ჩემი ქიმიის მასწავლებელი (სრულად)
-კანჯარაშვილი!ახლავე ადექი ფეხზე და გადი გარეთ!-მშვიდად წარმოთქვა შუახნის მოხუცმა და ქვემოდან ამომხედა. მასწავლებლის მაგიდასთან იჯდა,სათვალე ცხვირის წვერზე ჩამოედო და როგორც მივხვდი ჟურნალს ავსებდა.თვალებში ჩავაჩერდი,ისე რომ წამითაც არ გამიხედავს განზე.დაიბნა.მის წინ ჟურნალს დახედა,მერე ისევ მე მომიბრუნდა. -გადი სანამ დირექტორი შემომიყვანია!-მისი მშვიდი ტონი სადღაც გამქრალიყო.მიბრძანა და თავისი საქმე განაგრძო. ჩავიხითხითე.მომწონს,როცა მათი ნერვების თამაში შემიძლია. ჩემი ორადორი რვეული და უბრალო ფანქარი ავიღე და ნელი ნაბიჯებით გამოვედი საკლასო ოთახიდან. დერეფანს მოვავლე თვალი ღრმად ჩავისუნთქე. კარგი ამინდი იყო.ფანჯრიდან შემოსული მზის სხივები კედელს ეცემოდა და სითბოს ირეკლავდა. გარეთ არავინ იყო. ცარიელი ეზო ისე საშინლად გამოიყურებოდა,როგორც საშინელებათა ჟანრის ფილმებში მიტოვებული საბავშვო პარკები ან რაღაც ამდაგვარი. სკოლის წინ წითელ,ჯაჭვებით დამაგრებულ საქანელაზე ჩამოვჯექი.რვეულები იქვე დავყარე და შეუმჩნევლად რწევა დავიწყე.ცას ვაკვირდებოდი.ლამაზი დღე იყო და შეიძლებოდა ლამაზადაც გაგეტარებინა,წყეული სკოლა,რომ არ არსებობდეს! მაგრამ მერე რა... მე მაინც ნახევარზე მეტჯერ ეზოში დავხეტიალობ. ყველა მასწავლებელს ვეჯავრები,რადგან მათი წინასწარ მომზადებული და კარგად დაგეგმილი გაკვეთილი ყოველთვის ჩემი მიზეზით იშლება.რატომღაც დრო ნელა გადის ჩემთვის. დღეები ისე ნელა მიიზლაზნებიან.გართობა მხოლოდ ღამით არის შესაძლებელი ჩვენს ქვეყანაში:/(ამასაც თუ გართობა ჰქვია) ახლა კი ვზივარ და ვიცდი როდის დაირეკება ზარი,მორიგ მასწავლებელს რომ მოვუშალო ნერვები! ცას თვალი მოვწყვიტე,როცა ჩემს გვერდით საქანელაზე ვიღაც ჩამოჯდა. -ოუ-თვალები გამიბრწყინდა XII კლასელი ირაკლის დანახვისასგამოგაგდეს? -ჰოო- ირონიულად ჩაეცინა და უდარდელად სტვენას მოჰყვა. -იცი რა ვიფიქრე? ცოტა ხომ არ დაგველია? მე გადავიხდი. ცოტა ფული ,,ავახიე'' ამდილით მამაჩემს-შევთავაზე და მის პასუხს დაველოდე. დალევა მინდოდა.დრო რაღაცით ხომ უნდა გამეყვანა. -არ გამოვა. ჩემები მიხვდებიან და ამჯერად მართლა ჩამომართმევენ მანქანას!-თითებზე დაიხედა. მე გამეცინა. -კაი რა! ნუ გ ე შ ი ნ ი ა!-მკაფიოდ და ხმამაღლა წარმოვთქვი. ვიცოდი დამთანხმდებოდა.ბოლოს მაინც ჩემსას გავიტანდი! -არავისაც არ მეშინია!-შემომიბღვირა. -ჰოდა წამოდი-თვალი ჩავუკარი და ჩავიცინე -მე... უჰ...კაი-ამოიოხრა. გულში გამარჯვებას ვზეიმობდი -სკოლის მერე!-წარბები ავათამაშე და მუშტი მსუბუქად გავკარი მხარზე -კარგი! მასე იყოს-უემოციოდ თქვა და საქანელა მკვეთრად შეარხიამხოლოდ რამდენიმე ჭიქა! -ჰოო..!-ჩავიცინე და დიდი,რკინის,მაღალი ჭიშკრისკენ გავიხედე,რომელსაც ვიღაც ეჯაჯგურებოდა და ცდილობდა გაეღო.გამეცინა ისე საცოდავად გამოიყურებოდა. -ნახე! თოჯინა მოდის-ჩაიხითხითა ჩემმა ,,პარტნიორმა'' და ჭიშკრისკენ მანიშნა-მგონი დახმარება სჭირდება?-სახე ალმაცერმა ღიმილმა გაუნათა.ისევ გოგონას გავხედე.რკინის საკეტი ძვლივს გახსნა და ეზოში შემოაბიჯა. ლამაზი იყო! და სექსუალურიც! არა! ძაალიან სექსუალური.სულაც არ ჰგავდა ჩვენი სკოლის სულელ გოგონებს,თავი საუკეთესოები,რომ ჰგონიათ. გაუბედავად მიაბიჯებდა ქვაფენილზე,ისე რომ განზე არც გაუხედავს იქამდე სანამ ირაკლიმ თავხედური სტვენა არ ატეხა,როცა საკმაოდ მოგვიახლოვდა.თუჩზე ვიკბინე სიცილის შესაკავებლად.მხოლოდ წამით გამოგვხედა და შენობაში გაუჩინარდა. -მომწონს-გაიცინა ირაკლიმ და წამოდგაახალია? -ნეტა რომელ კლასშია?-თითებით წინ აჩეჩილი თმა უფრო აიჩეჩა. ზარი დაირეკა თუარა კლასში დავბრუნდი.ირაკლის ვუთხარი სადაც უნდა მოსულიყო გაკვეთილების შემდეგ,მანაც პირობა მომცა არ დავიგვიანებო. ოთახში შესულს ხმაურით შემომეგებნენ.გავიცინე და ჩემს მერხზე ჩამოვჯექი. რვეულები სკამზე დავდე,ხელი რომ გამენთავისუფლებინა.ბიჭებიც ჩემთან ახლოს ჩამოსხდნენ სალაპარაკოდ. უცებ ჩემს ჯიბეში მარტოდმარტო მიტოვებული ჯიბის დანა გამახსენდა,რომელიც მთელი დღეა იქ არის. თითებით სწრაფად ამოვიღე და მისი თამაში დავიწყე. არავის გაჰკვირვებია.უბრალოდ ლაპარაკი განაგრძეს. მიჩვეულები იყვნენ და იცოდნენ ეს უბრალოდ ჩემი ,,თანდაყოლილი ჩვევა'' იყო. ამჯერად ჩვენი მიზეზით წასული და დათხოვნილი მასწავლებლების სიას ვადგენდით და ხმამაღლა ვიცინოდით,როცა ოთახში დირექტორმა შემოაბიჯა. ყველა გაჩუმდა.მე კი ჩამეცინა. ჩემი კლასელები... თავი კაცები ჰგონიათ! ამ დროს კი, საკმარისია მხოლოდ დირექტორის დანახვა და დაწყებითი კლასის გოგონებს ემსგავსებიან! სასაცილოა! სატირალი რომ არ იყოს:/ არც გავნძრეულვარ, უბრალოდ დანით თამაში განვაგრძე. დირექტორმა გაბერილ გომბეშოს რომ ვეძახდი,მისი დიდიდ მუცლისა და მუწუკებიანი ღიღაბის გამო,რომელიც ყვირილის დროს ბაყაყივით სულ მთლად ებერებოდა,სასტიკად გადმომხედა და ჩუმად წარმოთქვა რაღაც სალანძღავი სიტყვები,რაც ყოველთვის ჩვევია.ჩუმად ჩავიცინე ამაზე.ყოველთვის მახალისებდა ეს ქალი! მხოლოდ მისი საცოდაობით! -კანჯარაშვილი!-მკაცრად წარმოთქვა ჩემი გვარი და საჩვენებელი თითი მასწავლებლის მაგიდას დააჭირა. -ჩამოდი მერხიდან! სკამზე დაჯექი ნორმალური მოსწავლესავით და დანა შეინახე!-მიბრძანა. თვალებში არ მიყურებდა.ჩემს ხელში ,,მოთამაშე'' ნივთს მისჩერებოდა. დავაიგნორე! არ ვაპირებდი მისი ბრძანების შესრულებას,როგორც ყველა! -კანჯარაშვილი!-ტონს აუწია და ტუჩები მომუწა. მინდოდა გადამეხარხარა მაგრამ თავი შევიკავე.ვიცოდი მშობლებს დაიბარებდნენ. მე კი ვერ ვიტან ამ პროცესს! როცა მათთვისაც მიწევს წინააღმდეგობის გაწევა. არ მინდა ჩემს მშობლებსაც ოსე მოვექცე როგორც სხვებს. -გამარჯობა-მშვიდმა,ნაზმა ხმამ მოიცვა მთელი ოთახი. სახეზე ყალბ გადაკრული გაბერილი გომბეშოდან მზერა კარებთან უხერხულად მდგარ .უკვე ნაცნობ გოგონაზე გადავიტანე. კმაყოფილების ღიმილი გადამეფინა,ირაკლის რეაქცია,რომ წარმოვიდგინე,როცა გაიგებსეს გოგო ცემს კლასში ისწავლის! ეს რათქმაუნდა მის შანსებს შეამცირებს ამ სექსუალურ თოჯინასთან რაიმე სახის ურთიერთობაში.რადგან მასთან ახლოს მე ვიქნები! -ოჰ, შემოდი ძვირფასო-საზიზღრად გაიღიმა დირექტორი-ეს XIბ კლასია-მშრალად წარმოთქვა და ხელი ჩვენსკენ გამოიშვირა. გოგონამ ნელა გამოაყოლა თვალი მის ხელს და გადმოგვხედა. მხოლოდ ახლა შევძელი მისი სახისთვის კარგად შემეხედა. იმაზე ლამაზი იყო ვიდრე შორიდან ჩანდა. დიდ ცისფერ თვალებში ბრჭყვინავი ნაპერწკლები დასთამაშებდნენ,რომლებიც ცდილობდნენ შავ,ფართო გუგებს არ შეხებოდნენ და ხელიდან დასხლტომოდნენ.თითქოს შეეძლო რამე დაეშავებინა მათთვის. არვიცი მის თვალებში მათ ყველა ამჩნევს თუ არა მაგრამ მე დავინახე! პატარა ცხვირი და მომრგვალებული ტუჩები საოცრად ეხამებოდნენ მის პატარა თეთრ სახეს. წარბები შევკარი,როცა შემომხედა.გაკვირვებულმა ამათვალიერა . ნუთუ ასეთი უცნაურია მერხზე ჯდომა და უბრალო,ჯიბის დანის თამაში. რა მათი საქმეა რას გავაკეთებ! -ბავშვებო!-ყურადღების მისაქცევად მაგიდაზე დააკაკუნა დირექტორმა -გაიცანით!მანანა ყოჩიშვილი. თქვენი ახალი დამრიგებელი და ქიმიის მასწავლებელი!-დაასრულა თუ არა გავშეშდი.პირი დავაღე და ჩვენს წინ მორცხვად მდგარ გოგონას მივაჩერდი. ჯანდაბა! არ შეიძლება ის მასწავლებელი იყოს! რამე ხუმრობაა?... ჩუმად ვიჯექი და ისევ დანას ვათამაშებდი.თვალი ერთი წამითაც არ მომიშორებია გოგოსთვის,რომელზეც ეს გაბერილი გომბეშო გვიცხადებს რომ ჩვენი მასწავლებელია! როგორ შეიძლება სიმართლე იყოს/ წარმოუდგენელია! და თუ სიმართლეა ნერვები მეშლება იმის გამო,რომ ახლა მას ,,განვიხილავ'', მასზე ვფიქრობ.საერთოდ,რატომ უნდა ვიფიქრო იდიოტ მასწავლებელზე,რომლის ბოროტმა სულმა მშვენიერ სხეულში დაიდო ბინა. არა! ვიცი რომ ხუმრობაა! დღეს პირველი აპრილია? თუ ეს მახინჯი არსება სკოლის დირექტორი,რომ არის ხუმრობის ხასიათზეა:/ -იმედია კარგად გაუგებთ ერთმანეთს და წინა 3 დამრიგებელივით მანანაც არ მოინდომებს ადგილის დატოვებას-უმწეოდ იხუმრა დირექტორმა.ბავშვებმაც ნაძალადევი სიცილით უპასუხეს.თვალები გადავატრიალე. რა საცოდავები არიან! -დაგტოვებთ!-ამოიროხროხა ბოხი ხმით და კარს მიღმა გაუჩინარდა.ოთახში სიჩუმემ დაისადგურა. მხოლოდ ჩემი დანის ჩხრიალი არღვევდა ამ საზიზღარ დუმილს.ვგრძნობდი როგორ აცეცებდნენ თვალებს ჩემსკენ და სხეული მეძაბებოდა.ვერ ვიტან როცა ყურადღების ცენტრში ვექცევი!მაგრამ მაინც არ გავჩერებულვარ.მანანას გავხედე. თავი თითქოს უკმაყოფილოდ გააქნია და რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა. არვიცი რატომ მაგრამ სულ ცოტა იმედი მაინც მქონდა,რომ ცარიელ მერხზე დაჯდებოდა,ჩანთიდანმკლავზე რომ ჩამოედო ქიმიის წიგნს ამოიღებდა ,,მოსწავლეებთათვის'' და არა სპეციალურად მასწავლებლებისთვის დაბეჭდილს.იმედი გამიცრუვდა,როცა დაფასთან მივიდა,შავი მარკერი აიღო და მასავით ლამაზი ასოებით დაწერა რაღაც,შემდეგ კი გაკვეთილი დაიწყო... მთელი დღე მხოლოდ ამ სიახლეზე ვფიქრობდი.არ მინდოდა სიმართლე ყოფილიყო. საშინელებაა! რაც მინდა მხოლოდ ის არის,რომ ჩემი ბრაზი გადმოვანთხიო.მინდა ისე გავამწარომ,როგორც სხვა ყველა მაგრამ ისეთი უმწეო ჩანს.ფაიფურის თოჯინას მაგონებს,რომელიც ერთი უხეში შეხებით შეიძლება ნამსხვრევებად იქცეს! გაკვეთილების ბოლოს იმ ბარში წავედი ირაკლის,რომ უნდა შევხვედროდი,ცოტა ადრე იყო მაგრამ იქ ყოფნა ვარჩიე სკოლაში დარჩენას.მაცოფებდა იმაზე ფიქრიც კი,რომ მანანა,გოგო რომელზეც უამრავ გეგმას ვაწყობდი მასწავლებელი იყო! ამის დედაც! თანაც ქიმიის მასწავლებელი! -რას შვები ძმა?-მომესმა ირაკლის წვრილი ხმა.რამდენიმე წამში კი მისი მუშტიც ვიგრძენი მკლავზე.სკამი ხმაურით გასწია და კომფორტულად გადაწვა საზურგეზე. -არაფერს-მოკლედ ვუპასუხედავლიოთ!უემოციოთ ვთქვი და ოფიციანტს დავუძახე. -გამარჯობათ.მე ნათია ვარ.დღეს თქვენს მაგიდას მოვემსახურებიწარმოთქვა გოგონამ დაზეპირებული,ალბათ მეათასეჯერ ნათქვამი სიტყვები,როცა მოგვიახლოვდარას შეუკვეთავთ? -ერთი ბოთლი არაყი და ორი,დაჭრილი ლიმონი-ალმაცერად გავუღიმე და თავიდან ფეხებამდე ავათვალიერე.მშვენიერი იყო. მოკლე უნიფორმა მხოლოდ უკანალს უფარავდა.თავლი ჩავუკარი. სანამ მიბრუნდებოდა შევამჩნიე ვარდისფრად როგორ შეეფაკლა ლოყები.გამეცინა და ირაკლის გავხედე. -გამოუსწორებელი ხარ-ჩაიხითხითა და ორივე ხელით სამარილე შეათამაშა. -შეიძლება-მხრები ავიჩეჩე.ფანჯარაში ვიხედებოდი და თითებს მოუთმენლად ვაკაკუნებდი მაგიდის ზედაპირზე.ლამის ვენებში სისხლი ამიდუღდა,როცა მიმტანი კვლავ მოვიდა ლანგრით ხელში და თითქოს შემთხვევით მუხლით შარვალზე გამეხახუნა. ენა ტუჩებზე გადავისვი და გოგონას ავხედე.მინდოდა გამეცინა მაგრამ ეს თავს ცუდათ აგრძნობინებდა,ამიტომ მხოლოდ გავუღიმე, მთელი ჩემი მომხიბვლელობით. მივხვდი გაება! ვიცოდი მხოლოდ ერთი ნაბიჯი მაკლდა იმისთვის,რომ ,,მომენადირებინა''. მაგრამ არა! მინდა ეს მან გააკეთოს! მინდა იქამდე დაეცეს,რომ ჩემით შებყრობილმა ინიციატივა მთლიანად მან გამოიჩინოს! 0,5 ლიტრიანი,არყით სავსე ბოთლი,ჭიქები და ორ თეფშზე გადანაწილებული თხლად დაჭრილი ლიმონი მაგიდაზე დააწყო და მკვეთრი მოძრაობით მიბრუნდა. ვაღიარებ! მომხიბვლელია.მაგრამ სულელი! -გიო!-სიცილნარევი ხმით დაიწყო ირაკლიმ.ბოთლს თავსახური მოხსნა და ჭიქებში ჩამოასხა-ნახე ქიმიის ახალი მასწავლებელი?გაიცინა -ის გოგო და მასწავლებელი?! არადა მომწონდა-ირონიული ღიმილი მოეფინა სახეზე. თავი გავიქნიე. სწრაფად გადავკარი არაყი და ლიმონი მოვწუწნე. გამაჟრჟოლა. -ჩემი დამრიგებელია. ნუღა განვიხილავთ-თვალები გადავატრიალე და ხელი ჰაერში გავასავსავე.ირაკლიმ გაიციან და ერთ წამში მისი ჭიქა გამოცალა. დიდხანს ვსვამდით და ვლაპარაკობდით.ვიცინოდით ხალხზე ჩვენს გარშემო რომ ისხდნენ. წასვლისას ნათია მოგვიახლოვდა ანგარიშით ხელში.ტუჩზე იკბინა,როცა ისევ თვალი ჩავუკარი.ჩავიცინე. -კალამი მომაწოდე თუ შეგიძლია-ვეცადე მომნუსხავი ვყოფილიყავი.ვხედქავდი როგორ იცვლებოდა ემოციები მის სახეზე და მომწონდა ეს.წინსაფრის ჯიბიდან კალამი ამოაცურა და მომაწოდა.წიგნაკი გამოვართვი, ჩემი ნომერი ფურცლის კუთხეში მივჯღაპნე და ფულიც იქვე დავდე.მისთვის აღრ შემიხედავს. დარწმუნებული ვიყავი მომწერდა. ყოველთვის ასე ხდება... წამოსვლის შემდეგ მთელი დღე მხოლოდ ტელევიზორის წინ ვიჯექი და ,,ბოროტების სავანეს'' ვთამაშობდი. ჩემი ოთახი ერთადერთი იყო სადაც მშვიდად ყოფნა შემეძლო. სახლის 0 სართული მთლიანად ჩემს საძინებლად მოეწყოთ. მე კი იქ ის ,,სამყარო'' შევქმენი სადაც მხოლოდ მე შემიძლია ბედნიერი ვიყო... მეორე დილით სკოლის გაცდენას და გამოძინებას ვაპირებდი მაგრამ დედაჩემის მოთხოვნით წასვლა მოიმწია.არ მინდოდა მასთან ჩხუბი.ბოლო დროს თავს ცუდად გრძნობდა მე კი არმინდა ჩემს გამო უარესად გახდეს. როცა მივედი ზარი დარეკილი დამხვდა. გაკვეთილები დაწყებული იყო მაგრამ არ მანაღვლებდა.ჩემი საკლასო ოთახის კარი ხმაურით შევაღე და არც შემიხედავს მასწავლებლისთვის ისე წავედი ჩემი მერხისკენ. რვეულები ჩანთის სათავსოში შევყარე და საზურგეზე გადავწექი.სხეული დამეძაბა როცა მანანა დავინახე.უცნაურია მაგრამ თავი უხერხულად ვიგრძენი.ოდნავ წამოვიწიე სულმთლად თავხედობაში რომ არ ჩამთვლოდა და ჩუმად ჩავახველე.ორი თითი შუბლთან მივიტანე და ,,ჯარისკაცულად მივესალმე''. ცდილობდა ღიმილი დაეფარა მაგრამ ვერ შესძლო.თავი ძვლის შესამჩნევად დამიქნია და თავისი საქმე განაგრძო.სიის ამოკითხვის შემდეგ გაკვეთილი ახსნა. ,,ალკანები'' ნამდვილად არ შემეძლო ამის მოსმენა. კატასტროფაა როცა რაღაცაზე ლაპარაკობენ შენკი ყველაფერი ისე გესმის როგორც ჩინური! ჯიბიდან დანა ამოვიღე და მერხზე ხაზვას შევუდექი. -გიორგი!-ჩავიცინე როცა მანანამ ჩემი სახელი წარმოთქვა. გონებაში იმ წინადადებების სიას ვადგენდი რითაც შეეძლო მას ,,შევემკე''... არაფერი უთქვამს ისეთი რაც მის ბრაზს ან გაცხარებას გამოხატავდა.უბრალოდ მშვიდი,მშვენიერი თვალებით მთხოვდა მხოლოდ რამდენიმე წუთი მომესმინა მისთვის. არ მინდოდა დამეჯერებინა. ამიტომ გარეთ გასვლა ვითხოვე.პასუხსაც არ დავლოდებივარ ისე გამოვედი,ახლა კი როგორც ყოველთვის წითელ საქანელაზე მჯდომი გაკვეთილის დამთავრებას ველი. რატომ არ შემიძლია მასაც ისევე მოვუშალო ნერვები,როგორც ფიზიკის ან თინდაც ისტორიის მასწავლებლებს ვუშლი?ისიც ხომ ისეთივე,როგორიც სხა ყველა.თუმცა ყველაზე ლამაზი მასწავლებელია... ალბათ კიდევ დიდხანს ვიფიქრებდი მასზე ზარი,რომ არ დარეკილიყო.წკრიალა ხმა ხეებზე მიმაგრებულ დინამიკებში გაისმა და 45 წუთიანი საშინელი დუმილიც ერთიანად შთანთქა. ზანტად წამოვიზლაზნე და საკლასო ოთახში დავბრუნდი.მანანას გავხედე სანამ მერხთან მივიდოდი. ჟურნალს ჩასცქეროდა. ლამის გული გამიჩერდა,როცა ამომხედა და ცასავით ცისფერი თვალები მომაბყრო.მართალია ბრჭყვიალა ნაპერწკლები აღარ უთამაშებდნენ მათში,როგორც პირველი შეხვედრისას შევნიშნე მაგრამ მაინც ისეთივე მშვენიერი იყო.ქერა თმა თავსაფრის ქვეშ დაემალა,რომელიც გრძელ კისერსა და თეთრ ლოყებსაც სანახევროდ უფარავდა. ჯანდაბა! რატომ არის ასეთი ლამაზი? შეეძლო სკოლის მზარეული ყოფილიყო კაფეტერიაში ან თუნდაც დამლაგებელი.მაგრამ არა მასწავლებელი! ამასთანავე ის ჩემი დამრიგებელია და მე არ უნდა მომწონდეს! ცინიკურად გავუღიმე მისი მზერის ასაცილებლად.არ მომწონს როგორც მიყურებს.არა! მსიამოვნებს მაგრამ არმინდა ასე იყოს! არმინდა მაინტერესებდეს. როცა ოთახი დატოვა ბიჭებს მივუახლოვდი. აღარ შემეძლო სკოლაში გაჩერება.ვიცი დედაჩემს შევპირდი არ გავაცდენდი მაგრამ პირობის დარღვევა მომიწევს. -შატალოზე წამოხვალთ? კუსტბაზე წავიდეთ-ვთქვი ხმამაღლა და ჯიბიდან დანა ამოვაცურე. თითებს შორის მოვიქციე და მკვეთრად შევათამაშე ხელში. ბიჭები აყაყანდნენ. ალბათ იმათაც ისე უჭირდათ სკოლაში ყოფნა როგორც მე.მხოლოდ რამდენიმე გოგოს დათანხმება მომიწია.წინ მჯდომ მსუქან ანასტასიას მივუახლოვდი გაფოფრილი ინდაურივით,რომ მოკალათებულიყო სკამზე და მის მერხზე შემოვჯექი.წარბშეკრულმა შემომხედა. -ჩამოდი ჩემი მერხიდან!-შემომიღრინა და ხელი მკრა. გავიცინე მის საცოდაობაზე. -კაი რა-ჩავიცინე.დანა ყურის ბიბილოსთან მივუტანე და კისრამდე ჩამოვუსრიალე.დავინახე,როგორ შეცვალა ბრაზი შიშმა მის გაბერილ სახეზე. -მისმინე!წამოდი კაი? გავერთობით-ალმაცერად გავუღიმე. -არ შეგიძლია მაგ დანით ხალხს აშინებდე...-ამოიბუტბუტა და თავი გაწია. ცდილობდა ხმაში ბზარი არ გასჩენოდა. მაგრამ მე ხომ ვხედავდი,როგორ ეშინოდა. ჩემი ეშინოდა! მე კი ვგრძნობდი როგორ მახალისებდა ეს! -როგორც ხედავ შემიძლია!-თვალი ჩავუკარი და წამოვდექი.ვიცოდი დამთანხმდა. დუმილი... აი რა არის ამის დამადასტურებელი საბუთი.საკმარისად გავიწრვრთენი ამაში. -ანუ მივდივართ! -ჰეი! უჩვენოდ აპირებთ სადმე წასვლას?-კარისკენ გავიხედე სადაც ირაკლი და რამდენიმე მეთორმეტე კლასელი ყურებამდე გაღიმებულები იდგნენ და გვისმენდნენ. -თქმას ვაპირებდი -ჩავიხითხითე. მანაც კარგად იცოდა რომ არც კი გამხსენებია მისი არსებობაც კი. -მანანას ვუთხრათ წამოვიდეს-მოულოდნელად წამოიძახა ვიღაცამ. ბაგეები უნებურად დავაშორე ერთმანეთს და გაკვირვებული მივაჩერდი ხმის პატრონს. -ხუმრობ?-თავი გვერდით გადავხარე და ავათვალიერე.ეს ბიჭი ყოველთვის მაოცებდა თავისი სულელური აზრებით.ალბათ სწორედ მისი დეგენერატული ,,მსოფლმხედველობის'' გამო არ ემეგობრებოდა არავინ...საერთოდ არავინ! -არა!-მოკლედ მიპასუხა-მე მინდა ჩვენთან ერთად მანანაც წამოვიდეს!თუ არ წამოვა მე წამოსვლას არ ვაპირე!და არც შენი დანის მეშინია!-დავინახე როგორ აეპრიხა ზიზღისგან ტუჩი მარჯვენა კუთხეში.ზიზღისგან,რომელსაც მთელი კლასის მიერ გრძნობდა... -კარგი წავიყვანოთ მანანაც.თუ არ ჩაგვიშვა!-თვალები გადაატრიალა ირაკლიმ და სამასწავლებლოში გავიდა... არც კი ვიცი როგორ შეძლო მისი დათანხმება. და არც მაინტერესებს!უბრალოდ ვაპირებ დავაიგნორო! ისე თითქოს არც არსებობს!უკვე ტაქსს ვიძახებდით,როცა ჩემი ტელეფონი აღრიალდა.გაკვირვებულმა დავხედე ეკრანს.უცხო ნომრის ამოკითხვისას ცნობისმოყვარეობით აღვსილმა გადავუსვი თითი სენსორს და სწრაფად ვუპასუხე. -გამარჯობა-მოომესმა სუსტი,ხრინწიანი ხმა.თითქოს ნაცნობი მაგრამ ჩემი გონებისთვის მაინც უცნობი იყო. -რომელიხარ?-უხეშად ვკითხე -ამ...მე ნათია ვარ.მე...უჰ...ჯანდაბა... -ოუ-ტუჩზე ვიკბინე კმაყოფილების ღიმილი,რომ დამეფარა.გავიმარჯვე!როგორც ყოველთვის! -ნათია? ვინ ნათია?-მინდოდა გაწითლებულიყო.შერცხვენოდა მისი სისულელის.მინდოდა დამემცირებინა! არც კი ვიცი რატომ მაგრამ ასე მინდოდა! -გუშინ ბარში შენი ნომერი დამიტოვე...-ძვლივს ამოთქვა და დადუმდა -აჰ! ჰო, მახსოვს.მისმინე ახლა არ მცალია.თუმცა იქნებ შენ მოხვიდე კუს ტბაზე? თან უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს-გავიღიმე ისე თითქოს ჩემი დანახვა შეეძლო. -მმ კარგი.ახლავე? -ჰო! -წამოვალ.იქ გნახავ. თან...-რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ არ ვაცადე.გავთიშე და კმაყოფილებით სავსე მოვთავსდი უკვე რამდენიმე წუთის მოსულ თაქსში. როგორც კი დანიშნულების ადგილზე მივედით ბავშვების ხმამაღალმა ყიჟინმა დაფარა მშვიდი ტბის მიდამოები.ირგვლივ მიმოვიხედე და ირაკლის მივუახლოვდი. მის კლასელებთან ერთად იდგა და ტბაში კენჭებს ისროდა. -შეხედეთ ბაყაყი!დაიყვირა ჩემმა კლასელმა და ლორწოვან,საზიზღარი შესახედაობის ბაყაყთან ჩაიცუცქა უკეთ რომ დაენახა -ჩვენს დირექტორს არ ჰგავს?-გადაიხარხარა ირაკლიმ.მეც გამეცინა.ვიცი სისასტიკეა მაგრამ რაუნდა ვქნათ?! მხოლოდ სიმართლეს ვამბობთ. მკვეთრი დამუხრუჭების ხმაზე მანქანისკენ გავიხედე.გადმოვიდა თუ არა, მაშინვე დავინახე როგორ მიაშტერდა ყველა იქ მყოფი ნათიას,რომელიც მორცხვად მოაბიჯებდა ჩემკენ.თავი დაეხარა და პატარა ხელებით გამუდმებით ისწორებდა მოკლე კაბას,საოცრად რომ ეკვროდა თეძოებზე. -გამარჯობა-დღეს უკვე მეორედ მომესალმა და ძვლივს შესამჩნევად გამიღიმა. -უნიფორმის გარეშე უფრო მშვენიერი ხარ-ვეცადე მომნუსხავი ვყოფილიყავი.მისი ვარდისფრად შეფაკლული ლოყების დანახვაზე მივხვდი მასზე გავლენა მოვახდინე.ჰოდა მეც არ ვაპირებდი მოდუნებას -წამოდი ჩემს მეგობრებს გაგაცნობ-შევთავაზე.ხელი თამამად გადავხვიე მხარზე და ნაპირთან ხმამაღლა მოსაუბრე ბიჭებისკენ წავიყვანე.მოულოდნელად სხეული გამეყინა,როცა მანანას თვალებს შევეჩეხე.მიყურებდა...გვიყურებდა.აკვირდებოდა ჩემს ხელს,მჭიდროდ რომ შემომეხვია ნათიას სხეულზე.მშვენიერ სახეზე თითქოს იმედგაცრუება აღბეჭვდოდა... ამის დედაც!... ტუჩზე ვიკბინე მღელვარება რომ ჩამეცხრო.მიყურებდა..ისევ მიყურებდა. რატომღაც გულში თითქოს რაღაც ჩამწყდა.მისი თვალები,ყველზე ლამაზი თვალები იმედგაცრუებით იკვლევდნენ ჩვენს სხეულებს.ჩემს ხელს რომელიც მჭიდროდ შემოხვეოდა ნათიას. მინდოდა მოვშორებოდი.გავცლოდი იმ ადგილს. მეზიზღება ის ფაქტი რომ ჩემი ქიმიის მასწავლებელი მადარდებს.მძულს ის,რომ ამდენს ვფიქეობ მასზე... -ეეე გიო მოდი კანფეტი არგინდა?-ირაკლისკენ გავიხედე როცა გამომძაახა და წარბები შეათამაშა.ღიმილი მომეფინა სახეზე მის შემოთავაზებაზე. მანანა სულ გადამავიწყდა იმის ფიქრში თუ რა სიამოვნება მელოდა წინ. ნათიას მოვუბოდიშე და ცოტახნით გოგონებთან ტბასთან ახლოს დაავტოვე. იკას მივუახლოვდი,რომელიც ბიჭების წრეში მოქცეულიყო და გამხმარ ,,პლანს'' ცალხაზიანი რვეულის ფურცელში ახვევდა. ჩავიხითხითე და მოუთმენლად გავუხახუნე ხელები ერთმანეთს. -სად იშოვეე?-ალმაცერად გავიღიმე -სანდო კავშირები ძმა-ჩაიცინა და საგულდაგულოდ დახვეული,მოსაწევად გამზადებული ,,კანფეტი'' გამომიწოდა. გამოვაართვი და სწრაფად მოვუკიდე. როგორც კი შევისუნთქე მაშინვე ვიგრძენი როგორ დამიარა სიამოვნების ჟრუანტელმა. თვალები უნებურად დამეხუჭა.ბალახზე ჩამოვჯექი და სიამოვნების მორევში გადავეშვი. მანამ არ გადავაგდე სანამ სულ არ ჩაიწვა. ბიჭებს ავხედე. თვალები დავაწვრილე მათი სახეები რომ გამერჩია. გამეცინა იკას ლომის ულვაშებზე. ხარხარი მომინდა მაგრამ რატომღაც არ მინდოდა მათ კარგ ხასიათზე ვენახე/ -აბა? როგორია? ხომაგარია-პატარ ბავშვივით გაიბადრა ფაფარ აშლილი ირაკლი და დიდი შავი ცხვირი საყვარლად ააცმაცუნა -არის რა-ჩავიხითხითე და წამოვდექი. ვგრძნობდი,როგორ სწრაფად და არა თანაბრად მიცემდა გული,როგორ მიედინებოდა ბლანტი სითხე ჩემს ძარღვებში.ირგვლივ ვიხედებოდი და ვცდილობდი რამე ისეთი მომეფიქრებინა, რაც მოზღვავებული ადრენალინის გამოყოფაში დამეხმარებოდა.გამეღიმა,როცა ნაპირზე მოსაუბრე ნათიას და გოგონებს მოვკარი თვალი.გამეცინა.მათი უკანალები ბატის ბუმბულით დაფარულ კურტუმოს მაგონებდა იმ წამს. მგონი ზედმეტი მოვწიე! -გავცუროთ?-ბიჭებისკენ შევტრიალდი.მაგრამ მათ პასუხს არ დავლოდებივარ.ლურჯი კედები ფეხების ერთმანეთზე მირტყმით გავიხადე და ტბისკენ გავიქეცი. ვერ ვიჯერებდი ამას რომ ვაკეთებდი.მხოლოდ ის მამშვიდებდა,რომ ზემოქმედებდა ჩემზე და ჩემი ნებით არ ვაკეთებდი ასეთ სისულელეებს// -ჰეი! გიო! გაჩერდი!გაგიჟდი ბიჭო?-ბუნდოვნად ჩამესმა იკას ხმა მაგრამ უკვე გვიანი იყო.ხელებს აქეთიქეთ ვიქნევდი და ბინძურ წყალში რაც შეიძლება ღრმად შესვლას ვცდილობდი.ვიცინოდი!თავს კარგად ვგრძნობდი ასე. არც მანანა და საერთოდ არავინ მანაღვლებდა! საერთოდ არავინ! მივცურავდი.ნაპირზე მდგომი კლასელები,ნათია და ჩემი ქიმიის მასწავლებელი კი წამდაუწუმ ჩემს სახელს გაჰყვიროოდნენ.მე ისევ მივცურავდი, მივცურავდი, მივცურავდი,მანამ სანამ დაღლა არ ვიგრძენი.ხელებში სისუსტეს ვგრძნობდი და მინდოდა დამესვენა, მაგრამუკვე ღრმად ვიყავი შესული.ფეხები დამიმძიმდა და იძულებული გავხდი გავჩერებულიყავი. ჯანდაბა! სულ ეს იყო? მხოლოდ რამდენიმე წუთიანი მხიარულება! -გიორგიი!-მესმოდა,როგორ მეძახდნენ.ვერ ვთხოვდი მათ დახმარებას! არ შემეძლო! წყეული სიამაყე ამის საშუალებას არ მაძლევდა/ -გიორგიიი! გეყოს! გამოდი!-მისი ხმა ასეთი მკაცრი არასდროს ყოფილა.არ მეგონა მანანას ყვირილი თუ შეეძლო.მაგრამ მგონი ეშინოდა! ჰო!ეშინოდა არ დავმხრჩვალიყავი...მესიამოვნა ეს.თავი გავიქნიე ჩემს საცოდაობაზე.ვერ ვიჯერებდი,ისე,რომ დავეცი სიკვდილის პირას მყოფი ქიმიის მასწავლებელზე ვფიქრობდი! -გამოდი!ახლავე!-ხმა ჩაუწყდა.ჩავიცინე და გაცურვა ვცადე მაგრამ ვერ შევძელი.მეგონა კუნთები სულ გამეთიშა.თვალები გადავატრიალე იმის გაფიქრებაზე,რომ ეს სავარაუდოთ ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთები იყო.თავის გადარჩნა არ შემეძლო და არც გადარჩენის თხოვნას ვაპირებდი! უბრალოდ ვიცდიდი.სიკვდილს ველოდი/ან სასწაულს!ჩავიძირე!თვალები დავხუჭე და სუნთქვა შევიკავე.ახლა ვიგრძენი რა ცივი იყო წყალი.გამაჟრჟოლა მაგრამ სიცივისგან არა.ხელზე შეხება ვიგრძენი.მეგონა ხავსი იყო ან რომელიმე საზიზღარი წყალმცენარე მაგრამ,როცა გავიხედე გავვოგნდი -სულელი ხარ!-მანანას შიშნარევი ლუღლუღი მომესმა.მეგონა ჰალუცინაცია იყო ან ყველაზე ლამაზი მირაჟი!ყველაზე ლამაზი... -გიორგი გამოფხიზლდი-ოდნავ შემანჯღრია და შეეცადა წყლიდან ამოვეყვანე.თვალები დავახამხამე და სახეზე მივაჩერდი.იმის მაგივრად,რომ მისი დახმარება მიმეღო მის ნაკვთებს ვიკვლევდი და გონებაში ღრმად ვიბეჭდავდი,არასდროს,რომ არ დამვიწყებოდა!... -თუ არ დამეხმარები ჩემით ვერ შევძლებ დაგეხმარო.შემომხედე! გთხოვ გიორგი-საწყლად დაიჩურჩულა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია.ისეთი საყვარელი იყო. ბრაზი მერეოდა მაგრამ რა შემეძლო გამეკეთებინა? მე ის მომწონდა! ჩემი ქიმიის მასწავლებელი მომწონდა!ამის დედაც! -წამოდი-ჩემი ხელი კისერზე გადაიდო და ძვლივს დამძრა ადგილიდან.ჩავიცინე.ისეთი უმწეო იყო.რაც ძალა შემრჩენოდა მოვიკრიიბე და თავისუფალი ხელით წყალი ,,გავჭარი''. მეგონა მთელი საუკუნე მივცურავდით ნაპირისკენ.ნელა მივიზლაზნებოდით მე კი ცივი ,,ტბის კალთაში'' სუნთქვა მეკვროდა. -ცოტა დაგვრჩა.მალე ნაპირთან ვიქნებით-მამხნევებდა მანანა და სველ მაისურზე მისი ნაზი,თხელი თითებით მებღაუჭებოდა... === არმახსოვს როგორ გამომიყვანა წყლიდან... და არც ის ვიცი რატომ არ მახსოვს. იმედია გონება არ დამიკარგავს! -სახლში მე წავიყვან.ტაქსი გამოვიძახე და შინ ის წაგიყვანთ.არსად წახვიდეთ.ეს თხოვნა არაა...დღეისთვის საკმარისად ვინერვიულეთვალები დახუჭული მქონდა მაგრამ მაინც ვიცოდი ვინც იყო.მანანა ნერვიულობდა!ჩემს გამო ნერვიულობდა. -იმედია კარგად იქნება...-ამოიბუტბუტა ნათიამ და შუბლზე ჩამოყრილი თმა ვიღაცამ გვერძე გადამიწია.არ მინდოდა თვალების გახელა.არც გამიხელია იქამდე სანამ მანქანის ძრავა არ ამუშავდა.ნელა წამოვიწიე და საჭესთან მჯდარ მანანას გავხედე. -როგორ ხარ?-არ გამოუხედავს ისე მკითხა -კარგად!-უხეშად ვუპასუხე და სავარძელზე კომფორტულად მოვეწყვე. -რაზე ფიქრობდი? რომ დამხრჩვალიყავი? -მაგრამ არ დავმხრჩვალვარ!მხრები ავიჩეჩე. -ხომ შეიძლებოდა... -ჯანდაბა! ცოცხალი ვარ!-სიტყვა გავაწყვეტინე და გაბრაზებით წარმოვთქვი.როგორციქნა შემომხედა. წარბები შევკარი მისი სახის დანახვისას. თითქოს ჩემმა ტონმა გაანაწყენაო...ყოველთვის სიხარულით მოციმციმე თვალებს სიბნელე დაპატრონებია და ,,ბოროტ'' შავ გუგებსაც თითქმის მთლიანად შთაუნთქამს წმინდა,ცასავით ცისფერი ფერი...ისევ გზას მიაშტერდა. ხმა აღარ ამოუღია. თავს ვიწყევლიდი გულში ჩემი ნაგვობის გამო! ვიცოდი რა დამპალი არსებაც მქონდა მაგრამ ვერაფერს შევცვლიდი.მე უბრალოდ ასეთად დავიბადე! -მადლობა...-თავს ძალა დავატანე ეს სულელური სიტყვა,რომ წარმომეთქვა.მხოლოდ იმიტომ,რომ სიტუაცია განმემუხტა... -მადლობა რისთვის? -სიცოცხლის გადარჩენისთვის!-ამოვიბუზღუნე და თვალები დავხუჭე.ისევ სუსტად ვგრძნობდი თავს.ძილბურანში ვიყავი,როცა მისი ჩურჩული მომესმა -არაფრის... ძლიერმა,მაღალმა ტალღამ გამომაღვიძა.წამით სუნთქვა შემეკრა მაგრამ,როცა მივხვდი ეს მხოლოდ საშინელი კოშმარი იყო დავმშვიდდი.ირგვლივ მიმოვიხედე და მოვიბუზე.ჩემს ლოგინში ვიწექი.გვერდით ბალიშები მეწყო.ტანსაცმელი ახალი და მშრალი მეცვა.გავბრაზდი:@ მათ პატარა ბავშვი ხომ არ ვგონივარ?! ბალიშები ძირს მოვისროლე და საგულდაგულოდ გადაფარებული სქელი საბანიც მოვიშორე.მხოლოდ ის მამშვიდებდა,რომ ოთახში არავინ იყო.წამოვდექი.მაისური გავიხადე,იქვე იატაკზე მივაგდე და დიდი მონიტორის წინ ჩამოვჯექი. კამერა ჩავრთე და ახალი Dღიურის ჩაწერა დავიწყე. ,,17 მაისი.2015წელი. გამარჯობა! საშინელი დღე იყო// ცხოვრებაში ყველაზე სირ*ლად მოვიქეცი და საკადრისადაც მომეზღო! ,,პაემანზე'' დაპატიჟებული ნათია სანაპიროზე დავტოვე,სულელურ შატალოზე საშინელი პლანი მოვწიე და გაყინულ ტბაში ვიცურე. ბოლოს კი ,,დაბოლილი კურდღელივით'' მაგრად ჩავფლავდი! ტბაში დახრჩობას ქიმიის მასწავლებელმა გადამარჩინა! ჩ ე მ მ ა ქიმიის მასწავლებელმა!'' ვიდეო ჩანაწერი სპეციალურ ფაილში შევინახე.ისევ დაწოლას ვაპირებდი კარზე,რომ დააკაკუნეს. თვალები გადავატრიალე. ლოგინზე კომფორტულად მოვეწყვე და დაველოდე სანამ თავისით არ მიხვდებოდნენ შემოსვლას.ისევ კაკუნი... ისევ... -შემოდი! -შეიძლება?-ნაცნობი ხმის გაგებისას გაოცება ვერ დავფარე,ტუჩები ერთმანეთს დავაშორე და გაკვირვებულმა ავათვალიერე უხერხულად მდგარი მანანა.-შენმა მშობლებმა ვახშამზე დარჩენა მთხოვეს.წასვლას ვაპირებდი.უბრალოდ მინდოდა გამეგო თავს,როგორ გრძნობ... ამოიბუტბუტა -კარგად ვარ-მხრები ავიჩეჩე. -კარგი...მაშინ წავალ-წამით ჩემს შიშველ მკერდ შეხედა მაგრამ,როცა ჩემი მზერაც იგრძნო განზე გაიხედა.მინდოდა აქ არ ყოფილიყო! მინდოდა საერთოდ არ შემოსულიყო! მინდოდა ჯანდაბაშიც გამეგზავნა იმის გამო,რომ ვერ ვწყვეტდი მასზე ფიქრს!მაგრამ არმინდოდა წასულიყო!!! -ღამემშვიდობის გიორგი. -ცოტახანს კიდევ დარჩი!-უემოციოდ ვთქვი და წარბშეკრული მივაჩერდი პასუხის მოლოდინში.დავინახე,როგორ შეეცვალა სახე ჩემს სიტყვებზე.არაფერი უთქვამს.ჩანთა დაბალ კომოდზე დადო და ლოგინის კიდეზე ჩამოჯდა.ჩავიცინე. უცნაური იყო ის ფაქტი,რომ ახლა ჩემს საწოლზე იჯდა. გოგო,რომელიც ჩემი ქიმიის მასწავლებელი იყო... ჩემი ქიმიის მასწავლებელი,რომელიც ასე იდიოტურად! ძალიან მომწონდა. ვხედავდი დაღლილი იყო.ხელს პირზე იფარებდა მთქნარება,რომ დაეფარა.თვალები ელულებოდა მაგრამ არ იმჩნევდა.ისეთი საყვარელი იყო..თვალები გადავატრიალე ჩემს საცოდაობაზე და მიწიდან აღებული ვარდისფერი ბალიში გავუწოდე. -დაწექი-ვუთხარი ხრინწიანი ხმით.არ ვუყურებდი,ტელევიზორს მივშტერებოდი. -არა წავალ.ხვალ ადრე უნდა ავდგე-ამათვალიერა.წარბები შევკარი და მეც შევხედე. -დარჩი აქ! მე დივანზე დავწვები... -ჯობია წავ... -დარჩი!-სიტყვა გავაწყვეტინე და წამოვდექი.კომოდიდან ჩემი დანა,პლედი და მობილური ავიღე და კედელზე მიდგმული გაშლილი დივნისკენ წავედი.კომფორტულად მოვკალათდი და ,,ბოროტების სავანის'' უკვე მეათასედ დახურული მესამე ტური თავიდან დავიწყე.ყურადღებას არ ვაქცევდი ჩ ე მ ს ლოგინზე მჯდომ გაკვირვებულ მანანას საწყლად,რომ შემომცქეროდა.თვალის კუთხიდან დავინახე,როგორ დაამთქნარა. -გააქვს რამე რისი ჩაცმაც საწოლში შემეძლება?-უხერხულად წარმოთქვა.სახე შევჭმუხნე და წარბები ზემოთ ავზიდე.სულ დამავიწყდა. გოგონების უმეტესობა ,,ჩაცმული'' იძინებს. -ჩემს მაისურს გათხოვებ-ტელეფონი იქვე მივაგდე,კარადიდან აკურატულად დაკეცილი მაისურებიდან ერთ-ერთი ამოვარჩიე და გავუწოდე.ცოტა უცნაურად ვგრძნობდი თავს. პირველი:ჩემს ოთახში გოგოს არასდროს სძინებია! და მეორე და მთავარი: არცერთი ეს გოგო მასწავლებელი არ იქნებოდა! არცერთ შემთხვევაში! -შეგიძლია სააბაზანოში გამოიცვალო! სხვა ხომ არაფერი გჭირდება?-ვკითხე მხოლოდ ზრდილობისმიზნით. -არა გმადლობ-ძვლივს შესამჩნევად გაიღიმა და სააბაზანოში შეიკეტა.ისევ დივანზე დავბრუნდი.თამაშის სურვილი დავკარგე.უბრალოდ საპირფარეშოს კარს მივჩერებოდი და ველოდი როდის გაიღებოდა.არვიცოდი რამელოდა წინ...მიუხედავად იმისა,რომ თავს ყველანაირად ვეწინააღმდეგებოდი მაინც მინდოდა მისი ნახვა ჩემს მაისურში.ტუჩზე მაგრად ვიკბინე,როცა კარი გააღო და მორცხვად გამოვიდა.არ მიყურებდა.ცდილობდა არ გაქცეულიყო მაგრამ მაინც სწრაფად მისულიყო ლოგინამდე,მისი უნაკლო,ამჟამად თითქმის შიშველი ფეხები,რომ დაემალა.ვცდილობდი არ მივშტერებოდი.მშვენიერი იყო! ამის დეაც! ძალიან სექსუალური! დავმშვიდდი,როცა ბალიშზე მიესვენა,ბოლოჯერ დაამთქნარა და თვალები დახუჭა... დრო ჩქარა გადიოდა.სკოლას აღარ ვაცდენდი.როგორც ყოველთვის გაკვეთილის ნახევარს გარეთ ვატარებ.მხოლოდ ქიმიის გაკვეთილზე ვრჩები ბოლომდე...უბრალოდ ვზივარ და ჩემი ,,ბასრი მეგობრით'' მერხის ზედაპირს ვკაწრავ.მანანა აღარ მიყურებს.მის თბილზერაზე და ლაპარაკზე ხომ არაფერს ვამბობ...გაბრაზებულია! მაგრამ არ მადარდებს!!! ის ვერ შეეგუა,რომ ვერაფერს მიბრძანებს! არ შეუძლია წამართვას ის რისი დაკარგვაც მე არმინდა! აღდგომის არდადეგების დასრულებისას მეორე კლასელ ბიჭს გავეხუმრე,მამამისის ,,ბრელოკს'' თუ არ მომცემდა ყელს გამოვჭრიდი დანით,რომელიც მის კისერს ,,ეფერებოდა'' იმწამს.იმ იდიოტმა ლამის შარვალში ჩაისვარა.ტირილი დაიწყო და სამასწავლებლოში გაიქცა.მაშინ მივხვდი,რომ სულ არ ვნანობდი ჩემს მუქარას. ,,გაბერილი გომბეშო'' სახლში მომივარდა,მშობლებთან კარგად გამომლანძღა,ბლა, ბლა, ბლა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ... როგორც ხდებახოლმე.თუმცა ამდენი იწვალა,დანა მაინც ჩემს ჯიბეშია და მოუთმენლად ელოდება როდის ,,გავათავისუფლებ''. დილით წყეულმა მაღვიძარამ გამაღვიძა.ძვლივს მოვემზადე და სკოლაში წავედი.ვიცოდი პირველი ქიმიის გაკვეთილი მქონდა და არმინდოდა დამეგვიანა. ოთახში შესული პირდაპირ ჩემი ადგილისკენ წავედი.როცა კარები შეაღო ღრმად ამოვისუნთქე. მთელი გაკვეთილი,მერხთან მჯდომი მანანას ვუყურებდი.როგორც ყოველთვის მის ყოველ მოძრაობას ვაკვირდებოდი კარგად რომ ჩამებეჭდა გონებაში.ჰო... თუ ის ჩემი სიჯიუტისა და სითავხედის გამო სკოლას დატოვებდა მე მისი ყოველი მანერა მემახსოვრებოდა... მინდოდა წასულიყო! დანა ამოვიღე და მერხზე ამოშვერილი ჭანჭიკის ჩამაგრება დავიწყე.მთელი ყურადღება მხოლოდ ამაზე გადავიტანე.არმინდოდა შემტყობოდა,რომ მაინტერესებდა! რომ ჩემი ქიმიის მასწავლებელი მომწონდა! -გიორგი!-შევკრთი მისი ხმის გაგონებისას. რამდენიმე კვირაა ჩემი სახელი არც უხსენებია. თავი ოდნავ ავწიე და ქვემოდან ავხედე. -თუ შეგიძლია დანა მათხოვე... ჩემი ნივთების უჯრას რაღაც პრობლემა აქვს. მგონი რაღაცაში მეც გამომადგება !-თქვა ჩვეული სიმშვიდით და გამიღიმა.ნელა წამოვიზლაზნე,დანა მაგიდაზე დავუდე,მისი სახე ავათვალიერე და ადგილს დავუბრუნდი.ვხედავდი წარბშეკრული როგორ ეჯაჯგურებოდა უჯრას.ალბათ თავის საქმეს მორჩა,როცა დანა დაკეცა და მაგიდის ქვემოთ შემალა.ტუჩი მოვიკვნიტე და დავიცადე.მანკი უბრალოდ გაკვეთილის ახსნა განაგრძო. -მანანა!-ზედმეტად ხმამაღლა გაისმა ჩემი ხმა.მთელი კლასი მხოლოდ მე მომაშტერდა.არავინ ელოდა ჩემს ამ მიმართვას. -თუ მორჩი, ავიღებ ჩემს ნივთს!-მტკიცედ შევხედე.შევატყვე ოდნავ დაიბნა მაგრამ მაინც მოუყარა სათქმელს თავი. -დაჯექი და მაგაზე გაკვეთილის ბოლოს ვილაპარაკოთ გიორგი! -მე ჩემი დანა მჭირდება-კბილებში გამოვცარი.ნესტოები დამებერა სიბრაზისგან.მაგრამ ღირსი ვარ! მეტის ღირსიც ვარ! ის მასწავლებელია.ყველა მასწავლებლის მსგავსად დამპალი, მატყუარა ძუ*ნა! -გიორგი!-ღრმად ჩაისუნთქა და შემომხედა-დაჯექი კარგი?! დანაზე გაკვეთილის ბოლოს ვისაუბროთ! ახლა გაკვეთილი უნდა ავხსნა და მადლობელი ვიქნები თუ მომისმენ! -ჯანდაბა! უბრალოდ მომეცი ეს წყეული დანა!-დავუყვირე.სწრაფი,დიდი ნაბიჯებით მივუახლოვდი და მის მაგიდასთან დავიხარე. ღია უჯრიდან ჩემიდანა ამოვიღე და ისევ წამოვდექი. მხოლოდ ახლა შევნიშნე შიშისგან დადუმებული კლასი და მანანას თვალები...თვაები,რომლის დანახვაც არ მინდოდა! მაგრამ თვალები,რომლის გარეშეც არ შემეძლო...როცა შევხედე,როცა მისი შიშისგან ამღვრეული თვალები დავინახე მივხვდი რომყველაზე დიდი იდიოტი და სი*ი ვარ! მე ჩემი ქიმიის მასწავლებელი მიყვარდა! ჩემი ქიმიის მასწავლებელი... მაშინ მივხვდი უნდა გადამედგა გადამწყვეტი და საბოლოო ნაბიჯი.უბრალოდ ბოლომდე ინდა შემეშინებინა. შემეშინებინა რადგან წასულიყო... ,,ამ'' უგრძნობი ნაძირალადან ძალიან შორს! დანას ძლიერად მოვუჭირე ხელები და კარისკენ წავედი. სანამ გავიდოდი ფეხი მანანას სკამს მთელი ძალით დავარტყი და კედელზე მივანარცხე... === ჩემი ცხოვრება ცარიელ ქილას დაემსგავსა... ქილას,რომელიც ნესტისგან აყროლებულა და არავინ ცდილობს ის რამით აავსოს... როგორც ყოველთვის მარტო ვზივარ სკოლის ეზოში,წითელ საქანელებზე და ველოდები როდის მოვა სახლში წასვლის დრო. არადადეგები იწყება...მანანამ განცხადება დაწერა წასვლის თაობაზე! ის მიდის... დღეიდან ვეღარასოდეს ვნახავ! კარგია! ასეცუნდა იყოს! -ჰეი რავახარ ძმა?- მომესმა ზურგსუკან ირაკლის და ბიჭების ღრიალი,წამის მეოთხედში კი ყველა ჩემს წინ იჯდა. -რავი-უემოციოდ ვუპასუხე და მხრები ავიჩეჩე -რაიყო შეჩ*მა,რა ცხვირპირი ჩამოგტირის?! -მუშტი გამკრა ირაკლიმ და ჩაიხითხით -არაფერი რა! -გავიგე წელსაც უდამრიგებლოდ დარჩით. მანანას რა გაუკეთე ასეთი,ეგეც რომ მირბის-გაიცინა -იდიოტი ვარ!-რატომღაც მომინდა მომეყოლა მათთვის.ყველაფერი მეთქვა რაც გავაკეთე.აღარ შემეძლო გაჩუმება-ნამდვილი იდიოტი! -რამოხდა? -მომატყუა თითქოს დანა სჭირდებოდა. მეც მივეცი.მანანამ კიდე შეინახა!-თითებზე ვიყურებოდი და ვიხსენებდი.ბიჭები კი ჩუმად ისხდნენ და მისმენდნენ -რამდენჯერმე ვუთხარი დაებრუნებინა. ის კიდე ჯიუტად მაინც იმეორებდა ,გაკვეთილის ბოლოს ვილაპარაკოთო.თქვენც კარგათ იცით,რომ არღარ დამიბრუნებდა! მოთმინება ამომეწურა და დავუყვირე...-ტუჩზე ვიკბინე და მეგობრების გაფართოებულ თვალებს მზერაავარიდე.-მაგიდასთან მივუვარდი და დანა რომ ავიღე მის სკამს ფეხი ვკარი.გაცოფებული ვიყავი გესმით? ვიცი,რომ დეგენერატივარ!-ღრმად ამოვისუნთქე და თავი დავხარე.მთელ სხეულს მიწვავდა ის დუმილი და დაძაბულობა ყველაფერი,რომ შთაენთქა.გულში ვითვლიდი მანამ სანამ ირაკლი ან,რომელიმე მათგანი რამეს იტყოდა.ბრჩხილებით მაგრად ვუჭერდი ჯინსის შარვალს და მანანას სახის გახსენებისას ნესტოები მებერებოდა სიბრაზისგან. - ნაგავი ხარ შენ გიორგი!-ექოდ გაისმა ირაკლის სიტყვები და მაშინ პირველად გავტყდი... ხიდან ჩამოვარდნილი ვაშლივით დავენარცხე ცივ მიწას! არავის არაფერი უთქვამს.უბრალოდ ადგნენ და წავიდნენ... მარტო დამტოვეს! === 2 საათზე მეტი ვიჯექი უძრავად და ვფიქრობდი...ვცდილობდი გამოსავალი მეპოვნა. ვცდილობდი ისეთი რამ მომეფიქრებინა რაც მანანასთან ჩემს დანაშაულს გამომასყიდვინებდა...მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე.ალბათ არც არსებობდა არაფერი!მაშინ გადავწყვიტე მეცადა... პირველად ბოდიში მომეხადა! ცხოვრებაში პირველად! მხოლოდ ჩემი ქიმიის მასწავლებლისთვის...სწრაფად წამოვდექი და ჩემი ოთახისკენ გავიქეცი.არშემეძლო დროის დაკარგვა.რამდენიმე საათში სამუდამოდ წავიდოდა.ჩემზე ნაწყენი! საშინელი წარმოდგენით! -მანანა! თუ შეგიძლია ერთ წუთით...-უხერხულად დავუძახე ნახევრად შეღებული კარებიდან. გაკვირვებულმა გამომხედა.ალბათ როგორი თავხედი ვეგონე იმდროს! -რამოხდა გიორგი?-ოთახიდან გამოვიდა და კედელთან,ჩემგან მოშორებით დადგა.არ მიყურებდა. -მანანა. მისმინე...მე...ჯანდაბა!-თავს ვიწყევლიდი დამპალი სიამაყის გამო-მინდა...მინდა ბოდიში მოგიხადო.ჰო! ვიცი საშინლად მოვიქეცი.ვიცი,რომ...მოკლედ ბოდიში. მართლა ძალიან ვწუხვარ-ვთქვი თუ არა დავდუმდი.მზერა ავარიდე მაგრამ თვალის კუთხიდან მაინც დავინახე,როგორ გაეღიმა. -კარგი გიორგი-თბილად წარმოთქვა.ქვემოთ დახრილი თავი ავწიე და მის ცასავით ცისფერ თავლებს ჩავაჩერდი. -ანუ მაპატიე? -ჰო გიორგი. -ყველა ჩემი იდიოტური საქციელი მაპატიე?-დავიჩურჩულე.მან კი გაიღიმა.სულის შემძვრელად,ამქვეყნად ყველაზე ლამაზად გაიღიმა. -კი გიორგი ყველა!-ბოროტი გუგები დაპატარავებოდა.ფერად გარსში მოხტუნავე ბრჭყვიალა ნაპერწკლები კი ხარობდნენ.აქეთ იქეთ აწყდებოდნენ და ცდილობდნენ მანანას თვალები უფრო გაესპეტაკებინათ. -მადლობა-ბოლოჯერ მოვიკრიბე ძალა.ერთი ნაბიჯით საბოლოოდ დავფარე მანძილი ჩვენს შორის და სახეზე ჩამოყრილი თმა ყურზე გადავუწიე.თვალები დახუჭა.ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მის გულისცემას ვგრძნობდი.დრო გადიოდა... ვიცოდი ბოლოს მაინც ყველაფერი დამთავრდებოდა.ის მაინც წავიდოდა. და მე ისევ უფსკრულისკენ ჩავეშვებოდი.მაგრამ უნდა გამეკეთებინა.ერთხელ მაინც უნდა შემეგრძნო ის, თუნდაც წამით... ჰო! ნელა დავიხარე და მის დიდ ფერმკრთალ ბაგეებს ნაზად შევეხე.ვცდილობდი დამემახსოვრებინა.ყველაფერი გონებაში ჩამებეჭდა და სადმე მიყრუებულ გუნჭულში გადამეგდო.საბოლოო კოცნა დავუტოვე და მოვშორდი. -მშვიდობით მანანა-მწარედ ჩავიღიმე და წამოვედი. დავტოვე გოგო რომელიც სულელურად,საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა...მე ჩემი ქიმიის მასწავლებელი მიყვარდა! ჩემიქიმიის მასწავლებელი... ================================ მოკლედ გადავწყვიტე სრულად დამედო. აღარ ყავდა მკითხველი.ისიც არვიცი ამას თუ წაიკითხავთ. მე სხვა ისტორიის დადებას აღარ ვაპირებ :დ არ გამომდის წერა რომ ვაღიარო :დ უბრალოდ მადლობა მინდა იმათ გადავუხადო ვინც კითხულობდა და აკომენტარებდა ... ძაალიან შემიყვარდით .. წარმატებები ყველას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.