი. ვგრძნობდი, როგორ გვიყურებდა ყველა ჩვენ. მალე ნიკუშამ დაბალი ტემბრით საუბარუ დაიწყო.
-ანა ვიცი, რომ ახლა რასაც გეტყვი შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოს, მაგრამ უბრალოდ მომისმინე. სულ რაღაც სამი დღეა გიცნობ, მაგრად უკვე შეძელი ჩემი გული სამუდამოდ დაგეპატრონებინა. შენ არავის გავხარ! და საუკეთესო ხარ ვისაც კი აქამდე შევხვედრივარ. შეიძლება არვიყო შენი ღირსი, მაგრამ იმდენად ეგოისტი ვარ, რომ არ ვაპირებ შენი თავი ვინმეს დავუთმო და მაგაზე არც კი გაიფიქრო. შენ გულს სამუდამოდ მოვიტაცებ და არსად გავუშვებ. მიყვარხარ! ყველაზე მეტად მიყვარხარ!




მოკლედ ესეც მეხუთე თავი. აი ძაან გთხოვთ დაწეროთ რაიმე კომენტარებში რასაც ფიქრობთ, თორემ მგონია რომ ტყუილად ვწერ.



№1  offline წევრი zoidze99

Madlona ana da nuca, vecdebi male davdo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent