შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"-მინდოდა მეთქვა..მიყვარხარ! -რა დამთხვევაა"(სრულად)


13-07-2015, 13:00
ავტორი black))
ნანახია 3 695

ვზივარ და ისევ უსასრულობაში ვიყურები.. ისე რა საოცრებაა ყველას უგრძნობები ვგონივართ ბიჭები მაგრამ არა.. ყველაზე მეტს ჩვენ განვიცდით.. თხოვდება დღეს და არვიცი რა გავაკეთო.. ბავშვობაში შევციფე რომ გავიზრდებით ცოლად მოგიყვანმეთქი.. მაგრამ აჰა დღეს სხვას მოჰყავს ჩემი ერთადერთი სიყვარული ცოლად.. სანამ ამ გრძნობას არ განიცდით ვერ გაიგებთ რას ნიშნავს ეს ყველაფერი.. საშინელებაა როცა გოგო რომელიც სიცოცხლეს გირჩევნია რომლის გამოც ნახევარი თბილისი მაინც ნაცემი გყავს,გოგო რომელიც შენი ოცნება იყო ახლა სხვას აუსრულდა.. თან არც უნატრია.. მაგრამ ალბათ ჩემი ბრალიცაა.. ადრე რომ მეთქვა მიყვარხარმეთქი ახლა ერთად ვიქნებოდით.. ალბათ არც ის ფიცი აღარ ახსოვს..
-ბიჭო რაღაც გავიგეთ და სავარაუდოდ ძაან სერიოზულია..--ოთახში შემოვარდა გეგი..
-რაოყო შე*ემა რა გიჟივით შემოვარდით ტო..--ვთქვი და გეგის და ლევანს შევხედე რომლებიც სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდნენ..
-აუ კაროჩერა.. ნინას არუყვარს ისტიპი.. ძალით ათხოვებენ რა..და ეხლა ყველაზე მაგარი დროა რო შენი ფიცი აუსრულო -- მითხრა გეგიმ და თვალი ჩამიკრა..
მე გავჩუმდი არვიცოდი რაუნდა მეთქვა. . გულში იმედი მქონდა რომ ასე იყო მაგრამ ეხლა როცა ზუსტად ვიცოდი რომ ძალით ათხოვებენ.. აი ახლა უკვე ჩემი სიყვარულის დაცვის დრო იყო..
საათს დავხედე 2 ხდებოდა ქორწილი კი 3ზე იყო დაგეგმილი..
-დროზე!!-დავიყვირე და კარისკენ წავედი..
----------------------------
მოკლედ მოდით ყველაფერს თავიდან მოგიყვებით მე..
ესეიგი იყო აი უძაანმაგრესი სასტავი რა.. აი ყველას უნდოდა მათთან მაგრამ არასდროს არავის უცდია მათთან 'შეტენვა', არც ეცდებოდნენ იმიტომ რომ კარგად იცოდნენ მაინც ვერაფერს გახდებოდნენ.. ჰოდა ამ სასტავში იყო 5 საუკეთესო მეგობარი.. აი ბავშვობიდან ერთად მოდიან რასაც ჰქვია.. გეგი,ლევანი,ეკე,ნინა და ლანა..
ჰო ეხლა რაც შეეხება ეკეს და ნინას წყვილს.. ბავშვობაში ეკემ როგორც უკვე იცით შეჰფიცა რომ გაიზრდებოდნენ და ცოლად მოიყვანდა.. თუმცა ეს ფიცი უკვე ნინას მეხსიერების ძალიან ძალიან ღრმა ფენებში იყო 'ჩამარხული'.. არც კი ახსოვდა.. აი ეკეს კი ყოველ დღე ეს ფიცი ახსენდებოდა.. და ის ჩახუტება მაშინ ბავშვურად რო ჩაეხუტა ნინა.
როდის მიხვდა ეკე რომ ნინა უყვარდა?
-5 წლის წინ განიცადა ის გრძნობა რომელსაც სიყვარული ჰქვია..
მოკლედ მთელი სასტავი ზღვაზე იყვნენ ერთად და ძალიან მაგრად ერთობოდნენ..
ერთ საღამოს გადაწყვიტეს კლუბში წასვლა.. ასეც მოიქცნენ.. იქ მისულებს საკმაოდ კარგი სიტუაცია დახვდათ..
მაგრამ ეკემ თავიდანვე აითვალწუნა ერთი ბიჭი.. რომელიც ნინას რატომღაც "ისე" უყურებდა.. ნინას თვალს არ აშორებდა ბიჭი და ბოლოს საცეკვაოდ გაიწვია.. ეკეს მთელი სხეული დაეჭიმა.. ადვილად შენიშნავდით მის ყელზე დაჭიმულ ძარღვებს.. ეს ყველა შეამჩნია და სიტუაცია დაიძაბა.. მალევე ნინამ იმ ბიჭის ხელი წელზე იგრძნო და ძალიან არ ესიამოვნა ცოტა ზედმეტი მოუვიდა უცნობს.. ცეკვა დამთავრებული არ იყო რომ ნინასთვის უკვე გაუსაძლისი გახდა უცნობთან ცეკვა და ეკეს გახედა რომელიც მათ თვალს არ აშორებდა.. თვალებით სთხოვა დახმარება.. დიახ რამდენადაც სასაცილო არუნდა იყოს ბავშვები უკვე ისე კარგად იცნობდნენ ერთმანეთს თვალებითაც ხვდებოდნენ რა უჭირდათ.. ეკე ახლაუფრო დაიძაბა და მძიმედ წამოდგა ფეხზე.. როცა ნინას თვალებში ის ამოიკითხა რასაც ელოდა.. მუშტშეკრული მიუახლოვდა "წყვილს" და უცნობის ხელი ნინას მოაშორა..
-ეი ეი ძმა.. ვერ ხედავ რომ გოგოსთან ვცეკვავ?--უთხრა 'უცნობმა' ეკეს..
-ეი ეი ძმა..--გაიმეორე უცნობის სიტყვები-- ვერ ხედავ რომ ეს გოგო ჩვენთანაა?--ჩაიცინა ირონიულად და გეგიზე და ლევანიზე ანიშნა..
-ვაა მერე რა ძმა?
-მერე რა კიარა.. აიეხლა სანამ სათითაოდ გადამიტეხია თითოეული ძვალი აქედან აორთქლდი..--უთხრა კბილების ღრჭიალით და ირონიულად ჩაიცინა.. ნინას ხელი დაავლო და გარეთ გაიყვანა..
-რამე ხოარ გითხრა იმ ს**მა?
-არა ეკე..არა.. მადლობა რა რო მოხვედი თორემ უკვე გავიგუდებოდი ისე მიჭერდა ხელს..--უთხრა სლუკუნით და ბიჭს ძალიან მაგრად ჩაეხუტა..
-არა.. ჩუუ გაჩერდი ჩემო პრინცესა არაფერი არმომხდარა.. დაწყნარდი ლამაზო.. მე სულ შენთან ვიქნები.. ვერავინ გაბედავს ხელი დაგაკაროს.. ხოიცი როგორ მიყვარხარ..--უთხრა და გაუღიმა..
-მეც ეკე..
და იყო კოცნა.. აი პირველი კოცნა ხალხოოოო... სასწაული იყო.. ორივეს გონებაში ერთი სიტყვა ტრიალებდა.. მიყვარს.. მიყვარს.. გაიძახოდა ორივეს გული..
იმ დღის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა იცოდნენ რომ უყვარდათ ერთმანეთი მაგრამ ამას არ ამხელდნენ.. არც ერთად არ იყვნენ.. აგრძელებდნენ ჩვეულებრივ ცხოვრებას.. ოღონდ უყვარდათ მხოლოდ თავისთვის.. არავინ არიცოდა ამ გრძნობის შესახებ..
მთელი ხუთი წელი ასე გავიდა..
მერე ერთ დღეს.. იმ საშინელ დღეს ნინამ გაიგო რომ ქონების გამო ერთ ბიზნესმენის შვილს უნდა გაჰყოლოდა ცოლად.. ეს ყველაფერი მშობლების კომპანიის გამო ხდებოდა.. საშინლად იყო ნინა.. ბავშვებს რომ უთხრა ეკე მაშინვე სადღაც გავარდა.. ლევანი და გეგი კი სულ გინებ-გინებით გავიდნენ სახლიდან..ალბათ ეკეს მოსაძებნად..
მოკლედ შემდეგ თქვენც იცით რახ მოხდა.. ახლა კი გავაგრძელოთ იქიდან სადაც გავჩერდით..
--------------
ბიჭები ერთ საათში უკვე ეკლესიაში იყვნენ.. ნინამ როგორც კი ბიჭები დაინახა.. მაშინვე გაიქცა და სამივეს მაგრად ჩაეხუტა..
-აქ რაგინდათ..
-უნდა ვუყურო როგორ თხოვდება ჩემი ერთადერთი სიყვარული..-თქვა ეკემ ირონიულად..
-ეკე ვერ მიგიხვდი..
-თქვი შე*ემა რა.. გეყოს რაც დამალე 5 წელია.. --თქვა ლევანმა და მხარი გაკრა ეკეს..
-მოკლედ..--დაიწყო ეკემ მაგრამ სიტყვა ახლა მათთან მოსულმა "სიძემ" გააწყვეტინა..მას უკან ლანა მოჰყვებოდა..
-ჰეი გაუმარჯოს.. მაგარია თქვენც რომ მოხვედით.. ბოლოს და ბოლოს ჩემი საყვარელი საცოლის ბავშვობის მეგობრები ხართ..
-ვა ბიჭებო მოხვედით? რაკარგია --სამივეს გადაეხვია ლანა და ნინას გვერდით დადგა.
-აჰაჰაჰ მოკლედ ახლა ყველაზე კარგი დროა რომ ეს ვთქვა.. შენ პატარა ბიჭო--მიმართა სიძეს-- სანამ ვინმეს საცოლეს აახევ დაფიქრდი ხოლმე რა..--თქვა და ერთი მაგრად დაარტყა სახეში მუშტი..
-აუ შენ გაიხარე ეკე რაა-- თქვეს ერთხმად ლანამ,ლევანმა და გეგიმ..
-ეე ეკე რა გააკეთე.. და საერთოდ რა ხდება.. ვერაფერი გავიგე..--თქვა ნინამ და მათკენ მომართული ხალხის მზერა დააიგნორა..
-მოკლედ.. ნინ მინდოდა მეთქვა მიყვარხარ..
-რა დამთხვევაა-- თქვა ნინამ და ეკეს ძალიან მაგრად ჩაეხუტა..
-წამო აგისრულო ფიცი..--უთხრა ეკემ 'საცოლეს' და სალურთხევლისკენ მიუთითა..
-ფიცი? აა ხოო! წამოდი!!--გაახსენდა ნინას 15 წლის წინ დადებული ეკეს ფიცი..
მოკლედ გაისნა ეკლესიაში კითხვა
"ერეკლე თანახმა ხარ მოიყვანო ცოლად ნინა გაბაშვილი?"
"თანახმა ვარ!"
"ნინა, თანახმა ხარ ცოლად გაჰყვე ერეკლე ავალიანს?"
"თანახმა ვარ!"
ეს იყო და იქუხა ტაშმა.. ჩაიშალა ერთი ქორწილი მაგრამ შედგა მეორე..
ამ დღის შემდეგ არცერთი წამით არ უნანიათ ეკეს და ნინას რომ ერთად არიან და ერთმანეთი ასე თავდავიწყებით უყვართ..
ერთი წლის შემდეგ.. სამშობიაროში გაისმა პირველი ბავშვის ტირილი.. და ბლოკიდან გამოვარდნილი ეკეს ღრიალი..
-ჩემი ბიჭი დაიბადა ტოო...
გახარებული მეგობრების სახეები.. და ისევ ის სასტავიი... უცვლი შემადგენლობით.. ცხოვრების ბოლომდე ერთად ყოფნა რომ ჰქონდათ დაფიცებული..
-----------------------------------
ოჰოჰოო არისს.. :დ ჩემი საყვარელი ისტორიაა.. რატომღაც ყველაზე მეტად მიყვარს ეს ისტორია.. <3 დიდი ხნის დაწერილი მაქვს და მინდა შემიფასოთ.. <3 მიყვარხართ მე თქვენ :*




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent