შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალიშვილი პროვინციიდან 5


15-07-2015, 12:13
ავტორი sopiko
ნანახია 5 313

ლინდა
ესეც ჩვენი ცივილიზებური გაცნობა. არა, რა იყო წესიერად რომ დამხვედროდა და არა გამგელებული ლომივით. გამწარებულმა კიდევ რამდენიმეჯერ მივალანძღე გულში, (მთლად ისეთ გაუზრდელიც არ ვარ ხმამაღლა ვაგინო სხვის სახლში, ამავე სახლის ''მბრძანებელი''). თეფშზე ფრთხილად მოვათავსე ომლეტი, ზედ საწებელი მოვასხი და სახეზე აკრული ღიმილით შევაღე საძინებლის კარი.
-ჰმ, გაუჭრია მკაცრ საუბარს-კმაყოფილმა განაცხადა ალექსანდრემ მაგრამ მის უჟმურ სახეზე ღიმილის ნასახიც კი ვერ დავინახე.
''სვანი''-გავიფიქრე გულში და იქვე მაგიდაზე სუფრა გავაწყე. მერე სასწრაფოდ გამოვვარდი სამზარეულოში და ჩემთვის წინასწარ გამზადებულ გემრიელ ომლეტს მივუჯექი. არა, რაც არ უნდა ვთქვათ ხელი კარგი მაქვს, მე ასე ვაფასებ, მაგრამ უკვე ვიცი რომ ალექსანდრე ჩემს კულინარიულ ნიჭს სათანადოდ ვერ დაინახავს, ამას მისი გამყინავი ყვირილის კვალობაზე ვხვდები და სანამ მე ძვლივსძვლივობით ვყლაპავ პირველ ლუკმას ხვადი ლომი უკვე ჩემკენ მოემართება, მის გაფოფრილ სახეს რომ შევხედე ჩემს შედარებაში საბოლოოდ დავრწმუნდი.
-რა არის ეს?-მაგიდაზე ხმაურით დადო თეფში რომელზე ჩემს მიერ ''ნაწვალები'' კვერცხი იდო.
-რა უცნაურ კითხვებს მისმევთ, ჯერ შენ ვინ ხარო, ახლა ეს რა არისო, უკვე ეჭვი მიჩნდება რომ მხედველობა გაკლიათ-ცეცხლზე ნავთი დავასხი მე.
-კარგი, ამჯერადაც შევცვლი კითხვას, რა შეურიე ომლეტს?
-საიდუმლო ინგრედიენტი-ყურებამდე გავიკრიჭე მე-ტყუილად გაირჯებით, მაინც არ გაგიმხელთ ჩემ იდუმალ ნიჭს.-ეს უკვე ბოლო წვეთი იყო, ალექსანდრე წყლით გაბერილი ბუშტივით გასკდა და მიღრიალა.
-მშვენივრად ვიცი შენი ნიჭი და საიდუმლოება. შეჭამე! ახლავე შეჭამე!-გამომიწოდა თეფში.
-მე...-დავიწყე მაგრამ საბედნიეროდ სალომემ მომისწრო.
-რა მოხდა ალექსანდრე? რა გაყვირებს? ვერ ხედავ საწყალი გოგო გაფითრებულია...-ჩემთან მოირბინა მან, ეს გაფითრებული იერიც ჩემი მსახიობური ნიჭის დამსახურებაა,. არა, ყოველმხრივ ნიჭიერი ვარ რა...
-აჰამ , ჯერ არ მოსულა და თავისი ეშმაკობით უკვე ყველა მოგხიბლათ. ორი წუთის წინ რა სახე ჰქონდა ერთი გენახა, მატყუარა-მხარში ხელი ჩამავლო და შემაჯანჯღარა.
-აააა-ვიკივლე ხმამაღლა, მაგრამ ამჯერად მართლა ძალიან მეტკინა, მეტკინა კი არა მეწყინა. რა საჭირო იყო ასეთი უხეშობის გამოვლინება, მე ხომ მხოლოდ ვეხუმრე.
-არც ქალი იცით და არც მისი პატივისცემა. რა უფლებით მეხებით, თავადაც ასეთი ომლეტი მაქვს, მიდით გასინჯეთ, ან შენ გასინჯე სალომე-ახლა მას მივუტრიალდი მე- არ უთქვამს მწარე რომ არ უყვარდა, მე კი საიდან უნდა გამომეცნო, სახლში ასე მივირთმევთ ხოლმე...
-ეტყობა მარილი გაქვთ ბლომად-შემაწყვეტინა ალექსანდრემ-რაც გინდა ის ქენი და რამდენიც გინდა აღვარღვარე ცრემლები, კარგად ვიცი თქვენი ხრიკები, ერთი რამ დაიმახსოვრე, მე ვერ მო-მატ-ყუ-ებ!
-არასდროს არ ვიტირებ თქვენს გამო ბატონო ალექსანდრე, ამას გპირდებით!-დავაწიე ალექსანდრეს, როცა უკვე სახლიდან გადიოდა. სალომე ჩამეხუტა და მითხრა:
-წამოდი, ვილაპარაკოთ.-რამდენიმე წუთში უკვე მისაღებში ვიჯექით და ყავას მივირთმევდით.
-დღეს შენი პირველი დღეა ლინდა. ვიცოდი როგორ გაგიჭირდებოდა ჩემი ძმის ხუშტურების ატანა მაგრამ ყველამ ისე გაქო... მაპატიე რომ ასეთი ტანჯვისთვის გაგწირე. იცოდე, ალექსანდრე ცუდი ადამიანი არაა. ის გარემოებების მსხვერპლია, პირდაპირ გეტყვი, მინდა მას ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში დაეხმარო. რაც გინდა ის გააკეთე უბრალოდ ამ სახლიდან არ წახვიდე... გთხოვ...-მავედრებელი თვალებით შემომხედა მან.
-შენ მთხოვ სალომე? შენ, რომელმაც ოცნების განხორციელების საშუალება მომეცი? ვიცი, თავადაც კარგად ვიცი, პირველივე დღეს მივხვდი როგორ გამიჭირდება შენ ძმასთან მუშაობა მაგრამ ვეცდები მოვარჯულო-გადავიკისკისე ბოლოს და დავამატე-პროვინციელ გოგოსთან შედარებით საკმაოდ თამამი და ჯიუტი ვარ.
-ამას უკვე მივხვდი.-ღიმილით მიპასუხა მან.
-კი მაგრამ როგორ? შენ ხომ მხოლოდ ახლა გამიცანი...
-განა არ ვიცი რომ ალექსანდრეს განგებ მოუმზადე მწარე ომლეტი, ამაში დარწმუნებული ვარ.
-მართლა?-თურაშაულის ვაშლივით გავწითლდი მე-შენ ხომ...
-არა, ნუ გეშინია, არაფერს არ ვეტყვი მაგრამ ის ისეთი დაკვირვებულია...-დაიწყო თავისი ძმის ქება სალომემ მაგრამ მე რაც დღეს ვნახე რამენი მტკიცებულებაც არ უნდა დამიდოს წინ პირველ შეხედულებას მაინც ვერ გამიქრობს მასზე. ალექსანდრე თავის თავში დარწმუნებული მამაკაცია როგორც მდიდარ, ქალაქელ ბიჭ-ბუჭებს შეეფერებათ, უჟმური, უმადური და ყველაფერი რაც ასო ''უ''-ზე იწყება. ესეც ჩვენი მოკლე დახასიათება, ნეტავ ჩემზე რას ფიქრობს ვაჟბატონი?...

-ალექსანდრე-სახლში დაბრუნებულს შევეგებე მე- ბინა ხომ უნდა ვიქირავო და...
-ახლა არ მითხრა რომ თავშესაფარი მე უნდა მოგაძებნინო-სახე შეეშალა სანდროს.
-არც მე არ მინდოდა ასე გამოსულიყო მაგრამ სალომეს სამსახურიდან დაურეკეს და...-როცა მივხვდი რომ ეს ტაქტიკა არ ჭრიდა მოვიშორე ''გულუბრყვილოს'' ნიღაბი და პირდაპირ ვუთხარი-თბილისს არ ვიცნობ და თუ დავიკარგე მთელი ჩემი სოფელი არ გაცოცხლებს.-წამოვროშე ყველაზე დიდი სისულელე.
-აბა? იქნება და მადლობაც გადამიხადონ შენი მოშორებისთვის.
-კარგი რა. არ დამეხმარები?-ბოლოს მაინც ხვეწნაზე გადავედი მე.
-ღმერთო ეს ვის გადავეყარე. კარგი, გამოგყვები. ოღონდ პირველივე სახლს იქირავებ და არ დამიწყო ეს არ მომწონს, ის არ მომწონსო.
-მოსულა. წავედით-ჩანთას ხელი დავტაცე მე და თეძოების ქნევით გავედი სახლიდან. გახარებული ვიყავი იმით რომ ამჯერადაც ჩემი გავიტანე.

ჩვენი პირობა სულ დავივიწყე და ალექსანდრეს მთელი თბილისი შემოვატარე. სინამდვილეში სულ სხვა რამე მადარდებდა, მინდოდა ეს ულამაზესი ქალაქი დამეთვალიერებინა და სანდროც ამისთვის გამოვიყენე.
-მორჩა. ეს ბოლოა.-ამოიხვნეშა მან და იქვე სავარძელზე ჩამოჯდა.
-კარგი ჰა, ვიქირავოთ-უღიმღამოდ გავიღიმე მე.
-ძვლივს-წამოიძახა და ''ხაზეიკას'' წინასწარ ჩაუთვალა ფული. ის იყო წასვლა დააპირა რომ ტელეფონმა დაურეკა.
-გისმენ... რა?... თქვენ რა გაგიჟდით? მანდ როგორ შემოვიდა... მოვდივარ...-აღელვებული საუბრობდა ის, ბოლოს ხელი ჩამჭიდა და ''მიბრძანა'':
-შენც ჩემთან ერთად მოდიხარ-ისე ჩამაგდო მანქანაში და თავის ოფისში წამიყვანა გონს ვერ მოვედი. ბოლოს ჯენტლმენურად გადმომიყვანა მანქანიდან და ახლა კიბეები ამატარა სირბილით. ისე ვიყავი გადაღლილი, აქოშინებული შევედი კაბინეტში და შევცბი როცა იქ გაკაპასებული ახალგაზრდა ქალი და ვიღაც უცნობი კაცი დამხვდა.
-აქ არის არა? ალექსანდრე მე...-ყვიროდა ქალი, ის კაცი კი აკავებდა.
-აქ ვარ ნანა, რამე გინდოდა?-საშინლად ცივი იყო სანდროს ხმა. ხელის გაშვება ვცადე მაგრამ ისე ჰქონდა ჩაბღუჯული ჩემი თითები რომ ვერაფერი გავაწყვე.
-ალექსანდრე, ვხედავ დრო არ დაგიკარგია...-ბოღმით ამათვალიერ-ჩამათვალიერა ქალმა, კინაღამ მივვარდი და ჩემი ბრჭყალებით ამოვთხარე ის თვალები.
-არც შენ არ გითვლია ბუზები ამ ერთ წელიწადში ჩემო ნანა და საერთოდ როგორ ბედავ და მოდიხარ ჩემს კომპანიაში, ტეხ სკანდალს და მე და ჩემს საცოლეს ხელს გვიშლი ახალი ბინის შერჩევაში.-თავიდან კმაყოფილი ვუსმენდი იმ ჯუჯღუნა ქალის ლანძღვას მაგრამ ბოლო სიტყვებზე ახლა მე დავაღე პირი საჯუჯღუნებლად:
-კი მაგრამ ალექსანდრე...-დავიწყე მაგრამ ვინ დაგაცადა.
-აქედან დაახვიე ნანა და დაიმახსოვრე! კიდევ ერთხელ თუ გადამეღობები გზაზე ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ-მკაცრად ჩაილაპარაკა სანდრომ და მივხვდი რომ ამის შემსრულებელი ნამდვილად იყო. ქალმა შეურაწმყოფილმა ამოუშვა პირიდან უცნაური ხმები და კურტუმოს ქნევით გავარდა კაბინეტიდან.
-შენ ხომ არ გადაირიე? რის საცოლე? რა ახალი ბინა?-ხელი შევუშვი იმ წუთასვე ალექსანდრეს და მკერდზე ძლიერად ვკარი ხელი.
-დამშვიდდი და ახლა შენ არ ამატკიო თავი. -ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი-მე და შენ დავქორწინდებით ფიქტიურად, მორჩა და გათავდა, რამე საწინაამღდეგო ხომ არ გაქვს?
-ახლა კარგად მომისმინე ვაჟბატონო, მე შენი შურისძიების ობიექტი არ გავხდები, იცოდე...-გავიქაფე მე მაგრამ ამჯერადაც მისმა სასიამოვნო ბარიტონმა გადაფარა ჩემი ხმა. ჰმ სასიამოვნო? როდის მოასწრო ჩემი მოხიბლა მისმა ხმამ?
-საქორწინო სახლში მივდივართ, თაზო, ლევან, თქვენ ჩვენი მოწმეები იქნებით-მიმართა არანაკლებ გაოცებულ ახალგაზრდა ბიჭებს, მერე ხელი ჩამჭიდა და გასაოცარი ის იყო რომ მეც მორჩილად გავყევი.

......................................................
თქვენი შემორიგებისთვის დილაადრიან ავდექი და ეს არც ისე პატარა თავი დავდე. მიხარია რომ ისტორია მოგწონთ, ამავდროულად ახალი ისტორიისთვისაც ვემზადები რომელშიც უფრო დიდი მნიშვნელობა სიყვარულს კი არა სხვა ფასეულებებს მიენიჭება, ისტორიას ერქმევა ''ჩემი მამიკო პრეზიდენტია''. ამაზე მერე =D გთხოვთ დააფიქსირეთ თქვენი აზრი, ისტორიაზე, პერსონაჟებზე, სხვადასხვა ეპიზოდებზე და ა. შ. ბედნიერ დღეს გისურვებთ, უყვარხართ სოფიკოს



№1  offline წევრი cancara

Kaia kai male dade didi tavi linda kai gogo chans taginda

 


№2  offline წევრი optimistii...

Au ra dzaliaan kaargiaa <3 velodebi shemdegs<3

 


ჰმ, ყველა თავი ერთიანად წავიკითხე, საინტერესოა და ძალიან "ჩამითრია"...
ფიქტიურ ქორწინებას არ ველოდი რაღაც, მაგრამ დამაინტრიგებელია...
გულს მიკლავს ეს პატარა თავები, მე ვიცი რომ ტკბილეულს მუზა მოჰყავს, (ზედმეტი კილოგრამებიც)
ასე რომ ჭამე რაც შეიძლება მეტი შოკოლადი და დადე რაც შეიძლება დიდი თავები !
წარმატებები სოფო...

 


№4  offline წევრი Unnamed

Dges kide dadeb?

 


№5  offline წევრი KaTE:))

ჩემო გოგო, მიხარია, რომ შენი მოთხრობა გამოჩნდა საიტის სიახლეებზე. ძალიან მომეწონა, ისე ვკითხულბდი, რომ გრამატიკული ნაწილისთვის ყურადრება არც კი მიმიქცევია, სამაგიეროდ მომდევნო თავისთვის 4 თვალსადაყურს მოვაბილიზებ. :) am
კარგად დააინტრიგე მოთხრობა, რამაც ჩემი მომწონება დაიმსახურა ბოლო აბზაცის მიმართ ^_^
ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ...
რომ გავიგე ახალი მოთხრობის წერა დაიწყე ნახევრად გამიხარდა და ნახევრად მეწყინა :(( :)) გამხარდა რადგან ამ მოთხობის შემდეგ არ დაგვეკარგები... love
მეწყინა რადგან ცოტა არ აურიო ეს მოთხრობა... (გავიფიქრე) ყოველთვის ცუდია ორი საქმის ერთად გაკეთება. "ცუდიც და რთულიც" ამიტომ (მეგობრულ რჩევას მოგცემ) ჯერ ეს ისტორი დაწერე (თუნდაც შავში) და შემდეგ დაიწყე ახალი მოთხრობის წერა...
მე შენი სტილი მომეწონა პირველივე თავის წაკითხვისას და ვეჭვობ ეს სტილი შენი განყუყოფელი ნაწილი გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ორნი დიდხანს ვეკონტაქტებოდეთ იქნება ერთმანეთს. ^_^ love love


იმედია არ დაგეზარება ჩემი მოსაზრების (კომენტარის) წაკითხვა და ყველაფერს ისე გაიგებ, როგორც მე ვფიქრობ (ან საჭიროა) love
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 


№6  offline მოდერი sopiko

KaTE:))
ჩემო გოგო, მიხარია, რომ შენი მოთხრობა გამოჩნდა საიტის სიახლეებზე. ძალიან მომეწონა, ისე ვკითხულბდი, რომ გრამატიკული ნაწილისთვის ყურადრება არც კი მიმიქცევია, სამაგიეროდ მომდევნო თავისთვის 4 თვალსადაყურს მოვაბილიზებ. :) am
კარგად დააინტრიგე მოთხრობა, რამაც ჩემი მომწონება დაიმსახურა ბოლო აბზაცის მიმართ ^_^
ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ...
რომ გავიგე ახალი მოთხრობის წერა დაიწყე ნახევრად გამიხარდა და ნახევრად მეწყინა :(( :)) გამხარდა რადგან ამ მოთხობის შემდეგ არ დაგვეკარგები... love
მეწყინა რადგან ცოტა არ აურიო ეს მოთხრობა... (გავიფიქრე) ყოველთვის ცუდია ორი საქმის ერთად გაკეთება. "ცუდიც და რთულიც" ამიტომ (მეგობრულ რჩევას მოგცემ) ჯერ ეს ისტორი დაწერე (თუნდაც შავში) და შემდეგ დაიწყე ახალი მოთხრობის წერა...
მე შენი სტილი მომეწონა პირველივე თავის წაკითხვისას და ვეჭვობ ეს სტილი შენი განყუყოფელი ნაწილი გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ორნი დიდხანს ვეკონტაქტებოდეთ იქნება ერთმანეთს. ^_^ love love


იმედია არ დაგეზარება ჩემი მოსაზრების (კომენტარის) წაკითხვა და ყველაფერს ისე გაიგებ, როგორც მე ვფიქრობ (ან საჭიროა) love

ჩემო საყვარელო შენი კომენტარის წაკითხვა როგორ დამეზარება <3 რაც გინდა ის ქენი თუ რამე შეცდომა მექანიკურად არ გამეპარა.(ღიმილის სმაილიკები) ახალი ისტორიის წერა არ და,იწყია მხოლოდ იდეაში მაქვს რადგან არ მიყვარს ორი საქმის ერთად კეთება, არც ერთი საქმე არ გამოდის საფუძვლიანად. ჩემი სხვა ისტორიებიც წაიკითხე, იმედია დაგაინტერესებს, განსაკუთრებით გირჩევ ''ქორწინება ანდერძით'', ჩემი აზრით ისიც შენი სტილი იქნება.

Unnamed
Dges kide dadeb?

დღეს უფლება აღარ მაქვს, ხვალ აუცილებლად <3

[quote=შოკოლადიანი კრუასანი]ჰმ, ყველა თავი ერთიანად წავიკითხე, საინტერესოა და ძალიან "ჩამითრია"...
ფიქტიურ ქორწინებას არ ველოდი რაღაც, მაგრამ დამაინტრიგებელია...
გულს მიკლავს ეს პატარა თავები, მე ვიცი რომ ტკბილეულს მუზა მოჰყავს, (ზედმეტი კილოგრამებიც)
ასე რომ ჭამე რაც შეიძლება მეტი შოკოლადი და დადე რაც შეიძლება დიდი თავები !
წარმატებები სოფო...[/quote
ჩემზე ტკბილეული ამ მხრივ არ მოქმედებს, უბრალოდ გემრიელობა თავებს ვწერ ხოლმე <3 ფიქტიური ქორწინება ცოტა ბანალურია მაგრამ ნახავ რომ ყველაფერი სხვანაირად წავა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent