საზაფხულო ბანაკიდან დაწყებული სიყვარული (თავი 10)
მოვიდა ქორწილიც დღეც, საშინლად ვნერვიულობდი, ადგილის პოვნა მიჭირდა, გრძელ თეთრ კაბაში გამოწყობილი მოუთმენლად ველოდებოდი ადამიანს რომელიც მთელი ცხოვრება ჩემთან უნდა ყოფილიყო.. ამ დროს ბაკოც მოვიდა, შემოყვნენ მეჯვარე და სხვა სტუმრები, ეს დღე ჩემთვის უბედნიერესი უნდა ყოფილიყო ამიტომ ვცდილობდი ბედნიერებისგან ცრემლები არ წამომსვლოდა და მაკიაჯი არ გამფუჭებოდა.. -მზად ხარ ჩემო ცოლო? -რათქმაუნდა. ჯვარი სამებაში დავიწერეთ, რესტორანში ყველაფერი მორთული და სილამაზით აღსავსე იყო, ეს კი სრულ ბედნიერს მხდიდა.. მეორე დღეს ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა მხოლოდ ის იყო განსხვავება რომ ბაკო და მე ცოლ-ქმარი ვიყავით, ორივე ვმუშაობდით და ასევე ვცდილობდით ერთმანეთისათვის მეტი დრო დაგვეთმო.. საქორწინო მოგზაურობა გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გავატარეთ, ულამაზეს ქალაქში ულამაზესი წყვილი.. ბაკო ყველანაირად ცდილობდა ჩემს სახეზე ყოველთვის ღიმილი დაენახა, მასთან თავს ბედნიერად ვგრძნობდი რაც სრულიად საკმარისი იყო.. იდეა რომლის მიხედვითაც სიყვარულს ბედნიერების მოტანა შეუძლია მე-17 საუკუნის ბოლოს გაჩნდა. მას შემდეგ ხალხს სჯერა, რომ სიყვარული მუდმივია, ხოლო ქორწინება-მისი განხორციელების საუკეთესო შანსი, ადრე სიყვარულის მარადიულობის ნაკლებად სჯეროდათ, ,,ჯულიეტა და რომეო"-ს ბედნიერებასთან საერთო არაფერი აქვთ, ეს სრული ტრაგედიაა. თანდათან უფრო მეტად იკიდებდა ფეხს მოსაზრება, რომ ადამიანის ქორწინებას პირადი ბედნიერების მიღწევა შეუძლია.. ---- ამ ეტაპზე ორივეს ძალიან გვინდოდა შვილი, გვინდოდა ეს ურთიერთობა უფრო მეტად გაგვემყარებინა, მაგრამ რატომღაც ვერ ვფეხმძიმდებოდი, ამიტომ გერმანიაში საუკეთესო ექიმს მივაკითხე, დანიშნულება გამოგვიწერა და გვითხრა მალე ყველაფერი კარგად იქნებაო.. 2თვის განმავლობაში ყოველ დღე ვიღებდი პრეპარატებს რაც საჭირო იყო.. დამთავრების შემდეგ კი ექიმთან აღარ მივსულვარ.. აქედან ერთ კვირაში ძლიერი თავბრუს ხვევები დამეწყო, ტესტის გაკეთების შემდეგ კი დადგინდა რომ ფეხმძიმედ ვიყავი.. არვიცი როგორ გადმოვცე ის გრძნობა რაც მე და ბაკოს მაშინ დაგვემართა, აქეთ იქით დარბოდა და ყვიროდა ბავშვი მეყოლება რამაგარიაო.. სანამ დრო იყო საქართველოში ჩამოვედით, ყველას ვაცნობეთ ჩემი ორსულობის შესახებ, რამოდენიმე თვეში კი გავიგეთ რომ ბიჭს ველოდებოდი.. -რა დავარქვათ კატო? -არვიცი, სავარაუდო სახელებს გეტყვი.. ნიკა. გიო, ლაშა, ლევანი. ირაკლი, სანდრო -მგონი ყველას სანდრო ან გიო ჯობია არა? -ხო რავი.. მანამდე კიდევ 4 თვე გვაქვს დარამეს მოვიფიქრებთ.. ორსულობა კარგად მიდიოდა, ხილის სალათებს რაც შეიძლება დიდი რაოდენობით ვჭამდი, ბავშვის სახელიც მოვიფირეთ, ნიკას ვარქმევდით,ანუ ნიკოლოზს.. მაგრამ სიმართლე ვთქვათ გულის სიღრმეში მინდოდა ჩემს შვილს რაშა რქმეოდა, არვიცი რატომ მაგრამ მინდოდა, ამაზე რათქმაუნდა ბაკოსთვის არაფერი მითქვია და მის არჩეულს დავეთანხმე.. სქესის გაგებიდან 4 თვეში კი დაიბადა პატარა ბიჭი, ღამისფერი თვალები ჰქონდა, ქერა თმა და ნაზი სხეული.. მან ჩვენი ცხოვრება შეცვალა, მე გავხდი დედა, ბაკო კი მამა, ის გრძნობა კი არასოდეს დამავიწყდება როდესაც ჩემი პატარა პირველად ხელში ავიყვანე.... პ.ს ესეც ახალითავი.. მოგწონთ? ხვალდავდებ შემდეგს..დასასრულს უახლოვდება .. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.