შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კრიმინალი შემიყვარდა! 3


14-07-2015, 21:23
ავტორი 7mari
ნანახია 2 893

- რა არ იყო ეგრე? მითხრა ლუკამ, როცა დამინახა როგორი გაბუტული ვიჯექი.
- არ იყო ეგრე! შენ სუსხვანაირად წრმოიდგინე შენს ოცნებებში და ნუ ფანტაზიორობ რა თუ შეიძლება!
- თუ არ მოგწონს ნუ მისმენ!
- ყურები ჯერ-ჯერობით მაქვს და რავი...
- თავი შეიკავე მაშინ უაზრო კომენტარებისგან!!
- კაი! მივხვდი რომ არ ღირდა ამ იდიოტის გამო ნერვების შლა და თავი დავანებე. იარაღი ავიღე, გაბლატავება მომინდა (აქ იცინის ჩემი ქცეცნობიერი) გოგოს და ფანჯარაში ხელი გადავყავი, ხელში ვათამაშებდი და ვფიქრობდი ყველაფერზე, რაც მოხდა და მოხდებოდა როცა ჩემი მშობლები ამ ყველაფერს გაიგებდნენ, მაგრამ რა უნდა გაეგოთ რომ გავიქეცით?
- მოიცა და რა დავაშავეთ, რომ გავრბივართ?! გაკვირვებულმა გავაჟღერე ჩემი ფიქრები.
- არაფერი, მაგრამ ეხლა დაბრუნებას აზრი არ აქვს.. კრიმინალებივით გამოვექეცით იმ პოლიციელებს და მაინც დამნაშავეები გამოვდივართ!
- დავიჯერო სხვა მიზეზი არ აქვს ამ ყველაფერს? გავიკვირვე მე.
- რა ყველაფერს?
- აი, ამ გაქცევებს დამალვებს და უბედურებებს?
- არა! ვავმწარდი ლუკას ამ ნათქვამზე და დავიძაბე, ამ დროს იარაღს ხელი წავკარი და გაისროლა ლუკას გარეთა სარკე ჩავტეხე და ყველა ტირილამდე შევაშინე მე თვითონ კიდე სიცილი ამიტყდა.. შეშინებულ სანდროს რული აებნა და ცოტაც და მივეჯახებოდით ხეს დროულად რო არ დაეტორმოზებინა.
- სიცოცხლე მოგბეზრდა? მიყვირა სანდრომ და თან ისე მიყვირა რო შეშინებული მანქანიდან გადავედი.
- ეხლა შენ მიყვირე? ავსლუკუნდი, როცა გავიაზრე სიტუაცია!
- ლიზა მაპატიე, დადე იარაღი კიდე არ გაგივარდეს უბრალოდ უპასუხისმგებლოდ იქცევი და შენც კარგად ხვდებიამას მემგონი! წყნარად მაგრამ მაინც მკაცრად მითხრა ჩემმა ძმამ.
- წადით! ტაქსს გავაჩერებ და ისე წამოვალ! გზას გავხედე და სირენების ხმა რომ გავიგე ცოტა შემეშინდა მაგრამ არ შევიმჩნიე და ურეაქციოდ შევხედე გაფითრებულ სანდროს.
- დროზე ჩაჯექი მანქანაში და წავედით! ლუკამ მითხრა ეხლა.
- შენღა მაკლდი რაა ამპარტავანი მამიკოს ბიჭი! ამის თქმა იყო და ლუკას გაცეცხლებულ თვალებს შევეფეთე!
- კარგი ლიზა, როგორც ჩანს არჩევანი გააკეთე უკვე! სანდრო მოვიდა იარაღი გამომართვა, მანქანაში ჩაჯდა და სასწრაფოდ მოკურცხლა იქიდან.
მინდოდა მეყვირა ეხლა რომ გაჩერებულიყო, რომ დაბრუნებულიყო და წავეყვანე, იმ წამის მეასედში ჩემს დანაშაულს მივხვდი, მივხვდი რომ ზემდეტი მომივიდა და დაუფიქრებლად ბუჩქებში შევძვერი, რომ დავმალულიყავი პოლიციელებისგან.
დიდხანს იტრიალეს იქ და ვერავინ რომ ვერ ნახეს უკან გზას გაუდგნენ! როცა პოლიციელები წავიდნენ, მაშინვე გამოვედი ბალახებიდან და გზას გავხედე, ისეთი გამაყრუებელი სიჩუმე იყო რომ იმწამს მინდოდა ძაან ჩვეულებრივად მებღავლა, მაგრამ მივხვდი რომ ისტერიკების დრო არ იყო და დაუსრულებელ ტრასას გავუყევი. ზუსტად არ მახსოვს რამდენი ვიარე, მაგრამ უკვე კარგად დაღლილს და მოთენთილს მხოლოდ ჟიგულიდან გადმოსული მოხუცი კაცი მახსოვს..
მივუბრუნდეთ ლუკას, სანდროს და თათიას.
- მემგონი არ უნდა დაგვეტოვებინა იქ მარტო, რაც არუნდა იყოს მაგის დამსახურებაა ეხლა რომ ყველა აქ ერთად ვართ. დაიცვა თათიამ უნებურად დაქალი.
- ცოტახანიც რომ შევყოვნებულიყავით დაგვიჭერდნენ, არ დაგავიწყდეს თათია! მოუჭრა ლუკამ და გზას გახედა.
- უმადური ხარ ლუკა, არ მეგონა შენნაირი ადამიანები თუ კიდე არსებობდნენ! ჩაერია ეხლასანდროც!
- შენ რაღა იყო ვერ გავიგე?! ამათ მხარეს იცავ?
- კი! ამათ კიარა ჩემი დების მხარეს ვიცავ! გააჩერა სადრომ მანქანა და ყვირილზე გადავიდა.
- ცოტა წესიერად ილაპარაკე რაა ნუ ყვირიხარ ქალივით! ნუ მოკლედ დავწყნარდეთ ეხლა ყველა მივტრიალდეთ თქვენიოქროს ლიზასთან და წამოვიყვანოთ. გადაატრიალა სასაცილოდ თვალები ლუკამ და ისევ ისე გზას გახედა.
------------------------------
ლიზა უგონოდ იწვა რომელიღაც ხის სახლში და პულსი უფრო აუჩქარდა, როცა მოხუცმა ბებიამ ნიშადირი აუტრიალა ცხვირთან.
- როგორახარ ბებო? თბილად მკითხა ქალმა უკვე გამოღვიძებულს.
- სად ვარ? გაბრუებულმა მხოლოდ ამის თქმაღა მოვახერხე და მერე პირი გამიშრა და კუჭი ჯოჯოხეთურად ამეწვა.
- ეხლავე ბებო, ეხლავე მოვალ და ყველაფერი გავრკვიოთ. ისევ ისეთი თბილი და ნაღვლიანი თვალებით მითხრა ბებიამ და სავარაუდოდ სამზარეულოში გავიდა, მანამდე კი მე ოთახის თვალიერებას შევუდექი:როგორც უკვე ავღნიშნე სახლი ხის იყო და ოთახიც რათქმაუნდა. სასწაულად ლამაზად იყო მორთული, პატარა ულამაზესი ბიჭის ფოტოები ეკიდა კედლებზე და რამოდენიმე სვანეთის მთების სურათი, ამით მივხვდი რომ სავარაუდოდ სვანეთში ვიმყოფებოდი, ავდექი და უცებ ოდნავ შემცივდა, პლედი მოვიხურე და სამზარეულოში გავედი.
- ბებო, სად ვარ მითხარი გულს ნუ მოხეთქავ. აკანკალებული ხმით ვუთხარი ნაცნობ ბებიას, იქვე როგორც ამბობენ ჯორკოზე ჩამოვჯექი და ბებიას ქვევიდან ავხედე.
- ბებომ შემოგევლოს მაგ ტკბილ თვალებში ბებო. ისეთი სითბოთი მითხრა, მაშინ ვინანე ზუსტად რომ არ ჩავდიოდი ხშირად სოფელში ჩემს ბებია-ბაბუასთან.
- რა გქვია ბებო შენ? გავშინაურდი და კითხვას კითხვაზე ვსვავდი.
- ნაზიკო მქვია ბებომ შემოგევლოს.
- ნაზიკო ბებია ის კაცი ვინ იყო აქ რომ მომიყვანა?
- ჩემი მეუღლეა, ვალო ქვია მაგ საცოდავს თბილისში ჩამოდის ხოლმე და რაღაცეები ჩამოაქვს თვეში ერთხელ, გაგიმართლა რომ შეგხვდა. ცივი კაცია ეგ ბებო, მაგრამ გულით ძალიან კარგია მაინც სვანები ხოიცი ბებია. ღიმილით მითხრა ნაზომ (ესე ვეძახდი გარკვეული დროის შემდეგ თბილ ბებოს) და თბილი პიტნის ჩაი გამომიწოდა.
- ეხლა სად არის? აღარ ვწყვეტდი კითვების დასმას მე.
----------------------
-აშკარად აქ იყო, ზუსტად მახსოვს ეს ადგილი, არ შემეშლებოდა! დაბნეული დადიოდა იქით აქეთ სანდრო და აღარ იცოდა რა ექნა.
- აბა აქ ხოარ დარჩებოდა?! დაიცვა ისევ დაქალი თათამ.
- ხოიცოდა რომ დავბრუნდებოდით?
- როდის? დილას?! გაიკვირვა თათიამ და უკვე გაბრაზებული ბიჭებზე ჩაჯდა მანქანაში.
- თქვე დებილებო მობოლურზე დაურეკეთ! აღმოხდა საწყალ ლუკას, რომელიც წინ სულ გაოფლილი იჯდა და უკვე მეორე დღე სისხლისგან იცლებოდა საწყალი.
- შენ საავადმყოფოში ხარ წასაყვანი. თქვა თათიამ და უკვე აწითლებული სახით ლუკას ახლოდან დააკვირდა სახეზე.
- მერე იმათ რას ეტყვი?
- ხო ისე მართალი ხარ! თქვა სანდრომ და პატარა აფთიაქის ყუთი გამოიღო "ბარდაჩოკიდან".
- და რა უნდა ქნა ეხლა? შეშინებულმა ჰკითხა ლუკამ.
- დავამუშაოთ და ჭრილობა შევკეროთ, თორე ზედმეტი ტრუპი არ გვჭირდება აქ.
- ვერ მივხვდი რას ნიშნავს ზედმეტი? დაბნეულმა იკითხა თათამ. სანდრომ ლუკას შეხედა და მერე სწრაფად გასცა პასუხი:
- ფორმალური ნათქვამი იყო თათ რა გჭირს?! თვალები გადაატრიალა ჩვეულად ლუკამ და ისევ ჩაიკეცა. მოკლედ სანდრომ ჭრილობა ვაივაგლახით შეუკერა ძმაკაცს და ისევ მანქანაში ჩაჯდა.
- დავურეკოთ ეხლა იმ სულელს! სიხარულით თქვა სანდრომ და ლიზას ნომერი აკრიფა, სამი ზარის შემდეგ კაცის ხმა გაიგო.
- გამარჯობა, უფროსი ინსპექტორი გისმენთ! სანდრო უცებ გადაფითრდა სახეზე და ლუკას შეხედა რა ვქნაო?!
- უკაცრავად თუ ლიზა თევზაძის ადგილმდებარეობა იცით გვითხარით, ალო. ლუკამ უცებ გათიშა მობილური, კარტა ამოიღო და შუაზე გადატეხა.
- რა მოხდა? დაიბნა თათია ბიჭების კიდევ უფრო დაბნეული სახეების დანახვაზე.
- ლიზას მობილური განყოფილებაშია, თვითონ ლიზა ძებნაში. უცებ დაალაგა თავში აზრები ლუკამ და კეფა მოიქექა.
- აბა სად არის? დაიბნა სანდროც.
- ხო არ ჯობია ჯერ დავბინავდეთ და მერე დავიწყოთ ლიზას ძებნა. თქვა ლუკამ და გარშემომყოფთ თვალი მოავლო.
- კარგი, მაგრამ სად?
- სვანეთში ჰყავს ბებია-ბაბუა ერთ ჩემ მეგობარს, მეც ბავშვობიდან ვიცნობ იმათ ხოდა დავრეკავ ეხლა და იქ დავბინავდეთ ჯერ-ჯერობით და მერე უკვე ვნახოთ. თქვა ლუკამ და თავის ქნევით ორივე დაითანხმა.
თქვენც ალბათ ის იფიქრეთ, რასაც მე ვფიქრობ.. ლუკა სწორედ იმ ბებია-ბაბუაზე ლაპარაკობდა, რომელიც ეხლა შვილიშვილივით უვლიდა ლიზას და უკვე დასაძინებლად ამზადებდა.
- ნაზო ბებო კი მაგრამ არ გყავთ თქვენ შვილიშვილი? ვიკითხე უკვე თითქმის მძინარემ და მხოლოდ ბებოს დადებითი პასუხი და ძილინებისა გავიგე, ძილში მხოლოდ გამეღიმა და ჩამთვლიმა.
იცით ალბათ დრო რომ უკან დაგებრუნებინათ ისევ ისე მოვიქცეოდი, შევიდოდი იმ ბარში, მოვატყუებდი პოლიციელს, გავექცეოდი და ასე შემდეგ..
არის ცხოვრებაში მომენტები, რომლებიც უბრალოდ გჭირდება, გჭირდება იმისთვის რომ იპოვო შენი საკუთარი მე, შენი პირველი სიყვარული და რაც მთავარია გვჭირდება იმისთვის რომ გავიგოთ გასაჭირში მხარში ვინ ამოგვიდგება და ვინ არა. და არასდროს თქვათ იმ მომენტებზე, ადამიანებზე ან ნებისმიერ არსებაზე ცუდი თუ მასთან და მაგ დროს შენ თავს კარგად გრძნობდი! ჩემს შემთხვევაში, როგორც ლიზა აბაშიძე, მე ვამაყობ ჩემი საქციელით! ბოლოსდაბოლოს ყველა ვერ მოახერხებდა იმ ყველაფრის გაკეთებას რაც მე გავაკეთე 17წლის ასაკში, და არა, ნუ გეგონებათ რომ თავს ვიქებ, უბრალოდ თავს ვიმართლებ! და საერთოდ ჩემს თავზეც კი ნერვები მეშლება არაფრისგან ყველაფერი რომ გამომყავს! "ტრაგედია, ოხ დიდი ამბავი, ის გადაარჩინე ვინც მოგწონს და ვერ უტყდები?! არც კი იფიქრო რომ შენი სიმპატია ორმხრივია" (დამცინის ჩემი ქვეცნობიერი, და ოხ რახშირად დამცინის!)
მოკლედ აგიხსნით ეხლა რა ხდება "პატარა კრიმინალებთან" (ასე ერქმევა ბავშვებს შემდეგ და რატომ? ამას ინტრიგად დავტოვებ!)
მოკლედ ის დღე ბავშვებმა მანქანაში გაატარეს, მაგრამ ლუკა ვერ იძინებდა, რაღაც აწუხებდა ვერ ისვენებდა, თითქოს ენატრებოდა ლიზა, კამათი მასთან, მაგრამ როგორც კი ამას გაიფიქრებდა მაშინვე გააქნევდა თავს და გაფანტავდა არასასურველ აზრებს გონებიდან.
- ვერ იძინებ? არაკომფორტულად გაიზმორა თათია და ლუკას შეხედა, მერე სანდროს გადახედა და მალულად ჩაიღიმა (თვითონ ეგონა ასე, თორე ლუკამ ყველაფერი შეამჩნია და დამალვა არც უცდია)
- გიყვარს ხო? ჩაიფხუკუნა.
- რა სისულელეა! ძმასავითაა ჩემთვის ბავშვობიდან, არა! საიდან დაასკვენი საერთოდ?! ვერ ვხვდები შენს დებილურ აზრებს.. უაზროდ და დაუსრულებლად იმართლებდა თავს თათა და როცა მიხვდა რომ თავი დაიწვა გაჩუმდა, მორცხვად თავი დაგახარა და ყველაფერი აღიარა: - ხო შემიყვარდა!
- მერე რატომ არ ეუბნები? გაუკვირდა ლუკას, თითქოს მიზეზი არ იცოდა.
- ძველმოდური ვარ შეიძლება, მაგრამ მე დღესაც მსიამოვნებს, როცა ბიჭი პირველი დგავს ნაბიჯს, უღებს გოგოს კარს და თავაზიანად ეპყრობა, არ უყვირის, არ ეუხეშება და ნაზია მასთან!
- ეგრე თავზე დაგჯდება გოგო და რქებს დაგასვავს! გაიბუსხა და მტკიცედ მოიჭრა, პირდაპირ ჩანდა რომ ამ პრინციპით აპირებდა ლუკა ცხოვრებას.
- შენ მაგალითად გოგოსთან მოპყრობა სულ არ იცი, ვხვდები რომ ლიზა მოგწონს!
- თავხედია, ეგ ვაფშე არ მახსოვდა ეხლა!
- არ მჯერა შენი! ვსო დავიძინე მე და შენი შენ იცი, მაგრამ დაგცდება რამე სანდროსთან და იცოდე სამარე ხარ!
- ოქეი თათულიკ! თვალი ჩაუკრა ჯამბაზივით ლუკამ და დაეძინა.
როგორც დილას გაირკვა ბავშვები ზღვაზე გაჩერდებოდნენ ცოტახნით, ქობულეთში!
- და შენ სად მიდიხარ? როცა ოთახში დალაგდნენ ჰკითხა სანდრომ მანქანისკენ მიმავალ ძმაკაცს.
- ბიჭო მე ბებია-ბაბუასთან ავალ სვანეთში, ვიკითხავ იქ თუ შეიძლება დარჩენა თუ სცალიათ რაა.. და მოგაკითხავთ!
- კაი, მალე მაშინ და მერე ლიზა მოვძებნოთ თორე ვნერვიულობ უკვე.
- კაი! მოკლედ წავიდა ლუკა სვანეთში და ვიცი ეხლა თქვენც იმას ფიქრობთ რასაც მე, ხო ზუსტად ასეა, ლუკა იმ სახლში მიდის, სადაც ეხლა ლოყებ აწითლებული ლიზა ნებივრობს ნაზოს სიყვარულში!

პ.ს - ბავშვებო დამიჯერეთ მქონდა მიზეზები, რომ ვერ დავწერე ამდენი ხანი და მაპატიეთ! დღეიდან დავიწყებ აქტიურობასს




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent