საუკეთესო მეგობარი (სრულად)
- დე, გავედი მე - ქეთა სად მიდიხარ? - ცოტნეს დაბადების დღეა დე, ხომ გითხარი? - ა ხო, ხო. კარგი დე, ჭკვიანად დედას ვაკოცე და სახლიდან გამოვედი. მე ქეთა ახვლედიანი ვარ. 19 წლის. მაღალი, გრძელი წაბლისფერი თმით და მწვანე თვალებით. ბიჭების ყურადღება არასდროს მაკლდა, მაგრამ ახლო ურთერთობას არავისთან ვიჭერდი. მყავს ორი საუკეთესო მეგობარი: ნინა ჯაფარიძე და ცოტნე დევდარიანი. მე და ცოტნე ერთ უბანში ვცხოვრობდით. ერთად გავიზარდეთ და ერთმანეთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგვედგინა. - ალო, ქეთა გისმენ - თოკო რა ქენი? მიშოვნე ბილეთები? - კი. ხომ იცი შენთვის ყველაფერს ვიზავ. - მადლობა. ნინას ბარში მოდი, აქ ვარ. - კარგი, 15 წუთში მანდ ვარ. ტელეფონი გავთიშე. ნინა გაბრწყინებული სახით მოდიოდა ჩემსკენ - რაო ვიშოვნეო? - კი გოგო - მე-6 კლასიდან გიჟდება თორნიკე შენზე - რა ვქნა, არ მინდა ამ ეტაპზე ურთიერთობები - მიულოცე ცოტნეს? - არა, საღამოს ავალ და საჩუქარსაც მივცემ. - გაგიჟდება. Arctic Monkeys კონცერტი ოცნებად ჰქონდა ქცეული - აი თოკოც თორნიკემ ბილეთები მომცა და მალევე წავიდა. მე მაღაზიებში გავიარე და საღამოსთვის ლამაზი კაბა ვიყიდე. 8 საათზე ცოტნესთაც ავედი - გილოცააააააავ -შევახტი და ვეხუტებოდი - მადლობა ჩემო ქაჯანა გოგოვ ცოტნეს მოვცილდი და პატარა ბავშვივით აცუნდრუკებული ვუცინოდი - ქეთა რა ხდება? - აი ეს შენ ცოტნემ საჩუქარი გახსნა და თვალები შუბლზე აუვიდა - არ არსებობს. მართლა? ქეთა მართლა? ვაიმე მადლობა. საუკეთესო ხარ. ყველაზე მეტად მიყვარხარ - ხელში ამიყვანა და მაბზრიალებდა - მეც ძალიან მიყვარხარ მე და ცოტნე კლუბში წავედით, სადაც მისი მეგობრები გველოდებოდნენ. ნინაც იქ იყო. თითქმის ყველას ვიცნობდი, ამიტომ არ მომიწყენია. ვსვავდით, ვცეკვავდით, ვერთობოდით... ცოტნემ ვიღაც გოგო გაიცნო და ცოტახანში ჩემთან გაბრწყინებული მოვიდა - ხო კარგია? - კი ცოტ, ძალიან ლამაზია - თათია ქვია, 20 წლისაა - მიდი თორემ მგონი ეჭვიანობს ორივეს გაგვეცინა. ცოტნემ შუბლზე მაკოცა და თათიასთან წავიდა. გულში თითქოს რაღაც ჩამწყდა. უცნაური გრძნობა იყო... საღამომ კარგად ჩაიარა. ღამე ნინასთან დავრჩი. დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა - ხო ცოტნე, რა ხდება? - ქეთუშ უნდა მიშველო რა. ჩემს ახალ შარვალს რომელი ზედა მოუხდება ყველაზე მეტად? - პაემანზე მიდიხარ? - ხო, პიკნიკს ვაწყობთ მე და თათია - კოტონში რომ ვიყიდეთ შავი ზედა - ჯიგარი ხარ. მიყვარხარ - მეც. წარმატებები ტელეფონი გავთიშე და ცრემლი მოვიწმინდე - ნინა გაიღვიძე რა - ვახ, თავი მისკდება. რა მოხდა? - ცოტნეზე ვეჭვიანობ ნინამ თავი წამოყო ბალიშიდან და ისე მიყურებდა, თითქოს უცხოპლანეტელი ვყოფილიყავი. - რას ნიშნავს ეჭვიანობ? - აი როგორც შენ ეჭვიანობ თორნიკეზე და არ იმჩნევ - ოპაა... ავდექით, ვისაუზმეთ და ნინას ბარში წავედით. თოკოც იქ დაგვხვდა - პრივეტ გოგოებო. ნინა შენთან რაღაც საქმე მაქვს ნინას ფერი წაუვიდა. მე ნაცნობი დავინახე და მისკენ წავედი - ვა ქეთა, როგორ ხარ? - კარგად ანი, შენ? - მეც კარგად. ცოტნე დავინახე დღეს ჩემს სახლთან. ჩემს მეზობელს მოაკითხა მანქანით. - თათიაზე ამბობ? - ხო. იცნობ? - შორიდან - ვერ ვხვდები ცოტნესნაირ ბიჭს რა ესაქმება თათიასთან - რას გულისხმობ? - მთელი უბნის ბიჭების გაგდებულია. უთავმოყვარეო გოგოა. კი, ლამაზია, მაგრამ ცოტნეს არ ეკადრება - დარწმუნებული ხარ რასაც ამბობ? - კარგი რა ქეთ, ხომ არ მოგატყუებ აბა? - ქეთააააა.... ნინა სირბილით მოდიაოდა ჩვენსკენ - თორნიკემ კინოში დამპატიჟა - გილოცაავ - როგორ ხარ ანი? - კარგად ნინა, შენ? - უკვე კარგად ნინას თათიაზე მოვუყევი - ცოტნეს უნდა უთხრა - ხო, მაგრამ მეშინია - რისი? - რომ არ დამიჯეროს? - ქეთ, მისი საუკეთესო მეგობარი ხარ. დაგიჯერებს აბა რას იზავს? - კარგი ხო... სახლში წავედი და ცოტნეს მოსვლას დაველოდე. 10 საათი ხდებოდა ეზოში ცოტნეს მანქანა რომ გაჩერდა. მაშინვე მასთან ავედი - ჩემი პატარა გოგო მოსულა. რა გჭირს? სახეზე ფერი არ გადევს - რაღაც უნდა გითხრა - წამოდი ცოტნეს ოთახში შევედით - აბა გისმენ, დაიწყე - დღეს ანი ვნახე, უბილავა - მერე? ყველაფერი მოვუყევი. თავიდან ჩუმად იყო, მერე ყვირილი დამიწყო - ყველაფერს იგონებ! ჩემი და თათიას დაშორება გინდა! ვერ ეგუები, რომ მე ვიღაც მყავს, შენ კი არავინ! - რა სისულელეებს ამბობ? - ქეთა რაში გჭირდება ეს ყველაფერი? შენ ხომ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ? - მიყვარხარ გესმის? მიყვარხარ და მინდა ბედნიერი იყო - მეც მიყვარხარ, მაგრამ რა დაგიშავა თათიამ? - მე სხვანაირად მიყვარხარ ცოტნე... ეს ვთქვი და ცრემლები წამომცვივდა ცოტნე გაჩუმდა. მერე უჯრიდან ბილეთები ამოიღო და მომცა - თათია ეგეთი არაა - ცოტნე არ გატყუებ - წადი... ამ ამბის შემდეგ 3 თვე გავიდა. ცოთნე არ მელაპარაკებოდა. ქუჩაში რომ მხედავდა თვალს მარიდებდა. მე კი უფრო და უფრო ვგრძნობდი როგორ მიყვარდა და მენატრებოდა. ნინა და თორნიკე ერთად იყვნენ და ყველანაირად ცდილობდნენჩემს დახმარებას. კონცერტი ახლოვდებოდა და მარტო წასვლა გადავწყვიტე - როგორც კი ჩახვალ დამირეკე - კი ნინა, დაგირეკავ. თოკო, დაქალი არ გამიბრაზო იცოდე - როგორ გეკადრებათ ქალბატონო ქეთევან ორივეს ძალიან მაგრად ჩავეხუტე, აეროპორტისკენ მივტრიალდი და მთელ ხმაზე დავიყვირე - Arctic Monkeys მოვდივაააარ!!!!! თვითმფრინავში ავედი და მოვკალათდი - თოკო მოიცა, ტელეფონი მირეკავს. გისმენთ - ნინა ცოტნე ვარ, სადაა ქეთა? ვურეკავ და გათიშული აქვს ტელეფონი - თვითმფრინავშია. კონცერტზე მიდის - როდის ჩამოვა? - ერთ კვირაში. რამე მოხდა? - მართალი ყოფილა... - ახლა კარგი დროსია ვაჟბატონო - ო ნინა კარგი რა - კარგი ხო - კარგი, მადლობა თვითმფრინავი დაიძრა. ღრმად ჩავისუნთქე და თვალები დავხუჭე. უეცრად ხალხის ყვირილი გავიგე და შემდეგ ყველაფერი გაქრა - ცოტნე, დედიკო, აუწიე ტელევიზორს - დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა 57 ადამიანი. თვითმფრინავი, რომელსაც თბლისი-ლინდონის რეისი უნდა შეესრულებინა, საფრენი ბილიკიდან გადავიდა და ტვირთმზიდს დაეჯახა. ბორტზე არსებული ყველა მგზავრი დაღუპულია. ცოტნეს გული წამით გაჩერდა. ცხვირში საშინელი წვა იგრძნო. თვალები დაებინდა. მუცელი საშინლად ასტკივდა და ერთადერთი რაც თავში აზრად უტრიალებდა იყო ქეთა, რომელსაც ვეღარასდროს ნახავდა. მიხლებზე დაეცა და გულამოსკვნით ტიროდა. ქეთა აღარ იყო. მისი საუკეთესო მეგობარი, რომელიც გაგიჯებით უყვარდა აღარ იყო... 2 თვის შემდეგ - ქეთაა მოვედი. მოგწონს ჩემი ახალი ზედა? ნახე ყვავილები მოგიტანე. მოგწონს? ყვევილები საფლავზე დადო და გვერდით მიუჯდა. კურტკის ჯიბიდან ვისკის ბოთლი ამოიღო და სმა დაიწყო. ქვას შეხედა, რომლიდანაც ქეთას სახე იღიმოდა. წამის მეასედში ათამდე ცრემლი გადმოსცვივდა და საფლავზე დაემხო - ჩემო პატარა გოგო. ჩემი ბრალია ქეთ. ყველაფერი ჩემი ბრალია. ნეტა იცოდე როგორ მიყვარხარ. მთელი ცხოვრება მიყვარდი და თქმას ვერ ვბედავდი. მაპატიე რომ არ დაგიჯერე. მაპატიე რომ მოგკალი. ჩემი ბრალია გესმის? ჩემი ბრალია. ნეტავ ერთხელაც შემეძლოს შენთან ჩახუტება. მენატრები პატარავ. ძალიან მენატრები. გახსოვს? 12 წლის რომ იყავი და მე ასთმის შეტევა დამემართა... მაშინ შენ გადამარჩინე. ახლაც მოდი და მიშველე. ვკვდები ქეთა გესმის? უშენობით ვკვდები. ვეღარ ვძლებ აქ. შენთან მინდა. მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით იყავი. ყოველთვის გვერდით მედექი. მე.. მე.. მე უბრალოდ არ ვიცი როგორ ვიცხოვრო უშენოდ. მიყვარხარ. ძალიან მიყვარხარ. მაპატიე... ცოტნემ ჯიბიდან იარაღი ამოიღო. ქეთას საფლავის ქვას ძლიერად ჩაეკრო, მის სახეს მოეფერა, ცრემლები მოიწმინდა, იარაღი გულზე მიიდო და ჩახმახს თითი გამოკრა. ყველაფერი თეთრი იყო.. ცოტნე სხეულს ვეღარ გრძნობდა. მიდიოდა, მაგრამ სად? შორს სილუეტი შეამჩნია. მიუახლოვდა... იქ მდგარი ადამიანი ცოტნეს უღიმოდა - ქეთა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.