შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალიშვილი პროვინციიდან 4


14-07-2015, 14:04
ავტორი sopiko
ნანახია 5 288

ლინდა
გამომშვიდობება საშინელება იყო, ტირილი მომინდა როცა სახლი ჩემი თვალის არეალიდან გაქრა, აღარც დედის წინწკლებიანი ხელსახოცი ჩანდა. უბიდან მეც ამოვიღე თეთრი ხელსახოცი, რომელზეც ჩემი ინიციალები დედის ხელით იყო ამოქარგული. ნიზას სევდიანი თვალები გუშინ ბოლოჯერ ვნახე, დღეს კი ეტყობა ვერ შეძლო ეს ნაბიჯი გადაედგა, დაენახა როგორ დატოვა ერთადერთმა მეგობარმა. ჩვენი ადრინდელი საუბარი ამომიტივტივდა გონებაში:
-შენს გარდა არავინ მყავს ლინდა, მხოლოდ შენ გესმის ჩემი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დედაც კი ვერ მიგებს-შემომჩიოდა ნიზა.
-არ არის საჭირო ეს ბანალური სიტყვები-თავის გაქნევით ვუპასუხე მე.
-მაპატიე, სულ თავს გაწყენ ჩემი პრობლემების...-გულწრფელად ჩაილაპარაკა მან.
-რა სულელი ხარ ნიზა, მე თუ არა გული სხვა ვის უნდა გადაუშალო. ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და ასეთ რამეს როგორ მეუბნები ამიხსენი, ან პატიების ყოველ წამს თხოვნა როგორ შეგიძლია. მე გინდ მტყუანი ვიყო , ბოდიშს მაინც ვერ მოვიხდი-ჩავიბურტყუნე მე-გპიდები არასდროს მიგატოვებ, ყველაფერს გავაკეთებ რომ სულ ერთად ვიყოთ.
მოგონებებმა გული ამიჩუყა. გულში დავიფიცე რომ ერთ დღეს ნიზას თბილისში აუცილებლად ჩამოვიყვანდი. თვალებზე ხელი შეშფოთებულმა მოვისვი, შვებით ამოვისუნთქე როცა სისველე ვერ ვიგრძენი.ეს ორი უკმარისობა მჭირდა, არასოდეს მიტირია და არც ბოდიშის მოახდელად გამიხდია საქმე რადგან არ შემეძლო თავი დამემცირებინა და ჩემი შეცდომა მეღიარებინა. სიმართლე გითხრათ ამ თვისებას ჩემს სუსტ მხარედ ნამდვილად არ ვთვლიდი, ვიყავი ძლიერი... ვიყავი ამაყი და არა ამპარტავანი. თავს ვუსაყვედურე რომ ამდენს ვფიქრობდი, ვინ იცის რა სიტუაცია დამხვდებოდა თბილისში ან როგორი იქნებოდა ჩემი ''უფროსი''. სოფელში უკვირდათ როგორ მივდიოდი ეს თითის ტოლა ლაწირაკი უცნობ მამაკაცთან ნახევრად საცხოვრებლად. სირცხვილი საერთოდ არ მქონდა? (ეს მათი სიტყვებია) დედაჩემს კი ურჩევდნენ, გადაწყვეტილება შეცვალე თორემ შვილი გაუთხოვარი დაგრჩებაო. არ გაგიკვირდეთ! ეს ჩვეულებრივი სოფლის თვალთახედვაა, ყველა ქალს ისე ღრმადაა აქ ჩაბეჭდილი თავში, რომ მათი აზროვნება ამის იქით უკვე ვეღარ მიდის.
''დაიძინე_მეთქი''-შევუძახე თავს და თვალები დავხუჭე.

-თვითონ ვერ მოაგნებს სახლს? რათ უნდა ჩემი დახვედრა ვერ გავიგე-კიდევ ერთხელ გაიმეორა ალექსანდრემ.
-რომ მინდოდეს მძღოლსაც გავუგზავნი სანდრო, უბრალოდ მცირეოდენი პატივისცემა რომ გამოიჩინო ხომ შეიძლება?-ლუკაც ვერ მალავდა აღელვებას.
-ლუკა ძალიან გთხოვ მოთმინებიდან ნუ გამოგყავარ, ისედაც ნერვები მაქვს მოშლილი.
-რატომ? რატომ გიშლის ნერვებს ის ფაქტი, რომ მალე შენს გარშემო ახალგაზრდა ქალი იტრიალებს. ამიხსენი სანდრო! ამიხსენი!
-იმიტომ რომ ქალია. მორჩა და გათავდა.-ირონიულად გაიღიმა სანდრომ და მშობლიური სახლი დატოვა.
''აქ რაღაც სხვა ამბავია''-გაიფიქრა ალექსანდრემ და სახლში ანერვიულებული წავიდა.

''რატომ? რატომ ვერ ვისვენებ''-საკუთარ თავს უკვე მერამდენეჯერ დაუსვა ერთი და იგივე კითხვა ალექსანდრემ და ბოლოს მიხვდა რომ დრომ მისი გაბრაზება გაანელა,ისევ ისე მოქმედებდა მასზე სახელი ''ქალი'' როგორც ადრე. ბოლოს მოთმინება გამოელია, ფეხზე წამოხტა და სადარბაზოს კიბეები ჩაირბინა, კარიც კი ღია დატოვა. მანქანის ავტოფარეხიდან გამოყვანაზე დრო აღარ დაკარგა, ტაქსი გააჩერა, სწრაფი მოქმედებით ჩაჯდა წინა სავარძელზე და მძღოლს უთხრა:
-სწრაფად! მატარებლის საგზურზე.
მხოლოდ მაშინ იგრძნო თავი მშვიდად. ახლაღა შენიშნა რომ ტანისამოსის გამოცვლა ვერ მოესწრო, სოლიდური ტანსაცმლით ''ჩვეულებრივ'' საზუგადოებაში გამოსვლა კი არ უყვარდა.
''''-გაიფიქრა მან და ფანჯარაზე თითების რიტმული კაკუნი განაგრძო.

სადგურზე ტაბლას შეხედა და გულში გემრიელად შეიკურთხა. ნახევარი საათით დაიგვიანა. ბაქანზე მხოლოდ პუტკუნა, შავგვრემანი გოგონა იდგა. ალექსანდრემ გზა მისკენ აიღო.
-შენი სახელი?-უხეშად კითხა მან.
-ლინდა...-გოგონა გვარის თქმასაც აპირებდა მაგრამ ალექსანდრეს სიტყვებმა შეაჩერა.
-წამოდი! მე ვარ ალექსანდრე.-თვითონ წინ წავიდა, გოგონა კი უკან მიჰყვებოდა, თუმცა ეტყობოდა ყოყმანობდა. მანქანაში ლინდას ხმა არ ამოუღია.
''ოჰ, ძალიან კარგი. ნამდვილი პროვინციელია. მამაკაცს თავი უნდა დაუხარო და მორცხვად უსმინო.''-კმაყოფილმა ჩაიღიმა ალექსანდრემ და მანქანაც მის კორპუსთან გაჩერდა
-გადმოდი, მოვედით-მოკლედ მოუჭრა სანდრომ ლინდას და არც დალოდებია ისე შევიდა სადარბაზოში. მეოთხე სართულზე საოცარი სანახაობა დახვდა. კუთხეში ჩამუხლულიყო ულამაზესი არსება, ქერა თმა მხარზე ჩამოშლოდა და თვლემდა. ალექსანდრე გაოცებული შესცქეროდა წინ გადაშლილ სილამაზეს. ბოლოს გამოფხიზლდა და ინატრა ყველაფერი გამქრალიყო რაც გოგონას დანახვის დროს გაიფიქრა. მზერა ისევ კარებზე გადაიტანა, ღია იყო.
-ეი გოგონი-უხეშად შეანჯღრია უცნობი. გოგომ შეშინებულმა ააფახულა გრძელი წამწამები და ფეხზე წამოდგა.
-როგორც იქნა მოხვედით-გბრაზებულმა წამოიძახა მან და მხოლოდ ახლა შენიშნა მამაკაცის უკან მდგარი აწურული ლინდა. ალექსანდრემ მის მზერას თვალი გააყოლა და უკან შებრუნდა.
-შენ... შენ ლინდა არ ხარ?-დაეჭვდა ის.
-დიახ მაგრამ... მე ლინდა აბუსერიძე ვარ.
-აჰა. რატომ ხმა არ ამოიღე რომ ვერ მიცანი.-კბილებში გამოცრა სანდრომ. მას სულ აღარ ახსოვდა ნამძინარევი თვალებით შემყურე ქალიშვილის არსებობა.
-ჩემი საქმრო უნდა დამხვედროდა.
-მერე არ იცნობ?
-არა-სევდიანად ჩაილაპარაკა ლინდამ. ყურადღების გარეშე დარჩენილმა მესამე პირმა უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა პირი. ალექსანდრეს მისი ქცევა არ გამორჩენია და მალულად გაიღიმა.
-აი ტაქსის ფული, მისამართი იცი?
-ვიცი. მადლობა.-უპასუხა გოგომ და დაუმშვიდობებლად ჩაირბინა კიბეები.
-ძალიან დავიღალე და იქნებ სახლში შევიდეთ.-შეახსენა უკან მდგარმა მამაკაცს.
ალექსანდრე შემცბარი შემოტრიალდა.

ლინდა
-უკაცრავად?-ყურთან ხელი მიიტანა ჩემმა უფროსმა, ალექსანდრემ, ვითომ ''ხომ არ მომესმაო''.
-ძალიან დავიღალე და სახლში შევიდეთ_მეთქი_-გავუმეორე ჩემი ნათქვამი.
-სამწუხაროდ ვერ დაისვენებ. სასტიკად მშია.-ნიშნისმოგებით მითხრა მან და სახლში შეაბიჯა.
-კი მაგრამ დღეს ხომ...-უკან ბუზღუნით მივყევი მე.
-შენ ვინ ხარ?-სავარძელში მძიმედ ჩაეშვა ის.
-რა?-კითხვას ვერ მივუხვდი მე-ლინდა აბაშიძე.
-ეს არ მიკითხია. შენი სტატუსი ამ სახლში რა არის?
-მოსამსახურე-ავილეწე მე-მაგრამ ჩემთვის არ უთქვამთ რომ აქ უჟმური კაცის მბრძანებლობა უნდა ამეტანა-ბოლო სიტყვები წესით გონებაში უნდა გამეფიქრა მაგრამ ხმამაღლა ''მეთქვა''. რატომღაც ამ ''სვანმა'' ჩემს ნათქვამს წაუყრუა და მითხრა:
-რამე გემრიელობა მოამზადე. იმედია კულინარიაშიც ასეთი შხამიანი არ ხარ რადგან ცხარეს ვერ ვიტან-ბოლოს მაინც წამკბინა მან.
-ახლავე -მორჩილად დავუქნიე მე, არ მინდოდა სიტუაცია უფრო გამემწვავებინა. გავიხედ-გამოვიხედე-მმმ სახლს არ დამათვალიერებინებ?
''უჟმურმა'' ისეთი სახით გამოხედა ეტყობოდა გააკვირვა პროვინციელი გოგოს ასეთმა სითამამემ ახალგაცნობილ მამაკაცთან.
-მალე სალომე მოვა და შენს ცნობისმოყვარეობას ის დააკმაყოფილებს, თუმცა გასაკვირი არაფერია. ერთოთახიანი ქუხულას შემდეგ უზარმაზარი ''სასახლე'' ნამდვილად გაგაკვირვებს-ჩაისისინა მან-სამზარეულო კი იქეთაა-ხელით მიმითითა ბოლოს და საძინებელში შევიდა.
''გემრიელობას განახებ შენ''-გავიფიქრე მე. სამზარეულოში გავედი და ომლეტისთვის საჭირო ინგრედიენტები მაგიდაზე დავალაგე. კვერცხი გავტეხე და გაცხელებულ ტაფაზე შიგთავსი დავასხი. ყველა კარადა გამოვაღე და ბოლოს მივაგენი იმას რაც მინდოდა. პილპილი ოდნავ შემწვარ კვერცხს ზემოდან ბლომად მოვაყარე და კმაყოფილმა ჩავიხითხითე.
''მწარე არ გიყვარს ხომ?''

................................................
ახლა კიდევ მიზეზების მოყოლა რომ დავიწუო ვიცი არ დამიჯერებთ მაგრამ რაღაც პრობლემების გამო მართლა არ შემეძლო დადება. დღეიდან გპირდებით აღარ დავიგვიანე. იმედია ამ დიდი თავით თქვენს კეთილგანწყობას ისევ მოვიპოვებ. უყვარხართ სოფიკოს <3 <3 <3 თქვენი აზრი დააფიქსირეთ, გთხოვთ...
პ.ს. მთავარ ფოტოზე გამოსახულია ლინდა.



№1  offline წევრი KaTE:))

პირველი ვარ ვუჰუ... ახლა წავალ და წავიკითხავ მერე დავწერ ჩემს მოსაზრებას ^^^

არ მეყო სოფო საერთოდ :((( ხვალ კიდევ უფრო მოზრდილი თავი დამახვედრე და შეგირიგდები როგორმე wink ♡♡♡
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 


№2  offline წევრი cancara

უკვე მომწონს ესგოგო მალე დადე რა დიდი ტავები

 


№3  offline წევრი მარეამო

მეღირსააა ^_^ აი იყოო <3 ველოდები შემდეგ თავს <3

 


№4  offline მოდერი sopiko

KaTE:))
პირველი ვარ ვუჰუ... ახლა წავალ და წავიკითხავ მერე დავწერ ჩემს მოსაზრებას ^^^

არ მეყო სოფო საერთოდ :((( ხვალ კიდევ უფრო მოზრდილი თავი დამახვედრე და შეგირიგდები როგორმე wink ♡♡♡

შემდეგი და მოზრდილი თავი უკვე დავდე და სიმართლე გითხრა შენმა კომენტარმა მაიძულა ეს <3 <3 <3 ძალიან მიხარია რომ მოგწონს და არ გყოფნის. აღარ დავიგვიანებ გპირდებიიი

cancara
უკვე მომწონს ესგოგო მალე დადე რა დიდი ტავები

დიდი თავები... დიდი თავები... არ არის ასე ადვილი, ის გირჩევნიათ იმისთვის რომ დიდი იყოს უაზრო დიალოგებით გავწელო, მე მგონი არ იქნება კარგი. მიხარია რომ არ გყოფნის ესე იგი მოგწონს <3
მარეამო
მეღირსააა ^_^ აი იყოო <3 ველოდები შემდეგ თავს <3

გაღირსეეე =D მორჩა! პირობას გაძლევ აღარ დავიგვიანებ!

 


№5  offline წევრი teddy))

ძალიან კარგია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent