შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალი ან უნდა მიატოვო,ან უნდა გააღმერთო(თავი4)


12-07-2015, 00:01
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 939

-ბედნიერი?-სპეციალურად გავიკვირვე და ნიკას სახეს დავაკვირდი.
-კი,ბედნიერი.
-ჯერჯერობით არავინაა ასეთი ბედნიერი-გავუღიმე.
-მარტო გარეგნობით არ ხარ განსაკუთრებული..ლამაზი გოგონების უმეტესობა უტვინოა და საკმაოდ სულელი,შენ კი..-თავი ვეღარ მოაბა და გაჩერდა.
-ჭკვიანი?-შევეცადე შესატყვისი სიტყვა მომეძებნა.
-კი,ჭკვიანი და რა ვიცი კიდევ.
-ზედმეტად მავსებ კომპლიმენტებით.
-არა,მე სიჭარბე არ მიყვარს...-ცოტა ხანს შეჩერდა და მერე ტონი შეიცვალა..კვლავ განაგრძო-მე მხოლოდ მაშინ მიყვარს,როცა საჭიროა.დაფიქრდი,განა ჩავყარე ყავაში ზედმეტი შაქარი.არა და გინდა ჩამეყარა,მაინც ვერ გაიხსნებოდა,რაგდან ნაჯერი იქნებოდა და შენ ახლა თავს ამგვარად ხომ არ გრძნობ?
-სავსებით მართალი ხარ,მაგრამ...-მამაკაცმა გამაწყვეტინა:
-მაგრამ გეუხერხულება დღეს გაცნობილ მამაკაცთან ამდენი კომპლიმეტის მოსმენა..
-რაღაც მხრივ,ჰო..
-არა,რაღაც მხრივის გარეშე,ელიზა.ასე აჯობებს დამიჯერე.
-ჰო,მართალი ხარ.პირველი საათი ხდება,მე კი უცნობ კაფეში ვზივარ და დღეს გაცნობილ მამაკაცთან ვსაუბრობ,თან ყავას ვწრუპავ..
-ყავას წრუპავ?
-კი.
-ხომ,მაგრამ ეს ხომ ყოვლად უმნიშვნელო რამაა.
-დიახ,არის.
-რატომ დასძინე?განა იყო საჭირო? შენი უხერხულობა იმაში გამოიხატება,რომ ჩემს წინ ზიხარ და მესაუბრები და არა იმაში,რომ ყავას წრუპავ.
-ეგეც მართალია.ზუსტად მიდიხარ,მაგრამ მე ხომ არ ვარ ზუსტი...
-დიახ,მე პროგრამისტი ვარ.ეს სპეციალობა კი სიზუსტეს მოითხოვს,ზედმეტსაც კი.
-მე კი არ ვარ.მე მსახიობობა მსურს.
-ჰმ..მსახიობები..
-რა იყო?-უკმაყოფილოდ ავხედე.
-შესანიშნავი სპეციალობაა.ოღონდ არ უნდა იყო ტრივიალური საგნების მეხოტბე.
-ვიცი,მესმის.
-ნიკა,ისედაც დიდ ხანს დავრჩი.უნდა წავიდე-ფეხზე წამოვდექი და კარებისკენ გავიხედე.
-კარგი.ისედაც დიდ ხანს შეგაყოვნე,მაგრამ შესანიშნავი იყო შენთან დროის გატარება,ელიზა.
-ჩემთვისაც-გავუღიმე.
-კარგი-ტელეფონი გამომიწოდა და გამიღიმა.
-აჰა-გამოვართვი.ნომერი სწრაფად ავუკრიფე და საჩქაროდ მივაწოდე.
-რა დღეებში დადიხარ შემახსენე?
-დღეგამოშვებით-გავუღიმა-უი,დამავიწყდა ელიზაბეტი მქვია..უბრალოდ მეგობრები ელიზას მეძახიან.
-ძალიან ლამაზი სახელია ორივე...სულ დაგვავიწყდა,რომ ცოტა ხნის წინ სახლში მიმყავდი.
-უიმე,ჰო.
-წამოდი-ხელი მხარზე ნაზად შემახო და კაფიდან გავედით.ისევ ჩვეულად გამიღო კარი,მერე მანქანა დაქოქა.ათ წუთში სახლთან ვიყავი.მას აღარ ესაჭიროებოდა ადგომა,მაგრამ ადგა და კარი ისევ გამიღო,მე გავუღიმე.
-მიგაცილებ კარებამდე.
-არაა საჭირო.ისედაც ისე შეწუხდი.
-არა,ეს არაა შეწუხება,ელიზა.გთხოვ,ეს ფრაზა მოიშორე.არ შეგიძლია უბრალოდ ამოიღო ლექსსიკონიდან?
-შევეცდები-გავუღიმე.
-რომელ სართულზე ცხოვრობ?
-მეშვიდე,მაგრამ ლიფტი მუშაობს.
ორივენი შევედით ლიფტში,სახლის კარებთან ისევ მომაშტერდა..თითქოს ჩემი გაშვება არ სურდა..არა,მართლაც,რომ არ უნდოდა,მაგრამ ისე მომშტერებოდა,რომ ძაღლი ამახსენდა..ძაღლი,რომლის პატრონი მივლინებით მიდის ის კი არ უშვებს..ხედავს ჩემოდნები უჭირავს,ის კი კარებთან ატუზულა და ნამიანი თვალებით უყურებს,თან კუდს აქიცინებს და დროდადრო წითელ ენას აჩენს...
ცოტა ხანს ასე ჩაფიქრებულმა მიყურა,მერე კი მკითხა:
-ელიზა,იცი, რატომ მომწონხარ?
-რატომ?-ამ კითხვას არ ველოდი და დაბნევა სახეზე ნათლად აღმებეჭდა.
-რადგან სხვა გოგო არ მეტყოდა,რომ ელიზაბეტი ჰქვია..ამ წვრილმანის გამხელას არ ჩათვლიდა საჭიროდ...ეს ერთ-ერთი მიზეზია..კარგი,ხვალამდე.
-ხვალამდე-ზურგი მაქცია,მაგრამ ლიფტით არ ჩასულა,ფეხით გაუყვა კიბეებს..მინდოდა,მეთქვა ლიფტი დაგავიწყდა-მეთქი,მაგრამ გავჩუმდი.
შემდეგ კარები გავაღე და შინ შევედი.დედაჩემი დივანზე იწვა.ეტყობოდა,რომ ახალი მოსული იყო.ჩემი შემოსვლაც კი არ გაუგია.
„ალბათ,სძინავს“-გავიფიქრე და ოთახში შევედი.
ალბათ,ახლა სოციალურ ქსელში უნდა დამეწყო ნიკას ძებნა და მერე დაქალისთვის დამერეკა,ნახე რა სიმპათიური და სექსუალური ბიჭია-მეთქი..ალბათ,უნდა მეთქვა,რომ ნიკას მოვწონვარ-მეთქი,მაგრამ არც ერთი მათგანი არ გამიკეთებია.ლოგინი გავშალე,ტანსაცმელი ავიძვრე და დავწექი.როგორც მჩვეოდა,ისე ზეწარში თავი ჩავყვე,მუცელზე დავწექი და თვალები ნელი მოძრაობით დავხუჭე ისე,თითქოს ბეთჰოვენის რომელიმე ნელ სონეტას რიტმულად ვუკრავდი.არა,ადრე კი ვუკრავდი,ბავშვობაში,მაგრამ ახლა...ახლა იქნებ ეს გახდა ჩემი სონეტა..ფიქრი და ოცნება...არ ვიცი,თუმცა განა ყველა შემოქმედი არაა მეოცნებე? განა ბეთჰოვენი არ ოცნებობდა და არ ფიქრობდა რაღაც არარეალურზე? ისე ხომ ვერ შემქნიდა იმას,რასაც მუდამ წერდა....
ამ ფიქრებში ვიყავი,როცა დამეძინა...სასიამოვნო იყო ეს შეგრძნება..სასიამოვნო იყო გრძნობა იმისა,თუ როგორ მივდიოდი ცხოვრების ბრძოლის არეალიდან დასასვენებლად..თუ როგორ ვეძლეოდი ბურან სამყაროს..სამყაროს,სადაც სიზმრები მეფობს,კოშმარებიც..მაგრამ მის გარეშე,ალბათ,წარმოუდგენელი იქნებოდა ყვეალაფერი..განა აქ არ ლაგდება ის,რაც შემდგომ რელურ სახეს იღებს...აინშტაინმაც ხომ სიზმარში ნახა,თუ როგორ ეცემოდა თავზე ვაშლი...
ძილი,მართლაც,რომ ყველაფრის საწყისია..საწყისი,მაგრამ,ამავდროულად,დასასრულიც....მარადიული ძილი ხომ ის ბურანია,რომელსაც გარდაცვალე ჰქვია,გარდასახვა რეალური სამყაროდან უფრო ლამაზსა და ფერებით მოსულ ქვეყანაში...
დილას განსაკუთრებული ხალისით გამეღვიძა.საათს დავხედე და ექვსი ხდებოდა.
„რა ადრეა“-გავიფიქრე,მარგამ არ გადავკოტრიალებულვარ გვერდზე და არ გამიგრძელებია ძილი,ფეხზე ავდექი და აივანზე გავედი.
„სპეტაკი ჰაერი...ჰაერი,რომელიც ჯერ არ დაუბინძურებია ხალხის სუნთქვას“-გავიფიქრე და ცას დავაცქერდი..-„მაგრამ უკვე გათენებულა...არც ისე დიდი ხანია,მაგრმა მზე უკვე დაუფლებია ქვეყანას და ეს ნათელია“-ცოტა ხანში ოთახში შემოვედი.
ცივი ყავა მოვიმზადე და თან რაღაც ჟურნალს დავუწყე უაზროდ ფურცვლა.
„ალბათ,დედამ მოიტანა სამსახურიდან“-გავიფიქრე და მაშინვე გვერდზე გადვსდე.საინტერესოს ხომ ვერაფერს წავაწყდი.ყოველთვის ასეა,მაშინვე ვხვდები მაინტერესებს თუ არა...წასაკიტხი ლიტერატურის არჩევისასაც ასე ვიქცევი..თვით ადამიანების შეფასებაც კი შემიძლია და ამ საქმეშიც საკმაოდ კომპეტენტური ვარ.
იქნებ ნიკაში შევცდა?-ეს ფიქრი თითქო არ ასვენებ...მებღაუჭება,იქნებ აპირებს, მის გავლენის ქვეშ მომაქციოს,მაგრამ ეს ხომ უსამართლობაა..თუმცა ფიქრები,აზრები...ესენი განა არ არიან უსმართლონი? დიახ,არიან...მუდამ ჩვენდა უნებურად მოდიან..მათ გრძნობებიმოჰყვებიან და შემდეგ,ბრახ! და რა მერე? აფეთქება გულის..თითქოს მასში ატომური ბომბი ჩაააგდესო..თუმცა ის ხომ უფრო ძლიერი რამ არის?
საათს თვალი მოვკარი და მხოლოდ მაშინ გამახშენდა,რომ რვის ნახევრისთვის სალომე თბილისში იქნებოდა.მაშინევ ჩავიცვი,“ტაქსი“ გავჩერე და მისი ბინისკენ გავწიე.სახლში ბებიამისი იყო,რომელიც ადრე იღვიძებდა,როგორც დაქალმა გამაფრთხილა,ამიტომ თამამად დავრეკე ზარი.
ლალი ბებო ღიმილით გამომეგება:
-შემოდი,შვილო.
-მადლობა-გავუღიმე ჩვეულად და ზღუდეს გადავაბიჯე.
-მალე ჩამოვლენ აწი.რამეს ხომ არ დალევ?-მზრუნველობით შემომხედა ისე,როგორც ბებიესბს ჩვევიათ ხოლმე.
-არა,ვისაუზმე-გავუღიმე.
-სალომეს საყვარელ ნამცხვარს ვაკეთებ და...
-რა თქმა უნდა,დაგეხმარებით-სამზარეულოსკენ ავიღე გეზი,საიდანაც შესანიშNავი სურნელი მოდიოდა.
-აი,წინსაფარი.
-მალდობა,ლალი ბებია.
შესანიშნავია ქალია.იმდენი ხანია რა ვიცნობ და ამ დროის მანძილზე სულ ასეთი იყო...მუდამ ასეთი მზრუნველი და მოსიყვარულე.
ისეთი ბებო კი არაა,სოფიალურ ქსელში,რომ წერს შვილებმა მიმატოვეს და არ იმსახურებენ ჩემს ზრუნვასა და სიყვარულსო,თან მერე რომ ამატებს მეგობრებთან ერთად ვმგზაურობ და თან მაგრად ვერთობიო.ის სულ სხვანაირია.მართალია,ჩემი ბებია და ბაბუა ჩვენტან არ ცხოვრობს,სოფელში არიან,მაგრამ ვიცი თუ რას ნიშნავს მათი სითნო.ეს შესანიშნავია რამაა.
-რა ლამაზია-შევხედე დასრულებელ მარწყვის ნამცხვარს.
-სასმელს ამოიტან?
-კი,რა თქმა უნდა-კარისკენ წავედი.ახლობელ „მარკეტში“ ორი ნახევარლიტრიანი „ზეროუს“ კოკა-კოლა ვიყიდე. რა არის ეს კოკა-კოლა? რითი განსხვავდება ნარკოტიკისაგან? ალბათ,იმით რომ ნაკლებად მავნეა.თორემ მანაც არ იცის განა შეჩვევა.ის ხომ შეიცავ ფოსფორჟავასა და ლიმონმჟავას,რომელიც ადამიანს მასზე დამოკიდებულს ხდის.
თუმცა შენც არ მომიკვდე,როგორც ამბობენ,მისირეცეპტი მსოფლიოში მხოლოდ ორმა კაცმა იცის და ისინიც მუდამ სხვადასხვა თვითმფრინავით მგზავრობენ,
მალე სალომეც მოვიდა.კარებისკენ გავიქეცი.
-ელიხა-გადამეხვია.
-სალო...მგონია,რომ საუკუნე გავიდა.
-მეც..ჩემი მშობლები დარჩნენ და ..
-აჰა...რაიემეს გრძნობ?
-რას? სუნს? რა გემრიელობების სუნია-სამზარეულოსკენ წავიდა,თან ისე რომ ყნოსვა არ გაუთავისუფლებია..დაძაბული მიდიოდა ისე თითქოს წვრილ თოკზე აპირებდა გადასვლას,შუაში იყო და ჩამოვარდნის ძლიერ ეშინოდა.
-მმ..ჩემი საყვარელი...-კრემი თითით ალოკა-მიყვარხართ..-ბებოს გადაეხვია.
-ჩემი სალომე..
შუა დღისთვის სალომეს სახლიდან წამოვედი.თავში თითქოს რაღაც მირტყვამდა და არ მასვენებდა.გზაჯვარედინზე ვიყავი,როცა მანქანამ დამისიგნალა.
-ჰეუ,რა არის?-მივაძახე უკან.
-ელიზა-უეცრად,ჩემი სახელი მომესმა.
-ელიზაო?-თვალები დავჭყიტე და დავძაბე სმენა.
-მოდი აქ.
-ვინ ხარ?-ისე ვიკითხე თითქოს ხმა ვერ მეცნო.არადა დარწმუნებული ვიყავი,რომ ეს ნიკას ჰარმონიული ბგერები იყო..
-მოიხედე უკან.
უკან მივიხედე და ნიკა მიყურებდა..ისევ ისეთი სექსუალური მზერა.თეთრი მაისური ეცვა და თითოეული კუნთი გამოკვეთილად ეტყობოდა.
„ღმერთო.ეს გადამრევს“-გავიფიქრე და მზერა ავარიდე.
-ელიზა,საით აგიწევია?
-სახლში.
-ჩაჯექი.
უთქმელად ჩავუჯექი და შევხედე:
-იმედია,გახსოვს მისმართი.
-რა დამავიწყებს.
-არამგონია ჩემზე კარგი მეხსიერება გქონდეს-ირონიით ავხედე.
-ელიზა,რა თამამი ხარ.
-ელიზა როგორ წარმოთქვამ ჩემს სახელს?
-როგორ?
-ჰარმონიულად....
-მისმინე,დღეს ვახშამს ვამზადებ და რას იტყვი,რომ დამწვეოდი?
-თვითონ?
-კი,საკმაოდ კარგი კულინარი ვარ.
-მაგას დღე ნახავ-გავუღიმე.
-ანუ თანახმა ხარ?
-მხოლოდ იმიტომ,რომ გაგაკრიტიკო.
-ეს უკვე კარგად ჟღერს.
-კარგი,წავიდეთ.
-შენც კარგად ამზადებ?
-ეგ მერე შეაფასე-გავუღიმე და გზას გავხედე.
-მიწვევ?
-კი,გიწვევ.
სახლის კარებამდე კიდევ ააცილა.ისევ იდგა გაშეშებული.ეტყობოდა,რომ რაღაცის თქმას აპირებდა.ელიზაც მას უყურებდა.
-საშინლად მომწონხარ.
-მაგას მე შევაფასებ-ირონიულად გავუღიმა და კარი გავაღე.
-ვინ ხარ გოგო?-ნიკა ისევ ფეხით ჩაუყვა მე კი კულინარიის წიგნს ვეძებდი,რათა წინასწარ მოეფიქრებინა რა გამეკეთებინა,რათა ნიკასთვის მეჯობნა.


მიყვარხართ..
მადლობა დიდი ჩემს მკითხველებს..
ველი შეფასებებსა და აზრებს კომეტარებისა სახით..იმედია,კვლავ გამიზიარებთ..



№1  offline წევრი Anuuc^.^

ვაიმე ვაიმეე,როგორ ველოდები შემდეგსს,ვგიჟდები შენზე❤
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№2  offline მოდერი ჯია

ძალიან მომწონს!!! ❤️

 


№3  offline წევრი Indigo

აუუ კიდე მინდაა... არ მყოფნის ეს პატარა თავები (ჩემთვის ყველანაირი თავი პატარააა, მაგრამ მანიც...) უფრო დიდები მინდაა...!!!!
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


საშინლად მომწონს ..და სულ მეპატარავება.მიყვარხარ.

 


№5  offline წევრი lamazi gogona

დავიძაბე.ვნახოთ,რა მოხდება

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

Anuuc^.^
ვაიმე ვაიმეე,როგორ ველოდები შემდეგსს,ვგიჟდები შენზე❤

ჯია
ძალიან მომწონს!!! ❤️

M-A-R-I
აუუ კიდე მინდაა... არ მყოფნის ეს პატარა თავები (ჩემთვის ყველანაირი თავი პატარააა, მაგრამ მანიც...) უფრო დიდები მინდაა...!!!!

შეყვარებული გოგონა
საშინლად მომწონს ..და სულ მეპატარავება.მიყვარხარ.

lamazi gogona
დავიძაბე.ვნახოთ,რა მოხდება

მადლობთ...მიყვარხართ..

 


№7  offline წევრი Duda_012

მომწონს მაგრამ პატარა თავებს დებ

 


№8  offline წევრი თათა

მომწონს ძალიან აღფრთივანებული ვარ უნიჭიერესი ხარ,ძალიან საინტერესო იყო და ესე გააგრძელე კარგი ხარ <3
--------------------
tatukakhorava

 


№9  offline ადმინი უნდა ვწერო

Duda_012
მომწონს მაგრამ პატარა თავებს დებ

შევეცდები გავადიდო.
მადლობ.
თათა
მომწონს ძალიან აღფრთივანებული ვარ უნიჭიერესი ხარ,ძალიან საინტერესო იყო და ესე გააგრძელე კარგი ხარ <3

მადლობთ..

 


№10  offline წევრი elle_ne

ახლა დავიწყე კითხვა კარგია მაგრამ მენდელეევს დაესიზმრა პერიოდულობის სისტემაზე და თავში ვაშლი ცხადში და არა სიზმარში ნიუტონს დაეცა თავზე :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent