შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"უსასრულობავ,ჩამკიდე ხელი!" (2)


18-03-2015, 15:25
ავტორი Nini))
ნანახია 2 055

გათენდა დილა, 16 სექტემბერი,აჰჰ როგორ მიყვარს ეს თვე და რიცხვი..ახალი მეგობრები,ახალი კლასელები,ახალი სკოლა...აუ! თან კატოც არ დადის ამ სკოლაში, რა ვაკეთო?!
-ქეთა! ადექი, პირველ დღეს მაინც არ დააგვიანო!
-კაი დედა ავდგები რა იყო...
სხვათაშორის არ დამზარებია და მალევე ავდექი,წყალი გადავივლე და შავი ჯინსი,შავი ბატინკები და შავი,სადა პერანგი ჩავიცვი. თმა გავისწორე და გავიშალე, ავირე ჩანთა და სასაუზმოდ სამზარეულოში გავედი.
-ვაიმე ქეთა, რა იყო გასვენებაში მიდიხარ?
-პრინციპში კი..
-ქეთა!
-კაი დამალევინე ყავა და წავედი..
-ჰმ..ყავაზე როდის გადახვედი?
-დედა, უკვე მეთერთმეტე კლასელი ვარ..(ირონიულად)
-ოჰ, ქეთა, ქეთა..მოდი დალიე, დაგაგვიანდა.
ყავა დავლიე და სახლიდან გამოვედი. სულ კუს ნაბიჯებით ვიარე, მინდოდა ის ბიჭი დამენახა თუმცა..ძლივს ავბოდიალდი სკოლაში და რას ვხედავ! ის სასტავი სკოლასთან დგას..მივდივარ და გაშტერებული ვუყურებ იმ ბიჭს..და უკნიდან მესმის ხმა:
-ეს ბიჭი დაგევასა?
-უკაცრავად?
მივიხედე და ჩემი ხნის, წითური საყვარელი გოგონა დგას.
-ის ბიჭი მოგეწონა თქო? მე ანკა ვარ..
-მე ქეთა სასიამოვნოა, არა ვერც კი შევამჩნიე..
-კაი არ გინდა ეხლა..(ჩაეცინა)
-კარგი ხო..ვინაა?
-წამოდი სკოლაში შევიდეთ და მოგიყვები, მერამდენე კლასელი ხარ?
-მეთერთმეტე.
-მეც!
-ძალიან კარგი, შევიდეთ?
-ჰოო შევიდეთ!
რაღაც უაზრო ცერემონიების შემდეგ ავედით კლასში.ანკა სადღაც გავიდა, ყველა კლასში შევარდა. 5 წუთის შემდეგ მასწავლებელმა მეც შემიყვანა კლასში და კლასს გამაცნო: გაიცანით ეს თქვეენი ახალი კლასელია, ქეთა ახვლედიანი. იმედია იმეგობრებთ. ოოუ და დაიწყო ის საშინელი მომენტი როდესაც ყველა შენ გაშტერდება, როგორი ხარ, რა გაცვია..ჰაი, მივესალმე ბავშვებს და ცარიელი მერხისკენ გადავინაცვლე. ანკა კლასში შემოვიდა და გვერდით მჯდომმა გოგონამ დაიძახა : ვა ფეშენ გოგოც მოვიდა..
ამაზე ყველამ სიცილი ატეხა, ანკა კი შერცხვენილი, თავდახრილი ჩემს უკან დასკუპდა. ამაზე მივხვდი რომ ანკას კლასში აგდებულად ექცევიან, მისი ჩაცმულობის გამო, ამ კლასის გოგონებისთვის აუცილებელია, შანელის და დოლჩე და გაბანას მარკის ტანსაცმელი გეცვას რომ პატივი გცენ..რა ამაზრზენია! შემდეგ ანკას მივუბრუნდი.
-კარგად ხარ?
-კი..(ცრემლიანი თვალებით თქვა ანკამ)
-კარგი დამშვიდდი..არ ღირს შენს ნერვიულობად.სამადლობელს შენს მაგიერ გადავუხდი, გპირდები. (თვალი ჩავუკარი)
ამაზე ანკამ თბილად გამიღიმა.ზარი რომ დაირეკა ის გოგონა ანკას "ფეშენ გოგო" რომ უწოდა ჩემსკენ წამოვიდა.
-ქეთა ხო?
-აჰა..
-მე მია.ქეთა მომისმინე, შეიძლება საყვარელი ხარ და ბევრმა შემოგხედოს მაგრამ კარგად დაიმახსოვრე,ამ კლასში და ამ სკოლაში, პირველი გოგო მე ვარ!
-აჰამ..იცი მე კი ვფიქრობ რომ უბრალოდ "თავდაჯერებული იდიოტი" ხარ რომელსაც თავისი თავი სხვაზე მეტი ჰგონია.
გაცხარებულ მიას გვერდი ავუარე და დერეფანში გავედი.
უკნიდან ანკა მომახტა.
-აუ, რა ჩაუტარე!
-კაი რა..იდიოტია!
-ჰოო..
-აბა გისმენ.
-რაზე? აა ჰოო..ის ბიჭი ცოტნე მაკიევია. უბანში კარგი სახელი აქვს და ყველა იცნობს, დასტოინი,სიმპატიური და ძაან კაი ტიპია რა.რაღაც ძველი ბიჭი და ისეთი არ გეგონოს..
-აჰაა..ცოტნე მაკიევი! შესანიშნავია..
-ჰოო ^^ ისე მაგას გოგოები ძაან ცუდად ეტენებიან..და მათ შორის არის მიაც!
-უჰ, არც გამკვირვებია..ისე სკოლასთან რა პონტში იდგა?
-რავი..მანდ აბირჟავებს ხოლმე სასტავი, საღამოობით უბანში.
-ძაან კაი..უი დღეს საღამს ჩემტან ამოდი, ცოტა უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი და ჩავიდეთ უბანში..
-კაი! ზარია..
გაკვეთილების შემდეგ მე და ანკა ერთად წამოვედით, სასტავი ისევ იქ იდგა, მე უკან უკან მოვდიოდი და არსად ვიყურებოდი.უცებ უკნიდან ვიღაცას შევასკდი მოვიხედე და..
-აუ შე იდიო.. შევჩერდი როდესაც ცოტნე დავინახე.
-უპს! ბოდიში..(მორცხვად ვუთხარი მე და გზა გავაგრძელე)
ანკამ მხარი გამკრა და გაიცინა. სახლში დაღლილი მივედი, რათქმაუნდა ხელს არავინ მიშლიდა და სკოლიდან დაქანცული,პირდაპირ ლოგინში გადავეშვი.
მერე ცოტა წავიმეცადინე და ანკაც მოვიდა.
-მოდიი! ლიკაც მოვა ეხლა..
-ლიკა?
-ჩემი დაქალია, გაგაცნობ.
-კარგი..
10 წუთში ლიკაც მოვიდა, ერთმანეთს გავაცანი და ორივემ კარგად გაუგეს ერთმანეთს.რატქმაუნდა ლიკას დღევანდელი დღის შესახებ მოვუყევი.
-წამო დაბლა..
-წამო წამო..
ცოტა მოვწესრიგდით და ანკას მივადექით.
-მოდი ეს სათვალე მოიხსენი, არაჩვეულებრივი თვალები გაქვს, თან ტყუილად გიკეთია, თმა გაიშალე, და ჩემი სუნამოც მიისხი.
მოკლედ სამივე მოვწესრიგდით და გზას გავუყევით.აი გამოჩნდა ბანდაც, სანამ იქამდე მივბობღდით მია მიცუნცულდა და ცოტნეს იმხელა ხმაზე უთხრა : აუ წამოდით, ნატუკასთან მაგარი ფართია!
ბიჭებიც გაყვნენ. მხოლოდ რამოდენიმე დარჩა,ცოტნე და სამი ბიჭი.
გოგოებო არ წამოხვალთ? ხელით ანიშნეს ლიკას და ანკას. გოგოებსაც თვალები გაუბრწყინდათ და სიხარულით გაიქცნენ, რათქმაუნდა ის ბიჭებიც გაყვნენ. მხოლოდ ცოტნე დარჩა. ჩემსკენ რომ წამოვიდა კინაღამ ადგილზე გავშრი. მომიახლოვდა და სიგარეტი გააბოლა. ისე ახლოს იდგა მისი გულის ცემა მესმოდა, რომელსაც ჩემი გულის ცემა ერითმებოდა.
-წავიდეთ ქეთა? ეს თქვა და კინაღამ გული წამივიდა..

ბოდიშიით გუშინ სიახლეს ფოტო არ ემატებოდა და თან კომპმა გამიჭედა ))



№1  offline წევრი lamazmani

ძაან კაია მომწონს მალე გაგრძელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent