კაზინო და შავი ფული
გაფრენა გიცდიათ? მე კი. თანაც ბევრჯერ. ხან სკამიდან,ხან საწოლიდან,ხან დივნიდან,ხან... ახლა კი,ჩემი ოთახის ფანჯრიდან გაფრენას ვაპირებ. ჰო,პირდაპირ გიჟად არ მომნათლოთ,უბრალოდ,საშინელ ხასიათზე ვარ. ნატომ შემჭამა,ტვინი წაიღო რასაც ქვია,რომ მამაჩემის კაზინოს გახსნას უნდა დავესწრო. თანაც გამოპრანჭული და გადატყლარწული,წინააღნმდეგ შემთხვევაში ოთახში ჩავიკეტები 1კვირით,ტელეფონის და ნოუთბუქის გარეშე. ხოდა,სერიოზულად ვფიქრობ გაფრენაზე. ამჯერად ფანჯრიდან. ჩემს საწოლზე,ჩემი "მოკაზმულობა" დევს,ნატომ დამილაგა,ნახევარ საათში შეფუთული დამხვდიო. შავი კაბა,ტანს ქვემოთ გაშლილი და,თვალით მივხვდი,მუხლს ოდნავ აცილებული. შავი ქუსლიანები,და ვერცხლის ყელსაბამი. ვუყურებ და,ლამის ვიტირო. ვიცი,კაზინოში რა სიტუაციაც იქნება,და წინასწარ ვგლოვობ. შარვალ-კოსტუმებში გამოწკეპილი ღიპიანი მამაკაცები,შავ ფულში რომ ბანაობენ. ზოგიც,ვინ იცის,იქნებ სიმპატიური ჯეელი გამოდგეს. თოთოეულს გვერდს მაღალი ელიტიდან გამოსული გოგონები დაუმშვენებდნენ,მაგრამ მაინც,შეხედავდი და გაიფიქრებდი-"ფუამის,როგორი კახპაა" ხელში ღვინით სავსე ჭიქები ეკავებათ,წამდაუწუმ აჭახუნებდნენ და აფერისტული სიცილით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. მერე,მაგიდას მიუჯდებოდნენ,ფსონებს დადებდნენ და,ზოგი წაგებისგან გამოწვეულ უკმაყოფილების დამალვას ღიმილით ეცდებოდა,მოგებული ჯეელი და ყელმოღერებული "მევარ,რაცვარ" მზერით გადახედავდა ყველას. წარბები შევკარი,ხმამაღლა დავიღრინე და ფანჯრის რაფიდან ჩამოვხტი,ამჟამად სიკვდილის მცდელობა უვარგისი იქნებოდა,წავალ იმ დასაწვავ კაზინოში,ჩემი რამიდის! "რამიდის და,ნერვები!"-გამომეპასუხა ალტერეგო,და გაბრაზებულმა მივირბინე საწოლთან,კაბას დავწვდი,უხეშად გავიხადე ჩემი საყვარელი სპორტული და მოხერხებული სამოსი,ამის მაგივრად ის შავი საშინელება ამოვიცვი,კაკუნები ჩავიცვი და ყელსაბამს დავაკვირდი. ბოლოს მასაც დავავლე ხელი,ყელზე წვალებით გავიკეთე და სარკეში შეცვლილ "მე"-ს თვალი მოვარიდე. სულ ბუზღუნ-ბუზღუნით გავედი ოთახიდან და უზარმზარ ჰოლში გადავინაცვლე. -ნატალია! მიყურე და დატკბი!-უკმაყოფილო ხმით მივაძახე სამზარეულოს მისამართით და გავიჯგიმე. ჩასუნთქვაც ვერ მოვასწარი,ისე გამოვარდა სამზარეულოდან დედაჩემი,ჯერ თვალებდაჭყეტილი მიყურა,მერე ნებიერად გაიღიმა და მომვარდა. ახტაჯან! ხელი დამტაცა,რამდენჯერმე დამატრიალა,თვალები ამაყოლ-ჩამაყოლა და გამეკრიჭა -დედი,აი,კაზინოს გახსნა რომ არა,შენ მშვენიერებას ვერ ვეღირსებოდი-დამტუქსავი ხმით გამიქნია თავი და ხელი მომხვია -გადი რა ნატო! ჩემს მშვენიერებას ყოველთვის ხედავ,პროსტა არ იმჩნევ!-უარესად დავტუქსე და მისი ხელი მოვიშორე -რა უჟმური ხარ შვილო,ვის გავხარ ნეტა!-დივანზე ჩემს გვერდით ჩამოჯდა. -შენი შვილი ვარ ნატალია,შეგახსენო?-"ნაგლად" გავუღიმე,წარბი ავუწიე და მის გამომეტყველებაზე,ამაკისკისა. -ნუხარ მწარე!-შემომიბღვირა თავისებურად. სულ ასე იყო,მგონი,რომ რომ გავჩნდი,იმაზე ვუბრაზდებოდი,რას მაჩენდი მეთქი,თანდათან უკვე ალბათ ჭამაზე,მერე ბაღზე,სკოლაზე,უნივერსიტეტზე,დაბერებაზე,სიკვდილზე... უი,ვბოდავ. -არ ვიქნები მწარე,თუ არ წამიყვანთ-შუბლი შევჭმუხნე და ჩემს კაკუნებს დავაკვირდი. -კაი რა დედი,ისეთი ბიჭები იქნებიან,წამოსვლა შენ არ მოგინდება-მხარი წამკრა კაი დაქალივით და გადაიკისკისა. ზოგჯერ ამხელა ქალიც,როგორ ახუნტრუცდება,უყურე შენ. -ხო ეხლა,ნუ მიყურებ უჟმური სახით!-ნაწყენი სახით წამოდგა,და სამზარეულოში შეკუნტრუშდა... *** -მამი,დამპირდი რომ,იმ ღიპიან ჯეელებთან აფერისტობას არ მომთხოვ!-წინასწარ გავაფრთხილე გიგი,სანამ მანქნის კარს გავხსნიდი -ნეტაი შენ რა-ხელი სიცილით ამიქნია. -ჯიგაარ!-ხელი ჩასარტყმელად გავუწიე -ნუ ატუტუცდით,ორივე-ხელი ჩქარ-ჩქარა ჩამომაწევინა ნატომ და მანქნიდან გადავიდა. მეც გავაღე კარი,ჩემს აიფონს დავწვდი და კაკუნების კაკუნით გადავედი. ესეც ასე,საღოლ მამაჩემს! მშვენიერი კაზინოა,უფუფ,გარეგნულადაც ეტყობა,რომ ძაან "სვეცკია". მამაჩემი მომიახლოვდა,და გვერდით ამომიდგა. თავი წინასწარ შევამზადე,რომ წინ განსაცდელი მელოდა,გიგის ხელს ჩავეჭიდე და კაზინოში შევაბიჯე. დაძაბულობა გამიმძაფრდა... თვალში მომხვდა ერთიდაიგივე,შავთეთრი შარვალ-კოსტუმები... წითელ-ყვითელ-შავ-მწვანე-ბლაბლაბლა კაბები... უამრავი ადამიანისგან მომართული ცნობისმოყვარე სახეები... უამრავი ქალის შურიანი სახელები... უამრავი ჯეელის "ნდომია" სახეები.... ფუიამათიდედაც! დედამ სახეზე აკრული ღიმილით ხელზე მწარედ მიჩქმიტა,და ამოვიკვნესე. დარბაზის შუაგულში წამიყვანეს მშობლებმა,და წამსვე შემოგვეხვია მდიდარი ჯეელების და სექსუალური ქუჩის კახპების ბრბო,და საუბარი დაიწყეს... ჯერ ასე,არასდროს დამგუბებია ყურები,არავის ვუსმენდი,და აქედან გაქცევის სურვილი ნელ-ნელა პიკს აღწევდა. -მამა,შენს კაზინოს დავათვალიერებ...ანუ წავალ რა-მავედრებელი თვალებით შევხედე. -მიდი მამი,გამოგაყოლებ მენეჯერს... -არა რაა-წარბები შევკარი,ჩქარჩქარა გავეცალე და მეორე სართულზე ავედი. "ბოროტი" გასართობებით იყო იქაურობა სავსე,საბილიარდოსაც მოვკარი თვალი... მესამე სართულზე,აუზიც იყო... როგორც იქნა,საპირფარეშოს მივაგენი,ღიმილმა გადამირბინა,უნდა მივსულიყავი,როცა ნაბიჯები შევანელე... სამი კაცი ერთდროეულად დადგა კედელთან,ორს შეწუხებული სახე ქონდა,მესამეს "არაფრისმაქნისი". -კარგი,ნუ ფორიაქობთ-დაამშვიდა მესამეს და ფართოდ გაიღიმა. პასუხად ორივემ შეუღრინა,წარბები შეკრა და ამოიხვნეშა. ---- ---- ვიცი რომ,ერთი ადამიანიც არ წაიკითხავს,მაგრამ,წერა მინდოდა და დავწერე. კომენტარებს არ ვითხოვ :დდ უბრალოდ,ვაქვეყნებ :/ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.