აკრძალული ხილი(9 ნაწილი)
არ ვიცი რამდენხანს მეძინა, ან საერთოდ თუ მეძინა. მგონი გათიშული უფრო ერქვა ჩემს მდგომარეობას. როდესაც გამოვფხიზლდი რატი კუთვნილ სკამზე იჯდა მაგიდასთან და მე მიყურებდა. კანკალი დავიწყე. მთლიანად ვცახცახებდი და ჩემს თავს ვერაფერს ვუხერხებდი. არ მინდოდა გუშინდელი ოდესმე გამეორებულიყო. თვალებში შეხედვას ვერ ვბედავდი. როგორც ჩანდა კარგ განწყობაზე იყო - მშვიდად აბოლებდა, თუმცა მისი ეს „კარგი განწყობა“ რამდენ ხანს გასტანდა არ ვიცოდი. -მინდა შევთანხმდეთ - სიგარეტი საფერფლეში ჩაჭყლიტა და მე გამომხედა. მე მხოლოდ თვალებში შევხედე, რომელიც გუშინდელთან შედარებით უკვე გაცილებით დამშვიდებული იყო - არ მინდა ისევ გცემო. დარწმუნებული ვარ ეს არც შენ გინდა. - ცოტა ხანს შეყოვნდა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე ოდნავ შესამჩნევად. მანაც ამოისუნთქა და განაგრძო - ჭკვიანი გოგო ხარ. მოდი, სისულელეები აღარ გააკეთო და გპირდები მეტჯერ აღარ შეგეხები. ჩემი მიზანია შენი ძვირფასი შეყვარებული მოვკლა. შენ კარგი სატყუარა ხარ. გეგმა უკვე მოფიქრებული მაქვს. ახლა შეჭამე, დარწმუნებული ვარ გეშიება. მაკ-დონალდსში შევიარე და რაღაცეები წამოვიღე. იმედია შეჭამ. - შეფუთული ჰამბურგერები მომცა და შემდეგ უკან დაიხია. - ცოტახანში შემოვალ - კარი გაიხურა და გავიდა. გამიკვირდა რამ „წამოუარა-მეთქი“, მაგრამ რომ დავფიქრდი არც ისე „წამოვლილი“ არ ჰქონდა... მას მე არ ვჭირდებოდი. მას მხოლოდ ბაჩოს მოკვლა უნდოდა და ამაში მე გამომიყენებდა. თან ვჭამდი და თან ვფიქრობდი რა მექნა. მე ვერაფერს გავაწყობდი... იმის იმედს ვიტოვებდი, რომ ბაჩო წინდახედულობას გამოიჩენდა და რატის ჩანაფიქრს მიუხვდებოდა. ჭამას რომ მოვრჩი, ჩემს სხეულს გადავხედე. ისეთი საშიში მდგომარეობა აღარ იყო როგორიც გუშინ. ზოგიერთ ადგილას სისხლჩაქცევები მქონდა, თუმცა ამას არ ვჩიოდი. კარი რატიმ შემოაღო და ნელა შემოვიდა. -შეჭამე? - მკითხა და შემათვალიერა. მხოლოდ თავი დავუქნიე. -კარგი, მაშინ ახლა ჩემს გეგმაზე ვისაუბროთ. როგორც იცი შენი ძვირფასი ბაჩო ციხეში ჩასვეს. ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. დარწმუნებული ვარ ხვალ დღეს თუ არა ხვალ გამოვა ციხიდან. - ვატო არ უხსენებია, ალბათ არც აინტერესებდა იგი - მოკლედ, ჩვენ დაველოდებით როდის გამოვა ბაჩო ციხიდან, შემდეგ შენ დაურეკავ და ეტყვი რომ მოგიტაცე და შენი თავის სანაცვლოდ ბაჩოს მოსვლას ვითხოვ, მხოლოდ მარტოს, თან იარაღის გარეშე. თუ მართლა უყვარხარ თავს საფრთხეში დაუფიქრებლად ჩაიგდებს. ასე მარტივად მოვკლავ ბაჩოს, შენ კი გაგიშვებ და შეძლებ ახალი ცხოვრება დაიწყო, შავი სამყაროსგან დამოუკიდებლად. - ცრემლი ჩამომიგორდა. მისი გეგმა მართლაც რომ კარგი იყო. ბაჩო არ დაფიქრდებოდა ისე წამოვიდოდა ჩემს გადასარჩენად. მთელი სახე ცხელმა სითხემ დამისველა, თუმცა ხმა არ ამომიღია. -აი ასე, მომწონს შენი მორჩილება - მაგიდასთან მივიდა და სკამზე დაჯდა, სიგარეტი ამოიღო და გააბოლა. - ჩემი ხალხი შემატყობინებს ბაჩოს გამოსვლას. -ბაჩოს დედაშენი არ მოუკლავს - ძალა მოვიკრიბე და აკანკალებული ხმით ვუთხარი. ამის გაგებაზე გულიანად გადაიხარხარა. იმდენი იცინა გულში ვისურვე გაგუდულიყო. -ნუ მაცინებ ძვირფასო. კარგი რა... შენც მაგ ზღაპრებით ამოგიტენა ტვინი ხომ? -ეს ზღაპარი არაა... - შევეპასუხე და კედელთან უკეთესად წამოვჯექი. -შეიძლება, თუმცა მე მაინც არ მჯერა - მიპასუხა წყნარად და წამოდგა - შუადღეს და საღამოს საჭმელს ჩემი მეგობარი შემოგიტანს, თუმცა ის არა, წინაზე რომ გაასულელე - მითხრა და ჩაიცინა - სხვა... - დაამატა, ოთახიდან გავიდა და კარი ჩაკეტა. მთელმა დღემ საშინლად უაზროდ ჩაიარა. ღამეც მოვიდა და მეც კედელს თავი მივადე. დასაძინებლად მოვემზადე, როდესაც მანქანის ხმა მომესმა, თან რამდენიმესი. მგონი ორი იყო. ყურები დავცქვიტე და კარგად მივაყურადე. გული ამიჩქარდა, არ ვიცოდი ეს ხმები რითი იყო გამოწვეული და გაურკვეველი მომავლის მოლოდინში მთლიანად დავიძაბე. რაღაც ყვირილის ხმა იყო. ვიღაცამ სახლის კარი შემოგლიჯა და რატის სახელის ძახილი დაიწყო, თან სხვადასხვა სალანძღავი სიტყვით „ამკობდა“. თოფის სროლის ხმა გავიგე, მაგრამ ეს მგონი გამაფრთხილებელი გასროლა უფრო იყო, ვიდრე ვინმესთვის განკუთვნილი. ერთ ადგილას ვეღარ ვძლებდი. ფეხზე წამოდგომა ვცადე. ყველაფერი მტკიოდა და ყოველი კუნთი დაჭიმული მქონდა, თუმცა ადგომა მაინც შევძელი. კედელს ხელით მივეყრდენი და კარისკენ კედელ-კედელ წავედი. ოთახში მყოფთ შორის ბაჩოს ხმა ნათლად ამოვიცანი და სიხარულის ცრემლები გადმომცვივდა, მაგრამ როგორ მომაგნო?! -ბაჩოო!!! - მთელი ხმით ვიყვირე და ხველა ამიტყდა. უეცრად სიჩუმე ჩამოწვა. ბაჩომ ჩემი ხმა აშკარად გაიგო, შემდეგ კარს მოვარდა -ნინი, აქ ხარ?! - იღრიალა განერვიულებულმა -კი ბაჩოო!!! წამიყვანე აქედან - ავტირდი და კარის გვერდზე კედელთან ჩავიკეცე. -გაიწიე, შემოვამტვრევ! - დამიძახა და მაშინვე კარს ეცა. რამდენჯერმე განმეორდა კარზე ბრახუნის ხმა, შემდეგ კი უეცრად შემოიგლიჯა და ბაჩოც შემოყვა. ჩემი დანახვისას თვალები გაუფართოვდა -ნინი... - გაოცებულს მხოლოდ ეს აღმოხდა ბაგეებიდან, ჩაიკუზა და წამოდგომაში მომეხმარა -წამოდი, მივდივართ აქედან - კარის ზღურბლზე ფეხი გადავდგით და წინ რატის შევეჩეხეთ. -არსადაც არ წახვალთ! - იყვირა და თოფი ბაჩოს დაუმიზნა. -ნინის თავი დაანებე და მე რაც გინდა ის მიქენი!!!(ბაჩო) - იღრიალა და გულში უფრო მაგრად ჩამიკრა. ფეხები ამიკანკალდა და ჩემი სუსტი ხელები ბაჩოს წელზე შემოვაჭდე. -სწორედაც რომ მაგას ვაპირებ(რატი) - იარაღი გადატენა და ბაჩოს შუბლში დაუმიზნა. ბაჩომ თვალები დახუჭა და ამოიჩურჩულა -მიყვარხარ ნინი - ცრემლების ახალმა ნაკადმა ჰპოვეს გზა ჩემს სახეზე და მეც პატარა ბავშვივით ავბღავლდი. -არ მოკლა გთხოვ! მე მომკალი, ოღონდ ის არა! - ბაჩოს ხელებიდან დავუსხლტი და რატის წინ გადავეღობე. -რა პრობლემაა - ჩაილაპარაკა კმაყოფილმა და თოფს თითები მოარგო. უეცრად კარი ვიღაცამ შემოგლიჯა. ყველამ იქეთ გავიხედეთ. კარში ვატო იდგა. -გაჩერდით!.. რატი, დედაშენი მე მოვკალი... - მშვიდად თქვა და რატის მზერა გაუსწორა. რატიმ პირდაპირი მნიშვნელობით პირი დააღო. -რაა?! - ახლა ბაჩო გამოშტერდა. -პოლიცია აქაა რატი, შენს დასაკავებლად მოვიდნენ. ალბათ იცი, რომ ადამიანის გატაცება და წამება დანაშაულია(ვატო) - თქვა ისევ მშვიდად და გარეთ გაიხედა. -არ გაცოცხლებ ნაბ*****ო! თუნდაც ციხეში ამოვლპე! დედაჩემის სიკვდილს არავის ვაპატიებ! (რატი) - და გასროლის ხმა გავიგე. ვატო უღონოდ დაეცა ძირს და ყველას თვალწინ დალია სული... ყველა გაშეშებული ვიდექით რამდენიმე წამი. ოთახში პოლიციელები შემოვარდნენ. -ბატონო რატი კერესელიძე!.. თქვენ და თქვენი თანამზრახველები დაკავებული ხართ ადამიანის მოტაცების, მისი წამების და ახლა უკვე ადამიანის მოკვლის საფუძველზე. დანარჩენები ყველა წამოხვალთ პოლიციაში რათა ჩვენებები მისცეთ! - სამმა კაცმა ძლივს დააკავა რატი და ძალით გაათრიეს. მომხდარით იმდენად შოკირებული ვიყავი, რომ ადგილიდან ვერ ვიძვროდი. აზრზე მაშინ მოვედი, როდესაც ზურგზე ცხელი სხეული ამეკრო და ძლიერი ხელები მუცელზე მომხვია. -ბაჩო, მიყვარხარ - იმწამსვე მისკენ შევბრუნდი და ხელები კისერზე ძლიერად მოვხვიე. წელზე მოხვეული ხელები ძლიერად მომიჭირა და ჰაერში ამიტაცა. მაშინვე ტუჩებზე დამაცხრა. -აეე ბიჭოო!!! ხალხი ვართ აქ ჩვენც!(ლუკა) - წამოიძახა მხიარულად და იარაღი ჯიბეში ჩაიდო. ბაჩომ სულ არ მიაქცია ყურადღება. ისევ ჩემი კოცნა განაგრძო, მონატრებული ბაგეების მიტოვებას არც მე არ ვაპირებდი. ერთმანეთს ვკოცნიდით და ყოველ დაკარგულ წამს ვინაზღაურებდით. ვიგრძენი როგორ მომეცა ისევ სიცოცხლის ძალები. მთელი სხეული ამიხურდა, გულმა სწრაფად ცემა დაიწყო და ტანში ჟრუანტელმა დამიარა. როგორ მომნატრებია ეს შეგრძნება... -კაი მოშორდით ახლა როგორმე ერთმანეთს, მაინც სულ ერთად იქნებით - ვიკამ სიცილით დაგვაშორა ერთმანეთს და მთელი ძალით ჩამეხუტა - მომენატრე ჩემო გოგო - ყურში ჩამჩურჩულა. მეც ძლიერად მოვხვიე ხელები. ეს ჩვენი მოსიყვარულება მხოლოდ რამდენიმე წუთს გრძელდებოდა. -წამოდით ბატონებო და ქალბატონებო. გელოდებით - ოთახში ოფიცერი შემოვიდა და ყველას მკაცრი მზერა გვტყორცნა. ჩვენ ერთმანეთზე გადახვეულები გავედით გარეთ. ალბათ აღარ იქნება საინტერესო გიამბოთ, თუ როგორ ჩაიარა დაკითხვამ. ძალიან დიდხანს გაგრძელდა. თავს უკვე იმდენად სუსტად ვგრძნობდი, რომ თვალის გახელაც კი მეზარებოდა. ბოლოს ყველა შემოსასვლელში შევიკრიბეთ უკვე დაკითხულები და თავისუფლები. -კაი ბრატ, ჩვენ წავედით(ბაჩო) - ლუკას, თემოს და ვიკას გადაეხვია და ხელი მომხვია. - წავედით? - მკითხა გაღიმებულმა -სად? - ვკითხე სხვათაშორის, თუმცა ოდნავადაც არ მაღელვებდა. ახლა მხოლოდ ძილი მინდოდა. -ნახავ - არც მან მიპასუხა წესიერად -მაშინ წავიდეთ - ვუპასუხე გაღიმებულმა და ტუჩებზე მსუბუქად ვაკოცე. ბაჩომ კარი გამიღო, მანქანაში ჩამსვა, შემდეგ თვითონ მოუარა მეორე მხრიდან და მანქანა დაძრა. წარმოდგენა არ მქონდა სად მივდიოდით, ალბათ ბაჩოს სახლში. -როგორ მიპოვე? - ვკითხე და სკამზე კომფორტულად მოვთავსდი - ან რატიმ რატომ ვერ გაიგო შენი გათავისუფლების ამბავი? -ყველაფერი წინასწარ გავთვალე - გამომხედა და თვალი ჩამიკრა - ახლა დაღლილი ხარ და რომც აგიხსნა მაინც ვერაფერს გაიგებ - გამიცინა და ხელი ჩამჭიდა. - რომ გამოიძინებ და დაისვენებ მერე ყველაფერს დეტალურად მოგიყვები. -მპირდები? - ვკითხე უკვე ძილ-ბურანში მყოფმა. -კი - ხელზე მაკოცა და შემდეგ თავის ადგილას დააბრუნა. ........... ესეც შემდეგი თავი... დღეს დადებას არ ვაპირებდი, რადგან საშინლად არ ვიყავი წერის განწყობაზე, თუმცა ახალი თავის გარეშე ვერ გაგიმეტეთ ჩემო საყვარლებო!.. იმედი მაქვს მოგეწონებათ და ისიამოვნებთ.... არ დაიშუროთ კომენტარები. ველი შეფასებას... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.